SlideShare a Scribd company logo
საერთაშორისო პროექტი
„ტოლერანტობა“
• eTwinning Project ‘Tolerance’
• პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი-
ღების საჯარო სკოლის მასწავლებელი
ვერა ლობჯანიძე
• პროექტის ხელმძღვანელი - თამარ
სამსონიძე
არა რასიზმს!
რასიზმი — რწმენა, რომ ადამიანთა ჯგუფები,
ფიზიკური მახასიათებლებიდან (კანის ფერი, სახის
ნაკვთები და სხვა ეთნიკური მახასიათებლები)
გამომდინარე განსხვავებულ თვისებების არიან და
შესაბამისად შესაძლებელია მათი კატეგორიზება
რასებად, სადაც ერთი რასა მეორეზე
აღმატებულია. [1 რასიზმი სხვა ჯგუფის წევრების
მიმართ უთანასწორო დამოკიდებულებისა და ერთი
რომელიმე ჯგუფის პრივილეგირებული
მდგომარეობის გამამართლებელ არგუმენტად
გარეგნულ განსხვავებებს ასახელებს.
რასიზმს, როგორც იდეოლოგიურ მრწამსს და
ჩაგვრის ინსტრუმენტს, ძალიან ხანგრძლივი
ისტორია აქვს, თუმცა, რასიზმის თეორია
მხოლოდ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში
ჩამოყალიბდა.
• ძალიან სამწუხარო ფაქტია, როდესაც
ბავშვს სკოლაში კანის ფერის გამო
შეურაცხყოფას აყენებენ. „კანის ფერი
არ განსაზღვრავს ურთიერთობებს“,
„უთხარი არა რასიზმს“, „თეთრი და
შავი მხოლოდ ფერებია“
რასიზმის სხვადასხვა ფორმა და
პრაქტიკები:
• ავერსიული რასიზმი
• ავერსიული რასიზმი არის იმპლიციტური რასიზმის ფორმა,
რომლის დროსაც პირის მიერ განსხვავებული რასისა და ეთნიკური
ჯგუფის წარმომადგენელი უმცირესობების მიმართ არსებული
არაცნობიერი ნეგატიური შეფასებები გამოიხატება მათთან
ინტერაქციისთვის მუდმივად თავის არიდებაში. ტრადიციული,
გამოხატული რასიზმისგან განსხვავებით, რომლისთვისაც
დამახასიათებელია აშკარა ზიზღი და დისკრიმინაცია
რასობრივი/ეთნიკური უმცირესობების მიმართ, ავერსიული
რასიზმი ხასიათდება უფრო კომპლექსური, ამბივალენტური
დამოკიდებულებებით. [12] ინდივიდი შესაძლოა საჯაროდ
აღიარებდეს ეგალიტარიანულ ღირებულებებს, უარყოფდეს
რასობრივად მოტივირებულ ქცევას, თუმცა, მიუხედავად ამისა,
როდესაც შეხება აქვს გარკვეული რასისა თუ ეთნიკური ჯგუფის
წარმომადგენელთან, მისი ქცევა გაუცნობიერებლად იცვლება.
ავერსიული რასიზმი გამოიხატება, მაგალითად, დასაქმების თუ
სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღებისას. [13]
• კულტურული რასიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
• კულტურული რასიზმი გამოიხატება საზოგადოებრივ რწმენებსა და
ჩვეულებებში, რომელთა თანახმადაც, რომელიმე ერთი კულტურა,
მისი ენა და ტრადიციები, უფრო მაღლა დგას ვიდრე სხვა
კულტურები. [14] იგი მოიცავს იდეას, რომ სხვადასხვა კულტურები
ფუნდამენტურად შეუთავსებელია ერთმანეთთან და დაუშვებელია მათი
თანაარსებობა ერთ საზოგადოებასა თუ სახელმწიფოში.
• კულტურული რასიზმის კონცეფცია 1980-1990-იან წლებში დამკვიდრდა
დასავლეთ ევროპელი მკვლევარების მიერ, რომელთა მტკიცებითაც,
დასავლურ ქვეყნებში შესამჩნევი მტრული დამოკიდებულება
ემიგრანტების მიმართ განხილულ უნდა იქნეს როგორც რასიზმი. მაშინ,
როდესაც ბიოლოგიურმა რასიზმმა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში
აქტუალობა დაკარგა დასავლურ საზოგადოებებში, იგი ჩაანაცვლა
ახალმა, კულტურულმა რასიზმმა, რომელიც ეფუძნებოდა კულტურათა
შორის იერარქიული განსხვავების რწმენას. ამავე მკვლევარების
დაკვირვებით, აღნიშნულ ცვლილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს
ულტრამემარჯვენე მოძრაობებმა, რომელთა თანახმადაც დასავლური
კულტურა სხვა კულტურებზე აღმატებულია.
• ინსტიტუციური რასიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
• ინსტიტუციური რასიზმი (ხშირად მოიხსენიება როგორც სტრუქტურული
რასიზმი, ან სისტემატიური რასიზმი) არის რასიზმის ფორმა, რომელიც
გამოიხატება სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების
(მთავრობა, კორპორაციები, რელიგიური თუ საგანმანათლებლო დაწესებულებები)
პრაქტიკებში. იგი აისახება უთანასწორობაში სიმდიდრის, შემოსავლების,
სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების, დასაქმების,
საცხოვრებელზე, ჯანდაცვაზე, პოლიტიკურ ძალაუფლებასა და განათლებაზე
წვდომის სფეროებში.
• ტერმინი პირველად გამოყენებულ იქნა 1967 წელს სთოქლი კარმაიკლისა და
ჩარლზ ჰემილტონის მიერ. [15] მათი განმარტებით, მაგალითისთვის, როდესაც
თეთრკანიანი ტერორისტი თავს ესხმის შავკანიანთა ეკლესიას და ხოცავს ხუთ
შავკანიან ბავშვს, ეს წარმოადგენს ინდივიდუალურ რასიზმს. ხოლო, როდესაც
იმავე ქალაქში ხუთასი შავკანიანი ახალშობილი იხოცება იმიტომ, რომ მათ არ აქვთ
წვდომა საკვებზე, თავშესაფარსა თუ მედიკამენტებზე, ამასთან, ათასობით
შავკანიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და ყოველდღიურად
დისკრიმინაციის მსხვერპლია, აღნიშნული უკვე წარმოადგენს ინსტიტუციური
რასიზმის გამოხატულებას. თუ აშკარად გამოხატული ინდივიდუალური
რასიზმის ცალკეული სასტიკი გამოვლინებები დაგმობილია საზოგადოების
ნაწილის მიერ, ინსტიტუციური რასიზმი იმდენად სისტემური და კომპლექსურია,
ფართო საზოგადოება მის იგნორირებას ამჯობინებს
• სახელმწიფო რასიზმი[
• სახელმწიფო რასიზმის ერთ-ერთი ნათელი
მაგალითია 1935 წელს ნაცისტურ გერმანიაში მიღებული ე.წ ნიურნბერგის
რასობრივი კანონები. ეს იყო ანტისემიტური და რასისტული ნორმების
ერთობლიობა, რომელიც ერთის მხრივ, არიული სისხლის დაცვის
მიზნით კრძალავდა გერმანალებსა და ებრაელებს შორის
როგორც ქორწინებას, ისე ქორწინების გარეშე ურთიერთობას. მეორეს
მხრივ, რაიხის მოქალაქეებად აცხადებდა და შესაბამისად, ყველა
სამოქალაქო უფლებას ანიჭებდა მხოლოდ არიული რასის ან მასთან
მონათესავე ჯგუფების წარმომადგენლებს. კანონებს თან ერთვოდა
დეკრეტი, რომლითაც განსაზღვრული იყო თუ ვინ განეკუთვნებოდა
ებრაელებს, შერეულ სისხლს და სუფთა არიულ რასას, რის შემდეგაც
თითოეულ რასას თავისი რანგი ენიჭებოდა. ყველა, ვინც არიულ რასას არ
განეკუთვნებოდა, ითვლებოდა არასრულყოფილ ადამიანად, ხოლო
ებრაელები საერთოდ არ განიხილებოდნენ ადამიანებად. მოგვიანებით,
კანონები გავრცელდა ბოშებსა და შავკანიანებზეც. ბოშები, ებრაელებთან
ერთად, სახელმწიფოს მტრებად გამოცხადდნენ
• მეცნიერული რასიზმი.
• მეცნიერული რასიზმი, რომელიც დღეს უკვე ფსევდომეცნიერულ
რწმენად ითვლება, ემყარებოდა იდეას, რომ არსებობს რასიზმის,
რასობრივი უპირატესობის გამამართლებელი ემპირიული და
მეცნიერული
მტკიცებულებები. ანთროპოლოგიაზე, ანთროპომეტრიასა და სხვა
დისციპლინებზე დაყრდნობით სამეცნიერო რასიზმის ფარგლებში
შემუშავებულ იქნა ანთროპოლოგიური ტიპოლოგიები, რომლის
მეშვეობითაც ადამიანთა პოპულაციების კლასიფიცირება ხდებოდა
ფიზიკური მახასიათებლებით, რაც შემდგომ, ცალკეული რასების
უპირატესობის თუ ნაკლოვანების მტკიცებისთვის გამოიყენებოდა.
მაგალითისთვის, ამერიკელმა სამუელ ჟორჯ მორტონმა ჩაატარა
ექსპერიმენტი, რომლის პროცესშიც მან შეისწავლა 6000-ზე მეტი თავის
ქალა. მას სჯეროდა, რომ რაც უფრო დიდი იყო ადამიანის თავის ქალა,
მით უფრო დიდი იყო მისი ტვინი; ტვინის ზომა კი განაპირობებდა
ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს. კვლევის შემდეგ მორტონმა
დაასკვნა, რომ თეთრი რასა არა მარტო სოციალურად, არამედ
ბიოლოგიურადაც აღემატებოდა შავს. [18] მეცნიერული რასიზმის
განვითარება იწყება მე-17 საუკუნიდან, განსაკუთრებით მაღალი
აქტუალობა შეიძინა მე-18 და მე-19 საუკუნეში, ე.წ. ახალი
იმპერიალიზმის ეპოქაში. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იგი
უარყოფილ იქნა როგორც ფსევდომეცნიერული კატეგორია.
• აპართეიდი]
• სახელმწიფო რასიზმის კიდევ ერთი მაგალითია აპართეიდი სამხრეთ აფრიკაში 1948-
1990 წლებში. აპართეიდი წარმოადგენდა რასობრივი სეგრეგაციის
ინსტიტუციონალიზებულ, ავტორიტარული პოლიტიკური კულტურის მატარებელ
სისტემას, რომელიც თეთრკანიანთა უზენაესობის იდეას ემყარებოდა. აღნიშნული
სისტემა უზრუნველყოფდა, რომ სამხრეთ აფრიკაში მაცხოვრებელ თეთრკანიანთა
უმცირესობას პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური დომინაცია ჰქონოდა
