Mecadineoba 1

3,518 views

Published on

0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
3,518
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
1
Actions
Shares
0
Downloads
23
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

Mecadineoba 1

  1. 1. პირველი ნაბიჯები MS Word-ის გარემოში 1. Microsoft Word-ის გაშვება 2. Microsoft Word-ის გარემოს ზოგადი მიმოხილვა 3. ტექსტის შეყვანა 4. ახალი დოკუმენტის შექმნა 5. არსებული დოკუმენტის გახსნა 6. გადასვლები ერთდროულად გახსნილ რამდენიმე დოკუმენტში 7. დოკუმენტის დამახსოვრება 8. დოკუმენტის შენახვა სხვადასხვა ტიპის ფაილად 9. გვერდის იერსახის შეცვლა 10. გვერდის გამოსახვის ზომების ცვლილება 11. დოკუმენტის დახურვა 12. ინსტრუმენტების ზოლის ჩართვა / გამორთვა 13. პარამეტრების შერჩევა Microsoft Word წარმოადგენს გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტის Microsoft Office-ის შემადგენელ პროგრამას, რომლის დანიშნულებაა ტექსტური დოკუმენ- ტების შექმნა, რედაქტირება და ფორმატირება, ასევე მისი საშუალებით შესაძლებელია ტექსტის მხატრული გაფორმება, ტექსტის დაყოფა სვეტებად, დოკუმენტში გრაფიკული ელემენტების ჩამატება, ნახატებთან, ცხრილებთან და სხვა ობიექტებთან მოხერხებული მუშაობა. 1. Microsoft Word-ის გაშვება და დახურვა Microsoft Word-ის გაშვება შესაძლებელია რამდენიმე სახვადასხვა გზით. მაგალითად: სამუშაო მაგიდიდან შესაბამის იარლიყზე მაუსის მარცხენა კლავიშზე ორჯერ დაჭერით ( თუ შესაბამისი იარლიყი მოთავსებულია სამუშაო მაგიდაზე), ან ამოცანათა პანელის Start მენიუდან. თქვენთვის Microsoft Word-ის გაშვება და დახურვა არ უნდა იყოს პრობლემატური, რადგან იგულისხმება, რომ თქვენ მოსამზადებელი მეცადინეობა წარმატებით დაძლიეთ. თუ ეს ასე არ არის, დააწკაპუნეთ აქ. დაბრუნება ტექსტის დასაწყისში 2. Microsoft Word-ის გარემოს ზოგადი მიმოხილვა Microsoft Word-ს გააჩნია სტანდარტული აგებულების ფანჯარა, რომელიც შედგება შემდეგი ობიექტებისაგან (ელემენტებისაგან): 1 2 3 სათაურის ველი, სადაც აისახება პროგრამის დასახელება აქტიური ფაილის დასახელებით. 1. მენიუს ზოლი, რომელიც შედგება პროგ- რამის შესაბამისი ფუნქციონალურად 7 დაყოფილი ბრძანებებისაგან. 4 - samuSao are 2. ინსტრუმენტების ველი, რომელიც მომ- 6 ხმარებლისათვის მუშაობის გასამარტივებად შეიცავს მენიუს ძირითად ბრძანებებს. 5
