SlideShare a Scribd company logo
1 of 36
ცოცხლად დამარხული
ქალაქები
სსიპ ქ. თბილისის N90 საჯარო სკოლის
ისტორიის წამყვანი მასწავლებელი:
მ. პიტიურიშვილი
30.06.2021.
იტალია - ნეაპოლის ყურე
იტალიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან (კამპანიის რეგიონი). მისი სიგანე 15 კმ-ია.
დასავლეთით იხსნება ხმელთაშუა ზღვაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ქალაქი ნეაპოლი
და პოცუოლი, აღმოსავლეთით — მთა ვეზუვი,
• ვეზუვი ერთადერთი ვულკანია ევროპის
კონტინენტზე, რომელიც ბოლო 100 წლის
განმავლობაში აქტიური იყო, თუმცა
ამჟამად მიძინებულია.
• ვეზუვი ქმნის თითქოსდა ერთმანეთში
ჩადგმულ სამ კონუსს. გარეთა, უძველესი
კონუსის ნაშთია მონტე-სომის რკალისებრი
ზვინული, რომელიც ვეზუვის მხოლოდ
ჩრდილო და აღმოსავლეთ კალთებზეა
შემორჩენილი. მის შიგნით ამოზიდულია
ძირითადი, ყველაზე მაღალი და უფრო
ახალგაზრდა კონუსი — საკუთრივ ვეზუვი,
რომლის მწვერვალში კრატერია.
ვეზუვი
მცირე ექსკურსი ხალხთა
ისტორიაში
• ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში
დორიელთა მიერ შევიწროებულმა
ეოლიელებმა და იონიელებმა
მიატოვეს საბერძნეთი და დაიწყეხ
შავი და ხმელთაშუა ზღვის
სანაპიროების კოლონიზაცია. ასე
აღმოჩნდნენ ბერძნები ნეაპოლის
ყურეში.
გაიხსენეთ ბერძნული
კოლონიზაციის მიზეზები
• აპენინის ნახევრკუნძულზე
ბერძნებმა ჩაიტანეს თავიანთი ენა,
მაღალგანვითარებული კულტურა
და შეერივნენ ადგილობრივ
იტალიკურ ტომებს - ოსკებს. ისინი
ნეაპოლის ყურეში აშენებენ
ქალაქებს: ნეაპოლი (პართენონი),
პომპეი და ჰერკულანუმი
• ეს ქალაქები რიგრიგობით გადადის ახალ-
ახალი დამპყრობლების ხელში: ეტრუსკები,
პელაზგები, სამნიტები...
• ძვ.წ. IV-III საუკუნიდან სამნიტური ომების
შემდეგ ეს ქალაქები რომის გავლენის ქვეშ
მოექცა და I საუკუნიდან განიცდის
ლათინიზაციას, თუმცა ბერძნულ ენასა და
კულტურას რომის იმპერიაში ლათინურის
თანაბარი მდგომარეობა ეჭირა.
კითხვა განსჯისათვის:
ბრძოლა თუ მორჩილება?
კოლონისტთა
საქმიანობა
• ადგილმდებარეობა და კლიმატი
• კუსტარული ხელოსნობა
• ღვინო
• ბაზალტის ქვების დოლაბები
• თევზის ხელგანთქმული
საწებლები
ქალაქებს ვეზუვი გადაჰყურებდა. პომპეის კედლის
ფერწერის წყალობით ვიგებთ, რომ მას მაშინ ღია
კრატერი არ ჰქონდა და ადამიანებს არ ახსოვდათ, რომ
ეს მთა სინამდვილეში მრისხანე ვულკანი იყო.
63 წელი, 5 თებერვალი
• ძლიერმა მიწისძვრამ სერიოზულად
დააზიანა ნეაპოლის ყურის ქალაქები.
განაკუთრებით დაზიანდა პომპეის
ფორუმი.
• ...მაშინ არავინ იცოდა, რომ ვულკანში
დაგროვილი ორთქლი და გაზი
გამოსავალს ეძებდა, მაგრამ ჯერ არ
ჰქონდა დამანგრეველი ძალა.
64 წელი. მუსიკალური ფესტივალი ნეაპოლში
გავიხსენოთ
ნერონი!
- რა ვიცით
მის შესახებ?
ნერონი გამოუსწორებელი კომედიანტი
გახლდათ და თავს მსოფლიოს უდიდეს
არტისტად თვლიდა.
სწორედ მისი გამოსვლის დროს მიწისქვეშა
ბიძგმა თეატრის კედელი ჩამოანგრია...
როგორც ციცერონი წერს, ნერონი სცენაზე დარჩა
და ამ სიმშვიდით მოქალაქეთა აღიარება
მოიპოვა.
„ეჰ, როგორი დიდი მსახიობი ტოვებს ამ
ქვეყანას“ – ეს იყო ნერონის სიცოცხლის
უკანასკნელი სიტყვები. (titus)
79 წელი,
24 აგვისტო
79 წელი,
25 აგვისტო
ქალაქების ბედი - პომპეი
• ვერავინ მიხვდა, რომ თავის
გადარჩენა მხოლოდ გაქცევით
შეეძლოთ. თავს აფარებდნენ
სარდაფებსა და სახლებს. ხოლო
როცა გაქცევაზე იფიქრეს,
ფულკანურ ფერფლში ეფლობოდნენ
და ქვების წვიმამ იმსხვერლა.
• ასე დაიღუპა 2000 პომპეელი. ორ
დღეში ქალაქი ქვისა და ფერფლის 4
მეტრიანი საფარით იყო დაფარული
ქალაქების ბედი - ჰერკულანუმი
• ქალაქი ვეზუვისგან 4 კმ-ის
მოშორებითაა. გაჩენილ ნაპრალებში
ჩაღვრილმა ლავამ ფერფლთან და
ზღვის ქაფთან ერთად შექმნა სქელი
წებოვანი ტალახი - ლაპილია,
რომელიც ქალაქისკენ დაიძრა და
გზადაგზა ნთქავდა ყველაფერს. ქალაქი
20 მეტრიან ტალახში გაქვავდა.
• მოსახლეობამ ქალაქი დროულად
