SlideShare a Scribd company logo
1 of 8
მეცადინეობა 3. ტექსტის ფორმატირება.

     დიალოგური ფანჯარა Font
     ფონტის ტიპი
     ფონტის ზომა
     ფორმატირების ინსტრუმენტული ზოლი
     ფორმატირების კოპირება, შეცვლა და გასუფთავება
     ავტომატური დამარცვლა/გადატანის გამოყენება
     ტექსტისა და ფონის ფერის შეცვლა
     სტილები
     სუბსკრიპტის და სუპერსკრიპტის გამოყენება




     დიალოგური ფანჯარა Font

                                                        დიალოგური ფანჯარა Font-ის გასახსნელად
                                                   მენიუს ზოლიდან აირჩიეთ Format > Font. დიალოგური
                                                   ფანჯარა Font-ს გააჩნია სამი ოპცია: Font; Character Spacing
                                                   და Text Effects. გახსნილი დიალოგური ფანჯარა უნდა
                                                   იყოს გადართული ტაბულა Font-ს ჩვენებაზე. სხვა
                                                   ოპციების ასარჩევად დააწკაპუნეთ შესაბამის ოპციაზე.
                                                        დიალოგური ფანჯარა Font საშუალებას გვაძლევს
                                                   შევცვალოთ შრიფტი, შრიფტის სტილი, ზომა, შრიფტის
                                                   ფერი, ხაზგასმის სტილი, ხაზგასმის ფერი და
                                                   გამოვიყენოთ ეფექტები, ისეთი, როგორიცაა მაგალითად
                                                   ჩრდილები, ან Subscript/Superscript.
                                                        Preview ფანჯარაში წინასწარ შეგიძლიათ
                                                   შეამოწმოთ ის ეფექტი, რომელსაც ექნება ადგილი
                                                   შერჩეული პარამეტრების OK ღილაკზე დაწოლით
                                                   ამოქმედებისას.
                                                        ამ საკითხის მულტიმედიური ვარიანტი
                                                   მოცემულია რესურსში: დიალოგური ფანჯარა Font.
                                                   მულტიმედიური ვარიანტი


                                                                            დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

     ფონტის ტიპი

     Notepad-ისგან განსხვავებით ტექსტური რედაქტორი Microsoft Word საშუალებას გაძლევთ დოკუმენტის
შიგნით შეცვალოთ შრიფტი (ფონტი). ეს შესაძლებლობა ილუსტრირებულია შემდეგ სავარჯიშოში:

     შრიფტის შეცვლა -Menu-ს საშუალებით
     ახალი ”სუფთა” დოკუმენტის გახსნისას MS Word-ის ინტერფეისი ნაგულისხმევად გამზადებულია
ტექსტის ასაკრეფად Times New Roman შრიფტის გამოყენებით.

     1. Times New Roman შრიფტის გამოყენებით აკრიფეთ შემდეგი ტექსტი:
          AcadNusx Arial Verdana Times New Roman
     2.   აკრეფილ ტექსტში მონიშნეთ ”AcadNusx”
     3. მენიუს ზოლიდან                                         აირჩიეთ Format > Font.
     4. გახსნილი დიალოგური ფანჯარა უნდა იყოს გადართული ჩანართ (ტაბულა) Font-ის ჩვენებაზე (ზედა
          მარცხენა ოპცია).
     5.   Font ტაბულის იმავე სახელწოდების ცხრილიდან შეარჩიეთ AcadNusx და დააწკაპუნეთ შერჩეულზე.
     6.   დააწკაპუნეთ OK.
7. მონიშნეთ ”Arial”
     8. მენიუდან აირჩიეთ Format > Font.
     9. Font ტაბულის იმავე სახელწოდების ცხრილიდან შეარჩიეთ Arial და დააწკაპუნეთ შერჩეულზე.
     10. დააწკაპუნეთ OK.
     11. მონიშნეთ ”Verdana”.
     12. მენიუდან აირჩიეთ Format > Font.
     13. Font ტაბულის იმავე სახელწოდების ცხრილიდან შეარჩიეთ Verdana და დააწკაპუნეთ შერჩეულზე.
     14. დააწკაპუნეთ OK.
     15. ტექსტის დარჩენილი ნაწილი - ”Times New Roman”, დავტოვოთ შეუცვლელად.
     16. თუ ტექსტმა მიიღო სახე -A”cad usx Arial Verdana Times New Roman”, თქვენ წარმატებით შესძელით
           შრიფტის შეცვლა Menu-ს საშუალებით.

    ალტერნატიული მეთოდი -- Font-ის შეცვლა Formatting ინსტრუმენტული ზოლის
გამოყენებით




     1. მონიშნეთ ტექსტი “AcadNusx Arial Verdana Times New Roman”
     2. დააჭირეთ კლავიშებს Ctrl+ჰარი, რაც გადართავს ფორმატირებას ნაგულისხმევ პარამეტრებზე.
     3. მონიშნეთ ”AcadNusx”
     4. დააწკპუნეთ ფორმატირების ინსტრუმენტულ პანელზე Font
           რედაქტირების ველის მარჯვენა სამკუთხედ ნიშანზე. ჩამოიშლება
           კონტექსტური მენიუ ინსტალირებული ფონტების ჩამონათვალით.
     5.    დააწკაპუნეთ AcadNusx (ან ”ცად უსხ”, თუ ფონტები ჩანს მათი
           რეალური გამოსახულებით).
     6.    შემდეგ მონიშნეთ ”Arial”.
     7.    ხელახლა გახსენით კონტექსტური მენიუ ინსტალირებული
           ფონტების ჩამონათვალით.
     8.    დააწკაპუნეთ ”Arial”.
     9.    შემდეგ მონიშნეთ ”Verdana”
     10.   ხელახლა გახსენით კონტექსტური მენიუ ინსტალირებული
           ფონტების ჩამონათვალით.
     11.   დააწკაპუნეთ ” Verdana ”.
     12.   ტექსტის დარჩენილი ნაწილი - ”Times New Roman”, დავტოვოთ შეუცვლელად.
     13. თუ ტექსტმა მიიღო სახე -A”cad usx Arial Verdana Times New Roman”, თქვენ წარმატებით შესძელით
           შრიფტის ალტერნატიული მეთოდით შეცვლა.

ამ საკითხის ინტერაქტიული მულტიმედიური სავარჯიშო მოცემულია რესურსში: ფონტის ტიპი.
მულტიმედიური ვარიანტი

თქვენ აგრეთვე უნდა შეასრულოთ საკონტროლო დავალება 1: თითოეულ
                                                   სტრიქონში შეცვალეთ იმავე
სახელწოდების შრიფტით შრიფტის განმეორებით აკრეფილი დასახელება .

AcadNusx, acadnusx
Amiran, amiran
Arachveulebrivi Thin, arachveulebrivi thin
Brush Script Georgian, brush script georgia
Bolnisi, bolnisi
Daviti, daviti
Elguja, elguja
Geo Eklesia, geo eklesia
GEO-Zhorzholadze, geo-zhorzholadze
Geo XucurNusx, geo xucurnusx
Kolhety, kolhety

პასუხი:
AcadNusx, acadnusx
Amiran, amiran
Arachveulebrivi Thin, arachveulebrivi thin
Brush Script Georgian, brush script georgia
Bolnisi, bolnisi
Daviti, daviti
Elguja, elguja
Geo Eklesia, geo eklesia
GEO-Zhorzholadze, geo-zhorzholadze
Geo XucurNusx, geo xucurnusx
Kolhety, kolhety


1 საკონტროლო დავალების ინრეაქტიული მულტიმედიური ვარიანტი მოცემულია რესურსში: შრიფტის
შეცვლა.

