1
მღვდელი
ავთანდილ მჭედლიანი
IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურ-
ეკონომიკური განვითარების საკითხისთვის
თბილისი
2019
2
კონსულტანტი ახალქალაქის, კუმურდოს და კარის
მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი)
ავტორი დახმარებისთვის მადლობას უხდის ისტორიულ
მეცნიერებათა დოქტორს, ირა სულთანიშვილს და
ისტორიკოს შორენა გულიაშვილს
ტექნიკური რედაქტორი თეა თაბაგარი
ISBN 978 - 9941 - 8 - 1806 – 6
3
წინასიტყვაობა
დღემდე მოღწეულ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, სვა-
ნეთის და სვანური მოსახლეობისათვის ერთ-ერთ საუკეთესო ხანად
IX-XIII საუკუნეები შეიძლება ჩაითვალოს. ეს პერიოდი ემთხვევა
ბაღვაშთა ფეოდალური სახლის გამოჩენას და გაძლიერებას (ბაღვაში
სვ. ძლიერი, მდიდარი).
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისტორიულ საზოგადო-
ებაში ბაღვაშთა ფეოდალური გვარი ბაგრატიონთა სამეფო კარის
ტრადიციულ მოწინააღმდეგედაა მიჩნეული და საქართველოს სა-
ხელმწიფოებრიობის განმტკიცების ხელის შემშლელად მოიაზრება,
მათი დამსახურება ერისა და სამშობლოს წინაშე ძალიან დიდია. შე-
იძლება ითქვას, რომ ბაღვაშების ისტორიული ყმობა სამეფო გვართან
უფრო ხანგრძლივი და პროდუქტიული იყო, ვიდრე მტრობა იყო
დამანგრეველი და საზიანო ქართული სახელმწიფოსათვის. ჩვენს
ნაშრომში დიდი ადგილი ეთმობა ბაღვაშების (კახბერიძეების)
სავარაუდო კავშირს სვანეთთან. სწორედ ისინი არიან სვანთა
უშუალო მეზობლები, მათ მიერ არის აგებული სვანური არქი-
ტექტურის ფორტიფიკაციები რაჭა-ლეჩხუმში, მათი მმართველობის
პერიოდში აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერი, დუროებიანი კოშ-
კები და სამოსახლოები, სვანეთსა და ასევე რაჭა-ლეჩხუმში.
ნაწარმოებში განვითარებული ვარაუდით, ბაღვაშთა ლაშქარში
დიდი წილი ჰქონდა სვანურ ეთნოსს. ეს ვარაუდი პასუხს სცემს ბევრ
უპასუხო კითხვას. მართლაც, სად იმყოფებოდა იმ დროს სვანური
საომარი ძალა, რატომ არ მოიხსენიება იგი გამოკვეთილად, იმდრო-
ინდელი საქართველოს პოლიტიკური ან საომარი მოქმედების ისტო-
რიულ აღწერაში; ასევე, როგორ და რა სახსრებით მოხდა ასეთი მას-
შტაბების აღმშენებლობა სვანეთში IX-XIII საუკუნეებში.
ნაწარმოებში განვითარებული მოსაზრებით, აღნიშნულ პერი-
ოდში, ბაღვაშთა ლაშქრის მიერ მოგებულ მრავალ ომში მოპოვებუ-
ლი სიმდიდრის მასშტაბურობა მათში მონაწილე სვან მოლაშქრეთა
მატერიალურ გაძლიერებას იწვევდა. ხვასტაგით გამდიდრებული
სვანი მეომრები, უკუმიგრაციის შემდეგ, ახდენენ მათივე საგვარე-
ულო ტაძრებისა და სამოსახლოების ერთდროული აღმშენებლობას.
ამავე მოსაზრებით, ბაღვაშთა და მის მოლაშქრეთა მჭიდრო კავშირი
4
ბიზანტიასთან უნდა იყოს მიზეზი ქრისტიანული, კანონიკური,
მართლმადიდებლური კულტურის აღტყინებისა სვანეთში, სწორედ
ამ დროიდან ხდება თვითმყოფადი, სვანური ხატწერის სკოლის
ფორმირებაც.
ნაწარმოებში სეტის წმინდა გიორგის ოქრო-ვერცხლით მოჭე-
დილი ხატის მიმოხილვა, რომელსაც წმ. ექვთიმე თაყაიშვილი მთე-
ლი სვანეთის თავი ხატად მოიხსენიებს, და რომელიც, ჩუბინაშვი-
ლის მიერ, იმდროინდელ მსოფლიოში არსებული, ცხენზე ამხედ-
რებული წმ. გიორგის ხატებს შორის ნოვაციურ დასაბამად მიიჩნევა,
კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას ბაღვაშთა და სვანთა ერთობისა
და მათ ერთობლივ კავშირზე ბიზანტიურ ყოფით გარემოსთან.
ბაღვაშებთან ერთად მათ ლაშქარში მეფისათვის მეომარი სვა-
ნური გვარები ბაგრატოვან მეფეთაგან დამსახურებულად იღებდნენ
წარჩინებულის ტიტულს, რომელთაგანაც, სვანეთში უკუმიგრაციის
შედეგად, უნდა წარმოშობილიყო ე.წ. სვან-ვარგთა ფენა (ეს გვარები
XIV საუკუნის წერილობით წყაროებში მოიხენება, როგორც თავი-
სუფალი სვანეთის მოსახლეები). სხვა შემთხვევაში შეუძლებელია
ახსნა მოეძებნოს ამ ფენის საყოფაცხოვრობო შეუსაბამობას მათ ტი-
ტულატურასთან. თვით ის ფაქტი, რომ მათ არ ჰყავდათ და არც
შეიძლებოდა ჰყოლოდათ ყმები თავისუფალ სვანეთში, ამყარებს ნაშ-
რომში გამოთქმულ ვარაუდს უკუმიგრაციის შესახებ. ამ მხრივ ასევე
საყურადღებოა კახბერიძეების (იგივე ბაღვაშების) ადგილმოსახლეო-
ბა მესტიაში და მათი იქ გამოჩენის ნარატივი, სადაც კარგად ჩანს
სვანური თვითმმართველობის სიმტკიცე და უპირატესობა ყველა არ-
სებული საზოგადოებრივი ფენის, მათ შორის ბაღვაშების მიმართაც.
დასასრულ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ
სვანეთის მოსახლეობას ყოველთვის ჰყავდა თავისი თვითმმართვე-
ლობა, მიუხედავად იმისა, იგი თავისუფალი იყო, თუ რომელიმე
სახელმწიფო წარმონაქმნის ვასალობაში იმყოფებოდა.
მინდა გამოვთქვა იმედი, რომ სვანეთის შესახებ არსებულ უამრავ
მასალაზე მომუშავე მკვლევრებს, ამ მხარის ისტორიული განვი-
თარების მიმოხილვის სრულყოფაში, წარმოდგენილი ნაშრომი
დაეხმარება.
5
1. შესავალი
აღნიშნული ნაშრომის მიზანია, შეძლებისდაგვარად შე-
იკრიბოს ისტორიაში არსებული გარკვეული ფაქტები სვა-
ნეთის განვითარების შესახებ და მისი ადგილის წარმოსაჩე-
ნად საქართველოს სახელმწიფოს განვითარების პროცესში.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ცალკეული მეცნიერებ-
ის კომპეტენტური კვლევები ისტორიულ-გეოგრაფიული,
ეთნოგრაფიული და არქიტექტურული თვალსაზრისით,
დღემდე არ გვაქვს სვანეთის ისტორიული განვითარების
მეტ-ნაკლებად შეჯერებული, სრული საბაზისო კონცეფ-
ცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სვანეთზე
მომუშავე მკვლევრის მიერ ამა თუ იმ საკითხის განხილ-
ვის შემთხვევაში.
ამ საკითხის დაყენება საინტერესოა იმდენად, რამდე-
ნადაც მიუხედავად საკმაო ოდენობით არსებული წერი-
ლობითი მასალისა თუ ნარატივებისა, იგი არასაკმარისად
ანუ არასრულადაა გამოკვლეული, მათ შორის ქართველი
მკვლევრების მიერ. არადა, რიგი ფაქტორების გამო, სა-
ქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით, სწორედ ეს კუ-
თხეა ყველაზე თვითმყოფადი, მოსახლეობის მხრივ ყვე-
ლაზე ავტოქტონური. სვანეთს საკუთარი, ქართველური
ენის და კუთხური კულტურის გარდა, შემონახული აქვს
ძველი ქართული ეთნიკურ-კულტურული მემკვიდრეობა.
საბედნიეროდ, სვანეთში ჯერ კიდევ მრავლად არის
შემორჩენილი ადგილობრივი თქმულებები, ზეპირსიტყვა-
ობის ნიმუშები, წერილობითი ძეგლები. ძველი არქიტექ-
ტურა წარმოდგენილია კოშკიანი სამოსახლოებით, უძვე-
ლესი მოხატული ტაძრებით და ქტიტორული წარწერებ-
ით, ხელნაწერი ოთხთავებითა და სხვა საეკლესიო წიგნე-
ბით, მათზე სხვადასხვა დროს დატანილი მინაწერებით.
მრავლად გვხვდება ჭედური და დაწერილი ჯვარ-ხატები,
6
ასევე წარწერებით. ყველაფერი ეს კრებსითობაში ისტორი-
ისთვის დიდი ინფორმაციის მატარებელია, ინფორმაციისა,
რომელსაც ბევრი დღევანდელი წარმატებული ერი ინატ-
რებდა საკუთარი ისტორიის შესავსებად და გასამდიდ-
რებლად.
ასეთი ისტორიული რეალობის ფონზე, სვანეთის გან-
ვითარების ისტორიული აღწერილობა საკმაოდ ღარიბუ-
ლად გამოიყურება. მრავლადაა პასუხგაუცემელი კითხვე-
ბი, კითხვები, რომელიც არც კი დასმულა. სვანეთის პო-
ლიტიკური და კულტურულ-ეკონომიკური განვითარების
განხილვისას განსაკუთრებით საგულისხმოა დროის ის
მონაკვეთი, რომელიც მოიცავს IX-XIII საუკუნეებს. ისტო-
რიულად, სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს ყო-
ველივე ის, რითაც ასე ფასეულია დღევანდელი სვანეთი:
მისი თვითმყოფადი არქიტექტურა, სახვითი ხელოვნება,
ეთნოგრაფია, ქრისტიანულ რელიგიაზე დაყრდნობილი
ყოფა და სხვა მრავალი. ყურადღებას იქცევს ამ დროის-
თვის სვანეთში შემონახული ტაძრებისა და კოშკიანი საც-
ხოვრებელი კომპლექსების სიმრავლე და მასში მცხოვ-
რები იმ ადგილობრივი გვარების ავტოქტონურობა, რომ-
ლებიც დღემდე მიმაგრებული არიან თავიანთი გვარის
მიერ აშენებულ უძველეს საგვარეულო ტაძრებს. აღნიშ-
ნული ტაძრები და კოშკები ამ გვართა მიერ უმეტესად
IX-XIII საუკუნეებშია აშენებული, მოხატული და მათ
მიერვე ყველა საღვთისმსახურო ინვენტარით დაკომპლექ-
ტებული. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი საკმაოდ ძვი-
რადღირებული პროცესია. ეს რეგიონი კი ტრადიციულად
არ გამოირჩევა შესაბამისი მატერიალური დოვლათის
ფლობით. ასეთი საინტერესო მოვლენა სათანადოდ არ
არის გამოკვლეული და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თვით
საკითხიც არ არის სათანადოდ დასმული.
7
სვანეთის ისტორიულ საბუთებს, რომლებიც თემის
განსახილველად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსაყენებე-
ლი წყაროა, ვრცელი ნაშრომი მიუძღვნა ვ. სილოგავამ
[სილოგავა ვ. თბ. 1986 წ.]. გარდა იმისა, რომ აღწერილი,
დათარიღებული და გაშიფრული აქვს აღნიშნული მინაწე-
რები, ავტორს ასევე სრულყოფილად აქვს გაანალიზებუ-
ლი იმდროინდელი ყოფა. აღნიშნულ ნაშრომში აღწერილ
მინაწერებს შორის, სვანეთის მკვლევრებისთვის მნიშვნე-
ლოვანი საბუთებია 61-ე, დაწერილი სეტის მთავარმოწამე
საყდრის შვილთა [სილოგავა ვ. 1986 წ. გვ.155]; me-12 საბუ-
თი, წიგნი ალექსანდრე მეფისა სვანთა მიერ ჯაფარიძეთა
სასისხლოს გადახდაზე - 1503 წ. [იქვე, გვ.112]; მე-15 საბუ-
თი, დაწერილი მეჭურჭლე მიქაელ კუჭაიძისა ბალსზემო
სვანეთის ხევისადმი [იქვე, გვ.115]; ადიშის ოთხთავის №3
მინაწერი ნიკოლაოს ჯუმათის მამასახლის-ყოფილისა [იქ-
ვე, გვ.48] და სხვა მრავალი საბუთი, რომელთა ანალიზით
იკვეთება სვანეთის ყოფა და დღეს არსებული გვარების
სიძველე. კვლევებისთვის დიდად სასარგებლოა არსებუ-
ლი ფოტომასალაც, რომლის ავტორებიც არიან ვიტორიო
სელა - იტალიელი ფოტოგრაფი და მთამსვლელი; დიმიტ-
რი ივანეს ძე ერმაკოვი - რუსი ფოტოგრაფი, ორიენტალი-
სტი და ეთნოგრაფი. ასევე სხვა ფოტოგრაფებიც, რომელ-
თა ფოტოების მოპოვებაც ბევრ დამატებით ფაქტს მოჰ-
ფენს ნათელს. ვიტორიო სელას მიერ სვანეთში გადაღე-
ბული, მისივე არქივში არსებული 800-მდე გაუმჟღავნე-
ბელი ნეგატივი ელოდება დღის სინათლეს, რომელიც კი-
დევ უფრო გაამდიდრებს ისტორიულ თვალთახედვას სვა-
ნეთზე. არსებული ფოტოების ანალიზი ნათლად წარმო-
გვიდგენს ძველი სვანეთის გადაღების მომენტში შემორ-
ჩენილ კოლორიტს, რომელმაც ასეთი დიდი სისწრაფით
იწყო არასასურველი ფუნქციონალური რღვევა, ჯერ კი-
დევ რუსეთის იმპერიის შემოსვლის დროს, XIX საუკუნის
8
მეორე ნახევარში (მცირე მასშტაბებით), ხოლო XXI საუ-
კუნის დასაწყისში ამ პროცესმა კატასტროფული სახე მი-
იღო. სვანეთის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწ-
ვდიან სხვადასხვა დროის მოგზაურები: XIX საუკუნის
ისტორიკოსი, სასულიერო პირი, ფილოსოფოსი, ბერი ბა-
ქრაძე (ალექსი ბაქრაძე); ივანე ბარტოლომეი - რუსი არქე-
ოლოგი და ნუმიზმატი, გენერალ-ლეიტენანტი, პეტერბურ-
გის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. მან თავისი დიპლო-
მატიური მისიით მოგზაურობა აღწერა წიგნში „მოგზაუ-
რობა თავისუფალ სვანეთში“; გრაფინია-პროსკოვია უვაროვა
1853 წ. [Поездка в вольную Сванетию; Кавказ, Путевые за-
метки]; ე. თაყაიშვილი - არქეოლოგიური ექსპედიცია
ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს; ბარდაველიძე ვერა -
„ქართველ ტომთა უძველესი სარწმუნოება და საწესო
გრაფიკული ხელოვნება“. თბილისი 1957 წ. [Древнейшие
религиозные верования и обрядовое графическое
искусство грузинских племен В. В. Бардавелидзе.
Редактор: Г. С. Читая. Академия Наук Грузинской ССР ;
Институт Истории имени И. А. Джавахишвили.];
დეკანოზები იოანე და გიორგი მარგიანები, და სხვა.
წინარე პერიოდის სვანეთის ისტორიისთვის ერთ-ერ-
თი საუკეთესო ნაშრომია დავით მუსხელიშვილის „საქარ-
თველო IV-VIII საუკუნეებში“. ეს სახელმძღვანელო ღირე-
ბულია მისი თანაავტორების ისტორიულ-გეოგრაფიული
თვალთახედვით და ამ საკითხში მათი დიდი კომპეტენ-
ციით.
-------------------------------
2. სვანეთის ზოგადი ისტორიული მიმოხილვა, I- IX
სს.
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე ასე აღწერს სვანების
ადგილმოსახლეობას I ს-ში, სტრაბონის მიხედვით:
9
„სვანები დიდი ტომია - 200 000 მებრძოლი ჰყავთ.
ესაა ყველა ბრძოლისუნარიანი მამაკაცი, რაც შესაძლოა
იყო მთელი მოსახლეობის მესამედი ან მეოთხედი, ანუ
სვანების საერთო რიცხვი ნახევარ მილიონზე მეტი ყოფი-
ლა. ასეთი მრავალრიცხოვანი ხალხი, ცხადია, მცირე ტე-
რიტორიაზე ვერ იცხოვრებდა. სად ცხოვრობდნენ სვა-ნები?
დიოსკურიის მაღლა მდებარე მთებთან, კოლხების მაღლა,
ცხოვრობდნენ ასევე ქვეყნის სიღრმეში - მთიელი ტომების
მეზობლად. დიოსკურია - ჩვენი კვლევით, ტრა-პეზუნტის
მხარეს მდებარეობდა, ოფრიზეს ქვემოთ. მისი სანაპირო
ვიწრო ზოლის მაღლა მთებში ჩანს ქალდების,
ტიბარენების, მესხების რეგიონში, კოლხების მაღლა ცხო-
ვრობდნენ სვანები. შემდეგდროინდელ შავშეთ-აჭარა-გუ-
რიის მთიანეთში მცხოვრებთაც, ჩანს იმ დროს, სვანების
სახელით იცნობდნენ. მაშასადამე, სვანები ცხოვრობენ რი-
ონის ხეობიდან ვიდრე ოფრიზემდე (დიოსკურიამდე).
ცხადია, დაახლოებით 0,5-0,8-მილიონიანი ხალხი მცირე
ტერიტორიაზე ვერ მოთავსდებოდა. ბუნებრივია, ისინი
თანამედროვე სვანეთშიც ცხოვრობდნენ. მათ ქვეყანაში
ჩამოჰქონდა მდინარეებს ოქროს მარცვლები დასავლეთის
იბერიის მსგავსად, და მათაც იბერებს უწოდებენო, წერდა
სტრაბონი. ასეა თუ ისე, იბერია დასავლეთ საქართველოს
ერქვა, რადგანაც იქ მცხოვრებ ისეთ დიდ ტომს, რო-გორიც
იყვნენ სვანები - ზოგიერთი ძველი ისტორიკოსი იბერების
სახელითაც იცნობდა.
სტრაბონის ეს ცნობა ეთანადება ჩვენს ეროვნულ
წყაროს - „ქართლის ცხოვრებას“, რომლის ცნობითაც ეგ-
რისი ანუ დასავლეთ საქართველო ფარნავაზის შემდეგ
მუდამ ქართლის სამეფოს ნაწილს შეადგენდა და მას ქარ-
თლი ანუ იბერია ეწოდებოდა, აღმოსავლეთ საქართვე-ლოს
მსგავსად“ [ჯაფარიძე ა. 2011 წ. გვ.14 .]
10
„თ. ყაუხჩიშვილი თავის წიგნში - „სტრაბონის გეოგ-
რაფია“ წერს: „სტრაბონის ცნობით, კოლხები მოხსენებუ-
ლნი არიან არა იბერია ალბანიის გაყოლებაზე, არამედ
უფრო სამხრეთით - არმენიის გასწვრივ“ [ყაუხჩიშვილი თ.
1957 წ. გვ. 21].
ამავე მოსაზრებას, რომ კოლხები ცხოვრობენ არმე-
ნიელების და არა იბერების გასწვრივ, სტრაბონი სხვაგა-
ნაც იმეორებს. „ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ
იბერიელები და ალბანელები კოლხებს ზემოთ მაცხოვ-
რებლებად არიან გამოცხადებული“ [ყაუხჩიშვილი თ. 1957
წ. გვ. 21].
აქედან ჩანს, რომ კოლხეთი - იბერიის სამხრეთით
(სამხრეთ-დასავლეთით) მდებარეობდა. მართლაც, ის
მოიცავ-და (სტრაბონის ცნობითვე) ტრაპეზუნტის რეგი-
ონს, მიმართულს ჭოროხის ხეობისაკენ.
თავის თხზულებაში სტრაბონი დაბეჯითებით და რამ-
დენჯერმე იმიტომ უთითებს მდინარე ფასისის სათავის
არმენიასთან სიახლოვეზე, რომ მას ფაზისად მიაჩნია მდ.
ჭოროხი. მხოლოდ ასეთი განლაგების შემთხვევაში აღმოჩ-
ნდება კოლხეთი იბერიის სამხრეთ-დასავლეთით, ხოლო
იბერია კი მის „ზემოთ“.
თინათინ ყაუხჩიშვილი კვლავ უბრუნდება ამ საკითხს
და წერს: „სტრაბონის მეორე რიგის ცნობებში კოლხიდა
ისეა განსაზღვრული, რომ ის აღმოსავლეთითაა კაპადო-
კიისაგან, ერთ ხაზზეა არმენიასთან და იბერია და ალბა-
ნია მასზე უფრო ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობენ“
[სტრაბონის გეოგრაფია, 1957 წ. გვ. 283].
აშკარაა, რომ სტრაბონის ამ ცნობების მიხედვით, კო-
ლხიდა მდებარეობდა არა „იბერიის გასწვრივ“ ე.ი. დასავ-
ლეთ საქართველოში, არამედ „არმენიის გასწვრივ“ ტრა-
პეზუნტ-ჭოროხის რეგიონში, ანუ ისტორიული საქართვე-
ლოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. რადგანაც კაბადოკი-
11
ასთან კავშირშიც ახსენებს სტრაბონი კოლხეთს, ჩანს, მი-სი
ერთი ნაწილი ტრაპეზუნტის დასავლეთითაც მდება-
რეობდა.“ [ჯაფარიძე ა. 2011 წ. გვ. 3].
უფრო მოგვიანებით, IV საუკუნის დასაწყისში, რომ-
ის იმპერიამ ფაქტობრივად ორ - დასავლეთ და აღმოსავ-
ლეთ ნაწილად დაყოფა დაიწყო. კონსტანტინე კეისრის
მმართველობით [306-337 წწ.], იმპერიის დედაქალაქმა 330
წელს ბოსფორის სრუტესთან არსებულ ქალაქ ბიზანტი-
ონში დაიდო ბინა და ამ დროიდან, მეცნიერების მიერ,
იმპერია ბიზანტიად იწოდება [მუსხელიშვილი დ. 2003 წ.
გვ.5]. ამავდროულად, ხდება სასანიდური ირანის იმპერიის
ზრდა და მისი საზღვრების დაახლოება ბიზანტიასთან.
ბუნებრივად იწყება მათ შორის დაპირისპირება სასაზ-
ღვრო ტერიტორიების გამო, რომლებშიც ამიერკავკასია და
მათ შორის საქართველოც მოექცა. IV საუკუნის ბოლოს,
სპარსეთის მეფე შაბურ II შემოიჭრა ქართლის სამეფოში.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა სპარსეთმა ქართლის სამე-
ფო დაიქვემდებარა [იქვე, გვ.55]. 373 წლისთვის, ამ ორ
იმპერიას შორის, ქართლის სამეფო ორად განაწილდა:
დასავლეთი (ეგრისი) - რომს, აღმოსავლეთი კი ირანს ერ-
გო [იქვე, გვ.60].
VI საუკუნის ისტორიკოსის, მენანდრე პროტექტორის
ცნობით, ბიზანტიის არქივში არსებობდა სია ეგრისის
მეფეებისა, რომლებიც სვანებს მმართველებს უნიშნავდენ.
ეს ნუსხა IV საუკუნის ბოლოდან V ს-ის 90-იან წლებამ-
დეა [მუსხელიშვილი დ. 2003 წ. თბ. გვ.160მ].
ამ დროის ეგრისის სამეფო მთელ დასავლეთ საქარ-
თველოს მოიცავს - კავკასიონიდან ტრაპიზონამდე და
მდინარე ფსოუდან ლიხის ქედამდე. ჩრდილოეთით სა-
ზღვარი კავკასიის ქედზე გადის. ლიხის ქედი და კავ-
კასიონი ეგრისის შემადგენლობაში მყოფი სვანეთის ტე-
რიტორიის საზღვარიცაა. [Geographie de Moise de Corene d
12
après Ptoimee. 1881 წ. გვ.27]. ეგრისის მეფეების და სვანთა
ურთიერთობების შესახებ ბიზანტიური წყაროების მიხედ-
ვით, სვანეთი ისეთივე ნაწილია ეგრისისა, როგორც აფ-
შილეთი და მისიმიანეთი. ორივე ამ ტომს სვანებად მო-
იხსენიებენ [ყაუხჩიშვილი ს, 1936 წ. მისიმიანთა ტომი:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები,Iგვ. 275-
280];
321
[მუსხელიშვილი დ. აფშილთა ეთნიკური კუთვნილე-
ბის საკითხისთვის. ჟურნალი „არტანუჯი“№10, 2002წ. თბ.]
მისიმიანთა ერთ-ერთ ციხეს „სგიმარის“ ციხე ჰქვია, სვა-
ნურად - მჟავე წყალი. ასევე აფშილეთის ცენტრთან, წებე-
ლეს მახლობლად, „ფუსტის’’ ციხეა (სვანურად - მთავრის)
[მუსხელიშვილი დ. 2003 წ. გვ.112,გვ.110] სვანებთან
ეგრისის მეფეების ურთიერთობა მაინც განსხვავებულია.
ამ განსხვავებაზე მიუთითებს პროკოპი კესარიელი, წერს
რა სვანებსა და ლეჩხუმელებზე ერთად. „ეს ტომები ლაზ-
თა ქვეშევრდომები არიან. იქაურ მაცხოვრებლებს მთავრე-
ბად ჰყავთ თვისტომთაგანნი, ხოლო როდესაც მთავარს
აღსასრულის დღე მიადგება, მათ ჩვეულებრივ მეორე
მთავარი ენიშნებათ ლაზთა მეფის მიერ.“ [პროკოპი კე-
სარიელი „გეორგიკა“, II ტ. 1965 წ. თბ. გვ. 126-127].
ლაზთა მეფეს უნდა „გაეგზავნა სვანთა მთავრობის
ნიშნები ვისთვისაც უნდოდა, მხოლოდ ის სვანი უნდა ყო-
ფილიყო“ [მენანდრე პროტიქტორი. „გეორგიკა“ III ტ. 1936
წ. თბ. გვ.224]. ეს არ არის აუცილებელი პირობა სხვა
ტომების შემთხვევაში. მიუხედავად სვანთა
ქვეშევრდომობისა და მათ მიერ ბეგარის გადახდისა,
სვანებს პურით და სხვა მათთვის აუცილებელი
პროდუქტით (ღვინო, მარილი და სხვ.) ეგრისის მეფე
ამარაგებდა [მენანდრე პროტექტორი „გეორგიკა“, III ტ.