დატოვა რამდენიმე უბედურის გარდა.
ქონების გადარჩენაზე არავის
უფიქრია...
ქალაქების ბედი - ოპლონტისი
• ეს ქალაქი ყველაზე ახლოს იყო
ვეზუვთან. ამიტომ აქ სახლების
ჭერი კი არ ჩამოანგრია, არამედ
ბიძგებმა კედლები და მარმარილოს
სვეტებიც კი წვრილ ნამტვრევებად
აქცია და აქეთ-იქით გაფანტა!
• აქ აღმოჩენილია ორი სასახლე: ვილა
A და Villa Poppaea ნერონის ცოლის
პოპეას ვილა.
ოპლონტისის
განძი
• ცნობილია ოპლონტისში
ნაპოვნი ქალის
სამკაულები და ფულის
შესანახი ვერცხლის
სკივრი, მისი ურთულესი
მექანიზმის საკეტი
მოძრაობაში მოჰყავს
ქალის თავს.
• მხოლოდ XVIII საუკუნეში
დამზადდა ევროპაში
ამისი სადარი საკეტი
ქალაქების ბედი - სტაბია
• მოკავშირეთა ომების დროს ძვ.წ.
89 წელს სულამ ძირფესვიანად
დაანგრია აჯანყებული ოსკების
ქალაქი სტაბია.
• მოგვიანებით ეს ადგილი გახდა
რომაელი პატრიციების
საკურორტო ზონა. მიწისძვრამ
გაანადგურა ყველა ნაგებობა
სოციალური
ამნეზია
• ცოცხლად დამარხული ქალაქების ამბავი რომში გაჩენილმა ხანძარმა ჩაანაცვლა,
რომელმაც ნახევარი ქალაქი შთანთქა,
• ამას მოჰყვა შავი ჭირის ეპიდემია, რომელიც მთელ ნახევარკუნძულს მოედო.
• ამ ქალაქების სახელიც კი გაქრა და მათ ადგილზე ახალი მოსახლეობა გაჩნდა.
• თუმცა შუა საუკუნეების რუკებზე, რომლებიც რომაელთა ლაშქრობებისას შედგენილი
რუკების მიხედვით დგებოდა, ეს ქალაქები ზუტი მდებარეობით იყო მითითებული.
რა ვიცოდით არქეოლოგიურ აღმოჩენებამდე?
1. წერილობითი წყაროები:
• პლინიუს უმცროსი: ტაციტუსი წერილობით სთხოვს პლინიუს უმცროსს შეატყობინოს
თავისი ბიძის პლინიუს უფროსის (ფლოტის სარალი) დაღუპვის გარემოებები,
პლინიუსი ორ წერილში დაწვრილებით აღწერს კატასტროფის ეპიზოდებს.
• იმპერატორ ტიტუსის ბრძანება, შეექმნათ სპეციალური კომისია კატასტროფის
მსხვერპლთათვის დახმარების აღმოსაჩენად და პომპეიდან ღმერთებისა და
იმპერატორების ქანდაკებების გატანის შესახებ.
2. რუკები: ძველ რომაულ რუკებს ბიზარტიელი კარტოგრაფები ანახლებდნენ
აბსოლუტური სიზუსტით, სადაც აღნიშნული იყო ყველა დამარხული ქალაქი და
შესაძლოა არც იცოდნენ, რომ ეს ქალაქებიაღარ არსებობდა.
პირველი აღმოჩენები
• 1710 წელს ჰერკულანუმის ადგილზე ერთმა გლეხმა ჭის თხრისას იპოვა მარმარილის
ფილები. ამით დაინტერესდა ავსტრიის ჯარების მთავარსარდალი და დაიწყო
თვითნებური ძიებები. გლეხის მიერ გათხრი ორმოში მან იპოვა დედისა და ორი გოგონას
ქანდაკებები და მალულად გააგზავნა ავსტრიაში.
• 1738 წელს აქ აღმოაჩინეს იმპერატორთა ქანდაკებები, კვადრიგა (ეტლი), ფრესკების
ფრაგმენტები და ფირფიტა, რომელიც შეიცავდა ცნობებს ჰერკულანუმის ამფითეატრის
მშენებლობის შესახებ.
• ამრიგად, პირველად ჰერკულანუმი აღმოაჩინეს, მაგრამ 20 მეტრიანი მყარი საფარის
თხრა ძალიან რთული იყო...
პომპეის აღმოჩენა
• 1594 წელს იტალიელ არქიტექტორს
დომინიკო ფორტანას დაევალა
მიწისწვეშა აკვედუკის აგება,
რომლის დროსაც იგი წააწყდა
უცნობ ნანგრევებს. მაშინ ყველა
არქეოლოგი და ისტორიკოსი
შეთანხმდა, რომ ეს იყო ქ. სტაბია,
სადაც დაიღუპა პლინიუს უფროსი
აკვედუკი
• 1763 წელს ცივიტაში
ამოთხარეს ტოგაში
გამოწყობილი
მამაკაცის ქანდაკება,
რომლის
პიედსტალზე იყო
ასეთი წარწერა:
იმპერატორისა და მეფის
ვესპასიანე ავგუსტუსის სახელთ
ტრიბუნმა ტ. სვედიუს კლემენსმა
დაუბრუნა ქალაქ პომპეის
საზოგადოებრივი მიწები,
რომლებიც კერძო პირებს
ჰქონდათ მითვისებული
შავი არქეოლოგია
• ორ საუკუნეზე მეტი ხნის
განმავლობაში პომპეის გათხრები
ქაოტურად მიმდინარეობდა და
მიმტაცებლური, ბარბაროსული
ხასიათი ჰქონდა. ასეთ
შემთხვევაში ზედმეტი იყო
გათხრების მეცნიერულად
შესწავლა და მატერიალური
კულტურის ძეგლების აღდგენა
აქტიური
არქეოლოგია
• ეს პრაქტიკა შეწყდა არაერთი მეცნიერის პროტესტის
შემდეგ. არწეოლოგ ფ. ლე ვეგას დროს, გათხრებმა სხვა
ხასიათი მიიღო 1760-1804 წლებში. შეწყვიტეს
გამოკვლეული შენობების გათხრილი ნიადაგით
