საერთაშორისო პროექტი „ტოლერანტობა“
პრეზენტაციისწარმდგენი ღების საჯარო სკოლის
მოსწავლე: ბარბარე გობეჯიშვილი
პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი - ღების საჯარო
სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების
პედაგოგი - ვერა ლობჯანიძე
პროექტის ხელმძღვანელი - თამარ სამსონიძე
თემა: დისკრიმინაცია
2.
დისკრიმინაცია
დისკრიმინაცია (ლათ. Discriminatio— განსხვავება) —
ნიშნავს ადამიანების უთანასწორო, უსამართლო მოპყრობას,
განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს მიმართულია რაიმე
ნიშნით განსხვავებული ადამიანების ჯგუფის წინააღმდეგ.
კერძოდ დისკრიმინაცია შეიძლება იყოს რასობრივი,
ეთნიკური, სქესობრივი, რელიგიური და ა.შ. დისკრიმინაცია
ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყრდენ პრინციპს,
რომ ყველა ადამიანი თანასწორია და მათზე ვრცელდება
თანაბარი უფლებები და თავისუფლებები. დისკრიმინაცია
მჭიდროდ არის დაკავშირებული იდენტობასთან. ადამიანები
ახდენენ საკუთარი თავის იდენტიფიკაციას სხვადასხვა
ჯგუფებსა და საზოგადოებებთან, რაც ზოგჯერ წარმოშობს
სიძულვილსა და ძალადობას სხვა ჯგუფებისა და
ინდივიდების მიმართ. ადამიანის უფლებათა საყოველთაო
დეკლარაცია კრძალავს ყველა სახის დისკრიმინაციას.
4.
დისკრიმინაციად ითვლება
საზოგადოების ერთიჯგუფის მიერ
მეორე ჯგუფის უფლებების შეზღუდვა
ან დარღვევა მასზე უპირატესობის
დემონსტრირების
მიზნით, რასის, გენდერის, სოციალური
სტატუსის, რელიგიური ან პოლიტიკურ
ი მრწამსის, ჯანმრთელობის
მდგომარეობის ან საქმიანობის
ნიადაგზე
6.
დისკრიმინაცია შესაძლებელია
განხორციელდეს როგორცინდივიდის,
ისე ადამიანთა ჯგუფის,
ორგანიზაციების და
ინსტიტუციონალური აქტორების მიერ.
დისკრიმინაცია შეიძლება იყოს
პირდაპირი და არაპირდაპირი (ირიბი),
კანონიერი და უკანონო, პოზიტიური
და რევერსული, აშკარა, ადვილად
შესამჩნევი და დაფარული ან
ორგანული. დისკრიმინაცია შესაძლოა
განხორციელდეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში, სამსახურში,
ჯანდაცვის სერვისებში, უძრავი
ქონების ბიზნესში, ტრანსპორტში,
არჩევნებში, ანუ პრაქტიკულად ჩვენი
ცხოვრების ყველა სფეროში.
8.
XX-საუკუნის შუა პერიოდიდანტერმინი
დისკრიმინაცია უკვე აქტიურად გამოიყენება
საკანონდმებლო აქტებსა და საერთაშორისო
სამართალში.
დისკრიმინაცია საკმაოდ კომპლექსური
ფენომენია და რთულია ზღვარის გავლება
დისკრიმინაციასა და უბრალოდ განსხვავებულ
მოპყრობას ან მიდგომას შორის. არსებობს
რამდენიმე საკვანძო საკითხი და მიგნება,
რომელიც დაგვეხმარება დისკრიმინაციის
ძირითადი მახასიათებლებისა და არსის
გაგებაში.
10.
XX-საუკუნის შუა პერიოდიდანტერმინი დისკრიმინაცია
უკვე აქტიურად გამოიყენება საკანონდმებლო აქტებსა და
საერთაშორისო სამართალში.
დისკრიმინაცია საკმაოდ კომპლექსური ფენომენია და
რთულია ზღვარის გავლება დისკრიმინაციასა და
უბრალოდ განსხვავებულ მოპყრობას ან მიდგომას შორის.
არსებობს რამდენიმე საკვანძო საკითხი და მიგნება,
რომელიც დაგვეხმარება დისკრიმინაციის ძირითადი
მახასიათებლებისა და არსის გაგებაში.
