SlideShare a Scribd company logo
1 of 11
ვისაუბროთ კულტურულ მემკვიდრეობაზე
პეტრეს
ციხე
ავტორი: გუკა ხუჯაძე
სსიპ ქალაქ ბორჯომის 1-ლი საჯარო სკოლის VIIა კლასის მოსწავლე
ხელმძღვანელი: ოლღა გოგოლაძე
16.11.2020
რა არის კულტურული მემკვიდრეობა?
კულტურული მემკვიდრეობა ის სიმდიდრეა, რომელიც წინაპრებისგან გვერგო
და რომლის მესაკუთრენიც ყველანი ვართ. ეს არის ადამიანის არსებობის,
მისი სამყაროსადმი შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოხატულება,
ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურული გარემო, რომელიც ქვეყნის
სახეს განსაზღვრავს და თითოეულ ჩვენგანს იმ განსაკუთრებულ მუხტს სძენს,
რომელიც მხოლოდ თაობიდან თაობაზე გადაცემული ღირებულებების
უფაქიზეს ერთობლიობას შეიძლება გააჩნდეს.
რატომ არის საჭირო ქვეყნისთვის კულტურული
მემკვიდრეობა?
კულტურული მემკვიდრეობა ის საფუძველია, რომელიც გვამოძრავებს,
წინსვლისკენ გვიბიძგებს, ჩვენს იდენტობას განაპირობებს და საკუთარ
თავში რწმენას გვაძლევს. ეს არის გენეტიკური გამოცდილების, ცოდნისა
და კეთილდღეობის წყარო, რომელსაც გაშიფვრა, გაცხადება და მომავალი
თაობისათვის გადაცემა სჭირდება.
თითოეულ მოქალაქეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი როლი,
პასუხისმგებლობა და უფლება მემკვიდრეობის დაცვისა და პატრონობის
საქმეში. 1897 წელს ილია ჭავჭავაძე წერდა: „დღეს მძლეთა მძლეა გარჯა,
შრომა და ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა, პატრონობა“. ჩვენი წინაპართა
შრომით შექმნილი მემკვიდრეობა ის საგანძურია, რომლის შენარჩუნება
ხელისუფალთა ვალდებულებაც უნდა იყოს და საქართველოს რიგითი
მოქალაქის ძალისხმევაც
რა საფრთხეების წინაშე დგას კულტურული
მემკვიდრეობა
რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა დღეს?
კულტურული მემკვიდრეობა არ არის მუდმივი. მისი დაზიანება შეუქცევადი
პროცესია, რომელიც შეგვიძლია დროში გავწელოთ, თუმცა ბოლომდე
მაინც ვერ ავიცილებთ. ადამიანები ვერ აცნობიერებენ ამ ფაქტს. ვინაიდან
მემკვიდრეობა გადაურჩა ასწლეულებს და ათასწლეულებსაც კი, ხალხს
ჰგონია, რომ ის მარადიულია. სინამდვილეში არამატერიალური კულტურული
მემკვიდრეობის ტრადიციები დროთა განმავლობაში იკარგება, ხოლო
ნებისმიერი წარმოშობის მასალა, რისგანაც შექმნილია ძეგლი თუ ექსპონატი,
დროთა განმავლობაში ზიანდება, ფიზიკური, ბიოლოგიური ან ქიმიური
ზეგავლენების შედეგად ან ადამიანის მიზეზით.
ბორჯომი
მწვანეში ჩაფლული პატარა ქალაქი ბორჯომი, ბალნეოლოგიური და
კლიმატური კურორტია. საბჭოთა კავშირი დროს მას საკავშირო
კურორტის სტატუსი ჰქონდა. რელიეფურ და მიკროკლიმატურ
თავისებურებათა მიხედვით ბორჯომში გამოიყოფა რამდენიმე