  2. 2. 3. სამუშაო არე, სადაც აისახება დოკუმენტის შემცველობა: შეყვანილი ტექსტი, ნახატები, სურათები, ცხრილები, დიაგრამები და ა.შ. 4. სტატუსის ანუ მდგომარეობის ზოლი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სამუშაო არის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ. Page 1 - გვერდის ნომერი; Sec 1 - სექციის ანუ ნაწილის ნომერი; 1/1 - პირველი ციფრი გვიჩვენებს მიმდინარე გვერდის ნომერს, ხოლო მეორე ციფრი – დოკუმენტში გვერდების რაოდენობას; At 2cm – კურსორის მდებარეობა; Ln 1 - სტრიქონის ნომერი; Col 1 - სვეტის ნომერი; 5. ვერტიკალური და ჰორიზონტალური წანაცვლების ველები, რომელთა საშუალე- ბითაც ხდება დოკუმენტის დათვალიერება. ვერტიკალური წანაცვლების ველზე მოთავსებულია შემდეგი ღილაკები: - ერთი სტრიქონით ზევით აწევა; - ერთი სტრიქონით ქვემოთ ჩამოწევა; - წინა გვერდზე გადასვლა; - ობიექტის დათვალიერების რეჟიმის არჩევა; - მომდევნო გვერდზე გადასვლა. ჰორიზონტალური წანაცვლების ველზე მოთავსებულია შემდეგი ღილაკები: Normal View - დოკუმენტის დათვალიერების ნორმალური რეჟიმი; Web Layout View - დოკუმენტის დათვალიერება ელექტრონულ რეჟიმში; Print Layout View - დოკუმენტის დათვალიერება საბეჭდ რეჟიმში; Outline View - დოკუმენტის სტრუქტურული დათვალიერების რეჟიმი; და - ფურცლის წანაცვლება მარცხნივ და მარჯვნივ. დოკუმენტის დათვალიერების რეჟიმი შეიძლება შევცვალოთ მენიუს ზოლის View ქვემენიუს შემდეგი ოპციებიდან: Normal View– დოკუმენტის ნორმალურ რეჟიმში წარმოდგენის სახე; Web Layout View- დოკუმენტის ვებ-გვერდად წარმოდგენის სახე; Print Layout View- დოკუმენტის დასაბეჭდად წარმოდგენის სახე; Reading Layout- დოკუმენტის წაკითხვის რეჟიმში წარმოდგენის სახე; Outline View- დოკუმენტის სტრუქტურული დათვალიერების რეჟიმი; 6. სახაზავი, რომელიც შედგება მუქი და ღია ნაწილებისაგან.
  3. 3. ღია ნაწილის გასწვრივ არის საბეჭდი არე; მუქი ნაწილის გასწვრივ - მინდორი, სადაც ტქსტი არ იკრიფება. თუ საბეჭდი არის გვერდებზე სახაზავი არ ჩანს, შეგიძლიათ ის დააყენოთ შემდეგნაირად: 1. მენიუს ზოლზე დააწკაპუნეთ View ღილაკზე. 2. დააწკაპუნეთ ოპციაზე Ruler. სახაზავის დაყენებას ადასტურებს წარწერის მარჯვნივ ნარინჯისფრად გაკაშკაშებული მარკერი. 3. ოპციაზე Ruler ხელახლა დაწკაპუნებით ნარინჯისფერი მარკერი ჩაქრება და სახაზავი აღარ გამოჩნდება. დაბრუნება ტექსტის დასაწყისში 3. ტექსტის შეყვანა Microsoft Word-ში ტექსტის შეყვანისას საკმარისია კურსორი დავაყენოთ სამუშაო არეზე და დავიწყოთ შესაბამისი ტექსტის აკრეფა კლავიატურიდან. მხედველობაში უნდა მივიღოთ დოკუმენტის შემდეგი სტრუქტურა: სიმბოლო, აბზაცი, გვერდი, სექცია. აბზაცი - მოიცავს ნებისმიერ ტექსტსა და გრაფიკულ გამოსახულებას რომლებიც მოთავსებულია ორ ერთმანეთის მომდევნო მარკერს შორის. აბზაცის დაფიქსირება ხდება Enter კლავიშის საშუალებით, რომელიც ტექსტში ათავსებს უხილავ ნიშანს (ყოველი ნიშანი განსაზღვრავს აბზაცის დასასრულს, მისი ეკრანზე გამოტანა/გაქრობა შესაძლებელია სტანდარტული ინსტრუმენტების ველიდან საბრძანებო ღილაკით). ამიტომ სტირქონის ბოლოს ახალ სტრიქონზე გადასვლისათვის საჭირო არ არის Enter კლავიშის გამოყენება. პროგრამა თვითონ გადაიტანს მომდევნო სტრიქონზე იმ ტექსტს, რომელიც არ ეტევა წინა სტრიქონზე. თუ გვინდა ახალი სტიქონიდან ტექსტის შეყვანა ისე, რომ არ შეიქნას ახალი აბზაცი უნდა გამოვიყენოთ Shift და Enter კლავიშთა კომბინაცია. შესაძლებელია უკვე აკრეფილი ტექსტის გაწყვეტა აბზაცებად. ამისათვის კურსორი დავაყენოთ შესაბამის ადგილას (სადაც გვინდა სტრიქონის გაწყვეტა) და Enter კლავიშის საშუალებით კურსორის მარჯვნივ მდებარე ტექსტი გადაინაცვლებს ახალ აბზაცზე. გაწყვეტილი სტრიქონის გადასაბმელად გამოიყენება ორი ხერხი: − კურსორი დავაყენოთ ზედა სტრიქონის ბოლოს, Delete კლავიშის საშუალებით წაიშლება კურსორის მარჯვნივ მდებარე აბზაცის უხილავი სიმბოლო , რომელიც სტრიქონის გაწყვეტისას დაფიქსირდა და სტრიქონების კვლავ გადაბმული აღმოჩნდება. − კურსორი დავაყენოთ ქვედა სტრიქონის დასაწყისში, Backspace კლავიშის საშუალებით სტრიქონების კვლავ გადაბმული აღმოჩნდება. ტექსტის შეყვანისას ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ რედაქტირების რეჟიმები:
  4. 4. 1. ჩასმის რეჟიმი, რომელიც ავტომატურადაა ჩართული და ამ დროს ხდება კლავიატურიდან შეყვანილი ტექსტის ჩამატება, კურსორის მარჯვნივ მყოფი ტექსტის გადაადგილდება მარჯვნივ. 2. გადაწერის რეჟიმი (Overtype), რომლის ჩართვა/გამორთვა შესაძლებელია Insert კლავიშის გააქტიურებით ან მდგომარეობის ველიდან OVR ღილაკზე მაუსის ორჯერ დაჭერით, საშუალებას გვაძლევს არსებული ტექსტი შევცვალოთ ახლით. კლავიატურიდან შეყვანილი სიმბოლოები გადაეწერება (ჩაენაცვლება) კურსორის მარჯვნივ მდებარე სიმბოლოებს. დაბრუნება ტექსტის დასაწყისში 4. ახალი დოკუმენტის შექმნა Microsoft Word-ის პროგრამის გაშვებისას ავტომატურად იქმნება ახალი დოკუმენტი (Document1, Document2,... იმის მიხედვით თუ რამდენი ახალი დოკუმენტია გახსნილი). ზოგადად ახალი დოკუმენტის შექმნა შესაძლებელია მოცემული ბრძანებებიდან ერთ-ერთის გამოყენებით: 1. File მენიუდან New ბრძანებით გახსნილ დიალოგურ ფანჯარაში (მარჯვნივ) ვირჩევთ Blank Docunent-ს. 2. სტანდარტული ინსტრუმენტების ველიდან (New) ღილაკით; 3. Ctrl და N კლავიშთა კომბინაციით. დაბრუნება ტექსტის დასაწყისში 5. არსებული დოკუმენტის გახსნა Microsoft Word-ის პროგრამაში შექმნილი დოკუმენტის გახსნა შესაძლებელია მოცემული ბრძანებებიდან ერთ-ერთის გამოყენებით: 1. File მენიუდან Open ბრძანებით; 1 2. სტანდარტული ინსტრუმენტების ველიდან (Open) ღილაკით; 3. Ctrl და O კლავიშთა კომბინაციით. 2 ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა Open. 1. Look in ველში ვირჩევთ დისკის დასახელებას, რომლიდანაც გვსურს 3 დოკუმენტის გახსნა.
