SlideShare a Scribd company logo
1 of 10
ქართული ენა და
ლიტერატურა
V კლასი
რესურსის ავტორი: ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი მაია ბოლოთაშვილი
05.04. 2018
ენის მხატვრულ -გამომსახველობითი
საშუალება: გაპიროვნება
გაპიროვნება არის:
მხატვრული გამოსახვის ხერხი, რომლისთვისაც
დამახასიათებელია ცხოველების, სხვადასხვა საგნებისა და
მოვლენებისათვის ადამიანური თვისებების მიწერა;
• უსულო და სულიერი საგნების გაადამიანება ;
ეს ნიშნავს,რომ:
• გაპიროვნების ხერხის გამოყენების დროს უსულო და
სულიერი საგნები წარმოდგენილები არიან როგორც
ადამიანები. ისინი აზროვნებენ, გრძნობენ, მსჯელობენ,
მოქმედებენ.
გაპიროვნების მნიშვნელობა ტექსტის
გააზრებისათვის
• გაპიროვნების გამოყენება მწერალს აძლევს საშუალებას
გააცოცხლოს, ,,გაასულიეროს“ ბუნება;
• პერსონაჟებმა (მხოლოდ არა ადამიანებმა) თავად გვიამბონ
თავიანთ განცდებზე, ტკივილსა და სიხარულზე;
• გაპიროვნება მხატვრულ ტექსტს მატებს ემოციურობას და
გვაძლევს საშუალებას, უკეთ გავიაზროთ იგი;
• მხატვრული გამოსახვის ეს ხერხი ადამიანს, მკითხველს
უფრო მეტად დააფიქრებს საკუთარ საქციელზე;
გამოუმუშავებს თანაგრძნობისა და ბუნების გაფრთხილების
უნარს.
ვაჟა- ფშაველა, როგორც ბუნების
,,მესაიდუმლე“ შემოქმედი
• გაპიროვნების გასააზრებლად კარგი მაგალითია ლექსი
,,ნუგეში მგოსნისა,“ რომელშიც ვაჟა-ფშაველა წერს:
,,უსულო საგნებს სული ჩავბერე,
ავასაუბრე ლოდები კლდისა
და როგორც მეფე, გავათამამე,
მწირი ბალახი, ის ქუჩი მთისა.
მადლი მფენია მარჯვენაზედა,
იმ შემოქმედის, მაღალის ღვთისა!
---------------------------------------------------------------------------
ქუჩი-მთის ბალახი
მწირი- საწყალი
გაპიროვნების მაგალითები
მოთხრობაში ,,შვლის ნუკრის ნაამბობი“
• მოთხრობაში ავტორმა აამეტყველა პერსონაჟი.
შვლის ნუკრი თავად გვიყვება თავის ამბავს:
,,პაწაწა ვარ, ობოლი, ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროს
დავობლდი“.
• შვლის ნუკრს ეშინია არწივის:
,,მხრებშეკუმშული, ნისკარტდაღებული უზარმაზარი
ლეგა ფრინველი მოდიოდა ჩემკენ. მე შეშინებული, ტყეში
გადავხტი. მიავლ-მოავლო საზარელი ყვითელი თვალები,
ეწყინა ჩემი გაქცევა.“
ვაჟა-ფშაველა ბუნებას წარმოგვიდგენს
როგორც ცოცხალს
• ბალახები და ხის ფოთლები გამოხატავენ სიხარულს:
,,ბალახებმა და ხის ფოთლებმა სიხარულის ცრემლს დაუწყეს
ფრქვევა“.
• ფრინველებს უხარიათ:
ჩიტებმა მორთეს ერთხმად სიმღერა.
• ხის ძირებზე, ხევის პირად, ჟოლოს ფესვები იყო ამოსული,
წითლად თავი დაეხარათ და გადმოჰყურებდნენ წყლის დენას