12.
დისკრიმინაციის
სა
სახეები:
1. პირდაპირი დისკრიმინაცია- ეს
დისკრიმინაციის ისეთი ფორმაა,
როდესაც აგენტი ობიექტის მიმართ
ახორციელებს აშკარა და გამიზნულ
ქმედებას რათა შექმნას ინდივიდის ან
ჯგუფის მიმართ არასახარბიელო
პირობები მათი სხვადასხვა
ჯგუფებისადმი კუთვნილების ან
ასოცირების გამო. მაგალითად ასეთი
დისკრიმინაციის თვალსაჩინო ფორმაა
13.
2. ირიბი დისკრიმინაცია: ირიბი დისკრიმინაცია არის
ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური
და არსით დისკრიმინაციული დებულება,
კრიტერიუმი, ნორმა ან პრაქტიკა პირს რომელიმე
ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.
მაგალითისთის, თუ კი სამსახური მის თანამშრომლებს
სთავაზობს უფასო კვებით მომსახურებას და გარკვეულ
დღეებში მზადდება საჭმელს მხოლოდ ხორცით, ეს
იქნება ირიბი დისკრიმინაციის
შემთხვევა ვეგეტარიანელი თანამშრომლებისთვის,
მიუხედავად იმისა იქნება ეს გამიზნული, თუ
გაუცნობიერებელი ქმედება პასუხისმგებელი პირების
მხრიდან
14.
3. დისკრიმინაცია ასოცირებისგამო.---ეს
დისკრიმინაცია პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ
შესაძლოა განხორციელდეს მათი სხვა ჯგუფის
წარმომადგენლებთან ასოცირების გამო. მაგალითად
თუ თქვენ დაქორწინებული ხართ რომელიმე რასის,
ეთნიკური ჯგუფის ან რელიგიური მრწამსის მქონე
ადამიანზე და თქვენს მიმართ ხორციელდება
დისკრიმინაცია, ან თუ თქვენ იმყოფებით
რომელიმე დისკრიმინაციის ობიექტი ჯგუფის
წევრთან ერთად და თქვენ გეზღუდებათ რაიმე
მომსახურების მიღება ან უფლებებით სარგებლობა,
მაშინ თვქენს მიმართ ხორციელდება
დისკრიმინაცია ასოცირების გამო.
15.
4. 4. რასობრივიდისკრიმინაცია:
5. რასობრივი დისკრიმინაცია - გულისხმობს ადამიანების
მიმართ არათანაბარ მოყრობას მათი რასობრივი
კუთვნილების ან სხვადასხვა რასისთვის დამახასიათებელი
ნიშნების (თმის სტრუქტურა, სახის ნაკვთები, კანის ფერი)
გამო. რასობრივი დისკრიმინაცია მოიცავს ასევე
დისკრიმინაციას ასოცირების გამო. მაგალითად იმ
შემთხვევაში თუ თქვენ დაქორწინებული ხართ სხვა რასის
ადამიანზე და ამის გამო მოხდება თქვენი დისკრიმინაცია ან
იმყოფებით რაიმე დაწესებულებაში სხვა რასის ან კანის
ფერის ადამიანთან ერთად და თქვენ უარს განგიცხადებენ
მომსახურებაზე. ეს შემთხვევებიც რასობრივ
დისკრიმინაციას განეკუთვნება. რასობრივი დისკრიმინაცია
წარმოადგენს შედარებით მწვავე და სენსიტიურ
დისკრიმინაციის ფორმას, რომელსაც თანამედროვე
მსოფლიოში (განსაკუთრებით დასავლურ ცივილიზაციებში)
აქტიურად ებრძვიან როგორც საკანონმდებლო სივრცეებში,
ისე პოპულარულ კულტურაში.
16.
5. ეთნიკური/ეროვნული ნიშნითდისკრიმინაცია:
ეთნიკური/ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცია -
გულისხმობს ადამიანების მიმართ არათანაბარ ან
უსამართლო მოყრობას მათი ეროვნული ან ეთნიკური
კუთვნილების ან აგენტის მხრიდან ამგვარი
კუთვნილების განცდის გამო იმ შემთხვევაშიც კი თუ
ისინი არ განეკუთვნებიან ამ ეთნიკურ/ეროვნულ
ჯგუფს. ამგვარი დისკრიმინაცია შესაძლოა
განხორციელდეს ეთნიკური/ეროვნული ასოცირების
გამო. ეთნიკური/ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცია
შესაძლოა მოხდეს ერთი ეთნიკური/ეროვნული
ჯგუფის მქონე ინდივიდებს შორისაც.
