SlideShare a Scribd company logo
სულიერების შესახებ ხელოვნებაში
მარიამ ჭედია
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ბაკალავრიატი, II კურსი
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ხათუნა ხაბულიანი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი, 2016
სულიერების შესახებ ხელოვნებაში
რა არის ხელოვნება და რა ფუნქცია აკისრია მას? ამ კითხვებზე პასუხით
იწყება მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ხელოვანის, რუსი
მხატვარისა და ხელოვნებათმცოდნის, ვასილი კანდინსკის წიგნი
სულიერების შესახებ ხელოვნებაში. ხელოვნება თავისი ფუნქციით
ყოფიერების ილუსტრაციაა და თავად დაატარებს შინაგან იდეურობას,
რაც თავისთავად ხელოვნების სხვადასხვა სფეროსში სუბლიმირდება
ინდივიდუალური ფორმით. მისი ვალიდურობის განმსაზღვრელი კი
პროდუქტის ჟღერადობაა. შესაბამისად, ხელოვნების უმთავრესი
დანიშნულება ჩვენთან კონტაქტია და მომხმარებლის უკუ კავშირის
გარეშე იგი უნაყოფოა, ვინაიდან ხელოვნების ინდივიდუალურ და
ავთეტიკურ ენერგიასთან ერთად ის დაატარებს იმ ეპოქას და სივრიცის
წინასწარმეტველურ თუ პირდაპირ არეკლილ სულისკვეთებას.
ხელოვნებაზე საუბრისას კანდინსკი აღნიშნავს ერთ-ერთ მნიშვნელოვან
ასპექტს: მშვენიერია ყოველი ხაზი, რომელიც შინაგანი აუცილებლობიდან
გამომდინარეობს. ამგვარად, ხელოვანისთვის აუცილებელია გარე
სამყაროსგან არა ზუსტი მხედველობითი შთაბეჭდილების
გამატერიალება, არამედ შინაგან, საკრალურ დონეზე აყვანილი
ურთიერთკავშირის სუბიექტური გამოხატვა პირისა და ფორმის
საშუალებით.
ყველა საშუალება წმინდაა თუკი ისინი შინაგანად აუცილებელნი არიან.
ყველა საშუალება ცოდვილია, რომელიც შინაგანი აუცილებლობის
წყაროდან არ მომდინარეობს. ნამუშევარზე ასახული ობიექტი შეიძლება
გაცილებით მეტი ინფორმაციის მატარებელი იყოს, ვიდრე ნამდვილ
სამყაროში, რადგან ბუნებისა და ხელოვნების ურთიერთქმედება იმდენად
მძაფრია, რამდენადაც არსებობს უხილავი შინაგანი კავშირები, რომელიც
თავისუფლად აისახება ფორმისა და ფერის მეშვეობით.
ვასილი კანდინსკის ნაშრომი შესავალი ნაწილის, 7 ძირითადი თავისა და
ბოლოთქმისგან შედგება. ავტორი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი
კულტურული პერიოდი თავისივე დამახასიათებელ ხელოვნებას
წარმოშობს, რაც შეუქცევადი პროცესია. შესაბამისად, მისი დროსა და
სივრცეში განმეორება შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა, ის მხატვრული
ფორმების სხვაგვარ გარეგნულ იდენტობასაც არ გამორიცხავს, რომელიც
წარსულ ცხოვრებაში დასახულინი, თუმცა დავიწყებას მიცემულნი
აღმოჩნდნენ. ანუ მთელი პერიოდის შინაგანი განწყობის მსგავსებამ
ლოგიკურად ისეთი ფორმების გამოყენებამდე შეიძლება მიგვიყვანოს,
რომლებიც წარსულში იგივე მისწრაფებებს წარმატებით ემსახურებოდნენ.
ამგვარმა მოსაზრებამ შესაძლებელია, გავლენათა აპოლოგიამდე
მიგვიყვანოს, რომელიც ანდრე ჟიდს თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში
ხელოვნების საზღვრები აქვს განხილული და აღნიშნავს, რომ
მხატვრული შემოქმედების ყველა ნაყოფიერი ეპოქა ღრმა გავლენებს
განიცდიდა. ავგუსტუსის ხანა - ბერძნული ლიტერატურისას, ხოლო
ინგლისური, იტალიური, ფრანგული რენესანსი - ანტიკურისას და ა.შ.
(ჟიდი 1899, 21)
ამასგარდა, კანდინსკი სისტემურად მიჯნავს ხელოვნების გარეგან და
შინაგან ფორმებს, რომელიც ინდივიდზე ეტაპობრივად და სინქრონულად
მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ გარეგანულ ფორმას მომავალი არ გააჩნია,
ხოლო შინაგანი მისი ჩანასახის მატარებელია.
გამომდინარე იქიდან, რომ კანდინსკი აბსტრაქციონიზმის ფუძემდებლად
გვევლინება, იგი ხელოვნების ფუნდამენტური მამოძრავებელი ღერძის
დადგენასა და მისი ძირითადი პრინციპების დანახვას ცდილობს, რათა
მოერგოს ამ მიმდევორბის მოთხოვნებს. რაც შეეხება, სულიერებას,
რომელიც სწორედ ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, ავტორი
აღნიშნავს, რომ იგი მოძრაობს, ვინაიდან სულია პერმანენტულ
მოძრაობაში. ხელოვნება სულის ანარეკლია, რომელიც გვიჩვენებს დროის
გარკვეულ მონაკვეთში თუ სად იყო ის, რას გრძნობდა და რა აღელვებდა.
კანდისკისთვის ხელოვნება ძლიერი კავშირის მქონე ხაზია, რომელიც
სულში მიმდინარე თითოეულ მეტამორფოზას ასახავს. თუმცა, ამ
პროცესების აღქმა ნებისმიერს არ ძალუძს, ვინაიდან ჭეშმარიტი
ხელოვანის შემოქმედება, რომელიც შინაგან აუცილებლობას მიჰყვება,
ფართო მასებისთვის მატივად აღქმადი არაა. ამგვარად, ის ვერასდროს
აცდება საზოგადოების კრიტიკას. მიუხედავად იმისა, რომ ხალხს
სიახლეებთან ადაპტაცია უჭირს, შემოქმედმა არავითარ შემთხვევაში არ
უნდა თქვას უარი თავის მისიაზე. მაგალითისთვის; XIX საუკუნის
პერმანენტული რევოლუცია, რომელიც ხელოვნებაში ასრებულმა
ტრადიციებმა გამოიწვია, რის გამოც მას აბსოლუტურად სხვა საშიშროება
დაეუმქრა.
აღსანიშნავია, რომ მხატვრის პირობები იმ პერიოდამდე მყარი რჩებოდა.
(იგულისხმევა, კლიენტის მიერ დაკვეთილი ტილოს დახატვა)
ტრადიციებთან განხეთქილებამ მის წინაშე უსაზღვრო შესაძლებლობები
გახსნა. შესაბამისად, მხატვარს მიეცა აბსოლუტური თავისუფლება
დაეხატა ის, რაც სურდა. თუმცა, რაც უფრო მეტად ფართოვდებოდა
არჩევანი, მით უფრო მეტად მცირდებოდა შანსი ნაშრომი საზოგადეობას
მოსწონებოდა. მყიდველს სურს შეიძინოს იმის მსგავსი, რაც უკვე ნანახი
აქვს, ხოლო ტრადიციის დარღვევასთან ერთად დაძაბული ურთიერთობა
ჩამოყალიბდა მხატვარსა და დამკვეთს შორის. თუ ისინი თანხმდებოდნენ
დამკვეთის მოთხოვნებს მხოლოდ და მხოლოდ გაუსაძლისი
ეკონომიკური მდგომარეობის გამო. შედეგად, მას ჰქონდა შეგრძნება, რომ
მიდიოდა „დათმობაზე“ საკუთარი ღირებულებების დაკარგვის ფასად.
(გომბრიხი 2012) კანდინსკის ტექსტიდან გამომდინარე, ამგვარი ქმედება
ავტორისთვის მიუღებელია.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანდინსკს ესთეტიკის პირველი
კატეგორიის „მშვენიერის“ გაგებაც სხვაგავარად ესმის. მისთვის
მშვენიერია ის, რაც შინაგანად მშვენიერია, შესაბამისად, შინაარსის
გადმოსაცემად აუცილებელი აღარაა ზედმიწევნით აისახოს გარესამყარო
ხელოვნების ნიმუშზე. აბსტრაქტული ხელოვნების ფუნდამენტური
პრინციპიც სწორედ ამაში მდგომარეობს.
აღსანიშნავია, რომ ავტორის იდეოლოგიებმა წინასწარმეტყველური
ხასიათი შეიძინა, რომლის მიხედვითაც, ცვლილებამ გარეგნულიდან
შინაგანისკენ გადაინაცვლა. არამშვენიერი დღეს მშვენიერი იქცა და
პირიქით. დღევანდელ სამყაროში გაცილებით მნიშვნელოვანია
ხელოვნების თავისუფლება შინაგანი აუცილებლობის გადმოსაცემად.
კანდინსკი პრინციპულად უარყოფს საზღვრებს, ვინაიდან თანამედროვე
ცხოვრებაში ნებისმიერი კარგავს უფლებას ხელოვანს მიუთითოს თუ რა
არის ხელოვნება.

