The European Commissionsupport for the production of this publication does not constitute an endorsement of the contents, which solely reflect the views of the
authors. The Commission cannot be held responsible for any use which may be made of the information contained herein
მოდული 1
ბაზრის განსაზღვრა (იტალიაში, თურქეთში, ავსტრიაში,
უნგრეთსა და საქართველოში)
2.
The European Commissionsupport for the production of this publication does not constitute an endorsement of the contents, which solely reflect the views of the
authors. The Commission cannot be held responsible for any use which may be made of the information contained herein
მიმართულება 2
ეკო-ინოვაციური საქმიანობა პარტნიორ ქვეყნებში
რა არის მწვანესამუშაო ადგილები?
მწვანე სამუშაო ადგილები განკუთვნილია ისეთი პროფესიული
საქმიანობისთვის, რომლის პრიორიტეტია გარემოსდაცვითი საქმიანობა
და ეწინააღმდეგება გლობალურ დათბობას.
ენერგიის დაზოგვის მეთოდები, რესურსების ეფექტიანი გამოყენება,
ნარჩენების მართვა და ბუნებრივი კაპიტალის დაცვა და მდგრადობის
გაზრდა არის ის ზოგიერთი მეთოდი, რომელსაც მწვანე სამუშაო
ადგილები იყენებენ.
5.
მწვანე სამუშაო ადგილებისმისია
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ILO) აღწერილია:
•ენერგიის და ბუნებრივი რესურსების მოხმარების შემცირების
მხარდაჭერა,
•სათბურის გაზების ემისიების შემცირება,
•ნარჩენების და დაბინძურების რაოდენობის შეზღუდვა,
•ეკოსისტემების დაცვისა და საწყისი მდგომარეობით მათი აღდგენის
მხარდაჭერა.
6.
რა არის მწვანესაყელოს სამუშაო ადგილი?
ამ სამუშაო ადგილების დანიშნულება არის მდგრადი განვითარების
ხელშეწყობა მოდერნიზაციის პროცესში.
“მწვანე საყელოს” სამუშაო ადგილების მოძიება შესაძლებელია ისეთ
სფეროებში, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ
ტრანსპორტთან, განახლებად ენერგიებთან, მშენებლობასთან, ტურიზსა
და ნარჩენების მართვასთან.
7.
ვინ არის ეკო- ინოვაციური ბიზნესის
მენეჯერი?
ეკო - ინოვაციური ბიზნესის მენეჯერი არის ბიზნესის
მენეჯერი, რომელსაც ევალება:
•ეკო-ინოვაციური და ცირკულარული პროცესების, პროდუქტებისა და
სერვისების შემუშავება,
•პროდუქტების სასიცოცხლო ციკლის გარემოზე ზემოქმედების
გაცნობიერება,
•ორგანიზაციული პასუხისმგებლობის შემუშავება, როგორც
მომხმარებლების, ისე ყველა აქციონერის მიმართ,
•მდგრადი განვითარების მიზნების ამოცნობა და კომპანიის უარყოფითი
გავლენის შემცირება ბუნებაზე.
8.
მწვანე სამუშაოების სარგებელიტურიზმის
ინდუსტრიაში
•მაღალი ღირებულების მქონე სამუშაო ადგილების შექმნა,
•რესურსების ეფექტიანობის გაზრდა,
•მდგრადი საზოგადოების აშენება დაბალ ნახშირორჟანგიან გარემოში,
•მდგრადი განვითარების მიზნების ამოცნობა,
•კომპანიის ნეგატიური ზემოქმედების შემცირება ბუნებაზე.
9.
რატომ არის მწვანესამუშაო ადგილები
მნიშვნელოვანი სტუმართმასპინძლობის
ინდუსტრიისთვის
სხვა სექტორების მსგავსად, სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიასაც აქვს
კომერციული სიძნელეები, როგორიცაა, ხარჯების გაზრდა, მთავრობის
მხრიდან დიდი ზეწოლა, კონკურენტების ქმედებები. თუმცა ყოველივე ეს
უფრო მეტად აქეზებს მენეჯერებს, რათა აირჩიონ მდგრადობის საკითხები
ორგანიზაციის პრიორიტეტებად და ბიზნეს საქმიანობის განუყრელ
ნაწილად.
ასევე, ვიზიტორებს სულ უფრო მეტად აინტერესებთ მდგრადი
განვითარების საკითხები და მოელიან სასტუმროებისგან, რომ ისინი
უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან თავიანთი ბიზნესის
რაციონალურ განვითარებას.
10.
პროფესიული უნარები ეკო– ინოვაციისთვის
ინოვაციების მართვის უნარები
კომუნიკაციისა და ზემოქმედების უნარი
ლოგიკური მსჯელობის უნარი
მეწარმეობის უნარები
გუნდური მუშაობის უნარი
წინასწარ დაგეგმვის უნარი
ცვლილებებთან ადაპტირების უნარი
კანონებისა და რეგულაციების ცოდნა ეკო-ინოვაციაში
მარკეტინგის უნარები
გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების საკითხების გაცნობიერების უნარი
11.
საჭირო სპეციალისტები მცირედა საშუალო
საწარმოების ეკო-ინოვაციისთვის
1) ეკო-ინოვაციური ბიზნესის მენეჯერი
2) გარემოს მრჩეველი
3) ენერგეტიკის მენეჯერი
4) მდგრადი განვითარების მენეჯერი
12.
რას აკეთებს ეკო- ინოვაციური ბიზნესის
მენეჯერი?
ეკო - ინოვაციური ბიზნესის მენეჯერი ახმარს კომპანიას თავის ცოდნას
მწვანე საკითხებთან დაკავშირებით. მრავალი მიმართულებით, ის არის
დამაკავშირებელი ხიდი მდგრადი განვითარების თეორიასა და
ორგანიზაციაში პრაქტიკულ საქმიანობას შორის მდგრადი წარმოების
მიზნით.
13.
რას აკეთებს გარემოსდაცვითიმრჩეველი?
გარემოსდაცვითი მრჩეველი არის კონსულტანტი, რომელიც
პასუხისმგებელია ორგანიზაციების გარემოსდაცვითი საქმიანობის
შეფასებასა და განვითარებაზე, მდგრადი განვითარების მიზნების
მიღწევის მოტივაციაზე, გარემოსდაცვითი სტრატეგიის შედგენასა და
ფაქტობრივი შედეგების უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფაზე.
14.
რას აკეთებს ენერგეტიკისმენეჯერი?
ენერგეტიკის მენეჯერი არის ისეთი სახის მენეჯერი, რომელიც პასუხს
აგებსორგანიზაციების ენერგო დანახარჯების აუდიტზე, ორგანიზაციებში
ენერგიის მოხმარების ხარჯების სქემის შედგენაზე და ორგანიზაციების
ენერგოეფექტურობის კვლევის საკითხებზე.
15.
რას აკეთებს მდგრადიგანვითარების მენეჯერი?
მდგრადი განვითარების მენეჯერს ეკისრება გარემოსდაცვითი
სტრატეგიისა და ღონისძიებების დანერგვა ორგანიზაციებში. ასევე ის
ხელს უწყობს ორგანიზაციებში გარემოსდაცვითი სტანდარტების
დანერგვასა და განახლებას.