Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

ეგვიპტური დამწერლობა

2,382 views

Published on

  • Be the first to comment

ეგვიპტური დამწერლობა

  1. 1. ეგვიპტური დამწერლობა მოსწავლის პრეზენტაცია
  2. 2. ეგვიპტური ნიშნები • ეგვიპტური ნიშნები თავდაპირველად წმინდა იეროგლიფური ხასიათისა იყო (ერთი სიმბოლო მთლიან სიტყვას აღნიშნავდა), დროთა განმავლობაში კი დამწერლობა შეივსო თანხმოვნების აღმნიშვნელი სიმბოლოებითა და დამატებითი, დამხმარე ნიშნებით. დამწერლობა გამოიყენებოდა ძვ. წ. 3200– დან ახ. წ. 300–მდე ეგვიპტესა და ნუბიაში.
  3. 3. ეგვიპტური ნიშნები
  4. 4. • თავდაპირველად სიმბოლო თა რაოდენობა დაახლოებით 700–ს შეადგენდა, ბერძნულ– რომაულ ხანაში კი მათი რიცხვი 7000–მდე გაიზარდა. იეროგლიფთა რა ოდენობით ეგვიპტური დამწერლობაერ თ–ერთი უმდიდრესია[2]. ჩვეულებრივი ანბანებისაგან განსხვავებით, ეგვიპტური იეროგლიფების თანმიმდევრობა გათვალისწინებული არ იყო;
  5. 5. გაშიფვრა • მას შემდეგ, რაც ახ. წ. IV საუკუნეში ეგვიპტური დამწერლობა გამოუყენებელი გახდა, იეროგლიფების მიმართ ინტერესი ევროპაშიუფრო გაიზარდა, რადგან მეცნიერებს ეგვიპტის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ გვიანი ანტიკური ბერძნული წარწერები აწვდიდნენ. ჰორაპოლონის ნაშრომში „Hieroglyphica“, ავტორი შეეცადა გაეშიფრა ეგვიპტური სიმბოლოების მნიშვნელობები, თუმცა შემდგომში აღმოჩნდა, რომ ნაშრომი ბევრ შეცდომას შეიცავდა. იყო სწორი მსჯელობებიც, მაგრამ ეს ყველაფერი დამწერლობის გასაშიფრად საკმარისი არ იყო. ჰორაპოლონის მონაცემებით იხელმძღვანელეს გერმანელმა იურისტმა ათანასიუს კიხერმა და მისმა მოსწავლეებმა. კიხერის მსჯელობაც მალე აღიარეს მცდარად.
  6. 6. გაშიფვრა • 1882 წელს ფრანგმა მეცნიერმა ჟანფრანსუა შამპოლიონმა ბერძნული და ეგვიპტური ტექსტის შედარებით სცადა ამოეცნო იეროგლიფებისმნიშვნელ ობები. მან საფუძვლად გამოიყენა ორ ენაზე დაწერილი სახელები „პტოლემეოს― და „კლეოპატრა―. ამ გზით მან გაშიფრა ის ნიშნები, რომლებიც ამ ორ სიტყვაში შედიოდნენ, შემდგომში კი, სხვა სიტყვების შედარებით ამოიცნო როგორც ერთი, ისე რამდენიმე ბგერის აღმნიშვნელი იეროგლიფებისმნიშვ ნელობები. ამ აღმოჩენით შამპილიონმა საფუძვე ლი დაუდო ძველეგვიპტური ენისა და ისტორიის შესწავლის ახალ ეტაპს.
  7. 7. სილაბური შრიფტი • იეროგლიფებს გამოიყენებდნენ ასევე სილაბური, ანუ მარცვლოვანი წერისათვის; სილაბური შრიფტის ჩანასახი ეგვიპტეში ჯერ კიდევ ძველი სამეფოს პერიოდში გაჩნდა, თუმცა დასრულებული სახე მან მხოლოდ ახალი სამეფოს ხანაში მიიღო. ეგვიპტური სილაბური სისტემა გულისხმობს მარცვლოვან იეროგლიფებს, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა უცხოური წარმოშობის ადამიანის ან ქალაქის საკუთარი სახელების ჩაწერა. ამგვარ დამწერლობას პარალელები შეიძლება თანამედროვე წერით სისტემებშიც მოვუნახოთ; მაგალითად იაპონურ დამწერლობაში უცხოური წარმოშობის სიტყვების ჩასაწერად არსებობს წერის სპეციალური, მარცვლოვანი სისტემა — კატაკანა.
  8. 8. სილაბური შრიფტი • ეგვიპტურ სისტემაში ერთი მარცვალი შესაძლოა დაწერილიყო ერთი, ორი ან რამდენიმე ფონეტიკური იეროგლიფის გამოყენებით, ამგვარად იქმნებოდა სილაბური, მარცვლოვანი ჯგუფები. მარცვალში როგორ ხდებოდა უცხოენოვანი ხმოვნის გადმოცემა, ეს ჯერ ცნობილი არაა. არსებობს ვარაუდი, რომ მხოლოდ ორი ხმოვნის – ი–სა და უ–ს ჩაწერა შეიძლებოდა, ხოლო ა და სხვა ხმოვნები გამოიტოვებოდა.
  9. 9. საწერი მასალა • ეგვიპტელები საწერ მასალად იყენებდნენ ქვას, თიხას, ასევე პაპირუსის, ტყავისა და ტილოსაგან გაკეთებულ "ფურცლებს". გადამწერთა ძირითადი იარაღები იყო: • უმეტესად ხისაგან დამზადებული სპეციალური კალამი, რომელსაძ მილის ფორმა ჰქონდა (ხშირად მზადდებოდა ლერწმისაგან); • პაპირუსის ქაღალდი და მის უკან დასადები დაფა; • წინასწარ მომარაგებული შავი მელანი (ნახშირის ფხვნილისაგან დამზადებული); • წითელი მელანი სათაურისათვის (მაგრამ არა ღმერთების სახელებისათვის); • წყლის ქილა, რომელშიც მელანი ზავდებოდა; • დანა პაპირუსის დასაჭრელად. • ყველაზე გრძელი ეგვიპტური პაპირუსი 40 მეტრს შეადგენს. ტყავი ძირითადად ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტების დასაწერად გამოიყენებოდა.

×