  5. 5. 2. ველში ვირჩევთ შესაბამის საქაღალდეს, რომელშიც მოთავსებულია სასურველი ფიალი. შემდეგ ფაილების სიიდან მიუთითებთ საჭირო დოკუმენტის სახელს. 3. Open ღილაკის საშუალებით ვადასტურებთ დოკუმენტის გახსნის ბრძანებას. სასურველი დოკუმენტის ამორჩევის (1, 2 პუნქტი) შემდეგ, მისი გახსნა ასევე შესაძლებელია შესაბამისი ფაილის დასახელებაზე მაუსის ორჯერ დაჭერით. Open ფანჯარაში დოკუმენტის გახსნამდე მისი შემცველობის დათვალიერების საშუალებას იძლევა View ჩამონათვალის სიიდან Preview რეჟიმის ამორჩევა. დაბრუნება ტექსტის დასაწყისში 6. გადასვლები ერთდროულად გახსნილ რამდენიმე დოკუმენტში ერთდროულად გახსნილ რამდენიმე დოკუმენტში გადასვლები შესაძლებელია Word-ის მენიუს ზოლის Windows ოპციაზე დაწკაპუნებით გახსნილი დიალოგური ფანჯრიდან. გახსნილი დოკუმენტების ჩამონათვალიდან მონიშნული იქნება ის დოკუმენტი, რომელზეც მუშაობთ. სხვა დოკუმენტზე გადასასვლელად დააწკაპუნეთ სასურველი დოკუმენტის დასახელებაზე. დაბრუნება ტექსტის დასაწყისში 7. დოკუმენტის დამახსოვრება
  6. 6. ყოველი ახალი დოკუმენტის შექმნისას Microsoft Word-ის პროგრამა ნაგულისხმევად განსაზ- ღვრავს მის სახელს Document1, რომელიც დოკუმენტს ჰქვია მანამ, სანამ არ მოხდება მისი დამახსოვრება (შენახვა) დისკზე სხვა სახელით. დოკუმენტის დამახსოვრება შესაძლებელია მოცემული ბრძანებებიდან ერთ-ერთის გამოყენებით: 1. File მენიუდან Save ბრძანებით; 2. სტანდარტული ინსტრუმენტების ველიდან (Save) ღილაკით; 3. Ctrl და S კლავიშთა კომბინაციით. თავდაპირველად დოკუმენტის დამახსოვრებისას ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა Save As. 3 1.File name ველში ვკრიფავთ დოკუმენტის სახელს. 2.Save as type ველში მიეთითება 4 დოკუმენტის ჩაწერის ფორმატი (სტანდარტულად Word Document). 3.Save in ველში ვირჩევთ დისკის 5 დასახელებას, რომელზეც გვსურს 1 2 დოკუმენტის დამახსოვრება. 4.ველში ვირჩევთ შესაბამის საქაღალდეს, რომელშიც გვსურს ფიალის დამახსოვრება. 5. Save ღილაკის საშუალებით ვადასტურებთ დოკუმენტის შენახვას. დოკუმენტის პირველადი შენახვისას შემდეგ, ყოველი შემდგომი შენახვის ბრძანების განხორციელებისას დოკუმენტის ძველი შიგთავსი ავტომატურად იცვლება ახლით. იმ შემთხვევაში თუ გვსურს უკვე დამახსოვრებული დოკუმენტის ახალი ვერსიის შექმნა და ამასთან საჭიროა ძველი ვერსიის დატოვება, გამოიყენება File მენიუდან Save As ბრძანება ახალი სახელის მითითებით. File მენიუდან Save As ბრძანება გამოიყენება დოკუმენტის რამდენიმე სხვადასხვა საქაღალდეში შესანახად. დაბრუნება ტექსტის დასაწყისში 8. დოკუმენტის შენახვა სხვადასხვა ტიპის ფაილად ზოგჯერ საჭიროა დოკუმენტის შენახვა Word-ისგან განსხვავებული სხვა ფორმატით, რათა შესაძლებელი იყოს მისი გახსნა სხვა ტექსტური რედაქტორით ან Word-ის განსხვავებული ვერსიით. 1. Save As დიალოგური ფანჯრის ქვედა ჩარჩოში მონახეთ Save as Type: 2. დააწკაპუნეთ ქვემოთ მიმართულ ისარზე, რათა ჩამოიშალოს კონტექსტური მენიუ. გამოჩნდება შესაძლო გაფართოებების ჩამონათვალი. 3. აირჩიეთ სასურველი ფორმატი მაჩვენებლის შესაბამის ოპციაზე გადაადგილებით.
