SlideShare a Scribd company logo
1 of 3
ჯონ კრეიგ ვენტერი (დაიბადა1946 წლის 14 ოქტომბერს) ამერიკელი ბიოლოგი და მეწარმეა. ის
ცნობილია როგორც პირველი ადამიანთა შორის ვინც წარმატებით გაშიფვრა ადამიანის გენომი
და პირველი სინთეზური უჯრედი შექმნა გენომისგან. ვენტერმა დააარსა Celera genomics, The
Institute for Genomic Research (TIGR) და J. Craig Venter Institute (JCVI). ამჟამად მუშაობს JCVI-ში
სინთეზური ბიოლოგიური ორგანიზმების შესაქმნელად. 2007 და 2008 წლის ჟურნალ Time -ში
ვენტერი მოხსენიებულია მსოფლიოს 100 ყველაზე გავნელიან ადამიანთა შორის. 2010 წელს
ბრიტანულ ჟურნალ New Statesman-ში ვენტერი მე-14 იყო 2010 წლის მსოფლიოს ყევლაზე
გავლენიან ადამიანთა სიაში. ის გახლავთ ამერიკის მეცნიერებისა და ინჟინერიის ფესტივალის
მრჩეველთა საბჭოს წევრი.

ადრეული ცხოვრება და განათლება
ვენტერი დაიბადა Salt Lake City,Utah-ს შტატში ელისაბედ და ჯონ ვენტერების ოჯახში.
ბავშვობაში ს თავის განათლებაზე არ ზრუნავდა სერიოზულად და უპირატესობას ანიჭებდა
დროის ტარებას ნავებზე და სერფინგით. მისი ბიოგრაფიის მიხედვით, „გაშიფრული ცხოვრება“,
ის არასოდეს ყოფილა ბეჯითი მოსწავლე და საბაზო საფეხური საშუალო და ცუდი ნიშნებით
დაასრულა.
მიუხედავად იმისა რომ ის ვიეტნამის ომის წინააღმდეგი იყო, სამხედრო სამსახური დაიწყო
შერთებული შტატების საზღვაო ძალებში, სადაც ის მუშაობდა საველე ჰოსპიტალის
რეანიმაციულ განყოფილებაში. ვიეტნამში ყოფნის დროს მან თვითმკვლელობაც სცადა ზღვის
სიღრმეში გაცურვით, მაგრამ გადაიფიქრა ერთი მილის გაცურვის შემდეგ. ყოველდღიურმა
ურთიერთობამ დაჭრილებთან, დასახიჩრებულებთან და მომაკვდავ ჯარისკაცებთან ვენტერში
მედიცინის შესწავლის სურვილი გააღვივა. თუმცა მოგვიანებით ის გადაერთო ბიოემდიცინურ
კვლევაში.
ვენტერმა დაამთავრა Mills High School და მისი კარიერა დაიწყო სან მატეოს კოლეჯში,
კალიფორნიაში. 1972 წელს მან ბაკალავრის ხარსხი მიიღო ქიმია-ბიოლოგიაში და 1975 წელს
დოქტორის ხარისხი ფიზიოლოგიასა და ფარმაკოლოგიაში. ორივე ხარისხი კალიფორნიის
უნივერსიტეტში, სან დიეგოში მიიღო. კალოფორნიის უნივერსიტეტში მას ბიოქიმიკოსი ნათან
ოკაპლანი ასწავლიდა. ვენტერი დაქორწინდა ყოფილ დოქტორზე ბარბარა რეიზე. მას შემდეგ
რაც ასოცირებულ პროფესორად და შემდეგ სრულ პროფესორად იმუშავა ნიუ იორკის
სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბუფალოში, ის 1984 წელს ეროვნული ჯანმრთელობის
ინსტიტუტში გადავიდა.
ბუფალოში ის განქორწინდა და ხელახლა იქორწინა მის სტუდენტზე, კლეა ემფრეიზერზე და
2005 წლამდე მასთან ქორწინებაში იმყოფებოდა. 2008 წელს ის ჰეთერ კოვალსკიზე დაწორწინდა.
ისინი ცხოვრობენ სან დიეგო, კალიფორნიაში, სახლში რომლის განახლებაც მას 6 მილიონი
დაუჯდა.
ვენტერი ათეისტია.
ვენტერმა თავად აღიარა რომ ყურადღების დეფიციტის სინდრომი და ჰიპერაქტიურობა ADHD
ახასიათებდა სიყმაწვილეში და მოგვიანებით იპოვა ამის დამადასტურებელი გენები საკუთარ
დნმ-ში.

