პ რესრელიზი

                                        უვადო კვერცხი

      თბილისის სავაჭრო ქსელში არსებულ კვერცხზე უმეტესად არ არის
მითითებული გამოშვების (დადების) თარიღი და ვარგისობის ვადა. ამას
ადასტურებს    პროექტის     „სასურსათო   პროდუქტებს   მომხმარებლები
აკონტროლებენ“    სურსათის ცხელ ხაზზე შემოსული პირველი ზარები.
მომხმარებლები აცხადებენ, რომ ხშირად ირღვევა პროდუქტის ეტიკეტირების
წესი.

მოქალაქის შეტყობინების შესაბამისად, პროექტის წარმომადგენლებმა 16 და 20 სექტემბერს
სუპერმარკეტებში: „უნიკორი“(ვაჟა-ფშაველას გამზ. 28), „გრანდი” (ვაჟა-ფშაველას გამზ.
34), „ნიკორა” (საბურთალოს ქ. 32) „იოლი“ (ბახტრიონის ქ. 8) შეისყიდეს ფირმების -
„სავანეთის“, „დილას”, „საგარეჯოს” კვერცხი.




„უნიკორსა“ და „გრანდში“ შეძენილ პროდუქტს („დილა“, „საგარეჯო“, „სავანეთი“)
ეტიკეტზე/შეფუთვაზე ჰქონდა არასრულყოფილი წარწერა: „ვარგისიანობის ვადა 30
დღე” მითითებული იყო ყველა ეტიკეტზე, თუმცა როდის იწყებოდა ან როდის
მთავრდებოდა ეს 30 დღე, რთული სათქმელია, რადგან სხვა თარიღი არსად იყო
ნაჩვენები. „ნიკორას” მაღაზიაში შეძენილ „დილას” და „იოლში“ შეძენილ
„საგარეჯოს“ გამოშვების თარიღი ეწერა. რაც შეეხება „სავანეთს”, „ნიკორაში”
შეძენილს ეწერა - 09.10.2011, რომელიც, სავარაუდოდ, არა დადების, არამედ
ვარგისობის ვადას აღნიშნავდა. „იოლში” შეძენილ, ორი სხვადასხვა შეფუთვის
„სავანეთზე“ თარიღი საერთოდ არ იყო მითითებული. გარდა ამისა, „სავანეთის“ არც
ერთ შეფუთვაზე არ ეწერა მეწარმე, თუმცა დატანილი იყო ჩვენთვის უცნობი
წარმომავლობის „ხარისხის ნიშანი” და წარწერა „I კატეგორია”.

სურსათის დისტრიბუტორი (ანუ მაღაზია) ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მის
სავაჭრო   ტერიტორიაზე  განთავსებული    ნაწარმი ეტიკეტირებული     იყოს
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მომხმარებელს გამოშვების და
ვარგისობის   თარიღები  ერთმანეთში    რომ    არ აერიოს,   საქართველოს
კანონმდებლობით, ვარგისობის თარიღის მითითებისას უნდა გაკეთდეს წარწერა:


saqarTvelos strategiuli kvlevebisa da

ganviTarebis centri
„ვარგისია ...მდე”. გარდა ამისა, აუცილებელია სურსათის ეტიკეტზე გამოშვების (ამ
შემთხვევაში დადების) თარიღისა და სურსათის მწარმოებლი ფირმის მითითება.

სურსათის ექსპერტ დალი წულაიას განმარტებით, მომხმარებელმა ასევე უნდა
მიაქციოს ყურადღება მაღაზიაში კვერცხის შენახვის პირობებს. არ უნდა შევიძინოთ
კვერცხი, რომელიც მაცივრის გარეშე, სიცხეში ალაგია.

პროექტს „სასურსათო პროდუქტებს მომხმარებლები აკონტროლებენ“
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი 2011 წლის აგვისტოდან
ევრაზიის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის
ფარგლებში სექტემბრიდან ამუშავდა სურსათის ცხელი ხაზი -       2194242.

