SlideShare a Scribd company logo
1 of 59
IV კლასის პორთფოლიო
ჩვენი გერბი და დროშა დროშა- დროშაზე გამოსახული 25 ვარსკვლავი ეს ჩვენ ვართ, გადაშლილი  	წიგნი , კი ჩვენი სწრავა სწავლისაკენ. IV კლასი გერბი - ანთებული ჩირაღდანი  	და გადაშლილი წიგნი  	ისევ ჩვენი სწრაფვა  	სწავლისაკენ.
მოგესალმებით....       ეს ჩვენ ვართ...... IV კლასის მოსწავლეები. ჩვენ 25 ვართ. ჩვენ ჩვეულებრივი ბავშვები ვართ ზოგი ბეჯითი, ზოგი ზარმაცი, ზოგი მორცხვი, ზოგი წყნარი და ზოგიც უსაშველოდ ცელქი.ჩვენც გვავიწყდება საშინაო დავალების შესრულება, წიგნი, რვეული და ზოგჯერ ჩანთაც.           ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, მასწავლებელიც ძალიან გვიყვარს, ხან ვჩხუბობთ და ხან ვეფერებით ერთმანეთს, ზოგჯერ მაბეზღარებიც ვართ. თუ შეკითხვაზე პასუხი მზად გვაქვს, ყველანი წამოვხტებით და მასწ. მასწ! ძახილით თითებგაშვერილნი მივიწევთ წინ.         მოკლედ,  ჩვენ  მეოთხე კლასელები ვართ....თუ ჩვენი უკეთ გაცნობა გსურთ ნახეთ ჩვენი პორთფოლიო და შეგვაფასეთ.
ეს ჩვენ ვართ..........        		  ....
ჩვენი მოგზაურობები
გელათი
აკაკი წერეთლის სახლმუზეუმიდა 	ბოტანიკური ბაღი
დაუვიწყარი დღეები
დაუვიწყარი დღეები
დაუვიწყარი დღეები
დაუვიწყარი დღეები
ჩვენი სწავლა
ჩვენი სწავლა
ჩვენი სწავლა
ჩემი სამყარო ჩემი სამყარო.... რა არის ეს? შეიძლება ეს არის ის, რაც ჩემს ირგვლივ არის?   შეიძლება ეს იყოს ცისფერი ცა?  ან შეიძლება ეს იყოს ბავშვთა გასართობი ცენტრი?  ან შეიძლება შოკოლადითა და ნაყინით სავსე ყუთები?    ან.......ჩემი სმყარო შეიძლება იყოს  ჩემი სკოლა, ... ჩემი მეგობრები,...ჩემი და-ძმა,...მამა,...დედა,...  ჩემი სამყარო......მე ბევრი არ მინდა......მათთან ერთად ვიყო ბედნიერი........ რა თქმა უნდა ჩემი სამყარო უნდა იყოს ცრემლისა და ცუდი ადამიანების გარეშე.......
ჩემი სახელი ჩემი ქალაქი გვარი ჩემი გაკვეთილები ჩემი ჰობი ჩემი საყარო ჩემი სკოლა ჩემი ქუჩა ჩემი ოჯახი ჩემი მეგობრები
ვინ ვარ მე......... ჩემი ოჯახი არც ისე დიდია, მყავს:დედა -მანანა, რომელიც დიასახლისია და ოჯახის მოვლით არის დაკავებული. მამა- თამაზი პროფესიით აგრონომია, აქვს პატარა საამქრო., მამა, და, ბებია და ბაბუა,რომლებიც ძალიან მიყვარს. ჩემი და-ელენე სწავლობს 31-ე საჯარო სკოლაში, მე-3 კლასში. ბებია - მედეა პროფესიით მედდაა. ბაბუა-პავლე-აგრონომი, ის თბილისშია და ძალიან მენატრება. 		ძალიან მიყვარს როცა ჩემს ოჯახთან ერთად სასეირნოდ ან დასასვენებლად დავდივარ. მე ვარ პაპუნა ბარაბაძე .  ჩემი სახელი ლათინური წარმოშობისაა  და ნიშნავს ,,პატარას’’, ,,მცირეს’’.  ეს სახელი ქრისტეს ერთ-ერთი მოციქულის სახელია და არა ერთი მოწამის. პავლე დედამ დამარქვა ბაბუის საპატივცემულოდ. გვარი -ბარაბაძე წარმოშობით ხონის რაიონის, სოფელ მათხიჯიდან არის და ძირიც    იქედან მოდის.
ჩემი ქალაქი მე დავიბადე ქალაქ ქუთაისში 2000 წლის ივლისის ერთ მშვენიერ დღეს. ვცხოვრობ ჭავჭავაძის გამზირზე. ეს ქუჩა დიდი ქართველი მწერლის და ერის დიდი მამის სახელს ატარებს. რითაც ვამაყობ. 		ჩემი ქალაქი ძალიან მიყვარს, რადგან ქუთაისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია.მას ხომ სავარდოს და სამაისოს ეძახიან. მისი სილამაზით მოხიბლულ არა ერთ მწერალს მიუძღვნია მისთვის ლექსი.
ჩემი მეგობრები    მყავს ბევრი მეგობარი, მათგან გამოვარჩევდი ანას, ლევანს, ნიკას, რომელთანაც უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს და ძალიან მომწონს მათთან ერთად გართობა მასწავლებლის კომენტარი: პაპუნა არის ძალიან მეგობრული, მას არავისგან არასოდეს არაფერი არ სწყინს , არავისთან არ მოსდის კონფლოქტი, ნამდვილად სამაგალითო მეგობრობა იცის.
ჩემი ჰობი ძალიან დიდი სურვილი მაქვს ვისწავლო გიტარაზე დაკვრა. მინდა ისეთი ადამიანი გავიზარდო, რომ ვასახელო ჩემი სკოლა და ქალაქი. ჩემი ჰობია თევზაობა, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მასწავლებლის კომენტარი: პაპუნას უყვარს ხატვა. გისურვებ წარმატებებს.
ჩემი წარმატებები
ვინ ვარ მე........ ტყეშელაშვილი - გადმოცემით ამ გვარის წინაპები კობალიები ყოფილან, აფხაზეთიდან (წებელდიდან) გადმოსულან იმერეთში და კობალაძეებად ქცეულან, შემდეგ ხატისკაცებად. ამავე ძირისაა ტყეშელაძე და ტყეშელიაძე. მე ვარ ანა ტყეშელაშვილი ანა - ებრაული სახელია, სასურველს, სანდომიანს ნიშნავს.  ეს სახელი ღვთისმშობელი დედის - მარიამის დედის სახელია.უძველეს ტექსტებში გვხვდება ორგვარი დამწერლობით (ანა, ანნა). ასევე იყო ანა წინასწარმეტყველი. მოფერებითი ფორმებია: ანო, ანი, ანუკი, ანიკო. სახელი დედამ დამარქვა, როცა მე დავიბადე ქ. კოსტრომაში 14 ივლისს, ეს დღე წმიდა ანასტასიას დღე ყოფილა, მაგრამ რადგნაც ქართველი ვიყავი ამიტომ ანა დაურქმევია.
ჩემი ოჯახი ჩემი სკოლა ვსწავლობ 31-ე საჯარო სკოლაში. მე ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს. მყავს კარგი დამრიგებელი, არის ნიჭიერი მასწავლებელი და შესანიშნავი ადამიანი. მიყვარს მის მიერ ნასწავლები ყველა საგანი. მყავს ბევრი ამხანაგი, განსაკუთრებულია ჩემთვის ახლო მეგობრები. მყავს დედა- განათლებით ბუღალტერი.  მამა– ეკონომისტი. ამჟამად სზღვარგარეთ იმყოფება.  მყავს ერთი ძმა, რომელიც ქ. ქუთაისში 31-ე საჯარო სკოლის  VII  კლასის მოსწავლეა.
ჩემი სურვილები ჩემი წარმატებები მაქვს ძალიან ბევრი სურვილი , მაგრამ ყველაფერი მომავალზეა დამოკიდებული. ჩემი სურვილია გავხდე კარგი მოსწავლე და ვიყო კარგი მოცეკვავე.  ვისურვებდი მსოფლიოში იყოს მშვიდობა.
ეს მე ვარ..... ლევანი...        ლევანი ქართული ფორმაა ლეონისა, რაც ,,ლომს’’ ნიშნავს. ცხოველთა მეფის სახელწოდება, ბევრ ევროპულ ენაში  ძველ -ეგვიპტური ლებუსაგან მომდინარეობს. ასეთია მაგალითად: ბერძნული-ლეონ, ლათინური-ლეო, გერმანული-ლიოვე, რუსული-ლევ... იგი, როგორც ადამიანის საკუთარი სახელი, საეკლესიო კალენდარში არ გვხვდება. საეკლესიო კალენდარში ეს სახელი შეტანილი იყო ბერძნული ფორმით-ლეონ. სახელი ლევანი ქართულ საისტორიო  წყაროებში  დასტურდება მე XII საუკუნიდან. რაც შემეხება მე თუ რატომ მქვია სახელი ლევანი- დამარქვა მამამ, საყვარელი ადამიანის პატივსაცემად. გვარის ზუსტი წარმომავლობის  შესახებ ინფორმაცია არ მოგვეპოვება, მაგრამ გადმოცემით ვიცით, რომ ჩვენი წინაპრები სამცხე-ჯავახეთიდან ყოფილან. დღეს კი უმეტესი ნაწილი ამ გვარისა ცხოვრობს ზესტაფონის რაიონში-სოფელ სვირში. ჩემი ოჯახი ოთხი წევრისაგან შედგება:მამა-ზაალ ჭულუხაძე, დედა-ნინო ჯაბიძე, და ელენე და მე.
ჩემი ქალაქი ქუთაისი იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრია. გაშენებულია მდინარე მდინარე რიონზე. იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. შუა საუკუნეებში ქუთაისი ს სახელი უკავშირდებოდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას, ახალ ეპოქაში - აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის საქმიანობას. ქუთაისის და მისი შემოგარენის ღირსშესანიშნეობებია: ბაგრატის ტაძრის ნაგებობები, გელათის მონასტერი, გეგუთის ციხე, სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი...მე მიყვარს ჩემი ქალაქი.  მე ამ ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე ვცხოვრობ, რომელსაც გამოჩენილი მწერლის და მოღვაწის ილია ჭავჭავაძის სახელს ატარებს.  № 31 საჯარო სკოლაც ამავე ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარეობს. მე ამ სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეა.