17.
6. 6. რელიგიურიდისკრიმინაცია:
7. რელიგიური დისკრიმინაცია - რელიგიაზე, ან
რწმენაზე დამყარებული ნებისმიერი განსხვავება,
გამონაკლისი, შეზღუდვა, ან უპირატესობის
მინიჭება, რომლის მიზანია ადამიანის
ინდივიდუალურ უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა თანასწორობის პრინციპების
აღიარებისა და მისი განხორციელების
შესაძლებლობების უარყოფა, ან მათი დაკნინება.
18.
8. ასაკობრივი დისკრიმინაცია/ეიჯიზმი:
ასაკობრივი დისკრიმინაცია/ეიჯიზმი - გულისხმობს
ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ პირდაპირ ან
ირიბ დისკრიმინაციულ მოპყრობას მათი ასაკიდან
გამომდინარე. ასაკობრივი დისკრიმინაცია არ უნდა
აგვერიოს ობიექტურ გარემოებებსა და
კანონმდებლობის მოთხოვნებში. მაგალითად ის რომ
გარკვეულ ასაკამდე ადამიანებს არ აქვთ საარჩევნო
უფლებები არ არის დისკრიმინაცია ან ეიჯიზმი. ან
მაგალითად საპენსიო ასაკის ადამიანისთის
შეზღუდვები გარკვეულ სამსახურებზე, ან ასაკობრივი
შეზღუდვები გარკვეული თანამდებობის
დაკავებისთვის.
19.
9. პოზიტიური დარევერსული დისკრიმინაცია:
პოზიტიური დისკრიმინაცია გამოიყენება ისეთი ქმედების
აღსაწერად, როდესაც ხდება მოწყვლადი ჯგუფების
ხელოვნურად წახალისება და მათთვის პრივილეგირებული
პირობების მინიჭება. მაგალთად ასეთი შეიძლება იყო
გენდერული კვოტები, საგადასახადო შეღავათები
მაღალმთიანი ან ომით დაზარალებული მოქალაქეებისთის,
საუნივერსიტეტო კვოტები დევნილებისთის და ა.შ
რევერსული დისკრიმინაცია გამოიყენება ისეთი
მდგომარეობის აღსაწერად, როდესაც ადრე ჩაგრული
ჯგუფის წევრების მიმართ ხორციელდება პოზიტიური
დისკრიმინაციის ღონისძიებები. თუმცა ამ იდეის
კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომამგვარი ქმედებები საბოლოოდ
თავად იღებს დისკრიმინაციის ფორმას მანამდე
დისკრიმინაციის განმახორციელებელი აგენტების და მათი
ჯგუფების მიმართ.
20.
10 გენდერული დისკრიდისკრიმინაცია:
გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია გულისხმობს
პიროვნების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქცევას
მხოლოდ იმიტომ, რომ ის ერთი გენდერის
წარმომადგენელია და არა - მეორის. ის ძირითადად
მომდინარეობს იმ სტრერეოტიპებიდან, რომელთა
მიხედვითაც ერთი სქესის ადამიანი მეორე სქესის
ადამიანზე უფრო მაღლა დგას. გენდერის ნიშნით
დისკრიმინაცია შესაძლოა შეგვხვდეს როგორც პირად
ურთიერთობებში, ისევე საჯარო სფეროში. საჯარო
სფეროში გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის ერთ–
ერთი თვალსაჩინო მაგალითია სამუშაო ადგილას
პიროვნების მიმართ სხვა თანამშრომლებისაგან
გასხვავებული მოპყრობა მხოლოდ იმიტომ, რომ ის
გარკვეული გენდერის წარმომადგენელია.
21.
დისკრიმინაციის თითქმის ყველაფორმა
დასჯადია საერთაშორისო სამართლისა და
უმეტესი ქვეყნების ეროვნული
კანონმდებლობებით. მათ შორის საქართველოს
კონსტიტუციით და საქართველოს კანონით