დაფარვა, მათ დაიწყეს ზედმეტი მიწის გატანა
ქალაქგარეთ. რესტავრირებული იქნა გახსნილი
ძეგლები, აღმოჩენები, რომლებიც მუზეუმში არ
მიდიოდა, ადგილზე დატოვეს საზოგადოების
სანახავად. შემუშავდა საექსკურსიო მარშრუტების
გეგმა.
• გათხრები განსაკუთრებით აქტიური იყო 1808-1814
წლებში მიურატის მმართველობაში. მათში
მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კაროლინ ბონაპარტმა.
ჯუზეპე
ფიორელი
• 1863 წლიდან გათხრებს ხელმძღვანელობდა ჯუზეპე
ფიორელი. ფიორელიმ მთელი ტერიტორია კვადრატებად
დაანაწილა და თითოეული აღმოჩენილი სახლის კარი
დანომრა. ამ მეთოდს დღესაც იყენებენ.
• 1870 წელს მან აღმოაჩინა, რომ ვულკანური ნაცრის ფენის
ქვეშ დაკრძალული ადამიანებისა და ცხოველების
სხეულების ნაცვლად, ნაშთების დაშლის შედეგად
წარმოიქმნა სიცარიელე. ამ სიცარიელეებით თაბაშირით
შევსება, შესაძლებელი იყო ამოფრქვევის შედეგად
დაზარალებულთა სიკვდილის პოზების აღდგენა.
ფიორელის
მეთოდი
• ფიორელიმ ფერფლსა და
ლავაში გაჩენილი სიცარიელე
თხევადი თაბაშირით ამოავსო.
ამით შესაძლებელი გახდა
კატასტროფის შედეგად
დაღუპული და გაქვავებული
ადამიანებისა და ცხოველების
ანაბეჭდების აღება.
ფიორელის
მეთოდი
• . განსაკუთრებით
საინტერესოა ეგრეთ
წოდებულ „გაქცეულთა
მინდვრის“, Casa del Bracciale
d'oro- ს მთელი ოჯახისა და
ერთი მამაკაცის ნაშთები,
სადაც კვლავ ჩანს
ფეხსაცმელი ქუსლებითა და
ლითონის შესაკრავებით.
ფიორელის მეთოდი
• ბოსკორეს ანტიკვარიუმში
გამოფენაზე ასევე არის
ეპოქსიდური ფისოვანი
ნამუშევარი, რომელიც 1984 წელს
გაკეთდა ერთ-ერთ მსხვერპლზე,
რომელიც ნაპოვნია ოპლონტისში,
ლუციუს კრასიუს ტერტიუსის
ვილაში; ამ გამჭვირვალე სხმულმა
გამოაჩინა მსხვერპლის
საკუთრებაში არსებული
სამკაულები და მონეტები.
სამი გასაოცარი ფაქტი:
ფაქტი I - ჯვარი
პომპეიში ღმერთებისა და ქალღმერთების ცხრა
ტაძარი იყო. მათ შორის იყო ეგვიპტის ქალღმერთ
ისიდას ტაძარი და რაც კიდევ უფრო
საინტერესოა!
ერთ-ერთი სახლის კარზე
გამოსახულია ჯვარი, რაც
გვაფიქრებინებს, რომ ქალაქში
კონსპირაციული ქრისტიანული
თემი არსებობდა
ფაქტი II - წარწერები კედელზე
• დღეს ყველა ვთანხმდებით, რომ
კედლებზე ჯღაბნა შეუთავსებელია კარგ
გემოვნებასთან. აღმოჩნდა, რომ ეს ჩვევა
ძველ დროში პომპეელებსაც ჰქონიათ.
პომპეის კედლებმა უამრავი ინფორმაცია
მოგვაწოდა მათ ყოფაზე, გრძნობებზე,
ტრადიციებზე, გლადიატორთა
მდგომარეობაზე და ა.შ.
ფაქტი III - სწრაფი
კვების ობიექტები
ქუჩაში
ეს აღმოჩენა 2020 წლისაა.
პოლიქრომული შაბლონებით იყო
გაფორმებული ბარის ტიპის ობიექტის
საშუალებით სულ უფრო მეტი ხდება
ცნობილი რომაელთა კვების
ტრადიციებისა და კულტურის შესახებ
არქეოლოგია
და
კინემატოგრაფი
1997 წელს იუნესკომ
მსოფლიო
მემკვიდრეობის საიში
შეიტანა ქალაქების
• პომპეის
• ჰერკულანუმის
• ტორე- ანუნციატის
ნაშთები
ბრიულოვი
გამოყენებული ლიტერატურა და
სასარგებლო ბმულები:
• ზენონ კოსიდოვსკი „როცა მზე იყო ღმერთი“
• https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%95%E1%83%98
• https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%98
• https://en.wikipedia.org/wiki/Giuseppe_Fiorelli
• BBC film https://www.dailymotion.com/video/x7smtll
• Discvery film არქეოლოგები და ფილმის გადაღება https://www.youtube.com/watch?v=tlTqOmMSang
• მხატვრული ფილმი:
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D0%BE%D0%BC%D0%BF%D0%B5%D0%B8_(%D1%84%D0%B8%D0%
BB%D1%8C%D0%BC)
• აღმოჩენა 2020წ. https://primevideo.ge/antikuri-fast-food-dzvel-romshi-pompeishi-stsraphi-kvebis-obieqti-
aghmoachines/ 2წთ
• ვეზუვის ქრონიკა. 8წთ. https://www.youtube.com/watch?v=dY_3ggKg0Bc&t=144s
• ჯადოქრის აღჭურვილობა https://on.ge/story/42078-
%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%
83%91%E1%83%A8%E1%83%98-
გმადლობთ ყურადღებისთვის