მეგობრები 	ჩემი მიზანი მე ძალიან ბევრი ამხანაგი და მეგობარი მყავს.  ჩემი აზრით  ადამიანს შეიძლება ჰყავდეს ბევრი ამხანაგი, მაგრამ ყველა მეგობარი ვერ იქნება. მეგობრის შეძემა ძალიან ძნელია, მაგრამ დაკარგვა უფრო ზნელი. ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი , ჩემი მეორე ,,მეა’’. ჩემი მეგობარი ჩემი დედიკოცაა. ჩემი მიზანია ვისწავლო ბევრი, გავხდე გამოჩენილი და სახელოვანი ადამიანი, ვასახელო ჩემი სამშობლო, ქალაქი, სკოლა და პირველ რიგში ჩემი ოჯახი.  ჩემი ჰობი არის ცურვა. მიყვარს აგრეთვე ტყეში სოკოს შეგროვება, ამ საქმით არასოდეს ვიღლები. მასწავლებლისაგან: გისურვებ წარმატებებს.
წარმატებები
მე ვარ...... თეკლა.  ეს სახელი მშობლებმა დამარქვეს, იმიტომ, რომ წმინდანის სახელია და მფარველობს. თეკლე ბერძნული წარმოშობის სახელია და ,,ღვთის დიდებას’’ ნიშნავს. მისივე ვარიანტია თეკლა (ერეკლე მეფის უმცროს ქალიშვილს ხუმრობით თეკლა-ბიჭს ეძახდნენ). ამ სახელის პირველ ნაწილს შეადგენს თეოს-,,ღმერთი’’, რომელიც შედის აგრეთვე მრავალ სხვა საკუთარ სახელში, მეორე ნაწილია კლეოს- ,,დიდება’’, რომელსაც შეიცავს აგრეთვე ევროპაში გავრცელებული ქალის სახელი კლეოპატრა-,,მამის დიდება’’. ჩემი ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან: მე , დედა, მამა, ჩემი ძმა. მყავს ძალიან თბილი, მეგობრული და მოსიყვარულე ოჯახი.
ჩემი ქალაქი მე ვცხოვრობ ქალაქ ქუთაისში. ჩემი ქალაქი ძალიან მიყვარს, ის ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ისტორიული ადგილები, რომელიც ბევრ მნახველს იზიდავს.  მე ვცხოვრობ ს. მესხის ქუჩაზე, მყავს ძალიან კარგი სამეზობლო, განსაკუთრებით მდიდარია ჩემი ქუჩა  ბავშვებით, ამიტომ კარგად ვერთობით. ჩემი სკოლა: მე ვსწავლობ ქ. ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლაში, მიყვარს ჩემი სკოლა, ჩემი ამხანაგები და ჩემი მასწავლებლები. განსაკუტრებით მათემატიკის გაკვეთილი მიყვარს.
ჩემი სურვილები.... მე მაინტერესებს გამოვიდე  დაწყებითი კლასის მასწავლებელი, როგორიცაა ჩემი საყვარელი ირმა მასწავლებელი. ვეცდები მთელი ჩემი გულით და სულით  შევისრულო ეს სურვილი. თავისუფალ დროს ძალიან მიყვარს ჩემს ოჯახთან ერთად პარკსი ან კაფეში დროის გაყვანა.
მე ვარ მარი... ჩემი სახელი მარიამი წარმოშობით ებრაული სახელია, ის უძველესიი სახელია და ამას ისიც მოწმობს, უფლის-იესო ქრისტეს დედას ერქვა, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში ცხოვრობდა.  დედამ ეს სახელი ამ წმინდანისადმი უდიდესი სიყვარულით და რწმენით დამარქვა. ჩემი გვარი სარალიძეა, ამ გვარის შესხაბ სამწუხაროდ არაფერი მსმენია, მაგრამ რადგან ძე-ზე მთავრდება, მგონია, რომ იმერული გვარია.ამ ვარაუდს ისიც მიმტკიცებს, რომ ჩემი წინაპრებიც იმერეთში ცხოვრობდნენ.
ჩემი ქალაქი ჩემი სკოლა მე ვსწავლობ №31 საჯარო სკოლაში, სადაც ყოველდღე მიმიხარია, იქ ჩემს საყვარელ ამხანაგებს და მასწავლებელს ვნახულობ. უსწავლელი არასოდეს მივდივარ სკოლაში და ყოველთვის ვცდილობ წარმატებული მოსწავლე ვიყო. ყველა საგანი ჩემთვის საინტერესოა. ქუთაისი უძველესი ქალაქია, რომელიც მდიდარია მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ძეგლებით. ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი და მიხარია, რომ აქ დავიბადე. მე ქალაქის ერთ-ერთ გარე უბანში ვცხოვრობ-გუგუნავას ქუჩაზე.
ჩემი ოჯახი ჩემი მეგობრები ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან: თეკლა, ლიკა, ანა და ვასო. მათთან ერთად ყოველთვის  კარგად ვერთობი, ვთამაშობთ, ვხატავთ, ვკითხულობთ, ვმღერით და ზოგჯერ ვცეკვავთ კიდეც. ძალიან დიდ სიამოვნებას ვღებულობთ მათთან  ურთიერთობის დროს. ჩემი პატარა ოჯახი ოთხი წევრისაგან შესდგება: მე, მამა, დედა და ჩემი უმცროსი ძამიკო გიორგი. დედა დიასახლისია და  უმეტეს დროს ჩვენთან ერთად ატარებს. მიყვარს როდესაც სამზარეულოში ფუსფუსებს და გემრიელ კერძებს გვიმზადებს. მამა ყოველთვის მუშაობს და ჩვენი უკეთესი მომავლისათვის ზრუნავს. ჩემი ძამიკო -გიორგი კი ჯერ ისევ ბაღში დადის და მალე სკოლაში შევა.
ჩემი წარმატებები
ჩემი ჰობი ჩემი ჰობია ცეკვა და სიმღერა. დავდივარ მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოსა და ვოკალის გაკვეთილზე. მიყვარს რიტმული, ენერგიული და მხიარული ცეკვები. მაინტერესებს უცხო ენა. სურვილი მაქვს ზოგიერთი მაინც შევისწავლო. მასწავლებლის კომენტარი: მარი შენ ხატვაც ხომ გიყვარს. ეს ხომ შენი ნახატია?  ეს თეკლაა, მე დავხატე ხელოვნების გაკეთილზე, როცა დავალებად ამხანაგის პორტრეტი გვქონდა დასახატი.
მე ვარ თეკლა...... ...ეს ებრაული სახელია, იგი პირველმოწამე ქალს, მოციქულთა სწორ თეკლას  ეკუთვნის, ამ წმინდანის პატივსაცემად დამარქვა დედამ და მამამ ეს სახელი. ქუთაისში   არის ამ წმინდანის სახელობის ეკლესია, სადაც დავდივარ.   ჩემი ოჯახი ოთხი წევრისაგან შესდგება. ჩემი მშობლები მეხმარებიან  გაკვეთილების მომზადებაში. მათთან მეგობრული ურტიერთობა მაქვს, თუმცა ზოგჯერ მტუქსავენ ხოლმე. ჩემი დაიკო ძალზე ცელქია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე უმცროსია ყველაფერში მეწინააღმდეგება, მისი საქციელი ბრაზსა და ღიმილს ერთად იწვევს.
	  მე ბევრი მეგობარი მყავს, რომლებთანაც თავისუფალი დროის ნაწილს ვატარებ. 	მიყვარს სათავგადასავლო წიგნების კითხვა.  	ვსწავლობ ქართული ქორეოგრაფიისა და სამუსიკო სკოლაში, სადაც სიმღერასაც ვსწავლობ, ანუ ხმას ვამუშავებ. 	ჩემი ჰობია სიმღერა.
 ჩემი ქალაქი       ქუთაისი ძველი ქალაქია, რომელსაც მარგალიტივით ამშვენებს ბაგრატის ტაძარი. როდესაც უქიმერიონის გორაზე ვდგავარ ვფიქრობ, მეფეთა ნაკვალევზე ვდგავართქო და სიამაყით მევსება გული.  მე ძალიან  მიყვარს ჩემი ქალაქი და მინდა უფრო ლამაზი და მიმზიდველი იყოს.
ჩემი სწავლა და წარმატებები
მე ვარ მარი ცირეკიძე..... მარიამი ებრაული სახელია, მე დედამ დამარქვა  ღვთისმშობელი დედის  საპატივცემულოდ. ჩემი ოჯახი ოთხი წევრისაგან შესდგება: დედა, მამა და ორი და. ჩემი ერთი და ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია. მეორე და კი მეთორმეტე კლასშია.  მეგობრები ძალიან ბევრი მყავს : სკოლაში, ცეკვის სტუდიაში, ჩემს კორპუსში. ვცხოვრობ ქალაქ ქუთაისში– თაბუკაშვილის გამზირზე. ეს ქალაქი სიდიდით მეორეა საქართველოში, მაგრამ  ჩემი აზრით პირველია მწიგნობრობისა და ინტელექტის თვალსაზრისით. ვსწავლობ 31-ე საჯარო სკოლაში. სწავლა ძალიან მიყვარს. ამაში ჩენი წარმატებებიდან დარწმუნდებით. ჩემი ჰობია წიგნების კითხვა და ცეკვა. მინდა გამოვიდე ცნობილი პიროვნება, კერძოდ– კარგი ექიმი. ( მიყვარს სერიალი ექიმ ჰაუსზე)  	გისურვებ წარმატებებს........ ირმა მასწავლებელი
ჩემი სწავლა და წარმატებები
ვინ ვარ მე........ მე ვარ ნიკა.  ნიკა  ბერძნული სახელია, ანტიკურ მითოლოგიაში გამარჯვების ქალღმერთის სახელით არის ცნობილი. ნიკე ბერძნულად გამარჯვებას ნიშნავს.  რაც შეეხება გვარს ვიცი, რომ სვანური წარმოშობისაა. ორი ძმიდან ერთ-ერთი სვანეთიდან წამოსულა და იმერეთში დასახლებულა, მეორე კი სვანეთში დარჩენილა . ისტორიულ წყაროებში იმერეთის თავადთა შორის  მოიხსენიება გვარი ნიჟარაძე.