უბანი, რომელთაგან მკურნალობისთვის განსაკუთრებით
ხელსაყრელი პირობებით გამოირჩევა ლიკანი, ფაფა და პლატო.
კურორტის ძირითადი სამკურნალო საშუალებაა მინერალური
წყალი, რომელსაც იყენებენ სასმელად და ბალნეოლოგიური
პროცედურებისთვის.
ბორჯომის სხვა სამკურნალო ფაქტორებია კლიმატოთერაპია,
ტალახით მკურნალობა და სხვა. კლიმატოთერაპიისთვის
საუკეთესო დროა ივნისი-ოქტომბერი. სამედიცინო ჩვენებები: კუჭ-
ნაწლავის ტრაქტის, ღვიძისა და სანაღველე გზების ქრონიკული
დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, გულ-სისხლძარღვთა
ზოგიერთი დაავადება. სეზონი გრძელდება მთელ წელს. სწორედ ამ
ადგილას მდებარეობს შუა საუკუნეების ციხესიმაგრე პეტრეს ციხე,
რომელმაც საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა ბორჯომის როგორ
გარეგნულ, ასევე შინაგან განვითარებაში.
პეტრეს ციხე
პეტრეს ციხე — შუა საუკუნეების სიმაგრე - აღმოსავლეთ
საქართველოში, ქალაქ ბორჯომში, ლიკანის პირდაპირ, მდინარე
მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მაღალ კლდოვან მთაზე მდებარეობს.
პეტრეს ციხის ადრინდელი სახელი უნდა იყოს ყვერბილის ციხე.
იგი ეკუთვნოდა ავალიშვილების ფეოდალურ საგვარეულოს.
დარაჯობდა ლიკანიდან ისტორიული სოფლების ფაფისა და
ნუასკენ (ახლანდელი ქ. ბორჯომის უბნები) მტკვარზე გადამავალ
ხიდსა და გზას. XVI საუკუნეში ოსმალთა მიერ თორის დაპყრობის
შემდეგ პეტრეს ციხე ოსმალური ადმინისტრაციული ცენტრი იყო.
ამავე ხანებში პეტრეს ციხის რაბათი დაიცალა მოსახლეობისაგან.
ციხე შედგებოდა ციტადელისა და მასთან დაკავშირებული ქვედა
ეზოსაგან. პეტრეს ციხის გალავანსა და შიდაციხეს შორის
შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები, შიდაციხეში —
საცხოვრებელი დარბაზების, ხაროების, ქვევრების ნანგრევებია.
გალავანში დატანებულია სათოფურები და სალოდეები. ციხე
მრავალჯერ შეუკეთებიათ; ზოგან გამოირჩევა ადრინდელი
თარაზული წყობის კედლები. მათი თანადროულია (XI-XII
საუკუნეები) ციხის ძირში ყვერბილის ნასოფლარი ეკლესიითა და
სასაფლაოთი.
არქიტექტურა
ციხემ ძლიერ დაზიანებული სახით მოაღწია.
შემორჩა მისი ციტადელი ქონგურებით,
დასრულებული მაღალი კედლები სხვადსახვა
სიმაღლეზე განლაგებული სათოფურებითა და
ნახევარწრიული გეგმის კოშკით, რომელიც
მოთავსებულია ციხის სამხრეთ ნაწილში. ციხე
ნაგებია კლდის ფლეთილი ქვით და კირის ხსნარის
დუღაბით. სამხრეთის ნახევარწრიული კოშკი
შესაძლოა სამსართულიანი იყო. სამხრეთ-
დასავლეთ მონაკვეთში შესასვლელი კარი
იქნებოდა დატანებული, რასაც გვაფიქრებინებს ამ
ნაწილში ფოსოს არსებობა. ციხის ტერიტორიაზე
შემორჩენილია ორი დიდი ზომის აუზი