                                                                               დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

     ფონტის ზომა

     დოკუმენტის შექმნისას ტექსტური რედაქტორის Microsoft Word-ის გამოყენებით, ისევე ისევე როგორც
რედაქტირების დროს, შესაძლოა შრიფტის ზომის შეცვლა. თუ როგორ, გაარკვევთ ამ პრაქტიკული სავარჯიშოს
შესრულებით:

     შრიფტის ზომის შეცვლა Menu-ს მეშვეობით

     1. Times New Roman შრიფტის გამოყენებით აკრიფეთ შემდეგი ტექსტი:
           I am the smallest. I am a little bigger. I am the biggest.
     2. აკრეფილ ტექსტში მონიშნეთ "I am the smallest."
     3. მენიუს ზოლიდან                                        აირჩიეთ Format > Font.
     4. გახსნილი დიალოგური ფანჯარა უნდა იყოს გადართული ჩანართის Font-ის ჩვენებაზე (ზედა
           მარცხენა ოპცია).
     5. Size ტაბულის ცხრილიდან მონიშნეთ 8 და დააწკაპუნეთ OK, ან კლავიატურიდან ჩაანაცვლეთ ამ
           რიცხვით ჩარჩოში გამოსახული ფონტის მიმდინარე ზომის სანაცვლოდ.
     6.    დააწკაპუნეთ OK.
     7.    მონიშნეთ "I am a little bigger."
     8.    მენიუს ზოლიდან                                                     აირჩიეთ Format > Font.
     9.    Size ტაბულის ცხრილიდან მონიშნეთ 14 და დააწკაპუნეთ OK, ან კლავიატურიდან ჩაანაცვლეთ ამ
           რიცხვით ჩარჩოში გამოსახული ფონტის მიმდინარე ზომის სანაცვლოდ.
     10.   დააწკაპუნეთ OK.
     11.   მონიშნეთ "I am the biggest."
     12. მენიუს ზოლიდან                                             აირჩიეთ Format > Font.
     13. Size ტაბულის ცხრილიდან მონიშნეთ 24 და დააწკაპუნეთ OK, ან კლავიატურიდან ჩაანაცვლეთ ამ
           რიცხვით ჩარჩოში გამოსახული ფონტის მიმდინარე ზომის სანაცვლოდ.
     14.   დააწკაპუნეთ OK.

     15. თუ ტექსტმა მიიღო სახე -"I am the smallest. I am a little bigger.   I am the biggest",
           თქვენ წარმატებით შესძელით შრიფტის ზომის შეცვლა Menu-ს საშუალებით.
ალტერნატიული მეთოდი -- Font-ის ზომის შეცვლა Formatting ინსტრუმენტული ზოლის
გამოყენებით




     1. მონიშნეთ:
           "I am the smallest. I am a little bigger. I am the biggest."
     2. დააჭირეთ კლავიშების კომბინაციას Ctrl+spacebar ფორმატირების გადასართავად ნაგულისხმევზე.
     3. მონიშნეთ "I am the smallest."
     4. ინსტრუმენტული პანელის Font-ის ზომის უჯრაში             აკრიფეთ 8, ან შეარჩიეთ 8
           ჩამონათვალიდან.
     5. დააჭირეთ კლავიშს Enter.
     6. მონიშნეთ "I am a little bigger."
     7. ინსტრუმენტული პანელის Font-ის ზომის უჯრაში                        აკრიფეთ 14, ან შეარჩიეთ 14
           ჩამონათვალიდან.
     8.    დააჭირეთ კლავიშს Enter.
     9.    მონიშნეთ "I am the biggest."
     10. ინსტრუმენტული პანელის Font-ის ზომის უჯრაში                       აკრიფეთ 24, ან შეარჩიეთ 24
           ჩამონათვალიდან.
     11.   დააჭირეთ კლავიშს Enter.

     12. თუ ტექსტმა მიიღო სახე -"I am the smallest. I am a little bigger.   I am the biggest",
           თქვენ წარმატებით შესძელით შრიფტის ზომის შეცვლა Formatting ინსტრუმენტული ზოლის
           გამოყენებით.



                                                                                 დაბრუნება ტექსტის დასაწყისში



     ფორმატირების ინსტრუმენტული ზოლი




      ფორმატირების ინსტრუმენტულ ზოლზე წარმოდგენილია მენიუს ბრძანებების მალსხმობილი
(იარლიყი). ეს ინსტრუმენტული ზოლი უნდა ჩანდეს მენიუს ზოლის ქვევით. თუ ასეტ ზოლს თქვენს ეკრანზე
ვერ ხედავთ, შეასრულეთ შემდეგი მოქმედებები:

     1. დააწკაპუნეთ Menu ზოლის View ოპციაზე.
     2. გაააქტიურეთ Toolbars მაუსის მაჩვენებლის შესაბამის წარწერაზე მიყვანით.
     3. ოპციებს Standard და Formatting შეიძლება მარცხნივ ჰქონდეს ჩართვის აღმნიშვნელი ნიშანი. თუ ეს
           არეა, დააჭირეთ Esc ღილაკზე სამჯერ მენიუს დასახურად.
     4.    თუ ჩართვის აღმნიშვნელი ნიშანი არცერთს, ან ერთ-ერთს არ აქვს, დააწკაპუნეთ
           View>Toolbars>Customize, ან
     5.    გახსენით დიალოგური ფანჯარა Toolbars.
     6.    თუ მოუნიშნავია Standard და Formatting დააწკაპუნეთ შესაბამისი წარწერის მარცხნივ ცარიელ უჯრაში
           და ჩასვით გააქტიურების მარკერი. შენიშვნა: ხელახლა დაწკაპუნებით მარკერი მოიხსნება.
     7.    დააწკაპუნეთ Close დიალოგური ფანჯრის დასახურად.

                                                                                 დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

     ფორმატირების კოპირება, შეცვლა და გასუფთავება
მონიშნული ტექსტის მიმდინარე ფორმატირების პარამეტრები შეიძლება ნახოთ ინსტრუმენტული
ზოლიდან Format >Reveal Formatting, ან კლავიშების კომბინაციით: Shift+F1. შესაძლოა დაგჭირდეთ მონიშნული
ფრაგმენტის ანალოგიური ფორმატირების მქონე ტექსტის დანარჩენი ნაწილის მონიშვნა. ამისათვის მიიყვანეთ
კურსორი ფრაგმენტის არეში, დააწკაპუნეთ მარჯვენა ღილაკზე და აირჩიეთ ოპცია Select Text with Similar
Formatting.
     1. ფორმატირების კოპირებისათვის მიიყვანეთ კურსორი ტექსტის იმ ადგილას, რომლის ფორმატირება
          გინდათ გამოიყენოთ ტექსტის სხვა ნაწილისათვის.
     2. დააწკაპუნეთ პიქტოგრამაზე Format Painter  .
     3. გადაატარეთ ფუნჯი ტექსტის იმ ფრაგმენტზე, რომლის ფორმატირება გსურთ იყოს ანალოგიური.
     ტექსტის მონიშნული ნაწილის მიმდინარე ფორმატირება შეიძლება გაასუფთაოთ მენიუს ზოლიდან
თანმიმდევრული დაწკაპუნებით: Edit>Clear>Formats.