დანარჩენ მოსახლეობაზე. იგი ითვალისწინებდა სოციალურ სტრატიფიკაციას, სადაც
თეთრკანიან მოქალაქეებს უმაღლესი სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული, ხოლო შემდგომ
რანგირების სისტემით მოდიოდნენ აზიელები, ფერადკანიანები და შავკანიანი
აფრიკელები. აპართეიდი, როგორ ფორმალური პოლიტიკა მიღებულ იქნა სამხრეთ
აფრიკის მთავრობის მიერ 1948 წლის არჩევნების პერიოდში. აპართეიდის პირობებში
აკრძალული იყო რასებს შორის ქორწინება, სეგრეგირებული იყო საჯარო სივრცეები,
ასევე დასაქმებისა და საცხოვრებელი სივრცეები. 1970-1980-იან წლებში აპართეიდის
კრიტიკა საერთაშორისო დონეზე გაიზარდა და თვითონ ქვეყნის შიგნითაც ანტი-
აპართეიდული მოძრაობა გაძლიერდა, რომლის გამორჩეულმა ლიდერმა, ნელსონ
მანდელამ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აპართეიდის დასრულებაში.
• რასობრივი სეგრეგაცია[
• რასობრივი სეგრეგაცია წარმოადგენს მოსახლეობის მიზანდასახული გამიჯვნის
პოლიტიკას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განსახლების სპეციალური
ზონების გამოყოფით დაწყებული, პარალელური საზოგადოებრივი ინსტიტუტების
შექმნით დასრულებული. უფრო კონკრეტულად ეს შეიძლება გამოხატოს, მაგალითად,
განსხვავებული რასის წარმომადგელების განცალკევებით სკოლებში, საზოგადოებრივი
თავშეყრის ადგილებში, ცალკე საპირფარეშოების გამოყოფით და სხვ. შესაძლოა
სეგრეგაცია ოფიციალური კანონმდებლობით აიკრძალოს, თუმცა, სოციალური ნორმის
სახით მაინც შენარჩუნდეს საზოგადოებაში.
• ამ მხრივ აღსანიშნავია ე.წ. ჯიმ კროუს კანონები, რომელიც წარმოადგენდა ამერიკის
სამხრეთ შტატებში მოქმედ რასობრივი სეგრეგაციის კანონებს. [16] კანონმდებლობა
მიღებულ იქნა ყოფილ კონფედერაციულ შტატებში 1870-იან და 1880-იან წლებში და
ძალაში იყო 1965 წლამდე. კანონები აღიარებულ იქნა აშშ-ს უზენაესი
სასამართლოს 1896 წლის გადაწყვეტილებაში საქმეზე პლესი ფერგიუსონის წინააღმდეგ,
რომელშიც სასამარლომ დაადგინა ე.წ. „განცალკევებული მაგრამ თანასწორი“
სამართლებრივი პრინციპი. კანონები ითვალისწინებდა თეთრკანიანებისა და სხვა
ფერადკანიანებისა და შავკანიანების სეგრეგაციას ყველა საზოგადოებრივ ადგილას:
სკოლა, ტრანსპორტი, რესტორნები და ა.შ. 1913 წელს პრეზიდენტმა ვუდროუ ვილსონმა,
სამხრეთელმა დემოკრატმა, ინიცირება მოახდინა ფედერალურ სამუშაო ადგილებზე
სეგრეგაციის დაწესების. [17] 1915 წლიდან სეგრეგაცია ყველა შტატში დაკანონდა.
შავკანიანებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უნდა გადაეხადათ მაღალი
გადასახადი და ჩაებარებინათ ტესტი, რომელიც აშშ-ის კონსტიტუციისა და
დმაოუკიდებლობის დეკლარაციის ზეპირად ცოდნის ვალდებულებას
ითვალისწინებდა. ჯარიმით ან პატიმრობით ისჯებოდა რასებს შორის ქორწინება. ერთი
და იმავე დანაშაულისთვის განსხვავებული სამართლებრივი პასუხისმგებლობა
ეკისრებოდათ თეთრკანიანებსა და ფერადკანიანებს (აქ იგულისხმება როგორც
შავკანიანები, ისე მკვიდრი ამერიკელები). ერთგვარ სანახაობებად იქცა ამ პერიოდში
შავკანიანების ლინჩის წესით გასამართლებები.
ეთნიკური
დისკრიმინაცია.
ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია -
გულისხმობს ადამიანების მიმართ არათანაბარ
ან უსამართლო მოყრობას მათი ეროვნული ან
ეთნიკური კუთვნილების ან აგენტის მხრიდან
ამგვარი კუთვნილების განცდის გამო იმ
შემთხვევაშიც კი თუ ისინი არ განეკუთვნებიან
ამ ეთნიკურ ჯგუფს.
• ამგვარი დისკრიმინაცია შესაძლოა
განხორციელდეს ეთნიკური ასოცირების
გამო. ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია
შესაძლოა მოხდეს ერთი ეთნიკური
ჯგუფის მქონე ინდივიდებს შორისაც
ამგვარი დისკრიმინაცია შესაძლოა
განხორციელდეს ეთნიკური ასოცირების
გამო.
• თანასწორობა და დისკრიმინაციის
აკრძალვა სახელმწიფოში
დემოკრატიული მმართველობის
საფუძველია. ხოლო დემოკრატიული
ღირებულებებისა და თანასწორობის
პრინიციპის გაზიარება საზოგადოების
მშვიდობიანი თანაცხოვრების
საწინდარია.
No racism
No racism