მეცნიერული აღმოჩენები
ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში ყოფნისას ვენტერმა შეისწავლა უჯრედში არსებული
მატრიცული რნმ-ის mRNAs სწრაფი ამოცნობის ტექნიკა, რათა ადამიანის ტვინის გენების
ამოცნობისთვის გამოეყენებინა. ამ გზით აღმოჩენილი კომპლიმენტარული დნმ-ს cDNA
ეწოდება expressed sequence tags (ESTs), ტერმინი რომელიც გენომური კვლევის ინსტიტუტიდან
ანტონი კერლავიგმა გამოიყენა. ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა ტავიდანვე სცადა
დაეპატენტებინა ეს გენის ფრაგმენტები, რომელშიც ვენტერი შემთხვევით და
მრავლისმთქმელად ჩაერთო. მოგვიანებით ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა უარი
თქვა დაპატენტებაზე საზოგადოების პროტესტის გამო. სასამართლო პროცესებზე, რომელიც ამ
მოვლენებს მოყვა გამოცხადდა, რომ EST დაპატენტებას არ ექვემდებარება.

ადამიანის გენომის პროექტი
ვენტერს ამოძრავებდა ძლიერი სურვილი შეეცვალა სამედიცინო მომსახურების ხარისხი
გენომიკის შესაძლებლობებით. ვენტერი დარწმუნებული იყო რომ ეგრეთწოდებული შოთგანის
მეთოდი (ინგლ. shotgun sequencing) იყო ყველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალება ადამიანის
გენომის მონაცემთა მისაღებად. თუმცა ეს მეთოდი სადაო გახდა, რადგანაც ზოგიერთი
გენეტიკოსი მიიჩნევდა, რომ ეს არ იქნებოდა საკმარისად ზუსტი ისეთი რთული გენომისთვის
როგორიცაა ადამიანის გენომი. ადამიანის გენომის პროექტის პროგრესის ნელი ტემპითა და
მისი იდეის განხორციელებითვის საჭირო სახსრების ვერ მოპოვებით იმედგაცრუებულმა
ვენტერმა კერძო სექტორს მიმართა დაფინანსების თხოვნით მისი კომპანიის Celera Genomics-ის
დაფუძნებისთვის. კომპანიის მიზანი იყო ადამიანის გენომის სრული თანმიმდევრობის
გაშიფვრა და მისი საზოგადოებრივი მოხმარებისთვის გაშვება არაკომერციული მიზნით უფრო
ნაკლებ დროში და თანხებში ვიდრე ეს ადამიანის გენომის პროექტი დაჯდა. კომპანიას იმედი
ჰქონდა სარგენელი ენახა გენომის მონაცემთა ბაზის შექმნით, რომელსაც მომხმარებელი
გამოიყენებდა გარკვეული თანხის საფასურად. ხუთი დემოგრაფიულად განსხვავებული
ადამიანის დნმ-ი გამოიყენა Celera-ს მეცნიერთა ჯგუფმა ადამიანის გენომის გასაშიფრად. ერთერთი პიროვნება ვისი დნმ-იც გამოიყენეს თვით ვენტერი იყო. 2000 წელს ვენტერმა და ფრანსის
კოლინსმა, ასევე National Institutes of Health და U.S. Public Genome Project-მა ერთობლივი
განცხადება გააკეთა ადამიანის გენომის გაშიფვრის თაობაზე. ეს მოხდა მთელი სამი წლით ადრე