                                                                       დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

      ავტომატური დამარცვლა/გადატანის გამოყენება
      სტრიქონის დასასრულში ტექსტის დამარცვლა/გადატანა აუმჯობესებს დოკუმენტის იერსახეს, რადგან
ტექსტის მარჯვენა კიდის გაწონასწორება აღარ გამოიწვევს სიტყვებს შორის შუალედის გადაჭარბებულ
გადიდებას. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია, როდესაც სტრიქონის დასასრული მოდის რაიმე მრავალ
მარცვლოვან გრძელ სიტყვაზე. ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია სიტყვის დამარცვლა/გადატანა.
ამავედროულად დამარცვლა/გადატანა ზღუდავს შემდგომში ტექსტის რედაქტირების ზოგიერთი ოპერაციის
შესრულებას. კერძოდ, გვერდის პარამეტრების შეცვლისას სტრიქონის ზომის შეცვლის შედეგად შეიძლება
დამარცვლა/გადატანის ნიშანი ”-” სიტყვის შიგნით არაკორექტულად ჩასმულ დეფისად გამოისახოს.
      შესაძლებელია დამარცვლა/გადატანის სამი ოპცია: ავტომატური დამარცვლა/გადატანა (შესაძლებელია,
თუ ინსტალირებულია ლოკალური ენის მართლწერის კორექტორი); ტექსტის წინასწარი დამარცვლა, თქვენი
დადასტურებით თუ სად უნდა მოთავსდეს დეფისი; სხვადასხვა სტილის დეფისის ხელით ჩასმა. ამ
ოპერაციების შესრულება რეკომენდირებულია რედაქტირების ყველა სხვა სამუშაოს დასრულების შემდეგ.
      დოკუმენტის ავტომატური დამარცვლისათვის: ინსტრუმენტული
ზოლიდან გახსენით დამარცვლის დიალოგური ფანჯარა შემდეგი გზით
Tools>Language>Hyphenation. ჩასვით გააქტივების მარკერი უჯრაში
წარწერით Automatically hiphenate Document და დაადასტურეთ OK
ღილაკზე დაწკაპუნებით. MS Word შეასრულებს მთელი დოკუმენტის
დამარცვლას, იმის მიუხედავად, თუ რომელი ფრაგმენტია მონიშნული.
      თუ თქვენს კომპუტერში ინსტალირებულია ლოკალური ენის
მართლწერის კორექტორი, მაშინ დამარცვლის ავტომატური და
გადატანის ოპერაციის ხელით შესრულებისათვის შეასრულეთ შემდეგი
მოქმედებები: მონიშნეთ დოკუმენტი, ან მისი ფრაგმენტი. გახსენით დიალოგური ფანჯარა Hyphenation.
                                             დააწკაპუნეთManual.
                                                   გაიხსნება დიალოგური ფანჯარა ლოკალური ენის
                                             მითითებით. მაგალითად: Manual Hyphenation: English (U.K).
                                             სიტყვა Hiyphenation ავტომატურად დაიმარცვლა ისე,
                                             როგორც რედაქტირების ველშია ნაჩვენები. Yes ღილაკზე
დაწკაპუნებით შეგვეძლო გამოგვეყენებინა შერჩეული დამარცვლა/გადატანა. No ღილაკზე დაწკაპუნებამ
სიტყვა Hiyphenation დატოვა ისე, როგორც ამ ტექსტშია.
      დამარცვლა/გადატანისათვის MS Word-ში შესაძლებელია შემდეგი კლავიშების კომბინაციის გამოყენება:
      1.   Ctrl+”- “. შევასრულოთ კურსორის პოზიციონირება სიტყვის შიგნით ნებისმიერი სიმბოლოს
           შემდეგ, სადაც გვინდა სიტყვის გაწყვეტა გადასატანად, და გამოვიყენოთ კლავიშების კომბინაცია
           Ctrl+”-“. თუ ეს სიტყვა სტრიქონის კიდეში არ ჩაეტევა, გადაიტანება შერჩეულის შესაბამისად.
           სტრიქონის ზომის შეცვლის შემდეგ თუ ასეთი დამარცვლა/გადატანა საჭირო აღარ იქნება, ნიშანი
           ”-” სიტყვის შიგნით არაკორექტულად ჩასმულ დეფისად არ გამოისახება.
      2.   Ctrl+Shift+”-“. ამ შემთხვევაში სიტყვის გაწყვეტა და დამარცვლა/გადატანა დეფისის ნიშნის
           ჩასმის ადგილზე, არასდროს არ მოხდება.
      3.   ”-“. თუ სიტყვაში ჩავსვავთ დეფისის ნიშანს ”-“, ის ყოველთვის გამოჩნდება ნაბეჭდ ტექსტში.
           ამავდროულად თუ სიტყვა, რომელშიც დეფისის ნიშანია ჩასმული აღმოჩნდა სტრიქონის მარჯვენა
           კიდეში, ის ავტომატურად გამოიწვევს სიტყვის დეფისის მარჯვნივ დარჩენილი ნაწილის გადატანას
           ახალ სტრიქონზე.
4.    Ctrl+Shift+”ჰარი “. თუ ამ უხილავ სიმბოლოს ჩავსვავთ ორ სიტყვას შორის, მაშინ არ მოხდება
            სიტყვების განცალკავება ისე, რომ ერთი სიტყვა დარჩეს სტრიქონის კიდეში, ხოლო მეორე იქნას
            გადატანილი ახალ სტრიქონზე. ეს მნიშვნელოვანია, მაგალითად, წოდების ან სახელის
            ინიციალებისა და გვარის განცალკავების გამოსარიცხად.

                                                                                    დაბრუნება ტექსტის დასაწყისში



      ტექსტისა და ფონის ფერის შეცვლა

     ტექსტის ფერის შეცვლა შესაძლებელია მენიუს ზოლიდან, ასევე ფორმატირების ინსტრუმენტული
პანელიდან.
     ტექსტის ფერის შეცვლა მენიუს ზოლიდან:
     1. მონიშნეთ ტექსტის ის ფრაგმენტი რომლის ფერის შეცვლა გინდათ
      2. მენიუს ზოლიდან                                           აირჩიეთ Format > Font.
      3. Font დიალოგური ფანჯრის Font განყოფილებაში მონახეთ უჯრა Font color და აირჩიეთ ტექსტის
           სასურველი ფერი.
      4.   დააწკაპუნეთ OK. ტექსტის ფრაგმენტი მიიღებს სასურველ ფერს.

      ტექსტის ფერის შეცვლა ინსტრუმენტული პანელიდან:
      1. მონიშნეთ ტექსტის ის ფრაგმენტი რომლის ფერის შეცვლა გინდათ.
      2. ფორმატირების ინსტრუმენტული ზოლში მოძებნეთ ოპცია Font Color                         და აირჩიეთ ტექსტის
           სასურველი ფერი.
      3. დააწკაპუნეთ შერჩეულ ფერზე. ტექსტის ფრაგმენტი მიიღებს სასურველ ფერს.

      ტექსტის ფონის ფერის შეცვლა შესაძლებელია ინსტრუმენტული პანელიდან:

      1. მონიშნეთ ტექსტის ის ფრაგმენტი რომლის ფონის ფერის შეცვლა გინდათ.
      2. ფორმატირების ინსტრუმენტული ზოლში მოძებნეთ ოპცია Highlight       და აირჩიეთ ტექსტის
           ფონის სასურველი ფერი.
      3.   დააწკაპუნეთ შერჩეულ ფერზე. ტექსტის ფრაგმენტის ფონი მიიღებს სასურველ ფერს.

