პრესრელიზი

                           როგორი უნდა იყოს სურსათის ეტიკეტი

    სურსათის ცხელ ხაზზე შემოსული პირველი ზარები ადასტურებს, რომ
თბილისის მაღაზიებში ხშირად ირღვევა პროდუქტის ეტიკეტირების წესი.

როგორი უნდა იყოს სურსათის ეტიკეტი? რა ინფორმაცია უნდა იყოს მასზე
დატანილი? საქართველოს კანონმდებლობა ადგენს, თუ რა მინიმალური ინფორმაცია
უნდა იყოს დატანილი გასაყიდად გამოტანილ სასურსათო პროდუქტების ეტიკეტზე.
კერძოდ, ეტიკეტი უნდა შეიცავდეს ქართულ წარწერას შემდეგი ინფორმაციით:

    •   პროდუქციის დასახელება და სახე;
    •   პროდუქციის დამამზადებლის საფირმო სახელწოდება და მისამართი, იმ ქვეყნის
        დასახელება, სადაც დამზადებულია პროდუქცია;
    •   ვარგისობის ვადა:
           o საქონლის ვარგისობის ბოლო თარიღი, ან
           o დამზადების თარიღი და შენახვის ვადა;
    •   წონა ან/და მოცულობა;
    •   იმ ტექნიკური რეგლამენტის ან/და სტანდარტის დასახელება, რომლის
        მოთხოვნებსაც შეესაბამება პროდუქცია;
    •   პროდუქციის ძირითადი სამომხმარებლო თვისებების ნუსხა, ასევე:
           o კალორიულობა,
           o ვიტამინიზებულობა,
           o ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებათა შემცველობისას მათ შესაძლო
               უკუჩვენებებზე მითითება ცალკეული დაავადების დროს გამოყენების
               შემთხვევაში,
           o გამოყენებული საკვებდანამატების სია;
    •    პროდუქციის შედეგიანი და უსაფრთხო გამოყენების წესები და პირობები, აგრეთვე
        შენახვის სპეციალური პირობები;

თუკი მთელი ამ ინფორმაციის განთავსება ეტიკეტზე შეუძლებელია (მაგალითად, ეტიკეტის
მცირე ზომის გამო), იგი უნდა განთავსდეს პროდუქციის ყოველ ერთეულზე თანდართულ
ფურცელზე ან წარმოებაში მიღებული ნებისმიერი სხვა ფორმით.

აკრძალულია სურსათის ისეთი ეტიკეტირება , რომელმაც შეიძლება შეცდომაში
შეიყვანოს მომხმარებელი სურსათის შემდეგ მახასიათებლებთან დაკავშირებით:

    •   სურსათის თვისებების, განსაკუთრებით მისი ბუნების, იდენტურობის,
        შემადგენლობის, მოცულობის, ვარგისიანობის ვადისა და წარმოებისა თუ
        მომზადების მეთოდის არასწორი დახასიათება;
    •   სურსათისთვის იმ თვისებების მიწერა, რომლებიც სინამდვილეში მას არ გააჩნია;
    •   მომხმარებლის დარწმუნება იმაში, რომ კონკრეტულ სასურსათო პროდუქტს გააჩნია

saqarTvelos strategiuli kvlevebisa da

ganviTarebis centri
განსაკუთრებული თვისებები, მაშინ როდესაც იგივე თვისებები გააჩნია სხვა მსგავს
        სურსათსაც.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულია სურსათის ეტიკეტთან
დაკავშირებული დებულებების ამონაკრები საქართველოს კანონმდებლობიდან, აგრეთვე
სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება სურსათის ეტიკეტირების დამატებითი
მოთხოვნების შესახებ. იქვე მითითებულია, თუ რა დოკუმენტაცია უნდა ახლდეს სავაჭრო
ქსელში განთავსებულ სურსათს. დაკონკრეტებულია, რომ კანონის მოთხოვნებთან სურსათის
შესაბამისობაზე პასუხს, პირველ ყოვლისა, მისი გამყიდველი მაღაზია (დისტრიბუტორი)
აგებს.