More Related Content

More from Chedia Mariam

ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი ტალღ...
ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი ტალღ...ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი ტალღ...
ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი ტალღ...
Chedia Mariam
 
ჯონ დიუი
ჯონ დიუიჯონ დიუი
ჯონ დიუი
Chedia Mariam
 
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
Chedia Mariam
 
მარკ ბლოკი
მარკ ბლოკიმარკ ბლოკი
მარკ ბლოკი
Chedia Mariam
 
ერვინ შროდინგენი
ერვინ შროდინგენიერვინ შროდინგენი
ერვინ შროდინგენი
Chedia Mariam
 
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
Chedia Mariam
 
უბიწობის კონსტრუქცია,
უბიწობის კონსტრუქცია,უბიწობის კონსტრუქცია,
უბიწობის კონსტრუქცია,
Chedia Mariam
 
კულტურის ტიპოლოგია
კულტურის ტიპოლოგიაკულტურის ტიპოლოგია
კულტურის ტიპოლოგია
Chedia Mariam
 
დრაკულა (ბრემ სტოკერი)
დრაკულა (ბრემ სტოკერი)დრაკულა (ბრემ სტოკერი)
დრაკულა (ბრემ სტოკერი)
Chedia Mariam
 
ესთეტიკის ძირითადი კატეგორიები
ესთეტიკის ძირითადი კატეგორიებიესთეტიკის ძირითადი კატეგორიები
ესთეტიკის ძირითადი კატეგორიები
Chedia Mariam
 
prezentaciaakademiuri
prezentaciaakademiuriprezentaciaakademiuri
prezentaciaakademiuri
Chedia Mariam
 
კულტურის ტიპოლოგია მოდერნულ, პოსტმოდერნულ და არამოდერნულ ეპოქებში
კულტურის ტიპოლოგია მოდერნულ, პოსტმოდერნულ და არამოდერნულ ეპოქებშიკულტურის ტიპოლოგია მოდერნულ, პოსტმოდერნულ და არამოდერნულ ეპოქებში
კულტურის ტიპოლოგია მოდერნულ, პოსტმოდერნულ და არამოდერნულ ეპოქებში
Chedia Mariam
 

More from Chedia Mariam (17)

Kubism
KubismKubism
Kubism
 
Doc2
Doc2Doc2
Doc2
 
ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი ტალღ...
ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი ტალღ...ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი ტალღ...
ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი ტალღ...
 
ჯონ დიუი
ჯონ დიუიჯონ დიუი
ჯონ დიუი
 
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
 
მარკ ბლოკი
მარკ ბლოკიმარკ ბლოკი
მარკ ბლოკი
 
ერვინ შროდინგენი
ერვინ შროდინგენიერვინ შროდინგენი
ერვინ შროდინგენი
 
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
ფრიდრიხ ოგუსტინ ფონ ჰაიკერი
 
უბიწობის კონსტრუქცია,
უბიწობის კონსტრუქცია,უბიწობის კონსტრუქცია,
უბიწობის კონსტრუქცია,
 
კულტურის ტიპოლოგია
კულტურის ტიპოლოგიაკულტურის ტიპოლოგია
კულტურის ტიპოლოგია
 
დრაკულა (ბრემ სტოკერი)
დრაკულა (ბრემ სტოკერი)დრაკულა (ბრემ სტოკერი)
დრაკულა (ბრემ სტოკერი)
 
ესთეტიკის ძირითადი კატეგორიები
ესთეტიკის ძირითადი კატეგორიებიესთეტიკის ძირითადი კატეგორიები
ესთეტიკის ძირითადი კატეგორიები
 
კონ1
კონ1კონ1
კონ1
 
Mariam Chedia
Mariam ChediaMariam Chedia
Mariam Chedia
 
prezentaciaakademiuri
prezentaciaakademiuriprezentaciaakademiuri
prezentaciaakademiuri
 
Mariam Chedia
Mariam ChediaMariam Chedia
Mariam Chedia
 
კულტურის ტიპოლოგია მოდერნულ, პოსტმოდერნულ და არამოდერნულ ეპოქებში
კულტურის ტიპოლოგია მოდერნულ, პოსტმოდერნულ და არამოდერნულ ეპოქებშიკულტურის ტიპოლოგია მოდერნულ, პოსტმოდერნულ და არამოდერნულ ეპოქებში
კულტურის ტიპოლოგია მოდერნულ, პოსტმოდერნულ და არამოდერნულ ეპოქებში
 