(სავარაუდოდ წყლის რეზერვუარი და ხორბლის
შესანახი). ციხე საკმაოდ დიდი ზომისაა,
მდებარეობის გამო იგი აკონტროლებს გარემოს.
მასიური მაღალი კედლები მონუმენტურობითა და
შინაგანი სიძლიერით გამოირჩევა კედლის
ტალღოვანი ფორმა და ქონგურები კი მას
სიმსუბუქეს და დინამიკურობას ანიჭებს.
ლიტერატურა
პეტრეს ციხე იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი
ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ , პაპუნა ორბელიანის
„ამბავნი ქართლისანი“ ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ ,
გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი , ჩილდირის ვილაიეთის ჯაბა
დავთარი იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში,
ვახუშტი ბაგრატიონი პეტრეს ციხის შესახებ გადმოგვცემს: „მტკურის
კიდესა ზედა, სამხრით, პეტრეს-ციხე, ფრიად მაგარი და შეუალი
მტრისაგან. ამ ციხეს დასავლით უდის ყვერბლის-ხევი ... პირისპირ
ციხისა მოერთვის მტკუარს ჩდილოდამ ლიკანის-ხევი
სამწუხაროდ, პეტრეს ციხე არ არის არქეოლოგიურად შესწავლილი.
ლეგეგნდა
გადმოცემის მიხედვით, გოგია და პეტრე ციხის პატრონი ძმები თუ
ბიძაშვილები ყოფილან, მათ შორის მტრობა ჩამოვარდნილა და ერთმანეთს
არ ინდობდნენ, ესხმოდნენ თავს და მამულებს ურბევდნენ.
ახლობლების ჩარევის შემდეგ ისინი შერიგებულან. ნიშნად მეგობრობისა
სანადიმოდ გოგიას ციხეში მოუყრიათ თავი თავიანთი ყმებით, დიდი
ლხინი და ხუმრობა გამართულა, ალბათ, სიყვარულსაც ეფიცებოდნენ
ერთმანეთს გოგია და პეტრე, მაგრამ რაღაც გაუფრთხილებელი სიტყვის
გამო ატყდა ციხეში ბრძოლა, გოგია და პეტრე თავიანთი მებრძოლების
დიდი ნაწილით დაიღუპნენ ბრძოლაში.
გადმოცემით, მათ შორის ბრძოლა ახლაც არ შეწყვეტილა. განთიადისას,
გოგიას ციხეზე გადმოდგებიან ლანდები და იწყებენ ბრძოლას, რომელიც
მანამდე არ ცხრება, ვიდრე გათენება არ მოატანს. როგორც კი დღის ნათელი
იჩენს თავს, ბრძოლის ყიჟინაც წყნარდება და მებრძოლებიც ქრებიან.
პეტრეს ციხე - გაქრობის საფრთხეები
პეტრეს ციხე ეს არის ძეგლი რომელიც ჩვენს წარსულს ინახავს. ეს არის
ადგილი, სადაც შეგვიძლია ჩვენს გონებაში აღვადგინოთ წარსული,
წარსული, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა. დიდად სამწუხაროა, რომ დღეს
ის დანგრევის საფრთხის წინაშეა, შელახულია კედლები და საწყენია ისიც,
რომ მას აქამდე რეკონსტრუქცია არ ჩასტარებია. Ვფიქრობ, არ შეიძლება, ეს
დიდებული ციხე გაქრეს ბორჯომის ხეობიდან, პირიქით, მან უნდა
დაიბრუნოს ძველი დიდება და კვლავ ამაყად გადმოჰყურებდეს ამ
უმშვენიერეს ადგილს.
გამოყენებული მასალა
ვიკიპედია
WWW.BLUESHIELD.GE-კულტურული-მემკვიდრეობა
TRAVELINBORJOMI.GE
TVALSAZRISI.GE
HOTSALE.GE