  7. 7. 4. არჩეული ფორმატის სახელწოდება გააქტიურდება, რაც ჩანს ფონისა და ტექსტის ფერის შეცვლით. 5. დააწკაპუნეთ Save. წინასწარ რეკომენდირებულია ფაილი შეინახოთ Word-ის ნადულისხმევი ფორმატით, ხოლო შემდეგ შეინახოთ სხვა ტიპის ფაილად განსხვავებული სახელით. მაგალითად: 1. გახსენით Word ფაილი. 2. File მენიუდან შეარჩიეთ Save as Web Page. 3. აირჩიეთ საქაღალდე, სადაც აპირებთ ფაილის შენახვას. 4. დააწკაპუნეთ Change Title ღილაკზე. 5. აკრიფეთ ფაილის სახელწოდება სიტყვებს შორის ჰარის გამოუყენებლად, ან_თუ_ეს აუცილებელია გამოიყენეთ ქვეშგახაზვის_სიმბოლო. შენიშვნა: Microsoft Word ახალ ვერსიებში ფაილების HTML ფორმატში შესაძლებელია შენახვის ორი ვარიანტი: როგორც ვებ-გვერდი და როგორც გაფილტრული ვებ-გვერდი. დაბრუნება ტექსტის დასაწყისში 9. გვერდის იერსახის შეცვლა გვერდის იერსახის შეცვლა შესაძლებელია მენიუს ზოლის View ქვემენიუს ოპციებიდან, ან ჰორიზონტალური წანაცვლების ღილაკების ოპციებიდან. ჰორიზონტალური წანაცვლების ველზე მოთავსებულია შემდეგი ღილაკები: Normal View - დოკუმენტის დათვალიერების ნორმალური რეჟიმი; Web Layout View - დოკუმენტის დათვალიერება ელექტრონულ რეჟიმში; Print Layout View - დოკუმენტის დათვალიერება საბეჭდ რეჟიმში; Outline View - დოკუმენტის სტრუქტურული დათვალიერების რეჟიმი; და - ფურცლის წანაცვლება მარცხნივ და მარჯვნივ. დოკუმენტის დათვალიერების რეჟიმი შეიძლება შევცვალოთ მენიუს ზოლის View ქვემენიუს შემდეგი ოპციებიდან: Normal View– დოკუმენტის ნორმალურ რეჟიმში წარმოდგენის სახე; Web Layout View- დოკუმენტის ვებ-გვერდად წარმოდგენის სახე; Print Layout View- დოკუმენტის დასაბეჭდად წარმოდგენის სახე; Reading Layout- დოკუმენტის წაკითხვის რეჟიმში წარმოდგენის სახე; Outline View- დოკუმენტის სტრუქტურული დათვალიერების რეჟიმი; დაბრუნება ტექსტის დასაწყისში 10. გვერდის გამოსახვის ზომების ცვლილება
  8. 8. გვერდის გამოსახვის ზომების ცვლილება შეიძლება სტანდარტული ინსტრუმენტების ზოლის ოპციიდან Zoom, რომელსაც აქვს შემდეგი ქვემენიუ: თუ გვინდა გვერდის გამოსახვის ზომის გაზრდა, ავირჩიოთ რომელიმე ერთი სასურველი, შემდეგი შესაძლო მნიშვნელობებიდან: 500%, 200%, 150%. თუ გვინდა გვერგის გამოსახვის ზომის შემცირება, ავირჩიოთ რომელიმე ერთი სასურველი, შემდეგი შესაძლო მნიშვნელობებიდან: 75%, 50%, 25%, 10%. თუ გვინდა გვერდს დავუბრუნოთ ნატურალური ზომა, ავირჩიოთ ოპცია 100%. ოპცია Page Width სამუშაო არეში გვერდს ჩასვავს ოპტიმალური სიგანით. ოპცია Text Width სამუშაო არეში ტექსტს ჩასვამს ოპტიმალური სიგანით. ოპცია Whole Page დაარეგულირებს გვერდის ზომას ისე, რომ მთლიანად ჩაეტიოს სამუშაო არეში. ოპცია Two Pages სამუშაო არეში ერთმანეთის გვერდით