1936 წ. გვ. 214]. ეგრისელები თვითონ ყიდულობდნენ ამ
13
პროდუქტებს სხვა ქვეყნებში [პროკოპი კესარიელი,
„გეორგიკა“ 1965 წ. გვ. 73,74,96]. უეჭველია, რომ სვანთა
თვითმყოფადი ტომიც მოიაზრება ლაზების იმ
სახელმწიფოს შემადგენლობაში, რომლის ღირსებებსაც
ჩვენთვის ასე სასიამოვნოდ აღწერს რომაელი აგათა სქო-
ლასტიკოსი: “ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენენ ლა-
ზები და სხვა ძლიერ ტომებსაც მბრძანებლობენ; ამაყო-
ბენ კოლხთა ძველი სახელით და ზომაზე მეტად ქედ-
მაღლობენ, შესაძლოა არცთუ ისე უსაფუძვლოდ. იმ ტო-
მებს შორის, რომლებიც სხვა სახელმწიფოს ექვემდებ-
არებიან, მე არ მეგულება არც ერთი სხვა ესოდენ სა-
ხელგანთქმული მორჭმული, როგორც თავისი სიმდიდ-
რის სიუხვით, ისე ქვეშევრდომთა სიმრავლით, როგორც
თავისი მიწაწყლის სიჭარბით და მოსავლიანობით, ისე
ხასიათის სილამაზითა და სიცქვიტით... ისინი უკვე არც
ბარბაროსები არიან, არც ბარბაროსულ ცხოვრებას ეწე-
ვიან, არამედ რომაელებთან კავშირის წყალობით თავიან-
თი ცხოვრებისათვის სახელმწიფოებრივი და კანონითი
სახე მიუციათ. [აგათა სქოლასტიკოსი, „გეორგიკა’’,1936 წ.
გვ.50-51].
IV საუკუნეში ქრისტიანობა, როგორც სახელმწიფო
რელიგია, შემოდის ქართლში და ასევე ეგრისში [მუსხე-
ლიშვილი დ. საქართველო IV-VIII სს. გვ.127; ანალიზი გა-
კეთებულია ნ. ლომაურის მიმოხილვის საფუძველზე. ლო-
მოური ნ., დასავლთ საქართველო [ეგრისი] IV-V სს., სინ, II
გვ. 170-188; ЛОМОУРИ Н.Ю. ЗАПАДНАЯ ГРУЗИЯ-ЭГРИСИ
[ЛАЗИКА]В IV-V ВВ.ОИГ, II,СТР.122-140]. ქალკედონური
კრების შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში საბოლოოდ მკვიდრდება
მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომელიც განმსაზ-
ღვრელი ფაქტორი ხდება ქართველთა პოლიტიკური და
კულტურული განვითარების, ასევე საფუძველი ხდება
ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანებისა.
14
ახლადშემოსული რელიგია არ დარჩენილა ბერძ-
ნულენოვნად. ქართულმა ასომთავრულმა დამწერლობამ
საფუძველი შეუქმნა საეკლესიო და საერო მწერლობას, რაც
ქართული სახელმწიფოს მაღალი კულტურული დონის
მაჩვენებელია. ამან კიდევ უფრო გაამყარა აგათა სქოლას-
ტიკოსის ცნობა ლაზების შესახებ.
სვანები დასავლეთ საქართველოში ყველაზე მეტად
იბერიზებული ტომია და ეს მოსაზრება კიდევ უფრო
მტკიცდება V საუკუნის მეორე ნახევარში. ჩვენი ქვეყნის
ისტორიის ეს მონაკვეთი ვახტანგ გორგასლის ეპოქად
იწოდება.
მირდატის გარდაცვალების შემდეგ, სავარაუდოდ,
ქართლი იმართება დაობლებული 7 წლის ვახტანგის დე-
დის, საგდუხტის მიერ. რანის და მოვაკანის სპარსელი
ერისთავის, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მარზპანის, ბარ-
ზაბოდის ამ ქალიშვილის მმართველობის პერიოდში გაძ-
ლიერდა ირანის გავლენა ქართლში [მუსხელიშვილი დ.
2003 წ. გვ.143]. 373 წლიდან აღნიშნულ დრომდე ქართლი
ორ - აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილადაა გაყოფილი,
ხოლო სამხრეთ-დასავლეთი პროვინციები მათ მიერ არ
კონტროლდება. იწყება ვახტანგის დაუღალავი ბრძოლა
ქვეყნის კონსოლიდაციის და საქართველოს ეკლესიის და-
მოუკიდებლობის მოპოვებისათვის.
შაჰინშაჰ პეროზს (459-484 წწ.) ახლდა ახალგაზრდა
ქართველი მეფე ჰუნ- კიდარეტებთან ომში [მუსხელიშვი-
ლი დ. 2003 წ. გვ.146]. რვა წელიწადი დაჰყო აღმო-
სავლეთში ვახტანგმა. იქიდან, სავარაუდოდ, 466 წელს
უნდა დაბრუნებულიყო, როცა ამიერკავკასიას, ჩრდილო-
ეთ კავკასიელ მომთაბარე სხვა ტომებთან ერთად,
დარიალის მხრიდან ჰუნ-სარაგურთა ტომი შემოესია.
უდიდესი სამხედრო გამოცდილებით დაბრუნებულმა
ვახტანგმა ილაშქრა დარიალზე, განდევნა მტერი და „შექ-
15
მნა კარნი ოვსეთისანი“ [ქართლის ცხოვრება, I ტ. 1955 წ.
თბ. გვ.156]. ჩრდილოეთიდან ქართლის უსაფრთხოების
შექმნის შემდეგ, იგი გადავიდა აფხაზეთში ანუ დასავ-
ლეთ საქართველოში. [ქართლის ცხოვრება, I ტ. 1955წ. თბ.
გვ.157].
IV საუკუნის მეორე და V საუკუნის პირველ ნახევარ-
ში, გუბაზ მეფის დროს, ეგრისი ძლიერ დასუსტებულია.
თუ ადრე ეგრისის სამეფოში მთელი ჭანეთი თავის
ზღვისპირეთიანად შედის [Армянская география VII
века,1877, გვ.16], 465 წლისათვის ეს საზღვარი დღევან-
დელ ხოფასთანაა. ცოტა უფრო ადრე, მდინარე ლაღიძგას
და მდინარე კოდორს შორის არსებული ტერიტორიაც ბი-
ზანტიას მიუტაცია [მუსხელიშვილი დ. 2003 წ. გვ.152]. ამ
პერიოდში სვანთა და ლაზთა შორის ომი მიმდინარეობს -
ახლო წარსულში ლაზთა მიერ სვანებისთვის წართმეული
ციხეების დასაბრუნებლად, რომელშიც ამ უკანასკნელებს,
მათივე თხოვნით, იბერები და სპარსელებიც ეხმარებიან
[მუსხელიშვილი დ. 2003 წ. გვ.156]. სავარაუდოდ, 466 წლის
სვანების აჯანყება ლაზების წინააღმდეგ ვახტანგის ინსპი-
რირებული უნდა ყოფილიყო [ბოგვერაძე ა. პრისკე პანიო-
ნელის ერთი ცნობის შესახებ, ივ. ჯავახიშვილის დაბადების
100 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული, თბ., 1976წ.
გვ.197].
ექვთიმე თაყაიშვილი წერს: ბარტოლომეის აზრით,
ერთ-ერთ წარწერაში მოხსენებულ ვახტანგის სახელს მი-
უცია საბაბი ლეგენდისთვის, რომელიც მოჰყავს ვახუშტი
ბატონიშვილს: სვანეთში ინახებოდა ძვირფასი კანკელი
მცხეთის ეკლესიისა, რომელიც ვახტანგ გორგასალს უნდა
ჩამოეტანა ინდოეთიდან. ვახუშტი წერს: „ოდიშის აღმო-
სავლეთით არის ეცერი (ეწერი). აქა არს ეკლესია სვეტად
(სეტად) წოდებული, სახიზარი სვეტიცხოველის სამკაულ-
საუნჯისა, რომელსა შინა იტყვიან სვეტის ცხოველის კან-
16
კელს ყოფას დღესაცა, რომელი მოიღო გორგასალ ინდო-
ეთიდამ, წითლის იაგუნდის ქმნილი.“ ბერი ბაქრაძეც იშვ-
ელიებს ვახუშტის სიტყვებს: „სოფელსა სვანეთისა ბეჩოს
უწოდებენ, ეკლესიასა მათსა, სეტისას, რომელსა შინა და-
ხიზნული ყოფილა კანკელი მცხეთის ეკლესიისა (რომე-
ლიცა მოუტანია კანკელი იგი ძვირფასი თვლებისა
ინდოეთით ვახტანგ მეფეს გორგასლანს...“ [თაყაიშვილი ე.
1930 წ. პარიზი. გვ.195]. მიუხედავად იმისა, რომ უცნობია
კანკ-ელის სვანეთში მოხვედრის დრო და გარემოება, ეს
მოვლენა გორგასლის სვანეთთან ახლო ურთიერთობის
ერთ-ერთ ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს.
ბიზანტიის იმპერიის მოუცლელობამ, რომელიც გარ-
კვეული ისტორიული პირობებით იყო განპირობებული,
ვახტანგ მეფეს საშუალება მისცა, დაეწყო მთელი დასავ-
ლეთ საქართველოს შემოერთების სამწლიანი პროცესი,
რაც 469 წელს წარმატებით დაასრულა [გოილაძე ვ. ვახტანგ
გორგასალი და მისი ისტორიკოსი 1991 წ. თბ. გვ.100]. ამრი-
გად, V საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს, ეგრისი უერ-
თდება ქართლს - მარგვის, თაკუერის, შიდა ეგრისის და
სვანეთის საერისთავოებად. აქედან პირველი მათგანი IV
საუკუნის ბოლოს ეგრისის მიერ მიტაცებულად ითვლება
და ჩვეულებრივ შეუერთდა ქართლს, ხოლო შიდა ეგრისს
და სვანთა ერისთავს სანქციით თვით შაჰი ნიშნავს (ჯუ-
ანშერის მიერ დასახელებული სიმნაღირი) [მუსხელიშვი-
ლი დ. 2003 წ. თბ. გვ.161-162]. ვახტანგი უბრუნებს ქარ-
თლის სამეფოს კლარჯეთს, აჭარას, სამცხეს და არტაან-
ჯავახეთს, ჩრდილო-დასავლეთ საზღვრით, მდინარე კელა-
სურამდე [მუსხელიშვილი დ. 2003 წ. თბ. გვ. 163].
ვახტანგის დროს ქართლი თითქმის მთელ დასავ-
ლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს აერთიანებს. ჯუან-
შერს ჩამოთვლილი ჰყავს მთავრები ცხრა სამხედრო ად-
მინისტრაციული ერთეულისა. ეს მთავრები არიან არა
17
ეთნიკური პრინციპით მმართველები, არამედ მათი მმარ-
თველობა დამყარებულია ლაშქრის ორგანიზაციის პრინ-
ციპზე [მუსხელიშვილი დ. იქვე, გვ. 164]. მათ შორისაა
სიმნაღირიც - ერისთავი შიდა ეგრისისა და სვანეთისა.
ვახტანგის დროს ხდება დიოფიზიტი ეპისკოპოსის,
მიქაელის ქართლიდან გაძევება და კუთვნილი ავტო-
კეფალიის სამართლიანად მოპოვება. ქვეყანა დაიყო საე-
პისკოპოსოებად და დადგინდა კათოლოკოსი. ამ დროს არ
არის ცნობილი, რა მდგომარეობაა დასავლეთ საქართვე-
ლოს ეკლესიაში. მხოლოდ VI საუკუნის ბოლოს და VII
საუკუნის დასაწყისში ჩანს ფაქტი, როცა ხდება კირიონის
მიერ გუგარეთისა და ეგრისის მთავარეპისკოპოსის ხელ-
დასხმა [იოანე დრასხანკერტელი, 1937 წ. გვ.9] წინანდელ
წესთა მაგალითისამებრო, აღნიშნავს ავტორი. რადგან VI
საუკუნის პირველ ნახევარში, ირან-ბიზანტიის ომის
დროს, ეს მოვლენა წარმოუდგენელია, „წინანდელში“ მო-
სააზრებლად რჩება მხოლოდ V საუკუნის მეორე ნა-
ხევარი. ეს არის სავარაუდო დრო, როდესაც ქართულ
მართლმადიდებლურ ეკლესიას ავტოკეფალია უნდა მიეღო.
ირანის ვასალობაში მყოფმა ვახტანგ გორგასალმა მო-
ახერხა ბიზანტიასთან პოლიტიკური მორიგება და სავა-
ჭრო-პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენა. ამ დროს
აშენდა თბილისი, უჯარმა და მრავალი ტაძარი; მოხდა
საეკლესიო მსახურებისთვის იერუსალიმური ლიტურგიკის
შემუშავება, რომელმაც X ს-მდე, ბიზანტიიდან შემოსული
ლიტურგიკის დამკვიდრებამდე იარსება.
გეგმაზომიერად გატარებული საშინაო და საგარეო
პოლიტიკისა და ავტოკეფალიის მოპოვების შედეგად,
პეტრე კათალიკოსის მწყემსმთავრობით, მივიღეთ ერთმორ-
წმუნე, ავტოკეფალური ეკლესიის მქონე ერთიანი ქარ-
თული სახელმწიფო. ასე რომ, გორგასლისეული საქარ-
თველო არის ერთიანი ქრისტიანული სახელმწიფო,
18
შემოერთებული მთით და ერთმორწმუნე ეკლესიით
გაერთიანებული.
„523 წელს, იუსტინეს მეფობის დროს, „ლაზთა მეფე
წათი გაჯავრდა და ჩამოშორდა სპარსეთს...“ [“გეორგიკა“ III
ტ. იოანე მალალა, 1936 წ. თბ. გვ. 263-264]. „მივიდა იუსტინე
მეფესთან ბიზანტიონში, გამოაცხადა თავი მის მორჩილად და
სთხოვა, ლაზთა მეფედ მაკურთხეო. მეფემ მიიღო ის და
აკურთხა“ [„გეორგიკა“ IV ტ. თეოფანე ჟამთააღმწერელი, 1941
წ. თბ. გვ.77-78].
ამავე წელს დასავლეთ საქართველო გამოეყო ქართლს
და თავისი სახელმწიფო ჩამოაყალიბა. მხოლოდ სვანები,
რომლებიც ჯერ კიდევ V საუკუნის 60-იან წლებში
გამოეყვნენ ლაზებს, 523 წელს კვლავ ქართლის შემადგენ-
ლობაში არიან. 530 წელს ისინი სპარსელების მხარეს,
რომაელების წინააღმდეგ მებრძოლთა სიაში არიან მოხ-
სენიებული [“გეორგიკა“ II ტ. პროკოფი კესარიელი, 1965 წ.
თბ. გვ.55].
როგორც ვხედავთ, IV-VI საუკუნეებში, არც ლაზთა
სამეფოს (ეგრისის) დომინირების და არც ვახტანგ გორ-
გასლის ეპოქაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს
არ ჩაუვლია სვანთა, როგორც თვითმყოფადი რეგიონა-
ლურ-ეთნიკური ერთეულის თანამონაწილეობის გარეშე.
ისინი მჭიდროდ ესაზღვრებიან აღმოსავლეთიდან
ქართლს, ჩრდილოეთიდან კავკასიის მესაზღვრეები არიან,
ხოლო სამხრეთში ეგრისს საზღვრავენ მარგვის ტერიტო-
რიასთან არსებული ციხე-სიმაგრეებით. სვან-ეგრისელთა
პოლიტიკურ ურთიერთობებში ეკონომიკური ურთიერთო-
ბის წილის ზრდა იკვეთება. ამ ურთიერთობის გაფარ-
თოება-გაძლიერება სვანეთის მიმართულებით ხდება
ლაზების მონათესავე „მეგრთა“ ტომის ანუ მეგრელთა
მიერ [Меликишвили Г. 1959 წ. გვ.382]. იმ დროისთვის
მეგრელები სახლობდნენ დღევანდელი სამეგრელოს ტერი-
19
ტორიაზე და ქვემო იმერეთში ანუ შიდა ეგრისში [მუს-
ხელიშვილი დ. 2003 წ. გვ.105].
IV-VI საუკუნეებში სვანების გავლენა, სავარაუდოდ,
ქუთაისი - სკანდა - შოროპანი - როდოპოლისის გრძივის
ჩრდილოეთით ვრცელდება; ყოველ შემთხვევაში, ეს ტერი-
ტორია მათი კონტროლის ქვეშაა და ამ დროს აღნიშნულ
ტერიტორიაზე სხვა ქართული ეთნიკური ერთეული არ
ფიქსირდება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მათ სამხრეთი-
დან ლაზთა, იგივე მეგრთა ტომები საზღვრავენ ზემოთ
მითითებულ ტერიტორიებამდე. ზემო ეგრისი ანუ მარგვი
არის ის ტერიტორია, რომელიც იბერიისთვის დასავლეთ
საზღვარს წარმოადგენს. სვანთა და ლაზთა ტრადიციუ-
ლი საზღვარიც ამ ადგილებში უნდა გადიოდეს. წართმე-
ული ციხეები, მარგვი (არგვეთი) კი საზღვრის ჩრდილო-
ეთით ანუ სვანთა მხარესაა.
VIII საუკინიდან (740 წ.) ჩნდებიან უკვე არგვეთის
მთავრები, წმინდანები - დავითი და კონსტანტინე. არსე-
ბობს მოსაზრება, რომ ისინი ბაღვაშთა ოჯახს მიეკუთ-
ვნებიან და თუ გავითვალისწინებთ მათ გარდაცვალებასა
და ბაღვაშთა ამ ადგილას გამოჩენას შორის დროის
სიმცირესა და ისტორიული მოვლენების განვითარებას, ეს
მოსაზრება არ უნდა იყოს საფუძველს მოკლებული. ამ
პერიოდში გვარების ფორმირების პროცესი ჯერ კიდევ არ
არის აქტიურად დაწყებული და თვით ბაღვაშნი (ბაღვაში
სვანურად ძლიერ, უაღრესად შეძლებულ კაცს ნიშნავს) არა
გვარს, არამედ დიდ თემურ ოჯახს წარმოადგენენ.
მხეიძე-მხეციძე ფეოდალური გვარი კი საქართველოს
ისტორიაში XV საუკუნიდან ჩნდება. ბაღვაშების მიერ
სამოსახლოდ ამ მიდამოების შერჩევა, სავარაუდოდ, რკინის
დამუშავებისთვის აუცილებელი მადნეულის არსებობამ
გამოიწვია, რაც ასე მრავლადაა იმ მხარეში (დღევანდელი
საჩხერე-ჭიათურის რაიონი). სამჭედლო საქმიანობით
20
დაკავება, ბუნებრივია, იმდროინდელი საომარი აღჭურ-
ვილობის მქონე ადამიანური რესურსის ფლობას გულის-
ხმობს. ეს კი უდავოდ გვარის და მისი მმართველობის
ქვეშ მყოფი რეგიონის მზარდი სიძლიერის ნიშანია, რაც
გამოაჩინა კიდეც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ.
---------------------------------
3. სვანეთის ტაძრები IX-XIII საუკუნეებში და მათი
უეცარი აღმშენებლობა
სვანური საგვარეულო ტაძრების სიმრავლით ლატა-
ლის თემი გამოირჩევა. აქ შვიდ ათეულამდე საძვალე და
სამლოცველოა განთავსებული. ტაძრების უმრავლესობა,
საგვარეულო კოშკებთან ერთად, IX-XI საუკუნეებშია აგე-
ბული, ძირითადად იმ გვარების მიერ, რომლებიც დღე-
საც ამ ტაძრების მოკილები ანუ გასაღების მფლობელები
არიან. [იხ. ლატალის თემში გვარები და მათი კუთვნილი
ტაძრები, ცხრ. №37].
მესტიაში: ჩართოლანები - ლეხთაგის წმ. ღვთის-
მშობლის შობის სახელობის ტაძარი; ხერგიანები - ლეხ-
თაგი -იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარი; მარგიანები -
ლანჩვალის მთავარანგელოზის ტაძარი; ფალიანები, ნიგუ-
რიანები, მჭედლიანები და რატიანები - წმ. გიორგის
ჯგრააგის ტაძარი სეტში; კახბერიძეები - ფუსდის
მაცხოვრის სახელობის ტაძრის გვარები არიან. ასევეა მუ-
ლახში, იფარში, კალაში, უშგულში, ბეჩოში, ეცერსა და სხვა
თემებში. ტაძრები და კოშკები კონკრეტული გვარის ან
გვარების განსახლების არეალში შენდებოდა, მათ მიწაზე
და მათივე სახსრებით. მათ მიერვე ხდებოდა ამ ტაძრების
დამშვენება ჯვარ-ხატებით, ოთხთავებით და სხვა ხელ-
ნაწერი წიგნებით; ასევე ბარძიმ–ფეშხუმით და ღვთის-
მსახურებისთვის საჭირო ყველა ნივთით. გამორჩეული
21
მხატვრების მიერ, გვარისვე სახსრებით, იხატებოდა
ტაძრები. ამშენებელი გვარები იწოდებოდნენ კონკ-
რეტული ტაძრის გვარებად, ხოლო ის გვარი, ვის მიწა-
ზეც შენდებოდა ტაძარი, ხშირად ითავსებდა მეკლიტუ-
რის, იგივე მოკილის ფუნქციებს.
XI საუკუნეში სვანეთში აგებული ტაძრებიდან სეტის წმ.
გიორგის ტაძარი გამორჩეულია თავისი მნიშვნელობით, რო-
გორც არქიტექტორული თვალსაზრისით, ისე მოცულობით
(მისი სიგრძე-სიგანე 25X9მ-ია). მთელ სვანეთში ეს ერთად-
ერთი გუმბათიანი ტაძარი იყო, სადაც ინახებოდა ამ ტაძ-
რისთვის შეწირული, მთელი ხეობის სიძლიერის სიმბოლო -
დროშა ლემი. წმინდა გიორგის სალოცავს აგებისთანავე მიე-
ნიჭა სრულიად სვანეთის სალოცავის სტატუსი. შთამ-
ბეჭდავია ამ ტაძრის შემომწირველთა რანგი და შემოწი-
რული ძვირფასი ნივთების ჩამონათვალიც (მსგავსი დონის
სიმდიდრე არცერთ სვანურ ტაძარს არ გააჩნია).
მაცხოვრის ხატი ოქრო-ვერცხლით მოჭედილი; ასევე
წმ. გიორგის ხატი ოქროთი და ვერცხლით მოჭედილი;
ხის ჯვარი ოქრო–ვერცხლის ფირფიტებით შემკული; მთა-
ვარანგელოზის ოქროს ხატი, ღვთისმშობლის ხატი ოქროს
ბასმით მოცული; ხის ჯვარი; მაცხოვრის ორი ხატი,
ვერცხლით ნაჭედი (ზომებით 41–31 სმ. და 20–15 სმ.),
ვერცხლით წნული ჯვარი (25–26 სმ.), ხის სამწერობელი,
მოოქროვილი ვერცხლით შემკული ჯვრის სახით; მეორე
ვერცხლისტარიანი და ვერცხლითვე მოჭედილი ხის სამ-
წერობელი (44-45 სმ.); დროშა ლემი, მოოქროვილი
ვერცხლის ბუნიკით; ორი ვერცხლის დოქი - ერთი გიორ-
გი მესამის, მეორე კი, სავარაუდოდ, თამარ მეფის მიერ
შემოწირული; სამი ვერცხლის ჩაფი, იმერეთის მეფე
ბაგრატ V-ის და მისი მეუღლის, თამარ დედოფლის მიერ
შემოწირული; ვერცხლის სასანთლე, ბრინჯაოს საცეცხ-
ლური (სირიული); ალექსანდრე მეფის მიერ შემოწირული
22
დიდი და მცირე ზომის ორი ზარი, რიპიდები (სამღვდე-
ლო მსახურებისთვის გამოსაყენებელი ნივთი); ვერცხლის
სირინოზი, ჩამოსხმული საკმევლის შესანახი 41 სმ.
სიმაღლით; ვერცხლის ორი ბარძიმი; ჯვარცმის პატარა
ხატი ოქროსი, რომელიც სავარაუდოდ სახარების ყდის
ზედაპირია (თაყაიშვილმა ვერ მოიძია, შემდგომ ნიჟარაძემ
ჩამოუტანა თბილისში). ეს არის არასრული ჩამონათვალი
იმ საგანძურისა, რომელიც აღწერისა და შედარების შემ-
დეგ, უცვლელად და უდანაკარგოდ გადაეცა მუზეუმს XX
ს-ის 30-იან წლებში. მანამდე იგი ცხრა საუკუნის გან-
მავლობაში ინახებოდა ხან ტაძარში, ხან ამ ტაძრის გვართა
საგვარეულო კოშკებში, „ლელ-ჯგრააგის“ [სეტის წმინდა
გიორგის ტაძრის საგვარეულო საზოგადოება] მეთვალყუ-
რეობის ქვეშ.
ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, IX-X სს.-ის სვანეთში
არსებული ხატების ცხრა/მეათედი ადგილზევეა შექმნილი.
ხატების შეკვეთის სიმრავლემ გამოიწვია სვანური ხატ-
წერის და ჭედურობის თვითმყოფადი სკოლის ჩამოყა-
ლიბება. ე.წ. სვანური ხატწერის ჩამოყალიბებაში დიდი
როლი შეასრულა მეფის მხატვრების თანამონაწილეობამ.
ქტიტორი გვარისთვის ტაძრის დაკომპლექტების საქ-
მეში ერთ-ერთ მთავარ სიძნელეს სახარების შეძენა წარმო-
ადგენდა. ეს ძალიან დიდ სახსრებს მოითხოვდა. გარდა
ამისა, ხელნაწერი საეკლესიო წიგნები მხოლოდ გარკვე-
ულ სამონასტრო კერებში იქმნებოდა, უმეტესწილად ტაო-
კლარჯეთის სავანეებში. ჩვენდა სამწუხაროდ, სვანების
მიერ შესყიდული წიგნების უმრავლესობამ დღევანდე-
ლობამდე ვერ მოაღწია (ან არ არის გამოჩენილი). შემო-
რჩენილი საეკლესიო ხელნაწერი წიგნებიდან, მინაწერე-
ბის სიმრავლით მესტიის ოთხთავი გამოირჩევა. საყურად-
ღებოა აგრეთვე ადიშის ოთხთავზე არსებული მინაწერი,
რომელშიც კარგად ჩანს აღნიშნული წიგნების შესყიდვის
23
პროცესი - ნიკოლოზ ჯუმათის მამასახლის-ყოფილისა:
„სახელითა არსება-და[უბადებ(ე)ლისა], ყ(ოვლა)დ წ(მიდ)-
ისა ს(ა)მ(ე)ბისაითა, მ(ეო)ხ(ე)ბ(ი)თ[ა ყ(ოვლა)დ წმიდისა
ღმრთის მშობელისაითა, შეწევნითა და წყალობითა წმი-
დათა მთავარანგელოსთაითა, მეოხებითა და შეწევნითა
ყოველთა წმიდათაითა, მე ნიკოლაოს ოდესმე ჯუმათისა
მამასახლის-ყოფილმან, უღირსმან და სულითა საწყალო-
ბელმან, ფრიადითა ხარკებითა, აშენენ ღმერთმან კლარ-
ჯეთისა მონასტერნი, შევიარენ და შევკრიბენ წმიდანი ესე
წიგნნი; პირველად, წმიდაი ესე სახარებაი ოთხთავი, და
მრავალთავი, და ხელთკანონი, მამათა წიგნი და კითხვა-
მიგებაი. უმეტესად აღაშენენ ღმერთმან შატბერდი, ესე
ოთხთავი და ხელთკანონი“. [სილოგავა ვ. სვანეთის წერი-
ლობითი ძეგლები, 1986 წ. თბ.გვ. 48].
ადიშის ოთხთავი, 897 წ. მასზე XI საუკუნის მინაწერი,
№ ნომრით - 3. ვალერი სილოგავას აზრით, ნიკოლაოსის
მიერ კლარჯეთის ტაძრების შემოვლა შემთხვევითი არაა.