More Related Content

Featured

How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024Albert Qian
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsKurio // The Social Media Age(ncy)
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Search Engine Journal
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summarySpeakerHub
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Tessa Mero
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentLily Ray
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best PracticesVit Horky
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementMindGenius
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...RachelPearson36
 
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...Applitools
 
12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at WorkGetSmarter
 
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...DevGAMM Conference
 
Barbie - Brand Strategy Presentation
Barbie - Brand Strategy PresentationBarbie - Brand Strategy Presentation
Barbie - Brand Strategy PresentationErica Santiago
 
Good Stuff Happens in 1:1 Meetings: Why you need them and how to do them well
Good Stuff Happens in 1:1 Meetings: Why you need them and how to do them wellGood Stuff Happens in 1:1 Meetings: Why you need them and how to do them well
Good Stuff Happens in 1:1 Meetings: Why you need them and how to do them wellSaba Software
 
Introduction to C Programming Language
Introduction to C Programming LanguageIntroduction to C Programming Language
Introduction to C Programming LanguageSimplilearn
 

Featured (20)

How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
 
How to have difficult conversations
How to have difficult conversations How to have difficult conversations
How to have difficult conversations
 
Introduction to Data Science
Introduction to Data ScienceIntroduction to Data Science
Introduction to Data Science
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best Practices
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project management
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
 
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
 
12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work
 
ChatGPT webinar slides
ChatGPT webinar slidesChatGPT webinar slides
ChatGPT webinar slides
 
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike RoutesMore than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
 
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
 
Barbie - Brand Strategy Presentation
Barbie - Brand Strategy PresentationBarbie - Brand Strategy Presentation
Barbie - Brand Strategy Presentation
 
Good Stuff Happens in 1:1 Meetings: Why you need them and how to do them well
Good Stuff Happens in 1:1 Meetings: Why you need them and how to do them wellGood Stuff Happens in 1:1 Meetings: Why you need them and how to do them well
Good Stuff Happens in 1:1 Meetings: Why you need them and how to do them well
 
Introduction to C Programming Language
Introduction to C Programming LanguageIntroduction to C Programming Language
Introduction to C Programming Language
 

