SlideShare a Scribd company logo
1 of 21
აღდგომა — უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული,
რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8
მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან
დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 40–დღიანი მარხვა,
საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა.
ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა,
რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის
დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური
წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ
და რაც სინედრიონის ნებით
ჯვარცმული ქრისტეს სახით
განხორციელდა.
აღდგომის ზეიმი, უძველეს მესაქონლეთა და შემდეგ
მიწათმოქმედთა საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების
დღესასწაულია, რომელიც უშორესი ძირებით
წარმართულ რელიგიებს უნდა უკავშირდებოდეს, სადაც ის
ბუნების კვდომას და აღდგომას განასახიერებს.
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
– ასე ესალმებიან ერთმანეთს
ქრისტიანები აღდგომას. ჩვენი
მაცხოვრის, იესო ქრისტეს
ბრწყინვალე აღდგომა უდიდესია
ქრისტიანულ დღესასწაულთა
შორის.
ეს არის ცოდვაზე გამარჯვების ზეიმი. აღდგომას წინ უსწრებს
სააღდგომო მარხვა, რომელიც 48 დღე გრძელდება და
სულიერად გვამზადებს ამ უდიდეს დღესასწაულთან
შესახვედრად.
აღდგომა მოძრავი დღესასწაულია. იგი
აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის შემდგომი
სავსე მთვარის პირველ კვირა დღეს. წელს
მართლმადიდებლურ სამყაროში წამებული
იესოს მკვდრეთით აღდგომას ქრისტიანები
12 აპრილს ულოცავენ ერთმანეთს. იესოს
ჯვარცმის შემდეგ ორმა დღემ გაიარა. მესამე
დღეს კი უნდა აღსრულებულიყო ქრისტეს
წინასწარმეტყველება: “მესამე დღეს
მკვდრეთით აღვდგები”.
კვირა დღეს, გამთენიისას საფლავის დარაჯებმა
მიწისძვრა იგრძნეს. მერე ანგელოზი დაინახეს,
რომელმაც საფლავიდან ლოდი გადააგორა.
ბოლოს იხილეს მაცხოვრის საფლავიდან
აღდგომა. შიშით თავზარი დაეცათ და როდესაც
გონს მოეგნენ, გაიქცნენ.
ჯერ გათენებული არ იყო, როცა
მარიამ მაგდალინელი, სალომე და
სხვები საფლავთან მიდიოდნენ,
რათა იესოს სხეულისთვის
ნელსაცხებელი ეცხოთ, რაც
დამარხვის დროს ვერ მოასწრეს.
ქრისტეზე მგლოვიარე მარიამმა
როცა დაინახა გადაგორებული
ლოდი და ცარიელი საფლავი,
იფიქრა, რომ ქრისტეს სხეული
მტრებმა წაიღეს. დაიჩოქა და
მწარედ ატირდა.
მაშინ ორი ანგელოზი იხილა. მათ მაგდალინელს ტირილის
მიზეზი ჰკითხეს. მარიამმა უთხრა, რომ უფალზე ტიროდა.
ეს რომ თქვა, უკან მკვდრეთით აღმდგარი უფალი იესო
ქრისტე დაინახა. მარიამი ვერაფერს მიხვდა, ეგონა,
მებაღეაო. მაშინ იესომ უწინდელი ხმით დაუძახა:
“მარიამ!” მარიამმა მაშინვე იცნო ხმაზე იესო.
გაექანა, უნდოდა მუხლებზე
მოჰხვეოდა, მაგრამ იესომ მას შეხების
უფლება არ მისცა. გაგზავნა თავის
ძმებთან და დააბარა, რომ ეთქვა:
“აღვალ მამისა ჩემისა და მამისა
თქვენისა, ღვთისა ჩემისა და ღვთისა
თქვენისა თანა”. მარიამმა სასწრაფოდ
ახარა იესოს აღდგომა იოანე და პეტრე
მოციქულებს. მათ მიირბინეს
მაცხოვრის საფლავთან და ნახეს, რომ
ის ტილო, რომელშიც მაცხოვრის
სხეული იყო გახვეული, ცალკე იდო,
ხოლო სუდარა – ცალკე. იოანემ
დაიჯერა, პეტრეს კი უკვირდა ეს
ამბავი.
იესო ქრისტე ორმოცი დღის განმავლობაში არაერთხელ
გამოეცხადა მოწაფეებს. იგი მოციქულებს ღვთის
სასუფეველზე ესაუბრებოდა. აჩვენა ჯვარცმიდან
დარჩენილი წყლულები, რომლებიც სხეულზე ჰქონდა
დარჩენილი და რამდენიმე სასწაული. ამის შემდეგ კი
ქრისტეს აღდგომა მათაც იწამეს, რომელთაც ეს მანამდე არ
სჯეროდათ. იესომ წმიდა სისხლით გამოგვისყიდა ცოდვისა
და სიკვდილის მონებისგან.
აღდგომის დღესასწაულს მრავალი
ტრადიცია უკავშირდება. მათ შორის