ჩემი ქალაქი დავიბადე ქალაქ ქუთაისში 2000წლის 11 მარტს. ქუთაისი მდინარე რიონის ორივე მხარეს  გაშენებული  პატარა ქალაქია. მეამაყება, რომ ისტორიულ ქალაქში ვცხოვრობ, სადაც უამრავი ღირსშესანიშნავი ძეგლია. ვსწავლობ ქალაქ  ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლაში, ვარ IV კლასში. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, სკოლის ეზოში არის პატარა ტაძარი, რომელიც ახალმოწამეთა სახელობისაა, შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე ვესწრები წირვა-ლოცვას.
ჩემი გართობა სკოლის გარდა დავდივარ 	მუსიკალურ სკოლაში, ცეკვაში, მაგიდის ჩოგბურთზე და ძიუდოში. ძალიან მიყვარს სპორტი და ვცდილობ ყველაფერი შეუთავსო ერთმანეთს. თავისუჶალ დროს ვკითხულობ წიგნებს, მაგრამ ყველეფერს მირჩევნია მეგობრებთან  ეზოში თამაში, ჯერ არ ვიცი ვინ გავხდები, მაგრამ მჯერა, რომ ცნობილი  და წარმატებული ადამიანი გავხდები. მასწავლებლის კომენტარი: ძალიან გამახარებ თუ ცნობილი და წარმატებული ადამიანი გამოხვალ.  ნიკა სკოლაშიც წარმატებული მოსწავლეა.
ჩემი სწავლა და წარმატებები
_ ვინ ვარ მე ჩემი ოჯახი დავით კოხოძე-დავითი(ძველი ებრაული) მთელ მსოფლიოში ძალზე გავრცელებული სახელია, რომელიც სხვადასხვანაირად განიმარტება: ,,საყვარელი’’,  ,,სასურველი’’,  ,,წინამძღოლი’’,  ,,მეგობარი’’. სახელი დამარქვეს მშობლებმა. მამაჩემის მამის საპატივცემულოდ. მე ოჯახში პირველი შვილიშვილი ვარ და ბაბუას ძალიან გაუხარდა მისი        სახელი და გვარის  გამგრძელებლის გაჩენა. მე მეამაყება, რომ ვარ სეხნია მეფე დავით აღმაშენებლისა. ჩემი ოჯახი შესდგება სამი წევრისაგან: ბებო-ნანი ბოდოკია, დედა-ნინო ფხაკაძე და მე. დედა-განათლებით პედაგოგია, ამჟამად მუშაობს კაფე ,,მონოპოლში’’. ჩემი მეგბრები არიან: ლუკა ხანთაძე-მეზობელი და ამავე დროს ჩემი ძუძუმტე; ნიკა ნიჟარაძე და გიგა ცეცხლაძე. ორივე ჩემი თანაკლასელია. ნიკასთან ხანდახან ჩხუბი მომდის, მაგრამ ერთმანეთი მაინც გვიყვარს. სამივე ვცდილობთ ერთმანეთი დავიცვათ და ჩვენი მეგობრობა იყოს ურყევი.
ჩემი ქალაქი  ვცხოვრობ ქალაქ ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩა მე-14 შესახვევში N 2. ქუთაისი -უმშვენიერესი პატარა ქალაქია იმერეთში. იგი მდინარე რიონის გაღმა-გამოღმაა გაშენებული. არქეოლოგიური მონაცემებით ქუთაისი  ასი ათასი წლის წინ იყო დასახლებული. მისი ძველი სახელებია : ,,აია’’,  ,,ქუთაია’’,  ,,ქუთათისიუმი’’. ნინოშვილი ქუჩას მეტად ლამაზი ისტორია აქვს. ეს ქუჩა ადრე ქალაქის გარეუბანი იყო. აქ მოსახლეობისათვის გახსნილი იყო პატარა სამკითხლო, სადაც ადგილობრიმა მცხოვრებლებმა ეგ. ნინოშვილის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი პიესა. ხალხის მონდომება დააფასა იმდროინდელმა ქალაქის მეთაურმა და ქუჩას სახელად ეგ. ნინოშვილის ქუჩა უწოდა.
ჩემი სწავლა ვსწავლობ მშობლიურ ენას, მათემატიკას, ბუნებას, რუსულს, ხელობნებას, მუსიკას, ეთიკას, ფიზკულტურას. ყველაზე მეტად  მიყვარს ქართული ენა. მომწონს მწერლების მიერ შეთხზული მოთხრობები და ლექსები, რომლებიც საინტერესო ამბებს გადმოგვცემენ. ჩემი ჰობია ცურვა. ბანაობა დეიდასთან სოფელსი მდინარე ცხოუშიაში ვისწავლე. მომეწონა წყლის სიძლიერესთან შეჭიდება. მაინტერესებს აგრეთვე თუ როგორ აკეთებენ მანქანებსა და ავტობუსებს. ჩემი ოცნებაა რობოტი-მანქანა.
მე ვარ ვასილ ცინარიძე ვასილი მამამ წმიდანის საპატივცემულოდ დამარქვა. ჩემი ფესვები ისტორიული კუთხე ლეჩხუმიდანაა. ვცხოვრობ ქუთაისში, რომელიც ჩემი ბავშვობის აკვანი და მომავლის იმედია. ჩემი დიდი ტკივილი მამის გარდაცვალებაა. მაგრამ ვგრძნობ , რომ იქედან მეხმარება. მე კი სულ ვლოცულობ მისი სულისათვის. ვხედავ  გული მეწურება, ვიცი , რომ შავებით დადის დედაჩემი, დარდს დაატარებს, მაგრამ ცრემლიანი არასოდეს მინახავს.  მე უამრავი მეგობარი მყავს და მათთან ყოველთვის  კარგად ვერთობი. ვეუფლები აღმოსავლურ სპორტს- ძიუდოს. ჩემი ჰობია ჩხირკედელაობა. მაინტერესებს შემეცნებითი საბავშვო გადაცემების ყურება.
მე ვარ თამუნა..... თამარი-ბებომ დამარქვა  ქართველი წმინდა მეფის საპატივცემულოდ. თამუნას კი მოფერებით მეძახიან. ჩემი ოჯახი სამი წევრისაგან შესდგება: დედა, მე და ჩემი ძმა თორნიკე. მე და ჩემი ძმა ორივენი 31-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობთ.  ჩემი ჰობია ცეკვა. ძალიამ მინდა მოცეკვავე გამოვიდე. ძალიან მაინტერესებს როგორ მზადდება თოჯინები. ჩემი მეგობრები არიან: ვიოლა, ნათია, თათია, თეკლე. ჩემი  კურიოზი: მიყვარს ტორტის მორთვა და საჭმელების კეთება. ერთხელ, როცა სამი წლის ვიყავი და ბებო სახლში არ იყო, ავიღე 20 კვერცხი, ერთი ბოთლი ზეთი და შევწვი ნაჭუჭებიანი კვერცხი...........
ჩემი სწავლა
საინტერესო გვერდი თეკლე ტაბეშაძე  მარი სარალიძე
საინტერესო გვერდი მე რომ ნატვრის თვალისთვალი მქონდეს... ვისურვებდი, რო ჩემი ქვეყანა იყოს სუფთა, ხალხი იყოს სრულიად ჯანმრთელი და არ მოხდეს დიდი ომი. დათო კოხოძე მე, რომ ნატვრისთვალი მქონდეს.... ვინატრებდი, რომ არ იყოს ომი, გვქონდეს ლამაზი და სუფთა ქვეყანა. ლევან ჭულუხაძე მე რომ ნატვრისთვალი მქონდეს... მთელ საქართველოს გავაძლიერებდი, ყველა უსაქმურ ადამიანს  დავასაქმებდი და ყველა ადამიანს უკვდავს გავხდიდი. ელგუჯა ბურჯანაძე მე,რომ ნატვრისთვალი მქონდეს...მთელ სამყაროს მოვუწოდებდი, რომ იყოს სიმშვიდე, დავეხმარებოდი გაჭირვებულ ადამიანებს და დავასაქმებდი რაც შეიძლება მეტ ადამიანს. ნიკა ნემსაძე
საინტერესო გვერდი მე, რომ ნატვრისთვალი მქონდეს....ვისურვებდი ომი, რომ არ იყოს, ადამიანები ავად არ ხდებოდნენ და ქუჩები არ დაბინძურდნენ. ანი ტყეშელაშვილი მე, რომ ნატვრისთვალი მქონდეს...ვინატრებდი, რომყველა ადამიანი იყოს კეთილი, კიდევ მინდა საქართველო იყოს ლამაზი და არცერთი ქვეყანა არ გვეომებოდეს. უფლება, რომ მქონდეს კიდევ ბევრ სურვილს ვისურვებდი. ნინო ქაროსანიძე ჩემი პირველი  და ერთადერთი მასწავლებელია ირმა გვენეტაძე. ის კეთილია, საყვარელი, გულთბილი, სერიოზული, მაგრამ არ აწყენდა გამხიარულება. თიკო ჯანელიძე ჩემი პირველი მასწავლებელი არის ირმა მასწავლებელი, ის ძალიან კარგი მასწავლებელია, სულ გვეფერება და არ გვირტყამს. მე მინდა სულ ირმა მასწავლებელი გვასწავლიდეს ზედა კლასებშიც. საბა ბაშალეიშვილი
საინტერესო გვერდი მე ძალიან მიყვარს ირმა მასწავლებელი. თუმცა ის არ იყო ჩემი პირველი მასწავლებელი. ის მე ძალიან მიყვარს, მიყვარს არამარტო მასწავლებელი, არამედ სკოლაც ძალიან მიყვარს. ირმა მასწავლებელი ყველაფერს გვისრულებს, რასაც იტყვის და ამიტომაც მომწონს. ლევან ჭულუხაძე ჩემი პირველი მასწავლებელი არის ირმა მასწავლებელი, ის  მე ძალიან მიყვარს, როდესაც პირველ კლასში შემოვედი მე არ მიტირია, სხვები კი ტიროდ- ნენ. მე ვიცოდი, რომ ჩემი პირ- მასწავლებელი მე მეოთხე  კლასამდე სითბოს, სიყვარულს  და ცოდნას არ მომაკლებდა.  მე ძალიან მწყინს, რომ ირმა მასწავლებელს ვშორდები. ქრისტინე დარახველიძე.
საინტერესო გვერდი
საინტერესო გვერდი
საინტერსო გვერდი