More Related Content

What's hot

ბაგრატ III-ბაკურ გელაშვილი
ბაგრატ III-ბაკურ გელაშვილიბაგრატ III-ბაკურ გელაშვილი
ბაგრატ III-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
პომპეუსის ლაშქრობა ქართლში
პომპეუსის ლაშქრობა ქართლშიპომპეუსის ლაშქრობა ქართლში
პომპეუსის ლაშქრობა ქართლშიNatali Apakidze
 
საქართველო XVIII საუკუნის I ნახევარში
საქართველო XVIII საუკუნის I ნახევარშისაქართველო XVIII საუკუნის I ნახევარში
საქართველო XVIII საუკუნის I ნახევარშიlosika2003
 
ხალხთა დიდი გადასახლება
ხალხთა დიდი გადასახლებახალხთა დიდი გადასახლება
ხალხთა დიდი გადასახლებაfiqria sidamonize
 
ძველი ეგვიპტე
ძველი ეგვიპტეძველი ეგვიპტე
ძველი ეგვიპტეEtoDevrisashvili1
 
ნორმანები
ნორმანები ნორმანები
ნორმანები fiqria sidamonize
 
ძველი საბერძნეთი 4
ძველი საბერძნეთი 4ძველი საბერძნეთი 4
ძველი საბერძნეთი 4guest7290b9e
 
5-9 դարերի հայկական մշակույթ
5-9 դարերի հայկական մշակույթ5-9 դարերի հայկական մշակույթ
5-9 դարերի հայկական մշակույթnare-khachatryan
 
ბერძნული პოლისები და მმართველობის ფორმები
ბერძნული პოლისები და მმართველობის ფორმები ბერძნული პოლისები და მმართველობის ფორმები
ბერძნული პოლისები და მმართველობის ფორმები fiqria sidamonize
 
დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელიდავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელიmalxazmurusidze
 
სქემა მეთოდისთვის ორიენტირებული კითხვა
სქემა მეთოდისთვის ორიენტირებული კითხვასქემა მეთოდისთვის ორიენტირებული კითხვა
სქემა მეთოდისთვის ორიენტირებული კითხვამაია მამისეიშვილი
 
ვწერ ვინმე მესხი მელექსე
ვწერ ვინმე მესხი მელექსევწერ ვინმე მესხი მელექსე
ვწერ ვინმე მესხი მელექსეsaluqvadzeciala
 

What's hot (20)

გვახსოვდეს აფხაზეთი
გვახსოვდეს აფხაზეთიგვახსოვდეს აფხაზეთი
გვახსოვდეს აფხაზეთი
 
Toponimta poezia 2
Toponimta poezia 2Toponimta poezia 2
Toponimta poezia 2
 
დიდი ქართველი მეფეები
დიდი ქართველი მეფეებიდიდი ქართველი მეფეები
დიდი ქართველი მეფეები
 