არის კვერცხების წითლად შეღებვის
ჩვეულება. ეს ტრადიცია წითელ
პარასკევს, ანუ ქრისტეს ჯვარცმის
დღეს უკავშირდება. როდესაც მარიამ
მაგდალინელი იმპერატორს
წარუდგინეს, მან ქვეყნის მმართველს
სიმბოლურად კვერცხი გადასცა და
ქრისტეს აღდგომა ახარა.
იმპერატორს ამის გაგონებაზე გაეცინა
და თქვა, რომ ამის დაჯერება
ისეთივე რთული იქნებოდა, როგორც
ის, რომ ეს კვერცხი გაწითლდებოდა.
მას ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა და კვერცხი ჯერ
გავარდისფრდა, ბოლოს კი გაწითლდა. მარიამმა იმპერატორს
ისიც აუწყა, რომ კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა, წითელი
კვერცხი – მაცხოვრის აღდგომისა. ეს გახდა დასაბამი იმისა,
რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი
კვერცხებით მიელოცათ.
ლარნაკებში დათესილი
ხორბალი და მწვანე ჯეჯილზე
გაგორებული წითელი
კვერცხები სიკვდილის ძლევის
სიმბოლოა. სააღდგომო სუფრა
მრავალფეროვანი უნდა იყოს. ამ
დღისთვის გამომცხვარი პასქა
მაცხოვარს გვახსენებს,
რომელიც ამბობს: “მე ვარ პური
ზეცით გარდამოსული”.
ქრისტე აღდგა!!!
სააღდგომო აღსარება
როს აღესრულა მიმწუხრის წირვა,
ლოცვით ამოველ გზები წნული და
სიტყვის ძარღვებში სისხლად ჩავწურე
მზე მოწყვეტილი ბროწეულიდან.
ეს მე ვარ, მე ვარ – ადამ და ევა
მსურს ჯოჯოხეთის სამოთხედ ქცევა.
ეს მე ვარ მკვლელი ძმისა – კაენი,
ხელდასისხლული ეს მე ვარ, მე ვარ.
ეს მე ვარ, მე ვარ მიღმა განედთა,
სად შენი პირველხატი განათდა.
თვით პირველცოდვის ვნებით შობილი,
ეს მე ვარ, მე ვარ ძე შეპყრობილი.
მე ვარ სირცხვილის შვილი შიშველი,
მე ვიცი ერთი სიტყვა – მიშველე! და ვთესავ ამა სიტყვის ნიადაგ,
სიცოცხლის თესლად ვურევ ნიადაგს,
რომ სამერმისოდ მოვიმკა ენით ლამექ, იობალ, თუბალ–კაენი.
ეს მე ვარ, ვქრები, ისევ ვენთები,
ყოველ ნაყოფში ვხორციელდები.
ვკვდები, სიკვდილშიც გმინვას ვუნდები,
ვიდრე გმინვითვე კვლავ დავბრუნდები.
ენუქ, ნოემა, ენოს, იობალ!
ეს მე ვარ, მე ვარ – კაცობრიობა.
ხან ძვირად გყიდი, ხან კი იაფად,
ხან იუდა ვარ, ხან კაიაფა.
ეს მე ვარ, ხეზე თუ ავა ზაქე,
დღეს მეძავი ვარ, ხვალ ავაზაკი.
ვალის ამკრეფი, თავად მოვალე ეს მე ვარ,
მე ვარ –ავკეთროვანი.
კაცობრიობის სნეული ძე ვარ,
კაცობრიობა – ეს მე ვარ, მე ვარ.
სამყაროს რიტმულ სუნთქვის გამებში,
შესაქმის პირველ ცხოველ ღამეში ეს მე ავეშვი
გზნებით ველურით, როგორც პრომეთე და გილგამეში.
ვყვირივარ, ვგოდებ და ვიუწყები, ეს მე ვარ შვილი შენი უძღები.
დამსმენის ენა – სამარის მთხრელი, მემრუშეს ხვევნა,
ჯალათის ხელი, ეს მე ვარ მონა ჩემი ბუნების,
ძე მომლოდინე შინ დაბრუნების.
კაცობრიობა – ეს მე ვარ, მე ვარ.
მე დავიწყების ბურუსში ვწევარ.
უგულო აზრთა და ფიქრთა ცქერა,
გულის უფიქრო, უაზრო ძგერა,
არათუ ერთი უბრალო სიტყვა,
მე მტკივა ყველა უსულო ბგერა.
თუმცა მრავალი მელის წვალება,
მჯერა ჩემს გახრწნილ წიაღშიც შეხვალ,
ამ ჯოჯოხეთის ფერისცვალება,
სამოთხედ ქცევა – ეს უკვე შენ ხარ.
ერის აღდგომა
„ყველაზე ბოლოს იმედი კვდება“,
უთქვამს წინაპარს ჩვენსას,
მე მის არ მოშლას და გამართლებას
შევთხოვ დღეს,მაღალ ღმერთსა.
იმედი მრჩება,ცოდვის განწმენდას
შეძლებს ქართველი ერი,
ერთი მიზნისკენ ვივლით სუყველა,
ამ დღის დადგომას ველი.
გაუტანლობა,შური,ღალატი,
ორპირობა და გესლი,
რომ სავიზიტო ბარათად გვექცეს
მწამს,არ დაუშვებს ღმერთი.
კვლავ სიყვარული დაგვიბრუნდება
და გაგვითბება გული,
იმედი მაქვს,რომ მალე იქნება
ერის აღდგომა,სრული.
ციდან მოისმის გალობა, ანგელოზები გფარავდეს!
მოგეცეს ღვთისგან წყალობა, ღვთის სიყვარული გძალავდეს!
მთაზე აღმართულ ტაძარში ანთია წმინდა სანთლები,
თეთრი საკმევლის ნისლშია მირონმდინარე ხატები,
ქართველთა ლოცვა ცას სწვდება,
ლომისზე სუფევს ნათელი,
მთის ძლიერ ქარშიც არ ქრება
ხატს შეწირული სანთელი!
აღდგომა