More Related Content

Viewers also liked

1 კლასი მათემატიკა
1 კლასი  მათემატიკა1 კლასი  მათემატიკა
1 კლასი მათემატიკა
Cira Bujiashvili
 
პრეზენტაცია
პრეზენტაციაპრეზენტაცია
პრეზენტაცია
jgufi8
 
ცხოველთა შეფერილობა.
ცხოველთა შეფერილობა.ცხოველთა შეფერილობა.
ცხოველთა შეფერილობა.
makaafriamashvili
 
ყველაზე ჭკვიანი 1 ტური
ყველაზე ჭკვიანი 1 ტურიყველაზე ჭკვიანი 1 ტური
ყველაზე ჭკვიანი 1 ტური
ekagigiadze
 
კროსვორდის შედგენა
კროსვორდის შედგენაკროსვორდის შედგენა
კროსვორდის შედგენა
cira75
 
შეამოწმე შენი ცოდნა
შეამოწმე შენი ცოდნაშეამოწმე შენი ცოდნა
შეამოწმე შენი ცოდნა
Irina Zaqareishvili
 

Viewers also liked (13)

Krosvordi kosmosi
Krosvordi kosmosiKrosvordi kosmosi
Krosvordi kosmosi
 
მხიარული მოგზაურობა
მხიარული მოგზაურობამხიარული მოგზაურობა
მხიარული მოგზაურობა
 
1 კლასი მათემატიკა
1 კლასი  მათემატიკა1 კლასი  მათემატიკა
1 კლასი მათემატიკა
 
პრეზენტაცია
პრეზენტაციაპრეზენტაცია
პრეზენტაცია
 
მინდორში
მინდორშიმინდორში
მინდორში
 
ცხოველთა შეფერილობა.
ცხოველთა შეფერილობა.ცხოველთა შეფერილობა.
ცხოველთა შეფერილობა.
 