ბაგრატ III-ბაკურ გელაშვილი
ბაგრატ III-ბაკურ გელაშვილიბაგრატ III-ბაკურ გელაშვილი
ბაგრატ III-ბაკურ გელაშვილი
 
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
 
ბაგრატ III ერთიანი საქართველოს პირველი მეფე
ბაგრატ III  ერთიანი საქართველოს პირველი მეფებაგრატ III  ერთიანი საქართველოს პირველი მეფე
ბაგრატ III ერთიანი საქართველოს პირველი მეფე
 
აკაკი წერეთელი Pdf
აკაკი წერეთელი Pdfაკაკი წერეთელი Pdf
აკაკი წერეთელი Pdf
 
აფხაზეთის ომი [Autosaved]
აფხაზეთის ომი [Autosaved]აფხაზეთის ომი [Autosaved]
აფხაზეთის ომი [Autosaved]
 
II msoflio omi
II msoflio omiII msoflio omi
II msoflio omi
 
პომპეუსის ლაშქრობა ქართლში
პომპეუსის ლაშქრობა ქართლშიპომპეუსის ლაშქრობა ქართლში
პომპეუსის ლაშქრობა ქართლში
 
საქართველო XVIII საუკუნის I ნახევარში
საქართველო XVIII საუკუნის I ნახევარშისაქართველო XVIII საუკუნის I ნახევარში
საქართველო XVIII საუკუნის I ნახევარში
 
ხალხთა დიდი გადასახლება
ხალხთა დიდი გადასახლებახალხთა დიდი გადასახლება
ხალხთა დიდი გადასახლება
 
ძველი ეგვიპტე
ძველი ეგვიპტეძველი ეგვიპტე
ძველი ეგვიპტე
 
ნორმანები
ნორმანები ნორმანები
ნორმანები
 
ძველი საბერძნეთი 4
ძველი საბერძნეთი 4ძველი საბერძნეთი 4
ძველი საბერძნეთი 4
 
5-9 դարերի հայկական մշակույթ
5-9 դարերի հայկական մշակույթ5-9 դարերի հայկական մշակույթ
5-9 դարերի հայկական մշակույթ
 
ბერძნული პოლისები და მმართველობის ფორმები
ბერძნული პოლისები და მმართველობის ფორმები ბერძნული პოლისები და მმართველობის ფორმები
ბერძნული პოლისები და მმართველობის ფორმები
 
დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელიდავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი
 
სქემა მეთოდისთვის ორიენტირებული კითხვა
სქემა მეთოდისთვის ორიენტირებული კითხვასქემა მეთოდისთვის ორიენტირებული კითხვა
სქემა მეთოდისთვის ორიენტირებული კითხვა
 
ვწერ ვინმე მესხი მელექსე
ვწერ ვინმე მესხი მელექსევწერ ვინმე მესხი მელექსე
ვწერ ვინმე მესხი მელექსე
 

More from Vera Lobjanidze (10)

Tolerance
ToleranceTolerance
Tolerance
 
Values
ValuesValues
Values
 
Beauty
BeautyBeauty
Beauty
 
Religious intolerance
Religious intoleranceReligious intolerance
Religious intolerance
 
Disability discrimination
Disability discriminationDisability discrimination
Disability discrimination
 
Equality and discrimination
Equality and discriminationEquality and discrimination
Equality and discrimination
 
Ethnic discrimination
Ethnic discriminationEthnic discrimination
Ethnic discrimination
 