• მთის წვეროებიდან ამოცვივდნენ ღრუბლები, შეიყარნენ ერთად.
შვლის ნუკრი აღწერს მონადირის მიერ
დედის მოკვლას და თავის განცდებს
• დედამ გამაფრთხილა და მითხრა: საშიშია ამ დროს სიარული,
ჩვენი მტერი ნაწვიმარზე დაგვეძებსო.
• თოფის ხმამ დაიარა მთები და კლდეები. ხის ფოთლებმა და
მცენარეებმა კანკალი დაიწყეს.
• მე დავიწყე ტირილი. გული შემიწუხდა. ვტირი და ეს არის ჩემი
ნუგეში.
• დავდივარ და შევტირი ხეებს, მთასა და კლდეებს, დავტირი
წყალსა და ბალახს, მაგრამ ჩემთვის დედა არ ჩნდება.
სამუშაო ტექსტი
• როგორ არ უნდა მეშინოდეს? ჯერ სულ ერთი კვირაა, რაც მე წუთისოფელს ვხედავ და
რამდენი შიში და ვაება გამოვიარე! გუშინწინ წვიმიანი დღე იყო. დედაჩემი წიფლის გვერდზე
იდგა და გემრიელად იცოხნებოდა... მეც გვერდით ვედექი, მიხაროდა დედასთან დგომა,
მტერი და სიკვდილი არც კი მაგონდებოდა დედის იმედით. ჩვენ წინ ერთ ხმელ ხეს გარშემო
კოდალა ევლებოდა და ისე მაგრად უკაკუნებდა, რომ მიკვირდა-დედაჩემი ამოდენაა და არ
შეუძლია ეგრე ტყის გახმაურება, როგორც ამ პატარა ჩიტს-მეთქი! კოდალას ცელქობას მე
სიხარულით შევყურებდი; უცებ ,,ხი!“ ,,ხი!“ მომესმა. მოვიხედე გვერდზე: თავზე ერთი ჩხიკვი
გვევლებოდა. ,,თავი მომაფარეო, -მითხრა დედაჩემმა, -თორემ ჩხიკვი თვალებს
დაგთხრისო!“მე თავი მოვაფარე. დედაჩემი იგერიებდა თავით იმ საძაგელს. ჩხიკვი ჩემკენ
იწევდა; ბევრი იცოდვილა, მერე დაგვანება თავი, თავმოკატუნებული წიფლის ტოტზე
შესკუპდა და მოყვა კნავილს. იმისი ხმა სწორედ ჩემს ხმას ჰგავდა. დედას გაეცინა და მითხრა:-
დიდი ეშმაკი რამეა, შვილო, ეგ ჩხიკვი, გაუფრთხილდი!..შენისთანა პატარა ნუკრებს ძლიერ
ემტერება... მიახტება და თვალებს გამოსჩიჩქნის!-მე ტანში ჟრუანტელმა დამიარა... უცებ
გარშემო შემორტყმული მთის წვეროებიდან ამოცვივდნენ ღრუბლები, შეიყარნენ ერთად. ცამ
დაიგრიალა, იჭექა, ელვა გაიკლაკნა. ყველა სულდგმულმა ხმა გაკმინდა. საძაგელი ჩხიკვი,
რომელიც ასე მაშინებდა წინათ, ეხლა სრულებით არ მეჩვენა ისე საზარელი; მიეხუჭა
თვალები და ნისკარტიდან ცინგლი ჩამოსდიოდა, მხრები საცოდავად ჩამოეშვა. მოფრინდა
წიპრანა და ,,წრიპ, წრიპ!“ შესძახა. ჩხიკვს შეეშინდა, გაახილა თვალები, გაუსკდა გული,
მიასკდა ხან აქეთ, ხან იქით. მე გამეცინა, ახლა კი გავიგე რა შვილი ბრძანებულა.
დავალების პირობა
• მოცემულ ტექსტში მოძებნეთ გაპიროვნების ნიმუშები და
ამოწერეთ;
• განსაზღვრეთ, თქვენგან შერჩეულ მაგალითებში, რომელ
სულიერ ან უსულო პერსონაჟს მიეწერება ადამიანური
თვისებები და დაასახელეთ, კონკრეტულად, რა?
• თქვენი მოსაზრება დაასაბუთეთ.
გისურვებთ წარმატებას!