თამაში 20-ის ფარგალში გამოკლება
თამაში  20-ის ფარგალში გამოკლებათამაში  20-ის ფარგალში გამოკლება
თამაში 20-ის ფარგალში გამოკლება
 
დარის ღრუბელი ( ლინკით)
დარის ღრუბელი    ( ლინკით)დარის ღრუბელი    ( ლინკით)
დარის ღრუბელი ( ლინკით)
 
მწერები
მწერებიმწერები
მწერები
 
ყველაზე ჭკვიანი 1 ტური
ყველაზე ჭკვიანი 1 ტურიყველაზე ჭკვიანი 1 ტური
ყველაზე ჭკვიანი 1 ტური
 
დავალება 3კლ. კროსვორდი
დავალება  3კლ. კროსვორდიდავალება  3კლ. კროსვორდი
დავალება 3კლ. კროსვორდი
 
კროსვორდის შედგენა
კროსვორდის შედგენაკროსვორდის შედგენა
კროსვორდის შედგენა
 
შეამოწმე შენი ცოდნა
შეამოწმე შენი ცოდნაშეამოწმე შენი ცოდნა
შეამოწმე შენი ცოდნა
 

More from irma

ჩვენი ხევი
ჩვენი ხევიჩვენი ხევი
ჩვენი ხევი
irma
 
სულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანისულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანი
irma
 
ჯანსაღი ცხოვრების წესი
ჯანსაღი ცხოვრების წესიჯანსაღი ცხოვრების წესი
ჯანსაღი ცხოვრების წესი
irma
 
დედამიწის დღე1
დედამიწის დღე1დედამიწის დღე1
დედამიწის დღე1
irma
 
საუბარი მამასთან
საუბარი მამასთანსაუბარი მამასთან
საუბარი მამასთან
irma
 
საქართველოს კურორტები
საქართველოს კურორტებისაქართველოს კურორტები
საქართველოს კურორტები
irma
 

More from irma (6)

ჩვენი ხევი
ჩვენი ხევიჩვენი ხევი
ჩვენი ხევი
 
სულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანისულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანი
 
ჯანსაღი ცხოვრების წესი
ჯანსაღი ცხოვრების წესიჯანსაღი ცხოვრების წესი
ჯანსაღი ცხოვრების წესი
 
დედამიწის დღე1
დედამიწის დღე1დედამიწის დღე1
დედამიწის დღე1
 
საუბარი მამასთან
საუბარი მამასთანსაუბარი მამასთან
საუბარი მამასთან
 
საქართველოს კურორტები
საქართველოს კურორტებისაქართველოს კურორტები
საქართველოს კურორტები
 