More Related Content

What's hot

ვაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტი
ვაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტივაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტი
ვაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტიqatamidzetamar
 
რა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსიარა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსიაNatia Gvilia
 
ბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაdemiraeliashvili
 
ვაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველავაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველაnonajgali77
 
ახალი წელი საქართველოს სხვადსსხვა კუთხეებში
ახალი წელი საქართველოს სხვადსსხვა კუთხეებშიახალი წელი საქართველოს სხვადსსხვა კუთხეებში
ახალი წელი საქართველოს სხვადსსხვა კუთხეებშიLali Macharashvili-Lomidze
 
ფასილიტატორთა ტრენინგის რეფლექსია
ფასილიტატორთა ტრენინგის რეფლექსიაფასილიტატორთა ტრენინგის რეფლექსია
ფასილიტატორთა ტრენინგის რეფლექსიაNatia Kurtanidze
 
ახალი წელი
ახალი წელიახალი წელი
ახალი წელიritadateshidze
 
ცხოველები და მათი ნაშიერები
ცხოველები და მათი ნაშიერებიცხოველები და მათი ნაშიერები
ცხოველები და მათი ნაშიერები593281018
 
იგავის ენა
იგავის ენაიგავის ენა
იგავის ენაmziaegiashvili
 
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"tamarkakachia
 
გაპიროვნება
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნებაstsotniashvili
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიManoni Qantaria
 
შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)
შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)
შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)irmabochorishvili
 
ზედსართავი სახელის-ხარისხის-ფორმები
ზედსართავი სახელის-ხარისხის-ფორმებიზედსართავი სახელის-ხარისხის-ფორმები
ზედსართავი სახელის-ხარისხის-ფორმებიsofojgerenaia
 

What's hot (20)

ვაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტი
ვაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტივაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტი
ვაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტი
 
რა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსიარა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსია
 
"მიწის ყივილი"
"მიწის ყივილი""მიწის ყივილი"
"მიწის ყივილი"
 
ბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღება
 
რელიგიები საქართველოში
რელიგიები საქართველოშირელიგიები საქართველოში
რელიგიები საქართველოში
 
ვაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველავაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველა
 
ახალი წელი საქართველოს სხვადსსხვა კუთხეებში
ახალი წელი საქართველოს სხვადსსხვა კუთხეებშიახალი წელი საქართველოს სხვადსსხვა კუთხეებში
ახალი წელი საქართველოს სხვადსსხვა კუთხეებში
 
ფასილიტატორთა ტრენინგის რეფლექსია
ფასილიტატორთა ტრენინგის რეფლექსიაფასილიტატორთა ტრენინგის რეფლექსია
ფასილიტატორთა ტრენინგის რეფლექსია
 
ახალი წელი
ახალი წელიახალი წელი
ახალი წელი
 
ზედსართავი სახელი
 ზედსართავი სახელი ზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელი
 