ვიდრე პროექტის ხანგრძლივობა იყო გაწერილი. ამ მიღწევის შესახებ განცხადება ამერიკის
პრეზიდენტ ბილ კლინტონსა და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ტონი ბლერთან ერთად
გაკეთდა. ვენტერმა და კოლინსმა გადაინაწილეს A&E Network-ის მიერ დაწესებული ჯილდო
„წლის ბიოგრაფია“. 2001 წლის 15 თებერვალს Human Genome Project-კონსორციუმმა პირველად
გამოაქვეყნა ადამიანის გენომი ჟურნალ Nature-ში და ერთი დღის შემდეგ Celera-ის
გამომცემლობამ- Science-ში. მიუხედავად ზოგიერთის მტკიცებისა რომ თანმიმდევრობის
განსაზღვრა ეგრეთწოდებული შოთგანის მეთოდით გარკვეულწილად არაზუსტია ვიდრე cloneby-clone მეთოდი, მისი გამოყენების ტექნიკა მეცნიერების მიერ ფართოდ იქნა მიღებული და
დღემდე დე ფაქტო სტანდარტად ითვლება.
ადამიანის გენომის პროექტში წვლილის შეტანისა და გასაჯაროების შემდეგ ვენტერი
დაითხოვეს Celera Genomics-იდან 2002 წელს. მის ბიოგრაფიაში ის წერს რომ მზად იყო Celera-ს
დასატოვებლად, რადგანაც მის მთავარ ინვესტორ ტონი უაითთან პირველი დღიდანვე ჰქონდა
კონფლიქტი. ვენტერი ასევე წერს, რომ მისი უპირველესი მიზანი მეცნიერების დაწინაურება და
აღმოჩენები იყო და მხოლოდ მაშინ მიმართავდა კორპორაციულ სამყაროს დახმარებისთვის,
როცა საჯარო სექტორში შესაბამის ფინანსებს ვერ პოულობდა.

სინთეტიკური დენომი
ვენტერი ამჟამად J. Craig Venter Institute-ის პრეზიდენტია, რომელიც სინთეზური ბიოლოგიის
კვლევას ახორციელებს. 2005 წლის ივნისში მან თანადამფუძნებელთან ერთად Synthetic Genomics
დააფუძნა. ფირმა, რომელიც სახეშეცვლილი მიკროორგანიზმების გამოყენებას ცდილობს სუფთა
საწვავისა და ბიოქიმიური ნივთიერებების საწარმოებლად. 2009 წლის ივლისში, ExxonMobil-მა
გამოცხადა Synthetic Genomics-თან $ 600 მილიონი თანამშრომლობის პროექტის წამოწყება
მომავალი თაობების ბიოსაწვავების კვლევისა და განვითარებაზე.
ვენტერი ცდილობს დაპატენტებას კაცობრიობის მიერ პირველად შექმნილი ცხოვრების
ფორმისა,რომელსაც შესაძლოა ერქვას Mycoplasma laboratorium. არსებობს ვარაუდი, რომ ჯვლევის
ამ მიმართულებამ შეიძლება მიგვიყვანოს ბაქტერიების წარმოებისკენ , რომლებიც შეასრულებენ
კონკრეტულ რეაქციას , მაგალითად , აწარმოებენ საწვავს, შექმნიან მედიკამენტებს,
შეებრძოლებიან გლობალური დათბობას, და ასე შემდეგ.
2010 წლის მაისში მეცნიერთა გუნდი ვენტერის ხელმძღვანელობით გახდა პირველი ვინც
წარმატებით შექმნა ეგრეთწოდებული " სინთეზური სიცოცხლე". ეს გაკეთდა სინთეზირების
საშუალებით ძალიან გრძელი დნმ მოლეკულისა ბაქტერიულ გენომის შემცველობით სხვა
უჯრედში გადანერგვით.

