Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
proeqti პ რ ო ე ქ ტ ი
1. პ რ ო ე ქ ტ ი
გუნდის წევრები : VIII კლასის მოსწავლეები
გუნდის კაპიტანი - გ.საიქვაძე
გიორგი ქორთიევი – VIII კლასი
ანა ბიძინაშვილი _ VIII კლასი
ლაშა ფეიქრიშვილი – VIII კლასი
მარი მიჩილაშვილი _ VIII კლასი
ნათელა ჩიტრეკაშვილი – პედაგოგი ტელ.: 577644348
www.twitter.com/1davit
2. პროექტის მიზანი
რაიონის დღევანდელი მდგომარეობის შესწავლა, ბუნებრივი რესურსების
წარმოჩენა, არსებული პრობლემებისა და საჭიროებათა ანალიზი, მომავალ
პერსპექტივაზე ზრუნვა.
მოსწავლე ახალგაზრდობის საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა. ქვეყნის
მზრუნველ მოქალაქეებად ჩამოყალიბება.
8. გორას თუ ზევით ავყვებით ვნახავთ ყვარლის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას
და ბუნების საოცრებას. ის დურუჯმა ჩამოიტანა თავის ერთ-ერთ
გაშმაგების დროს. მისი წონა 160 ტონაა.
რასაც სურათზე უყურებთ ერთი იმდენი მიწაშია ჩაფლული.
ქვას ზევით თუ ავყვებით კლდიდან გადმოდის წყარო,
რომელსაც ვეძა წყალს ეძახიან.
წყალი სამკურნალოა
კუჭ-ნაწლავთა დაავადებულთათვის.
აქ შეიძლება აიგოს საწარმო,
სადაც ამ წყლის ჩამოსხმა იქნება შესაძლებელი.
www.twitter.com/1davit
9. ბუნებრივი რესურსები
,,ზღვები” ყვარელში ერთი, ორი კი არა სამია. ყვარლის ანუ ჩალის ზღვა – ყველაზე ,,ხანდაზმულია”
აქაურ ზღვებს შორის. ზღვა კავკასიონის სამხრეთით კალთების გორებით შემოსაზღვრულ ტაფობში შეიქმნა,
სადაც მანამდე გაუვალი ჭაობი იყო. ზღვა მდინარეების – ბურსისა და ჩაგურგურას წყლებით იკვება.
აქ ყოველთვის სასიამოვნო სიგრილეა, სუფთა ჰაერი და Aანკარა წყალი.
აქ 1,5 მგვატი სიმძლავრის ელექტროსადგურია აგებული,
საიდანაც უწყვეტად ელექტროენერგიას ღებულობს ყვარლის ზღვაზე აგებული სასტუმრო. ჰესს ,,ჩალაჰესი” ჰქვი
www.twitter.com/1davit
10. ეს კი დურუჯის ,,ზღვაა” დღეს მას ,,ილიას ტბას “ უწოდებენ.
მის სიახლოვეს ცნობილი ქინძმარაულის ზვრებია გაჭიმული. ვიღაცას მოუფიქრებია დურუჯს წყალი წავართვათ,
ხელოვნური წყალსაცავი გავაკეთოთ და პრობლემაც გადაიჭრებაო.
მოიძებნა მდინარესთან ახლოს დიდი ყურე – ლაფნიანი, გაწმინდეს ველური მცენარეებისაგან ტერიტორია,
მოთხარეს, გააფართოვეს და მიუშვეს დარუჯის წყალი.
წყალსაცავმა გადაწყვიტა რაიონის მოსახლეობის ნაკვეთების სარწყავი წყლით მომარაგების პრობლემა.
www.twitter.com/1davit
11. დღეს ტერიტორია კულტურულად არის მოწყობილი სპორტული მოედნებით, ველოსარბენი ბილიკებით,
სასადილოებით, რესტორნებით. ტბის თავზე ღამით კიაფობს წარწერა ,, მე მიყვარს კახეთი”
აშენებულია სასტუმრო. დაწყებულია მდ.დურუჯის ხევზე ტბამდე მისასვლელი ხიდის მშენებლობა,
მაგრამ შეჩერებულია და განუხორციელებელი.
www.twitter.com/1davit
12. მესამე ზღვა არის ყვარლის
აღმოსავლეთით, მას ყვარლისზღვას ეძახიან,
რომელიც მოწყობილია
და მზადყოფნაშია ტურისტების მისაღებად.
www.twitter.com/1davit
13. ყვარელს თავისი კურორტიც ჰქონდა, მას ,,ყვარელი” ერქვა.