ცხოველები და მათი ნაშიერები
ცხოველები და მათი ნაშიერებიცხოველები და მათი ნაშიერები
ცხოველები და მათი ნაშიერები
 
იგავის ენა
იგავის ენაიგავის ენა
იგავის ენა
 
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
 
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
 
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
 
Toponimta poezia 2
Toponimta poezia 2Toponimta poezia 2
Toponimta poezia 2
 
გაპიროვნება
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნება
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
 
შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)
შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)
შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)
 
ზედსართავი სახელის-ხარისხის-ფორმები
ზედსართავი სახელის-ხარისხის-ფორმებიზედსართავი სახელის-ხარისხის-ფორმები
ზედსართავი სახელის-ხარისხის-ფორმები
 

Viewers also liked

აღდგომა
აღდგომააღდგომა
აღდგომაNatia Gvilia
 
ფუტკარი და მტრედი
ფუტკარი და მტრედიფუტკარი და მტრედი
ფუტკარი და მტრედიglontieteri
 
ფუტკარი და მტრედი
ფუტკარი და მტრედიფუტკარი და მტრედი
ფუტკარი და მტრედიtamo
 
ფუტკარი და მტრედი
ფუტკარი და მტრედიფუტკარი და მტრედი
ფუტკარი და მტრედიkarliqeti
 
ფუტკარი და მტრედი
ფუტკარი და მტრედიფუტკარი და მტრედი
ფუტკარი და მტრედიMari Morchiladze
 
Yvavilebi
YvavilebiYvavilebi
Yvavilebijgufi8
 
ჭონა და აღდგომის მახარებლები
ჭონა და აღდგომის მახარებლებიჭონა და აღდგომის მახარებლები
ჭონა და აღდგომის მახარებლებიguesta76180
 
ყურცქვიტა კურდღელი
ყურცქვიტა კურდღელიყურცქვიტა კურდღელი
ყურცქვიტა კურდღელიLali Makhanashvili
 
თხა და გიგო
თხა და გიგოთხა და გიგო
თხა და გიგოeka gachechiladze
 
აღდგომა
აღდგომააღდგომა
აღდგომაNatia Gvilia
 
დეიდა კოკრიკო (2)
დეიდა კოკრიკო (2)დეიდა კოკრიკო (2)
დეიდა კოკრიკო (2)eka gachechiladze
 
ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ!!! 1
ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ!!! 1ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ!!! 1
ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ!!! 1Natia Gvilia
 
სახალისო მათემატიკა
სახალისო მათემატიკასახალისო მათემატიკა
სახალისო მათემატიკაdalikodaliko
 
ამოვხსნათ ამოცანები
ამოვხსნათ ამოცანებიამოვხსნათ ამოცანები
ამოვხსნათ ამოცანებიKhatuna Tsikhelashvili
 
Ostern powerpoint
Ostern powerpointOstern powerpoint
Ostern powerpointsterentjewa
 

Viewers also liked (20)

Mimdevrobis periodi.lia jabanashvili.
Mimdevrobis periodi.lia jabanashvili.Mimdevrobis periodi.lia jabanashvili.
Mimdevrobis periodi.lia jabanashvili.
 
აღდგომა
აღდგომააღდგომა
აღდგომა
 
ფუტკარი და მტრედი
ფუტკარი და მტრედიფუტკარი და მტრედი
ფუტკარი და მტრედი
 
ფუტკარი და მტრედი
ფუტკარი და მტრედიფუტკარი და მტრედი
ფუტკარი და მტრედი
 
ფუტკარი და მტრედი
ფუტკარი და მტრედიფუტკარი და მტრედი
ფუტკარი და მტრედი
 
ფუტკარი და მტრედი
ფუტკარი და მტრედიფუტკარი და მტრედი
ფუტკარი და მტრედი
 
Yvavilebi
YvavilebiYvavilebi
Yvavilebi
 
ჭონა და აღდგომის მახარებლები
ჭონა და აღდგომის მახარებლებიჭონა და აღდგომის მახარებლები
ჭონა და აღდგომის მახარებლები
 
Empathy map
Empathy mapEmpathy map
Empathy map
 
26 maisi kapanadze
26 maisi   kapanadze26 maisi   kapanadze
26 maisi kapanadze
 
ყურცქვიტა კურდღელი
ყურცქვიტა კურდღელიყურცქვიტა კურდღელი
ყურცქვიტა კურდღელი
 
თხა და გიგო
თხა და გიგოთხა და გიგო
თხა და გიგო
 
აღდგომა
აღდგომააღდგომა
აღდგომა
 
დეიდა კოკრიკო (2)
დეიდა კოკრიკო (2)დეიდა კოკრიკო (2)
დეიდა კოკრიკო (2)
 
