SlideShare a Scribd company logo
1 of 3
განათლების სისტემა გერმანიაში
Tina მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი განათლების სისტემა
გერმანიას აქვს. აქ საშუალო განათლება ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე
ხანგრძლივია – ცამეტწლიანი. მისი გასრულების შემდეგ მოსწავლე იღებს ატესტატს
სახელწოდებით Abitur. მხოლოდ ამ საბუთით შეიძლება გერმანიის უმაღლეს
სასწავლებელში ჩარიცხვა.
გერმანიაში სკოლებს არ აქვთ ცენტრალური სტრუქტურა, განათლება
სახელმწიფოების შიდა საკითხია. უფლებამოსილება 16 ქვეყნის განათლების
სამინისტროებშია. კურსებზე, გაკვეთილის გეგმებს, დიპლომებსა და სკოლის ტიპებს
შორის გადასვლები შეიძლება განსხვავებულად მოეწყოს თითოეულ შტატში.
Tinaდაწყებით სკოლაში (Grundschule) ირიცხებიან 5-6 წლის ბავშვები და სწავლა 4-6
წელიწადი გრძელდება. მეცადინეობა ყველა კლასში ერთი და იმავე პროგრამით
მიმდინარეობს. პირველი ორი წელი ყველა დისციპლინას კლასის დამრიგებელი
ასწავლის. მესამე კლასიდან გაკვეთილებს უძღვებიან საგნობრივი პედაგოგები.
დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები იღებენ რეკომენდაციას, სად
უმჯობესი მათთვის სწავლის გაგრძელება: ძირითად სკოლაში, რეალურში თუ
გიმნაზიაში.
Maroძირითადი სკოლა (Hauptschule) გულისხმობს მეცხრე კლასამდე სწავლას.
როგორც წესი, აქ ყველაზე სუსტი მოსწავლეები ხვდებიან. ამ სკოლის მთავარი
პედაგოგიური მიზანია მოსწავლეების მომზადება პროფესიის ასარჩევად, ამიტომ
მეცადინეობისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პრაქტიკული ჩვევების
გამომუშავებას. არდადეგების დროს მოსწავლეები ვალდებულნი არიან, გაიარონ
საწარმოო პრაქტიკა. სკოლის დამთავრებისას გაიცემა არასრული საშუალო
განათლების დამადასტურებელი ატესტატი, რომელიც პროფესიულ სკოლაში
(Berufsschule) ჩაბარების უფლებას იძლევა. ეს უკანასკნელი უახლოეს წარსულში
ჩვენთან არსებული პროფტექნიკუმის ანალოგია.
Maroრეალური სკოლა (Realschule) გულისხმობს მეათე კლასამდე სწავლას. აქ
მოსწავლეები შედარებით ვრცელ, მაგრამ მაინც არასრულ განათლებას იღებენ.
რეალური სკოლის კურსდამთავრებულებს უფრო დიდი არჩევანი აქვთ, ვიდრე მათ
თანატოლებს, რომლებმაც ძირითადი სკოლა დაამთავრეს. გარდა პროფსკოლებისა,
მათ შეუძლიათ ორწლიანი კურსის გავლა სახელმწიფო სამსახურში ჩასადგომად (მათ
შორის – პოლიციასა და ბუნდესვერშიც), ასევე – სწავლის გაგრძელება გიმნაზიაში
(Gymnasium) ან სპეციალიზებულ გიმნაზიაში (Fachoberschule).
Tikoგიმნაზია (Gymnasium) გულისხმობს მეთორმეტე ან მეცამეტე კლასამდე
სწავლას. კლასების რაოდენობა იმაზე დამოკიდებული, რომელ ფედერალურ მიწას
ეკუთვნის სკოლა, თუმცა სკოლების უმეტესობა 13-კლასიანია. მეთერთმეტე კლასში
მოსწავლეები, როგორც წესი, სიღრმისეული შესწავლისთვის 2-3 საგანს ირჩევენ,
თუმცა ეს პროფილის დავიწროებას არ ნიშნავს – გიმნაზიის მოსწავლე მრავალმხრივ
განათლებას იღებს. აქ მიღებული ატესტატი მას ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში
ჩაბარების უფლებას აძლევს. სხვათა შორის, გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში
მისაღები გამოცდები არ ტარდება, აბიტურიენტს ატესტატის ნიშნების მიხედვით
იღებენ. თუ ჩარიცხვის პრეტენდენტი უმაღლეს სასწავლებელში არსებულ ადგილზე
მეტია, იღებენ საუკეთესოებს, დანარჩენი კი მომლოდინეთა რიგში გადაინაცვლებს.