მომხმარებელს შეუძლია დარეკოს მითითებულ ნომერზე და აცნობოს სავაჭრო
ქსელში აღმოჩენილი ან შეძენილი უვარგისი, ვადაგასული, საეჭვო ან არასწორად
ეტიკეტირებული სასურსათო პროდუქტების შესახებ. შემოსული ინფორმაციის
საფუძველზე პროექტის წარმომადგენლები შეისყიდიან და ლაბორატორიულად
შეისწავლიან დასახელებულ პროდუქტს. თუ დარღვევა დადასტურდა, მასალები
შემდგომი რეაგირებისთვის გაიგზავნება სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
შესაბამისი ინფორმაცია    მიეწოდება მეწარმესაც (მაღაზიას,     პროდუქტის
მწარმოებელს ან იმპორტიორს) და გავრცელდება პრესით.

ზემოთ აღნიშნული დარღვევების შემთხვევაშიც პროექტის წარმომადგენლებმა
აცნობეს კვერცხის მწარმოებელი ფირმებს (გარდა „სავანეთისა”, რომლის
მწარმოებლის დასახელება ეტიკეტზე მითითებული არ იყო) და იმ მაღაზიებს, სადაც
კვერცხი შეიძინეს. შეტყობინების შემდეგ სუპერმარკეტ „გრანდიდან” მეწარმემ
ცხელ ხაზს აცნობა, რომ ინფორმაციის მიღებისთანავე გაყიდვიდან ამოიღო კვერცხის
შეფუთვა, რომელსაც გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი არ ეწერა.

მაღაზიაში იყიდეთ ან ნახეთ საკვებად უვარგისი პროდუქტი, არ იცით,
როგორ მოიქცეთ და ვის მიმართოთ? დარეკეთ სურსათის ცხელ ხაზზე:
2194242.
ცხელი     ხაზის        გარდა     საჩივრების    მიწოდება     პროექტის
წარმომადგენლებისთვის           ასევე       შეიძლება      ვებ -გვერდის
www. momxmarebeli.ge ან ფეისბუკის ასეთივე გვერდის საშუალებით .

დაგვიკავშირდით, ერთად ვაკონტროლოთ სურსათის ხარისხი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:


saqarTvelos strategiuli kvlevebisa da

ganviTarebis centri
ლიკა თოდუას, პროექტის დირექტორს, 599577959

თინათინ მოსიაშვილს, მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორს, 599113202