Discrimination
DiscriminationDiscrimination
Discrimination
 
Gender inequality
Gender inequalityGender inequality
Gender inequality
 
Bullying
BullyingBullying
Bullying
 

No racism

  • 1. საერთაშორისო პროექტი „ტოლერანტობა“ • eTwinning Project ‘Tolerance’ • პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი- ღების საჯარო სკოლის მასწავლებელი ვერა ლობჯანიძე • პროექტის ხელმძღვანელი - თამარ სამსონიძე
  • 2. არა რასიზმს! რასიზმი — რწმენა, რომ ადამიანთა ჯგუფები, ფიზიკური მახასიათებლებიდან (კანის ფერი, სახის ნაკვთები და სხვა ეთნიკური მახასიათებლები) გამომდინარე განსხვავებულ თვისებების არიან და შესაბამისად შესაძლებელია მათი კატეგორიზება რასებად, სადაც ერთი რასა მეორეზე აღმატებულია. [1 რასიზმი სხვა ჯგუფის წევრების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულებისა და ერთი რომელიმე ჯგუფის პრივილეგირებული მდგომარეობის გამამართლებელ არგუმენტად გარეგნულ განსხვავებებს ასახელებს. რასიზმს, როგორც იდეოლოგიურ მრწამსს და ჩაგვრის ინსტრუმენტს, ძალიან ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა, რასიზმის თეორია მხოლოდ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა.
  • 3. • ძალიან სამწუხარო ფაქტია, როდესაც ბავშვს სკოლაში კანის ფერის გამო შეურაცხყოფას აყენებენ. „კანის ფერი არ განსაზღვრავს ურთიერთობებს“, „უთხარი არა რასიზმს“, „თეთრი და შავი მხოლოდ ფერებია“
  • 4.
  • 5.
  • 6. რასიზმის სხვადასხვა ფორმა და პრაქტიკები: • ავერსიული რასიზმი • ავერსიული რასიზმი არის იმპლიციტური რასიზმის ფორმა, რომლის დროსაც პირის მიერ განსხვავებული რასისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი უმცირესობების მიმართ არსებული არაცნობიერი ნეგატიური შეფასებები გამოიხატება მათთან ინტერაქციისთვის მუდმივად თავის არიდებაში. ტრადიციული, გამოხატული რასიზმისგან განსხვავებით, რომლისთვისაც დამახასიათებელია აშკარა ზიზღი და დისკრიმინაცია რასობრივი/ეთნიკური უმცირესობების მიმართ, ავერსიული რასიზმი ხასიათდება უფრო კომპლექსური, ამბივალენტური დამოკიდებულებებით. [12] ინდივიდი შესაძლოა საჯაროდ აღიარებდეს ეგალიტარიანულ ღირებულებებს, უარყოფდეს რასობრივად მოტივირებულ ქცევას, თუმცა, მიუხედავად ამისა, როდესაც შეხება აქვს გარკვეული რასისა თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთან, მისი ქცევა გაუცნობიერებლად იცვლება. ავერსიული რასიზმი გამოიხატება, მაგალითად, დასაქმების თუ სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღებისას. [13]
  • 7. • კულტურული რასიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] • კულტურული რასიზმი გამოიხატება საზოგადოებრივ რწმენებსა და ჩვეულებებში, რომელთა თანახმადაც, რომელიმე ერთი კულტურა, მისი ენა და ტრადიციები, უფრო მაღლა დგას ვიდრე სხვა კულტურები. [14] იგი მოიცავს იდეას, რომ სხვადასხვა კულტურები ფუნდამენტურად შეუთავსებელია ერთმანეთთან და დაუშვებელია მათი თანაარსებობა ერთ საზოგადოებასა თუ სახელმწიფოში. • კულტურული რასიზმის კონცეფცია 1980-1990-იან წლებში დამკვიდრდა დასავლეთ ევროპელი მკვლევარების მიერ, რომელთა მტკიცებითაც, დასავლურ ქვეყნებში შესამჩნევი მტრული დამოკიდებულება ემიგრანტების მიმართ განხილულ უნდა იქნეს როგორც რასიზმი. მაშინ, როდესაც ბიოლოგიურმა რასიზმმა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალობა დაკარგა დასავლურ საზოგადოებებში, იგი ჩაანაცვლა ახალმა, კულტურულმა რასიზმმა, რომელიც ეფუძნებოდა კულტურათა შორის იერარქიული განსხვავების რწმენას. ამავე მკვლევარების დაკვირვებით, აღნიშნულ ცვლილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს ულტრამემარჯვენე მოძრაობებმა, რომელთა თანახმადაც დასავლური კულტურა სხვა კულტურებზე აღმატებულია.