ეს უკანასკნელნი მომდევნო სასწავლო წელს ჩაირიცხებიან.
Tikoგერმანიაში სულ უფრო პოპულარული ხდება ე.წ. ერთიანი სკოლები
(Gesamtschule). აქ ყველა მოსწავლე ათწლიან სწავლებას გადის და არასრული
საშუალო განათლების ატესტატს იღებს. ამ სკოლის დამთავრების შემდეგ
მოზარდები გიმნაზიაში აგრძელებენ სწავლას ან რომელიმე ხელობის ათვისებას
იწყებენ. გერმანიის ზოგიერთ ფედერალურ მიწაზე „ერთიანი სკოლა” ნიშნავს იმას,
რომ ერთსა და იმავე შენობაში განთავსებულია ძირითადი სკოლა, რეალური სკოლა
და გიმნაზია. ამას ორმაგი მიზანი აქვს: გაუადვილოს მოწაფეებს ერთი სკოლიდან
მეორეში გადასვლა და სუსტი მოსწავლეები, რომლებიც, როგორც წესი, Hauptschule-
ში სწავლობენ, არასრულფასოვნების კომპლექსისგან გაათავისუფლონ.
Maroგერმანიაში არის ე.წ. განსაკუთრებული სკოლებიც (Sonderschule) ამა თუ იმ
ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის მქონე მოსწავლეებისთვის. ყოველ ქალაქში
არსებობს დაწყებითი და საშუალო განსაკუთრებული სკოლები, რომლებიც სწორედ
ამგვარ ბავშვებს ემსახურება, რომელთა აღზრდა-განათლება ჩვეულებრივ სკოლებში
შეუძლებელია. ასეთი მოსწავლეები სპეციალური პროგრამებით სწავლობენ და
შესაბამისი სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.კერძო სკოლების
რაოდენობა ქვეყანაში ორ პროცენტს არ აღემატება. როგორც წესი, ამ სკოლებს
საკუთარი პედაგოგიური კონცეფციები აქვთ და სასწავლო პროცესისადმი
ინდივიდუალურ მიდგომებს იყენებენ. აქ მოსწავლეები სწავლობენ ორ და მეტ უცხო
ენას, დამოუკიდებლად ირჩევენ საგნებს. სასწავლო პროგრამა ძირითად და
ინტენსიურ კურსებად იყოფა.
Maroგამოსაშვები გამოცდების ჩასაბარებლად ანუ Abitur-ის ასაღებად კერძო
სკოლის მოსწავლემ ფრიადზე უნდა შეისწავლოს ორი საგანი ორი ინტენსიური
კურსიდან და შვიდიდან ათამდე საგანი ორი ძირითადი კურსიდან. გარდა სასწავლო
პროგრამებისა, კერძო სკოლებში არის ფაკულტატივები, უცხო ენების კურსები,
კლუბები ინტერესების მიხედვით, სპორტული სექციები.
Tikoკერძოთა რიცხვს განეკუთვნება, მაგ., მონტესორისა (კერძოთა რიცხვს
განეკუთვნება, მაგ., მონტესორისა (Montessori-Schulen) და ვალდორფის სკოლები.
მონტესორის სკოლები ეფუძნება მოსწავლეთა „თავისუფალი განვითარების”
პრინციპს. ყოველი დიდაქტიკური და აღმზრდელობითი მეთოდი ბავშვებთან
ინდივიდუალური მუშაობის სტიმულირებას ახდენს, აჩვევს რა მათ იმავდროულად
დამოუკიდებლობასა და დისციპლინას. ამ სკოლების სპეციფიკური ნიშანია
აღზრდის კათოლიკური მიმართულება. Montessori-Schulen) და ვალდორფის
სკოლები.
Tikoგერმანიაში ყველაზე უფრო ცნობილია ვალდორფის სკოლები, რომელთა
სწავლება-აღზრდის პრინციპები სათავეს რუდოლფ შტაინერის მოძღვრებიდან
იღებს. ამ სკოლებში არ იწერება ნიშნები და არ ტარდება გამოცდები; ასევე არც ერთ
მოსწავლეს არ ტოვებენ იმავე კლასში. ვალდორფის სკოლებში მთავარი ყურადღება
ბავშვების შემოქმედებითი უნარების განვითარებაზეა გადატანილი.
Maroგერმანიის საჯარო სკოლები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება,
უფასოა და დაფინანსებულია გადასახადებით. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში
სასკოლო განათლების სისტემა მუდმივად ვითარდება. დღევანდელ სამყაროში კარგი
სასკოლო განათლება უმნიშვნელოვანესი რამაა, რადგან მას შეუძლია, ადამიანის
მომავალი ცხოვრება განსაზღვროს და ეს, როგორც ჩანს, კარგად ესმით გერმანიაში.