მისივე მოსაზრებით, აშკარაა, რომ იგი გარკვეული და-
ვალებითაა მივლინებული სვანი დამკვეთების მიერ,
სვანეთის ტაძრების მღვდელმსახურებისთვის ყველა საჭი-
რო წიგნის შესაძენად.
როგორც აღვნიშნეთ, ჯვარ-ხატების ოსტატები სვანეთ-
ში საკმაოდ არიან წარმოდგენილნი, ხოლო ხელნაწერი
წიგნების შეძენას ტაო-კლარჯეთში ცდილობენ სვანი ქტი-
ტორები. ამ დროისათვის საეკლესიო წიგნები გიორგი
ათონელის რედაქციამდელია. ამიტომაც შეელივნენ ტაოე-
ლი მამები, სხვა მრავალ ხელნაწერთან ერთად, ადიშის
სახარებას, კალის და ლატალის ლექციონარებს, წვირმის
და იელის იედიგარებს, ილარიონ იშხნელი ეპისკო-
პოსისთვის ოშკში 1033 წელს გადაწერილ, მდიდრულად
გაწყობილ მესტიის ოთხთავსაც, რომელიც ყველა დანარ-
ჩენისგან გამორჩეულია მინაწერების სიმრავლით და მათი
24
ისტორიული ღირებულებით. კარგად თუ დავაკვირდებით
ეკლესიების აღმშენებლობის ტალღას IX-XI საუკუნეების
სვანეთში, თვალშისაცემი ხდება ხარჯების მასშტაბები,
რომელიც გაღებული იქნა ცალკეული სვანური გვარების
მიერ.
ამ სახსრების მოძიება-შეგროვება სვანეთში გაკვირ-
ვებას იწვევს, ხოლო მოტივი - საკუთარი გვარის საც-
ხონებლად დიდი ოდენობით თანხების გაღება - იწვევს
უზომოდ დიდ სიხარულს. ამხელა სახსრები ხომ მათ
მრავალი წლის განმავლობაში ეყოფოდათ ოჯახების გამო-
საკვებად. საინტერესოა, რა პროცესები განაპირობებს ამ
პერიოდში სვანური მოსახლეობის მატერიალური მდგომა-
რეობის ერთდროულ გაუმჯობესებას, თუ გავით-
ვალისწინებთ, რომ ამ რეგიონის გეოგრაფიული მდება-
რეობა და მკაცრი კლიმატური პირობები არ იძლევა
საშუალებას ამ დონის ჭარბი მატერიალური დოვლათის
შექმნისა და დაგროვებისა. მაშ, საიდან გაჩნდა დროის ამ
მონაკვეთში ამდენი მატერიალური რესურსი, რომელიც
გადანაწილდა სვანთა შორის, მსგავსი ძვირადღირებული
აღმშენებლობის განსახორციელებლად?!
XI ს-ის დასაწყისში, ახალგაზრდა მეფე ბაგრატ IV-ის
მეფობის პერიოდში, მიმდინარეობს საქართველოს სრული
გაერთიანების პროცესი. ამ დროისთვის სვანეთის მოსაზ-
ღვრედ, ყველაზე ახლოს, სახლობენ ქართველ ფეოდალთა
შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მთავრები - ბაღ-
ვაშები. მათ მფლობელობაშია ვრცელი და სტრატეგიულად
მნიშვნელოვანი ტერიტორიები: კლდეკარი, მარგვეთა, თა-
კვერი, რაჭა, თრიალეთის ტერიტორიები და სხვ. მინიჭე-
ბული აქვთ შემდეგი ტიტულები (მათ შორის ბიზანტიის
იმპერიის უმაღლესი ტიტულები):
1. ერისთავთ-ერისთავი
25
ერისთავთ-ერისთავი არის ქართული საპატიო ტიტუ-
ლი და არა ერისთავთა მთავარი [ანთელავა ი. 1983 წ. საქა-
რთველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა
XI-XIII სს.].
2. მაგისტროსი
XI საუკუნის მეორე ნახევარში ბიზანტიის 19-საფეხუ-
რიანი რანგის მეოთხე საფეხური: კეისაროსის, ნოველისი-
ოსის და კუროპალატის შემდეგ. ბაქრაძე აღნიშნავს, რომ
მაგისტროსის ტიტულის მინიჭება არ არის საეჭვო, რადგან
ამ ტიტულს, ბაგრატიონების გარდა, ფლობდნენ ბიზან-
ტიის სამსახურში მყოფი ვინმე ჩორთოვანელი, ვინმე გიო-
რგი, აგრეთვე კახეთის მეფე კვირიკე III [Кондаков, 1890 წ.,
პეტერბურგი].
3. ყოვლისა აღმოსავლეთის წინამძღვარი
[სილოგავა ვ. ბაღვაშთა ფეოდალური სახლის მემორი-
ალური წიგნები და მათი ანდერძ-მოსახსენებლები, კრ. Dedi-
catio, ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი, თბ., 2001, გვ.
223-286; 494-495] 1052 წლის დღემდე გამოუქვეყნებელი
10-სტრიქონიანი სამშენებლო წარწერა წალკიდან: „აღაშენა
ზეობასა ძისა მათისა, დიდისა და ყოვლისა აღმოსავლე-
თისა წინამძღვრისა ერისთავთ-ერისთავისა ლიპარიტ პრო-
ტატისა (ამ ტიტულის ბერძნული თარგმანია).
4. პროედროსი
კაცხის ალავერდის ოთხთავის მინაწერში მოხსენიე-
ბულია კაცხის წინამძღვარი ქარდილასი და ივანე ლიპა-
რიტის ძე. ეს ტიტული ჰქონდათ როგორც სასულიერო,
ისე საერო პირებს. მას ფლობდა ნიკიფორე ბოტანიტე,
მარიამ მართა ყოფილის მეორე მეუღლე, გამეფებამდე
(1078-1081 წწ). ამას მისი შესაკიდი ბეჭდის წარწერა ადას-
ტურებს. ეს ტიტული სასულიერო რანგში მარტო სვინგე-
26
ლოზსა და პროტოსვინგელოზს თუ ჩამოუვარდება. სავა-
რაუდოდ, აღკვეცის შემდგომ, 1058-59 წლებში მიენიჭა
ბიზანტიის სამეფო კარიდან ლიპარიტს სასულიერო და
ივანეს საერო პროედროსის საპატიო წოდება [სილოგავა ვ.
2001 წ.თბ.იქვე].
5. პროტარხონი
ერისთავთ-ერისთავის შესაბამისი ტიტული.
6. ბაღვაშთა ფეოდალურ სახლში ნოველოსიმუსის
წოდებაც ფიქსირდება. ნიკორწმინდის ტაძრის XI საუკუ-
ნის ერთ-ერთ წარწერაში ნიანია ერისთავთ-ერისთავი ამ
წოდებით მოიხსენიება. სავარაუდოდ, ეს ბაღვაშთა სახლე-
ულია [სილოგავა ვ. ქართული წარწერების კორპუსი, ტომი
II,1980 წ. გვ.101].
7. 1175 წ. კონსტანტინოპოლის წმ. მამის მონასტრის
ტიპიკონის ერთ-ერთ მინაწერში ბასილ-ლიპარიტი კურო-
პალატის ტიტულით მოიხსენიება [R. GUILLAND, ETUDOS
SUR I’ HISTOIR ADMINISTRATIV DE I’EMPIRE BYZANTIN.
LEEUROPALATE, BIZANTIA, 2, 1970 წ. გვ.208]. მას ივანე
ლიპარიტის ძის ერთ-ერთ შთამომავლად მიიჩნევენ [А.П.-
каждан, 1918 წ. გვ. 91-92].
ბაღვაშები ასევე ფლობენ სამხრეთ და აღმოსავლეთ
საქართველში მდებარე მრავალ ციხეს: ვერე, კლდეკარი,
ატენი, ორბელი და სხვა. სოფელი ჭადიჯვარი შესწირეს
შიომღვიმის მონასტერს; აშენებენ ტაძრებს და მონასტრებს:
კაცხი, ჭიათურის მღვიმის მონასტერი, ნიკორწინდა, მან-
გლისი, ატენი, მეტეხი, ზემო ვარძია და სხვა მრავლი. ეს
აღმშენებლობა განსაკუთრებით გაძლიერდა ლიპარიტ
ბაღვაშის (ბერობაში - ანტონი) დროს. მისივე მცდელობით
იქმნება მრავალი წერილობითი ძეგლი. კაცხის ტაძ-
რისთვის, ბაღვაშთა სახლის წევრების უკვდავსამყოფად,
ლიპარიტი უკვეთავს სამ დიდ ხელნაწერს: იოანე ოქრო-
პირის, მათეს და იოანეს სახარებათა ტექსტებს, რომელსაც
27
თან ახლავს დამკვეთის 40-ზე მეტი მოსახსენებელი -
ლიპარიტ ლიპარიტის ძის, მისი მშობლების, შვილების და
ოჯახის სხვა წევრების სახელზე. (ეს ხელნაწერები
შემდგომში მოხვედრილა გელათის მონასტერში; სავა-
რაუდოდ, უმემკვიდრეოდ დარჩენილი რატი VI-ის გარ-
დაცვალების შემდეგ, როცა კაცხის საერისთავო მამული
გადაეცა გელათის მონასტერს). მის მიერ კაცხის მონას-
ტრისთვის ასევე შესყიდულ იქნა და მისივე სახსრებით
შეიმკო ე.წ. ალავერდის ოთხთავი (სამართლიანი იქნებოდა
ეს ოთხთავი კაცხის ოთხთავად იწოდებოდეს). ლიპარიტი
თვითონაც მწიგნობარი იყო. ცნობილია მისი თხზულება
„მართმადიდებლობისა და მწვალებლობისათვის“.
ამ წიგნებიდან კარგად ჩანს მისი ლიტერატურული
გემოვნება, მოღვაწეობის მასშტაბურობა, პოლიტიკური ძა-
ლა და მატერიალური შესაძლებლობები. ეს წიგნები ათი
საუკუნის მერეც ბრწყინვალედ გამოიყურება. აღნიშნული
სამი წიგნი გადაიწერა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა
ადგილას: 1. 1047 წელს მანგლისში; 2. 1048 წ. ასევე მანგ-
ლისში, ანტონ თულაის ძის მღვდელმთავრობის დროს;
3. 1053 წ. აწყურში, სავარაუდოდ, თურქ-სელჩუკების
ტყვეობიდან ლიპარიტის გამოხსნის შემდეგ, არსენ ეპის-
კოპოსის მარზაპნის, ბოცო ჯაყელის ძის მღვდელმთავ-
რობისას. უკვე სინას მთაზე ბერად ყოფნისას, ბაღვაში
ათონის ივერთა მონასტრის უხვად შემწეა. იგი მოხ-
სენებულია კიდეც ივერონის აღაპებში. [ბერძენიშვილი ნ.
ათონის ივერთა მონასტრის აღაპები. თბილისი 2007 წ.
გვ.109,110,-126,129,133,142,217].
ბაღვაშთა სახლი დამოუკიდებლად აწარმოებს საგა-
რეო ომებს. სხვადასხვა დროს, ისევე როგორც სხვა ქარ-
თველი მთავრები, ისინი ჩართული არიან სამამულო
ომებში და ასევე აწარმოებენ ომებს ბიზანტიის ლაშქრის
შემადგენლობაში. ცნობილია 1048 წლის ომი სელჩუკების
28
წინააღმდეგ, ბიზანტიის ლაშქრის რიგებში ლიპარიტ ბაღ-
ვაშის მონაწილეობით, სადაც მან გასაოცარი სიმამაცე გა-
მოიჩინა. კაპუტრის ციხესთან [ბასიანთან ახლოს], ბერძენი
თანამებრძოლების ღალატის გამო, ტყვედ ჩაუვარდა თურქ-
სელჩუკების მთავარს, სულთან ტოღრულ-ბეგს. „როდესაც
ბერძენთა ჯარმა აღმოსავლეთს მიაღწია, კამენმა, არონმა და
გრიგორ ვასაკისძემ თავისთან მოიხმეს ქართველთა მთავარი
ლიპარიტი. მათ მიაღწიეს არჯოვიტს, კაპუტრის ციხეს.
თურქებმა შეიტყვეს, რომ ჯარებმა ეს ადგილი აიღეს და
ჰორომთა ჯარები დამკვიდრდნენ არჯოვიტში. ამ დროს
უცხო ტომთა ჯარები თავს დაესხნენ მხნე კაცს - ლიპარიტს.
მან გამოიყვანა ღამის გუშაგი, თავისი დისშვილი, კაცი
ძლიერი და მებრძოლი. უცხო ტომთა ჯარებმა ღამით
დაიწყეს ბრძოლა. ბრძოლის ხმამ ლიპარიტამდე მიაღწია:
„მოდი, რადგანაც უცხო ტომთა ჯარები გარს შემოგვერ-
ტყნენ“. ლიპარიტმა კი უპასუხა: „შაბათია და ქართველები
შაბათ დღეს საბრძოლველად არ გამოვლენ“. მაშინ ჩორ-
ტუანელი ღამით ლომივით ეკვეთა უცხო ტომთა რაზმს და
ვიდრე მათ მიერეკებოდა, მას პირში მოხვდა ისარი, რომე-
ლიც კეფასთან გამოვიდა. ასე დაიღუპა ჩორტუანელი - კაცი
მხნე და ძლიერი. როდესაც ლიპარიტმა გაიგო ჩორტუანელის
სიკვდილი, როგორც მხეცი გააფთრდა, გამოვიდა საბრძოლ-
ველად, ყველა უცხო ტომისანი გარეკა საბრძოლო ველიდან
და მათი სისხლის გუბეები დააყენა. როდესაც ჰორომთა
ჯარმა დაინახა ლიპარიტის სიმამაცე, მახვილს მისცეს იგი
და დასტოვეს ლიპარიტი მოწინააღმდეგეთა შორის, თვითონ
კი გაიქცნენ... ეს რომ დაინახეს უცხოტომთა ჯარებმა, ერთად
მობრუნდნენ ქართველთა ჯარებთან საბრძოლველად. როდ-
ესაც გამძაფრდა ბრძოლა და ლიპარიტი ღრიალებდა, როგ-
ორც ლომი, მაშინ ერთი მეომარი ქართველთა ჯარიდან უკან
დადგა, ირიბად გადაჰკრა და გადაუკვეთა ცხენს ორი ძარ-
ღვი. ლიპარიტი გადმოვარდა, დაჯდა და დაიძახა: „მე ვარ
29
ლიპარიტი!“. მაშინ ბევრნი ქართველთა ჯართაგან ამოხოცეს
და გაიქცნენ. ლიპარიტი ტყვედ შეიპყრეს და წაიყვანეს
ხორასანში, ტუღრილ სულთანთან.“ [მათეუს ურჰაეცი, ედე-
სელი (1070-1144 წწ.) , „ისტორია“ - ნაწილი I, 1898 წ.]
ლიპარიტი, მისი პიროვნული თვისებების გამო, დიდ
პატივში ჰყავდა სელჩუკ მმართველს. კეისარმა კონ-
სტანტინე მონომახმა არ დაზოგა თანხა, გამოიყენა ყველა
დიპლომატიური საშუალება და გამოიხსნა ლიპარიტი
ტყვეობიდან. „იბნ ალ-ასირი წერს, რომ თოღრულ-ბეგმა
ლიპარიტი გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლა, მაგრამ
ბიზანტიის იმპერატორმა მაინც გაუგზავნა მას ძვირფასი
საჩუქარი და არც ნასრ ად-დავლა დაივიწყა. იოანე სკი-
ლიცეს მიხედვით, სულთანმა „მოინდომა ეჩვენებინა, რომ
უფრო დიდსულოვანი მეფეა... მეფეს (კონსტანტინე მონო-
მახს) საჩუქრად გაუგზავნა იგი (ლიპარიტი). გამოსასყიდი
აიღო და მთლიანად ლიპარიტს მისცა. "გამოისტუმრა იგი,
გამოაყოლა მას ელჩი კონსტანტინოპოლში; ეს მოხდა 1051
წლის დასაწყისში და იყო პირველი დიპლომატიური შეხება
ბიზანტიელებსა და სელჯუკებს შორის.“ [გოჩა ჯაფარიძე,
ძიებანი, 2012 წ. თბილისი: „ლიპარიტ IV ბაღვაში ბიზან-
ტიისა და თურქ-სელჩუკთა დილომატიურ ურთიერთობებ-
ში" ტ. I. მხედარი,. გვ. 112-134)].
ბაღვაშთა ლაშქრის ბრძოლები ძირითადად მათი გა-
მარჯვებით სრულდებოდა. მათ გალაშქრებული აქვთ ფად-
ლონის წინააღმდეგ, იომეს თბილისისთვის. ასევე ჰქონ-
დათ შიდა ბრძოლები, განსაკუთრებით მეფესა და მის მო-
კავშირე ფეოდალებთან.
ამ ბრძოლების შედეგად ხდება ბაღვაშთა სამფლო-
ბელო ტერიტორიების გაფართოება, რაც ხელს უწყობს მა-
თი ძალაუფლების მკვეთრ ზრდას და მატერიალური
მდგომარეობის გაუმჯობესებას. სიძლიერით და გავლენით
გამორჩეულები, მთელი საქართველოს მასშტაბით მრავ-
30
ლად აშენებენ ეკლესია-მონასტრებს, ციხე-სიმაგრეებს,
კოშკებს, რომლებიც გარკვეულ რეგიონებში ერთიან
სამხედრო საფორტიფიკაციო სისტემებს ქმნიან. ციხე-
კოშკების უმრავლესობა სვანური არქიტექტურისაა. ასეთი
ვრცელი ტერიტორიის კონტროლს, პარალელურად კი
საგარეო და სამამულო ბრძოლებში ღირსეულ მონაწი-
ლეობას, დახვეწილი მართვის პირობები და ბრძოლის-
უნარიანი, დიდი ადამიანური ძალა სჭირდებოდა. მნიშვ-
ნელოვანია აღინიშნოს, რომ არსად, ბაღვაშთა გარემოცვასა
თუ მის ლაშქარში, არ ჩანს რაიმე ფორმის გვაროვნული
დიფერენციაცია (წინ წაწეული გვარები), რაც ზოგადად
დამახასითებელია მონარქიული მმართველობისათვის,
მაგრამ უცხოა სვანური მართვის სისტემისთვის (საქარ-
თველოს ისტორიაში არის პერიოდი, როდესაც ბაღვაშთა
გვარი ქვეყნის უმეტეს ნაწილს აკონტროლებს). ბუნებ-
რივია, მათ მეზობლად, სვანეთში არსებული ჯანმრთელი
ძალა, როგორც მეომართა რაციონალური რესურსი, აუცი-
ლებად მოძებნიდა თავის ადგილს ამ პროცესში, მით
უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ არსებობს მოტივი-
რებული ვარაუდი ბაღვაშების სვანური წარმომავლობისა.
ლიპარიტიანების, იგივე ბაღვაშების, XI საუკუნის
მიწურულს დაწყებული პოლიტიკური დასუსტება უნდა
იყოს მიზეზი საომარი ხვასტაგით გამდიდრებული სვანი
მეომრების უკუმიგრაციისა, რომლებიც თავიანთ სიმდიდ-
რეს ზემოთ აღწერილ აღმშენებლობას ახმარენ.
-------------------------------------
4. ბაღვაშები - კახბერიძეები და ვარაუდი მათი სვა-
ნური წარმომავლობის შესახებ
IX საუკუნის შუა წლებში, მარგვეთში, მთავრები
ბაღვაშების ფეოდალური სახლით არიან წარმოდგენილი. ეს
31
უკვე დიდი და ძლიერი გვარია, იმდენად ძლიერი, რომ
IX საუკუნის 70-იან წლებში გვარის უფროსმა წარმო-
მადგენელმა, ლიპარიტ I-მა ბაღვაშმა, შევიდა რა დავით I
ქართველთა კურაპალატის ყმობაში (ვასალობაში), დამა-
ტებით მიიღო მისგან მიწა-წყალი თრიალეთში და შექმნა
ძლიერი საერისთავო. ამ დროისთვის ბაღვაშთა კლდე-
კარის შტოს პოლიტიკური ძლიერების ბაზას წარმოად-
გენდა მხოლოდ მათი სამამულო-სამფლობელო არგვეთი
და პატრონყმობის საფუძველზე მიღებული კლდეკარის
საერისთავო. მათ შთამომავლებს ერისთავთ-ერისთავის
ტიტული ჰქონდათ. ამ ტიტულს ატარებდნენ: ლიპარიტ III
და მისი ძე ლიპარიტ IV (ბერობაში - ანტონი); ლიპარიტ V;
რატი I; ივანე ლიპარიტის ძე.
დავით IV აღმაშენებლის დროს, ამ შტოს უკანას-
კნელი წარმომადგენლის, რატი VI-ის გარდაცვალების
შემდეგ, მეფემ კლდეკარის საერისთავო გააუქმა და ერთ-
ერთი ვერსიით, რადგან რატის მემკვიდრე არ ჰყავდა,
მარგვეთი, ბაღვაშთა საერისთავო მამული, გელათის
მონასტერს გადასცა.
ბაღვაშთა სახლი კიდევ უფრო გაძლიერდა მისი
მეორე შტოს, რაჭის ერისთავის, კახაბერის ძეების მეშვე-
ობით.
X ს-ის რაჭა მჭიდროდ იყო დასახლებული, ამი-
ტომ მეფე ბაგრატ III-ემ რაჭაში ახალი საერისთავო ჩამოა-
ყალიბა. მან ბაღვაშთა ფეოდალური სახლის წარმომად-
გენელი, რატი ლიპარიტის ძე დანიშნა ერისთავად. რატის
სიკვდილის შემდეგ გიორგი I-მა რაჭის ერისთავობა მის
ვაჟს, კახაბერს უბოძა. დაახლოებით ათი წლის შემდეგ,
კახაბერ ერისთავი ბერად აღიკვეცა (ბერობის სახელი -
კირილე) და მეფემ საერისთავო მის შვილს, რატი კახა-
ბერის ძეს გადასცა. აქედან მოყოლებული, კახაბერის ძე
მამის სახელიდან გვარსახელად იქცა და კახბერიძეთა გვარს
32
ბაღვაშთა სახლის ის შტო ატარებდა, რომელიც რაჭაში
იყო დამკვიდრებული. სწორედ კახბერიძეები მოი-აზრებიან
რაჭის პირველ ერისთავებად. კაცხის მონა-სტრის ჯვრის
წარწერაში, რომელიც ივანე ლიპარიტის ძის მიერაა
შეწირული, იგი რაჭის ერისთავთ-ერისთავს, რატის და მის
ძეს იხსენიებს და ღმერთს მათთვის შეწყა-ლებასა და
დახმარებას სთხოვს. ,,რატი რაჭის ერისთავი ძითურთ“ -
ეს არის რაჭის საერისთავოს და თვით ტერ-მინი რაჭის
მოხსენიების უძველესი წერილობითი წყარო. რაჭის
პირველი ერისთავი რატი ლიპარიტის ძეა. შეიძ-ლება
ვივარაუდოთ, რომ სახელიც აქედანაა რატშა (სვ.-რატიშა)-
რაჭა. ამ დროიდან მოყოლებული, ეს მხარე კახ-
ბერიძეებით ანუ ბაღვაშებით იმართება XIII საუკუნემდე
(მასში მოსახლეობა სვანურენოვანია XVI ს-მდე). მათი საძ-
ვალე მათივე გაწყობილი ნიკორწმინდის ტაძარია. მათი
ერისთავობის პერიოდში რაჭის საერისთავოში დიდი აღ-
მშენებლობა მიმდინარეობს; შენდება მრავალი ეკლესია-
მონასტერი, საფორტიფიკაციო თავდაცვითი ციხეების სის-
ტემა. ამ გვარის წარმომადგენელი კახაბერ კახაბერისძე
(1245-1293 წწ.) მონღოლებთან კავშირის გამო 1278 წელს
მკაცრად დასაჯა დავით VI ნარინმა და საერისთავო
გააუქმა. მას მერე მათი კვალი ჩნდება მამაპაპისეულ
მამულში, მარგვეთში. ჭიათურის მღვიმის დედათა მონას-
ტრის ტაძარში შემორჩენილია კედლის ფრესკული მხატ-
ვრობა, სადაც გამოსახულია XIII ს-ში ამ მონასტრის
დამაარსებლი, კახაბერისძე რატი, რაჭის ერისთავი, მისი
ძმა ნიანია და ნიანიას მეუღლე რუსუდანი (სავარაუდოდ,
გელოვანი). ამის შემდგომ სვანი კახბერიძეების მონათ-
ხრობი გვამცნობს, რომ XIII ს-ში ისინი ჩნდებიან დღე-
ვანდელ მესტიაში, ზემო სვანეთში (ამის შესახებ ქვემოთ
გიამბობთ).
33
ამ დროიდან მოყოლებული, 1503 წლამდე, რაჭის ეს
ტერიტორია თავისუფალ სვანთა განკარგულებაშია. სწო-
რედ ამ წელს გადადის ეს მხარე იმერეთის მეფის სრულ
მართვით მფლობელობაში. ამ მოვლენაზე ვრცელ ინფორმა-
ციას გვაწვდის ხელნაწერი №12 „წიგნი ალექსანდრე მეფი-
სა სვანთა მიერ ჯაფარიძეთა სასისხლოს გადახდაზე“,
სადაც ჩამოთვლილია სვანთა სასისხლო ტერიტორიული
გადასახადი, რომელიც საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება
და მოიცავს თითქმის მთელ რაჭას. ჯერ კიდევ XV საუკუ-
ნეში ეს ტერიტორია ჩამოეჭრა თავისუფალ სვანეთს და
მეფის კონტროლქვეშ მოექცა.
ერისთავთ-ერისთავი ბაღვაშები - კახბერიძეები:
რატი I ლიპარიტის ძე (989-1021 ww.)
კახაბერ I (ბერობაში-კირილე) რატიძე (1021-1031ww.)
რატი II კახაბერის ძე (1031-1088 ww.)
ნიანია რატის ძე (1088-1100 ww.)
რატი III ნიანიას ძე (1100 - 1120 ww.)
კახაბერ II რატის ძე (1120 w.-?)
კვირიკე კახაბერის ძე (?-1150 w.)
კახაბერ III კვირიკეს ძე (1150 -1175 ww.)
კახაბერ IV კახაბერის ძე (1175-1210 ww.)
კახაბერ V კახაბერის ძე (1210-1245 ww.)
კახაბერ VI კახაბერის ძე (1245-1278 ww.)
ქართველ ფეოდალთაგან სწორედ კახბერიძე მონაწი-
ლეობს თამარის მეფედ კურთხევაში, ასევე ჯანყის მონა-
წილეა მონღოლების წინააღმდეგ, ცოტნე დადიანთან ერ-
თად. ამ გვარიდანაა გვანცა დედოფალი, დემეტრე თავდა-
დებულის დედა და სხვა.
გეოგრაფიული ადგილები, რომელსაც ბაღვაშები
ფლობენ, მოფენილია სვანური ტოპონიმიკით და არქი-
ტექტურით: ონი, ღები, გლოლა, კაცხი (სვანურად წვერი),
რაჭა - რატ(ი)შა (სვ. რატის), მარგვი (არგვეთის პირველი
34
სახელწოდება სვ. ქლიავის ნაირსახეობა). ბაღვაშები და
კახაბერიძეები, მსხვილ ფეოდალთა საგვარეულო IX-XIII
საუკუნეებში საქართველოში, არგვეთის (ზემო იმერეთი)
ძველი მფლობელები არიან. ქვემოთ მოყვანილ ფოტოებზე
კარგად ჩანს რაჭულ დასახლებებში მდგომი, სვანური
არქიტექტურის დუროებიანი სამოსახლოები, კოშკები და
ციხე-სიმაგრეები. განსაკუთრებით შთამბეჭდავია სოფელ
ღების XX საუკუნის დასაწყისში გადაღებული ფოტო [ფო-
ტო №2], რომელზეც მკვეთრად ჩანს სვანური სამოსახლო-
ები. ასევე XIX ს-ის ფრანგი მოგზაურის და გეოლოგის,
დიუბუა დე მონპერეს ჩანახატები, რომელთა შორისაა
მინდას ციხე, რაჭის მთავრების მიერ მათ ერთ-ერთ რეზი-
დენციად აშენებული დუროებიანი ციხე-სიმაგრე (დღეს ამ
ციხის ნანგრევებიღაა შემორჩენილი), ასევე ონის ციხე და
ღები. [ფოტო №1-6].