ეტიკეტირების მოთხოვნების დარღვევისთვის საკმაოდ მკაცრი ჯარიმაა გათვალისწინებული
- პირველ შემთხვევაზე 1000 ლარი, ხოლო წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში -
5000 ლარი (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 1543)
(მასალის გამოყენებისას ვებ-გვერდის momxmarebeli.ge მითითება აუცილებელია).

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითრების ცენტრი ევრაზიის
განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „სასურსათო
პროდუქტებს მომხმარებლები აკონტროლებენ“. პროექტის ფარგლებში 2011 წლის 12
სექტემბრიდან ამუშავდა სურსათის ცხელი ხაზი      2194242. მომხმარებელს შეუძლია
დარეკოს ცხელ ხაზზე და აცნობოს სავაჭრო ქსელში აღმოჩენილი ან შეძენილი უვარგისი,
ვადაგასული, საეჭვო ან არასწორად ეტიკეტირებული სასურსათო პროდუქტების შესახებ.
შემოსული ინფორმაციის საფუძველზე პროექტის წარმომადგენლები შეისყიდიან და
ლაბორატორიულად შეისწავლიან მითითებულ საეჭვო პროდუქტს. თუ დარღვევა
დადასტურდა, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გაიგზავნება სურსათის ეროვნულ
სააგენტოში. შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება მეწარმესაც (მაღაზიას, პროდუქტის
მწარმოებელს ან იმპორტიორს) და გავრცელდება პრესით.

საჩივრების მიწოდება პროექტის წარმომადგენლებისთვის ასევე შესაძლებელი იქნება ვებ-
გვერდის www.momxmarebeli.ge ან ფეისბუქის ასეთივე გვერდის საშუალებით.

მაღაზიაში იყიდეთ ან ნახეთ საკვებად უვარგისი პროდუქტი, არ იცით, როგორ
მოიქცეთ და ვის მიმართოთ? დარეკეთ სურსათის ცხელ ხაზზე: 2194242. ერთად
ვაკონტროლოთ სურსათის ხარისხი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

თინათინ მოსიაშვილს, პროექტის მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორს,
599113202