saqarTvelos strategiuli kvlevebisa da

ganviTarebis centri

უვადო კვერცხი

  • 1.
    პ რესრელიზი უვადო კვერცხი თბილისის სავაჭრო ქსელში არსებულ კვერცხზე უმეტესად არ არის მითითებული გამოშვების (დადების) თარიღი და ვარგისობის ვადა. ამას ადასტურებს პროექტის „სასურსათო პროდუქტებს მომხმარებლები აკონტროლებენ“ სურსათის ცხელ ხაზზე შემოსული პირველი ზარები. მომხმარებლები აცხადებენ, რომ ხშირად ირღვევა პროდუქტის ეტიკეტირების წესი. მოქალაქის შეტყობინების შესაბამისად, პროექტის წარმომადგენლებმა 16 და 20 სექტემბერს სუპერმარკეტებში: „უნიკორი“(ვაჟა-ფშაველას გამზ. 28), „გრანდი” (ვაჟა-ფშაველას გამზ. 34), „ნიკორა” (საბურთალოს ქ. 32) „იოლი“ (ბახტრიონის ქ. 8) შეისყიდეს ფირმების - „სავანეთის“, „დილას”, „საგარეჯოს” კვერცხი. „უნიკორსა“ და „გრანდში“ შეძენილ პროდუქტს („დილა“, „საგარეჯო“, „სავანეთი“) ეტიკეტზე/შეფუთვაზე ჰქონდა არასრულყოფილი წარწერა: „ვარგისიანობის ვადა 30 დღე” მითითებული იყო ყველა ეტიკეტზე, თუმცა როდის იწყებოდა ან როდის მთავრდებოდა ეს 30 დღე, რთული სათქმელია, რადგან სხვა თარიღი არსად იყო ნაჩვენები. „ნიკორას” მაღაზიაში შეძენილ „დილას” და „იოლში“ შეძენილ „საგარეჯოს“ გამოშვების თარიღი ეწერა. რაც შეეხება „სავანეთს”, „ნიკორაში” შეძენილს ეწერა - 09.10.2011, რომელიც, სავარაუდოდ, არა დადების, არამედ ვარგისობის ვადას აღნიშნავდა. „იოლში” შეძენილ, ორი სხვადასხვა შეფუთვის „სავანეთზე“ თარიღი საერთოდ არ იყო მითითებული. გარდა ამისა, „სავანეთის“ არც ერთ შეფუთვაზე არ ეწერა მეწარმე, თუმცა დატანილი იყო ჩვენთვის უცნობი წარმომავლობის „ხარისხის ნიშანი” და წარწერა „I კატეგორია”. სურსათის დისტრიბუტორი (ანუ მაღაზია) ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მის სავაჭრო ტერიტორიაზე განთავსებული ნაწარმი ეტიკეტირებული იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მომხმარებელს გამოშვების და ვარგისობის თარიღები ერთმანეთში რომ არ აერიოს, საქართველოს კანონმდებლობით, ვარგისობის თარიღის მითითებისას უნდა გაკეთდეს წარწერა: saqarTvelos strategiuli kvlevebisa da ganviTarebis centri
  • 2.
    „ვარგისია ...მდე”. გარდაამისა, აუცილებელია სურსათის ეტიკეტზე გამოშვების (ამ შემთხვევაში დადების) თარიღისა და სურსათის მწარმოებლი ფირმის მითითება. სურსათის ექსპერტ დალი წულაიას განმარტებით, მომხმარებელმა ასევე უნდა მიაქციოს ყურადღება მაღაზიაში კვერცხის შენახვის პირობებს. არ უნდა შევიძინოთ კვერცხი, რომელიც მაცივრის გარეშე, სიცხეში ალაგია. პროექტს „სასურსათო პროდუქტებს მომხმარებლები აკონტროლებენ“ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი 2011 წლის აგვისტოდან ევრაზიის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სექტემბრიდან ამუშავდა სურსათის ცხელი ხაზი - 2194242. მომხმარებელს შეუძლია დარეკოს მითითებულ ნომერზე და აცნობოს სავაჭრო ქსელში აღმოჩენილი ან შეძენილი უვარგისი, ვადაგასული, საეჭვო ან არასწორად ეტიკეტირებული სასურსათო პროდუქტების შესახებ. შემოსული ინფორმაციის საფუძველზე პროექტის წარმომადგენლები შეისყიდიან და ლაბორატორიულად შეისწავლიან დასახელებულ პროდუქტს. თუ დარღვევა დადასტურდა, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გაიგზავნება სურსათის ეროვნულ სააგენტოში. შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება მეწარმესაც (მაღაზიას, პროდუქტის მწარმოებელს ან იმპორტიორს) და გავრცელდება პრესით. ზემოთ აღნიშნული დარღვევების შემთხვევაშიც პროექტის წარმომადგენლებმა აცნობეს კვერცხის მწარმოებელი ფირმებს (გარდა „სავანეთისა”, რომლის მწარმოებლის დასახელება ეტიკეტზე მითითებული არ იყო) და იმ მაღაზიებს, სადაც კვერცხი შეიძინეს. შეტყობინების შემდეგ სუპერმარკეტ „გრანდიდან” მეწარმემ ცხელ ხაზს აცნობა, რომ ინფორმაციის მიღებისთანავე გაყიდვიდან ამოიღო კვერცხის შეფუთვა, რომელსაც გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი არ ეწერა. მაღაზიაში იყიდეთ ან ნახეთ საკვებად უვარგისი პროდუქტი, არ იცით, როგორ მოიქცეთ და ვის მიმართოთ? დარეკეთ სურსათის ცხელ ხაზზე: 2194242. ცხელი ხაზის გარდა საჩივრების მიწოდება პროექტის წარმომადგენლებისთვის ასევე შეიძლება ვებ -გვერდის www. momxmarebeli.ge ან ფეისბუკის ასეთივე გვერდის საშუალებით . დაგვიკავშირდით, ერთად ვაკონტროლოთ სურსათის ხარისხი. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: saqarTvelos strategiuli kvlevebisa da ganviTarebis centri
  • 3.
    ლიკა თოდუას, პროექტისდირექტორს, 599577959 თინათინ მოსიაშვილს, მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორს, 599113202 saqarTvelos strategiuli kvlevebisa da ganviTarebis centri