9 aprili
9 aprili9 aprili
9 aprili
 
ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ!!! 1
ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ!!! 1ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ!!! 1
ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ!!! 1
 
კატა
კატაკატა
კატა
 
სახალისო მათემატიკა
სახალისო მათემატიკასახალისო მათემატიკა
სახალისო მათემატიკა
 
ამოვხსნათ ამოცანები
ამოვხსნათ ამოცანებიამოვხსნათ ამოცანები
ამოვხსნათ ამოცანები
 
Ostern powerpoint
Ostern powerpointOstern powerpoint
Ostern powerpoint
 

More from karliqeti

ქართული ანბანი
ქართული ანბანიქართული ანბანი
ქართული ანბანიkarliqeti
 
იყო ერთი სპილო. ზღაპარი ციფეროვის
იყო ერთი სპილო. ზღაპარი ციფეროვისიყო ერთი სპილო. ზღაპარი ციფეროვის
იყო ერთი სპილო. ზღაპარი ციფეროვისkarliqeti
 
მათემატიკური ლექსები
მათემატიკური ლექსებიმათემატიკური ლექსები
მათემატიკური ლექსებიkarliqeti
 
ვლადიმერ ასლამაზიშვილის ,,გაზაფხული მოვიდა''
ვლადიმერ ასლამაზიშვილის ,,გაზაფხული მოვიდა''ვლადიმერ ასლამაზიშვილის ,,გაზაფხული მოვიდა''
ვლადიმერ ასლამაზიშვილის ,,გაზაფხული მოვიდა''karliqeti
 
ბუნება მცენარის სრდა.
ბუნება  მცენარის სრდა.ბუნება  მცენარის სრდა.
ბუნება მცენარის სრდა.karliqeti
 
1 მერი ბოლქვაძის ,,ერთი დღე გაზაფხულის ცაზე''
1 მერი ბოლქვაძის ,,ერთი დღე გაზაფხულის ცაზე''1 მერი ბოლქვაძის ,,ერთი დღე გაზაფხულის ცაზე''
1 მერი ბოლქვაძის ,,ერთი დღე გაზაფხულის ცაზე''karliqeti
 
ზღაპარი გეომეტრიულ ფიგურებზე (ბავშვები) me-60 sajaro skolis II-1 klasi
ზღაპარი გეომეტრიულ ფიგურებზე (ბავშვები) me-60 sajaro skolis II-1 klasiზღაპარი გეომეტრიულ ფიგურებზე (ბავშვები) me-60 sajaro skolis II-1 klasi
ზღაპარი გეომეტრიულ ფიგურებზე (ბავშვები) me-60 sajaro skolis II-1 klasikarliqeti
 
,,Semodgomis zeimi" me-60 sajaro skolis II-1 klasi. ped: maiko mchedlishvili
,,Semodgomis zeimi" me-60 sajaro skolis II-1 klasi. ped: maiko mchedlishvili,,Semodgomis zeimi" me-60 sajaro skolis II-1 klasi. ped: maiko mchedlishvili
,,Semodgomis zeimi" me-60 sajaro skolis II-1 klasi. ped: maiko mchedlishvilikarliqeti
 
,,Semodgomis zeimi" me-60 sajaro skolis II-1 klasi. ped: maiko mchedlishvili
,,Semodgomis zeimi" me-60 sajaro skolis II-1 klasi. ped: maiko mchedlishvili,,Semodgomis zeimi" me-60 sajaro skolis II-1 klasi. ped: maiko mchedlishvili
,,Semodgomis zeimi" me-60 sajaro skolis II-1 klasi. ped: maiko mchedlishvilikarliqeti
 
,,Literaturuli dila" me-60 sajaro skolis II-1 klasis moswavleebi.pedagogi: ma...
,,Literaturuli dila" me-60 sajaro skolis II-1 klasis moswavleebi.pedagogi: ma...,,Literaturuli dila" me-60 sajaro skolis II-1 klasis moswavleebi.pedagogi: ma...
,,Literaturuli dila" me-60 sajaro skolis II-1 klasis moswavleebi.pedagogi: ma...karliqeti
 
Proeqti zam tari
Proeqti zam tariProeqti zam tari
Proeqti zam tarikarliqeti
 
Proeqti zam tari
Proeqti zam tariProeqti zam tari
Proeqti zam tarikarliqeti
 
Proeqti,, zamtaria, zamTaria"
Proeqti,, zamtaria, zamTaria"Proeqti,, zamtaria, zamTaria"
Proeqti,, zamtaria, zamTaria"karliqeti
 

More from karliqeti (14)