More Related Content

More from Marika Pitiurishvili

თუთა და აბრეშუმი.pptx
თუთა და აბრეშუმი.pptxთუთა და აბრეშუმი.pptx
თუთა და აბრეშუმი.pptxMarika Pitiurishvili
 
Dmanisislaid 091105125323-phpapp01-140823154401-phpapp01
Dmanisislaid 091105125323-phpapp01-140823154401-phpapp01Dmanisislaid 091105125323-phpapp01-140823154401-phpapp01
Dmanisislaid 091105125323-phpapp01-140823154401-phpapp01Marika Pitiurishvili
 
მიხაი ზიჩი და გიორგი ქართველიშვილი
მიხაი ზიჩი და გიორგი ქართველიშვილიმიხაი ზიჩი და გიორგი ქართველიშვილი
მიხაი ზიჩი და გიორგი ქართველიშვილიMarika Pitiurishvili
 
ჯიკჯი - პირველი ნაბეჭდი წიგნი მსოფლიოში
ჯიკჯი - პირველი ნაბეჭდი წიგნი მსოფლიოშიჯიკჯი - პირველი ნაბეჭდი წიგნი მსოფლიოში
ჯიკჯი - პირველი ნაბეჭდი წიგნი მსოფლიოშიMarika Pitiurishvili
 
ზიჩი და ვეფხისტყაოსანი
ზიჩი და ვეფხისტყაოსანიზიჩი და ვეფხისტყაოსანი
ზიჩი და ვეფხისტყაოსანიMarika Pitiurishvili
 
მასწავლებელთა V კონფერენცია
მასწავლებელთა V კონფერენციამასწავლებელთა V კონფერენცია
მასწავლებელთა V კონფერენციაMarika Pitiurishvili
 
შამქორი&განჯა
შამქორი&განჯაშამქორი&განჯა
შამქორი&განჯაMarika Pitiurishvili
 
II მსოფლიო ომი კარიკატურებში
II მსოფლიო ომი კარიკატურებშიII მსოფლიო ომი კარიკატურებში
II მსოფლიო ომი კარიკატურებშიMarika Pitiurishvili
 
ფარნავაზი-გორგასალი
ფარნავაზი-გორგასალიფარნავაზი-გორგასალი
ფარნავაზი-გორგასალიMarika Pitiurishvili
 
ქვის ინდუსტრია
ქვის ინდუსტრიაქვის ინდუსტრია
ქვის ინდუსტრიაMarika Pitiurishvili
 
კარიკატურაში ასახული რეალობა
კარიკატურაში ასახული რეალობაკარიკატურაში ასახული რეალობა
კარიკატურაში ასახული რეალობაMarika Pitiurishvili
 
მეორე მსოფლიო ომი
მეორე მსოფლიო ომიმეორე მსოფლიო ომი
მეორე მსოფლიო ომიMarika Pitiurishvili
 
მეტალურგია საქართველოში
მეტალურგია საქართველოშიმეტალურგია საქართველოში
მეტალურგია საქართველოშიMarika Pitiurishvili
 
წერილობითი წყაროები
წერილობითი წყაროებიწერილობითი წყაროები
წერილობითი წყაროებიMarika Pitiurishvili
 
