49. ბარბარობა, ქრისტიანული წმინდანის, ბარბარეს (ბარბალეს) სახელობის დღესასწაული. ბარბარეს უმთავრესად თაყვანს სცემდნენ როგორც ავადმყოფთა მკურნალსა და მფარველს.
50. ნათლისღება ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც აღნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესია (6) 19 იანვარს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულს ხშირად ახლავს წყლის კურთხევა
51. წმინდა ნინო - ქრისტიანობის მქადაგებელი და გამავრცელებელი საქართველოში (დაახ. 301–332 წწ.), მოციქულთასწორი. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 14 იანვარი და 19 ივნისი, ახალი სტილით - 27 იანვარი და 1 ივნისი.