Ol

  • 1. ვისაუბროთ კულტურულ მემკვიდრეობაზე პეტრეს ციხე ავტორი: გუკა ხუჯაძე სსიპ ქალაქ ბორჯომის 1-ლი საჯარო სკოლის VIIა კლასის მოსწავლე ხელმძღვანელი: ოლღა გოგოლაძე 16.11.2020
  • 2. რა არის კულტურული მემკვიდრეობა? კულტურული მემკვიდრეობა ის სიმდიდრეა, რომელიც წინაპრებისგან გვერგო და რომლის მესაკუთრენიც ყველანი ვართ. ეს არის ადამიანის არსებობის, მისი სამყაროსადმი შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოხატულება, ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურული გარემო, რომელიც ქვეყნის სახეს განსაზღვრავს და თითოეულ ჩვენგანს იმ განსაკუთრებულ მუხტს სძენს, რომელიც მხოლოდ თაობიდან თაობაზე გადაცემული ღირებულებების უფაქიზეს ერთობლიობას შეიძლება გააჩნდეს.
  • 3. რატომ არის საჭირო ქვეყნისთვის კულტურული მემკვიდრეობა? კულტურული მემკვიდრეობა ის საფუძველია, რომელიც გვამოძრავებს, წინსვლისკენ გვიბიძგებს, ჩვენს იდენტობას განაპირობებს და საკუთარ თავში რწმენას გვაძლევს. ეს არის გენეტიკური გამოცდილების, ცოდნისა და კეთილდღეობის წყარო, რომელსაც გაშიფვრა, გაცხადება და მომავალი თაობისათვის გადაცემა სჭირდება. თითოეულ მოქალაქეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი როლი, პასუხისმგებლობა და უფლება მემკვიდრეობის დაცვისა და პატრონობის საქმეში. 1897 წელს ილია ჭავჭავაძე წერდა: „დღეს მძლეთა მძლეა გარჯა, შრომა და ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა, პატრონობა“. ჩვენი წინაპართა შრომით შექმნილი მემკვიდრეობა ის საგანძურია, რომლის შენარჩუნება ხელისუფალთა ვალდებულებაც უნდა იყოს და საქართველოს რიგითი მოქალაქის ძალისხმევაც
  • 4. რა საფრთხეების წინაშე დგას კულტურული მემკვიდრეობა რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა დღეს? კულტურული მემკვიდრეობა არ არის მუდმივი. მისი დაზიანება შეუქცევადი პროცესია, რომელიც შეგვიძლია დროში გავწელოთ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ავიცილებთ. ადამიანები ვერ აცნობიერებენ ამ ფაქტს. ვინაიდან მემკვიდრეობა გადაურჩა ასწლეულებს და ათასწლეულებსაც კი, ხალხს ჰგონია, რომ ის მარადიულია. სინამდვილეში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ტრადიციები დროთა განმავლობაში იკარგება, ხოლო ნებისმიერი წარმოშობის მასალა, რისგანაც შექმნილია ძეგლი თუ ექსპონატი, დროთა განმავლობაში ზიანდება, ფიზიკური, ბიოლოგიური ან ქიმიური ზეგავლენების შედეგად ან ადამიანის მიზეზით.
  • 5. ბორჯომი მწვანეში ჩაფლული პატარა ქალაქი ბორჯომი, ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია. საბჭოთა კავშირი დროს მას საკავშირო კურორტის სტატუსი ჰქონდა. რელიეფურ და მიკროკლიმატურ თავისებურებათა მიხედვით ბორჯომში გამოიყოფა რამდენიმე უბანი, რომელთაგან მკურნალობისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებით გამოირჩევა ლიკანი, ფაფა და პლატო. კურორტის ძირითადი სამკურნალო საშუალებაა მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ სასმელად და ბალნეოლოგიური პროცედურებისთვის. ბორჯომის სხვა სამკურნალო ფაქტორებია კლიმატოთერაპია, ტალახით მკურნალობა და სხვა. კლიმატოთერაპიისთვის საუკეთესო დროა ივნისი-ოქტომბერი. სამედიცინო ჩვენებები: კუჭ- ნაწლავის ტრაქტის, ღვიძისა და სანაღველე გზების ქრონიკული დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, გულ-სისხლძარღვთა ზოგიერთი დაავადება. სეზონი გრძელდება მთელ წელს. სწორედ ამ ადგილას მდებარეობს შუა საუკუნეების ციხესიმაგრე პეტრეს ციხე, რომელმაც საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა ბორჯომის როგორ გარეგნულ, ასევე შინაგან განვითარებაში.