Iv კლასის პორთფოლიო2

  • 2. ჩვენი გერბი და დროშა დროშა- დროშაზე გამოსახული 25 ვარსკვლავი ეს ჩვენ ვართ, გადაშლილი წიგნი , კი ჩვენი სწრავა სწავლისაკენ. IV კლასი გერბი - ანთებული ჩირაღდანი და გადაშლილი წიგნი ისევ ჩვენი სწრაფვა სწავლისაკენ.
  • 3. მოგესალმებით.... ეს ჩვენ ვართ...... IV კლასის მოსწავლეები. ჩვენ 25 ვართ. ჩვენ ჩვეულებრივი ბავშვები ვართ ზოგი ბეჯითი, ზოგი ზარმაცი, ზოგი მორცხვი, ზოგი წყნარი და ზოგიც უსაშველოდ ცელქი.ჩვენც გვავიწყდება საშინაო დავალების შესრულება, წიგნი, რვეული და ზოგჯერ ჩანთაც. ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, მასწავლებელიც ძალიან გვიყვარს, ხან ვჩხუბობთ და ხან ვეფერებით ერთმანეთს, ზოგჯერ მაბეზღარებიც ვართ. თუ შეკითხვაზე პასუხი მზად გვაქვს, ყველანი წამოვხტებით და მასწ. მასწ! ძახილით თითებგაშვერილნი მივიწევთ წინ. მოკლედ, ჩვენ მეოთხე კლასელები ვართ....თუ ჩვენი უკეთ გაცნობა გსურთ ნახეთ ჩვენი პორთფოლიო და შეგვაფასეთ.
  • 15. ჩემი სამყარო ჩემი სამყარო.... რა არის ეს? შეიძლება ეს არის ის, რაც ჩემს ირგვლივ არის? შეიძლება ეს იყოს ცისფერი ცა? ან შეიძლება ეს იყოს ბავშვთა გასართობი ცენტრი? ან შეიძლება შოკოლადითა და ნაყინით სავსე ყუთები? ან.......ჩემი სმყარო შეიძლება იყოს ჩემი სკოლა, ... ჩემი მეგობრები,...ჩემი და-ძმა,...მამა,...დედა,... ჩემი სამყარო......მე ბევრი არ მინდა......მათთან ერთად ვიყო ბედნიერი........ რა თქმა უნდა ჩემი სამყარო უნდა იყოს ცრემლისა და ცუდი ადამიანების გარეშე.......
  • 16. ჩემი სახელი ჩემი ქალაქი გვარი ჩემი გაკვეთილები ჩემი ჰობი ჩემი საყარო ჩემი სკოლა ჩემი ქუჩა ჩემი ოჯახი ჩემი მეგობრები
  • 17. ვინ ვარ მე......... ჩემი ოჯახი არც ისე დიდია, მყავს:დედა -მანანა, რომელიც დიასახლისია და ოჯახის მოვლით არის დაკავებული. მამა- თამაზი პროფესიით აგრონომია, აქვს პატარა საამქრო., მამა, და, ბებია და ბაბუა,რომლებიც ძალიან მიყვარს. ჩემი და-ელენე სწავლობს 31-ე საჯარო სკოლაში, მე-3 კლასში. ბებია - მედეა პროფესიით მედდაა. ბაბუა-პავლე-აგრონომი, ის თბილისშია და ძალიან მენატრება. ძალიან მიყვარს როცა ჩემს ოჯახთან ერთად სასეირნოდ ან დასასვენებლად დავდივარ. მე ვარ პაპუნა ბარაბაძე . ჩემი სახელი ლათინური წარმოშობისაა და ნიშნავს ,,პატარას’’, ,,მცირეს’’. ეს სახელი ქრისტეს ერთ-ერთი მოციქულის სახელია და არა ერთი მოწამის. პავლე დედამ დამარქვა ბაბუის საპატივცემულოდ. გვარი -ბარაბაძე წარმოშობით ხონის რაიონის, სოფელ მათხიჯიდან არის და ძირიც იქედან მოდის.
  • 18. ჩემი ქალაქი მე დავიბადე ქალაქ ქუთაისში 2000 წლის ივლისის ერთ მშვენიერ დღეს. ვცხოვრობ ჭავჭავაძის გამზირზე. ეს ქუჩა დიდი ქართველი მწერლის და ერის დიდი მამის სახელს ატარებს. რითაც ვამაყობ. ჩემი ქალაქი ძალიან მიყვარს, რადგან ქუთაისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია.მას ხომ სავარდოს და სამაისოს ეძახიან. მისი სილამაზით მოხიბლულ არა ერთ მწერალს მიუძღვნია მისთვის ლექსი.
  • 19. ჩემი მეგობრები მყავს ბევრი მეგობარი, მათგან გამოვარჩევდი ანას, ლევანს, ნიკას, რომელთანაც უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს და ძალიან მომწონს მათთან ერთად გართობა მასწავლებლის კომენტარი: პაპუნა არის ძალიან მეგობრული, მას არავისგან არასოდეს არაფერი არ სწყინს , არავისთან არ მოსდის კონფლოქტი, ნამდვილად სამაგალითო მეგობრობა იცის.
  • 20. ჩემი ჰობი ძალიან დიდი სურვილი მაქვს ვისწავლო გიტარაზე დაკვრა. მინდა ისეთი ადამიანი გავიზარდო, რომ ვასახელო ჩემი სკოლა და ქალაქი. ჩემი ჰობია თევზაობა, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მასწავლებლის კომენტარი: პაპუნას უყვარს ხატვა. გისურვებ წარმატებებს.
  • 22. ვინ ვარ მე........ ტყეშელაშვილი - გადმოცემით ამ გვარის წინაპები კობალიები ყოფილან, აფხაზეთიდან (წებელდიდან) გადმოსულან იმერეთში და კობალაძეებად ქცეულან, შემდეგ ხატისკაცებად. ამავე ძირისაა ტყეშელაძე და ტყეშელიაძე. მე ვარ ანა ტყეშელაშვილი ანა - ებრაული სახელია, სასურველს, სანდომიანს ნიშნავს. ეს სახელი ღვთისმშობელი დედის - მარიამის დედის სახელია.უძველეს ტექსტებში გვხვდება ორგვარი დამწერლობით (ანა, ანნა). ასევე იყო ანა წინასწარმეტყველი. მოფერებითი ფორმებია: ანო, ანი, ანუკი, ანიკო. სახელი დედამ დამარქვა, როცა მე დავიბადე ქ. კოსტრომაში 14 ივლისს, ეს დღე წმიდა ანასტასიას დღე ყოფილა, მაგრამ რადგნაც ქართველი ვიყავი ამიტომ ანა დაურქმევია.
  • 23. ჩემი ოჯახი ჩემი სკოლა ვსწავლობ 31-ე საჯარო სკოლაში. მე ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს. მყავს კარგი დამრიგებელი, არის ნიჭიერი მასწავლებელი და შესანიშნავი ადამიანი. მიყვარს მის მიერ ნასწავლები ყველა საგანი. მყავს ბევრი ამხანაგი, განსაკუთრებულია ჩემთვის ახლო მეგობრები. მყავს დედა- განათლებით ბუღალტერი. მამა– ეკონომისტი. ამჟამად სზღვარგარეთ იმყოფება. მყავს ერთი ძმა, რომელიც ქ. ქუთაისში 31-ე საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეა.
  • 24. ჩემი სურვილები ჩემი წარმატებები მაქვს ძალიან ბევრი სურვილი , მაგრამ ყველაფერი მომავალზეა დამოკიდებული. ჩემი სურვილია გავხდე კარგი მოსწავლე და ვიყო კარგი მოცეკვავე. ვისურვებდი მსოფლიოში იყოს მშვიდობა.
  • 25. ეს მე ვარ..... ლევანი... ლევანი ქართული ფორმაა ლეონისა, რაც ,,ლომს’’ ნიშნავს. ცხოველთა მეფის სახელწოდება, ბევრ ევროპულ ენაში ძველ -ეგვიპტური ლებუსაგან მომდინარეობს. ასეთია მაგალითად: ბერძნული-ლეონ, ლათინური-ლეო, გერმანული-ლიოვე, რუსული-ლევ... იგი, როგორც ადამიანის საკუთარი სახელი, საეკლესიო კალენდარში არ გვხვდება. საეკლესიო კალენდარში ეს სახელი შეტანილი იყო ბერძნული ფორმით-ლეონ. სახელი ლევანი ქართულ საისტორიო წყაროებში დასტურდება მე XII საუკუნიდან. რაც შემეხება მე თუ რატომ მქვია სახელი ლევანი- დამარქვა მამამ, საყვარელი ადამიანის პატივსაცემად. გვარის ზუსტი წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია არ მოგვეპოვება, მაგრამ გადმოცემით ვიცით, რომ ჩვენი წინაპრები სამცხე-ჯავახეთიდან ყოფილან. დღეს კი უმეტესი ნაწილი ამ გვარისა ცხოვრობს ზესტაფონის რაიონში-სოფელ სვირში. ჩემი ოჯახი ოთხი წევრისაგან შედგება:მამა-ზაალ ჭულუხაძე, დედა-ნინო ჯაბიძე, და ელენე და მე.
  • 26. ჩემი ქალაქი ქუთაისი იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრია. გაშენებულია მდინარე მდინარე რიონზე. იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. შუა საუკუნეებში ქუთაისი ს სახელი უკავშირდებოდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას, ახალ ეპოქაში - აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის საქმიანობას. ქუთაისის და მისი შემოგარენის ღირსშესანიშნეობებია: ბაგრატის ტაძრის ნაგებობები, გელათის მონასტერი, გეგუთის ციხე, სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი...მე მიყვარს ჩემი ქალაქი. მე ამ ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე ვცხოვრობ, რომელსაც გამოჩენილი მწერლის და მოღვაწის ილია ჭავჭავაძის სახელს ატარებს. № 31 საჯარო სკოლაც ამავე ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარეობს. მე ამ სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეა.