                                                                                    დაბრუნება ტექსტის დასაწყისში



      სტილები
      ტექსტის სტილის ფორმატირება შესაძლებელია როგორც მენიუს ზოლიდან, ასევე ფორმატირების
ინსტრუმენტული პანელიდან Stylus and Formatting.
      მენიუს ზოლიდან Format>Theme და დაწკაპუნებით გახსნილი დიალოგური ფანჯრიდან Style Gallery-ზე
დაწკაპუნებით შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი დოკუმენტის დანიშნულების ოპტიმალურად შესაბამისი სახე.
      შრიფტის სტილები და ტექსტის ქვეშგახაზვის სტილები შეიძლება აირჩიოთ როგორც მენიუს ზოლიდან,
ასევე ფორმატირების ინსტრუმენტული პანელიდან. გაეცანით პრაქტიკულ სავარჯიშოს, რომელსაც
გამოიძახებთ აქ დაწკაპუნებით.
                                                                     დაბრუნება ტექსტის დასაწყისში



      სუბსკრიპტის და სუპერსკრიპტის გამოყენება

    სუბსკრიპტი და სუპერსკრიპტი ხშირად გამოიყენება სამეცნიერო სტატიების ფორმატირებისას, კერძოდ
ფორმულების ფორმატირებისას. კერძოდ: ხარისხის მაჩვენებლის პოზიციონირებისათვის მოხერხებულია

სუპერსკრიპტის გამოყენება    , ხოლო ინდექსის მაჩვენებლის პოზიციონირებისათვის სუბსკრიპტისა                            .
     შეარჩიეთ ტექსტი, რომლის ფორმატირება გინდათ როგორც სუპერსკრიპტისა (სუპერსკრიპტი
წარმოადგენს ტექსტსს, რომელიც რამდენადმე უფრო მაღლა მოთავსებული ტექსტითაა განსხვავებული სტრიქონის დანარჩენი ტექსტისაგან)
ან სუბსკრიპტისა (სუბსკრიპტი წარმოადგენს ტექსტსს, რომელიც რამდენადმე უფრო დაბლა მოთავსებული ტექსტითაა
განსხვავებული სტრიქონის დანარჩენი ტექსტისაგან).
      Menu ზოლის Format მენიუდან დააწკაპუნეთ Font ღილაკზე, და შემდეგ Font Tab ღილაკზე და
სურვილისამებრ აირჩიეთ Superscript ან Subscript. დააწკაპუნეთ OK ღილაკზე. იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ
კლავიატურის კლავიშების კომბინაციით: Ctrl+Shift+= სუპერსკრიპტისა და Ctrl+= სუბსკრიპტისათვის.
      Formatting ინსტრუმენტული ზოლის გამოყენებით იგივე ოპერაცია შეგიძლიათ შეასრულოთ

სუპერსკრიპტის ინსტუმენტის         , ან სუბსკრიპტის ინსტრუმენტის        გამოყენებით.

                                                                          დაბრუნება ტექსტის დასაწყისში



                                                                                საკონტროლო დავალება 2:

1. თანმიმდევრობით შეურჩიეთ ქვევით დასახელებული სიტყვების შრიფტს შესაბამისი ფერი
წითელი , ნარინჯისფერი , ყვითელი, მწვანე, ცისფერი , ლურჯი, იისფერი.

2. თანმიმდევრობით შეურჩიეთ ქვევით დასახელებულ სიტყვებს შესაბამისი ფერის ფონი
წითელი , ყვითელი, კაშკაშა-მწვანე, ცისფერი , მეწამული, ლურჯი.

3. შეურჩიეთ ქვევით დასახელებული სიტყვების ქვეშგახაზვას შესაბამისი ფერი
წითელი , ნარინჯისფერი , ყვითელი , მწვანე , ცისფერი , ლურჯი , იისფერი .

4. შემდეგ წინადადებაში შეცვალეთ ქვემდებარის შრიფტის სტილი კურსივით, შემასმენლის - მსხვილი
შრიფტით
თებერვალი დადგაო. ხეში წყალი ჩადგაო. ჩიტმა-ჩიორამაო საძირკველი გადგაო.

5. შემდეგ აბზაცში მოყვანილი სამხედრო წოდებების ჩამონათვალიდან (აშშ-ის არმია) პირველად
დასახელებულის პოზიცია დატოვეთ უცვლელად, დანარჩენი წაანაცვლეთ ერთმანეთის მიმართ ექვსი პუნქტით
ქვევით ან ზევით, წოდებების შესაბამისად.
გენერალი ; გენერალ -ლეიტენანტი ; არმიის გენერალი ; გენერალ მაიორი ; ბრიგადის გენერალი ;

6. განალაგეთ ჩამოთვლილი წოდებები სტრიქონში ზრდადი თანმიმდევრობით
გენერალი ; გენერალ -ლეიტენანტი ; არმიის გენერალი ; გენერალ მაიორი ; ბრიგადის გენერალი ;

7. სიმბოლო X-ის მომდევნო ”max” გადააკეთეთ სუპერსკრიპტად და სიმბოლო Y-ის მომდევნო ”min”-
სუბსკრიპტად.
Xmax Ymin

8. ქვემოთ მოცემული შრიფტის დასახელების პირველი სიტყვა გამოსახეთ ამოტვიფრულად, მეორე სიტყვის
სიმბოლოები გამოსახეთ კონტურით და მესამე სიტყვას მიეცით გრავირებული ეფექტი.



               Times New Roman
პასუხები:
1. წითელი , ნარინჯისფერი , ყვითელი, მწვანე, ცისფერი , ლურჯი, იისფერი.
2. წითელი , ყვითელი, კაშკაშა-მწვანე, ცისფერი , მეწამული, ლურჯი.
3. წითელი , ნარინჯისფერი , ყვითელი , მწვანე , ცისფერი , ლურჯი , იისფერი .
4. თებერვალი დადგაო. ხეში წყალი ჩადგაო . ჩიტმა-ჩიორამაო საძირკველი გადგაო.
                                    არმიის გენერალი ;
5. გენერალი ;
              გენერალ -ლეიტენანტი ;
                                                        გენერალ მაიორი ; ბრიგადის გენერალი ;
6. ბრიგადის გენერალი ; გენერალ მაიორი ; გენერალ -ლეიტენანტი ; გენერალი ; არმიის გენერალი ;

7. Xmax Ymin
8.     Times New Roman
    საკონტროლო დავალების ინტერაქტიული მულტიმედიური ვარიანტი მოცემულია რესურსში: ტექსტის
ფორმატირება. ინტერაქტიული საკონტროლო დავალება.

More Related Content

More from datiko43

გაკვეთილი № 48
გაკვეთილი № 48გაკვეთილი № 48
გაკვეთილი № 48datiko43
 
გაკვეთილი № 47
გაკვეთილი № 47გაკვეთილი № 47
გაკვეთილი № 47datiko43
 
გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45datiko43
 
გაკვეთილი № 46
გაკვეთილი № 46გაკვეთილი № 46
გაკვეთილი № 46datiko43
 
გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45datiko43
 
გაკვეთილი № 44
გაკვეთილი № 44გაკვეთილი № 44
გაკვეთილი № 44datiko43
 
გაკვეთილი № 43
გაკვეთილი № 43გაკვეთილი № 43
გაკვეთილი № 43datiko43
 
გაკვეთილი № 42
გაკვეთილი № 42გაკვეთილი № 42
გაკვეთილი № 42datiko43
 
გაკვეთილი № 41
გაკვეთილი № 41გაკვეთილი № 41
გაკვეთილი № 41datiko43
 
გაკვეთილი № 39
გაკვეთილი № 39გაკვეთილი № 39
გაკვეთილი № 39datiko43
 
გაკვეთილი № 38
გაკვეთილი № 38გაკვეთილი № 38
გაკვეთილი № 38datiko43
 
გაკვეთილი № 37
გაკვეთილი № 37გაკვეთილი № 37
გაკვეთილი № 37datiko43
 
გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36datiko43
 
გაკვეთილი № 35
გაკვეთილი № 35გაკვეთილი № 35
გაკვეთილი № 35datiko43
 
გაკვეთილი № 34
გაკვეთილი № 34გაკვეთილი № 34
გაკვეთილი № 34datiko43
 
გაკვეთილი № 33
გაკვეთილი № 33გაკვეთილი № 33
გაკვეთილი № 33datiko43
 
გაკვეთილი № 32
გაკვეთილი № 32გაკვეთილი № 32
გაკვეთილი № 32datiko43
 
გაკვეთილი № 31
გაკვეთილი № 31გაკვეთილი № 31
გაკვეთილი № 31datiko43
 

More from datiko43 (20)