გამოაჩენს ორ გვერდს. დაბრუნება ტექსტის დასაწყისში 11. დოკუმენტის დახურვა Microsoft Word-ის პროგრამაში შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე დოკუმენტთან მუშაობა. აქედან გამომდინარე, ხშირად საჭიროა იმ დოკუმენტების დახურვა, რომელთანაც დავამთავრეთ მუშაობა. აქტიური დოკუმენტის დახურვა შესაძლებელია მოცემული ბრძანებებიდან ერთ-ერთის გამოყენებით: 1. File მენიუდან Close ბრძანებით; 2. მენიუს ველის გასწვრივ, მარჯვენა ზედა კუთხეში (Close Window) ღილაკით; 3. Ctrl და F4 კლავიშთა კომბინაციით. თუ დოკუმენტში შეტანილია ცვლილებები, მაგრამ ამ ცვლილებებით დოკუმენტი არ არის დამახსოვრებული, მაშინ დოკუმენტის დახურვის წინ ეკრანზე გამოდის შეკითხვის ფანჯარა, რომელიც იძლევა შემდეგი მოქმედებების საშუალებას: Yes - შევინახოთ დოკუმენტში შეტანილი ცვლილებები; No - არ შევინახოთ დოკუმენტში შეტანილი ცვლილებები; Cancel – არ დავხუროთ დოკუმენტი. დაბრუნება ტექსტის დასაწყისში
  9. 9. 12. ინსტრუმენტების ზოლის ჩართვა / გამორთვა MS Office Word -ის გაშვებისას სამუშაო ეკრანზე როგორც წესი ჩნდება ინსტრუმენტების ორი ზოლი: სტანდარტული --Standard და ფორმატირების -- Formatting. მათ გარდა ტექსტურ რედაქტორს გააჩნია ოცამდე სხადასხვა ინსტრუმენტების ზოლი. მათი ეკრანზე გამოტანა შესაძლებელია ორი ხერხით:  მენიუდან გავააქტიუროთ View / Toolbars ბრძანება;  დავაყენოთ მაუსის მაჩვენებელი რომელიმე ინსტრუმენტების ზოლის, ან მენიუს ველზე, და მაუსის მარჯვენა კლავიშზე დაწკაპუნებით გამოვიძახოთ ინსტრუმენტების ზოლის კონტექსტური მენიუ. ეკრანზე გამოჩნდება ინსტრუმენტების ზოლების ჩამონათვალი. მითითებული ინსტრუმენტის ზოლის ჩართვის ან მოხსნისათვის სიაში დავაყენოთ ან მოვხსნათ ჭდეები (მარკერები). შესაძლებელია მათი გადატანა ეკრანის ნებისმიერ ადგილას, ინსტრუმენტების რაოდენობის შერჩევა ან ახალი ინსტრუმენტების ზოლის შექმნა მომხმარებლის სასურველი ინსტრუმენტებით. ახალი სამომხმარებლო ინსტრუმენტების ზოლის შესაქმნელად გავააქტიუროთ ბრძანებათა შემდეგი თანმიმდევრობა View >Toolbars > Customize. ეკრანზე ჩაირთვება Custumize დიალოგური ფანჯარა სამი ჩანართით -Toolbars, Commands და Options. გახსნილი დიალოგური ფანჯრის Toolbars ჩანართში გავააქტიუროთ ბრძანება New, დადასტურების ფანჯარაში ავკრიბოთ შესაქმნელი ინსტრუმენტების ზოლის სახელი და დავაწკაპუნოთ OK ღილაკზე. შეიქმნება ახალი ინსტრუმენტების ზოლი. შემდეგ, Commands ჩანართის Categories სიაში შევარჩიოთ მენიუს დასახელება, შესაბამისი Commands ბრძანებათა ჯგუფიდან ამოვირჩიოთ სასურველი ბრძანება და მაუსის მარცხენა კლავიშით გადავიტანოთ ახალ ინსტრუმენტების ზოლში. დავხუროთ დადასტურების ფანჯარა OK ღილაკზე დაწკაპუნებით.