  • 27. მეგობრები ჩემი მიზანი მე ძალიან ბევრი ამხანაგი და მეგობარი მყავს. ჩემი აზრით ადამიანს შეიძლება ჰყავდეს ბევრი ამხანაგი, მაგრამ ყველა მეგობარი ვერ იქნება. მეგობრის შეძემა ძალიან ძნელია, მაგრამ დაკარგვა უფრო ზნელი. ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი , ჩემი მეორე ,,მეა’’. ჩემი მეგობარი ჩემი დედიკოცაა. ჩემი მიზანია ვისწავლო ბევრი, გავხდე გამოჩენილი და სახელოვანი ადამიანი, ვასახელო ჩემი სამშობლო, ქალაქი, სკოლა და პირველ რიგში ჩემი ოჯახი. ჩემი ჰობი არის ცურვა. მიყვარს აგრეთვე ტყეში სოკოს შეგროვება, ამ საქმით არასოდეს ვიღლები. მასწავლებლისაგან: გისურვებ წარმატებებს.
  • 29. მე ვარ...... თეკლა. ეს სახელი მშობლებმა დამარქვეს, იმიტომ, რომ წმინდანის სახელია და მფარველობს. თეკლე ბერძნული წარმოშობის სახელია და ,,ღვთის დიდებას’’ ნიშნავს. მისივე ვარიანტია თეკლა (ერეკლე მეფის უმცროს ქალიშვილს ხუმრობით თეკლა-ბიჭს ეძახდნენ). ამ სახელის პირველ ნაწილს შეადგენს თეოს-,,ღმერთი’’, რომელიც შედის აგრეთვე მრავალ სხვა საკუთარ სახელში, მეორე ნაწილია კლეოს- ,,დიდება’’, რომელსაც შეიცავს აგრეთვე ევროპაში გავრცელებული ქალის სახელი კლეოპატრა-,,მამის დიდება’’. ჩემი ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან: მე , დედა, მამა, ჩემი ძმა. მყავს ძალიან თბილი, მეგობრული და მოსიყვარულე ოჯახი.
  • 30. ჩემი ქალაქი მე ვცხოვრობ ქალაქ ქუთაისში. ჩემი ქალაქი ძალიან მიყვარს, ის ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ისტორიული ადგილები, რომელიც ბევრ მნახველს იზიდავს. მე ვცხოვრობ ს. მესხის ქუჩაზე, მყავს ძალიან კარგი სამეზობლო, განსაკუთრებით მდიდარია ჩემი ქუჩა ბავშვებით, ამიტომ კარგად ვერთობით. ჩემი სკოლა: მე ვსწავლობ ქ. ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლაში, მიყვარს ჩემი სკოლა, ჩემი ამხანაგები და ჩემი მასწავლებლები. განსაკუტრებით მათემატიკის გაკვეთილი მიყვარს.
  • 31. ჩემი სურვილები.... მე მაინტერესებს გამოვიდე დაწყებითი კლასის მასწავლებელი, როგორიცაა ჩემი საყვარელი ირმა მასწავლებელი. ვეცდები მთელი ჩემი გულით და სულით შევისრულო ეს სურვილი. თავისუფალ დროს ძალიან მიყვარს ჩემს ოჯახთან ერთად პარკსი ან კაფეში დროის გაყვანა.
  • 32. მე ვარ მარი... ჩემი სახელი მარიამი წარმოშობით ებრაული სახელია, ის უძველესიი სახელია და ამას ისიც მოწმობს, უფლის-იესო ქრისტეს დედას ერქვა, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში ცხოვრობდა. დედამ ეს სახელი ამ წმინდანისადმი უდიდესი სიყვარულით და რწმენით დამარქვა. ჩემი გვარი სარალიძეა, ამ გვარის შესხაბ სამწუხაროდ არაფერი მსმენია, მაგრამ რადგან ძე-ზე მთავრდება, მგონია, რომ იმერული გვარია.ამ ვარაუდს ისიც მიმტკიცებს, რომ ჩემი წინაპრებიც იმერეთში ცხოვრობდნენ.
  • 33. ჩემი ქალაქი ჩემი სკოლა მე ვსწავლობ №31 საჯარო სკოლაში, სადაც ყოველდღე მიმიხარია, იქ ჩემს საყვარელ ამხანაგებს და მასწავლებელს ვნახულობ. უსწავლელი არასოდეს მივდივარ სკოლაში და ყოველთვის ვცდილობ წარმატებული მოსწავლე ვიყო. ყველა საგანი ჩემთვის საინტერესოა. ქუთაისი უძველესი ქალაქია, რომელიც მდიდარია მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ძეგლებით. ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი და მიხარია, რომ აქ დავიბადე. მე ქალაქის ერთ-ერთ გარე უბანში ვცხოვრობ-გუგუნავას ქუჩაზე.
  • 34. ჩემი ოჯახი ჩემი მეგობრები ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან: თეკლა, ლიკა, ანა და ვასო. მათთან ერთად ყოველთვის კარგად ვერთობი, ვთამაშობთ, ვხატავთ, ვკითხულობთ, ვმღერით და ზოგჯერ ვცეკვავთ კიდეც. ძალიან დიდ სიამოვნებას ვღებულობთ მათთან ურთიერთობის დროს. ჩემი პატარა ოჯახი ოთხი წევრისაგან შესდგება: მე, მამა, დედა და ჩემი უმცროსი ძამიკო გიორგი. დედა დიასახლისია და უმეტეს დროს ჩვენთან ერთად ატარებს. მიყვარს როდესაც სამზარეულოში ფუსფუსებს და გემრიელ კერძებს გვიმზადებს. მამა ყოველთვის მუშაობს და ჩვენი უკეთესი მომავლისათვის ზრუნავს. ჩემი ძამიკო -გიორგი კი ჯერ ისევ ბაღში დადის და მალე სკოლაში შევა.
  • 36. ჩემი ჰობი ჩემი ჰობია ცეკვა და სიმღერა. დავდივარ მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოსა და ვოკალის გაკვეთილზე. მიყვარს რიტმული, ენერგიული და მხიარული ცეკვები. მაინტერესებს უცხო ენა. სურვილი მაქვს ზოგიერთი მაინც შევისწავლო. მასწავლებლის კომენტარი: მარი შენ ხატვაც ხომ გიყვარს. ეს ხომ შენი ნახატია? ეს თეკლაა, მე დავხატე ხელოვნების გაკეთილზე, როცა დავალებად ამხანაგის პორტრეტი გვქონდა დასახატი.
  • 37. მე ვარ თეკლა...... ...ეს ებრაული სახელია, იგი პირველმოწამე ქალს, მოციქულთა სწორ თეკლას ეკუთვნის, ამ წმინდანის პატივსაცემად დამარქვა დედამ და მამამ ეს სახელი. ქუთაისში არის ამ წმინდანის სახელობის ეკლესია, სადაც დავდივარ. ჩემი ოჯახი ოთხი წევრისაგან შესდგება. ჩემი მშობლები მეხმარებიან გაკვეთილების მომზადებაში. მათთან მეგობრული ურტიერთობა მაქვს, თუმცა ზოგჯერ მტუქსავენ ხოლმე. ჩემი დაიკო ძალზე ცელქია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე უმცროსია ყველაფერში მეწინააღმდეგება, მისი საქციელი ბრაზსა და ღიმილს ერთად იწვევს.
  • 38. მე ბევრი მეგობარი მყავს, რომლებთანაც თავისუფალი დროის ნაწილს ვატარებ. მიყვარს სათავგადასავლო წიგნების კითხვა. ვსწავლობ ქართული ქორეოგრაფიისა და სამუსიკო სკოლაში, სადაც სიმღერასაც ვსწავლობ, ანუ ხმას ვამუშავებ. ჩემი ჰობია სიმღერა.
  • 39. ჩემი ქალაქი ქუთაისი ძველი ქალაქია, რომელსაც მარგალიტივით ამშვენებს ბაგრატის ტაძარი. როდესაც უქიმერიონის გორაზე ვდგავარ ვფიქრობ, მეფეთა ნაკვალევზე ვდგავართქო და სიამაყით მევსება გული. მე ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი და მინდა უფრო ლამაზი და მიმზიდველი იყოს.
  • 40. ჩემი სწავლა და წარმატებები
  • 41. მე ვარ მარი ცირეკიძე..... მარიამი ებრაული სახელია, მე დედამ დამარქვა ღვთისმშობელი დედის საპატივცემულოდ. ჩემი ოჯახი ოთხი წევრისაგან შესდგება: დედა, მამა და ორი და. ჩემი ერთი და ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია. მეორე და კი მეთორმეტე კლასშია. მეგობრები ძალიან ბევრი მყავს : სკოლაში, ცეკვის სტუდიაში, ჩემს კორპუსში. ვცხოვრობ ქალაქ ქუთაისში– თაბუკაშვილის გამზირზე. ეს ქალაქი სიდიდით მეორეა საქართველოში, მაგრამ ჩემი აზრით პირველია მწიგნობრობისა და ინტელექტის თვალსაზრისით. ვსწავლობ 31-ე საჯარო სკოლაში. სწავლა ძალიან მიყვარს. ამაში ჩენი წარმატებებიდან დარწმუნდებით. ჩემი ჰობია წიგნების კითხვა და ცეკვა. მინდა გამოვიდე ცნობილი პიროვნება, კერძოდ– კარგი ექიმი. ( მიყვარს სერიალი ექიმ ჰაუსზე) გისურვებ წარმატებებს........ ირმა მასწავლებელი
  • 42. ჩემი სწავლა და წარმატებები
  • 43. ვინ ვარ მე........ მე ვარ ნიკა. ნიკა ბერძნული სახელია, ანტიკურ მითოლოგიაში გამარჯვების ქალღმერთის სახელით არის ცნობილი. ნიკე ბერძნულად გამარჯვებას ნიშნავს. რაც შეეხება გვარს ვიცი, რომ სვანური წარმოშობისაა. ორი ძმიდან ერთ-ერთი სვანეთიდან წამოსულა და იმერეთში დასახლებულა, მეორე კი სვანეთში დარჩენილა . ისტორიულ წყაროებში იმერეთის თავადთა შორის მოიხსენიება გვარი ნიჟარაძე.