გაკვეთილი № 48
გაკვეთილი № 48გაკვეთილი № 48
გაკვეთილი № 48
 
გაკვეთილი № 47
გაკვეთილი № 47გაკვეთილი № 47
გაკვეთილი № 47
 
გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45
 
გაკვეთილი № 46
გაკვეთილი № 46გაკვეთილი № 46
გაკვეთილი № 46
 
გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45
 
გაკვეთილი № 44
გაკვეთილი № 44გაკვეთილი № 44
გაკვეთილი № 44
 
გაკვეთილი № 43
გაკვეთილი № 43გაკვეთილი № 43
გაკვეთილი № 43
 
გაკვეთილი № 42
გაკვეთილი № 42გაკვეთილი № 42
გაკვეთილი № 42
 
გაკვეთილი № 41
გაკვეთილი № 41გაკვეთილი № 41
გაკვეთილი № 41
 
G 040
G 040G 040
G 040
 
გაკვეთილი № 39
გაკვეთილი № 39გაკვეთილი № 39
გაკვეთილი № 39
 
გაკვეთილი № 38
გაკვეთილი № 38გაკვეთილი № 38
გაკვეთილი № 38
 
G 037
G 037G 037
G 037
 
გაკვეთილი № 37
გაკვეთილი № 37გაკვეთილი № 37
გაკვეთილი № 37
 
გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36
 
გაკვეთილი № 35
გაკვეთილი № 35გაკვეთილი № 35
გაკვეთილი № 35
 
გაკვეთილი № 34
გაკვეთილი № 34გაკვეთილი № 34
გაკვეთილი № 34
 
გაკვეთილი № 33
გაკვეთილი № 33გაკვეთილი № 33
გაკვეთილი № 33
 
გაკვეთილი № 32
გაკვეთილი № 32გაკვეთილი № 32
გაკვეთილი № 32
 
გაკვეთილი № 31
გაკვეთილი № 31გაკვეთილი № 31
გაკვეთილი № 31
 

Teqstis Formatireba 3mecadineoba

  • 1. მეცადინეობა 3. ტექსტის ფორმატირება. დიალოგური ფანჯარა Font ფონტის ტიპი ფონტის ზომა ფორმატირების ინსტრუმენტული ზოლი ფორმატირების კოპირება, შეცვლა და გასუფთავება ავტომატური დამარცვლა/გადატანის გამოყენება ტექსტისა და ფონის ფერის შეცვლა სტილები სუბსკრიპტის და სუპერსკრიპტის გამოყენება დიალოგური ფანჯარა Font დიალოგური ფანჯარა Font-ის გასახსნელად მენიუს ზოლიდან აირჩიეთ Format > Font. დიალოგური ფანჯარა Font-ს გააჩნია სამი ოპცია: Font; Character Spacing და Text Effects. გახსნილი დიალოგური ფანჯარა უნდა იყოს გადართული ტაბულა Font-ს ჩვენებაზე. სხვა ოპციების ასარჩევად დააწკაპუნეთ შესაბამის ოპციაზე. დიალოგური ფანჯარა Font საშუალებას გვაძლევს შევცვალოთ შრიფტი, შრიფტის სტილი, ზომა, შრიფტის ფერი, ხაზგასმის სტილი, ხაზგასმის ფერი და გამოვიყენოთ ეფექტები, ისეთი, როგორიცაა მაგალითად ჩრდილები, ან Subscript/Superscript. Preview ფანჯარაში წინასწარ შეგიძლიათ შეამოწმოთ ის ეფექტი, რომელსაც ექნება ადგილი შერჩეული პარამეტრების OK ღილაკზე დაწოლით ამოქმედებისას. ამ საკითხის მულტიმედიური ვარიანტი მოცემულია რესურსში: დიალოგური ფანჯარა Font. მულტიმედიური ვარიანტი დაბრუნება ტექსტის დასაწყისში ფონტის ტიპი Notepad-ისგან განსხვავებით ტექსტური რედაქტორი Microsoft Word საშუალებას გაძლევთ დოკუმენტის შიგნით შეცვალოთ შრიფტი (ფონტი). ეს შესაძლებლობა ილუსტრირებულია შემდეგ სავარჯიშოში: შრიფტის შეცვლა -Menu-ს საშუალებით ახალი ”სუფთა” დოკუმენტის გახსნისას MS Word-ის ინტერფეისი ნაგულისხმევად გამზადებულია ტექსტის ასაკრეფად Times New Roman შრიფტის გამოყენებით. 1. Times New Roman შრიფტის გამოყენებით აკრიფეთ შემდეგი ტექსტი: AcadNusx Arial Verdana Times New Roman 2. აკრეფილ ტექსტში მონიშნეთ ”AcadNusx” 3. მენიუს ზოლიდან აირჩიეთ Format > Font. 4. გახსნილი დიალოგური ფანჯარა უნდა იყოს გადართული ჩანართ (ტაბულა) Font-ის ჩვენებაზე (ზედა მარცხენა ოპცია). 5. Font ტაბულის იმავე სახელწოდების ცხრილიდან შეარჩიეთ AcadNusx და დააწკაპუნეთ შერჩეულზე. 6. დააწკაპუნეთ OK.
  • 2. 7. მონიშნეთ ”Arial” 8. მენიუდან აირჩიეთ Format > Font. 9. Font ტაბულის იმავე სახელწოდების ცხრილიდან შეარჩიეთ Arial და დააწკაპუნეთ შერჩეულზე. 10. დააწკაპუნეთ OK. 11. მონიშნეთ ”Verdana”. 12. მენიუდან აირჩიეთ Format > Font. 13. Font ტაბულის იმავე სახელწოდების ცხრილიდან შეარჩიეთ Verdana და დააწკაპუნეთ შერჩეულზე. 14. დააწკაპუნეთ OK. 15. ტექსტის დარჩენილი ნაწილი - ”Times New Roman”, დავტოვოთ შეუცვლელად. 16. თუ ტექსტმა მიიღო სახე -A”cad usx Arial Verdana Times New Roman”, თქვენ წარმატებით შესძელით შრიფტის შეცვლა Menu-ს საშუალებით. ალტერნატიული მეთოდი -- Font-ის შეცვლა Formatting ინსტრუმენტული ზოლის გამოყენებით 1. მონიშნეთ ტექსტი “AcadNusx Arial Verdana Times New Roman” 2. დააჭირეთ კლავიშებს Ctrl+ჰარი, რაც გადართავს ფორმატირებას ნაგულისხმევ პარამეტრებზე. 3. მონიშნეთ ”AcadNusx” 4. დააწკპუნეთ ფორმატირების ინსტრუმენტულ პანელზე Font რედაქტირების ველის მარჯვენა სამკუთხედ ნიშანზე. ჩამოიშლება კონტექსტური მენიუ ინსტალირებული ფონტების ჩამონათვალით. 5. დააწკაპუნეთ AcadNusx (ან ”ცად უსხ”, თუ ფონტები ჩანს მათი რეალური გამოსახულებით). 6. შემდეგ მონიშნეთ ”Arial”. 7. ხელახლა გახსენით კონტექსტური მენიუ ინსტალირებული ფონტების ჩამონათვალით. 8. დააწკაპუნეთ ”Arial”. 9. შემდეგ მონიშნეთ ”Verdana” 10. ხელახლა გახსენით კონტექსტური მენიუ ინსტალირებული ფონტების ჩამონათვალით. 11. დააწკაპუნეთ ” Verdana ”. 12. ტექსტის დარჩენილი ნაწილი - ”Times New Roman”, დავტოვოთ შეუცვლელად. 13. თუ ტექსტმა მიიღო სახე -A”cad usx Arial Verdana Times New Roman”, თქვენ წარმატებით შესძელით შრიფტის ალტერნატიული მეთოდით შეცვლა. ამ საკითხის ინტერაქტიული მულტიმედიური სავარჯიშო მოცემულია რესურსში: ფონტის ტიპი. მულტიმედიური ვარიანტი თქვენ აგრეთვე უნდა შეასრულოთ საკონტროლო დავალება 1: თითოეულ სტრიქონში შეცვალეთ იმავე სახელწოდების შრიფტით შრიფტის განმეორებით აკრეფილი დასახელება . AcadNusx, acadnusx Amiran, amiran Arachveulebrivi Thin, arachveulebrivi thin Brush Script Georgian, brush script georgia Bolnisi, bolnisi Daviti, daviti Elguja, elguja Geo Eklesia, geo eklesia GEO-Zhorzholadze, geo-zhorzholadze