ზემოთ უკვე ვისაუბრეთ ბაღვაშთა გვარის
კახბერიძეების შტოზე. ამჯერად კიდევ ერთხელ შევეხებით
ამ გვარის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წარმომადგე-
ნელს, ლიპარიტ ბაღვაშს და მისი ბიოგრაფიის გარკვეულ
მონაკვეთებს. ეს პიროვნება გამორჩეულია არა მარტო თა-
ვის გვარში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მსგავსი
დონის ფეოდალი, თავისი რანგით, ტიტულით, სიძ-
ლიერით, აღმშენებლობით და პოლიტიკური მოღვაწე-
ობით, არ ჰყოლია საქართველოს არც მანამდე და არც
შემდგომ. ბაღვაშთა ფეოდალური სახლი და მათ შორის
ლიპარიტ IV განსაკუთრებით გამოირჩევა ბაგრატიონთა
დინასტიასთან გაუთავებელი კონფლიქტით, რომლის ის-
ტორიულ ანალიზში აზრთა სხვადასხვაობაა, განსაკუთ-
რებით ბოლო პერიოდში.
XI ს-ის 30-იან წლებში, როგორც ჩანს, სამეფო კარის
დასტურით, ლიპარიტ ბაღვაში ცდილობს ქალაქ თბილი-
სის შემოერთებას. 1032 წელს მან და ქართლის ერისთავმა
35
ივანე აბაზას ძემ, ისარგებლეს რა ძველი თანამებრძოლის,
იმდროინდელი თბილისის ამირას, ჯაფარი იბნ-ალის
ნდობით, მოტყუებით გამოიყვანეს, შეიპყრეს იგი და მიჰ-
გვარეს მეფეს, რაც ფაქტობრივად ქალაქის დაბრუნების
ტოლფასი იყო. ამირამ ტყვეობაში თითქმის ხუთი წელი
დაჰყო. სამეფო კარმა მიიღო გაურკვეველი გადაწყვეტი-
ლება - ამირა ტყვეობიდან გაათავისუფლა და კვლავ თბი-
ლისში დააბრუნა. როგორც ჩანს, ლიპარიტ ბაღვაშის მო-
წინააღმდეგე ფეოდალებმა დრო იხელთეს და ბაგრატ IV-ს
კლდეკარის ერისთავის საზიანო გადაწყვეტილება მიაღე-
ბინეს. მოგვიანებით, საქმეში თავად ლიპარიტ ბაღვაში ჩა-
რეულა და მეფე დაურწმუნებია თბილისის ამირის წინა-
აღმდეგ ლაშქრობის აუცილებლობაში. ახალმა ალყამ ორ
წელს გასტანა. ამასობაში, ქალაქში საშინელი შიმშილი ჩა-
მოვარდა. როგორც მემატიანე გვიამბობს, თბილისში ,,ლი-
ტრა ვირის ხორცი ხუთასი დრაჰმა“ ღირდა. ყველაფერი
შემზადებული იყო იმისათვის, რომ თბილისი დაცემუ-
ლიყო, მაგრამ ამ დროს ბაგრატ IV-ემ მიიღო გადაწყვე-
ტილება, რომლის ახსნაც ერთობ ძნელია. მან ქალაქის
ალყა მოხსნა, ამირა ჯაფართან ზავი გააფორმა და ქალაქს
გაეცალა.
კახეთ-ჰერეთის მეფის, კვირიკე III-ის გარდაცვალების
შემდეგ, სამეფო ტახტზე კვირიკეს დისშვილი, ტაშირძორა-
გეტის მეფის, დავითის ვაჟი - გაგიკი ავიდა. ჩანს, რომ გა-
გიკის გამეფებით კახეთ-ჰერეთში ყველა არ იყო კმაყო-
ფილი. კვირიკე III-ის მეორე და მარილისის (პანკისის)
ერისთავზე ყოფილა გათხოვილი. გაგიკის მოწინააღმდეგე-
თა ბანაკი აშოტ მარილელის გარშემო შემოიკრიბა. ბაგრატ
IV-ის დიდებულებმა სწორედ მათთან გააბეს კავშირი და
დახმარება აღუთქვეს კახეთ-ჰერეთის მეფის წინააღმდეგ
ბრძოლაში. ამ დროს, თბილისის აღებისას, ბაგრატის
მხარრდამხარ ბრძოლაში, მეფე კვირიკე გარდაიცვალა.
36
კვირიკე განუხრელი მოკავშირე იყო ბაღვაშისა. ,,მატიანე
ქართლისაჲს“ ავტორი, რომელიც ამ მოვლენების
თანამედროვეა, პირდაპირ აღნიშნავს, რომ კახეთ-ჰერეთზე
ლაშქრობა კლდეკარის ერისთავისაგან ,,ფარულად“ დაუ-
გეგმავთ. ბაღვაშის მოწინააღმდეგეებმა მეფე დაარწმუნეს
კახეთ-ჰერეთის შემოერთების აუცილებლობაში. ამასთა-
ნავე, გარკვეული მუშაობა ამ მიმართულებით უკვე ჩატა-
რებული იყო. საქმე მართლაც რომ გადაუდებელი ჩანდა
და ბაგრატ IV-ემ, „დიდებულთა აფხაზთა“ შეგონებით,
თბილისის გარემოცვას კახეთ-ჰერეთის შემოერთება არჩია.
ლიპარიტ ბაღვაშის ინიციატივას სამეფო კარმა კიდევ
ერთხელ არ დაუჭირა მხარი და „მიერითგან შეიქმნა
ლიპარიტ ქუეგამხედვარად თავისი პატრონისაგანო“.
დაიწყო ბაგრატ IV-ისა და ლიპარიტ ბაღვაშის კონ-
ფლიქტი, რომელიც თითქმის თხუთმეტი წელი გაგ-
რძელდა. 1045 წელს ბიზანტიელებთან მყოფმა ლიპარიტ
ბაღვაშმა ანისის კართან მოსალაპარაკებლად მიიწვია
ანისში ჩასული ბაგრატის დედის, მარიამ დედოფლის,
მხლებელი ქართველი დიდებულები და დააპატიმრა.
მეთაურის გარეშე დარჩენილმა ჯარმა ბრძოლა შეწყვიტა
და ქალაქი ანისი დაეცა, რასაც მოჰყვა ბიზანტიელებთან
ერთად ლიპარიტის საქართველოზე გამოლაშქრება. ამ
დროს ხდება შემზარავი ფაქტი, რომლის შესახებაც
გვიამბობს ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი კედრენე -
„ბაგრატმა ლიპარიტის საწოლი შეურაცხყოო“. როგორც
ჩანს, ბაგრატის ბრძანებით, ლიპარიტის მეუღლე შეურაც-
ხყვეს. ჩანს, ბაგრატმა ანისიდან გაქცევის შემდეგ მოასწრო
ლიპარიტის ოჯახის დატყვევება. ამ დროს უნდა მომ-
ხდარიყო ეს ფაქტი, ანუ დაახლოებით 1045 წლის
სექტემბერ-ოქტომბერში. მეფე მოერიდა მის სახელმ-
წიფოში განხეთქილებას და გადაწყვიტა, მცირე ამალით
მისულიყო ლიპარიტთან მოლაპარაკების დასაწყებად.
37
ლიპარიტს საშუალება მიეცა, მეფისთვის რეალური გარან-
ტიები მოეთხოვა, მაგრამ ასე არ მოიქცა. დაინახა თუ არა,
რომ მეფე ხოვლეს უახლოვდებოდა, ლიპარიტი განერიდა.
მან ლაპარაკიც კი არ ისურვა დამარცხებულ მეფესთან.
ამის შემდგომ ბაგრატი თვითონ მიდის ბიზანტიის იმპე-
რატორ კონსტანტინე მონომახთან მოსალაპარაკებლად.
იმპერატორის პასუხი იყო ბაგრატ მეფის სამწლიანი საპა-
ტიო ტყვეობა ბიზანტიაში.
ლიპარიტი გზავნის მოციქულებს ბაგრატის მეუღ-
ლესთან და სთხოვს, საკუთრივ მას გააზრდევინოს
უფლისწული ერთიანი საქართველოს მეფედ. თანხმობის
შემდეგ, გიორგი II-ს რუისის საკათედრო ტაძარში
აკურთხებენ ერ-თიანი საქართველოს მეფედ, რომლის
უზენაესობასაც აღ-იარებს ლიპარიტ ბაღვაში.
კონსტანტინე მონომახის შემდეგ, ბიზანტიის ტახ-
ტზე ადის მისი ქვრივი, რომელსაც კარგი ურთიერთობა
ჰქონდა ბაგრატის დედასთან - მარიამთან. ისინი ბაგრატის
„ტყვეობის“ პერიოდში დამეგობრდნენ. ამ ურთიერთობით
ისარგებლეს ბაგრატის ერთგულმა ფეოდალებმა, ლიპარიტ
ბაღვაში შვილთან ერთად შეიპყრეს და მიჰგვარეს მეფეს.
(არსებობს გადმოცემა, რომ როდესაც ლიპარიტის თანხმო-
ბით მეციხოვნეებს მოსთხოვეს ჩაბარებული კლდეკარის
დაცლა, მათი კატეგორიული მოთხოვნა იყო, ლიპარიტი
თავად მისულიყო, გაეტანა თავისი ხვასტაგი, რის შემდეგაც
ისინი გაეცლებოდნენ ციხე-სიმაგრეს). ლიპარიტის შვილთა
ბატონობა გაგრძელდა რატი VI-მდე, რომელიც აუჯანყდა
დავით აღმაშენებელს. აჯანყებულთა შორისაა მისი
მოკავშირე სვანთა ერისთავი - ვარდანი. რატი VI-ის
შემდეგ წყდება ლიპარიტის ბაღვაშთა შტო და XIII
საუკუნემდე გრძელდება ერისთავ კახბერიძეების შტო.
კახბერიძეები ამჟამად მესტიაში სახლობენ და ფუსტის
38
ტაძრის გვარს წარმოადგენენ. ისინი რაჭის ერისთავების
შთამომავლებად თვლიან თავს.
მათი გადმოცემის თანახმად (ბაგრატ და გოგა კახ-
ბერიძე), ამ გვარის პირველი წარმომადგენელი ოჯახით
ჩამოსულა მესტიაში, XIII ს-ში (მისი მეუღლე კი გვარად
გელოვანი იყო).
მას ასევე თან ახლდა უამრავი ადამიანი. საინტე-
რესოა ის ფაქტი, რომ ამ დროს მას თან მოჰყვება სამხედ-
რო გაერთიანების ფუსტელთა ნაწილი (ფუსტელების სამ-
ხედრო გაერთიანება - კიდევ ერთი შეუსწავლელი საკი-
თხია, რაზეც ზემოთაც გვქონდა საუბარი), რომლესაც
ჰქონდა ხატები და განძი, და რაც მოიხსენიება, როგორც
"თაკვრე ოქრ" (სვ. თაკვერის ოქრო). ამალაში იმყოფებოდა
მღვდელი, ვინმე მემარნიშვილი. სწორედ იმ წელს, როდე-
საც მოხდა მათი მიგრაცია სვანეთში, დაიწყო ფუსდის
ტაძრის მშენებლობა (მამა ღმერთის სახელობის ეკლესია).
ფუსდის მშენებლობისთვის მოსახლეობას შეუწირავს
გარკვეული რაოდენობის თანხა, მაგრამ დიდი ნაწილი
სწორედ იმ ფუსტელთა სამხედრო გაერთიანებას გაუღია.
ეკლესიის მშენებლობის დამთავრების შემდეგ საინტერესო
ფაქტი მოხდა - მოეწყო შეჯიბრი, რაც გულისხმობდა
შემდეგს: სეტიდან ფუსტამდე ერთმანეთს უნდა შეჯიბ-
რებოდნენ ადგილობრივი გვარები. რომელი გვარიც მიას-
წრებდა ფუსტამდე, ის გვარი ხდებოდა მოკილი. ამ შე-
ჯიბრში მხოლოდ კახბერისძეს მიეცა უფლება, ცხენზე
ამხედრებული ყოფილიყო, და რა თქმა უნდა, გამარჯვებაც
მას ხვდა წილად. აღსანიშნავია, რომ ფუსტის ტაძრის მიწას
,,ფუსნა გიმს" უწოდებენ ანუ ფუსდის მიწას (ბატონის
მიწა, მამა ღმერთის მიწა), სადაც დასახლება ყველას
ეკრძალებოდა და დღემდე შემორჩენილია ეს შეხედულება
ხალხში.
39
ფუსტის ტაძარში შესაწირავის მიტანისას და ნების-
მიერი დალოცვისას, კახბერიძეები შემდეგ სიტყვებს ამბობ-
დნენ: ,,ღერბეთ სი ლახეშდ, შვანიაშ, რაჭაშ, ტავეშ,
თრქეთიშ, ბიზანტიაშ, ქართაშ ფუსდს კახბერიძ ოლარს" -
ღმერთო, შენ შეეწიე სვანეთის, რაჭის, ტაოს, თურქეთის,
ბიზანტიის, ქართლის, ბატონს (მფლობელს) კახბერიძეებს.
ყველა აღწერილი გეოგრაფიული ტოპონიმი პირდაპირ
კავშირშია ბაღვაშთა სამყოფელთან. ამ დღეს აუცილე-ბელია
პირველად ეს სიტყვები ითქვას, შემდეგ კი სხვადასხვა
გვარის წარმომადგნელებს შესაწირი მოაქვთ, რომელსაც
განკარგავს კახბერიძე. იგიც იგივეს ავედრებს მათ
სახელებს უფალ ღმერთს (ფუსდს) [ბაგრატ კახბერიძე, 92
წლის; გოგა კახბერიძე; დავით ხერგიანი].
ამ სვანური გვარის იდენტურობა აღნიშნული მონა-
თხრობითაც სარწმუნოს ჰგავს, რადგან მესტიაში მოქმედი,
რიტუალურად მნიშვნელოვანი და საპატივცემულო ამ
ტაძრის მოკილობა უკვე ნიშნავს მათ ნარატივში არსებუ-
ლი შინაარსის ადეკვატურობას [ფოტო №7]. ისევე როგორც
დანარჩენ სვანეთში, მესტიურ თვითმმართველობაშიც,
შესაბამისი საფუძვლიანი მოტივაციის გარეშე, მიწა არც
სამოსახლოდ და არც ტაძრისთვის გაიცემოდა და ერთ-
ერთი მყარი მოტივი იყო ამ მიწების უდავო კუთვ-
ნილება. აგრეთვე სარწმუნოს ჰგავს ის ფაქტი, რომ მათ
არ მიეცათ უფლება ტაძრის ასაშენებლად თანხის მყისი-
ერად დახარჯვისა, ხოლო მორჩილების მერე ეწყალობათ
შეჯიბრში უპირატესობით მონაწილეობა და ამის შედე-
გად გამარჯვება, რაც უდავო დასტურია ამ გადაწყვეტი-
ლების საფუძვლიანობისა სვანთა მმართველების მხრიდან.
ეს ძალიან ჰგავს სვანური თავისებურებით აღსრულებულ
სამართალს.
მესტიაში დღესაც არსებობს შესაწირი საკლავის
გულ-ღვიძლის ფუსდის ტაძარში ატანის ტრადიცია, რის
40
შემდგომაც კახბერიძეების მიერ აღწერილი ტექსტით ილო-
ცება შემწირავი და მისი ოჯახი.
-------------------------------------
5. სეტის წმ. გიორგის (ჯგრაგის) ეკლესია
დღევანდელი დღისგან განსხვავებით, ამ ტაძრის
სტატუსსა და მის აღმატებულობაზე ყველა დროის წყა-
როები გვამცნობს. XIX-XX საუკუნეების სვანეთის ყველა
მკვლევარი აღნიშნავს მის როგორც მასშტაბურ, ისე ფუნქ-
ციურ უპირატესობას. განსაკუთრებით დიდია რუსეთის
იმპერიის დაინტერესება ამ ტაძრისა და მისი საგანძურის
მიმართ. მოვიყვან ერთ საბუთს სასულიერო ანგარიშისა,
რომელიც შედგენილია ბლოღოჩინ ბესარიონ ნიჟარაძის
მიერ. გთავაზობთ თარგმანს:
-------------------------------------------
სამღვდელმსახურო უწყებანი 1901 წ. სეტის წმინდა გიორგის
სახელობის ტაძარი [ფოტო № 23-24]
1. აშენდა 1901 წელს, კავკასიაში მართლმადიდებლური
ქრისტიანობის აღორძინების საზოგადოებისა (კ.მ.ქ.ა.ს. - О.-
В.П.Х.на.К.) და ადგილობრივი სამრევლოს ხარჯებით. ქვის
ტაძარი [ფოტო№10]
2. იატაკი ხისაა, კანკელი - ქვის. კანკელში ჩასმულია
ხატები.
3. სამრეკლო არ გააჩნია. ზარი გამოგზავნილია აღნიშ-
ნული საზოგადოების მიერ.
4. ტრაპეზი - ერთი.
5. სამსახურებო ჭურჭელი და საეკლესიო წიგნები საკ-
მარისია.
41
6. მსახურობენ მღვდელ-ბლოღოჩინი, დიაკონი და მე-
დავითნე.
7. ხელფასი ეხდებათ ამ საზოგადოების (კ.მ.ქ.ა.ს.) მიერ,
შესაბამისად: 900, 200 და 150.
8. არის მღვდლის სახლი, აშენებული აღნიშნული
საზოგადოების მიერ (ტაძრის საკუთრება).
9. ამ ტაძარზე მიწერილია ლაღამის მაცხოვრის ტაძარი.
იგი მცირე ზომის და ცივია, მაგრამ მსახურება შესაძლებე-
ლია.
10. უახლოესი ტაძარი ლენჯერში, 2 ვერსტშია.
11. დაბადების მოწმობების და აღსარებების ასლები არ-
სებობს 1865 წლიდან.
12. აღწერის წიგნი არსებობს და სწორად აღირიცხება.
13. ასევე არსებობს ტაძრის ქონების აღწერა.
14. შემოსავალ-გასავლის წიგნი არსებობს და სწორად
აღირიცხება.
15. არსებობს ფოთის „შემბანკის“ წიგნაკი, ნომრით 460,
თანხით 70 რუბ.
16. ტაძრის თანხები ანგარიშზე არ არის.
ტაძრის საკუთრებაშია ორი მიწის ნაკვეთი:
1. ფუსნა-ცხეკი - ტყე, 10 ქცევა.
2. კაჩალი - სახნავი მიწა, 6 ქცევა. მიწებზე ტაძარს სა-
ბუთები არ გააჩნია, მაგრამ ფლობს მათ უხსოვარი
დროიდან.
----------------------
1910 წლის საეკლესიო ცნობარი, იმავე ტაძრის 1910 წლის
ანგარიში გვამცნობს [ფოტო №25-26]
ბლოღოჩინი ბ. ნიჟარაძე
მღვდელი ბესარიონ ნიჟარაძე, ხელფასი 900 რუბ., 56
წლის, გლეხის ოჯახიდან.
42
დიაკონი კონსტანტინე ქურდიანი ყურბანის ძე, შტა-
ტიანი მედავითნე, ხელფასი 150 რუბ., 45 წლის.
ტყე და სახნავი, 1910 წელს (1905-1907 წლებში აღნიშ-
ნულია 10 ქცევა ტყე და 6 ქცევა სახნავი) – 2 მეათედი და 2
მეათედი შესაბამისად. სახნავი იჯარითაა გაცემული 9
წლით - 36 რუბ. წელიწადში. სახლი ორია: ერთი სახლი
აშენებული საზოგადოების (კ.მ.ქ.ა.ს.) მიერ ეკლესიის მღვ-
დელ-მსახურთათვის და ის ტაძრის საკუთრებაა, ხოლო
მეორე საეკლესიო სკოლისაა, არის გამართული და მტკი-
ცე, მაგრამ სარემონტო მდგომარეობაშია.
- სასაფლაოს შენობა და სამლოცველო სახლი ტაძარს
არ გააჩნია.
- ტაძრის ქონების აღწერა ჩატარდა 1874 წელს, შემოწ-
მდა 1901 წელს და ინახება სრულად.
- არსებობს ტაძრამდელი წიგნები. ბიბლიოთეკა არ
გააჩნია. სამრევლოში არსებობს საეკლესიო სკოლა, რომე-
ლიც დაარსებულია 1891 წელს და განთავსებულია საკუთარ
სახლში. კ.მ.ქ.ა.ს. იხდის სკოლის შენახვის თანხას 565
რუბლის ოდენობით. ამ წელს მასში სწავლობს 15 ვაჟი და
10 გოგონა.
- ტაძარს ჰყავს მამასახლისი სუმაი გეგის ძე ჭედლი-
ანი, 1903 წლიდან [ფოტო№26].
- მაღალყოვლადუსამღვდელოესის ბოლო ვიზიტი
შედგა 1901 წელს.
-------------
ბესარიონ ნიჟარაძე - ფოტო № 27 [რუსულ ენაზე მის მი-
ერ შესრულებული დოკუმენტის ფოტო, რომლის ქართული
თარგმანიც არის ქვემოთ წარმოდგენილი]
თბილისის სასულიერო სემინარიის მე-5 კლასიდან
განაწესეს სვანეთის აღმასრულებელ სამმართველოში მწერ-
ლად. 1878-1883 წწ. ამ თანამდებობის შენარჩუნებით მოეწყო
43
ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გამზრდელად 1889
წლამდე;
კ.მ.ქ.ა.ს.-ის მიერ განწესებულ იქნა იფარის სკოლაში
1891-94 წწ-მდე; შეთავსებით არის ამავე სკოლის სამარ-
თალმცოდნე 1900 წლამდე;
1892 წლის 24 მაისს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი
გრიგოლი ხელს ასხამს დიაკვნად და იმავე წლის 27 მაისს
იგივე ეპისკოპოსი აკურთხებს მღვდლად; განწესებულია
იფარის წმ. გიორგის სახ. ტაძარში; 1892 წლის 27 ივლისს
დაჯილდოვდა ენქერით; 1895 წ. 6 მაისს დაინიშნა
სასულიერო გამომძიებლად სვან. და ლეჩხ. ოლქში; 1895 წ.
18 მაისს დაინიშნა სვანეთის ეკლესიების ბლოღოჩინის
მოადგილედ; 1895 წელსვე გურია-სამეგრელოს სასწავლებ-
ლების ეპარქიალურმა საბჭომ დანიშნა ლეჩხუმის სამრევ-
ლო სკოლების საოლქო დამკვირვებლად; იმავე წლის 18
ოქტომბერს - იმერეთის ეპარქიალური სასწავლებლების
საბჭოს მიერ დაინიშნა სვანეთის საეკლესიო სკოლების
დამკვირვებლად; 1897 წლის 5 მარტს - გურია-იმერეთის
სინოდალური კანტორის მიერ ინიშნება სვანეთში
ჯვრისწერის საქმეების მოწესრიგების კომისიის წევრად;
1898 წელს კ.მ.ქ.ა.ს.-ის საბჭო უმატებს ხელფასს 100 რუბლის
ოდენობ-ით; 1898 წლის 29 ოქტომბერს კ.მ.ქ.ა.ს.-ის მიერ
ინიშნება სვანეთის ბლოღოჩინის მოვალეობის შემსრუ-
ლებლად; 1899 წელს დაჯილდოვდა სკუფიით; 1899 წლის 6
სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოს ლეონიდეს მიერ დამტ-
კიცდა სვანეთის ბლოღოჩინად; 1900 წლის 14 ოქტომბერს
თხოვნის საფუძველზე გადაყვანილია მესტიის სამრევ-
ლოში;
[ფოტო№28]
1902 წლის 7 სექტემბრიდან სვანეთის სკოლების კ.მ.ქ.-
ა.ს.-ის დაქვემდებარებიდან იმერეთის ეპარქიის სასწავლებ-
ლების საბჭოს დაქვემდებარებაში გადატანასთან დაკავ-
44
შირებით, ინიშნება ამ სკოლების დამკვირვებლად, ანაზ-
ღაურებით. ეს თანამდებობა დატოვა 1908 წლის 2 დეკემბერს
თავისი თხოვნის საფუძველზე; დაჯილდოვდა სკუფიით;
1903წ. 6 მარტს სვანეთის სამღვდელოების მიერ აირჩა
ბლოღოჩინად;
იმერეთის ეპისკოპოს ლეონიდეს მიერ დამტკიცებულ იქნა ამ
თანამდებობაზე 1907 წ. 13 ივლისს.
-სინოდის მიერ დაჯილდოვდა სამკერდე ჯვრით -
[Наперстный крест] 1907 წლის 22 აგვისტოს.
-------------------------------------------------
თავბრუდამხვევი სიჩქარით შექმნილი ეს კარიერა შე-
დეგია კმაყოფილებისა, რომელიც რუსთათვის გაწეულმა
სოლიდურმა სამსახურმა გამოიწვია, მაგრამ, თვით ნიჟა-
რაძისა და სვანთა მცდელობით, არასაკმარისი აღმოჩნდა
ამ რეგიონში დაგეგმილი ანტისვანურ-ანტიქართული პო-
ლიტიკის გატარებისათვის.
კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის
აღორძინების საზოგადოების შესახებ
კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის
აღორძინების საზოგადოება (კ.მ.ქ.ა.ს.) შეიქმნა 1860 წლის 9
ივლისს, რუსეთში. მისი წესდება დამტკიცდა იმპერატორ
ალექსი II-ის დასტურით.
განთავსდა კავკასიის მხარის ადმინისტრაციული ცენ-
ტრის შენობაში, ქ. თბილისში. მოექცა იმპერატრიცა მარია
ალექსანდრეს ასულის მფარველობის ქვეშ და მასვე ბარ-
დებოდა ყოველწლიური ანგარიში.
ხაზინიდან გამოეყო 200 000 რუბლი, აქედან 119 738 პი-
რადად იმპერატორის შემოწირულობაა.
45
1862 წელს, თვით დიდი თავადი, მიხეილ ნიკოლოზის
ძე ხდება ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე. იმპერატორმა
ალექსანდრე II-ემ 1865 წელს გააუმჯობესა ბიუჯეტი. იმავე
წელს თავმჯდომარე გახდა მეფისნაცვალი, ვიდრე 1885
წლამდე (მანამდე თავმჯდომარე იყო ეგზარქოსი); 1885 წლის
ივლისში შეიცვალა წესდება, საზოგადოების დო-
კუმენტაცია გადაეცა საქართველოს ეგზარქატს. საზოგა-
დოებამ იარსება 1917 წლამდე.
------------------------
დეკანოზი იოანე მარგიანი ბაპების შესახებ
(ივანე მარგიანი)
„სვანეთი, მოგეხსენებათ, უგზო-უკვლო ქვეყანაა: ძვე-
ლად მაინც იგი მეტად მიუდგომელი მხარე იყო. ის
შეადგენდა საქართველოს სამეფოს ნაწილს და თუ ხში-
რად თავისუფლების დროშას ატარებდა, ეს იმ არეულო-
ბის გამო, რომელიც თითქმის მუდამჟამ სუფევდა ჩვენში.