ქართული ანბანი
ქართული ანბანიქართული ანბანი
ქართული ანბანი
 
იყო ერთი სპილო. ზღაპარი ციფეროვის
იყო ერთი სპილო. ზღაპარი ციფეროვისიყო ერთი სპილო. ზღაპარი ციფეროვის
იყო ერთი სპილო. ზღაპარი ციფეროვის
 
მათემატიკური ლექსები
მათემატიკური ლექსებიმათემატიკური ლექსები
მათემატიკური ლექსები
 
ვლადიმერ ასლამაზიშვილის ,,გაზაფხული მოვიდა''
ვლადიმერ ასლამაზიშვილის ,,გაზაფხული მოვიდა''ვლადიმერ ასლამაზიშვილის ,,გაზაფხული მოვიდა''
ვლადიმერ ასლამაზიშვილის ,,გაზაფხული მოვიდა''
 
ბუნება მცენარის სრდა.
ბუნება  მცენარის სრდა.ბუნება  მცენარის სრდა.
ბუნება მცენარის სრდა.
 
1 მერი ბოლქვაძის ,,ერთი დღე გაზაფხულის ცაზე''
1 მერი ბოლქვაძის ,,ერთი დღე გაზაფხულის ცაზე''1 მერი ბოლქვაძის ,,ერთი დღე გაზაფხულის ცაზე''
1 მერი ბოლქვაძის ,,ერთი დღე გაზაფხულის ცაზე''
 
ზღაპარი გეომეტრიულ ფიგურებზე (ბავშვები) me-60 sajaro skolis II-1 klasi
ზღაპარი გეომეტრიულ ფიგურებზე (ბავშვები) me-60 sajaro skolis II-1 klasiზღაპარი გეომეტრიულ ფიგურებზე (ბავშვები) me-60 sajaro skolis II-1 klasi
ზღაპარი გეომეტრიულ ფიგურებზე (ბავშვები) me-60 sajaro skolis II-1 klasi
 
,,Semodgomis zeimi" me-60 sajaro skolis II-1 klasi. ped: maiko mchedlishvili
,,Semodgomis zeimi" me-60 sajaro skolis II-1 klasi. ped: maiko mchedlishvili,,Semodgomis zeimi" me-60 sajaro skolis II-1 klasi. ped: maiko mchedlishvili
,,Semodgomis zeimi" me-60 sajaro skolis II-1 klasi. ped: maiko mchedlishvili
 
,,Semodgomis zeimi" me-60 sajaro skolis II-1 klasi. ped: maiko mchedlishvili
,,Semodgomis zeimi" me-60 sajaro skolis II-1 klasi. ped: maiko mchedlishvili,,Semodgomis zeimi" me-60 sajaro skolis II-1 klasi. ped: maiko mchedlishvili
,,Semodgomis zeimi" me-60 sajaro skolis II-1 klasi. ped: maiko mchedlishvili
 
,,Literaturuli dila" me-60 sajaro skolis II-1 klasis moswavleebi.pedagogi: ma...
,,Literaturuli dila" me-60 sajaro skolis II-1 klasis moswavleebi.pedagogi: ma...,,Literaturuli dila" me-60 sajaro skolis II-1 klasis moswavleebi.pedagogi: ma...
,,Literaturuli dila" me-60 sajaro skolis II-1 klasis moswavleebi.pedagogi: ma...
 
Proeqti zam tari
Proeqti zam tariProeqti zam tari
Proeqti zam tari
 
Proeqti zam tari
Proeqti zam tariProeqti zam tari
Proeqti zam tari
 
Proeqti,, zamtaria, zamTaria"
Proeqti,, zamtaria, zamTaria"Proeqti,, zamtaria, zamTaria"
Proeqti,, zamtaria, zamTaria"
 