More Related Content

Featured

Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Kurio // The Social Media Age(ncy)
 

Featured (20)

AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfAI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
 
Skeleton Culture Code
Skeleton Culture CodeSkeleton Culture Code
Skeleton Culture Code
 
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
 
How to have difficult conversations
How to have difficult conversations How to have difficult conversations
How to have difficult conversations
 
Introduction to Data Science
Introduction to Data ScienceIntroduction to Data Science
Introduction to Data Science
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best Practices
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project management
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
 
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
 
12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work
 
ChatGPT webinar slides
ChatGPT webinar slidesChatGPT webinar slides
ChatGPT webinar slides
 
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike RoutesMore than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
 

განათლების სისტემა გერმანიაში.docx

  • 1. განათლების სისტემა გერმანიაში Tina მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი განათლების სისტემა გერმანიას აქვს. აქ საშუალო განათლება ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე ხანგრძლივია – ცამეტწლიანი. მისი გასრულების შემდეგ მოსწავლე იღებს ატესტატს სახელწოდებით Abitur. მხოლოდ ამ საბუთით შეიძლება გერმანიის უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა. გერმანიაში სკოლებს არ აქვთ ცენტრალური სტრუქტურა, განათლება სახელმწიფოების შიდა საკითხია. უფლებამოსილება 16 ქვეყნის განათლების სამინისტროებშია. კურსებზე, გაკვეთილის გეგმებს, დიპლომებსა და სკოლის ტიპებს შორის გადასვლები შეიძლება განსხვავებულად მოეწყოს თითოეულ შტატში. Tinaდაწყებით სკოლაში (Grundschule) ირიცხებიან 5-6 წლის ბავშვები და სწავლა 4-6 წელიწადი გრძელდება. მეცადინეობა ყველა კლასში ერთი და იმავე პროგრამით მიმდინარეობს. პირველი ორი წელი ყველა დისციპლინას კლასის დამრიგებელი ასწავლის. მესამე კლასიდან გაკვეთილებს უძღვებიან საგნობრივი პედაგოგები. დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები იღებენ რეკომენდაციას, სად უმჯობესი მათთვის სწავლის გაგრძელება: ძირითად სკოლაში, რეალურში თუ გიმნაზიაში. Maroძირითადი სკოლა (Hauptschule) გულისხმობს მეცხრე კლასამდე სწავლას. როგორც წესი, აქ ყველაზე სუსტი მოსწავლეები ხვდებიან. ამ სკოლის მთავარი პედაგოგიური მიზანია მოსწავლეების მომზადება პროფესიის ასარჩევად, ამიტომ მეცადინეობისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებას. არდადეგების დროს მოსწავლეები ვალდებულნი არიან, გაიარონ საწარმოო პრაქტიკა. სკოლის დამთავრებისას გაიცემა არასრული საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი, რომელიც პროფესიულ სკოლაში (Berufsschule) ჩაბარების უფლებას იძლევა. ეს უკანასკნელი უახლოეს წარსულში ჩვენთან არსებული პროფტექნიკუმის ანალოგია. Maroრეალური სკოლა (Realschule) გულისხმობს მეათე კლასამდე სწავლას. აქ მოსწავლეები შედარებით ვრცელ, მაგრამ მაინც არასრულ განათლებას იღებენ. რეალური სკოლის კურსდამთავრებულებს უფრო დიდი არჩევანი აქვთ, ვიდრე მათ თანატოლებს, რომლებმაც ძირითადი სკოლა დაამთავრეს. გარდა პროფსკოლებისა, მათ შეუძლიათ ორწლიანი კურსის გავლა სახელმწიფო სამსახურში ჩასადგომად (მათ