სვანეთსაც ისეთივე მღვდლები ჰყავდა იმ დროს, როგორც
დანარჩენებს, მაგრამ ისევ იმ არეულობამ და პოლიტი-
კურმა ძალამ სვანეთი თითქმის გააცალკევა სხვებისაგან
და რამდენიმე ხანს თავისუფლების დროშა მიანიჭა. ამ
განცალკევებას არანაკლებ უწყობდა ხელს მისი გეოგ-
რაფიული მდებარეობა. ეს კია, რომ იგი ჩამორჩა სხვებს:
სარწმუნოება სიბნელით იმოსებოდა; არეულობა, კაცის
კვლა, სისხლის აღება და ძალადობა ჩვეულებრივი მოვ-
ლენა იყო; ნამდვილი მღვდლები გაჰქრნენ და მათი
ადგილი "პაპებმა" დაიკავეს, რომელთაც ეკუთვნით სვა-
ნეთში ქრისტიანობის დაცვის პატივი.
ერთ დროს თავისუფალი სვანეთი ცაგერის ეპის-
კოპოსს (ცაგერელს) ექვემდებარებოდა, ხოლო სადადეშ-
ქელიანო - სვანეთი-ცაიშისას, რომელნიც უგზავნიდნენ მას
46
(სვანეთს) ნაკურთხ მღვდლებს, მაგრამ შემდეგ, სამწუ-
ხაროდ, ეს დამოკიდებულებაც მოისპო. დარჩნენ მხოლოდ
"პაპები". პაპებს ჰყავდათ შეგირდები, რომლებსაც ისინი
"დიაკვნარს" ეძახდნენ და ასწავლიდნენ საღმრთო წერილ-
სა და ეკლესიის სამსახურს. როდესაც პაპა მოხუცდებოდა
და შეგირდიც გაიწვრთნებოდა, ამ უკანასკნელთ ჰგზავ-
ნიდნენ ეპისკოპოსთან, ანუ მიტროპოლიტთან (ცაგერში ან
ცაიშში), რომელნიც ხელდასხმულს აბრუნებდნენ სვანეთ-
ში, ძღვნად მიჰყავდათ ხარი. ბოლოს პაპებმა თვითონ
მიიკუთვნეს კურთხევის უფლება, თავის შეხედულები-
საებრ ხელს ასხამდნენ "დიაკვნარს" პაპებად - მღვდლებ-ად
და ეკლესიასაც თვითონ განაგებდნენ. ამიტომ, ადვი-ლი
წარმოსადგენია და არც არის განსაკვირველი, თუ
თითოეულ სოფელში მათი რიცხვი 10-15-მდე ადიოდა.
"ბაპ" (ზედა ხევში, ე.ი. თავისუფალ სვანეთში) ანუ
"პაპ" (ქვედა ხევში, ანუ სადადეშქელიანო სვანეთში) ისე
იცვამდა, როგორც დანარჩენი სვანნი (პაპად უფრო გლე-
ხთაგანი უნდა ყოფილიყო): თავზე ნაბდის წოწოლა ქუდი,
ანუ ფაფანაკი ეხურა, ტანზე ეცვა შინაური უხეში ტილოს
პერანგი, რომლის საყელო კანაფის მსხვილი თო-კით
იკვრებიდა; ზედ შინაური ხელოვნებისვე მსხვილი
მატყლის ჩოხა, იმისვე შარვალი (შალბარ) და პაიჭები;
ფეხებზედ ამოკრული ჰქონდა ბაწრით ამოსხმული მრგვა-
ლი ქალამნები; წელზედ ერტყა დაუზლელი ტყავის
სარტყელი (ლარტყე), რომელსაც მოდიდო, ადგილობრივი
ხელოვნების ხანჯალი ამძიმებდა. ბეჭებზე კაჟის თოფი
"ყირიმი" (ყირმილ) ან "სტამბოლი" ეკიდა. ყველა ეს გამო-
უცნობლადა ხდიდა "პაპს" უბრალო სვანისაგან. სხვა
ხნავდა, პაპიც ხნავდა; სხვა ომობდა, პაპიც ომობდა და
ლაშქარს წინ უძღოდა. მაგრამ ის იმ დროს კიდეც მღვდ-
ლობდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, და ხალხში მოძ-
ღვრავდა. მასში თქვენ ნახავდით ისეთ ძალას, რომელიც
47
ხალხს პატივისცემას და სიყვარულს აგრძნობინებდა. აი, ამ
უსწავლელმა მღვდლებმა, უკეთ რომ ვთქვათ, პაპებმა
დაიცვეს სვანეთში ქრისტიანობა, ხელი შეუშალეს მაჰმა-
დიანობის გამეფებას, გამოსტაცეს მაჰმადიანებს ხელთაგან
წმინდა ძვირფასი ხატები და ნივთები და მათ ხალხს
დაუფასებელი სამსახური გაუწიეს.“
ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ციტატის ის
ადგილი, სადაც სამღვდელოს აგზავნიან სასწავლებლად,
რათა დააბრუნონ უკვე ხელდასმულ მღვდლად: „პაპებს
ჰყავდათ შეგირდები, რომლებსაც ისინი "დიკნარს"
ეძახდნენ და ასწავლიდნენ საღმრთო წერილსა და ეკლე-
სიის სამსახურს. როდესაც პაპა მოხუცდებოდა და შეგირ-
დიც გაიწვრთნებოდა, ამ უკანასკნელთ ჰგზავნიდნენ
ეპისკოპოსთან, ანუ მიტროპოლიტთან (ცაგერში ან ცაიშ-
ში), რომელნიც ხელდასხმულს აბრუნებდნენ სვანეთში“.
შედარებისთვის - მღვდელი სიმონ მჭედლიანი. მარგიანის
მონათხრობით, მისი ბიოგრაფიული მონაცემებით სწორედ
მას ეკუთვნის მესტიაში განწესება.
საღვდელმსახურო უწყებანი. ცაგერის ოლქი, 1907 წ.
ბლოღოჩინი იოანე მარგიანი [ფოტო№ 29-30]
ლუხვანო-ნაგომარის ღვთისმშობლის შობის ტაძარი,
აშენდა 1879 წელს.
- მღვდელი სიმონ გიორგის ძე ჭედლიანი, 56 წლის,
სვანეთის გლეხებიდან.
- წმ. წერილი და მედავითნეობა შეისწავლა საირმის
მამათა მონასტერში.
- განწესებული იქნა ლექსურის ღვთისმშობლის შობის
ტაძარში, 1879-16 ივლისს.
- გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა დაასხა
ხელი დიაკვნად, 1889 წლის 18 ოქტომბერს.
48
- იგივე ეპისკოპოსმა აკურთხა მღვდლად, განწესდა
ფხუტრერის მთავარანგელოზის ტაძარში (სვ.), 1894 წლის 16
ივლისს.
- იგივე ეპისკ. ლუხვანო-ნაგომარის ღვთისმშობლის შო-
ბის ტაძარში, 1896 16 ივლისს.
- 1900 წლის 4 აპრილს სასარგებლო მსახურებისთვის
ჯილდოვდება ენქერით (набердник), იმერეთის ეპისკოპოსი
ბესარიონის მიერ.
- მეუღლე - ელისაბედ სიმონის ასული, 35 წლის.
- შვილები: რაჟდენი - 16 წლის, გიორგი - 12 წლის,
მელიტონი - 7 წლის. შემდგომში ეყოლა ქალიშვილები
- ნინო და პარასკევა (ავტ.).
რაჟდენი სწავლობს ქუთაისის რეალურ სასწავლე-
ბელში, გიორგი - ცაგერის ორი კლასის სასწავლებელში.
- ხელფასი მიეცემა ხაზინიდან - 400 რუბლი. სამრევ-
ლო შემოსავლიდან 120 რუბ. წლიური.
მედავითნე - ილარიონ პომანის ძე კოპალიანი
(მღვდლის შვილი) , 43წლის.
- მეუღლე: სუსანა პეტრეს ასული, 41 წლის.
- ქალიშვილი ეკატერინე, 15 წლის.
- ხელფასი 25+40 რუბ. წლიური.
- ტაძრის მამასახლისი - კოსტა კაკუჩას ძე კოპალიანი.
სამრევლო სია. ლუხვანო-ნაგომარის ღვთისმშობლის
ტაძარი, 1907 წ.
ოჯახების რაოდ. კაცი ქალი
სასულ. 4 14 12
გლეხი 90 390 359
49
სულ 94 404 371
[ფოტო№31]
მრევლის რაოდენობა მესტიის სამრევლოში წლების
მიხედვით
[ფოტო № 32,33,34,35.]
- 1901 1905 1907 1910
სასულ. 3 1 2 2
თავად-აზნ. 70 68 43 47
გლეხი 143 145 71 76
ლაღამი გლეხი 13 19 9 8
ოჯახი, კაცი, ქალი; ო.კ.ქ.; ო.კ.ქ.; ო.კ.ქ.
სულ: 229, 476, 442; 232, 490, 448; 125, 562, 460; 133,
525, 482.
თვალშისაცემია თავისუფალი მესტიის თემის სამ-
რევლოში თავადაზნაურთა ოჯახების არსებობა და მათი
სიმრავლე, განსაკუთრებით მათი და გლეხთა ოჯახების
თანაფარდობა. აშკარაა, რომ რუსეთი ვარგებად წოდებული
გვარების გათავადაზნაურებით, დასაყრდენ ფენას ქმნის
მესტიაში და ასე ჩუმად, მზაკვრულად, ერთი ხელის მოს-
მით აპირებს იმ დრომდე მოყვანილი „თავისუფალი სვა-
ნეთის“ სტატუსის შეცვლას. ამავე დროს საფრთხე ემუქრება
სეტში შენახულ საგანძურს, რომელმაც შეიძლება სულ მალე
იმპერიის რომელიმე დიდ გალერეაში დაიდოს ბინა,
როგორც შეუფასებელმა ექსპონატებმა. ნიჟარაძის სვანობამ,
ადგილობრივი ლელჯგრააგის და მოსახლეობის სიფხიზ-
ლემ და რა თქმა უნდა, ამ წმინდა ტაძრის მადლმა არ მის-
50
ცა მათ ამის განხორციელების საშუალება. XX საუკუნის
ოცდათიან წლებში, საგანძური დანაკლისის გარეშე
გადაეცა ქართულ სახელმწიფოს, მულჯგრააგის კოშკები-
დან სახელმწიფოს მუზეუმს.
ვიტორიო სელას ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოზე [ფო-
ტო№8] მარჯვენა მხარეს ჩანს სენაკის უბანი (მჭედლიანე-
ბის სამოსახლო). ტაძარი იკვეთება მისი კოშკის ფორმის
გუმბათით (ასე აქვს აღწერილი თაყაიშვილს, ბარტოლო-
მეოს, ბაქრაძეს), ფოტოზე მარჯვნიდან მეორე. საუკუნე-
ებმა ტაძრის გუმბათის თავი დააზიანა და იგი გადა-
ხურეს სვანურ სტილში. იქვე, აღნიშნულ მოგზაურებზე
დაყრდნობით, ტაძრის აღწერისას, ექვთიმე მოიხსენიებს
მეორე სართულს (სადაც ინახებოდა ტაძრის საგანძური).
საკურთხევლის შიგნიდან, კიბის მიდგმით, შიდა „ფან-
ჯრით“ შესასვლელი არ წარმოადგენს სრულ სართულს.
ექვთიმე თაყაიშვილი დასძენს, ესაა ნივთების სამალავი,
რომელიც დამახასიათებელია ქართული ეკლესიებისათვის
ბარში, მაგრამ უცხოა სვანეთისთვისო. მართლაც, ანალო-
გიურად გვხვდება შიდა, ზემოთ არსებული სათავსოები
ალავერდში, სვეტიცხოველსა და სხვა მრავალ ქართულ
გუმბათიან ტაძარში, სვანეთში კი სეტის წმინდა გიორგის
ეკლესია ამ ტიპის ერთადერთი, განსხვავებული არქიტექ-
ტურის ტაძარი იყო.
უცნობია, თუ ვინ ააშენა, ან ვისი სახსრებით აშენდა
ესოდენ ძვირადღირებული, სვანეთისა და სრულიად საქ-
ართველოსათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გუმბათ-
იანი ტაძარი. იმ დროს იქ მხოლოდ რამდენიმე სვანური
ოჯახი სახლობდა (მოსახლეობის ეს სიმცირე, სელას ქვე-
მოთ წარმოდგენილ, XIX საუკუნის ფოტოზეც თვალსაჩი-
ნოდ ჩანს. მარჯვნივ - სენაკის უბანი). ამ ტაძრის დიდე-
ბულება იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ იგი რომე-
ლიმე იმდროინდელი ძლიერი ფეოდალის აშენებული უნ-
51
და იყოს, რომელსაც რაღაც კავშირი აქვს სვანეთთან და
კერძოდ, იმ გეოგრაფიულ ადგილთან, სადაც ეს ტაძარი
დგას. ყურადღებას იპყრობს სამოსახლო, რომელიც გარს
აკრავს ამ ტაძარს. ეს არის სამი სვანური კოშკიანი სახლი,
სამივე მჭედლიანების გვარისა (ჭედელიანი, ჭედლიანი,
მჭედლიანი - ეს ერთი და იგივე გვარია), რომელთაგან
ერთ-ერთი ბაღვაშა ქორ (სვან.) ანუ ბაღვაშთა სახლად
მოიხსენება. საყურადღებოა, რომ სეტის თემის წერილო-
ბით ძეგლებში ჭედელიანების შვიდი მამაკაცია მოხსენი-
ებული: დავითი, დოდილი, დემეტრე, ივანე (XIV ს-ის
პირველი ნახევარი). და იგია, ქელდიშ, ბულღაირი (XV ს.)
[სილოგავა ვ., 1986 წ.]. ამ გვარის ავტოქტონობა სეტის
თემში, აღნიშნული ტექსტების შინაარსით, ეჭვს არ იწ-
ვევს. „სეტის წმ. გიორგის ეკლესიის ხატისგვართა (ლელ-
ჯგურაგუ) შორის ჭედლიანთა გვარი ამ ეკლესიის
ირგვლივ სახლობს. ეს ბაღვაშა ქორიდან გამონაყოფი სამი
შტოა: თებუშა, თემირშა და ხასილშა.
შემთხვევითი არ არის ის, რომ როგორც ბაღვაშა
ქორის, ისე ჭედლიანთა კოშკიანი სამოსახლოების ახლოს
არც ერთი კოშკი არ დგას" [მჭედლიანი ე, 2006 წ.].
ვერა ბარდაველიძე ადასტურებს, რომ სეტის წმ.
გიორგის ტაძარი, ყველა სხვა სვანური ტაძრისგან გან-
სხვავებით (გარდა ლიგურკესი), წარმოადგენდა სრულიად
ზემო სვანეთის წმინდა სალოცავს. ამ ტაძრის გვარების
უფლებები და მოვალეობები ვრცელდებოდა თითქმის
მთელ ზემო სვანეთში. მათი მეშვეობით ხდებოდა ტაძ-
რისთვის ძღვენის მირთმევა. ეს თემი იწოდება, როგორც
"ლელჯგრააგ", ხოლო თემის წევრები "მულჯგრააგ." ლელ-
ჯგრააგის მოვალეობაში შედიოდა სეტის წმ. გიორგის
ტაძრის დღეობის მოწყობა, რომელიც წლის განმავლობაში
ორჯერ იმართებოდა. ზაფხულის დღესასწაულს ჰქვია
ხილიშობა. ლელჯგრააგის გვარებია: ფალიანი, მჭედლი-
52
ანი, ნიგურიანი და რატიანი. მოკილის ანუ ტაძრის გასა-
ღები შემნახველნი იყვნენ მჭედლიანთა გვარიდან.
[„Знамя лем и храм Сетийского св. Георгия, в отли-
чие от других сванских знамен и храмов (кроме храма
во имя св. Квирики и Ивлиты, называемого сванами
Лагуркой), были святынями всей Верхней Сванетии.“...
„Храмовая община Сетийского св. Георгия, кроме
выполнения функций общих для всех сванских
храмовых общин, в отличие от последних свои права и
обязанности распространяла почти на всю Верхнюю
нетию.“...
„мекил - хранителя ключа храма, его драгоценностей
и казны. В обязанности мокила входили так же при-
смотр за порядком и чистотой здания, при неимении
или временном отсутствии сванского священника бала
он совершал обряды посвящения и жерт-воприношения,
а иногда он и бывал законным балом... „мокил, которого
избирали из фамилии Мчедлиани“].
[ბარდაველიძე ვერა. „ქართველ ტომთა უძველესი სარ-
წმუნოება და საწესო გრაფიკული ხელოვნება“. თბილისი,
1957წ.].
იყო დრო, როცა ტაძრის ნივთების შესანახად იყენებ-
დნენ მურთაზ მჭედლიანის საკუთრებაში მყოფ სვანურ
სახლს, კერძოდ - ორი კოშკიდან უფრო მცირეს (სამწუხარ-
ოდ, დიდი კოშკი საგრძნობლად დაზიანებულია).
[ფოტო№10]
ამ ტაძარში ედო ბინა ე.წ. ლემს - დროშას, რომელიც
სხვა სვანური დროშებისგან განსხვავებით, სრულიად სვა-
ნეთის სიწმინდეა. ერთ-ერთი ვერსიით, იგი თამარ მეფეს
შეუკერია და სეტის ტაძრისთვის შემოუწირავს. ეს დროშა
გამოაქვთ ხილიშობაზე. დროთა განმავლობაში დროშა
ცვდებოდა და თავიდან იკერებოდა. დროშას ძირითადად
ატარებს ლემის დამჭერი მუგვანე, მულჯგრააგის წევრი,
53
მაგრამ მას შემდეგ, რაც ვინმე იმახატ ჯაფარიძეს
შეუკერავს და სეტის წმ. გიორგისთვის შეუწირავს, ჯაფა-
რიძეებისთვისაც მიუციათ დროშის ტარების უფლება. ჯა-
ფარიძეების მიერ დროშის განახლება XX ს-ის პირველ
ნახევარშიც არის ცნობილი. ამჯერად დებს, აღათია და
ივდით ჯაფარიძეებს, შეუკერავთ ყვითელი ფერის ლემი.
ჭედლიანების მონათხრობი (ეთერ ჭედლიანი, მისი
ბაბუის აბრაამის მონათხრობზე დაყრდნობით) მათი გვა-
რის წარმომავლობის შესახებ: "საიდან გაჩნდა ქართული
ჭედელი, რატომ გამოეყო იგი სვანურ მუშკიდს? ჭედელს
ხომ სვანები იშვიათად ხმარობდნენ, მუშკიდის მაგივრად.
ჩვენს გვარში არსებობს თქმულება, რომ ჩვენი უძველესი
წინაპარი სამი ძმა იყო, რომელთაგან უფროსი სვანეთში
ცხოვრობდა, შუათანა - მესხეთში. ამ უკანასკნელს დიდი
ციხე-სიმაგრე ჰქონდა და ერთ-ერთ ხეობას იცავდა
თათრებისგან (თათრებს უწოდებდნენ სვანები ყველა მომ-
ხვდურს). ეს ძმა ისე გაძლიერდა, რომ მის დაუკითხავად
იქაური ფუსდ (მთავარი) არაფერს არ წყვიტავდა, მაგრამ
მისმა ძემ ფუსდს ქალიშვილი მოსტაცა, რის გამოც მათ
შორის დიდი მტრობა ჩამოვარდა. მთავარმა მოუგო ომი
და დამარცხებული ისევ დაბრუნდა თავის უფროს ძმას-
თან. აქედან წარმოდგა მისი შტო - ჭედლიანთა გვარისა. იგი
ერთ-ერთია იმ ექვს გვართაგან, რომლებიც სეტის წმ.
გიორგის მონასტრის ხატის გვარებად ითვლებოდა. ესენი
იყვნენ: ჭედლიანები, რატიანები, ნიგურიანები, მიტვლი-
ანები, ფალიანები და სეტიელები.
ჭედლიანთა უძველესი ნასახლარი მესტიაში, საიდა-
ნაც მოხდა შემდეგ გვარის რამდენიმე შტოდ გაყოფა და
ახალი საცხოვრისების შექმნა, წარმოადგენდა კოშკიან-
გალავნიან ვრცელ კომპლექსს, რომლის სიდიდე ყოველ-
თვის მაოცებდა. ამ სახლ-კარს ბაღვაშრე ქორს (ბაღვაშთა
სახლს) ეძახდნენ. ამჟამად ეს ნასახლარი და ორსართუ-
54
ლიანი ევროპული სახლი ა. დევდარიანს ეკუთვნის, კოშ-
კი კი ახლაც ამაყად დგას.
ბაღვაშა - ეს უნდა ყოფილიყო ჭედლიანთა ეპონიმუ-
რი გვარი, რომელიც შემდეგ ჭედლიანმა შეცვალა" [ეთერ
მჭედლიანი, სტატია გაზეთში "ლალხორ", 14,1-15, 01. 2006
წ.].
საინტერესო კავშირი იკვეთება ლიპარიტ ბაღვაშის
მეუღლის მიმართ ბაგრატ მეფის მიერ ჩადენილი „უცნაური“
საქციელის მოტივსა და აბრაამ მჭედლიანის მონათხრობს
შორის. ,,ჩვენი წინაპარი ეს ძმა ისე გაძლიერდა, რომ მის
დაუკითხავად იქაური ფუსდ (მთავარი) არაფერს არ წყვე-
ტავდა, მაგრამ მისმა ძემ ფუსდს ქალიშვილი მოსტაცა, რის
გამოც დიდი მტრობა ჩამოვარდა ამ ოჯახებს შორის.
მთავარმა მოუგო ომი და კეისარმა გამოაგდოო." [აბრაამ
ჭიტას ძე ჭედლიანის (დაბ. 1876 წელს) მონათხრობი].
თავი ხატი - ასე მოიხსენიებს ექვთიმე თაყაიშვილი სე-
ტის წმინდა გიორგის ჭედურ ხატს [თაყაიშვილი ე. 2017 წე-
ლი, გვ. 250] [ჯგრააგის წმინდა გიორგი], რომელიც ძველ-
თაგან თავისუფალი სვანეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
საფიცარი ხატია. მასზე გამოსახულია ცხენზე ამხედრებუ-
ლი მთავარმოწამე, რომელიც გმირავს პირობითად იმპე-
რატორ დიოკლეტიანეს. იმპერატორის აღნაგობა, შესამოსე-
ლი, ჯვრით შემკობილი თავსაბურავი და სხვა რეგალიები
სრულიად ემთხვევა ბასილი მეორე პორფიროგენიტოსისას
(958-1025 წწ.). შუბი ბულგარელი ტყვეების დაბრმავებით
ცნობილ იმპერატორს თვალში აქვს ნაძგერი. [ფოტო№19]
ბასილი II ბიზანტიის იმპერატორთა შორის ერთ-ერთი
გამორჩეული მონარქია. მისი მმართველობის პირველი ეტ-
აპზე, მცირე აზიაში გადატანილი სამოქალაქო ომების
ჩახშობის შედეგად, მან მოახდინა აშლილი იმპერიის
სტაბილიზება და საიმპერატორო ძალის გაზრდა. მუდმივი
ომების მიუხედავად, თავი გამოიჩინა როგორც ძლიერმა
55
მმართველმა და ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო
40-წლიანი ომი ბულგარელების წინააღმდეგ. 1018 წელს, მათ-
თან ომში საბოოლოოდ გამარჯვების შემდეგ, ბასილმა
დამარცხებული მხარის დასჯის ისეთი ფორმა მოიგონა, რა-
საც პრეცედენტი არ მოეძებნება მსოფლიო ისტორიაში.
ტყვედ ჩაგდებული 15 000 ბულგარელი ასეულებად დაყო,
საიდანაც ერთს დაუტოვა ცალი თვალი, დანარჩენებს კი
ორივე დათხარა. ასეთი საცოდაობითა და სიმწრით იარეს
თვალებდათხრილებმა. ძლივს მიაღწიეს თავიანთ მეფე სამუ-
ილთან. ამ სისასტიკის გამო იმპერატორს „ბულგართ-
მმუსვრელი“ (იგივე ბულგართმჟლეტი) უწოდეს.
1021–1023 წლებში ბასილი მეორემ, ქართველთა დაუ-
მორჩილებლობის გამო, მოაწყო დამსჯელი ექსპედიცია
საქართველოში, შეებრძოლა გიორგი I-ს, „ყოვლითა სპითა
საბერძნეთისათა და უცხოთესლითა ურიცხვთა“ [ქართლის
ცხოვრება I ტ. გვ.278]. ქართულმა მხედრობამ გიორგი I-ის
მეთაურობით ბასილი II-ს დიდი წინააღმდეგობა გაუწია:
„ეგზომ გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა, რომელ სივლ-
ტოლად განემზადა ბასილი მეფე“. [ქართლის ცხოვრება I ტ.
1955 წ. გვ.285], ბიზანტიის ჯარი დაედევნა უკანდახეულ
გიორგი მეფეს და სოფელ შირიმნთან წამოეწ-
ია. სისხლისმღვრელ ბრძოლაში დაიღუპა კლდეკარის ერის-
თავი რატი ბაღვაში. ქართველები დამარცხდნენ და უფრო
ღრმად დაიხიეს, სადაც მეფემ გააძლიერა თავისი არმია.
ამიტომაც ბასილი იძულებული გახდა, დაეტოვებინა
საქართველოს საზღვრები და ტრაპიზონის მახლობლად
გამოეზამთრა. მეორე წელს ის კვლავ შემოიჭრა საქარ-
თველოში. გიორგი I-მა შეუტია მტერს და გააქცია: „იწყეს
ბრძოლად და აოტეს ზოგი ბასილის ლაშქრისა“. [ქართლის
ცხოვრება, I ტ. 1955 წ. გვ.384]-დამარცხებით გაოგნებულმა
იმპერატორმა მოითხოვა: „ძელი ცხოვრებისა მანდილითა
წმიდითა, და დასცა იგი ქვეყანასა ზედა და თქუა ესრეთ,
56
ვითარმედ: „უკეთუ მიმეც მე ჴელთა მტერსათა, არღარა
თაყუანისგცე უკუნისამდე“ და ვითარ ესე ყო და თქუა, მყის
მასვე ჟამსა იძლივნეს და მეოტ იქმნეს სპანი გიორგისანი“.