N 2 აბრეშუმის გზა
N 2 აბრეშუმის გზაN 2 აბრეშუმის გზა
N 2 აბრეშუმის გზაMarika Pitiurishvili
 
N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megi
N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megiN 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megi
N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megiMarika Pitiurishvili
 

More from Marika Pitiurishvili (20)

თუთა და აბრეშუმი.pptx
თუთა და აბრეშუმი.pptxთუთა და აბრეშუმი.pptx
თუთა და აბრეშუმი.pptx
 
25თებერვალი
25თებერვალი25თებერვალი
25თებერვალი
 
Dmanisislaid 091105125323-phpapp01-140823154401-phpapp01
Dmanisislaid 091105125323-phpapp01-140823154401-phpapp01Dmanisislaid 091105125323-phpapp01-140823154401-phpapp01
Dmanisislaid 091105125323-phpapp01-140823154401-phpapp01
 
მიხაი ზიჩი და გიორგი ქართველიშვილი
მიხაი ზიჩი და გიორგი ქართველიშვილიმიხაი ზიჩი და გიორგი ქართველიშვილი
მიხაი ზიჩი და გიორგი ქართველიშვილი
 
ჯიკჯი - პირველი ნაბეჭდი წიგნი მსოფლიოში
ჯიკჯი - პირველი ნაბეჭდი წიგნი მსოფლიოშიჯიკჯი - პირველი ნაბეჭდი წიგნი მსოფლიოში
ჯიკჯი - პირველი ნაბეჭდი წიგნი მსოფლიოში
 
ზიჩი და ვეფხისტყაოსანი
ზიჩი და ვეფხისტყაოსანიზიჩი და ვეფხისტყაოსანი
ზიჩი და ვეფხისტყაოსანი
 
მასწავლებელთა V კონფერენცია
მასწავლებელთა V კონფერენციამასწავლებელთა V კონფერენცია
მასწავლებელთა V კონფერენცია
 
შამქორი&განჯა
შამქორი&განჯაშამქორი&განჯა
შამქორი&განჯა
 
II მსოფლიო ომი კარიკატურებში
II მსოფლიო ომი კარიკატურებშიII მსოფლიო ომი კარიკატურებში
II მსოფლიო ომი კარიკატურებში
 
ფარნავაზი-გორგასალი
ფარნავაზი-გორგასალიფარნავაზი-გორგასალი
ფარნავაზი-გორგასალი
 
ბოლო ზარი 2016
ბოლო  ზარი 2016ბოლო  ზარი 2016
ბოლო ზარი 2016
 
ქვის ინდუსტრია
ქვის ინდუსტრიაქვის ინდუსტრია
ქვის ინდუსტრია
 
კარიკატურაში ასახული რეალობა
კარიკატურაში ასახული რეალობაკარიკატურაში ასახული რეალობა
კარიკატურაში ასახული რეალობა
 
26 მაისი
26 მაისი26 მაისი
26 მაისი
 
მეორე მსოფლიო ომი
მეორე მსოფლიო ომიმეორე მსოფლიო ომი
მეორე მსოფლიო ომი
 
მეტალურგია საქართველოში
მეტალურგია საქართველოშიმეტალურგია საქართველოში
მეტალურგია საქართველოში
 
Red canyon
Red canyonRed canyon
Red canyon
 
წერილობითი წყაროები
წერილობითი წყაროებიწერილობითი წყაროები
წერილობითი წყაროები
 
N 2 აბრეშუმის გზა
N 2 აბრეშუმის გზაN 2 აბრეშუმის გზა
N 2 აბრეშუმის გზა
 
N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megi
N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megiN 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megi
N 7აბრეშუმის მუზეუმის ისტორია megi
 