More Related Content

Viewers also liked (15)

Entornos digitales
Entornos digitalesEntornos digitales
Entornos digitales
 
Glosario de terminos de informática
Glosario de terminos de informáticaGlosario de terminos de informática
Glosario de terminos de informática
 
Resistencia aerobica y potencia anaerobica
Resistencia aerobica y potencia anaerobicaResistencia aerobica y potencia anaerobica
Resistencia aerobica y potencia anaerobica
 
Seminar Final Project
Seminar Final ProjectSeminar Final Project
Seminar Final Project
 
хсш №75 гусєва л.і.
хсш №75 гусєва л.і.хсш №75 гусєва л.і.
хсш №75 гусєва л.і.
 
Serialdssdsd
SerialdssdsdSerialdssdsd
Serialdssdsd
 
Śniadanie Daje Moc
Śniadanie Daje MocŚniadanie Daje Moc
Śniadanie Daje Moc
 
Community theatre organization
Community theatre organizationCommunity theatre organization
Community theatre organization
 
Diary
DiaryDiary
Diary
 
Prueba de subida El sintagma y la oración (2º eso)
Prueba de subida El sintagma y la oración (2º eso)Prueba de subida El sintagma y la oración (2º eso)
Prueba de subida El sintagma y la oración (2º eso)
 
Aplikom ppt febri aryanti
Aplikom ppt febri aryantiAplikom ppt febri aryanti
Aplikom ppt febri aryanti
 
Gender analysis
Gender analysisGender analysis
Gender analysis
 
Susan R Elson Resume update
Susan R Elson Resume updateSusan R Elson Resume update
Susan R Elson Resume update
 
TEF東海合宿 第2回目
TEF東海合宿 第2回目TEF東海合宿 第2回目
TEF東海合宿 第2回目
 
Poli
PoliPoli
Poli
 

More from Dally Aburjania (20)

School subjects-games
School subjects-gamesSchool subjects-games
School subjects-games
 
Icte program teacher training manual
Icte program teacher training manualIcte program teacher training manual
Icte program teacher training manual
 
Rubric
RubricRubric
Rubric
 
The fox and the stork text+activity
The fox and the stork  text+activityThe fox and the stork  text+activity
The fox and the stork text+activity
 
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმაგაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
 
Unit plan დალი
Unit plan დალიUnit plan დალი
Unit plan დალი
 
Newsletter
NewsletterNewsletter
Newsletter
 
Diary rubrics
Diary rubricsDiary rubrics
Diary rubrics
 
Newsletter rubrics
Newsletter rubricsNewsletter rubrics
Newsletter rubrics
 
Mistake correction chart
Mistake correction chartMistake correction chart
Mistake correction chart
 
Translation rubrics
Translation rubricsTranslation rubrics
Translation rubrics
 
Mistake correction chart for video
Mistake correction chart for videoMistake correction chart for video
Mistake correction chart for video
 
Video translation rubrics
Video translation rubricsVideo translation rubrics
Video translation rubrics
 
Peer evaluation group work-
Peer evaluation group work-Peer evaluation group work-
Peer evaluation group work-
 
Self assessment for group work rubrics
Self assessment for group work rubricsSelf assessment for group work rubrics
Self assessment for group work rubrics
 
Cfq rubric
Cfq rubricCfq rubric
Cfq rubric
 
Revised blooms taxonomy
Revised blooms taxonomyRevised blooms taxonomy
Revised blooms taxonomy
 