  • 3. Geo XucurNusx, geo xucurnusx Kolhety, kolhety პასუხი: AcadNusx, acadnusx Amiran, amiran Arachveulebrivi Thin, arachveulebrivi thin Brush Script Georgian, brush script georgia Bolnisi, bolnisi Daviti, daviti Elguja, elguja Geo Eklesia, geo eklesia GEO-Zhorzholadze, geo-zhorzholadze Geo XucurNusx, geo xucurnusx Kolhety, kolhety 1 საკონტროლო დავალების ინრეაქტიული მულტიმედიური ვარიანტი მოცემულია რესურსში: შრიფტის შეცვლა. დაბრუნება ტექსტის დასაწყისში ფონტის ზომა დოკუმენტის შექმნისას ტექსტური რედაქტორის Microsoft Word-ის გამოყენებით, ისევე ისევე როგორც რედაქტირების დროს, შესაძლოა შრიფტის ზომის შეცვლა. თუ როგორ, გაარკვევთ ამ პრაქტიკული სავარჯიშოს შესრულებით: შრიფტის ზომის შეცვლა Menu-ს მეშვეობით 1. Times New Roman შრიფტის გამოყენებით აკრიფეთ შემდეგი ტექსტი: I am the smallest. I am a little bigger. I am the biggest. 2. აკრეფილ ტექსტში მონიშნეთ "I am the smallest." 3. მენიუს ზოლიდან აირჩიეთ Format > Font. 4. გახსნილი დიალოგური ფანჯარა უნდა იყოს გადართული ჩანართის Font-ის ჩვენებაზე (ზედა მარცხენა ოპცია). 5. Size ტაბულის ცხრილიდან მონიშნეთ 8 და დააწკაპუნეთ OK, ან კლავიატურიდან ჩაანაცვლეთ ამ რიცხვით ჩარჩოში გამოსახული ფონტის მიმდინარე ზომის სანაცვლოდ. 6. დააწკაპუნეთ OK. 7. მონიშნეთ "I am a little bigger." 8. მენიუს ზოლიდან აირჩიეთ Format > Font. 9. Size ტაბულის ცხრილიდან მონიშნეთ 14 და დააწკაპუნეთ OK, ან კლავიატურიდან ჩაანაცვლეთ ამ რიცხვით ჩარჩოში გამოსახული ფონტის მიმდინარე ზომის სანაცვლოდ. 10. დააწკაპუნეთ OK. 11. მონიშნეთ "I am the biggest." 12. მენიუს ზოლიდან აირჩიეთ Format > Font. 13. Size ტაბულის ცხრილიდან მონიშნეთ 24 და დააწკაპუნეთ OK, ან კლავიატურიდან ჩაანაცვლეთ ამ რიცხვით ჩარჩოში გამოსახული ფონტის მიმდინარე ზომის სანაცვლოდ. 14. დააწკაპუნეთ OK. 15. თუ ტექსტმა მიიღო სახე -"I am the smallest. I am a little bigger. I am the biggest", თქვენ წარმატებით შესძელით შრიფტის ზომის შეცვლა Menu-ს საშუალებით.
  • 4. ალტერნატიული მეთოდი -- Font-ის ზომის შეცვლა Formatting ინსტრუმენტული ზოლის გამოყენებით 1. მონიშნეთ: "I am the smallest. I am a little bigger. I am the biggest." 2. დააჭირეთ კლავიშების კომბინაციას Ctrl+spacebar ფორმატირების გადასართავად ნაგულისხმევზე. 3. მონიშნეთ "I am the smallest." 4. ინსტრუმენტული პანელის Font-ის ზომის უჯრაში აკრიფეთ 8, ან შეარჩიეთ 8 ჩამონათვალიდან. 5. დააჭირეთ კლავიშს Enter. 6. მონიშნეთ "I am a little bigger." 7. ინსტრუმენტული პანელის Font-ის ზომის უჯრაში აკრიფეთ 14, ან შეარჩიეთ 14 ჩამონათვალიდან. 8. დააჭირეთ კლავიშს Enter. 9. მონიშნეთ "I am the biggest." 10. ინსტრუმენტული პანელის Font-ის ზომის უჯრაში აკრიფეთ 24, ან შეარჩიეთ 24 ჩამონათვალიდან. 11. დააჭირეთ კლავიშს Enter. 12. თუ ტექსტმა მიიღო სახე -"I am the smallest. I am a little bigger. I am the biggest", თქვენ წარმატებით შესძელით შრიფტის ზომის შეცვლა Formatting ინსტრუმენტული ზოლის გამოყენებით. დაბრუნება ტექსტის დასაწყისში ფორმატირების ინსტრუმენტული ზოლი ფორმატირების ინსტრუმენტულ ზოლზე წარმოდგენილია მენიუს ბრძანებების მალსხმობილი (იარლიყი). ეს ინსტრუმენტული ზოლი უნდა ჩანდეს მენიუს ზოლის ქვევით. თუ ასეტ ზოლს თქვენს ეკრანზე ვერ ხედავთ, შეასრულეთ შემდეგი მოქმედებები: 1. დააწკაპუნეთ Menu ზოლის View ოპციაზე. 2. გაააქტიურეთ Toolbars მაუსის მაჩვენებლის შესაბამის წარწერაზე მიყვანით. 3. ოპციებს Standard და Formatting შეიძლება მარცხნივ ჰქონდეს ჩართვის აღმნიშვნელი ნიშანი. თუ ეს არეა, დააჭირეთ Esc ღილაკზე სამჯერ მენიუს დასახურად. 4. თუ ჩართვის აღმნიშვნელი ნიშანი არცერთს, ან ერთ-ერთს არ აქვს, დააწკაპუნეთ View>Toolbars>Customize, ან 5. გახსენით დიალოგური ფანჯარა Toolbars. 6. თუ მოუნიშნავია Standard და Formatting დააწკაპუნეთ შესაბამისი წარწერის მარცხნივ ცარიელ უჯრაში და ჩასვით გააქტიურების მარკერი. შენიშვნა: ხელახლა დაწკაპუნებით მარკერი მოიხსნება. 7. დააწკაპუნეთ Close დიალოგური ფანჯრის დასახურად. დაბრუნება ტექსტის დასაწყისში ფორმატირების კოპირება, შეცვლა და გასუფთავება