ცოცხლად დამარხული ქალაქები

  • 1. ცოცხლად დამარხული ქალაქები სსიპ ქ. თბილისის N90 საჯარო სკოლის ისტორიის წამყვანი მასწავლებელი: მ. პიტიურიშვილი 30.06.2021.
  • 2. იტალია - ნეაპოლის ყურე იტალიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან (კამპანიის რეგიონი). მისი სიგანე 15 კმ-ია. დასავლეთით იხსნება ხმელთაშუა ზღვაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ქალაქი ნეაპოლი და პოცუოლი, აღმოსავლეთით — მთა ვეზუვი,
  • 3. • ვეზუვი ერთადერთი ვულკანია ევროპის კონტინენტზე, რომელიც ბოლო 100 წლის განმავლობაში აქტიური იყო, თუმცა ამჟამად მიძინებულია. • ვეზუვი ქმნის თითქოსდა ერთმანეთში ჩადგმულ სამ კონუსს. გარეთა, უძველესი კონუსის ნაშთია მონტე-სომის რკალისებრი ზვინული, რომელიც ვეზუვის მხოლოდ ჩრდილო და აღმოსავლეთ კალთებზეა შემორჩენილი. მის შიგნით ამოზიდულია ძირითადი, ყველაზე მაღალი და უფრო ახალგაზრდა კონუსი — საკუთრივ ვეზუვი, რომლის მწვერვალში კრატერია. ვეზუვი
  • 4. მცირე ექსკურსი ხალხთა ისტორიაში • ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში დორიელთა მიერ შევიწროებულმა ეოლიელებმა და იონიელებმა მიატოვეს საბერძნეთი და დაიწყეხ შავი და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროების კოლონიზაცია. ასე აღმოჩნდნენ ბერძნები ნეაპოლის ყურეში. გაიხსენეთ ბერძნული კოლონიზაციის მიზეზები
  • 5. • აპენინის ნახევრკუნძულზე ბერძნებმა ჩაიტანეს თავიანთი ენა, მაღალგანვითარებული კულტურა და შეერივნენ ადგილობრივ იტალიკურ ტომებს - ოსკებს. ისინი ნეაპოლის ყურეში აშენებენ ქალაქებს: ნეაპოლი (პართენონი), პომპეი და ჰერკულანუმი
  • 6. • ეს ქალაქები რიგრიგობით გადადის ახალ- ახალი დამპყრობლების ხელში: ეტრუსკები, პელაზგები, სამნიტები... • ძვ.წ. IV-III საუკუნიდან სამნიტური ომების შემდეგ ეს ქალაქები რომის გავლენის ქვეშ მოექცა და I საუკუნიდან განიცდის ლათინიზაციას, თუმცა ბერძნულ ენასა და კულტურას რომის იმპერიაში ლათინურის თანაბარი მდგომარეობა ეჭირა. კითხვა განსჯისათვის: ბრძოლა თუ მორჩილება?
  • 7. კოლონისტთა საქმიანობა • ადგილმდებარეობა და კლიმატი • კუსტარული ხელოსნობა • ღვინო • ბაზალტის ქვების დოლაბები • თევზის ხელგანთქმული საწებლები
  • 8. ქალაქებს ვეზუვი გადაჰყურებდა. პომპეის კედლის ფერწერის წყალობით ვიგებთ, რომ მას მაშინ ღია კრატერი არ ჰქონდა და ადამიანებს არ ახსოვდათ, რომ ეს მთა სინამდვილეში მრისხანე ვულკანი იყო.
  • 9. 63 წელი, 5 თებერვალი • ძლიერმა მიწისძვრამ სერიოზულად დააზიანა ნეაპოლის ყურის ქალაქები. განაკუთრებით დაზიანდა პომპეის ფორუმი. • ...მაშინ არავინ იცოდა, რომ ვულკანში დაგროვილი ორთქლი და გაზი გამოსავალს ეძებდა, მაგრამ ჯერ არ ჰქონდა დამანგრეველი ძალა.
  • 10. 64 წელი. მუსიკალური ფესტივალი ნეაპოლში გავიხსენოთ ნერონი! - რა ვიცით მის შესახებ? ნერონი გამოუსწორებელი კომედიანტი გახლდათ და თავს მსოფლიოს უდიდეს არტისტად თვლიდა. სწორედ მისი გამოსვლის დროს მიწისქვეშა ბიძგმა თეატრის კედელი ჩამოანგრია... როგორც ციცერონი წერს, ნერონი სცენაზე დარჩა და ამ სიმშვიდით მოქალაქეთა აღიარება მოიპოვა. „ეჰ, როგორი დიდი მსახიობი ტოვებს ამ ქვეყანას“ – ეს იყო ნერონის სიცოცხლის უკანასკნელი სიტყვები. (titus)
  • 13. ქალაქების ბედი - პომპეი • ვერავინ მიხვდა, რომ თავის გადარჩენა მხოლოდ გაქცევით შეეძლოთ. თავს აფარებდნენ სარდაფებსა და სახლებს. ხოლო როცა გაქცევაზე იფიქრეს, ფულკანურ ფერფლში ეფლობოდნენ და ქვების წვიმამ იმსხვერლა. • ასე დაიღუპა 2000 პომპეელი. ორ დღეში ქალაქი ქვისა და ფერფლის 4 მეტრიანი საფარით იყო დაფარული
  • 14. ქალაქების ბედი - ჰერკულანუმი • ქალაქი ვეზუვისგან 4 კმ-ის მოშორებითაა. გაჩენილ ნაპრალებში ჩაღვრილმა ლავამ ფერფლთან და ზღვის ქაფთან ერთად შექმნა სქელი წებოვანი ტალახი - ლაპილია, რომელიც ქალაქისკენ დაიძრა და გზადაგზა ნთქავდა ყველაფერს. ქალაქი 20 მეტრიან ტალახში გაქვავდა. • მოსახლეობამ ქალაქი დროულად დატოვა რამდენიმე უბედურის გარდა. ქონების გადარჩენაზე არავის უფიქრია...