21st century skills
21st century skills21st century skills
21st century skills
 
Portfolio checklist
Portfolio checklistPortfolio checklist
Portfolio checklist
 
Portfolio rubric
Portfolio rubricPortfolio rubric
Portfolio rubric
 

კრეიგ ვენტერი

  • 1. ჯონ კრეიგ ვენტერი (დაიბადა1946 წლის 14 ოქტომბერს) ამერიკელი ბიოლოგი და მეწარმეა. ის ცნობილია როგორც პირველი ადამიანთა შორის ვინც წარმატებით გაშიფვრა ადამიანის გენომი და პირველი სინთეზური უჯრედი შექმნა გენომისგან. ვენტერმა დააარსა Celera genomics, The Institute for Genomic Research (TIGR) და J. Craig Venter Institute (JCVI). ამჟამად მუშაობს JCVI-ში სინთეზური ბიოლოგიური ორგანიზმების შესაქმნელად. 2007 და 2008 წლის ჟურნალ Time -ში ვენტერი მოხსენიებულია მსოფლიოს 100 ყველაზე გავნელიან ადამიანთა შორის. 2010 წელს ბრიტანულ ჟურნალ New Statesman-ში ვენტერი მე-14 იყო 2010 წლის მსოფლიოს ყევლაზე გავლენიან ადამიანთა სიაში. ის გახლავთ ამერიკის მეცნიერებისა და ინჟინერიის ფესტივალის მრჩეველთა საბჭოს წევრი. ადრეული ცხოვრება და განათლება ვენტერი დაიბადა Salt Lake City,Utah-ს შტატში ელისაბედ და ჯონ ვენტერების ოჯახში. ბავშვობაში ს თავის განათლებაზე არ ზრუნავდა სერიოზულად და უპირატესობას ანიჭებდა დროის ტარებას ნავებზე და სერფინგით. მისი ბიოგრაფიის მიხედვით, „გაშიფრული ცხოვრება“, ის არასოდეს ყოფილა ბეჯითი მოსწავლე და საბაზო საფეხური საშუალო და ცუდი ნიშნებით დაასრულა. მიუხედავად იმისა რომ ის ვიეტნამის ომის წინააღმდეგი იყო, სამხედრო სამსახური დაიწყო შერთებული შტატების საზღვაო ძალებში, სადაც ის მუშაობდა საველე ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში. ვიეტნამში ყოფნის დროს მან თვითმკვლელობაც სცადა ზღვის სიღრმეში გაცურვით, მაგრამ გადაიფიქრა ერთი მილის გაცურვის შემდეგ. ყოველდღიურმა ურთიერთობამ დაჭრილებთან, დასახიჩრებულებთან და მომაკვდავ ჯარისკაცებთან ვენტერში მედიცინის შესწავლის სურვილი გააღვივა. თუმცა მოგვიანებით ის გადაერთო ბიოემდიცინურ კვლევაში. ვენტერმა დაამთავრა Mills High School და მისი კარიერა დაიწყო სან მატეოს კოლეჯში, კალიფორნიაში. 1972 წელს მან ბაკალავრის ხარსხი მიიღო ქიმია-ბიოლოგიაში და 1975 წელს დოქტორის ხარისხი ფიზიოლოგიასა და ფარმაკოლოგიაში. ორივე ხარისხი კალიფორნიის უნივერსიტეტში, სან დიეგოში მიიღო. კალოფორნიის უნივერსიტეტში მას ბიოქიმიკოსი ნათან ოკაპლანი ასწავლიდა. ვენტერი დაქორწინდა ყოფილ დოქტორზე ბარბარა რეიზე. მას შემდეგ რაც ასოცირებულ პროფესორად და შემდეგ სრულ პროფესორად იმუშავა ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბუფალოში, ის 1984 წელს ეროვნული ჯანმრთელობის ინსტიტუტში გადავიდა. ბუფალოში ის განქორწინდა და ხელახლა იქორწინა მის სტუდენტზე, კლეა ემფრეიზერზე და 2005 წლამდე მასთან ქორწინებაში იმყოფებოდა. 2008 წელს ის ჰეთერ კოვალსკიზე დაწორწინდა. ისინი ცხოვრობენ სან დიეგო, კალიფორნიაში, სახლში რომლის განახლებაც მას 6 მილიონი დაუჯდა. ვენტერი ათეისტია.