  • 5. მონიშნული ტექსტის მიმდინარე ფორმატირების პარამეტრები შეიძლება ნახოთ ინსტრუმენტული ზოლიდან Format >Reveal Formatting, ან კლავიშების კომბინაციით: Shift+F1. შესაძლოა დაგჭირდეთ მონიშნული ფრაგმენტის ანალოგიური ფორმატირების მქონე ტექსტის დანარჩენი ნაწილის მონიშვნა. ამისათვის მიიყვანეთ კურსორი ფრაგმენტის არეში, დააწკაპუნეთ მარჯვენა ღილაკზე და აირჩიეთ ოპცია Select Text with Similar Formatting. 1. ფორმატირების კოპირებისათვის მიიყვანეთ კურსორი ტექსტის იმ ადგილას, რომლის ფორმატირება გინდათ გამოიყენოთ ტექსტის სხვა ნაწილისათვის. 2. დააწკაპუნეთ პიქტოგრამაზე Format Painter . 3. გადაატარეთ ფუნჯი ტექსტის იმ ფრაგმენტზე, რომლის ფორმატირება გსურთ იყოს ანალოგიური. ტექსტის მონიშნული ნაწილის მიმდინარე ფორმატირება შეიძლება გაასუფთაოთ მენიუს ზოლიდან თანმიმდევრული დაწკაპუნებით: Edit>Clear>Formats. დაბრუნება ტექსტის დასაწყისში ავტომატური დამარცვლა/გადატანის გამოყენება სტრიქონის დასასრულში ტექსტის დამარცვლა/გადატანა აუმჯობესებს დოკუმენტის იერსახეს, რადგან ტექსტის მარჯვენა კიდის გაწონასწორება აღარ გამოიწვევს სიტყვებს შორის შუალედის გადაჭარბებულ გადიდებას. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია, როდესაც სტრიქონის დასასრული მოდის რაიმე მრავალ მარცვლოვან გრძელ სიტყვაზე. ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია სიტყვის დამარცვლა/გადატანა. ამავედროულად დამარცვლა/გადატანა ზღუდავს შემდგომში ტექსტის რედაქტირების ზოგიერთი ოპერაციის შესრულებას. კერძოდ, გვერდის პარამეტრების შეცვლისას სტრიქონის ზომის შეცვლის შედეგად შეიძლება დამარცვლა/გადატანის ნიშანი ”-” სიტყვის შიგნით არაკორექტულად ჩასმულ დეფისად გამოისახოს. შესაძლებელია დამარცვლა/გადატანის სამი ოპცია: ავტომატური დამარცვლა/გადატანა (შესაძლებელია, თუ ინსტალირებულია ლოკალური ენის მართლწერის კორექტორი); ტექსტის წინასწარი დამარცვლა, თქვენი დადასტურებით თუ სად უნდა მოთავსდეს დეფისი; სხვადასხვა სტილის დეფისის ხელით ჩასმა. ამ ოპერაციების შესრულება რეკომენდირებულია რედაქტირების ყველა სხვა სამუშაოს დასრულების შემდეგ. დოკუმენტის ავტომატური დამარცვლისათვის: ინსტრუმენტული ზოლიდან გახსენით დამარცვლის დიალოგური ფანჯარა შემდეგი გზით Tools>Language>Hyphenation. ჩასვით გააქტივების მარკერი უჯრაში წარწერით Automatically hiphenate Document და დაადასტურეთ OK ღილაკზე დაწკაპუნებით. MS Word შეასრულებს მთელი დოკუმენტის დამარცვლას, იმის მიუხედავად, თუ რომელი ფრაგმენტია მონიშნული. თუ თქვენს კომპუტერში ინსტალირებულია ლოკალური ენის მართლწერის კორექტორი, მაშინ დამარცვლის ავტომატური და გადატანის ოპერაციის ხელით შესრულებისათვის შეასრულეთ შემდეგი მოქმედებები: მონიშნეთ დოკუმენტი, ან მისი ფრაგმენტი. გახსენით დიალოგური ფანჯარა Hyphenation. დააწკაპუნეთManual. გაიხსნება დიალოგური ფანჯარა ლოკალური ენის მითითებით. მაგალითად: Manual Hyphenation: English (U.K). სიტყვა Hiyphenation ავტომატურად დაიმარცვლა ისე, როგორც რედაქტირების ველშია ნაჩვენები. Yes ღილაკზე დაწკაპუნებით შეგვეძლო გამოგვეყენებინა შერჩეული დამარცვლა/გადატანა. No ღილაკზე დაწკაპუნებამ სიტყვა Hiyphenation დატოვა ისე, როგორც ამ ტექსტშია. დამარცვლა/გადატანისათვის MS Word-ში შესაძლებელია შემდეგი კლავიშების კომბინაციის გამოყენება: 1. Ctrl+”- “. შევასრულოთ კურსორის პოზიციონირება სიტყვის შიგნით ნებისმიერი სიმბოლოს შემდეგ, სადაც გვინდა სიტყვის გაწყვეტა გადასატანად, და გამოვიყენოთ კლავიშების კომბინაცია Ctrl+”-“. თუ ეს სიტყვა სტრიქონის კიდეში არ ჩაეტევა, გადაიტანება შერჩეულის შესაბამისად. სტრიქონის ზომის შეცვლის შემდეგ თუ ასეთი დამარცვლა/გადატანა საჭირო აღარ იქნება, ნიშანი ”-” სიტყვის შიგნით არაკორექტულად ჩასმულ დეფისად არ გამოისახება. 2. Ctrl+Shift+”-“. ამ შემთხვევაში სიტყვის გაწყვეტა და დამარცვლა/გადატანა დეფისის ნიშნის ჩასმის ადგილზე, არასდროს არ მოხდება. 3. ”-“. თუ სიტყვაში ჩავსვავთ დეფისის ნიშანს ”-“, ის ყოველთვის გამოჩნდება ნაბეჭდ ტექსტში. ამავდროულად თუ სიტყვა, რომელშიც დეფისის ნიშანია ჩასმული აღმოჩნდა სტრიქონის მარჯვენა კიდეში, ის ავტომატურად გამოიწვევს სიტყვის დეფისის მარჯვნივ დარჩენილი ნაწილის გადატანას ახალ სტრიქონზე.
  • 6. 4. Ctrl+Shift+”ჰარი “. თუ ამ უხილავ სიმბოლოს ჩავსვავთ ორ სიტყვას შორის, მაშინ არ მოხდება სიტყვების განცალკავება ისე, რომ ერთი სიტყვა დარჩეს სტრიქონის კიდეში, ხოლო მეორე იქნას გადატანილი ახალ სტრიქონზე. ეს მნიშვნელოვანია, მაგალითად, წოდების ან სახელის ინიციალებისა და გვარის განცალკავების გამოსარიცხად. დაბრუნება ტექსტის დასაწყისში ტექსტისა და ფონის ფერის შეცვლა ტექსტის ფერის შეცვლა შესაძლებელია მენიუს ზოლიდან, ასევე ფორმატირების ინსტრუმენტული პანელიდან. ტექსტის ფერის შეცვლა მენიუს ზოლიდან: 1. მონიშნეთ ტექსტის ის ფრაგმენტი რომლის ფერის შეცვლა გინდათ 2. მენიუს ზოლიდან აირჩიეთ Format > Font. 3. Font დიალოგური ფანჯრის Font განყოფილებაში მონახეთ უჯრა Font color და აირჩიეთ ტექსტის სასურველი ფერი. 4. დააწკაპუნეთ OK. ტექსტის ფრაგმენტი მიიღებს სასურველ ფერს. ტექსტის ფერის შეცვლა ინსტრუმენტული პანელიდან: 1. მონიშნეთ ტექსტის ის ფრაგმენტი რომლის ფერის შეცვლა გინდათ. 