  • 15. ქალაქების ბედი - ოპლონტისი • ეს ქალაქი ყველაზე ახლოს იყო ვეზუვთან. ამიტომ აქ სახლების ჭერი კი არ ჩამოანგრია, არამედ ბიძგებმა კედლები და მარმარილოს სვეტებიც კი წვრილ ნამტვრევებად აქცია და აქეთ-იქით გაფანტა! • აქ აღმოჩენილია ორი სასახლე: ვილა A და Villa Poppaea ნერონის ცოლის პოპეას ვილა.
  • 16. ოპლონტისის განძი • ცნობილია ოპლონტისში ნაპოვნი ქალის სამკაულები და ფულის შესანახი ვერცხლის სკივრი, მისი ურთულესი მექანიზმის საკეტი მოძრაობაში მოჰყავს ქალის თავს. • მხოლოდ XVIII საუკუნეში დამზადდა ევროპაში ამისი სადარი საკეტი
  • 17. ქალაქების ბედი - სტაბია • მოკავშირეთა ომების დროს ძვ.წ. 89 წელს სულამ ძირფესვიანად დაანგრია აჯანყებული ოსკების ქალაქი სტაბია. • მოგვიანებით ეს ადგილი გახდა რომაელი პატრიციების საკურორტო ზონა. მიწისძვრამ გაანადგურა ყველა ნაგებობა
  • 18. სოციალური ამნეზია • ცოცხლად დამარხული ქალაქების ამბავი რომში გაჩენილმა ხანძარმა ჩაანაცვლა, რომელმაც ნახევარი ქალაქი შთანთქა, • ამას მოჰყვა შავი ჭირის ეპიდემია, რომელიც მთელ ნახევარკუნძულს მოედო. • ამ ქალაქების სახელიც კი გაქრა და მათ ადგილზე ახალი მოსახლეობა გაჩნდა. • თუმცა შუა საუკუნეების რუკებზე, რომლებიც რომაელთა ლაშქრობებისას შედგენილი რუკების მიხედვით დგებოდა, ეს ქალაქები ზუტი მდებარეობით იყო მითითებული.
  • 19. რა ვიცოდით არქეოლოგიურ აღმოჩენებამდე? 1. წერილობითი წყაროები: • პლინიუს უმცროსი: ტაციტუსი წერილობით სთხოვს პლინიუს უმცროსს შეატყობინოს თავისი ბიძის პლინიუს უფროსის (ფლოტის სარალი) დაღუპვის გარემოებები, პლინიუსი ორ წერილში დაწვრილებით აღწერს კატასტროფის ეპიზოდებს. • იმპერატორ ტიტუსის ბრძანება, შეექმნათ სპეციალური კომისია კატასტროფის მსხვერპლთათვის დახმარების აღმოსაჩენად და პომპეიდან ღმერთებისა და იმპერატორების ქანდაკებების გატანის შესახებ. 2. რუკები: ძველ რომაულ რუკებს ბიზარტიელი კარტოგრაფები ანახლებდნენ აბსოლუტური სიზუსტით, სადაც აღნიშნული იყო ყველა დამარხული ქალაქი და შესაძლოა არც იცოდნენ, რომ ეს ქალაქებიაღარ არსებობდა.
  • 20. პირველი აღმოჩენები • 1710 წელს ჰერკულანუმის ადგილზე ერთმა გლეხმა ჭის თხრისას იპოვა მარმარილის ფილები. ამით დაინტერესდა ავსტრიის ჯარების მთავარსარდალი და დაიწყო თვითნებური ძიებები. გლეხის მიერ გათხრი ორმოში მან იპოვა დედისა და ორი გოგონას ქანდაკებები და მალულად გააგზავნა ავსტრიაში. • 1738 წელს აქ აღმოაჩინეს იმპერატორთა ქანდაკებები, კვადრიგა (ეტლი), ფრესკების ფრაგმენტები და ფირფიტა, რომელიც შეიცავდა ცნობებს ჰერკულანუმის ამფითეატრის მშენებლობის შესახებ. • ამრიგად, პირველად ჰერკულანუმი აღმოაჩინეს, მაგრამ 20 მეტრიანი მყარი საფარის თხრა ძალიან რთული იყო...
  • 21. პომპეის აღმოჩენა • 1594 წელს იტალიელ არქიტექტორს დომინიკო ფორტანას დაევალა მიწისწვეშა აკვედუკის აგება, რომლის დროსაც იგი წააწყდა უცნობ ნანგრევებს. მაშინ ყველა არქეოლოგი და ისტორიკოსი შეთანხმდა, რომ ეს იყო ქ. სტაბია, სადაც დაიღუპა პლინიუს უფროსი აკვედუკი
  • 22. • 1763 წელს ცივიტაში ამოთხარეს ტოგაში გამოწყობილი მამაკაცის ქანდაკება, რომლის პიედსტალზე იყო ასეთი წარწერა: იმპერატორისა და მეფის ვესპასიანე ავგუსტუსის სახელთ ტრიბუნმა ტ. სვედიუს კლემენსმა დაუბრუნა ქალაქ პომპეის საზოგადოებრივი მიწები, რომლებიც კერძო პირებს ჰქონდათ მითვისებული
  • 23. შავი არქეოლოგია • ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში პომპეის გათხრები ქაოტურად მიმდინარეობდა და მიმტაცებლური, ბარბაროსული ხასიათი ჰქონდა. ასეთ შემთხვევაში ზედმეტი იყო გათხრების მეცნიერულად შესწავლა და მატერიალური კულტურის ძეგლების აღდგენა