  • 2. ვენტერმა თავად აღიარა რომ ყურადღების დეფიციტის სინდრომი და ჰიპერაქტიურობა ADHD ახასიათებდა სიყმაწვილეში და მოგვიანებით იპოვა ამის დამადასტურებელი გენები საკუთარ დნმ-ში. მეცნიერული აღმოჩენები ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში ყოფნისას ვენტერმა შეისწავლა უჯრედში არსებული მატრიცული რნმ-ის mRNAs სწრაფი ამოცნობის ტექნიკა, რათა ადამიანის ტვინის გენების ამოცნობისთვის გამოეყენებინა. ამ გზით აღმოჩენილი კომპლიმენტარული დნმ-ს cDNA ეწოდება expressed sequence tags (ESTs), ტერმინი რომელიც გენომური კვლევის ინსტიტუტიდან ანტონი კერლავიგმა გამოიყენა. ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა ტავიდანვე სცადა დაეპატენტებინა ეს გენის ფრაგმენტები, რომელშიც ვენტერი შემთხვევით და მრავლისმთქმელად ჩაერთო. მოგვიანებით ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა უარი თქვა დაპატენტებაზე საზოგადოების პროტესტის გამო. სასამართლო პროცესებზე, რომელიც ამ მოვლენებს მოყვა გამოცხადდა, რომ EST დაპატენტებას არ ექვემდებარება. ადამიანის გენომის პროექტი ვენტერს ამოძრავებდა ძლიერი სურვილი შეეცვალა სამედიცინო მომსახურების ხარისხი გენომიკის შესაძლებლობებით. ვენტერი დარწმუნებული იყო რომ ეგრეთწოდებული შოთგანის მეთოდი (ინგლ. shotgun sequencing) იყო ყველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალება ადამიანის გენომის მონაცემთა მისაღებად. თუმცა ეს მეთოდი სადაო გახდა, რადგანაც ზოგიერთი გენეტიკოსი მიიჩნევდა, რომ ეს არ იქნებოდა საკმარისად ზუსტი ისეთი რთული გენომისთვის როგორიცაა ადამიანის გენომი. ადამიანის გენომის პროექტის პროგრესის ნელი ტემპითა და მისი იდეის განხორციელებითვის საჭირო სახსრების ვერ მოპოვებით იმედგაცრუებულმა ვენტერმა კერძო სექტორს მიმართა დაფინანსების თხოვნით მისი კომპანიის Celera Genomics-ის დაფუძნებისთვის. კომპანიის მიზანი იყო ადამიანის გენომის სრული თანმიმდევრობის გაშიფვრა და მისი საზოგადოებრივი მოხმარებისთვის გაშვება არაკომერციული მიზნით უფრო ნაკლებ დროში და თანხებში ვიდრე ეს ადამიანის გენომის პროექტი დაჯდა. კომპანიას იმედი ჰქონდა სარგენელი ენახა გენომის მონაცემთა ბაზის შექმნით, რომელსაც მომხმარებელი გამოიყენებდა გარკვეული თანხის საფასურად. ხუთი დემოგრაფიულად განსხვავებული ადამიანის დნმ-ი გამოიყენა Celera-ს მეცნიერთა ჯგუფმა ადამიანის გენომის გასაშიფრად. ერთერთი პიროვნება ვისი დნმ-იც გამოიყენეს თვით ვენტერი იყო. 2000 წელს ვენტერმა და ფრანსის კოლინსმა, ასევე