More Related Content

Featured

Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Kurio // The Social Media Age(ncy)
 

Featured (20)

PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
 
How to have difficult conversations
How to have difficult conversations How to have difficult conversations
How to have difficult conversations
 
Introduction to Data Science
Introduction to Data ScienceIntroduction to Data Science
Introduction to Data Science
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best Practices
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project management
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
 
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
 
12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work
 
ChatGPT webinar slides
ChatGPT webinar slidesChatGPT webinar slides
ChatGPT webinar slides
 
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike RoutesMore than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
 
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
 
Barbie - Brand Strategy Presentation
Barbie - Brand Strategy PresentationBarbie - Brand Strategy Presentation
Barbie - Brand Strategy Presentation
 

Maia Bolotashvili

  • 1. ქართული ენა და ლიტერატურა V კლასი რესურსის ავტორი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ბოლოთაშვილი 05.04. 2018
  • 2. ენის მხატვრულ -გამომსახველობითი საშუალება: გაპიროვნება გაპიროვნება არის: მხატვრული გამოსახვის ხერხი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ცხოველების, სხვადასხვა საგნებისა და მოვლენებისათვის ადამიანური თვისებების მიწერა; • უსულო და სულიერი საგნების გაადამიანება ; ეს ნიშნავს,რომ: • გაპიროვნების ხერხის გამოყენების დროს უსულო და სულიერი საგნები წარმოდგენილები არიან როგორც ადამიანები. ისინი აზროვნებენ, გრძნობენ, მსჯელობენ, მოქმედებენ.
  • 3. გაპიროვნების მნიშვნელობა ტექსტის გააზრებისათვის • გაპიროვნების გამოყენება მწერალს აძლევს საშუალებას გააცოცხლოს, ,,გაასულიეროს“ ბუნება; • პერსონაჟებმა (მხოლოდ არა ადამიანებმა) თავად გვიამბონ თავიანთ განცდებზე, ტკივილსა და სიხარულზე; • გაპიროვნება მხატვრულ ტექსტს მატებს ემოციურობას და გვაძლევს საშუალებას, უკეთ გავიაზროთ იგი; • მხატვრული გამოსახვის ეს ხერხი ადამიანს, მკითხველს უფრო მეტად დააფიქრებს საკუთარ საქციელზე; გამოუმუშავებს თანაგრძნობისა და ბუნების გაფრთხილების უნარს.
  • 4. ვაჟა- ფშაველა, როგორც ბუნების ,,მესაიდუმლე“ შემოქმედი • გაპიროვნების გასააზრებლად კარგი მაგალითია ლექსი ,,ნუგეში მგოსნისა,“ რომელშიც ვაჟა-ფშაველა წერს: ,,უსულო საგნებს სული ჩავბერე, ავასაუბრე ლოდები კლდისა და როგორც მეფე, გავათამამე, მწირი ბალახი, ის ქუჩი მთისა. მადლი მფენია მარჯვენაზედა, იმ შემოქმედის, მაღალის ღვთისა! --------------------------------------------------------------------------- ქუჩი-მთის ბალახი მწირი- საწყალი