[ქართლის ცხოვრება I ტ. 1955 წ. გვ.384]
ბასილი II მზად იყო ღმერთი დაეგმო, თუ ომში ქარ-
თველები გაიმარჯვებდნენ. აი, რამხელა მნიშვნელობას ანი-
ჭებდა საქართველოს დამორჩილებას და რა ძალით ეკვეთა
იგი ჩვენს ჯარებს. მცირეწლოვანი ბაგრატ IV-ის მეფობისას,
დაარღვია რა 1022 წელს დადებული პირობა, 1025 წელს კონ-
სტანტინე VIII შემოესია სამხრეთ საქართველოს. კლარჯეთ-
ში ეზრა ანჩელისა და საბა მტბევარის მეთაურობით, ხოლო
კლდეკართან ლიპარიტ IV ბაღვაშის თაოსნობით გამარ-
თულმა თავდაცვითმა ომებმა არ მისცა მტერს ქვეყნის დაპ-
ყრობის საშუალება. მოვლენების შემდგომმა განვითარებამ
დათბობა გამოიწვია. რომანოზ III ცოლად ატანს ბაგრატ IV-
ეს მისი ძმის, ბასილის ასულ ელენეს, ანიჭებს მას კუროპა-
ლატის ტიტულს და აფორმებენ ზავს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სეტის წმინდა გიორგის
ხატზე გამოსახული, თვალში განგმირული იმპერატორი
ზედმიწევნით იმეორებს ბასილი II-ის გამოსახულებას და
არანაირად არ ჰგავს დიოკლეტიანეს. [ფოტო№21] მით-
უმეტეს, რომ ბასილის შესამოსელს ჯვრის ფორმის ატრი-
ბუტები აქვს, კერძოდ თავსაბურავზე და საყურეების სახით
[ფოტო№17,-19,22], რაც წარმოუდგენელია დიოკლეტიანეს
შემთხვევაში, რადგან გარდა იმისა, რომ იგი ქრისტიანების
და ყოველივე ქრისტიანულის მდევნელია, ჯვრის საყოველ-
თაო აღიარება ქრისტიანებში უფრო მოგვიანებით, იმპერა-
ტორ კონსტანტინე დიდის და ელენე დედოფლის დროს
ხდება. აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი ამ ხატს X-XI
საუკუნეებით ათარიღებს. ითვალისწინებს რა იმპერატორისა
და სიუჟეტში მოქცეული გამოსახულების ზედმიწევნით
მსგავსებას, ვარაუდობს, რომ გვირგვინოსანი იმპერატორის
57
განგმირვის გავრცელებული თემა გამოძახილია იმდროინ-
დელი კონკრეტული პოლიტიკური ვითარებისა [Чубинаш-
вили Г.,1959 გვ. 370 ]. თვალშისაცემი პორტრეტული მსგავ-
სება, ასევე იმდროინდელ ერთმორწმუნე ბიზანტიასთან
გამართული სასტიკი თავდაცვითი ომები და მათდამი
ქართველთა მწვავე დამოკიდებულება ამყარებს საფუძვლიან
ვარაუდს, რომ სვანური ჭედურობის ამ შესანიშნავ ნიმუშზე,
„უსჯულო მეფე“ დიოკლეტიანეს სახით, ალეგორიულად,
იმდროინდელ საქართველოსთან დაპირისპირებული
იმპერატორი ბასილი II უნდა იყოს გამოსახული. ცხენზე
ამხედრებული წმინდა გიორგის ხატი თითქმის უცხოა
ბერძნული იკონოგრაფიისთვის, ხოლო დიოკლეტიანეს
დამარცხების ფორმა საერთოდ ქართული ფენომენია.
[»Чубинашвили Г. Н. Гру-зинское чеканное искусство. -
Тбилиси.: Сабчота Сакарт-вело, 1959 წ. გვ. 325] აღნიშნული
სიუჟეტი განსაკუთრებით მრავლადაა სვანურ ხატწერაში:
სეტის, ლებიჭინის, იფარის და სხვა.
[ფოტო№20]
თუ გავითვალისწინებთ ბაღვაშების სვანური წარმო-
მავლობის ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ვერსიას და ბერძნ-
ებთან ომში ბაღვაშების და მისი სვანური ლაშქრის აქტიურ
ჩართულობას, გამოდის, რომ ადამიანები, ვინც შემდგომში
შეუკვეთა, ვინც მოჭედა და ვინც ლოცულობდა მესტიაში ამ
ხატზე [ხატის წარწერა ადასტურებს ამ ხატის სეტის წმინდა
გიორგის ტაძრის კუთვნილებას], პირადად იცნობდნენ მათ
ქვეყანაში შემოჭრილ უდიდესი იმპერიის კეისარს. ბიზან-
ტიის მეშვეობით გარკვეული იყვნენ ხატების ჭედვის
კანონიკაში და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ფლობდნენ
მოოქროვების ტექნიკას. ამიტომაცაა, რომ ასეთი სიზუსტით
გამოსახეს ბერძნების მიერ წმინდანად მიჩნეული იმპერა-
ტორის ხატება.
[ფოტო№ 17]
58
6. წიგნი ალექსანდრე მეფისა სვანთა მიერ ჯაფარიძე-
თა სასისხლოს გადახდაზე - 1503 წ.
ზოგადად, ეს დოკუმენტი სვანთა შესახებ დიდი და
უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის მატარებელია, ამიტომ
როგორც მრავალი მკვლევარი, ჩვენც ვერ ავცდებით მის
გამოყენებას და განვიხილავთ აღნიშნულ დოკუმენტს ჩვენი
კომენტარებით.
XV საუკუნე საქართველოს ისტორიისათვის უმძიმესი
პერიოდია. ქვეყანა იშლება სამეფო-სამთავროებად. 1478
წელს, იმერეთის მეფე ბაგრატ II-ის გარდაცვალების შემ-
დეგ, გამეფება ორჯერ სცადა მისმა შვილმა ალექსანდრემ,
მაგრამ მას არ მიემხრნენ დადიანი, გურიელი, გელოვანი
და სხვა თავადები, რითაც ისარგებლა კონსტანტინე ქარ-
თლის მეფემ და ქუთაისი დაიპყრო. საბოლოოდ, ალექ-
სანდრე II იბრუნებს ტახტს და უზავდება თავადებს. მისი
მეფობა გრძელდება 1510 წლამდე.
ტახტის დაბრუნების ბოლო მცდელობისას, რაჭა-
ლეჩხუმის გარდა, მას სვანებიც ეხმარებიან. მეფე მალევე
ივიწყებს სვანეთის მხარდაჭერას და ინიცირებას უკე-
თებს სვანეთის თორმეტწლიან იზოლაციას. მეფემ თავისი
ერთგული, დიდგვაროვანი, ძლიერი გვარების მეშვეო-
ბით, სვანეთის კუთვნილი ტერიტორიების - რიონის და
ცხენისწყლის სათავეების მითვისება გადაწყვიტა. ამდე-
ნად, ეს კარგად გათვლილი გეგმა იყო, რაც სვანეთის სა-
ზიანოდ განხორციელდა.
1503 წ. - წიგნი ალექსანდრე მეფისა სვანთა მიერ ჯა-
ფარიძეთა სასისხლოს გადახდაზე:
,,[...]მოხუედით; და თქუენი ბიძანები თვალია დაივანე
მოგუეწივნეს და შეგუებნეს, მოგვუერია ცოდვა, ეშმაკის
მანქანებითა შემოგვერივნეს. მერმე დაგუიწყედ მტერობა
თქუენ, ჯაფარიძემან სარგის და აღარც გაგუიშუით საჯა-
მაგიროდ, აღარც რაჭას და ლეჩხუმს სამუშირაოთ გამო-
59
გუიშუით. შუიდს წელიწადს ასრე ვიყუენით, რომე სრუ-
ლიად სუანეთის ქუეყანასა საზიარებელს ვეღარ ვიშო-
ვებდით და არც ვის მარილის გემო გუინახავს. მერე
მიგუიჭირდა და აღარა ღონე გუქონდა, შევიყარენით და
ოთხასი საპალნე ცხენი წარმოვიტანედ, თუითოს ცხენსა
ოროლი კაცი წამოვჰყევით.
ჩამოვედით ლეჩხუმს და რაც სავაჭრო გუახლდა გავ-
ჰყიდეთ და ვისაქმეთ. ავჰკიდეთ ღვინო და წამოვედით.
თავი მორჭმული გუეგონა, აღარას მოველოდით. თურმე
კუჭაიძე და ლაშხიშვილი შემოჩენილი გუყუა. როგორც
ჩუენ სავაჭროდ ჩამოვედით, კუჭაიძეს და ლაშხიშვილს
თქუენთუის კაცი გამოეგზავნა, თქუენ სრულიად რაჭ-
ველნი შეგეყარნა და ასრე მოსულიყვენით რეხტაშიგა,
რომ ჩუენ თქუენი მოსლვა ვერათ საქმით ვერ შევიტყე-
ვით. წინა თქუენ დაგუხდით, უკანით კუჭაიძე, ლაშხი-
შვილი, ინასარიძე და გარეყანიძე მოგუეწივნეს, გავიყავით
წინა უკანა დადაგვხოცეთ და ამოგუწყუიტეთ. რვაასის
კაცისაგან ოთხასის მეტი აღარ მოვრჩით. ეს ყველა კაცნი
დაგუხოცეთ და ოთხასი ცხენი, ყუელას ღუინო ეკიდა,
მისის საპალნით წაგუართუით.
ამას გარეთ, სხუა მრავალი მტერობა გუიყავით და
ვერსით საჯამაგიროდ ვერ გაგეპარენით, ამას ღონე ვერ
დავდევით, რომ გზა გუეშოვნა. ასი სუანი დვალეთისაკენ
გავიპარენით, კახეთს საჯამაგიროდა წავედით. მის წასვ-ლა
ვერ შეგუიტყევით, და მერე შინისაკენ რომ შემოვიქე-ცით,
იმავე დვალეთზედ წამოვედით, დაგუხუდით გლოლას და
ჭიორასა შუაზედან და მოგუიჭირეთ ხელთა,
დაგუძარცუეთ, ასის კაცისაგან ორი მოამბედ გაუშუით,
სხუა ყველა ტყუედ წაგუასხით, ჩუენის მონაგებიანათ ონს
მიგუასხით, საქონელი სალაროში შეიტანეთ და ჩუენ
დარჯილნი, საბრალონი, საღორესა და საბატეში შეგუ-
ყარეთ. ნააღდომევიდაღმა ენკენისთუემდის იმაშიგ ტყუედ
60
ვიყუენით. ღონე აღარა გუქონდა, დავიხსენით თავი და
თუითო კარგი აბჯარი ჩუენის თავის სახსრად გამოვი-ღეთ
და გარჯილი სული ამით შევირჩინეთ.
სხუა რასდენი ჭირი და მტერობა გარდაგუეკიდა, კა-
ცის ენა როგორ იტყუის, ვიყუენით სრულიად ეცერს აქეთ,
რაც სუანეთი არის თორმეტს წელიწადსა ასრე შეწ-
ყუდეულნი, რომ ვერც კახეთისაკენ ვიშოეთ საჯამაგირო
გზა, ვერც სამცხისაკენ და ვერც გურიისაკენ, ვერც ვიმ[უ]
ჩირეთ. და მერე შევიყარენით სრულიად სუანთ ჩენი-ლები
და ვქენით ვაზირობა. მივედით ეცერს, რუჩაგიანსა და
დადეშკელიანსა შევეხუეწენით და დადიანთან გავ-
გზავნეთ. შევეხუეწენით დადიანს მამიასა და ცხრა ჯორი
გაუგზავნეთ. ამისი აჯა ვსთხოეთ, რომ მეფეთა-მეფეს
პატრონს ალექსანდრესთან აჯა ეთხოვა.
ღმერთმან გაუმარჯოს პატრონს დადიანსა. ჭყონდი-
დელი გაეგზავნა და შეხუეწოდა ალექსანდრე მეფესა,
ეაჯებინა და ეპატიებინა ბატონი დადიანისათუის და ას-
რე ებრძანა მეფეთ-მეფესა პატრონსა ალექსანდრეს, ჯაფა-
რიძისთანა თავადი რაჭას არა მყავსო; თუ ჯაფარიძის
სისხლს გარდაიხდიანო, სვანთ გზას მივცემო და ჯაფა-
რიძეთაც ჩამოვხსნითო, თუ არა და ჯაფარიძის საქმეს
არ გადავწყუეტო, ჯაფარიძენი უბრალოდ დახოცესო,
მწუედ მძლავრნი კაცნი არიანო და სრულიად რაჭველნი
და ლეჩხუმელნი დამეკარგუიანო, და თუ ამ ჯაფარი-
ძის საქმეს გარდასწყუეტენო, მოიყენე კარსა და რა
რიგადაც სჯობდეს და ემართებოდნენ, ჯაფარიძესაც გარ-
დაუწყუიტონ და შემოვიწყობთო.’’
ამ დროის სვანეთშიც, ისევე როგორც საქართველოს
სხვა კუთხეებში, დაიწყო დაშლა-დაყოფის პროცესი.
ეცერს ქვემოთ სვანეთმა ვერ შეძლო ერთიანი სვანური
მმართველობის საფარქვეშ დარჩენა და დაიწყო სამთავ-
როდ ჩამოყალიბება. მთავრის ტიტულის მოსაპოვებლად
61
იბრძვის ორი გვარი - რუჩაგიანებისა და დადიშკელი-
ანების. ამ დროისთვის ისინი ჯერ კიდევ სუსტნი არიან.
ამიტომაცაა, რომ აღნიშნულ კონფლიქტში, ამ დოკუმე-
ნტის მიხედვით, ისინი მხოლოდ როგორც დადიანის
მოკავშირეები, ისე არიან ჩართულნი. მალე ამ ორ
გვარს შორის ბრძოლა დადიშკელიანების გამარჯვებით
და მათივე გამთავრებით დამთავრდა.
„ამაში გამოხდა ხანი და მივედით დადიანთან სრუ-
ლიად ჩენილები. წამოგუიძღუა თუითან ბატონი დადიანი
და გეგუთს მივედით. შეიქნა საქმობა და სანახშირე
გუთხოეს ჯაფარიძეთა. დასხდეს თუითან მეფეთ-მეფე
პატრონი ალექსანდრე და დადიანი ბატონი მამია,
ფალავანდიშვილი ზუიადი, ჭილაძე ლომკაცი, ერისთავი
კახაბერი, ამირეჯიბი რამინ და ფალავანდიშვილი ფალა-
ვანდი. ქმნეს მოკითხული და სიგელიც მოატანინეს
ჯაფარიძეთა. და მეტად უზომოდ დიდი სისხლი და
სანახშირე ეწერა. ამაზედ იანგარიშეს. და[....]ასი მოეკლა
ჯაფარიძეთა და სხუა მრავალი ავი დამართებოდა
ჯაფარიძეთაგან სუანთა; დაუდევით სიგელი სუანთა და
გარდაიხადეს.“
,,სრულიად სუანთ ჩენილები“ მეფესთან მოლაპარაკე-
ბას მამია დადიანს სთხოვენ. ვინ არიან ისინი „სუანთ ჩე-
ნილები“, რომელთაც მეფე, დიდგვაროვანთა თანხლებით,
უჯდება მოსალაპარაკებლად?! მით უმეტეს, რომ სვანთა
შორის მათი ჩინის კაცი არ მოიძებნებოდა „ამისათუის
რომე თქუენი სწორი კაცი სუანეთს არ იყო.“
ეს კითხვა კიდევ უფრო აქტუალური ხდება, როდე-
საც ვეცნობით სასისხლო გადასახადის მასშტაბებს, თუ
რის გადახდას სთხოვენ მათ, როგორც აღნიშნული ქონე-
ბის განმკარგველებს.
„და მოვაცემინეთ ლაშხეთს სოფელი და ციხე, ხერიას
ცხრა კუამლი კაცი, და ერთი მომცრო მონასტერი წმიდის
62
გიორგისა თექუსმეტით ჯუარ-ხატითა, ოთხთავითა, საწი-
ნასწარმტუელოითა, სამოციქულოითა, მარხუანითა, ტიბი-
კონითა, სტოდიელითა.
ამის გარეთ მოგეცით ოსეთის პირად მთიულეთს ხი-
დურას ოცი გლეხი, ერთი კარგი ციხე, ორი მონასტერი:
ერთი დიდი გუმბათიანი მთავარანგელოზთ მონასტერი
ორით დიდით ოქროს ხატითა, ოცდათვრამეტითა სხუა
დიდით ხატითა, თორმეტით ოქროის და ვეცხლის
კანდლითა, მისით სამონასტრო წიგნებითა დიდით
გულანითა, ოთხთავითა, სამოციქულოთა, საწინასწარ-
მეტყუელოითა, მარხუანითა, მეტაფრასითა, დავითითა,
დავითის თარგმანითა, ოთხთავის თარგმანითა, ენქეროს-
ნით წინამძღურითა; მეორე წმინდის გიორგის საჯანის
დიდი სიონ მონასტერი, ოცდათორმეტით ჯუარ-ხატითა
და რაც სამონასტრო წიგნი არის მით სრულიად გათავე-
ბული, და საბატონო დეკანოზი; წინამძღუარს ოცი კუამ-
ლი კაცი და დეკანოზს რვა კუამლი კაცი.
ამას გარეთ-იქივ ხიდურ[ა]ას ერთი აზნაურ-შვილი
სოსაგიძე მისითა ციხითა, თორმეტი კუამლი კაცითა.
სხუა - მთიულეთს ციხე და სოფელი [ბ]რილი, ოცდა-
ოთხი კუამლი კაცი, ერთი ეკლესია თხუთმეტით პა-
ტიოსნით ხატითა და მისით წიგნებითა სრულობით
შემკობილი.
თევაროშოს-თექსუმეტი კუამლი კაცი და ციხე სხუა,
და არიშიძე ლომი მისით ციხითა, ორმოცით კუამლით
კაცითა.
ზედა-ქალაქსა კარგი საბატიო გუმბათიანი საყდარი
ჯუარცმისა საეფიზკოპოზო მისით მითუალმარგალიტუ-
ლით ომფორითა შემკობილი, რაც ეფიზკოპოზსა და
იმისთანას საყდარს ეკადრების, იმისთანას წიგნებით
სრულიად გათავებული, ასის კუამლის კაცითა.
63
და ღებს - ორი აზნაურშვილი გიგაშვილები მისით
ციხითა და სამოცდათორმეტით კუამლის კაცითა.
შოდას - წმიდის გიორგის ეკლესია და სოფელი,
ოცდახუთი კუამლი კაცი დაციხე.
ჩუეშოს - ციხე და შუიდი გლეხი.
ჭიორას - ციხე და სოფელი, თექუსმეტი კუამლი კაცი.
ბუბას - კარგი ეკლესია, ციხე და სოფელი, ეკლესია
კარგის ჯვარ-ხატითა, ოცდახუთი გლეხი.
სხუა - ღების შესავალი სოფლები.
ჯუმლად - ოთხასი კუამლი კაცი.
სამი საშავარდნე სხუა, ყოვლის დღის სანადიროები
საჯიხვე, ზოფახითო, კირტიშო, ედენ, გილოინა, რიონის
სათავე, სხუა სანადიროები არჩუისა.
ამ მამულს გარეთ - სამასი სამანქანური და ზედა-
ლური აბჯარი, სამასი ვეცხლის ჭურჭელი; სურა-თეფში,
ჩორღათო და თასი, ვეცხლის ტაშტი, წურწუმა, კახთ მე-
ფის ნაპარევი.
ამას გარეთ - სამასი დიდი და სუბუქი ქუაბი, სამასი
ჯორი, სამასი კარგი ულაყი.
ამას გარეთ ვეღარა ამოგივედით, არ შეგვჯერდით,
ამისათუის რომე თქუენი სწორი კაცი სუანეთს არ იყო, და
სხუა ვეღარა ღონე ვქენით, სრულიად სუანთა ეცერს აქეთ
ყუელამან თქუენი ბაჟი დავიდევით, სრულად მუ-
ლახელთა და მულახის შესავალთა, ლატარელთა და
ლატარის შესავალთა, უშკულელთა და უშკულის შესა-
ვალთა.
აწე მოგუიხსენებია გლოლას ზედათ, ცენას იქით,
ოსეთს აქათ, სრულად მთიულეთის თემი, მათით სამარ-
თლიანითა მთითა, ბარითა, საყდრებითა, წყლითა, წისქუ-
ილითა, სათევზოითა, სანადიროითა, ველითა, სათიბითა,
მისითა მიდგომითა მართლით სამართლიანითა საძებრითა
და უძებრითა მისით ყოვლითა. „ამას გარეთ სააღაპოდ
64
მოგახსენეთ სამასი ნებიერი, ათასი ცხუარი და სამასი
ლიტრა სანთელი.“
გქონდეს მკუიდრად და სამამულოდ თქუენ ჯაფარი-
ძესა სარგისს, აბესალამს და ვამიყს. ამას გარეთ ვეღარა
ამოგივედით, არ შეგვჯერდით, ამისათუის რომე თქუენი
სწორი კაცი სუანეთს არ იყო,და სხუა ვეღარა ღონე ვქენით,
სრულიად სუანთა ეცერს აქეთ ყუელამან თქუენი ბაჟი
დავიდევით, სრულად მულახელთა და მულახის შესავალთა,
ლატარელთა და ლატარის შესავალთა, უშკულელთა და
უშკულის შესავალთ“. - გვამცნობს დოკუმენტი.
ამ დოკუმენტში, ძირითადად, ჩამოთვლილია დღე-
ვანდელი ,,მთის რაჭის“ გეოგრაფიული პუნქტები, რომ
ეს კუთხე სვანეთის კუთვნილება იყო ჯერ კიდევ XV სა-
უკუნეში. სწორედ ეს ტერიტორია ჩამოეჭრა სვანეთს და
მიეკუთვნა მეფის კონტროლის ქვეშ მყოფ რაჭას. თუ
ადრე სვანეთი წარმოადგენდა „უშგულსა და ლალვერს
შუა” ტერიტორიას, XI საუკუნისთვის ,,ერთობლივი სვანე-
თი“ არის ხევი „ატკვერსა და ბელას შუა“ ანუ ბალს
ზემო, იგივე უბატონო სვანეთი. სწორედ ისაა იზოლაცი-
აში მოქცეული. საუკუნეების განმავლობაში არსებული
დახვეწილი სვანური მართველობის სისტემაა პასუხი იმ
კითხვისა, თუ რატომ ვერ შეძლეს მეფის მიერ ინსპირი-
რებულმა მეალყეებმა 12-წლიან იზოლაციაში მყოფი, უკვე
მისუსტებული თავისუფალი სვანებისთვის ალყის მიღმა
მყოფი რაჭის ტერიტორიების ადვილად წართმევა. რაჭის
ტერიტორიებზე კონტრლის დაწესებას სვანთა ჩენილების
თანხმობა სჭირდება, ამიტომაა, რომ შეხვედრის ფალავან-
დიშვილისეულ სტენოგრამას მეფე ალექსანდრეს და
იმდროინდელი წარჩინებული არისტოკრატების გვარები
ამშვენებს. და ბოლოს, დოკუმენტის მიხედვით, დასაბეგრი
თემების ჩამონათვალში არ ფიგურირებს ოთხიდან ერთ-
ერთი - სეტი. ეს თემი ფაქტობრივად მთელი სვანეთის
65
სულიერი და პოლიტიკური ცენტრია. აქ მდებარეობს
სეტის მთავარმოწამის ეკლესია, რომელიც, ლიგურკეს
გარდა, სხვა სვანური ტაძრებისგან განსხვავებით,
სრულიად სვანეთის სალოცავია. იგი ერთადერთი გუმ-
ბათიანი ტაძარია მთელ სვანეთში და მისი კუთვნილი,
სეტისად წოდებული ვრცელი მოედნის ხელშეუხებლობის
მოტივით, მასზედ მოსახლეობის დასახლება შეზღუდუ-
ლია. [ზემო სვანეთის რუსეთის იმპერაში შესვლისთანავე,
1853 წელს ბარტოლომეოს გამოცემულ პირველ რუკაზე
მესტიის საზოგადოების დასახლებული პუნქტები წარმოდ-
გენილია სოფლებით: ლეხთაგი, ლანჩვალი და მცირე უბანი
სენაკით [ფოტო№13]. ყოველ შემდეგ რუკაზე მოხსენიებუ-
ლია უკვე სეტი. ამ დროსაც სეტის უბანი მაქსიმალურად
დაუსახლებელია. ასევე ნაკლებად დასახლებულია ეს ტერი-
ტორია 1890,1930-60-80 წლებში [ფოტო№8, 9, 16].
ბუნებრივია, თემის დაბეგვრა სიწმინდეების ხელყოფის
ტოლფასია. ეს უნდა იყოს მიზეზი სეტის თემის დაუბეგ-
რაობისა. ეს ფაქტი კიდევ უფრო სარწმუნო ხდება, როცა
ვეცნობით საბუთის ფიცით დასრულების პათოსს ბაჟის
ამღები გვარის მხრიდან, იციან რა, თუ როგორი
დაცულინი არიან ისინი შემდგომი რევანშისაგან, სვანთა
მიერ დაფიცების შემთხვევაში. ეს კიდევ ერთხელ
თვალნათელს ხდის, თუ რა მნიშვნელოვან როლს თა-
მაშობენ სიწმინდეები სვანეთის პოლიტიკურ მმართვე-
ლობაში. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა სეტის
წმინდა გიორგის ტაძარს ენიჭება.
,,ვინც ეს მოგიშალოს და შეგიცუალოს, წყეულიმც არის
აქა და მერმესა მას საუკუნესა, ორთავე ცხოვრებათა შიგან.
ან თემისაგან. ან ბაჟისაგან, სადამდის სუანეთი
იხსენებოდეს, ან ჯაფარიძის გუარი იყოს, ან იხსენებო-
დეს, ვინც შეგიცუალოს, ან მოგიშალოს,- შემცაიცულების
66
ქრისტიანობის სჯულისაგან, რისხავსმცა მამა, ძე და სუ-
ლი წმიდა.
აწე გქონდეს მკუიდრად სამამულოდ ჭიდროთა[ს]
ზედათი, და გლოლას ზედათი, სუანეთს იქით, ოსეთს
აქათი, სრულად მთიულეთი ოთხასი კუამლი აზნაურ
შვილიანად, გლეხიანად. სრულ ეცერს აქათ რაც სუანი
იყოს, ყველამან ბაჟი [მოგცეს]. გიბედნიეროს ღმერთმან,
როგორც ნასისხლსა მართებდეს. ვინც ან ამ მთიულეთს
დაგეცილოს, და ან ბაჟსა, ამის პირისა და პასუხის
გამცემნი ჩუენ სრულად სუანნი ვიყვნეთ.
დაიწერა წიგნი ესე ქრონიკონსა რ[ჟ] და ერთსა,
ხელითა ფრიად ცოდვილისა ფალავანდიშვილის ფალავან-
დისითა; მოწამეცა ვარ ამ საქმობისა.“
[წიგნი ალექსანდრე მეფისა სვანთა მიერ ჯაფარიძეთა
სასისხლოს გადახდაზე -1503 წ. მ. ბროსეს არქივში, р 23
(р18/64) პეტერბურგი].
სვანეთის მოალყე თავად-აზნაურთა გვარები, რომლე-
ბიც „სასისხლოშია“ მოხსენიებული, მალევე ჩნდებიან თავი-
სუფალ სვანეთში. რაღაც პერიოდის და რიგი გარემოებების
გამო, ჯაფარიძეები დღევანდელ მესტიაში იწყებენ გათავა-
დებას, რაც მათთვის სავალალოდ მთავრდება. კერძოდ,
კონკრეტულ მონაკვეთში მათ მოახერხეს აქაური მოსახ-
ლეობის დამორჩილება, მაგრამ გარკვეული ინციდენტის
გამო, ერთი გადამალული ჩვილის გარდა, მთლიანად განად-
გურებულ იქნენ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. ეს
ამბავი აღწერილია მაქსიმე კოვალევსკის მიერ, მხცოვანი
ფრუსტუმხან ჯაფარიძის მონათხრობის მიხედვით, რომე-
ლიც ასევე ურთავდა, რომ მას მერე მისი გვარის 20 თაობა
იყო დაბადებული [Ковалевский М, მოსკოვი,1890 წ. გვ.14-
15]. ეს ამბავი მალევე არ უნდა მომხდარიყო (ანუ 1503 წ-დან).
ვინაიდან „სვანი ჩენილების“ მეხსიერებაში აუცილებლად
ამოტივტივდებოდა ფაქტი, რომლის მიხედვითაც სასისხლო,
67
სხვა სამი თემისგან განსხვავებით, არ ბეგრავდა სეტის თემს
და შესაბამისად, არავის ჰქონდა უფლება, მათთვის რამე
სახის ვალდებულებები დაეკისრებინა. ალბათ ეს იყო მი-
ზეზი იმერეთის მეფის მხრიდან სვანთა დაუსჯელობისა,
მათ მიერ მეფის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და მხნე გვა-
რის ხელყოფის მიუხედავად.