  • 8. • ინსტიტუციური რასიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] • ინსტიტუციური რასიზმი (ხშირად მოიხსენიება როგორც სტრუქტურული რასიზმი, ან სისტემატიური რასიზმი) არის რასიზმის ფორმა, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების (მთავრობა, კორპორაციები, რელიგიური თუ საგანმანათლებლო დაწესებულებები) პრაქტიკებში. იგი აისახება უთანასწორობაში სიმდიდრის, შემოსავლების, სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების, დასაქმების, საცხოვრებელზე, ჯანდაცვაზე, პოლიტიკურ ძალაუფლებასა და განათლებაზე წვდომის სფეროებში. • ტერმინი პირველად გამოყენებულ იქნა 1967 წელს სთოქლი კარმაიკლისა და ჩარლზ ჰემილტონის მიერ. [15] მათი განმარტებით, მაგალითისთვის, როდესაც თეთრკანიანი ტერორისტი თავს ესხმის შავკანიანთა ეკლესიას და ხოცავს ხუთ შავკანიან ბავშვს, ეს წარმოადგენს ინდივიდუალურ რასიზმს. ხოლო, როდესაც იმავე ქალაქში ხუთასი შავკანიანი ახალშობილი იხოცება იმიტომ, რომ მათ არ აქვთ წვდომა საკვებზე, თავშესაფარსა თუ მედიკამენტებზე, ამასთან, ათასობით შავკანიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და ყოველდღიურად დისკრიმინაციის მსხვერპლია, აღნიშნული უკვე წარმოადგენს ინსტიტუციური რასიზმის გამოხატულებას. თუ აშკარად გამოხატული ინდივიდუალური რასიზმის ცალკეული სასტიკი გამოვლინებები დაგმობილია საზოგადოების ნაწილის მიერ, ინსტიტუციური რასიზმი იმდენად სისტემური და კომპლექსურია, ფართო საზოგადოება მის იგნორირებას ამჯობინებს
  • 9. • სახელმწიფო რასიზმი[ • სახელმწიფო რასიზმის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია 1935 წელს ნაცისტურ გერმანიაში მიღებული ე.წ ნიურნბერგის რასობრივი კანონები. ეს იყო ანტისემიტური და რასისტული ნორმების ერთობლიობა, რომელიც ერთის მხრივ, არიული სისხლის დაცვის მიზნით კრძალავდა გერმანალებსა და ებრაელებს შორის როგორც ქორწინებას, ისე ქორწინების გარეშე ურთიერთობას. მეორეს მხრივ, რაიხის მოქალაქეებად აცხადებდა და შესაბამისად, ყველა სამოქალაქო უფლებას ანიჭებდა მხოლოდ არიული რასის ან მასთან მონათესავე ჯგუფების წარმომადგენლებს. კანონებს თან ერთვოდა დეკრეტი, რომლითაც განსაზღვრული იყო თუ ვინ განეკუთვნებოდა ებრაელებს, შერეულ სისხლს და სუფთა არიულ რასას, რის შემდეგაც თითოეულ რასას თავისი რანგი ენიჭებოდა. ყველა, ვინც არიულ რასას არ განეკუთვნებოდა, ითვლებოდა არასრულყოფილ ადამიანად, ხოლო ებრაელები საერთოდ არ განიხილებოდნენ ადამიანებად. მოგვიანებით, კანონები გავრცელდა ბოშებსა და შავკანიანებზეც. ბოშები, ებრაელებთან ერთად, სახელმწიფოს მტრებად გამოცხადდნენ
  • 10. • მეცნიერული რასიზმი. • მეცნიერული რასიზმი, რომელიც დღეს უკვე ფსევდომეცნიერულ რწმენად ითვლება, ემყარებოდა იდეას, რომ არსებობს რასიზმის, რასობრივი უპირატესობის გამამართლებელი ემპირიული და მეცნიერული მტკიცებულებები. ანთროპოლოგიაზე, ანთროპომეტრიასა და სხვა დისციპლინებზე დაყრდნობით სამეცნიერო რასიზმის ფარგლებში შემუშავებულ იქნა ანთროპოლოგიური ტიპოლოგიები, რომლის მეშვეობითაც ადამიანთა პოპულაციების კლასიფიცირება ხდებოდა ფიზიკური მახასიათებლებით, რაც შემდგომ, ცალკეული რასების უპირატესობის თუ ნაკლოვანების მტკიცებისთვის გამოიყენებოდა. მაგალითისთვის, ამერიკელმა სამუელ ჟორჯ მორტონმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის პროცესშიც მან შეისწავლა 6000-ზე მეტი თავის ქალა. მას სჯეროდა, რომ რაც უფრო დიდი იყო ადამიანის თავის ქალა, მით უფრო დიდი იყო მისი ტვინი; ტვინის ზომა კი განაპირობებდა ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს. კვლევის შემდეგ მორტონმა დაასკვნა, რომ თეთრი რასა არა მარტო სოციალურად, არამედ ბიოლოგიურადაც აღემატებოდა შავს. [18] მეცნიერული რასიზმის განვითარება იწყება მე-17 საუკუნიდან, განსაკუთრებით მაღალი აქტუალობა შეიძინა მე-18 და მე-19 საუკუნეში, ე.წ. ახალი იმპერიალიზმის ეპოქაში. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იგი უარყოფილ იქნა როგორც ფსევდომეცნიერული კატეგორია.