  • 2. შორის – პოლიციასა და ბუნდესვერშიც), ასევე – სწავლის გაგრძელება გიმნაზიაში (Gymnasium) ან სპეციალიზებულ გიმნაზიაში (Fachoberschule). Tikoგიმნაზია (Gymnasium) გულისხმობს მეთორმეტე ან მეცამეტე კლასამდე სწავლას. კლასების რაოდენობა იმაზე დამოკიდებული, რომელ ფედერალურ მიწას ეკუთვნის სკოლა, თუმცა სკოლების უმეტესობა 13-კლასიანია. მეთერთმეტე კლასში მოსწავლეები, როგორც წესი, სიღრმისეული შესწავლისთვის 2-3 საგანს ირჩევენ, თუმცა ეს პროფილის დავიწროებას არ ნიშნავს – გიმნაზიის მოსწავლე მრავალმხრივ განათლებას იღებს. აქ მიღებული ატესტატი მას ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების უფლებას აძლევს. სხვათა შორის, გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები არ ტარდება, აბიტურიენტს ატესტატის ნიშნების მიხედვით იღებენ. თუ ჩარიცხვის პრეტენდენტი უმაღლეს სასწავლებელში არსებულ ადგილზე მეტია, იღებენ საუკეთესოებს, დანარჩენი კი მომლოდინეთა რიგში გადაინაცვლებს. ეს უკანასკნელნი მომდევნო სასწავლო წელს ჩაირიცხებიან. Tikoგერმანიაში სულ უფრო პოპულარული ხდება ე.წ. ერთიანი სკოლები (Gesamtschule). აქ ყველა მოსწავლე ათწლიან სწავლებას გადის და არასრული საშუალო განათლების ატესტატს იღებს. ამ სკოლის დამთავრების შემდეგ მოზარდები გიმნაზიაში აგრძელებენ სწავლას ან რომელიმე ხელობის ათვისებას იწყებენ. გერმანიის ზოგიერთ ფედერალურ მიწაზე „ერთიანი სკოლა” ნიშნავს იმას, რომ ერთსა და იმავე შენობაში განთავსებულია ძირითადი სკოლა, რეალური სკოლა და გიმნაზია. ამას ორმაგი მიზანი აქვს: გაუადვილოს მოწაფეებს ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლა და სუსტი მოსწავლეები, რომლებიც, როგორც წესი, Hauptschule- ში სწავლობენ, არასრულფასოვნების კომპლექსისგან გაათავისუფლონ. Maroგერმანიაში არის ე.წ. განსაკუთრებული სკოლებიც (Sonderschule) ამა თუ იმ ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის მქონე მოსწავლეებისთვის. ყოველ ქალაქში არსებობს დაწყებითი და საშუალო განსაკუთრებული სკოლები, რომლებიც სწორედ ამგვარ ბავშვებს ემსახურება, რომელთა აღზრდა-განათლება ჩვეულებრივ სკოლებში შეუძლებელია. ასეთი მოსწავლეები სპეციალური პროგრამებით სწავლობენ და შესაბამისი სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.კერძო სკოლების რაოდენობა ქვეყანაში ორ პროცენტს არ აღემატება. როგორც წესი, ამ სკოლებს საკუთარი პედაგოგიური კონცეფციები აქვთ და სასწავლო პროცესისადმი ინდივიდუალურ მიდგომებს იყენებენ. აქ მოსწავლეები სწავლობენ ორ და მეტ უცხო ენას, დამოუკიდებლად ირჩევენ საგნებს. სასწავლო პროგრამა ძირითად და ინტენსიურ კურსებად იყოფა. Maroგამოსაშვები გამოცდების ჩასაბარებლად ანუ Abitur-ის ასაღებად კერძო სკოლის მოსწავლემ ფრიადზე უნდა შეისწავლოს ორი საგანი ორი ინტენსიური
  • 3. კურსიდან და შვიდიდან ათამდე საგანი ორი ძირითადი კურსიდან. გარდა სასწავლო პროგრამებისა, კერძო სკოლებში არის ფაკულტატივები, უცხო ენების კურსები, კლუბები ინტერესების მიხედვით, სპორტული სექციები. Tikoკერძოთა რიცხვს განეკუთვნება, მაგ., მონტესორისა (კერძოთა რიცხვს განეკუთვნება, მაგ., მონტესორისა (Montessori-Schulen) და ვალდორფის სკოლები. მონტესორის სკოლები ეფუძნება მოსწავლეთა „თავისუფალი განვითარების” პრინციპს. ყოველი დიდაქტიკური და აღმზრდელობითი მეთოდი ბავშვებთან ინდივიდუალური მუშაობის სტიმულირებას ახდენს, აჩვევს რა მათ იმავდროულად დამოუკიდებლობასა და დისციპლინას. ამ სკოლების სპეციფიკური ნიშანია აღზრდის კათოლიკური მიმართულება. Montessori-Schulen) და ვალდორფის სკოლები. Tikoგერმანიაში ყველაზე უფრო ცნობილია ვალდორფის სკოლები, რომელთა სწავლება-აღზრდის პრინციპები სათავეს რუდოლფ შტაინერის მოძღვრებიდან იღებს. ამ სკოლებში არ იწერება ნიშნები და არ ტარდება გამოცდები; ასევე არც ერთ მოსწავლეს არ ტოვებენ იმავე კლასში. ვალდორფის სკოლებში მთავარი ყურადღება ბავშვების შემოქმედებითი უნარების განვითარებაზეა გადატანილი. Maroგერმანიის საჯარო სკოლები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება, უფასოა და დაფინანსებულია გადასახადებით. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში სასკოლო განათლების სისტემა მუდმივად ვითარდება. დღევანდელ სამყაროში კარგი სასკოლო განათლება უმნიშვნელოვანესი რამაა, რადგან მას შეუძლია, ადამიანის მომავალი ცხოვრება განსაზღვროს და ეს, როგორც ჩანს, კარგად ესმით გერმანიაში.