2. ფორმატირების ინსტრუმენტული ზოლში მოძებნეთ ოპცია Font Color და აირჩიეთ ტექსტის სასურველი ფერი. 3. დააწკაპუნეთ შერჩეულ ფერზე. ტექსტის ფრაგმენტი მიიღებს სასურველ ფერს. ტექსტის ფონის ფერის შეცვლა შესაძლებელია ინსტრუმენტული პანელიდან: 1. მონიშნეთ ტექსტის ის ფრაგმენტი რომლის ფონის ფერის შეცვლა გინდათ. 2. ფორმატირების ინსტრუმენტული ზოლში მოძებნეთ ოპცია Highlight და აირჩიეთ ტექსტის ფონის სასურველი ფერი. 3. დააწკაპუნეთ შერჩეულ ფერზე. ტექსტის ფრაგმენტის ფონი მიიღებს სასურველ ფერს. დაბრუნება ტექსტის დასაწყისში სტილები ტექსტის სტილის ფორმატირება შესაძლებელია როგორც მენიუს ზოლიდან, ასევე ფორმატირების ინსტრუმენტული პანელიდან Stylus and Formatting. მენიუს ზოლიდან Format>Theme და დაწკაპუნებით გახსნილი დიალოგური ფანჯრიდან Style Gallery-ზე დაწკაპუნებით შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი დოკუმენტის დანიშნულების ოპტიმალურად შესაბამისი სახე. შრიფტის სტილები და ტექსტის ქვეშგახაზვის სტილები შეიძლება აირჩიოთ როგორც მენიუს ზოლიდან, ასევე ფორმატირების ინსტრუმენტული პანელიდან. გაეცანით პრაქტიკულ სავარჯიშოს, რომელსაც გამოიძახებთ აქ დაწკაპუნებით. დაბრუნება ტექსტის დასაწყისში სუბსკრიპტის და სუპერსკრიპტის გამოყენება სუბსკრიპტი და სუპერსკრიპტი ხშირად გამოიყენება სამეცნიერო სტატიების ფორმატირებისას, კერძოდ ფორმულების ფორმატირებისას. კერძოდ: ხარისხის მაჩვენებლის პოზიციონირებისათვის მოხერხებულია სუპერსკრიპტის გამოყენება , ხოლო ინდექსის მაჩვენებლის პოზიციონირებისათვის სუბსკრიპტისა . შეარჩიეთ ტექსტი, რომლის ფორმატირება გინდათ როგორც სუპერსკრიპტისა (სუპერსკრიპტი წარმოადგენს ტექსტსს, რომელიც რამდენადმე უფრო მაღლა მოთავსებული ტექსტითაა განსხვავებული სტრიქონის დანარჩენი ტექსტისაგან)
  • 7. ან სუბსკრიპტისა (სუბსკრიპტი წარმოადგენს ტექსტსს, რომელიც რამდენადმე უფრო დაბლა მოთავსებული ტექსტითაა განსხვავებული სტრიქონის დანარჩენი ტექსტისაგან). Menu ზოლის Format მენიუდან დააწკაპუნეთ Font ღილაკზე, და შემდეგ Font Tab ღილაკზე და სურვილისამებრ აირჩიეთ Superscript ან Subscript. დააწკაპუნეთ OK ღილაკზე. იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ კლავიატურის კლავიშების კომბინაციით: Ctrl+Shift+= სუპერსკრიპტისა და Ctrl+= სუბსკრიპტისათვის. Formatting ინსტრუმენტული ზოლის გამოყენებით იგივე ოპერაცია შეგიძლიათ შეასრულოთ სუპერსკრიპტის ინსტუმენტის , ან სუბსკრიპტის ინსტრუმენტის გამოყენებით. დაბრუნება ტექსტის დასაწყისში საკონტროლო დავალება 2: 1. თანმიმდევრობით შეურჩიეთ ქვევით დასახელებული სიტყვების შრიფტს შესაბამისი ფერი წითელი , ნარინჯისფერი , ყვითელი, მწვანე, ცისფერი , ლურჯი, იისფერი. 2. თანმიმდევრობით შეურჩიეთ ქვევით დასახელებულ სიტყვებს შესაბამისი ფერის ფონი წითელი , ყვითელი, კაშკაშა-მწვანე, ცისფერი , მეწამული, ლურჯი. 3. შეურჩიეთ ქვევით დასახელებული სიტყვების ქვეშგახაზვას შესაბამისი ფერი წითელი , ნარინჯისფერი , ყვითელი , მწვანე , ცისფერი , ლურჯი , იისფერი . 4. შემდეგ წინადადებაში შეცვალეთ ქვემდებარის შრიფტის სტილი კურსივით, შემასმენლის - მსხვილი შრიფტით თებერვალი დადგაო. ხეში წყალი ჩადგაო. ჩიტმა-ჩიორამაო საძირკველი გადგაო. 5. შემდეგ აბზაცში მოყვანილი სამხედრო წოდებების ჩამონათვალიდან (აშშ-ის არმია) პირველად დასახელებულის პოზიცია დატოვეთ უცვლელად, დანარჩენი წაანაცვლეთ ერთმანეთის მიმართ ექვსი პუნქტით ქვევით ან ზევით, წოდებების შესაბამისად. გენერალი ; გენერალ -ლეიტენანტი ; არმიის გენერალი ; გენერალ მაიორი ; ბრიგადის გენერალი ; 6. განალაგეთ ჩამოთვლილი წოდებები სტრიქონში ზრდადი თანმიმდევრობით გენერალი ; გენერალ -ლეიტენანტი ; არმიის გენერალი ; გენერალ მაიორი ; ბრიგადის გენერალი ; 7. სიმბოლო X-ის მომდევნო ”max” გადააკეთეთ სუპერსკრიპტად და სიმბოლო Y-ის მომდევნო ”min”- სუბსკრიპტად. Xmax Ymin 8. ქვემოთ მოცემული შრიფტის დასახელების პირველი სიტყვა გამოსახეთ ამოტვიფრულად, მეორე სიტყვის სიმბოლოები გამოსახეთ კონტურით და მესამე სიტყვას მიეცით გრავირებული ეფექტი. Times New Roman პასუხები: 1. წითელი , ნარინჯისფერი , ყვითელი, მწვანე, ცისფერი , ლურჯი, იისფერი. 2. წითელი , ყვითელი, კაშკაშა-მწვანე, ცისფერი , მეწამული, ლურჯი. 3. წითელი , ნარინჯისფერი , ყვითელი , მწვანე , ცისფერი , ლურჯი , იისფერი . 4. თებერვალი დადგაო. ხეში წყალი ჩადგაო . ჩიტმა-ჩიორამაო საძირკველი გადგაო. არმიის გენერალი ; 5. გენერალი ; გენერალ -ლეიტენანტი ; გენერალ მაიორი ; ბრიგადის გენერალი ; 6. ბრიგადის გენერალი ; გენერალ მაიორი ; გენერალ -ლეიტენანტი ; გენერალი ; არმიის გენერალი ; 7. Xmax Ymin
  • 8. 8. Times New Roman საკონტროლო დავალების ინტერაქტიული მულტიმედიური ვარიანტი მოცემულია რესურსში: ტექსტის ფორმატირება. ინტერაქტიული საკონტროლო დავალება.