saqarTvelos strategiuli kvlevebisa da

ganviTarebis centri

როგორი უნდა იყს სურსათის ეტიკეტი

  • 1.
    პრესრელიზი როგორი უნდა იყოს სურსათის ეტიკეტი სურსათის ცხელ ხაზზე შემოსული პირველი ზარები ადასტურებს, რომ თბილისის მაღაზიებში ხშირად ირღვევა პროდუქტის ეტიკეტირების წესი. როგორი უნდა იყოს სურსათის ეტიკეტი? რა ინფორმაცია უნდა იყოს მასზე დატანილი? საქართველოს კანონმდებლობა ადგენს, თუ რა მინიმალური ინფორმაცია უნდა იყოს დატანილი გასაყიდად გამოტანილ სასურსათო პროდუქტების ეტიკეტზე. კერძოდ, ეტიკეტი უნდა შეიცავდეს ქართულ წარწერას შემდეგი ინფორმაციით: • პროდუქციის დასახელება და სახე; • პროდუქციის დამამზადებლის საფირმო სახელწოდება და მისამართი, იმ ქვეყნის დასახელება, სადაც დამზადებულია პროდუქცია; • ვარგისობის ვადა: o საქონლის ვარგისობის ბოლო თარიღი, ან o დამზადების თარიღი და შენახვის ვადა; • წონა ან/და მოცულობა; • იმ ტექნიკური რეგლამენტის ან/და სტანდარტის დასახელება, რომლის მოთხოვნებსაც შეესაბამება პროდუქცია; • პროდუქციის ძირითადი სამომხმარებლო თვისებების ნუსხა, ასევე: o კალორიულობა, o ვიტამინიზებულობა, o ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებათა შემცველობისას მათ შესაძლო უკუჩვენებებზე მითითება ცალკეული დაავადების დროს გამოყენების შემთხვევაში, o გამოყენებული საკვებდანამატების სია; • პროდუქციის შედეგიანი და უსაფრთხო გამოყენების წესები და პირობები, აგრეთვე შენახვის სპეციალური პირობები; თუკი მთელი ამ ინფორმაციის განთავსება ეტიკეტზე შეუძლებელია (მაგალითად, ეტიკეტის მცირე ზომის გამო), იგი უნდა განთავსდეს პროდუქციის ყოველ ერთეულზე თანდართულ ფურცელზე ან წარმოებაში მიღებული ნებისმიერი სხვა ფორმით. აკრძალულია სურსათის ისეთი ეტიკეტირება , რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი სურსათის შემდეგ მახასიათებლებთან დაკავშირებით: • სურსათის თვისებების, განსაკუთრებით მისი ბუნების, იდენტურობის, შემადგენლობის, მოცულობის, ვარგისიანობის ვადისა და წარმოებისა თუ მომზადების მეთოდის არასწორი დახასიათება; • სურსათისთვის იმ თვისებების მიწერა, რომლებიც სინამდვილეში მას არ გააჩნია; • მომხმარებლის დარწმუნება იმაში, რომ კონკრეტულ სასურსათო პროდუქტს გააჩნია saqarTvelos strategiuli kvlevebisa da ganviTarebis centri
  • 2.
    განსაკუთრებული თვისებები, მაშინროდესაც იგივე თვისებები გააჩნია სხვა მსგავს სურსათსაც. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულია სურსათის ეტიკეტთან დაკავშირებული დებულებების ამონაკრები საქართველოს კანონმდებლობიდან, აგრეთვე სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება სურსათის ეტიკეტირების დამატებითი მოთხოვნების შესახებ. იქვე მითითებულია, თუ რა დოკუმენტაცია უნდა ახლდეს სავაჭრო ქსელში განთავსებულ სურსათს. დაკონკრეტებულია, რომ კანონის მოთხოვნებთან სურსათის შესაბამისობაზე პასუხს, პირველ ყოვლისა, მისი გამყიდველი მაღაზია (დისტრიბუტორი) აგებს. ეტიკეტირების მოთხოვნების დარღვევისთვის საკმაოდ მკაცრი ჯარიმაა გათვალისწინებული - პირველ შემთხვევაზე 1000 ლარი, ხოლო წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში - 5000 ლარი (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 1543) (მასალის გამოყენებისას ვებ-გვერდის momxmarebeli.ge მითითება აუცილებელია). საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითრების ცენტრი ევრაზიის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „სასურსათო პროდუქტებს მომხმარებლები აკონტროლებენ“. პროექტის ფარგლებში 2011 წლის 12 სექტემბრიდან ამუშავდა სურსათის ცხელი ხაზი 2194242. მომხმარებელს შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე და აცნობოს სავაჭრო ქსელში აღმოჩენილი ან შეძენილი უვარგისი, ვადაგასული, საეჭვო ან არასწორად ეტიკეტირებული სასურსათო პროდუქტების შესახებ. შემოსული ინფორმაციის საფუძველზე პროექტის წარმომადგენლები შეისყიდიან და ლაბორატორიულად შეისწავლიან მითითებულ საეჭვო პროდუქტს. თუ დარღვევა დადასტურდა, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გაიგზავნება სურსათის ეროვნულ სააგენტოში. შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება მეწარმესაც (მაღაზიას, პროდუქტის მწარმოებელს ან იმპორტიორს) და გავრცელდება პრესით. საჩივრების მიწოდება პროექტის წარმომადგენლებისთვის ასევე შესაძლებელი იქნება ვებ- გვერდის www.momxmarebeli.ge ან ფეისბუქის ასეთივე გვერდის საშუალებით. მაღაზიაში იყიდეთ ან ნახეთ საკვებად უვარგისი პროდუქტი, არ იცით, როგორ მოიქცეთ და ვის მიმართოთ? დარეკეთ სურსათის ცხელ ხაზზე: 2194242. ერთად ვაკონტროლოთ სურსათის ხარისხი. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: თინათინ მოსიაშვილს, პროექტის მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორს, 599113202 saqarTvelos strategiuli kvlevebisa da ganviTarebis centri