  10. 10. განვიხილოთ Options ჩანართის ბრძანებები: Personalized Menus and Toolbars განყოფილება განკუთვნილია პერსონალიზირებული მენიუსა და ინსტრუმენტების ზოლის პარამეტრების შერჩევისათვის: Show Standard and Formatting toolbars on two rows – თუ ჩამრთველი აქტიურია, სტანდარტული და ფორმატირების ინსტრუმენტების ზოლი ორ სტრიქონადაა განლაგებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ერთ სტრიქონად განლაგდება. Always show full menus -- ყოველთვის გამოიტანოს სრული მენიუ. Other განყოფილებაში მივუთითოთ შემდეგი პარამეტრები: Large icons –აისახოს მსხვილი პიქტოგრამული ნიშნები; List font names in their font -- თუ ჩამრთველი აქტიურია, შრიფტის დასახელებები აისახება თავისივე შრიფტით. Show Screen Tips on toolbars - ჩამრთველი გამოაჩენს მითითებებს ინსტრუმენტების ღილაკების დანიშნულებათა შესახებ. ინსტრუმენტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად საკმარისია მაუსის მიმთითებელი ცოტა ხნით შევაყოვნოთ ამ ინსტრუმენტის ნიშნაკზე, ამ დროს ინსტრუმენტის ქვეშ გამოჩნდება მისი სახელი. Show shortcut keys in Screen Tips-- ჩამრთველი ინსტრუმენტების ღილაკების დანიშნულებასთან ერთად მიუთითებს მის შესაბამის კლავიშების კომბინაციას. Menu animations -- ჩამონათვლით განისაზღვრება მენიუს გამოტანის ეფექტები. დაბრუნება ტექსტის დასაწყისში 13. პარამეტრების შერჩევა Word - ის პარამეტრების შერჩევა ხორციელდება Tools / Options …ბრძანების საშუალებით. ეკრანზე გამოდის Options დიალოგური ფანჯარა, რომელიც შემდეგი ჩანართებისაგან შედგება: View - ხედი. ჩანართში განისაზღვრება დოკუმენტის ხედის სხვადასხვა მახასიათებლები; General – ზოგადი. განისაზღვრება პროგრამის მახასიათებელი და სტანდარტული პარამეტრები; Edit – რედაქტირება. ჩანართში განისაზღვრება დოკუმენტის რედაქტირების პარამეტრები; Print – ბეჭდვა. ჩანართში განისაზღვრება დოკუმენტის ბეჭდვის პარამეტრები; Save – შენახვა. განისაზღვრება პროგრამის მიერ მონაცემების შენახვის დრო ავტოაღდგენისათვის; Security – დაცვა. განისაზღვრება დოკუმენტის დაცვის პარამეტრები პაროლის გამოყენებით. File Location – ფაილის მდებარეობა;
  11. 11. Complex scripts – რთული კომპლექსური ნიშნების პარამეტრების შერჩევა; Spelling and Grammar …- ტექსტის მართლწერისა და გრამატიკული შესწორების პარამეტრების განსაზღვრა. Track Changes – რედაქტირებისას შესრულებული ცვლილებების თვალმიდევნება. Edit ჩანართი Editing options განყოფილების ჩამრთველებით განისაზღვრება: Typing replaces selection - ჩანაცვლდეს უშუალოდ მონიშნული ფრაგმენტი; Drag-and-drop text editing - ტექსტის მაუსით გადათრევის გამოყენება; Use the INS key for paste- INS კლავიშის გამოყენება ჩასმის რეჟიმისთვის; Overtype mode - გადაწერის რეჟიმი; Picture editor - ველში შევარჩიოთ პროგრამა ნახატების რედაქტირებისთვის; Insert/paste picture as - ველში შევარჩიოთ ნახატის ობიექტის ტექსტთან განლაგება; Use smart paragraph selection - აბზაცის მონიშვნა; Use CTRL Click to foiiow hyperlink-CTRL კლავიშის კომბინაციის გამოყენება ელექტრონულ კავშირზე მიმართვისას; When selection, automatically select entire word - სიტყვის ავტომატური მონიშვნა; Promt to update style - გამოიტანოს შეტყობინება სტილის განახლების შემთხვევაში; Keep track of formatting – ფორმატირების აღრიცხვიანობის წარმოება; Mark formetting inconsistencies - მოინიშნოს ფორმატის შეუთავსებლობა; Auto-Keyboard switching - კლავიატურის ავტომატური გადართვა; Cut and paste options განყოფილებაში განისაზღვრება: Show paste Opions buttons - აისახოს ბუფერიდან ჩასმის პარამეტრების მენიუ; Smart cut and paste - ცარიელი სიმბოლოს