  • 6. პეტრეს ციხე პეტრეს ციხე — შუა საუკუნეების სიმაგრე - აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ ბორჯომში, ლიკანის პირდაპირ, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მაღალ კლდოვან მთაზე მდებარეობს. პეტრეს ციხის ადრინდელი სახელი უნდა იყოს ყვერბილის ციხე. იგი ეკუთვნოდა ავალიშვილების ფეოდალურ საგვარეულოს. დარაჯობდა ლიკანიდან ისტორიული სოფლების ფაფისა და ნუასკენ (ახლანდელი ქ. ბორჯომის უბნები) მტკვარზე გადამავალ ხიდსა და გზას. XVI საუკუნეში ოსმალთა მიერ თორის დაპყრობის შემდეგ პეტრეს ციხე ოსმალური ადმინისტრაციული ცენტრი იყო. ამავე ხანებში პეტრეს ციხის რაბათი დაიცალა მოსახლეობისაგან. ციხე შედგებოდა ციტადელისა და მასთან დაკავშირებული ქვედა ეზოსაგან. პეტრეს ციხის გალავანსა და შიდაციხეს შორის შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები, შიდაციხეში — საცხოვრებელი დარბაზების, ხაროების, ქვევრების ნანგრევებია. გალავანში დატანებულია სათოფურები და სალოდეები. ციხე მრავალჯერ შეუკეთებიათ; ზოგან გამოირჩევა ადრინდელი თარაზული წყობის კედლები. მათი თანადროულია (XI-XII საუკუნეები) ციხის ძირში ყვერბილის ნასოფლარი ეკლესიითა და სასაფლაოთი.
  • 7. არქიტექტურა ციხემ ძლიერ დაზიანებული სახით მოაღწია. შემორჩა მისი ციტადელი ქონგურებით, დასრულებული მაღალი კედლები სხვადსახვა სიმაღლეზე განლაგებული სათოფურებითა და ნახევარწრიული გეგმის კოშკით, რომელიც მოთავსებულია ციხის სამხრეთ ნაწილში. ციხე ნაგებია კლდის ფლეთილი ქვით და კირის ხსნარის დუღაბით. სამხრეთის ნახევარწრიული კოშკი შესაძლოა სამსართულიანი იყო. სამხრეთ- დასავლეთ მონაკვეთში შესასვლელი კარი იქნებოდა დატანებული, რასაც გვაფიქრებინებს ამ ნაწილში ფოსოს არსებობა. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია ორი დიდი ზომის აუზი (სავარაუდოდ წყლის რეზერვუარი და ხორბლის შესანახი). ციხე საკმაოდ დიდი ზომისაა, მდებარეობის გამო იგი აკონტროლებს გარემოს. მასიური მაღალი კედლები მონუმენტურობითა და შინაგანი სიძლიერით გამოირჩევა კედლის ტალღოვანი ფორმა და ქონგურები კი მას სიმსუბუქეს და დინამიკურობას ანიჭებს.
  • 8. ლიტერატურა პეტრეს ციხე იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ , პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ , გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი , ჩილდირის ვილაიეთის ჯაბა დავთარი იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში, ვახუშტი ბაგრატიონი პეტრეს ციხის შესახებ გადმოგვცემს: „მტკურის კიდესა ზედა, სამხრით, პეტრეს-ციხე, ფრიად მაგარი და შეუალი მტრისაგან. ამ ციხეს დასავლით უდის ყვერბლის-ხევი ... პირისპირ ციხისა მოერთვის მტკუარს ჩდილოდამ ლიკანის-ხევი სამწუხაროდ, პეტრეს ციხე არ არის არქეოლოგიურად შესწავლილი.
  • 9. ლეგეგნდა გადმოცემის მიხედვით, გოგია და პეტრე ციხის პატრონი ძმები თუ ბიძაშვილები ყოფილან, მათ შორის მტრობა ჩამოვარდნილა და ერთმანეთს არ ინდობდნენ, ესხმოდნენ თავს და მამულებს ურბევდნენ. ახლობლების ჩარევის შემდეგ ისინი შერიგებულან. ნიშნად მეგობრობისა სანადიმოდ გოგიას ციხეში მოუყრიათ თავი თავიანთი ყმებით, დიდი ლხინი და ხუმრობა გამართულა, ალბათ, სიყვარულსაც ეფიცებოდნენ ერთმანეთს გოგია და პეტრე, მაგრამ რაღაც გაუფრთხილებელი სიტყვის გამო ატყდა ციხეში ბრძოლა, გოგია და პეტრე თავიანთი მებრძოლების დიდი ნაწილით დაიღუპნენ ბრძოლაში. გადმოცემით, მათ შორის ბრძოლა ახლაც არ შეწყვეტილა. განთიადისას, გოგიას ციხეზე გადმოდგებიან ლანდები და იწყებენ ბრძოლას, რომელიც მანამდე არ ცხრება, ვიდრე გათენება არ მოატანს. როგორც კი დღის ნათელი იჩენს თავს, ბრძოლის ყიჟინაც წყნარდება და მებრძოლებიც ქრებიან.
  • 10. პეტრეს ციხე - გაქრობის საფრთხეები პეტრეს ციხე ეს არის ძეგლი რომელიც ჩვენს წარსულს ინახავს. ეს არის ადგილი, სადაც შეგვიძლია ჩვენს გონებაში აღვადგინოთ წარსული, წარსული, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა. დიდად სამწუხაროა, რომ დღეს ის დანგრევის საფრთხის წინაშეა, შელახულია კედლები და საწყენია ისიც, რომ მას აქამდე რეკონსტრუქცია არ ჩასტარებია. Ვფიქრობ, არ შეიძლება, ეს დიდებული ციხე გაქრეს ბორჯომის ხეობიდან, პირიქით, მან უნდა დაიბრუნოს ძველი დიდება და კვლავ ამაყად გადმოჰყურებდეს ამ უმშვენიერეს ადგილს.