მუჟალის თემში, ჩვიბიანში, მიქაელ მთავარანგელოზის
ეკლესიის იოანე ნათლისმცემლის ხატის ვერცხლის ფირფი-
ტაზე, სასიხლოში აღწერილი მოალყე გვარის წარმომადგე-
ნელი, ფუთუთა გარაყანიძე, ღმერთს ავედრებს თავსა და
შვილთა მისთა [თაყაიშვილი ე, თბ. 1910 წ. გვ. 232]. მულახის
თემის ჟამუშის მაცხოვრის ტაძრის ღვთისმშობელი - ვერ-
ცხლის ნაჭედ ხატზე და მასზედ გადასაფარებლად ნახმარ
ოქროქსოვილის დროშაზე არსებულ წარწერებში მოიხ-
სენიება. იმავე დოკუმენტში მოხსენიებულია კუჭაიძეების
გვარის ორი წევრი: ლომკაცი კუჭაიძე და მისი მეუღლე,
კაკონა ჯაფარიძე - მათ მიერ შეწირულ ხატზე, ხოლო დრო-
შაზე კვლავ ხატის შემწირველი, ვინმე ქაიხოსრო კუჭაიძე.
გარაყანიძის და კუჭაიძის გვარები [განსხვავებით ჯაფა-
რიძეებისაგან, რომელთა ერთი შტო, ალექსანდრე ჯაფარიძის
გადმოცემით, დიდი ხნის წინ იქნა ჩართოლანების მიერ
სვანეთში ჩამოსახლებული [იხილეთ ნარატივი №84; გვ.74;
შანიძე აკ. თბ. 1978 წ.], [ფოტო№36], ვიდრე პირნათელ
ჯაფარიძის ოჯახამდე. ამ გამორჩეული ოჯახის მრავალ-
რიცხოვანი წევრების სახელები, პირნათელის სოციალურად
აქტიური ქმედებებით, ოთხთავზე არსებული და მათივე
ფრესკებზე გამოსახული მინაწერებით, ცნობილი იყო; ხოლო
აღწერილი ალყის შემდგომ პერიოდში, არცერთი მათგანის
სახელი მინაწერებში აღარ მოიხსენიება] არც მანამდე და არც
შემდგომ არასდროს სახლებულა არათუ მულახის თემში,
არამედ არსად სვანეთში. ამავე მულახის თემში, ჟამუშში,
ფიქსირდება გიორგი იმერეთის მეფის და დედოფალ რუსუ-
68
დანის (შერვაშიძის) შეწირული მაცხოვრის ხატი, რომელიც
სრულიად სამართლიანად, წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის
მსჯელობით, 1563-1578 წლებს შორისაა მოჭედილი [თაყაიშ-
ვილი ე. 2017 წ. გვ. 241]. აღნიშნულიდან გამომდინარე შე-
იძლება ვივარაუდოთ, რომ რაჭაში მათთვის არასახარბი-
ელოდ განვითარებული მოვლენების გამო, აღნიშნული გვა-
რები ამოსული არიან სასისხლო დოკუმენტის თანახმად,
მათ მიერ დაბეგრილ ზემო სავანეთში. მაშინ იმერეთის მეფის
შესაწირი ხატი, ისევე როგორც ზემოთ აღწერილი ხატები,
ერთ პერიოდში უნდა იყოს დამზადებული, სავარაუდოდ,
1563-1578 წლებში. დიდი ალბათობით, ეს გვარები, რომელ-
თა შორისაც ურთიერთმოყვრობაც იკვეთება, ამ რეგიონში
ერთად უნდა გამოჩენილიყო (მათ შორის ჯაფარიძეების თა-
ვადური შტოც). ასევე, თუ გავითვალისწინებთ ფრუსტუმხან
ჯაფარიძის მიერ მოხსენიებულ, ამ დროიდან XI საუკუნემდე
დაბადებულ ოც თაობას, სავარაუდოდ, მისი ეს მონათხრობი
XVI ს-ის შუა წლებში უნდა მომხდარიყო.
გრაფინია უვაროვა გადმოგვცემს თავად თათარხან და-
დეშქელიანის მიერ ძველი დროის სვანეთის ბრწყინვალე
ხანაზე დანანებით გამოთქმულს: „ფრიად სარწმუნოა, რომ
მართალია თავადი თათარხან დადეშქელიანი, როცა ამბობს,
რომ XI და XII საუკუნეში ენგურის ხეობის მოსახლეობა
სარგებლობდა დიდი განმანათლებლობით და საუკეთესო
საკომუნიკაციო გზებით, ვიდრე ამჟამად. თავადის აზრით,
სვანეთი მაშინ ჩაეხშო, როცა საქართველოს ისტორია აირია,
როცა სამეფო ხელისუფლება გაითიშა და იწყო დასუსტება,
მისცა რა ამით საშუალება უცხოტომელებს, მოსარგებლეებს
ამ სისუსტით, გაექურდათ და გაეძარცვათ ეს მხარე.“
[,, Очень вероятно, что княз Татархань Дадеш-
келиани прав, говоря, что XI и XII в. В далине Ингу-
ра население пользовалось большимь просвещениемь и
лучшими путями сообшения, чем теперь. Заглохла Сва-
нетия, по мнению князя, вто время, когда история Гру-
69
зии спуталась, кагда власть Царская разделилас и стала
падат, давая вазможность и н о п л е м е н н ы м
воспользоватся этою слабастью, грабя и расхищая краи]
[უვაროვა პ. 1904 წ. პეტერბურგი, გვ. 290] .
ამგვარად მოუწია სვანეთს სრულიად საქართველოსთვის
შემოენახა ის დიდი საგანძური, რასაც წარმოადგენს სვანი
ხალხი თავისი ,,ჩენილებით’’; ქართული ენის სიამაყე -
სვანური დიალექტი; უმშვენიერესი ეკლესია-მონასტრები,
მასში დაცული სიძველეებით და სიწმინდეებით; თვით-
მყოფადი არქიტექტურა; პიროვნულ ღირსებებზე აგებუ-
ლი საზოგადოებრივი თვითმმართველობა, რომლისთვი-
საც დღემდე არასოდეს უღალატიათ სვანებს; ერთიანი
საქართველოსათვის თავდადება, რომელსაც არასოდეს
შეპარვია სეპარატიზმის ბაცილა და სიყვარული ქრისტე-
სი, რომელსაც ასე ერთხმად და მადლიერებით მიართვეს
თავიანთი ოფლითა და სისხლით მონაგები ხვასტაგი,
საკუ-არი ხალხის და ქვეყნის საცხონებლად.
==================
7. დასკვნა
ნაშრომში განხილულ იქნა სვანეთის განვითარება სხვა-
დასხვა პერიოდში. მიმოვიხილეთ საქართველოს ისტორიის
გარკვეული პერიოდები, რომლებიც უნებლიედ დაიყო რამ-
დენიმე ეტაპად. სვანეთის საკითხის განხილვის საქმეში
საქართველოს ისტორიის პერიოდებად ამგვარი დაყოფა
გამოიწვია ამ თემატიკისთვის გამოყენებული ისტორიული
წყაროების და დანარჩენ საქართველოსთან მიმართებაში
სვანთა ტომის ურთიერთობების თავისებურებებმა: I-III
საუკუნეები - ქართულ-ქართველურ ტომთა გეოგრაფიული
განსახლება და მათი ურთიერთობა (მათ შორის სვანთა); IV-
VII საუკუნის პერიოდი, სადაც იკვეთება კულტურული
70
(ორთოდოქსულ-ქრისტიანული), სოციალური, ძლიერი
ფეოდალური საზოგადოების ჩამოყალიბების დასაწყისი და
ეთნიკური სახე; VIII-XVI სს. - ერთიანი ქართული სახელმ-
წიფოს ჩამოყალიბების წინაპირობიდან მის პირველად
დაშლამდე; XIX ს. და XX საუკუნის დასაწყისი - დიდი ხნის
სტაგნაციის შემდეგ, სვანეთში რუსეთის იმპერიის შემოს-
ვლის პროცესში, ამ კუთხეში შემონახული ტრადიციების,
კულტურულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის და შიდა
ტომობრივი წყობის საერთო სურათის განსახილველად. ეს
უკანასკნელი შემავსებელი შტრიხია იმ დინამიკისა, რაც
განიცადა სვანეთმა ამ დიდი პერიოდის განმავლობაში.
ნაწარმოებში განხილული მასალების მიხედვით,
პირველ საუკუნეებში, სვანთა ტომი განსახლებულია ლაზთა
და აღმოსავლეთით მის მეზობლად მყოფ სომეხთა ჩრდილო-
ეთით. ისინი დასავლეთში მაცხოვრებელ იბერიელებად იწო-
დებიან, მოიცავენ დიდ ტერიტორიას შავ ზღვამდე და
საკმაოდ მრავალრიცხოვანნი არიან. შემდგომ პერიოდში,
ეგრისის სახელმწიფოს გაძლიერებისა და მისი ჩრდი-
ლოეთით გაფართოების მერე, ლაზთა და მათ ქვეშევ-
რდომობაში მყოფ სვანთა ეთნიკური საზღვარი ამჟამინდელ
ქვემო და ზემო იმერეთს შორის გადიოდა. სწორედ ამ ადგი-
ლას მოიაზრება, სავარაუდოდ, ვახტანგ გორგასლის მიერ
ინსპირირებული ომის ფრონტის ხაზი სვანთა და ლაზთა
შორის. ამ გეოგრაფიის ფონზე, არაბების შემოსევისას,
წმინდა დავითი და კონსტანტინე უკვე ძლიერი საგვარე-
ულოს წარმომადგენლები არიან (როგორც ზემოთ აღვნიშ-
ნეთ, არსებობს ვარაუდი, რომ ისინი ბაღვაშთა ოჯახს წარმო-
ადგენენ. რაც შეეხება მხეიძეების გვარს, იგი უფრო გვიანდე-
ლია). ისინი, როგორც მთავრები, საზღვრიდან ჩრდილოეთ-
ით, სვანურ მხარეს ჩანან. იმ დროისთვის და შემდგომაც
ტოპონიმიკა აქ სვანურია. უფრო მოგვიანებით ამ მხარეში
მთავრები ბაღვაშებად ფიქსირდებიან და მათ მიერ ნაშენები
71
ციხე-სიმაგრეები და საფორტიპიკაციო ნაგებობები სვანური
არქიტექტურისაა. დიდი ალბათობით, მარგვის (სვან. ქლი-
ავის ნაირსახეობა), თაკვერი (სვან. თოკი) და შემდგომში
რაჭად წოდებული ტერიტორიები, ზემო სვანეთის ჩათვ-
ლით, სვანურენოვანი იბერიზირებული მოსახლეობით უნდა
ყოფილიყო დასახლებული. ამ ადგილებში რომელიმე სხვა
ქართული ეთნოსი არ ფიქსირდება. ამ ვარაუდს კიდევ უფ-
რო ამყარებს იმერეთის მეფე ალექსანდრეს მიერ XVI საუკუ-
ნეში ზემო რაჭის ტერიტორიების სვანეთისთვის ჩამორთმევა
- ტერიტორიებისა, რომლებიც იმ დროისთვის ჯერ კიდევ
ზემო სვანეთის კუთვნილებაა და იქიდანვე იმართება (მოი-
ხსენება ზემო სვანეთის ოთხი თემი: ლატალი, სეტი, მულა-
ხი და უშგული). ეს ფაქტი განმტკიცებულია სასისხლო დო-
კუმენტით - „წიგნი ალექსანდრე მეფისა სვანთა მიერ ჯაფა-
რიძეთა სასისხლოს გადახდაზე“ - დაწერილი 1503 წელს,
სადაც თვალნათლივ ჩანს აღნიშნული პროცესი. ყურად-
ღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ მიუხედავად სვანეთის 12-
წლიანი მჭიდრო ალყისა, ამ ტერიტორიების იმერეთის
სამეფოსთვის გადაცემას, სვანთა მმართველი ჯგუფის
(ჩენილების) დასტური სჭირდება, თან იმ დროს, როდესაც
მეფეს ალყის პროცესშიც შეეძლო, მისი დიდი სახელმ-
წიფიებრივი სამხედრო რესურსის მეშვეობით, ამ მხარის
მითვისება და იმ რეფორმების გატარება, რაც კონფლიქტის
სვანთა საწინააღმდეგოდ დამთავრების შემდგომ, დაუყოვ-
ნებლივ იქნა განხორციელებული ანუ სვანურენოვანი მოსახ-
ლეობის ჩანაცვლება, ამ დროისათვის უკვე ჩამოყალიბე-
ბული, კუთხური, იმერული მოსახლეობით.
სვანეთისა და სვანური მოსახლეობის საუკეთესო ხანად
მაინც IX-XIII საუკუნეები შეიძლება ჩაითვალოს. ეს პერიო-
დი ემთხვევა ბაღვაშთა ფეოდალური სახლის გამოჩენას და
გაძლიერებას. (ბაღვაში სვ. ძლიერი მდიდარი ). სწორედ ისი-
ნი არიან სვანთა უშუალო მეზობლები, მათ მიერ არის რაჭა-
72
ლეჩხუმში აშენებული სვანური არქიტექტურის ფორტიფი-
კაციები, მათი მმართველობის პერიოდში შენდება უამრავი
ეკლესია-მონასტერი, კერძოდ დუროებიანი კოშკები და სა-
მოსახლოები სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში. ბაღვაშების
(კახბერიძეების) სავარაუდო კავშირს სვანეთთან დიდი
ადგილი ეთმობა ჩვენს ნაშრომმში და ეს ვარაუდი ბევრ
უპასუხო კითხვას სცემს პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ
როგორ და რა სახსრებით მოხდა ასეთი მასშტაბების
აღმშენებლობა სვანეთში IX-XIII საუკუნეებში. ჩვენი ვარა-
უდით, სვანეთში არსებულ ბაღვაშთა ლაშქარში მომსახურე,
გამდიდრებულ სვან თანამოძმეთა უკუმიგრაციის შედეგად
ხდება სვანი ოჯახების მიერ თავიანთი საგვარეულო ტაძ-
რებისა და სამოსახლოების ერთდროული აღმშენებლობა აღ-
ნიშნულ პერიოდში.
ქართული ენაზე ღვთისმსახურება და იმდროინდელ
ხელნაწერებში საყოფაცხოვრებო შინაარსის ქართული მინა-
წერები უდავოს ხდის ამ მხარის გამოკვეთილ იბერიზებუ-
ლობას.
ბაღვაშთა მჭიდრო კავშირი ბიზანტიასთან აისახა სვა-
ნურ საზოგადოებაში ქრისტიანული ცხოვრების დიდი აღტ-
ყინებით. იმდროინდელი ზემო სვანური საზოგადოება,
დღევანდელი გადმოსახედიდან, დიდი თანამედროვეობით
გამოირჩევა. სვანეთი, თავისი აღმშენებლობით ტაძარ-მონას-
ტრებისა, ტოლს არ უდებს საქართველოს სხვა რეგიონებს.
შეძენილი ახლად ნათარგმნი ოთხთავებითა და საეკლესიო
წიგნებით გაჯერებულია ამ საუკუნეეში აშენებული ტაძ-
რები. შემდგომ სვანეთშივე დაიდო ბინა წიგნების გადაწე-
რისა და თვითმყოფადი სვანური ხატწერის საკუთარმა
სკოლამ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისტორიულ სა-
ზოგადოებაში ბაღვაშთა ფეოდალური გვარი ასოცირებულია
ბაგრატიონთა სამეფოს გვარის ტრადიციულ მოწინააღ-
73
მდეგესთან და საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტ-
კიცების ხელის შემშლელად მოიაზრება, მათი დამსახურება
ერისა და სამშობლოს წინაშე ძალიან დიდია. იმის გამო, რომ
ეს არ არის ჩვენი მსჯელობის ძირითადი თემა, მათი დამ-
სახურების მხოლოდ მცირე ნაწილია აღწერილი ამ ნაშრომ-
ში. აღნიშნულ ღვაწლს სათანადოდ აფასებდნენ ბაგრატიონ-
თა სამეფო გვარში და ბაღვაშების ისტორიული ყმობა სამეფო
გვართან უფრო ხანგრძლივი და პროდუქტიული იყო, ვიდრე
მტრობა იყო დამანგრეველი და საზიანო სახელმწიფოს-
თვის.
ბაღვაშებთან ერთად მათ ლაშქარში მეფისათვის მეომა-
რი სვანური გვარები მეფეთა მიერ დამსახურებულად იღებ-
დნენ წარჩინებულის ტიტულებს. სვანეთში უკუმიგრაციის
შედეგად, მათგან უნდა წარმოშობილიყო ე.წ. სვანვარგთა
ფენა (ეს გვარები XIV საუკუნის წერილობით წყაროებში
მოიხენება, როგორც თავისუფალი სვანეთის მოსახლეები).
სხვა შემთხვევაში შეუძლებელია ახსნა მოეძებნოს ამ ფენის
საყოფაცხოვრობო შეუსაბამობას მათ ტიტულატურასთან.
თვით ის ფაქტი, რომ მათ არ ჰყავდათ და არც შეიძლებოდა
ჰყოლოდათ ყმები თავისუფალ სვანეთში, ამყარებს ნაშრომში
გამოთქმულ ვარაუდს უკუმიგრაციის შესახებ. სათავადო
ტერიტორია და ყმების გარკვეული რაოდენობა მათ თავის
დროზე, ტიტულთა მინიჭებისთანავე ექნებოდათ გადაცემუ-
ლი, ოღონდ არა ზემო სვანეთში, სადაც მათი საოჯახო
საცხოვრისი მდებარეობდა. შეუსაბამობა განსაკუთრებით
თვალშისაცემია, რადგან ეს გვარები, დანარჩენი სვანური
მოსახლეობის მსგავსად, ყოველთვის თვითონ ამუშავებდნენ
მათ კუთვნილ მიწებს თავიანთი ოჯახების გამოსაკვებად.
XIX-XX საუკუნის დასაწყისში სწორედ ვარგებისგან ცდი-
ლობს რუსეთის იმპერია, ტრადიციული სვანური, მყარი
მმართველობის საპირწონედ შექმნას „კეთილშობილ გვართა
ფენა“ [1950 წ. რუსეთში გამოცემულ „ხავერდოვან წიგნში“
74
შეტანილი სვანური გვარები] სვანეთის შემდგომი ექსპან-
სიისათვის. ამის დამადასტურებელია ბლოღოჩინ ბესარიონ
ნიჟარაძის მიერ შედგენილი, ზემოთ მოყვანილი, ყოველ-
წლიური დოკუმენტი. სეტის წმ. გიორგის სამრევლოს
(მესტიის ძირითადი მოსახლეობა) შემადგენლობაში 7
ათეული თავადაზნაურული და 14 ათეული გლეხის ოჯახი
შედის. ასეთი თანაფარდობა, მით უმეტეს ზემო (ბალსზემო)
სვანეთში, სადაც არასოდეს ყოფილა კლასობრივი განსხვა-
ვება, არარეალურად გამოიყურება. იქვე მოყვანილი გვაქვს
იგივე დროების ანალოგიური სამრევლო საბუთი ლეჩხუმის
რეგიონის ერთ-ერთი ტაძრისა, სადაც მრევლის სრული
შემადგენლობა გლეხური წარმოშობისაა.
დასასრულ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშ-
ნოს, რომ სვანეთის მოსახლეობას ყოველთვის ჰყავდა თავისი
თვითმმართველობა, მიუხედავად იმისა, იყო იგი თავისუ-
ფალი, თუ რომელიმე სახელმწიფო წარმონაქმნის ვასალო-
ბაში იმყოფებოდა.
ზემო სვანეთი დღემდე მიმოფანტული სვანური ეთნო-
სის მედროშეა. აქ დღემდე არსებობს ერთ-ერთი უძველესი
გაერთიანება გვაროვნული ერთობისა მულჯგრააგი (ლელ-
ჯგრააგუ). მას სიმბოლურად, მაგრამ ჯერ კიდევ აქვს შენარ-
ჩუნებული ძველი სვანური თვითმმართველობის ერთ-ერ-
თი ფუნქცია - სვანეთის სულიერი ცენტრის, სეტის წმ. გიორ-
გის საერთო სვანური სალოცავის მოვლა-პატრონობა სრუ-
ლიად სვანეთის სახელით. ღმერთმა დალოცოს საქართველო
და მისი ერთგული ბურჯი, ღმერთმა დალოცოს სვანეთი!
75
№1 ორბეთის (ლეჩხუმი იგივე თავკვერი) ციხე
№2 სოფელი ღები. ასი წლის წინ გადაღებული ფოტო.
დუროიანი (სათოფურიანი)
76
№3 დიუბუა დე მონპერე, ჩანახატები – რაჭა-ლეჩხუმი;
№4 დიუბუა დე მონპერე, ონის ციხე
77
№5 დიუბუა დე მონპერე, ღები
№6 მინდას ციხე - ბაღვაშების რეზიდენცია, რაჭა. დიუბუა
დე მონპერე
(ჩანახატში კარგად ჩანს, რომ ციხის ქონგურები სვანური
არქიტექტურისაა)
78
№7 კახაბერიძეების საგვარეულო ეკლესია, ფუსდის (მამა
ღმერთის სახელობის), მესტია
79
№8 მესტიის სეტი, 1889 წელი, ვიტორიო სელა. ამ დრო-
ისათვის სეტის წმ. გიორგის ტაძარი ჯერ კიდევ ძველია.
გუმბათი კოშკის ფორმითაა შეკეთებული, ძველი მოხატუ-
ლობით (კედლის მხატვრობის რამდენიმე ფრაგმენტი დღე-
მდე ინახება ტაძარში.) და ყველაზე დაზიანებულია მთელი
სვანეთის ტაძრებს შორის. მარჯვნივ ჩანს სენაკის უბანი,
სადაც არის წმ. გიორგის ტაძარი. იკვეთება ოთხი კოშკი, ორი
უკანა არის: ერთი ტაძრის და ერთიც მჭედლიანების ორ-
კოშკიანი კომპლექსიდან, აწ აღსადგენი დიდი კოშკის თავი.
80
№9 მესტიის სეტი. 1930 წ. სურათზე აღნიშნულია სე-
ტის ტაძრის ადგილმდებარეობა. მონიშნული ფართი წარ-
მოადგენს უბანს, რომელსაც სენაკი ეწოდება. აი, ასეთი
მცირედ დასახლებულია სენაკის უბნის გარშემო განა-
შენიანებული სეტი 1930 წელს.
81
№10 სეტის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი სენაკში.
ეს რუსების მიერ 1901 წელსაა აგებული („კავკასიაში მართლ-
ადიდებლური სარწმუნოების აღორძინების სზოგადოებისა“
და ადგილობრივი სამრევლოს ხარჯებით). ასეთი სახით
აქვთ იგი ნანახი უვაროვას და ექვთიმე თაყაიშვილს. მათი
მოგზაურობის დროს საგანძური ამ ტაძრისა ინახება
მჭედლიანების კოშკში და ტაძრის ე. წ. მამასახლისია სუმაი
(იგივე ჩუვაი) ა.მ. ჭედლიანი .
82
№11 მურთაზ მჭედლიანის ორკოშკიანი საცხოვრებელი
კომპლექსი სენაკში. ამ არქიტექტურული წყობით
ერთადერ-თია სეტში. მარცხნივ ჩანს დიდი კოშკის ფუნ-
დამენტი და სახლის კედელში ჩაშენებული კოშკის დარ-
ჩენილი დეტალები, აგრეთვე კოშკში შესასვლელი კარი.
მარჯვნივ არსებულ მცირე კოშკში ინახებოდა სეტის წმ.
გიორგის საგანძური.
83
№12 მჭედლიანების იგივე სახლი. გადაღებულია ხიდიდან.
მარცხენა წინა პლანზე ორკოშკიანი სახლის აწ უკვე დაშლი-
ლი კოშკია. ქვემოთ ჩანს დიდი გალავანი, რომელიც ზღუ-
დავს სენაკის უბანს და რომლის დეტალებიც დღემდეა
შემორჩენილი.
84
№13 სვანეთის რუკა, პოლკოვნიკ ბარტოლომეოს მიერ
1953 წელს შედგენილი. ეს არის თავისუფალი სვანების მიერ
რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ შედგენილი ერთ-
ერთი პირველი რუკა. მასზე დღევანდელი მესტიის
საზოგადოება წარმოდგენილია ლეხთაგის და ლანჩვალის
სოფლებით და მცირედ დასახლებული სენაკი პატარა
ცენტრალური უბნით (სადაც იმ დროს იმყოფებოდა ჯერ
კიდევ ძველი არქიტექტურის ჯგრააგის ტაძარი). ყოველ
შემდგომ რუკაზე სენაკის ნაცვლად მოიხსენება სეტი.
85
№14 ჭიტა ჭედლიანი, დაბადებული 1844 წელს. აბრამ ჭედ-
ლიანის მამა. (მისი საცხოვრებელი სახლი იყო (ამჟამად დე-
ვდარიანების) მჭედლიანების ბაღვაშა ქორად წოდებული
კოშკიანი სახლი და მის შთამომავლებს, კერძოდ - შმაგი მჭე-
დლიანს, დღემდე აქვთ ამ საცხოვრებელთან მიბჯენილი ყა-
ნა).
ერმაკოვის ფოტო, გადაღებული 1912 წელს.
86
№15 თანამედროვე მესტია
87
№16 მე-20 საუკუნის 80-იანი წლები, მესტიის ცენტრი, სეტ-
ის მოედანი. პირდაპირ ჩანს სენაკის უბანი
№17 იმპერატორი ბასილი II-ის კურთხევა ანგელოზების მი-
ერ (Venet. Marc. Ms. gr. 17. Fol. 3r).
88
№18 ილუსტრაცია - ბასილ II ამარცხებს გიორგიI-ს. მადრი-
დის სახელმწიფო მუზეუმი
№19 სეტის წმინდა გიორგის ხატი
89
№20 ლებიჭინის და ნაკიფარის წმ. გიორგის ხატები
90
№21 დიოკლეტიანე; ბასილი დიდი
№22 მონეტა - ბასილი დიდი და კონსტანტინე VIII
91
N-23
92
N-24
93
N-25
94
N-26
95
N-27
96
N-28
97
98
N-29
99
N-30
100
N-31
101
N-32
102
N-33
103
N-34
104
ფოტო№35
105
ფოტო№36
106
107
ლატალის ეს ეთნოგრაფიული მასალა მოგვაწოდა ისტორიის
დოქტორმა, ეთნოლოგმა, ნინო წერედიანმა.
ფოტო№37
108
გამოყენებული ლიტერატურა:
აგათა სქოლასტიკოსი, გეორგიკა III, თბილისი, 1936 წ.;
ანთელავა ი., საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი
მმართველები XI-XIII ს.ს; 1983 წ. თბ.;
ბერი ბაქრაძე, მოგზაურობა სვანეთში, თბ.1864 წ.;
ბერძენიშვილი ნ., ათონის ივერთა მონასტრის აღაპები. თბ.
2007 წ.;
ბოგვერაძე ა., პრისკე პანიონელის ერთი ცნობის შესახებ,
„ივანე ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისადმი მიძღვნილი
კრებული“თბ. 1976 წ. გვ.197;
გოილაძე ვ., ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი თბ.
1991 წ. გვ.100;
თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-
სვანეთში 1910 წელს. პარიზი, 1937 წ.;
თეოფანე ჟამთააღმწერელი „გეორგიკა“ IV; თბ. 1962 წ.;
იოანე დრასხანაკერტელი, 1937 წ. თბ. თარგმანი - ი.