  • 5. გაპიროვნების მაგალითები მოთხრობაში ,,შვლის ნუკრის ნაამბობი“ • მოთხრობაში ავტორმა აამეტყველა პერსონაჟი. შვლის ნუკრი თავად გვიყვება თავის ამბავს: ,,პაწაწა ვარ, ობოლი, ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროს დავობლდი“. • შვლის ნუკრს ეშინია არწივის: ,,მხრებშეკუმშული, ნისკარტდაღებული უზარმაზარი ლეგა ფრინველი მოდიოდა ჩემკენ. მე შეშინებული, ტყეში გადავხტი. მიავლ-მოავლო საზარელი ყვითელი თვალები, ეწყინა ჩემი გაქცევა.“
  • 6. ვაჟა-ფშაველა ბუნებას წარმოგვიდგენს როგორც ცოცხალს • ბალახები და ხის ფოთლები გამოხატავენ სიხარულს: ,,ბალახებმა და ხის ფოთლებმა სიხარულის ცრემლს დაუწყეს ფრქვევა“. • ფრინველებს უხარიათ: ჩიტებმა მორთეს ერთხმად სიმღერა. • ხის ძირებზე, ხევის პირად, ჟოლოს ფესვები იყო ამოსული, წითლად თავი დაეხარათ და გადმოჰყურებდნენ წყლის დენას • მთის წვეროებიდან ამოცვივდნენ ღრუბლები, შეიყარნენ ერთად.
  • 7. შვლის ნუკრი აღწერს მონადირის მიერ დედის მოკვლას და თავის განცდებს • დედამ გამაფრთხილა და მითხრა: საშიშია ამ დროს სიარული, ჩვენი მტერი ნაწვიმარზე დაგვეძებსო. • თოფის ხმამ დაიარა მთები და კლდეები. ხის ფოთლებმა და მცენარეებმა კანკალი დაიწყეს. • მე დავიწყე ტირილი. გული შემიწუხდა. ვტირი და ეს არის ჩემი ნუგეში. • დავდივარ და შევტირი ხეებს, მთასა და კლდეებს, დავტირი წყალსა და ბალახს, მაგრამ ჩემთვის დედა არ ჩნდება.
  • 8. სამუშაო ტექსტი • როგორ არ უნდა მეშინოდეს? ჯერ სულ ერთი კვირაა, რაც მე წუთისოფელს ვხედავ და რამდენი შიში და ვაება გამოვიარე! გუშინწინ წვიმიანი დღე იყო. დედაჩემი წიფლის გვერდზე იდგა და გემრიელად იცოხნებოდა... მეც გვერდით ვედექი, მიხაროდა დედასთან დგომა, მტერი და სიკვდილი არც კი მაგონდებოდა დედის იმედით. ჩვენ წინ ერთ ხმელ ხეს გარშემო კოდალა ევლებოდა და ისე მაგრად უკაკუნებდა, რომ მიკვირდა-დედაჩემი ამოდენაა და არ შეუძლია ეგრე ტყის გახმაურება, როგორც ამ პატარა ჩიტს-მეთქი! კოდალას ცელქობას მე სიხარულით შევყურებდი; უცებ ,,ხი!“ ,,ხი!“ მომესმა. მოვიხედე გვერდზე: თავზე ერთი ჩხიკვი გვევლებოდა. ,,თავი მომაფარეო, -მითხრა დედაჩემმა, -თორემ ჩხიკვი თვალებს დაგთხრისო!“მე თავი მოვაფარე. დედაჩემი იგერიებდა თავით იმ საძაგელს. ჩხიკვი ჩემკენ იწევდა; ბევრი იცოდვილა, მერე დაგვანება თავი, თავმოკატუნებული წიფლის ტოტზე შესკუპდა და მოყვა კნავილს. იმისი ხმა სწორედ ჩემს ხმას ჰგავდა. დედას გაეცინა და მითხრა:- დიდი ეშმაკი რამეა, შვილო, ეგ ჩხიკვი, გაუფრთხილდი!..შენისთანა პატარა ნუკრებს ძლიერ ემტერება... მიახტება და თვალებს გამოსჩიჩქნის!-მე ტანში ჟრუანტელმა დამიარა... უცებ გარშემო შემორტყმული მთის წვეროებიდან ამოცვივდნენ ღრუბლები, შეიყარნენ ერთად. ცამ დაიგრიალა, იჭექა, ელვა გაიკლაკნა. ყველა სულდგმულმა ხმა გაკმინდა. საძაგელი ჩხიკვი, რომელიც ასე მაშინებდა წინათ, ეხლა სრულებით არ მეჩვენა ისე საზარელი; მიეხუჭა თვალები და ნისკარტიდან ცინგლი ჩამოსდიოდა, მხრები საცოდავად ჩამოეშვა. მოფრინდა წიპრანა და ,,წრიპ, წრიპ!“ შესძახა. ჩხიკვს შეეშინდა, გაახილა თვალები, გაუსკდა გული, მიასკდა ხან აქეთ, ხან იქით. მე გამეცინა, ახლა კი გავიგე რა შვილი ბრძანებულა.
  • 9. დავალების პირობა • მოცემულ ტექსტში მოძებნეთ გაპიროვნების ნიმუშები და ამოწერეთ; • განსაზღვრეთ, თქვენგან შერჩეულ მაგალითებში, რომელ სულიერ ან უსულო პერსონაჟს მიეწერება ადამიანური თვისებები და დაასახელეთ, კონკრეტულად, რა? • თქვენი მოსაზრება დაასაბუთეთ.