ვასილი კანდინსკი

  • 1. სულიერების შესახებ ხელოვნებაში მარიამ ჭედია მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ბაკალავრიატი, II კურსი სამეცნიერო ხელმძღვანელი: ხათუნა ხაბულიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, 2016
  • 2. სულიერების შესახებ ხელოვნებაში რა არის ხელოვნება და რა ფუნქცია აკისრია მას? ამ კითხვებზე პასუხით იწყება მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ხელოვანის, რუსი მხატვარისა და ხელოვნებათმცოდნის, ვასილი კანდინსკის წიგნი სულიერების შესახებ ხელოვნებაში. ხელოვნება თავისი ფუნქციით ყოფიერების ილუსტრაციაა და თავად დაატარებს შინაგან იდეურობას, რაც თავისთავად ხელოვნების სხვადასხვა სფეროსში სუბლიმირდება ინდივიდუალური ფორმით. მისი ვალიდურობის განმსაზღვრელი კი პროდუქტის ჟღერადობაა. შესაბამისად, ხელოვნების უმთავრესი დანიშნულება ჩვენთან კონტაქტია და მომხმარებლის უკუ კავშირის გარეშე იგი უნაყოფოა, ვინაიდან ხელოვნების ინდივიდუალურ და ავთეტიკურ ენერგიასთან ერთად ის დაატარებს იმ ეპოქას და სივრიცის წინასწარმეტველურ თუ პირდაპირ არეკლილ სულისკვეთებას. ხელოვნებაზე საუბრისას კანდინსკი აღნიშნავს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს: მშვენიერია ყოველი ხაზი, რომელიც შინაგანი აუცილებლობიდან გამომდინარეობს. ამგვარად, ხელოვანისთვის აუცილებელია გარე სამყაროსგან არა ზუსტი მხედველობითი შთაბეჭდილების გამატერიალება, არამედ შინაგან, საკრალურ დონეზე აყვანილი ურთიერთკავშირის სუბიექტური გამოხატვა პირისა და ფორმის საშუალებით. ყველა საშუალება წმინდაა თუკი ისინი შინაგანად აუცილებელნი არიან. ყველა საშუალება ცოდვილია, რომელიც შინაგანი აუცილებლობის წყაროდან არ მომდინარეობს. ნამუშევარზე ასახული ობიექტი შეიძლება გაცილებით მეტი ინფორმაციის მატარებელი იყოს, ვიდრე ნამდვილ სამყაროში, რადგან ბუნებისა და ხელოვნების ურთიერთქმედება იმდენად მძაფრია, რამდენადაც არსებობს უხილავი შინაგანი კავშირები, რომელიც თავისუფლად აისახება ფორმისა და ფერის მეშვეობით. ვასილი კანდინსკის ნაშრომი შესავალი ნაწილის, 7 ძირითადი თავისა და ბოლოთქმისგან შედგება. ავტორი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი კულტურული პერიოდი თავისივე დამახასიათებელ ხელოვნებას
  • 3. წარმოშობს, რაც შეუქცევადი პროცესია. შესაბამისად, მისი დროსა და სივრცეში განმეორება შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა, ის მხატვრული ფორმების სხვაგვარ გარეგნულ იდენტობასაც არ გამორიცხავს, რომელიც წარსულ ცხოვრებაში დასახულინი, თუმცა დავიწყებას მიცემულნი აღმოჩნდნენ. ანუ მთელი პერიოდის შინაგანი განწყობის მსგავსებამ ლოგიკურად ისეთი ფორმების გამოყენებამდე შეიძლება მიგვიყვანოს, რომლებიც წარსულში იგივე მისწრაფებებს წარმატებით ემსახურებოდნენ. ამგვარმა მოსაზრებამ შესაძლებელია, გავლენათა აპოლოგიამდე მიგვიყვანოს, რომელიც ანდრე ჟიდს თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში ხელოვნების საზღვრები აქვს განხილული და აღნიშნავს, რომ მხატვრული შემოქმედების ყველა ნაყოფიერი ეპოქა ღრმა გავლენებს განიცდიდა. ავგუსტუსის ხანა - ბერძნული ლიტერატურისას, ხოლო ინგლისური, იტალიური, ფრანგული რენესანსი - ანტიკურისას და ა.