Grubela
GrubelaGrubela
Grubela
 

აღდგომა

  • 1.
  • 2. აღდგომა — უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.
  • 3. აღდგომის ზეიმი, უძველეს მესაქონლეთა და შემდეგ მიწათმოქმედთა საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების დღესასწაულია, რომელიც უშორესი ძირებით წარმართულ რელიგიებს უნდა უკავშირდებოდეს, სადაც ის ბუნების კვდომას და აღდგომას განასახიერებს. ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! – ასე ესალმებიან ერთმანეთს ქრისტიანები აღდგომას. ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა უდიდესია ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის.
  • 4. ეს არის ცოდვაზე გამარჯვების ზეიმი. აღდგომას წინ უსწრებს სააღდგომო მარხვა, რომელიც 48 დღე გრძელდება და სულიერად გვამზადებს ამ უდიდეს დღესასწაულთან შესახვედრად.
  • 5. აღდგომა მოძრავი დღესასწაულია. იგი აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის შემდგომი სავსე მთვარის პირველ კვირა დღეს. წელს მართლმადიდებლურ სამყაროში წამებული იესოს მკვდრეთით აღდგომას ქრისტიანები 12 აპრილს ულოცავენ ერთმანეთს. იესოს ჯვარცმის შემდეგ ორმა დღემ გაიარა. მესამე დღეს კი უნდა აღსრულებულიყო ქრისტეს წინასწარმეტყველება: “მესამე დღეს მკვდრეთით აღვდგები”.
  • 6. კვირა დღეს, გამთენიისას საფლავის დარაჯებმა მიწისძვრა იგრძნეს. მერე ანგელოზი დაინახეს, რომელმაც საფლავიდან ლოდი გადააგორა. ბოლოს იხილეს მაცხოვრის საფლავიდან აღდგომა. შიშით თავზარი დაეცათ და როდესაც გონს მოეგნენ, გაიქცნენ.
  • 7. ჯერ გათენებული არ იყო, როცა მარიამ მაგდალინელი, სალომე და სხვები საფლავთან მიდიოდნენ, რათა იესოს სხეულისთვის ნელსაცხებელი ეცხოთ, რაც დამარხვის დროს ვერ მოასწრეს. ქრისტეზე მგლოვიარე მარიამმა როცა დაინახა გადაგორებული ლოდი და ცარიელი საფლავი, იფიქრა, რომ ქრისტეს სხეული მტრებმა წაიღეს. დაიჩოქა და მწარედ ატირდა.
  • 8. მაშინ ორი ანგელოზი იხილა. მათ მაგდალინელს ტირილის მიზეზი ჰკითხეს. მარიამმა უთხრა, რომ უფალზე ტიროდა. ეს რომ თქვა, უკან მკვდრეთით აღმდგარი უფალი იესო ქრისტე დაინახა. მარიამი ვერაფერს მიხვდა, ეგონა, მებაღეაო. მაშინ იესომ უწინდელი ხმით დაუძახა: “მარიამ!” მარიამმა მაშინვე იცნო ხმაზე იესო.
  • 9. გაექანა, უნდოდა მუხლებზე მოჰხვეოდა, მაგრამ იესომ მას შეხების უფლება არ მისცა. გაგზავნა თავის ძმებთან და დააბარა, რომ ეთქვა: “აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქვენისა, ღვთისა ჩემისა და ღვთისა თქვენისა თანა”. მარიამმა სასწრაფოდ ახარა იესოს აღდგომა იოანე და პეტრე მოციქულებს. მათ მიირბინეს მაცხოვრის საფლავთან და ნახეს, რომ ის ტილო, რომელშიც მაცხოვრის სხეული იყო გახვეული, ცალკე იდო, ხოლო სუდარა – ცალკე. იოანემ დაიჯერა, პეტრეს კი უკვირდა ეს ამბავი.
  • 10. იესო ქრისტე ორმოცი დღის განმავლობაში არაერთხელ გამოეცხადა მოწაფეებს. იგი მოციქულებს ღვთის სასუფეველზე ესაუბრებოდა. აჩვენა ჯვარცმიდან დარჩენილი წყლულები, რომლებიც სხეულზე ჰქონდა დარჩენილი და რამდენიმე სასწაული. ამის შემდეგ კი ქრისტეს აღდგომა მათაც იწამეს, რომელთაც ეს მანამდე არ სჯეროდათ. იესომ წმიდა სისხლით გამოგვისყიდა ცოდვისა და სიკვდილის მონებისგან.
  • 11. აღდგომის დღესასწაულს მრავალი ტრადიცია უკავშირდება. მათ შორის არის კვერცხების წითლად შეღებვის ჩვეულება. ეს ტრადიცია წითელ პარასკევს, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღეს უკავშირდება. როდესაც მარიამ მაგდალინელი იმპერატორს წარუდგინეს, მან ქვეყნის მმართველს სიმბოლურად კვერცხი გადასცა და ქრისტეს აღდგომა ახარა. იმპერატორს ამის გაგონებაზე გაეცინა და თქვა, რომ ამის დაჯერება ისეთივე რთული იქნებოდა, როგორც ის, რომ ეს კვერცხი გაწითლდებოდა.