National Institutes of Health და U.S. Public Genome Project-მა ერთობლივი განცხადება გააკეთა ადამიანის გენომის გაშიფვრის თაობაზე. ეს მოხდა მთელი სამი წლით ადრე ვიდრე პროექტის ხანგრძლივობა იყო გაწერილი. ამ მიღწევის შესახებ განცხადება ამერიკის პრეზიდენტ ბილ კლინტონსა და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ტონი ბლერთან ერთად გაკეთდა. ვენტერმა და კოლინსმა გადაინაწილეს A&E Network-ის მიერ დაწესებული ჯილდო „წლის ბიოგრაფია“. 2001 წლის 15 თებერვალს Human Genome Project-კონსორციუმმა პირველად გამოაქვეყნა ადამიანის გენომი ჟურნალ Nature-ში და ერთი დღის შემდეგ Celera-ის გამომცემლობამ- Science-ში. მიუხედავად ზოგიერთის მტკიცებისა რომ თანმიმდევრობის
  • 3. განსაზღვრა ეგრეთწოდებული შოთგანის მეთოდით გარკვეულწილად არაზუსტია ვიდრე cloneby-clone მეთოდი, მისი გამოყენების ტექნიკა მეცნიერების მიერ ფართოდ იქნა მიღებული და დღემდე დე ფაქტო სტანდარტად ითვლება. ადამიანის გენომის პროექტში წვლილის შეტანისა და გასაჯაროების შემდეგ ვენტერი დაითხოვეს Celera Genomics-იდან 2002 წელს. მის ბიოგრაფიაში ის წერს რომ მზად იყო Celera-ს დასატოვებლად, რადგანაც მის მთავარ ინვესტორ ტონი უაითთან პირველი დღიდანვე ჰქონდა კონფლიქტი. ვენტერი ასევე წერს, რომ მისი უპირველესი მიზანი მეცნიერების დაწინაურება და აღმოჩენები იყო და მხოლოდ მაშინ მიმართავდა კორპორაციულ სამყაროს დახმარებისთვის, როცა საჯარო სექტორში შესაბამის ფინანსებს ვერ პოულობდა. სინთეტიკური დენომი ვენტერი ამჟამად J. Craig Venter Institute-ის პრეზიდენტია, რომელიც სინთეზური ბიოლოგიის კვლევას ახორციელებს. 2005 წლის ივნისში მან თანადამფუძნებელთან ერთად Synthetic Genomics დააფუძნა. ფირმა, რომელიც სახეშეცვლილი მიკროორგანიზმების გამოყენებას ცდილობს სუფთა საწვავისა და ბიოქიმიური ნივთიერებების საწარმოებლად. 2009 წლის ივლისში, ExxonMobil-მა გამოცხადა Synthetic Genomics-თან $ 600 მილიონი თანამშრომლობის პროექტის წამოწყება მომავალი თაობების ბიოსაწვავების კვლევისა და განვითარებაზე. ვენტერი ცდილობს დაპატენტებას კაცობრიობის მიერ პირველად შექმნილი ცხოვრების ფორმისა,რომელსაც შესაძლოა ერქვას Mycoplasma laboratorium. არსებობს ვარაუდი, რომ ჯვლევის ამ მიმართულებამ შეიძლება მიგვიყვანოს ბაქტერიების წარმოებისკენ , რომლებიც შეასრულებენ კონკრეტულ რეაქციას , მაგალითად , აწარმოებენ საწვავს, შექმნიან მედიკამენტებს, შეებრძოლებიან გლობალური დათბობას, და ასე შემდეგ. 2010 წლის მაისში მეცნიერთა გუნდი ვენტერის ხელმძღვანელობით გახდა პირველი ვინც წარმატებით შექმნა ეგრეთწოდებული " სინთეზური სიცოცხლე". ეს გაკეთდა სინთეზირების საშუალებით ძალიან გრძელი დნმ მოლეკულისა ბაქტერიულ გენომის შემცველობით სხვა უჯრედში გადანერგვით.