  • 44. ჩემი ქალაქი დავიბადე ქალაქ ქუთაისში 2000წლის 11 მარტს. ქუთაისი მდინარე რიონის ორივე მხარეს გაშენებული პატარა ქალაქია. მეამაყება, რომ ისტორიულ ქალაქში ვცხოვრობ, სადაც უამრავი ღირსშესანიშნავი ძეგლია. ვსწავლობ ქალაქ ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლაში, ვარ IV კლასში. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, სკოლის ეზოში არის პატარა ტაძარი, რომელიც ახალმოწამეთა სახელობისაა, შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე ვესწრები წირვა-ლოცვას.
  • 45. ჩემი გართობა სკოლის გარდა დავდივარ მუსიკალურ სკოლაში, ცეკვაში, მაგიდის ჩოგბურთზე და ძიუდოში. ძალიან მიყვარს სპორტი და ვცდილობ ყველაფერი შეუთავსო ერთმანეთს. თავისუჶალ დროს ვკითხულობ წიგნებს, მაგრამ ყველეფერს მირჩევნია მეგობრებთან ეზოში თამაში, ჯერ არ ვიცი ვინ გავხდები, მაგრამ მჯერა, რომ ცნობილი და წარმატებული ადამიანი გავხდები. მასწავლებლის კომენტარი: ძალიან გამახარებ თუ ცნობილი და წარმატებული ადამიანი გამოხვალ. ნიკა სკოლაშიც წარმატებული მოსწავლეა.
  • 46. ჩემი სწავლა და წარმატებები
  • 47. _ ვინ ვარ მე ჩემი ოჯახი დავით კოხოძე-დავითი(ძველი ებრაული) მთელ მსოფლიოში ძალზე გავრცელებული სახელია, რომელიც სხვადასხვანაირად განიმარტება: ,,საყვარელი’’, ,,სასურველი’’, ,,წინამძღოლი’’, ,,მეგობარი’’. სახელი დამარქვეს მშობლებმა. მამაჩემის მამის საპატივცემულოდ. მე ოჯახში პირველი შვილიშვილი ვარ და ბაბუას ძალიან გაუხარდა მისი სახელი და გვარის გამგრძელებლის გაჩენა. მე მეამაყება, რომ ვარ სეხნია მეფე დავით აღმაშენებლისა. ჩემი ოჯახი შესდგება სამი წევრისაგან: ბებო-ნანი ბოდოკია, დედა-ნინო ფხაკაძე და მე. დედა-განათლებით პედაგოგია, ამჟამად მუშაობს კაფე ,,მონოპოლში’’. ჩემი მეგბრები არიან: ლუკა ხანთაძე-მეზობელი და ამავე დროს ჩემი ძუძუმტე; ნიკა ნიჟარაძე და გიგა ცეცხლაძე. ორივე ჩემი თანაკლასელია. ნიკასთან ხანდახან ჩხუბი მომდის, მაგრამ ერთმანეთი მაინც გვიყვარს. სამივე ვცდილობთ ერთმანეთი დავიცვათ და ჩვენი მეგობრობა იყოს ურყევი.
  • 48. ჩემი ქალაქი ვცხოვრობ ქალაქ ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩა მე-14 შესახვევში N 2. ქუთაისი -უმშვენიერესი პატარა ქალაქია იმერეთში. იგი მდინარე რიონის გაღმა-გამოღმაა გაშენებული. არქეოლოგიური მონაცემებით ქუთაისი ასი ათასი წლის წინ იყო დასახლებული. მისი ძველი სახელებია : ,,აია’’, ,,ქუთაია’’, ,,ქუთათისიუმი’’. ნინოშვილი ქუჩას მეტად ლამაზი ისტორია აქვს. ეს ქუჩა ადრე ქალაქის გარეუბანი იყო. აქ მოსახლეობისათვის გახსნილი იყო პატარა სამკითხლო, სადაც ადგილობრიმა მცხოვრებლებმა ეგ. ნინოშვილის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი პიესა. ხალხის მონდომება დააფასა იმდროინდელმა ქალაქის მეთაურმა და ქუჩას სახელად ეგ. ნინოშვილის ქუჩა უწოდა.
  • 49. ჩემი სწავლა ვსწავლობ მშობლიურ ენას, მათემატიკას, ბუნებას, რუსულს, ხელობნებას, მუსიკას, ეთიკას, ფიზკულტურას. ყველაზე მეტად მიყვარს ქართული ენა. მომწონს მწერლების მიერ შეთხზული მოთხრობები და ლექსები, რომლებიც საინტერესო ამბებს გადმოგვცემენ. ჩემი ჰობია ცურვა. ბანაობა დეიდასთან სოფელსი მდინარე ცხოუშიაში ვისწავლე. მომეწონა წყლის სიძლიერესთან შეჭიდება. მაინტერესებს აგრეთვე თუ როგორ აკეთებენ მანქანებსა და ავტობუსებს. ჩემი ოცნებაა რობოტი-მანქანა.
  • 50. მე ვარ ვასილ ცინარიძე ვასილი მამამ წმიდანის საპატივცემულოდ დამარქვა. ჩემი ფესვები ისტორიული კუთხე ლეჩხუმიდანაა. ვცხოვრობ ქუთაისში, რომელიც ჩემი ბავშვობის აკვანი და მომავლის იმედია. ჩემი დიდი ტკივილი მამის გარდაცვალებაა. მაგრამ ვგრძნობ , რომ იქედან მეხმარება. მე კი სულ ვლოცულობ მისი სულისათვის. ვხედავ გული მეწურება, ვიცი , რომ შავებით დადის დედაჩემი, დარდს დაატარებს, მაგრამ ცრემლიანი არასოდეს მინახავს. მე უამრავი მეგობარი მყავს და მათთან ყოველთვის კარგად ვერთობი. ვეუფლები აღმოსავლურ სპორტს- ძიუდოს. ჩემი ჰობია ჩხირკედელაობა. მაინტერესებს შემეცნებითი საბავშვო გადაცემების ყურება.
  • 51. მე ვარ თამუნა..... თამარი-ბებომ დამარქვა ქართველი წმინდა მეფის საპატივცემულოდ. თამუნას კი მოფერებით მეძახიან. ჩემი ოჯახი სამი წევრისაგან შესდგება: დედა, მე და ჩემი ძმა თორნიკე. მე და ჩემი ძმა ორივენი 31-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობთ. ჩემი ჰობია ცეკვა. ძალიამ მინდა მოცეკვავე გამოვიდე. ძალიან მაინტერესებს როგორ მზადდება თოჯინები. ჩემი მეგობრები არიან: ვიოლა, ნათია, თათია, თეკლე. ჩემი კურიოზი: მიყვარს ტორტის მორთვა და საჭმელების კეთება. ერთხელ, როცა სამი წლის ვიყავი და ბებო სახლში არ იყო, ავიღე 20 კვერცხი, ერთი ბოთლი ზეთი და შევწვი ნაჭუჭებიანი კვერცხი...........
  • 53. საინტერესო გვერდი თეკლე ტაბეშაძე მარი სარალიძე
  • 54. საინტერესო გვერდი მე რომ ნატვრის თვალისთვალი მქონდეს... ვისურვებდი, რო ჩემი ქვეყანა იყოს სუფთა, ხალხი იყოს სრულიად ჯანმრთელი და არ მოხდეს დიდი ომი. დათო კოხოძე მე, რომ ნატვრისთვალი მქონდეს.... ვინატრებდი, რომ არ იყოს ომი, გვქონდეს ლამაზი და სუფთა ქვეყანა. ლევან ჭულუხაძე მე რომ ნატვრისთვალი მქონდეს... მთელ საქართველოს გავაძლიერებდი, ყველა უსაქმურ ადამიანს დავასაქმებდი და ყველა ადამიანს უკვდავს გავხდიდი. ელგუჯა ბურჯანაძე მე,რომ ნატვრისთვალი მქონდეს...მთელ სამყაროს მოვუწოდებდი, რომ იყოს სიმშვიდე, დავეხმარებოდი გაჭირვებულ ადამიანებს და დავასაქმებდი რაც შეიძლება მეტ ადამიანს. ნიკა ნემსაძე
  • 55. საინტერესო გვერდი მე, რომ ნატვრისთვალი მქონდეს....ვისურვებდი ომი, რომ არ იყოს, ადამიანები ავად არ ხდებოდნენ და ქუჩები არ დაბინძურდნენ. ანი ტყეშელაშვილი მე, რომ ნატვრისთვალი მქონდეს...ვინატრებდი, რომყველა ადამიანი იყოს კეთილი, კიდევ მინდა საქართველო იყოს ლამაზი და არცერთი ქვეყანა არ გვეომებოდეს. უფლება, რომ მქონდეს კიდევ ბევრ სურვილს ვისურვებდი. ნინო ქაროსანიძე ჩემი პირველი და ერთადერთი მასწავლებელია ირმა გვენეტაძე. ის კეთილია, საყვარელი, გულთბილი, სერიოზული, მაგრამ არ აწყენდა გამხიარულება. თიკო ჯანელიძე ჩემი პირველი მასწავლებელი არის ირმა მასწავლებელი, ის ძალიან კარგი მასწავლებელია, სულ გვეფერება და არ გვირტყამს. მე მინდა სულ ირმა მასწავლებელი გვასწავლიდეს ზედა კლასებშიც. საბა ბაშალეიშვილი
  • 56. საინტერესო გვერდი მე ძალიან მიყვარს ირმა მასწავლებელი. თუმცა ის არ იყო ჩემი პირველი მასწავლებელი. ის მე ძალიან მიყვარს, მიყვარს არამარტო მასწავლებელი, არამედ სკოლაც ძალიან მიყვარს. ირმა მასწავლებელი ყველაფერს გვისრულებს, რასაც იტყვის და ამიტომაც მომწონს. ლევან ჭულუხაძე ჩემი პირველი მასწავლებელი არის ირმა მასწავლებელი, ის მე ძალიან მიყვარს, როდესაც პირველ კლასში შემოვედი მე არ მიტირია, სხვები კი ტიროდ- ნენ. მე ვიცოდი, რომ ჩემი პირ- მასწავლებელი მე მეოთხე კლასამდე სითბოს, სიყვარულს და ცოდნას არ მომაკლებდა. მე ძალიან მწყინს, რომ ირმა მასწავლებელს ვშორდები. ქრისტინე დარახველიძე.