  • 24. აქტიური არქეოლოგია • ეს პრაქტიკა შეწყდა არაერთი მეცნიერის პროტესტის შემდეგ. არწეოლოგ ფ. ლე ვეგას დროს, გათხრებმა სხვა ხასიათი მიიღო 1760-1804 წლებში. შეწყვიტეს გამოკვლეული შენობების გათხრილი ნიადაგით დაფარვა, მათ დაიწყეს ზედმეტი მიწის გატანა ქალაქგარეთ. რესტავრირებული იქნა გახსნილი ძეგლები, აღმოჩენები, რომლებიც მუზეუმში არ მიდიოდა, ადგილზე დატოვეს საზოგადოების სანახავად. შემუშავდა საექსკურსიო მარშრუტების გეგმა. • გათხრები განსაკუთრებით აქტიური იყო 1808-1814 წლებში მიურატის მმართველობაში. მათში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კაროლინ ბონაპარტმა.
  • 25. ჯუზეპე ფიორელი • 1863 წლიდან გათხრებს ხელმძღვანელობდა ჯუზეპე ფიორელი. ფიორელიმ მთელი ტერიტორია კვადრატებად დაანაწილა და თითოეული აღმოჩენილი სახლის კარი დანომრა. ამ მეთოდს დღესაც იყენებენ. • 1870 წელს მან აღმოაჩინა, რომ ვულკანური ნაცრის ფენის ქვეშ დაკრძალული ადამიანებისა და ცხოველების სხეულების ნაცვლად, ნაშთების დაშლის შედეგად წარმოიქმნა სიცარიელე. ამ სიცარიელეებით თაბაშირით შევსება, შესაძლებელი იყო ამოფრქვევის შედეგად დაზარალებულთა სიკვდილის პოზების აღდგენა.
  • 26. ფიორელის მეთოდი • ფიორელიმ ფერფლსა და ლავაში გაჩენილი სიცარიელე თხევადი თაბაშირით ამოავსო. ამით შესაძლებელი გახდა კატასტროფის შედეგად დაღუპული და გაქვავებული ადამიანებისა და ცხოველების ანაბეჭდების აღება.
  • 27. ფიორელის მეთოდი • . განსაკუთრებით საინტერესოა ეგრეთ წოდებულ „გაქცეულთა მინდვრის“, Casa del Bracciale d'oro- ს მთელი ოჯახისა და ერთი მამაკაცის ნაშთები, სადაც კვლავ ჩანს ფეხსაცმელი ქუსლებითა და ლითონის შესაკრავებით.
  • 28. ფიორელის მეთოდი • ბოსკორეს ანტიკვარიუმში გამოფენაზე ასევე არის ეპოქსიდური ფისოვანი ნამუშევარი, რომელიც 1984 წელს გაკეთდა ერთ-ერთ მსხვერპლზე, რომელიც ნაპოვნია ოპლონტისში, ლუციუს კრასიუს ტერტიუსის ვილაში; ამ გამჭვირვალე სხმულმა გამოაჩინა მსხვერპლის საკუთრებაში არსებული სამკაულები და მონეტები.
  • 29.
  • 30. სამი გასაოცარი ფაქტი: ფაქტი I - ჯვარი პომპეიში ღმერთებისა და ქალღმერთების ცხრა ტაძარი იყო. მათ შორის იყო ეგვიპტის ქალღმერთ ისიდას ტაძარი და რაც კიდევ უფრო საინტერესოა! ერთ-ერთი სახლის კარზე გამოსახულია ჯვარი, რაც გვაფიქრებინებს, რომ ქალაქში კონსპირაციული ქრისტიანული თემი არსებობდა
  • 31. ფაქტი II - წარწერები კედელზე • დღეს ყველა ვთანხმდებით, რომ კედლებზე ჯღაბნა შეუთავსებელია კარგ გემოვნებასთან. აღმოჩნდა, რომ ეს ჩვევა ძველ დროში პომპეელებსაც ჰქონიათ. პომპეის კედლებმა უამრავი ინფორმაცია მოგვაწოდა მათ ყოფაზე, გრძნობებზე, ტრადიციებზე, გლადიატორთა მდგომარეობაზე და ა.შ.
  • 32. ფაქტი III - სწრაფი კვების ობიექტები ქუჩაში ეს აღმოჩენა 2020 წლისაა. პოლიქრომული შაბლონებით იყო გაფორმებული ბარის ტიპის ობიექტის საშუალებით სულ უფრო მეტი ხდება ცნობილი რომაელთა კვების ტრადიციებისა და კულტურის შესახებ
  • 34. 1997 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის საიში შეიტანა ქალაქების • პომპეის • ჰერკულანუმის • ტორე- ანუნციატის ნაშთები ბრიულოვი
  • 35. გამოყენებული ლიტერატურა და სასარგებლო ბმულები: • ზენონ კოსიდოვსკი „როცა მზე იყო ღმერთი“ • https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%95%E1%83%98 • https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%98 • https://en.wikipedia.org/wiki/Giuseppe_Fiorelli • BBC film https://www.dailymotion.com/video/x7smtll • Discvery film არქეოლოგები და ფილმის გადაღება https://www.youtube.com/watch?v=tlTqOmMSang • მხატვრული ფილმი: https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D0%BE%D0%BC%D0%BF%D0%B5%D0%B8_(%D1%84%D0%B8%D0% BB%D1%8C%D0%BC) • აღმოჩენა 2020წ. https://primevideo.ge/antikuri-fast-food-dzvel-romshi-pompeishi-stsraphi-kvebis-obieqti- aghmoachines/ 2წთ • ვეზუვის ქრონიკა. 8წთ. https://www.youtube.com/watch?v=dY_3ggKg0Bc&t=144s • ჯადოქრის აღჭურვილობა https://on.ge/story/42078- %E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A1- %E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1% 83%91%E1%83%A8%E1%83%98-