მარტივი
ამოცანები,
რომლებიც
გამრავლებით
ამოიხსნება
ჭადრაკის დაფის ყოველ სტრიქონში
8 უჯრაა. თამაშის დაწყების წინ ერთი
ფერის ფიგურები ორი სტრიქონის
ყოველ უჯრაზე ლაგდება. ერთი ფერის
რამდენი ფიგურაა დაფაზე თამაშის
დაწყებისას?
მაკამ თიჯინებს მათემატიკის
გაკვეთილი ჩაუტარა: ,, აი, ეს კნუტია.
მას ოთხი ფეხი და ორი ყური აქვს.
რამდენი ფეხი და რამდენი ყური ექნება
ოთხ ასეთ კნუტს?”
თოჯინები ხმას არ ირენდნენ,
დაეხმარეთ მათ!
ჭიამაიას 6 ფეხი აქვს. რამდენი
წინდა უნდა მოუქსოვოს ბებია
ჭიამაიამ თავის სამ შვილიშვილს?
საბა დღეში წიგნის 9 გვერდს
კითხულობდა. წიგნის კითხვა
7დღეში დაამთავრა. სულ რამდენი
გვერდი წაუკითხავს საბას?
ფანქარი 7 თეთრი ღირს, მაკრატელი 2 -ჯერ ძვირია. რა ეღირება 5
ფანქარი და 6 მაკრატელი ერთად?
გიორგის ბებოს, დედას და დეიდას
სამ-სამი ვარდი აჩუქა. სულ რამდენი ვარდი იყიდა გიორგიმ?
დედა, მამა, თეა და გია პარკში სეირნობდნენ. მამამ ყველასათვის ორ-ორი
ნაყინი უყიდა. რამდენი ნაყინი უყიდია
მამას?
პრეზენტატორი: ქ. თბილისის 32-ე საჯარო
სკოლის პედაგოგი ნ. ხაჩიური

2