4. დრო მარტი მარტი მარტი მარტი მარტი მარტი აპრილი აპრილი აპრილი აპრილი
ნაბიჯები 25 26 27 28 29 30 6 7 8
ქართული ენა
მათემატიკა
გაკვეთილის
დაგეგმვა
ესგ მიზნების
შერჩევა და
თანხვედრა
თარიღის
შერჩევა
გაკვეთილის
რეფლექსია
Timeline
გამჭოლი
კომპეტენციების
განვითარება
გაკვეთილის
ჩატარება
შეფასების
განხორციელება
5. გაკვეთილის
აქტუალობა
• მოსწავლეებისთვის ქართული ენის, მათემატიკის და
სხვა საგნებთან მჭიდრო კავშირს (ამ შემთხვევაში,
რაზიკაშვილის „მონადირეში“ ნახსენები მთა
არწივისმაღალის მაგალითზე მოსწავლეები
იმსჯელებენ და შეაფასებენ მის მსგავსებას
სამკუთხედთან, დაასახელებენ, აღწერენ სამკუთხედის
ტიპებს კუთხეების მიხედვით (მათ.) და მოსწავლეები
ამოიცნობენ ნაწარმოების მთავარ სათქმელს, გაარჩევენ
სინამდვილესა და გამოგონილ ამბავს, აკეთებენ
პერიფრაზს, გადმოსცემენ აზრს გამართულად და
გრამატიკის წესების დაცვით
7. აქტივობები
• მოსწავლეები გაკვეთილის პირველ ფაზაზე მოტივაციის
ასამაღლებლად იხსენებენ საკუთარ გამოცდილებას
ნადირობის შესახებ და მოკლედ გადმოსცემენ
შთბეჭდილებებს . შემდეგ უსმენენ მასწავლებლის
მომზადებულ ხმოვან გაკვეთილს (ტექსტის მოკლე
ინტერპრეტაცია თვალსაჩინოებით), რის შემდეგაც პასუხობენ
მასწავლებლის დასმულ შეკითხვებს.
10. მცირე განმარტება
• გაკვეთილის ხმოვანი ვარიანტის მომზადება საჭირო გახდა იმიტომ, რომ
მოსწავლეები სხვადასხვა სახელმძღვანელოთი სწავლობდნენ. ამიტომაც
გაკეთდა ტექსტის მოკლე ინტერპრეტაცია თვალსაჩინოებით, რომლის ნახვისა
და მოსმენის შემდეგაც მოსწავლეებს დაესვათ კითხვები ტექსტის გაგება-
გააზრებისათვის( კითხვები ნაბეჭდი სახით დარიგებული ჰქონდათ
მოსწავლეებს)
• -ვინ არის მოთხრობა „მონადირის“ მთავარი პერსონაჟი?
-სახელგანთქმული ხევსური შიშია.
• - რას სწირავს ნანადირევს შიშია და რატომ?
-ნანადირევს სალოცავებს: ხახმატსა და გუდანის ჯვარს სწირავს მადლობის
ნიშნად და “ქრთამადაც”, რომ მომავალშიც მოუმართოს ხელი წმინდა სალოცავმა
• - რა დაუოკებელი ჟინით არის შეპყრობილი შიშია და რატომ?
-ჟინი, დალაშქროს ყველა მიუვალი ადგილი, რადგან უშიშარი ვაჟკაცის სახელის
მოპოვება სწყუროდა.
• - ვის მიმართ ჰქონდა სიხარბე და შური შიშიას და რატომ?
-ეხარბებოდა მთის ბუნების შვილს ლაღი ჯიხვების თავისუფლებისა.
11. კითხვებზე პასუხი
• -რომელი მთის დაპყრობა გადაწყვიტა და
რატომ?
• -“არწივისმაღალზე” ასვლა გადაწყვიტა,
რადგან იმის წვერზე ჯერ კაცს ფეხი არ დაედგა.
მხოლოდ შორიდან შესცქეროდნენ ხევსურები
შურით.
• - რატომ შეარქვა ხალხმა ამ მთას
არწივისმაღალი ?
• -იქ ბუდობდნენ არწივები- მთის ამაყი
შვილები.
• შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ წიგნიდან
კონკრეტულ ტექსტს:
• "იმის წვერზე ჯერ კაცს ფეხი არ დაედგა.
მხოლოდ შორიდან შესცქეროდნენ ხევსურები
შურითა. იმის წვერზე აუარებელი იარაღი და
ზინათი ეგულებოდათ, არწივებისაგან
მიზიდული. იქა ბუდობდნენ ეს მთის ამაყი
შვილებიც და ბღარტყებსაც იქა ზრდიდნენ
გულმოსვენებულები, რომ კაცი იქ ვერ
მიუდგებოდა.“