  • 11. • აპართეიდი] • სახელმწიფო რასიზმის კიდევ ერთი მაგალითია აპართეიდი სამხრეთ აფრიკაში 1948- 1990 წლებში. აპართეიდი წარმოადგენდა რასობრივი სეგრეგაციის ინსტიტუციონალიზებულ, ავტორიტარული პოლიტიკური კულტურის მატარებელ სისტემას, რომელიც თეთრკანიანთა უზენაესობის იდეას ემყარებოდა. აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფდა, რომ სამხრეთ აფრიკაში მაცხოვრებელ თეთრკანიანთა უმცირესობას პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური დომინაცია ჰქონოდა დანარჩენ მოსახლეობაზე. იგი ითვალისწინებდა სოციალურ სტრატიფიკაციას, სადაც თეთრკანიან მოქალაქეებს უმაღლესი სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული, ხოლო შემდგომ რანგირების სისტემით მოდიოდნენ აზიელები, ფერადკანიანები და შავკანიანი აფრიკელები. აპართეიდი, როგორ ფორმალური პოლიტიკა მიღებულ იქნა სამხრეთ აფრიკის მთავრობის მიერ 1948 წლის არჩევნების პერიოდში. აპართეიდის პირობებში აკრძალული იყო რასებს შორის ქორწინება, სეგრეგირებული იყო საჯარო სივრცეები, ასევე დასაქმებისა და საცხოვრებელი სივრცეები. 1970-1980-იან წლებში აპართეიდის კრიტიკა საერთაშორისო დონეზე გაიზარდა და თვითონ ქვეყნის შიგნითაც ანტი- აპართეიდული მოძრაობა გაძლიერდა, რომლის გამორჩეულმა ლიდერმა, ნელსონ მანდელამ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აპართეიდის დასრულებაში.
  • 12. • რასობრივი სეგრეგაცია[ • რასობრივი სეგრეგაცია წარმოადგენს მოსახლეობის მიზანდასახული გამიჯვნის პოლიტიკას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განსახლების სპეციალური ზონების გამოყოფით დაწყებული, პარალელური საზოგადოებრივი ინსტიტუტების შექმნით დასრულებული. უფრო კონკრეტულად ეს შეიძლება გამოხატოს, მაგალითად, განსხვავებული რასის წარმომადგელების განცალკევებით სკოლებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ცალკე საპირფარეშოების გამოყოფით და სხვ. შესაძლოა სეგრეგაცია ოფიციალური კანონმდებლობით აიკრძალოს, თუმცა, სოციალური ნორმის სახით მაინც შენარჩუნდეს საზოგადოებაში. • ამ მხრივ აღსანიშნავია ე.წ. ჯიმ კროუს კანონები, რომელიც წარმოადგენდა ამერიკის სამხრეთ შტატებში მოქმედ რასობრივი სეგრეგაციის კანონებს. [16] კანონმდებლობა მიღებულ იქნა ყოფილ კონფედერაციულ შტატებში 1870-იან და 1880-იან წლებში და ძალაში იყო 1965 წლამდე. კანონები აღიარებულ იქნა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს 1896 წლის გადაწყვეტილებაში საქმეზე პლესი ფერგიუსონის წინააღმდეგ, რომელშიც სასამარლომ დაადგინა ე.წ. „განცალკევებული მაგრამ თანასწორი“ სამართლებრივი პრინციპი. კანონები ითვალისწინებდა თეთრკანიანებისა და სხვა ფერადკანიანებისა და შავკანიანების სეგრეგაციას ყველა საზოგადოებრივ ადგილას: სკოლა, ტრანსპორტი, რესტორნები და ა.შ. 1913 წელს პრეზიდენტმა ვუდროუ ვილსონმა, სამხრეთელმა დემოკრატმა, ინიცირება მოახდინა ფედერალურ სამუშაო ადგილებზე სეგრეგაციის დაწესების. [17] 1915 წლიდან სეგრეგაცია ყველა შტატში დაკანონდა. შავკანიანებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უნდა გადაეხადათ მაღალი გადასახადი და ჩაებარებინათ ტესტი, რომელიც აშშ-ის კონსტიტუციისა და დმაოუკიდებლობის დეკლარაციის ზეპირად ცოდნის ვალდებულებას ითვალისწინებდა. ჯარიმით ან პატიმრობით ისჯებოდა რასებს შორის ქორწინება. ერთი და იმავე დანაშაულისთვის განსხვავებული სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ თეთრკანიანებსა და ფერადკანიანებს (აქ იგულისხმება როგორც შავკანიანები, ისე მკვიდრი ამერიკელები). ერთგვარ სანახაობებად იქცა ამ პერიოდში შავკანიანების ლინჩის წესით გასამართლებები.
  • 13.
  • 14.
  • 15.
  • 16. ეთნიკური დისკრიმინაცია. ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია - გულისხმობს ადამიანების მიმართ არათანაბარ ან უსამართლო მოყრობას მათი ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ან აგენტის მხრიდან ამგვარი კუთვნილების განცდის გამო იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი არ განეკუთვნებიან ამ ეთნიკურ ჯგუფს.
  • 17.
  • 18. • ამგვარი დისკრიმინაცია შესაძლოა განხორციელდეს ეთნიკური ასოცირების გამო. ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია შესაძლოა მოხდეს ერთი ეთნიკური ჯგუფის მქონე ინდივიდებს შორისაც ამგვარი დისკრიმინაცია შესაძლოა განხორციელდეს ეთნიკური ასოცირების გამო.
  • 19.
  • 20. • თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოში დემოკრატიული მმართველობის საფუძველია. ხოლო დემოკრატიული ღირებულებებისა და თანასწორობის პრინიციპის გაზიარება საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრების საწინდარია.