  • 12. მას ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა და კვერცხი ჯერ გავარდისფრდა, ბოლოს კი გაწითლდა. მარიამმა იმპერატორს ისიც აუწყა, რომ კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა, წითელი კვერცხი – მაცხოვრის აღდგომისა. ეს გახდა დასაბამი იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხებით მიელოცათ.
  • 13. ლარნაკებში დათესილი ხორბალი და მწვანე ჯეჯილზე გაგორებული წითელი კვერცხები სიკვდილის ძლევის სიმბოლოა. სააღდგომო სუფრა მრავალფეროვანი უნდა იყოს. ამ დღისთვის გამომცხვარი პასქა მაცხოვარს გვახსენებს, რომელიც ამბობს: “მე ვარ პური ზეცით გარდამოსული”. ქრისტე აღდგა!!!
  • 14.
  • 15. სააღდგომო აღსარება როს აღესრულა მიმწუხრის წირვა, ლოცვით ამოველ გზები წნული და სიტყვის ძარღვებში სისხლად ჩავწურე მზე მოწყვეტილი ბროწეულიდან. ეს მე ვარ, მე ვარ – ადამ და ევა მსურს ჯოჯოხეთის სამოთხედ ქცევა. ეს მე ვარ მკვლელი ძმისა – კაენი, ხელდასისხლული ეს მე ვარ, მე ვარ. ეს მე ვარ, მე ვარ მიღმა განედთა, სად შენი პირველხატი განათდა. თვით პირველცოდვის ვნებით შობილი, ეს მე ვარ, მე ვარ ძე შეპყრობილი.
  • 16. მე ვარ სირცხვილის შვილი შიშველი, მე ვიცი ერთი სიტყვა – მიშველე! და ვთესავ ამა სიტყვის ნიადაგ, სიცოცხლის თესლად ვურევ ნიადაგს, რომ სამერმისოდ მოვიმკა ენით ლამექ, იობალ, თუბალ–კაენი. ეს მე ვარ, ვქრები, ისევ ვენთები, ყოველ ნაყოფში ვხორციელდები. ვკვდები, სიკვდილშიც გმინვას ვუნდები, ვიდრე გმინვითვე კვლავ დავბრუნდები. ენუქ, ნოემა, ენოს, იობალ! ეს მე ვარ, მე ვარ – კაცობრიობა. ხან ძვირად გყიდი, ხან კი იაფად, ხან იუდა ვარ, ხან კაიაფა.
  • 17. ეს მე ვარ, ხეზე თუ ავა ზაქე, დღეს მეძავი ვარ, ხვალ ავაზაკი. ვალის ამკრეფი, თავად მოვალე ეს მე ვარ, მე ვარ –ავკეთროვანი. კაცობრიობის სნეული ძე ვარ, კაცობრიობა – ეს მე ვარ, მე ვარ. სამყაროს რიტმულ სუნთქვის გამებში, შესაქმის პირველ ცხოველ ღამეში ეს მე ავეშვი გზნებით ველურით, როგორც პრომეთე და გილგამეში. ვყვირივარ, ვგოდებ და ვიუწყები, ეს მე ვარ შვილი შენი უძღები. დამსმენის ენა – სამარის მთხრელი, მემრუშეს ხვევნა, ჯალათის ხელი, ეს მე ვარ მონა ჩემი ბუნების, ძე მომლოდინე შინ დაბრუნების. კაცობრიობა – ეს მე ვარ, მე ვარ. მე დავიწყების ბურუსში ვწევარ.
  • 18. უგულო აზრთა და ფიქრთა ცქერა, გულის უფიქრო, უაზრო ძგერა, არათუ ერთი უბრალო სიტყვა, მე მტკივა ყველა უსულო ბგერა. თუმცა მრავალი მელის წვალება, მჯერა ჩემს გახრწნილ წიაღშიც შეხვალ, ამ ჯოჯოხეთის ფერისცვალება, სამოთხედ ქცევა – ეს უკვე შენ ხარ.
  • 19. ერის აღდგომა „ყველაზე ბოლოს იმედი კვდება“, უთქვამს წინაპარს ჩვენსას, მე მის არ მოშლას და გამართლებას შევთხოვ დღეს,მაღალ ღმერთსა. იმედი მრჩება,ცოდვის განწმენდას შეძლებს ქართველი ერი, ერთი მიზნისკენ ვივლით სუყველა, ამ დღის დადგომას ველი. გაუტანლობა,შური,ღალატი, ორპირობა და გესლი, რომ სავიზიტო ბარათად გვექცეს მწამს,არ დაუშვებს ღმერთი. კვლავ სიყვარული დაგვიბრუნდება და გაგვითბება გული, იმედი მაქვს,რომ მალე იქნება ერის აღდგომა,სრული.
  • 20. ციდან მოისმის გალობა, ანგელოზები გფარავდეს! მოგეცეს ღვთისგან წყალობა, ღვთის სიყვარული გძალავდეს! მთაზე აღმართულ ტაძარში ანთია წმინდა სანთლები, თეთრი საკმევლის ნისლშია მირონმდინარე ხატები, ქართველთა ლოცვა ცას სწვდება, ლომისზე სუფევს ნათელი, მთის ძლიერ ქარშიც არ ქრება ხატს შეწირული სანთელი!