აქ ხშირად შეხვდებოდით შორიდან ჩამოსულ დამსვენებლებს. ,,ყვარელი” ბალნეოლოგიური კურორტი იყო,
მაგრამ დღეისათვის დანგრეული და განადგურებულია. მის აღორძინებას ინვენსტორი სჭირდება.
ამ ბუნებრივი წყლით წარმატებით მკურნალობდნენ ბევრ დაავადებას ქრონიკულ ართრიტებს,
სხვადასხვა წარმოშობის ართროზებს, ოსტეოქონდროზებს, ჰიპერტონიას და ა.შ.
www.twitter.com/1davit
14. სულ ორი წელია შილდაში გაიხსნა ახალი ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე 5 მგვაიტია.
პროექტით გათვალისწინებული იყო 12 მგვაიტამდე გაზრდა, პროექტის განხორციელების
და სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში ელექტროსადგური სრულად დააკამაყოფილებს
ენისელს, შილდას და გრემის მოსახლეობას.
www.twitter.com/1davit
15. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევისას გამოიკვეთა, რომ ყვარელს შესანიშნავი პერსპექტივა გააჩნია,
ჰიდრო, ბიო, ჰელიო ენერგიის თვალსაზრისით.
ჰელიო- ანუ მზის ენერგიის გამოყენება, რომელიც უხვადაა ყვარელში.
სურათზე ნაჩვენებია მზით წყლის გამაცხელებელი, რომელიც შედგება წყლით სავსე წყალბაკისაგან
და წყალგამაცხელებლისაგან. წყლაგამაცხელებელი შეერთებულია წყალბაკთან შემაერთებელი მილებით.
მისი მუშაობის პრინციპი ასეთია: მზის სხივები ეცემიან წყალგამაცხელებელს, სადაც წყალია, გაცხელებული
წყალი შედის ბაკში, მის ადგილს იკავებს ცივი წყალი გამაცხელებელში. გამაცხელებელი მას ათბობს
60-700 ტემპერატურამდე და მისი გამოყენება ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
www.twitter.com/1davit
16. ბიოენერგიის გამოყენების
პროცესი
ნაკელი შედის რეზერვუარში,
რომელიც
თბოიზოლირებულია, ხდება
მისი გახრწნა და გარკვეული
პროცენტით მისი ბიოგაზად
გარდაქმნა და შეგროვება
რეზერვუარში, რომლის
შემდგომი გამოყენებაც ხდება.
www.twitter.com/1davit
17. პროექტის მნიშვნელობა
---------------------------------------------------
პროექტში აღნიშნულია რაიონის მოკლე გეოგრაფიული
დახასიათება, გორის კომპლექსის მოწყობის სქემა, მითითებულია
სამკურნალო წყლების წარმოების და შეჩერებული პროექტების
განახლების გეგმა.
ყვარლელთა დიდი სურვილია ჩვენი გარემო იყოს კარგად
მოვლილი, რესურსები გამოყენებული, პროექტები განახლებადი
და განხორციელებადი.
www.twitter.com/1davit
18. დასკვნა
--------------------
უნიკალური ბუნებრივი გარემო, ყვარლის სილამაზე, კულტურული
ლანდშაფტი, მოხერხებული კლიმატი, მრავალფეროვანი ადგილობრივი
რესურსი; ჰიდრო, ბიო, ჰელიო, გეოთერმული და სამკურნალო წყლები,
ზღვები და ტბები იზიდავს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ტურისტებს,
ტურიზმის განვითარება კი არა მარტო ჩვენი რაიონის, მთელი საქართველოს
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საფუძველია.
სწავლების ასეთი მიმართულების შერჩევა, ვფიქრობ წაადგება ერთი
მხრივ რაიონის განვითარებას, მეორის მხრივ მომავალი თაობის ქვეყნის
მზრუნველ ადამიანებად ჩამოყალიბებას.
www.twitter.com/1davit