კურსის მნიშვნელობა: საქართველოსსკოლებში კომპიუტერისა და ინტერნეტის გაჩენამ სასწავლო პროცესში ისტ ტექნოლოგიების დანერგვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად გადააქცია. ფაქტია, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ყველა ასაკის მოსწავლისთვის. ამიტომ სკოლების რეფორმის გზაზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს შეკითხვა, როგორ დავეხმაროთ პედაგოგებს სწავლ ა- სწავლებ ის პროცესში ისტ-ის ეფექტურად გამოყენებაში. მით უმეტეს, რომ ისტ-ის ნაყოფიერად გამოყენება ნებისმიერ საგნობრივ ჯგუფსა და საფეხურზეა შესაძლებელი.
2.
კურსის შემდგენლები: კურსისდამუშავებაში მონაწილეობა მიიღეს: პაატა პაპავამ, პავლე თვალიაშვილი, ნინო ბიგვავამ, ეკა კორძაძემ, ზაქრო გიუნაშვილმა.
3.
კურსის მიზანი ტრენინგ-კურსისმიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და პრინციპების შესაბამისად.
4.
სამიზნე ჯგუფი: კურსისსამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლები.
5.
წინა საკვალიფიკაციო მოთხოვნა:იმისათვის, რომ მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღოს კურსში, მას უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები: · ტექსტურ რედაქტორში მუშაობა; · ინტერნეტში ძიება; · ელ-ფოსტის მოხმარება.
6.
მეთოდები კურსის მსვლელობააგებულია აქტიური სწავლის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: აქტიური ლექცია, სიმულაცია, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვ. ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა.
ტრენინგ-კურსის შინაარსი მოდულიI. კურსის შესავალი; მოდული II. გაკვეთილის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით; მოდული III. სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით; მოდული IV. თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით.
9.
პროგრამული უზრუნველყოფა MSOffice 2007, OpenOffice ; ინტერნეტ ბრაუზერი; G oogle ინსტრუმენტები (ბლოგი, საიტი, დოკუმენტები, ელ-ფოსტა).
10.
შედეგი თვალსაჩინოა, თუმონაწილე მასწავლებელი: ქმნის პერსონალურ ელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს: · გაკვეთილის გეგმას , შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ. პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვ.); · სასწავლო პროექტს , შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ. პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვ . ) .
11.
სერ ტ იფიცირებისპირობები: მინიმუმ 10 ტრენინგ-დღეზე დასწრება; მოდულის დასრულების შემდეგ შესაბამისი დავალების წარდგენა ელექტრონულ ფორმატში; კურსის ბოლოს გამოქვეყნებული ელ. პორტფოლიო.
12.
ზურაბ მიქაია მასწავლებელთაპროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი ტელ.: 893 23 32 26 E-mail: zuri65@gmail.com