გათვალისწინება ბუფერთან მუშაობისას; Click and type განყოფილებაში განისაზღვრება: Enable click and type - ტექსტის დამოუკიდებელი შეყვანა; Default paragraph style - აბზაცის სტილი განისაზღვროს გულისხმობის პრინციპით. Track changes - შეცდომების შემოწმების პარამეტრების განსაზღვრა; User Information - მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია; განვიხილოთ ზოგიერთი ჩანართის პარამეტრები -- View ჩანართი: Show განყოფილებაში განისაზღვრება შესაბამისი ფუნქციათა ჩართვა / გამორთვა: Startup Task Pane- ამოცანათა არე პროგრამის გაშვებისას; Highlight - ტექსტის მონიშვნა; Bookmars- ჩასანიშნები; Status bar - სტატუსის ზოლი; ScreenTips - მოსრიალე მოკარნახე; Animated text - ტექსტის ანიმაცია; Horizontal scroll – ჰორიზონტალური დათვალიერების ბილიკი; Vertical scroll bar - ვერტიკალური დათვალიერების ბილიკი; Picture placeholders - ფურცლის ობიექტების ნაცვლად ეკრანზე გამოჩნდება ამ ობიექტის ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი ცარიელი მართკუთხედი; Windows in Taskbar თუ ველი ჩართულია, Windows- ის Start- ის ზოლზე გამოჩნდება Word- ის თითოეული დოკუმენტის ღილაკი, თუ გამორთულია, გამოჩნდება მხოლოდ Word- ის ფანჯრის ერთი ღილაკი. Field codes - ჩადგმული ველების შესაბამისი კოდების გამოჩენა / დამალვა; Left scroll bar - მარცხენა ვერტიკალური დათვალიერების ხაზის გამოჩენა / დამალვა; Formtting marks განყოფილებაში მიეთითება ფორმატირების ნიშნები:
  12. 12. Tabcharacters - ტაბულაციის ნიშნები; Spaces – ინტერვალი; Paragraph marks - აბზაცის ნიშანი; Hidden text - დამალული ტექსტი; Optional Hyphens - რბილი გამყოფი; All - ყველა; Print and Web Layout options განყოფილებაში განისაზღვრება დოკუმენტის საბეჭდი და ელექტრონული წაროდგენის რეჟიმის პარამეტრები: Drawings - ეკრანზე გამოჩნდება ნახატის ობიექტები; Object anchors - დოკუმენტების ელექტრული მაკავშირებელი; Text boundbaries - ტექსტის საზღვრები; White space between pages-(Print view only) - გვერდებს შორის ველი; Vertical ruler-(Print view only) - ვერტიკალური სახაზავი; Raight ruler( Printview only) - ჰორიზონტალური სახაზავი. Outline and Normal options განყოფილებაში განისაზღვრება დოკუმენტის სტრუქტურული და ნორმალური წარმოდგენის რეჟიმის პარამეტრები: Wrap to window – ფანჯრის საზღვარზე გადატანა; Style area width – ველის ზომა სტილების ველისთვის; Draft font --სტანდარტული შრიფტის დასახელება Name ველში და ზომა Size ველში. General ჩანართი Genetal options განყოფილებაში განისაზღვრება ძირითადი პარამეტრები: Blue Background, white text -თეთრი ტექსტი ცისფერ ფონზე; Provide feedback with sound -გამოხმაურების ხმოვანი თანხლება; Provide feedback with animation - გამოხმაურება ანიმაციის ეფექტების თანხლებით; Confirm conversion at Open –გარდაქმნის დადასტურება გახსნისას; Update automatic links at Open –ავტომატურად განაახლოს ბმული კავშირი გახსნისას; Mail as attachment –გააგზავნოს დოკუმენტი ელექტრონული ფოსტით მიბმული ფაილის სახით; Recently used file list - დაიმახსოვროს ფაილების სია იმ რაოდენობით, რომელიც მიეთითება entries ველში; ჩამრთველებით განისაზღვრება: Allow Background open of web pages – ვებ-გვერდების ფონური გახსნა; Automatically create drawing canvas when inserting AutoShapes – ავტომატურად გამოიტანოს გრაფიკული ველი ავტოფიგურების ჩამატების შემთხვევაში; Measurement units -- პროგრამის პარამეტრების განზომილების ერთეული. ჩამონათვლის სიიდან ამოვირჩიოთ მითითებული ერთეულებიდან ერთ-ერთი (მაგ. დიუმი -inch, სანტიმეტრი -cm). დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

×