შ. (ჟიდი 1899, 21) ამასგარდა, კანდინსკი სისტემურად მიჯნავს ხელოვნების გარეგან და შინაგან ფორმებს, რომელიც ინდივიდზე ეტაპობრივად და სინქრონულად მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ გარეგანულ ფორმას მომავალი არ გააჩნია, ხოლო შინაგანი მისი ჩანასახის მატარებელია. გამომდინარე იქიდან, რომ კანდინსკი აბსტრაქციონიზმის ფუძემდებლად გვევლინება, იგი ხელოვნების ფუნდამენტური მამოძრავებელი ღერძის დადგენასა და მისი ძირითადი პრინციპების დანახვას ცდილობს, რათა მოერგოს ამ მიმდევორბის მოთხოვნებს. რაც შეეხება, სულიერებას, რომელიც სწორედ ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, ავტორი აღნიშნავს, რომ იგი მოძრაობს, ვინაიდან სულია პერმანენტულ მოძრაობაში. ხელოვნება სულის ანარეკლია, რომელიც გვიჩვენებს დროის გარკვეულ მონაკვეთში თუ სად იყო ის, რას გრძნობდა და რა აღელვებდა. კანდისკისთვის ხელოვნება ძლიერი კავშირის მქონე ხაზია, რომელიც სულში მიმდინარე თითოეულ მეტამორფოზას ასახავს. თუმცა, ამ პროცესების აღქმა ნებისმიერს არ ძალუძს, ვინაიდან ჭეშმარიტი ხელოვანის შემოქმედება, რომელიც შინაგან აუცილებლობას მიჰყვება,
  • 4. ფართო მასებისთვის მატივად აღქმადი არაა. ამგვარად, ის ვერასდროს აცდება საზოგადოების კრიტიკას. მიუხედავად იმისა, რომ ხალხს სიახლეებთან ადაპტაცია უჭირს, შემოქმედმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვას უარი თავის მისიაზე. მაგალითისთვის; XIX საუკუნის პერმანენტული რევოლუცია, რომელიც ხელოვნებაში ასრებულმა ტრადიციებმა გამოიწვია, რის გამოც მას აბსოლუტურად სხვა საშიშროება დაეუმქრა. აღსანიშნავია, რომ მხატვრის პირობები იმ პერიოდამდე მყარი რჩებოდა. (იგულისხმევა, კლიენტის მიერ დაკვეთილი ტილოს დახატვა) ტრადიციებთან განხეთქილებამ მის წინაშე უსაზღვრო შესაძლებლობები გახსნა. შესაბამისად, მხატვარს მიეცა აბსოლუტური თავისუფლება დაეხატა ის, რაც სურდა. თუმცა, რაც უფრო მეტად ფართოვდებოდა არჩევანი, მით უფრო მეტად მცირდებოდა შანსი ნაშრომი საზოგადეობას მოსწონებოდა. მყიდველს სურს შეიძინოს იმის მსგავსი, რაც უკვე ნანახი აქვს, ხოლო ტრადიციის დარღვევასთან ერთად დაძაბული ურთიერთობა ჩამოყალიბდა მხატვარსა და დამკვეთს შორის. თუ ისინი თანხმდებოდნენ დამკვეთის მოთხოვნებს მხოლოდ და მხოლოდ გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობის გამო. შედეგად, მას ჰქონდა შეგრძნება, რომ მიდიოდა „დათმობაზე“ საკუთარი ღირებულებების დაკარგვის ფასად. (გომბრიხი 2012) კანდინსკის ტექსტიდან გამომდინარე, ამგვარი ქმედება ავტორისთვის მიუღებელია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანდინსკს ესთეტიკის პირველი კატეგორიის „მშვენიერის“ გაგებაც სხვაგავარად ესმის. მისთვის მშვენიერია ის, რაც შინაგანად მშვენიერია, შესაბამისად, შინაარსის გადმოსაცემად აუცილებელი აღარაა ზედმიწევნით აისახოს გარესამყარო ხელოვნების ნიმუშზე. აბსტრაქტული ხელოვნების ფუნდამენტური პრინციპიც სწორედ ამაში მდგომარეობს. აღსანიშნავია, რომ ავტორის იდეოლოგიებმა წინასწარმეტყველური ხასიათი შეიძინა, რომლის მიხედვითაც, ცვლილებამ გარეგნულიდან შინაგანისკენ გადაინაცვლა. არამშვენიერი დღეს მშვენიერი იქცა და
  • 5. პირიქით. დღევანდელ სამყაროში გაცილებით მნიშვნელოვანია ხელოვნების თავისუფლება შინაგანი აუცილებლობის გადმოსაცემად. კანდინსკი პრინციპულად უარყოფს საზღვრებს, ვინაიდან თანამედროვე ცხოვრებაში ნებისმიერი კარგავს უფლებას ხელოვანს მიუთითოს თუ რა არის ხელოვნება.