აბულაძის;
იოანა მალალა, „გეორგიკა“ III; თბ. 1936 წ.;
ლომოური ნ. დასავლეთ არგვეთი (ეგრისი) IV-V ს.ს., საქართ-
ველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, 1973 წ.;
მათეუს ურჰაეცი ედესელი (1070-1144 წწ.), ისტორია I ნაწ.;
1898 წ. [სომხურად]
მუსხელიშვილი დ. აფშილთა ეთნიკური კუთვნილების სა-
კითხისათვის, ჟურნალი არტანუჯი, N10. თბ. 2000 წ.;
მუსხელიშვილი დ. საქართველო IV-VIII სს. 2003 წ.;
109
მენანდრე პროტექტორი, „ გეორგიკა“ ტ. III, თბ. 1936 წ.;
ეთერ მჭედლიანი, სტატია გაზეთში "ლალხორ", 14, 1-15, 01.
2006 წ. მესტია;
პროკოპი კესარიელი, გეორგიკა ტ. II, თბ. 1965 წელი;
სილოგავა ვ., სვანეთის წერილობითი ძეგლები, ტ. I, თბ. 1986
წ.;
სტრაბონის გეოგრაფია, ყაუხჩიშვილის თარგმანი, თბ. 1957
წ.;
ქართული წარწერების კორპუსი, ტ. II. თბილისი, 1980 წელი;
ქართლის ცხოვრება ტ. I, 1955 წელი;
ყაუხჩიშვილი ს., მისიმიანთა ტომი I, თბ. 1936 წ.;
შანიძე ა., სვანური ენის ქრესტომატია, 1978 წ.;
წიგნი ალექსანდრე მეფისა სვანთა მიერ ჯაფარიძეთა
სასისხლოს გადახდაზე. 1503 წ.;
ჯაფარიძე ა., სვანების საცხოვრისი, 2001 წ.;
ჯაფარიძე ა., სტრაბონი კოლხეთის შესახებ, 2001 წ.;
ჯუანშერი, ქართლის ცხოვრება ტ. I, 1955 წ. გვ.177;
ჯაფარიძე გოჩა, „ლიპარიტ IV ბაღვაში ბიზანტიისა და
თურქ-სელჩუკთა დილომატიურ ურთიერთობებში" ძიებანი,
ტ. I, თბილისი, 2012 წ.;
Бардавелидзе В. Древнеишие религозные верованияи и
обрядовое графическое искусство грузинских племен 1957;
Бартоломеи - Поездка в вольную Сванетию в 1853 г, 1855
თბ;
110
Кондаков,ОПИСЬ ПАМЯТНИКОВ ДРЕВНОСТИ В НЕКО-
ТОРЫХ ХРАМАХ и монастырях ГРУЗИИ, СТЮ 53,
პეტერბურგი 1890;
Каджан А, Византииские липариты, ბიზანტიური ეტიუდები,
თბ. 1918 წ.;
Ковалевский М„Законь и щбычай накавказе.“ ტ.II; Горцы
мингрелии и грузии;“ Моска-1890 წ.;
Меликишвили Г. К истории древней Грузии, თბ. 1959 წ.;
Уварова П. 1904, Кавказ. Путевые заметки;
Патканов К.1877, Армянская география VIIв.;
Чубинашвили Г. Н. Грузинское чеканное искусство. -
Тбилиси.: Сабчота Сакартвело, 1959;
R.GUILAND, 1970, ETUDOS SUR I’ HISTOR DE I’EMPIRE
BYZANTIN. LEEUROPALATE, BIZANTIA, 2, 208;
Dedicatio, ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი, თბ. 2001 წ.
111
ს ა რ ჩ ე ვ ი
1. შესავალი ...................................................................................................................... 5
2. სვანეთის ზოგადი ისტორიული მიმოხილვა, I-IX სს. ............ 8
3. სვანეთის ტაძრებისა და IX-XIII საუკუნეებში მათი უეცარი
აღმშენებლობის შესახებ …………………………………………. 20
4. ბაღვაშები - კახბერიძეები და ვარაუდი მათი სვანური
წარმომავლობის შესახებ …………………………………………… 30
5. სეტის წმ. გიორგის (ჯგრაგის) ეკლესია ............................................. 40
6.წიგნი ალექსანდრე მეფისა სვანთა მიერ ჯაფარიძეთა
სასისხლოს გადახდაზე - 1503 წ. …………………………………… 58
7. დასკვნა …………………………………………………………… 69

IX-XIII საუკუნეების სვანეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების საკითხისთვის

  • 1.
    1 მღვდელი ავთანდილ მჭედლიანი IX-XIII საუკუნეებისსვანეთის პოლიტიკურ- ეკონომიკური განვითარების საკითხისთვის თბილისი 2019
  • 2.
    2 კონსულტანტი ახალქალაქის, კუმურდოსდა კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) ავტორი დახმარებისთვის მადლობას უხდის ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს, ირა სულთანიშვილს და ისტორიკოს შორენა გულიაშვილს ტექნიკური რედაქტორი თეა თაბაგარი ISBN 978 - 9941 - 8 - 1806 – 6
  • 3.
    3 წინასიტყვაობა დღემდე მოღწეულ ისტორიულწყაროებზე დაყრდნობით, სვა- ნეთის და სვანური მოსახლეობისათვის ერთ-ერთ საუკეთესო ხანად IX-XIII საუკუნეები შეიძლება ჩაითვალოს. ეს პერიოდი ემთხვევა ბაღვაშთა ფეოდალური სახლის გამოჩენას და გაძლიერებას (ბაღვაში სვ. ძლიერი, მდიდარი). მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისტორიულ საზოგადო- ებაში ბაღვაშთა ფეოდალური გვარი ბაგრატიონთა სამეფო კარის ტრადიციულ მოწინააღმდეგედაა მიჩნეული და საქართველოს სა- ხელმწიფოებრიობის განმტკიცების ხელის შემშლელად მოიაზრება, მათი დამსახურება ერისა და სამშობლოს წინაშე ძალიან დიდია. შე- იძლება ითქვას, რომ ბაღვაშების ისტორიული ყმობა სამეფო გვართან უფრო ხანგრძლივი და პროდუქტიული იყო, ვიდრე მტრობა იყო დამანგრეველი და საზიანო ქართული სახელმწიფოსათვის. ჩვენს ნაშრომში დიდი ადგილი ეთმობა ბაღვაშების (კახბერიძეების) სავარაუდო კავშირს სვანეთთან. სწორედ ისინი არიან სვანთა უშუალო მეზობლები, მათ მიერ არის აგებული სვანური არქი- ტექტურის ფორტიფიკაციები რაჭა-ლეჩხუმში, მათი მმართველობის პერიოდში აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერი, დუროებიანი კოშ- კები და სამოსახლოები, სვანეთსა და ასევე რაჭა-ლეჩხუმში. ნაწარმოებში განვითარებული ვარაუდით, ბაღვაშთა ლაშქარში დიდი წილი ჰქონდა სვანურ ეთნოსს. ეს ვარაუდი პასუხს სცემს ბევრ უპასუხო კითხვას. მართლაც, სად იმყოფებოდა იმ დროს სვანური საომარი ძალა, რატომ არ მოიხსენიება იგი გამოკვეთილად, იმდრო- ინდელი საქართველოს პოლიტიკური ან საომარი მოქმედების ისტო- რიულ აღწერაში; ასევე, როგორ და რა სახსრებით მოხდა ასეთი მას- შტაბების აღმშენებლობა სვანეთში IX-XIII საუკუნეებში. ნაწარმოებში განვითარებული მოსაზრებით, აღნიშნულ პერი- ოდში, ბაღვაშთა ლაშქრის მიერ მოგებულ მრავალ ომში მოპოვებუ- ლი სიმდიდრის მასშტაბურობა მათში მონაწილე სვან მოლაშქრეთა მატერიალურ გაძლიერებას იწვევდა. ხვასტაგით გამდიდრებული სვანი მეომრები, უკუმიგრაციის შემდეგ, ახდენენ მათივე საგვარე- ულო ტაძრებისა და სამოსახლოების ერთდროული აღმშენებლობას. ამავე მოსაზრებით, ბაღვაშთა და მის მოლაშქრეთა მჭიდრო კავშირი
  • 4.
    4 ბიზანტიასთან უნდა იყოსმიზეზი ქრისტიანული, კანონიკური, მართლმადიდებლური კულტურის აღტყინებისა სვანეთში, სწორედ ამ დროიდან ხდება თვითმყოფადი, სვანური ხატწერის სკოლის ფორმირებაც. ნაწარმოებში სეტის წმინდა გიორგის ოქრო-ვერცხლით მოჭე- დილი ხატის მიმოხილვა, რომელსაც წმ. ექვთიმე თაყაიშვილი მთე- ლი სვანეთის თავი ხატად მოიხსენიებს, და რომელიც, ჩუბინაშვი- ლის მიერ, იმდროინდელ მსოფლიოში არსებული, ცხენზე ამხედ- რებული წმ. გიორგის ხატებს შორის ნოვაციურ დასაბამად მიიჩნევა, კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას ბაღვაშთა და სვანთა ერთობისა და მათ ერთობლივ კავშირზე ბიზანტიურ ყოფით გარემოსთან. ბაღვაშებთან ერთად მათ ლაშქარში მეფისათვის მეომარი სვა- ნური გვარები ბაგრატოვან მეფეთაგან დამსახურებულად იღებდნენ წარჩინებულის ტიტულს, რომელთაგანაც, სვანეთში უკუმიგრაციის შედეგად, უნდა წარმოშობილიყო ე.წ. სვან-ვარგთა ფენა (ეს გვარები XIV საუკუნის წერილობით წყაროებში მოიხენება, როგორც თავი- სუფალი სვანეთის მოსახლეები). სხვა შემთხვევაში შეუძლებელია ახსნა მოეძებნოს ამ ფენის საყოფაცხოვრობო შეუსაბამობას მათ ტი- ტულატურასთან. თვით ის ფაქტი, რომ მათ არ ჰყავდათ და არც შეიძლებოდა ჰყოლოდათ ყმები თავისუფალ სვანეთში, ამყარებს ნაშ- რომში გამოთქმულ ვარაუდს უკუმიგრაციის შესახებ. ამ მხრივ ასევე საყურადღებოა კახბერიძეების (იგივე ბაღვაშების) ადგილმოსახლეო- ბა მესტიაში და მათი იქ გამოჩენის ნარატივი, სადაც კარგად ჩანს სვანური თვითმმართველობის სიმტკიცე და უპირატესობა ყველა არ- სებული საზოგადოებრივი ფენის, მათ შორის ბაღვაშების მიმართაც. დასასრულ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სვანეთის მოსახლეობას ყოველთვის ჰყავდა თავისი თვითმმართვე- ლობა, მიუხედავად იმისა, იგი თავისუფალი იყო, თუ რომელიმე სახელმწიფო წარმონაქმნის ვასალობაში იმყოფებოდა. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ სვანეთის შესახებ არსებულ უამრავ მასალაზე მომუშავე მკვლევრებს, ამ მხარის ისტორიული განვი- თარების მიმოხილვის სრულყოფაში, წარმოდგენილი ნაშრომი დაეხმარება.
  • 5.
    5 1. შესავალი აღნიშნული ნაშრომისმიზანია, შეძლებისდაგვარად შე- იკრიბოს ისტორიაში არსებული გარკვეული ფაქტები სვა- ნეთის განვითარების შესახებ და მისი ადგილის წარმოსაჩე- ნად საქართველოს სახელმწიფოს განვითარების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ცალკეული მეცნიერებ- ის კომპეტენტური კვლევები ისტორიულ-გეოგრაფიული, ეთნოგრაფიული და არქიტექტურული თვალსაზრისით, დღემდე არ გვაქვს სვანეთის ისტორიული განვითარების მეტ-ნაკლებად შეჯერებული, სრული საბაზისო კონცეფ- ცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სვანეთზე მომუშავე მკვლევრის მიერ ამა თუ იმ საკითხის განხილ- ვის შემთხვევაში. ამ საკითხის დაყენება საინტერესოა იმდენად, რამდე- ნადაც მიუხედავად საკმაო ოდენობით არსებული წერი- ლობითი მასალისა თუ ნარატივებისა, იგი არასაკმარისად ანუ არასრულადაა გამოკვლეული, მათ შორის ქართველი მკვლევრების მიერ. არადა, რიგი ფაქტორების გამო, სა- ქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით, სწორედ ეს კუ- თხეა ყველაზე თვითმყოფადი, მოსახლეობის მხრივ ყვე- ლაზე ავტოქტონური. სვანეთს საკუთარი, ქართველური ენის და კუთხური კულტურის გარდა, შემონახული აქვს ძველი ქართული ეთნიკურ-კულტურული მემკვიდრეობა. საბედნიეროდ, სვანეთში ჯერ კიდევ მრავლად არის შემორჩენილი ადგილობრივი თქმულებები, ზეპირსიტყვა- ობის ნიმუშები, წერილობითი ძეგლები. ძველი არქიტექ- ტურა წარმოდგენილია კოშკიანი სამოსახლოებით, უძვე- ლესი მოხატული ტაძრებით და ქტიტორული წარწერებ- ით, ხელნაწერი ოთხთავებითა და სხვა საეკლესიო წიგნე- ბით, მათზე სხვადასხვა დროს დატანილი მინაწერებით. მრავლად გვხვდება ჭედური და დაწერილი ჯვარ-ხატები,
  • 6.
    6 ასევე წარწერებით. ყველაფერიეს კრებსითობაში ისტორი- ისთვის დიდი ინფორმაციის მატარებელია, ინფორმაციისა, რომელსაც ბევრი დღევანდელი წარმატებული ერი ინატ- რებდა საკუთარი ისტორიის შესავსებად და გასამდიდ- რებლად. ასეთი ისტორიული რეალობის ფონზე, სვანეთის გან- ვითარების ისტორიული აღწერილობა საკმაოდ ღარიბუ- ლად გამოიყურება. მრავლადაა პასუხგაუცემელი კითხვე- ბი, კითხვები, რომელიც არც კი დასმულა. სვანეთის პო- ლიტიკური და კულტურულ-ეკონომიკური განვითარების განხილვისას განსაკუთრებით საგულისხმოა დროის ის მონაკვეთი, რომელიც მოიცავს IX-XIII საუკუნეებს. ისტო- რიულად, სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს ყო- ველივე ის, რითაც ასე ფასეულია დღევანდელი სვანეთი: მისი თვითმყოფადი არქიტექტურა, სახვითი ხელოვნება, ეთნოგრაფია, ქრისტიანულ რელიგიაზე დაყრდნობილი ყოფა და სხვა მრავალი. ყურადღებას იქცევს ამ დროის- თვის სვანეთში შემონახული ტაძრებისა და კოშკიანი საც- ხოვრებელი კომპლექსების სიმრავლე და მასში მცხოვ- რები იმ ადგილობრივი გვარების ავტოქტონურობა, რომ- ლებიც დღემდე მიმაგრებული არიან თავიანთი გვარის მიერ აშენებულ უძველეს საგვარეულო ტაძრებს. აღნიშ- ნული ტაძრები და კოშკები ამ გვართა მიერ უმეტესად IX-XIII საუკუნეებშია აშენებული, მოხატული და მათ მიერვე ყველა საღვთისმსახურო ინვენტარით დაკომპლექ- ტებული. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი საკმაოდ ძვი- რადღირებული პროცესია. ეს რეგიონი კი ტრადიციულად არ გამოირჩევა შესაბამისი მატერიალური დოვლათის ფლობით. ასეთი საინტერესო მოვლენა სათანადოდ არ არის გამოკვლეული და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თვით საკითხიც არ არის სათანადოდ დასმული.
  • 7.
    7 სვანეთის ისტორიულ საბუთებს,რომლებიც თემის განსახილველად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსაყენებე- ლი წყაროა, ვრცელი ნაშრომი მიუძღვნა ვ. სილოგავამ [სილოგავა ვ. თბ. 1986 წ.]. გარდა იმისა, რომ აღწერილი, დათარიღებული და გაშიფრული აქვს აღნიშნული მინაწე- რები, ავტორს ასევე სრულყოფილად აქვს გაანალიზებუ- ლი იმდროინდელი ყოფა. აღნიშნულ ნაშრომში აღწერილ მინაწერებს შორის, სვანეთის მკვლევრებისთვის მნიშვნე- ლოვანი საბუთებია 61-ე, დაწერილი სეტის მთავარმოწამე საყდრის შვილთა [სილოგავა ვ. 1986 წ. გვ.155]; me-12 საბუ- თი, წიგნი ალექსანდრე მეფისა სვანთა მიერ ჯაფარიძეთა სასისხლოს გადახდაზე - 1503 წ. [იქვე, გვ.112]; მე-15 საბუ- თი, დაწერილი მეჭურჭლე მიქაელ კუჭაიძისა ბალსზემო სვანეთის ხევისადმი [იქვე, გვ.115]; ადიშის ოთხთავის №3 მინაწერი ნიკოლაოს ჯუმათის მამასახლის-ყოფილისა [იქ- ვე, გვ.48] და სხვა მრავალი საბუთი, რომელთა ანალიზით იკვეთება სვანეთის ყოფა და დღეს არსებული გვარების სიძველე. კვლევებისთვის დიდად სასარგებლოა არსებუ- ლი ფოტომასალაც, რომლის ავტორებიც არიან ვიტორიო სელა - იტალიელი ფოტოგრაფი და მთამსვლელი; დიმიტ- რი ივანეს ძე ერმაკოვი - რუსი ფოტოგრაფი, ორიენტალი- სტი და ეთნოგრაფი. ასევე სხვა ფოტოგრაფებიც, რომელ- თა ფოტოების მოპოვებაც ბევრ დამატებით ფაქტს მოჰ- ფენს ნათელს. ვიტორიო სელას მიერ სვანეთში გადაღე- ბული, მისივე არქივში არსებული 800-მდე გაუმჟღავნე- ბელი ნეგატივი ელოდება დღის სინათლეს, რომელიც კი- დევ უფრო გაამდიდრებს ისტორიულ თვალთახედვას სვა- ნეთზე. არსებული ფოტოების ანალიზი ნათლად წარმო- გვიდგენს ძველი სვანეთის გადაღების მომენტში შემორ- ჩენილ კოლორიტს, რომელმაც ასეთი დიდი სისწრაფით იწყო არასასურველი ფუნქციონალური რღვევა, ჯერ კი- დევ რუსეთის იმპერიის შემოსვლის დროს, XIX საუკუნის
  • 8.
    8 მეორე ნახევარში (მცირემასშტაბებით), ხოლო XXI საუ- კუნის დასაწყისში ამ პროცესმა კატასტროფული სახე მი- იღო. სვანეთის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწ- ვდიან სხვადასხვა დროის მოგზაურები: XIX საუკუნის ისტორიკოსი, სასულიერო პირი, ფილოსოფოსი, ბერი ბა- ქრაძე (ალექსი ბაქრაძე); ივანე ბარტოლომეი - რუსი არქე- ოლოგი და ნუმიზმატი, გენერალ-ლეიტენანტი, პეტერბურ- გის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. მან თავისი დიპლო- მატიური მისიით მოგზაურობა აღწერა წიგნში „მოგზაუ- რობა თავისუფალ სვანეთში“; გრაფინია-პროსკოვია უვაროვა 1853 წ. [Поездка в вольную Сванетию; Кавказ, Путевые за- метки]; ე. თაყაიშვილი - არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს; ბარდაველიძე ვერა - „ქართველ ტომთა უძველესი სარწმუნოება და საწესო გრაფიკული ხელოვნება“. თბილისი 1957 წ. [Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племен В. В. Бардавелидзе. Редактор: Г. С. Читая. Академия Наук Грузинской ССР ; Институт Истории имени И. А. Джавахишвили.]; დეკანოზები იოანე და გიორგი მარგიანები, და სხვა. წინარე პერიოდის სვანეთის ისტორიისთვის ერთ-ერ- თი საუკეთესო ნაშრომია დავით მუსხელიშვილის „საქარ- თველო IV-VIII საუკუნეებში“. ეს სახელმძღვანელო ღირე- ბულია მისი თანაავტორების ისტორიულ-გეოგრაფიული თვალთახედვით და ამ საკითხში მათი დიდი კომპეტენ- ციით. ------------------------------- 2. სვანეთის ზოგადი ისტორიული მიმოხილვა, I- IX სს. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე ასე აღწერს სვანების ადგილმოსახლეობას I ს-ში, სტრაბონის მიხედვით:
  • 9.
    9 „სვანები დიდი ტომია- 200 000 მებრძოლი ჰყავთ. ესაა ყველა ბრძოლისუნარიანი მამაკაცი, რაც შესაძლოა იყო მთელი მოსახლეობის მესამედი ან მეოთხედი, ანუ სვანების საერთო რიცხვი ნახევარ მილიონზე მეტი ყოფი- ლა. ასეთი მრავალრიცხოვანი ხალხი, ცხადია, მცირე ტე- რიტორიაზე ვერ იცხოვრებდა. სად ცხოვრობდნენ სვა-ნები? დიოსკურიის მაღლა მდებარე მთებთან, კოლხების მაღლა, ცხოვრობდნენ ასევე ქვეყნის სიღრმეში - მთიელი ტომების მეზობლად. დიოსკურია - ჩვენი კვლევით, ტრა-პეზუნტის მხარეს მდებარეობდა, ოფრიზეს ქვემოთ. მისი სანაპირო ვიწრო ზოლის მაღლა მთებში ჩანს ქალდების, ტიბარენების, მესხების რეგიონში, კოლხების მაღლა ცხო- ვრობდნენ სვანები. შემდეგდროინდელ შავშეთ-აჭარა-გუ- რიის მთიანეთში მცხოვრებთაც, ჩანს იმ დროს, სვანების სახელით იცნობდნენ. მაშასადამე, სვანები ცხოვრობენ რი- ონის ხეობიდან ვიდრე ოფრიზემდე (დიოსკურიამდე). ცხადია, დაახლოებით 0,5-0,8-მილიონიანი ხალხი მცირე ტერიტორიაზე ვერ მოთავსდებოდა. ბუნებრივია, ისინი თანამედროვე სვანეთშიც ცხოვრობდნენ. მათ ქვეყანაში ჩამოჰქონდა მდინარეებს ოქროს მარცვლები დასავლეთის იბერიის მსგავსად, და მათაც იბერებს უწოდებენო, წერდა სტრაბონი. ასეა თუ ისე, იბერია დასავლეთ საქართველოს ერქვა, რადგანაც იქ მცხოვრებ ისეთ დიდ ტომს, რო-გორიც იყვნენ სვანები - ზოგიერთი ძველი ისტორიკოსი იბერების სახელითაც იცნობდა. სტრაბონის ეს ცნობა ეთანადება ჩვენს ეროვნულ წყაროს - „ქართლის ცხოვრებას“, რომლის ცნობითაც ეგ- რისი ანუ დასავლეთ საქართველო ფარნავაზის შემდეგ მუდამ ქართლის სამეფოს ნაწილს შეადგენდა და მას ქარ- თლი ანუ იბერია ეწოდებოდა, აღმოსავლეთ საქართვე-ლოს მსგავსად“ [ჯაფარიძე ა. 2011 წ. გვ.14 .]
  • 10.
    10 „თ. ყაუხჩიშვილი თავისწიგნში - „სტრაბონის გეოგ- რაფია“ წერს: „სტრაბონის ცნობით, კოლხები მოხსენებუ- ლნი არიან არა იბერია ალბანიის გაყოლებაზე, არამედ უფრო სამხრეთით - არმენიის გასწვრივ“ [ყაუხჩიშვილი თ. 1957 წ. გვ. 21]. ამავე მოსაზრებას, რომ კოლხები ცხოვრობენ არმე- ნიელების და არა იბერების გასწვრივ, სტრაბონი სხვაგა- ნაც იმეორებს. „ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ იბერიელები და ალბანელები კოლხებს ზემოთ მაცხოვ- რებლებად არიან გამოცხადებული“ [ყაუხჩიშვილი თ. 1957 წ. გვ. 21]. აქედან ჩანს, რომ კოლხეთი - იბერიის სამხრეთით (სამხრეთ-დასავლეთით) მდებარეობდა. მართლაც, ის მოიცავ-და (სტრაბონის ცნობითვე) ტრაპეზუნტის რეგი- ონს, მიმართულს ჭოროხის ხეობისაკენ. თავის თხზულებაში სტრაბონი დაბეჯითებით და რამ- დენჯერმე იმიტომ უთითებს მდინარე ფასისის სათავის არმენიასთან სიახლოვეზე, რომ მას ფაზისად მიაჩნია მდ. ჭოროხი. მხოლოდ ასეთი განლაგების შემთხვევაში აღმოჩ- ნდება კოლხეთი იბერიის სამხრეთ-დასავლეთით, ხოლო იბერია კი მის „ზემოთ“. თინათინ ყაუხჩიშვილი კვლავ უბრუნდება ამ საკითხს და წერს: „სტრაბონის მეორე რიგის ცნობებში კოლხიდა ისეა განსაზღვრული, რომ ის აღმოსავლეთითაა კაპადო- კიისაგან, ერთ ხაზზეა არმენიასთან და იბერია და ალბა- ნია მასზე უფრო ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობენ“ [სტრაბონის გეოგრაფია, 1957 წ. გვ. 283]. აშკარაა, რომ სტრაბონის ამ ცნობების მიხედვით, კო- ლხიდა მდებარეობდა არა „იბერიის გასწვრივ“ ე.ი. დასავ- ლეთ საქართველოში, არამედ „არმენიის გასწვრივ“ ტრა- პეზუნტ-ჭოროხის რეგიონში, ანუ ისტორიული საქართვე- ლოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. რადგანაც კაბადოკი-
  • 11.
    11 ასთან კავშირშიც ახსენებსსტრაბონი კოლხეთს, ჩანს, მი-სი ერთი ნაწილი ტრაპეზუნტის დასავლეთითაც მდება- რეობდა.“ [ჯაფარიძე ა. 2011 წ. გვ. 3]. უფრო მოგვიანებით, IV საუკუნის დასაწყისში, რომ- ის იმპერიამ ფაქტობრივად ორ - დასავლეთ და აღმოსავ- ლეთ ნაწილად დაყოფა დაიწყო. კონსტანტინე კეისრის მმართველობით [306-337 წწ.], იმპერიის დედაქალაქმა 330 წელს ბოსფორის სრუტესთან არსებულ ქალაქ ბიზანტი- ონში დაიდო ბინა და ამ დროიდან, მეცნიერების მიერ, იმპერია ბიზანტიად იწოდება [მუსხელიშვილი დ. 2003 წ. გვ.5]. ამავდროულად, ხდება სასანიდური ირანის იმპერიის ზრდა და მისი საზღვრების დაახლოება ბიზანტიასთან. ბუნებრივად იწყება მათ შორის დაპირისპირება სასაზ- ღვრო ტერიტორიების გამო, რომლებშიც ამიერკავკასია და მათ შორის საქართველოც მოექცა. IV საუკუნის ბოლოს, სპარსეთის მეფე შაბურ II შემოიჭრა ქართლის სამეფოში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სპარსეთმა ქართლის სამე- ფო დაიქვემდებარა [იქვე, გვ.55]. 373 წლისთვის, ამ ორ იმპერიას შორის, ქართლის სამეფო ორად განაწილდა: დასავლეთი (ეგრისი) - რომს, აღმოსავლეთი კი ირანს ერ- გო [იქვე, გვ.60]. VI საუკუნის ისტორიკოსის, მენანდრე პროტექტორის ცნობით, ბიზანტიის არქივში არსებობდა სია ეგრისის მეფეებისა, რომლებიც სვანებს მმართველებს უნიშნავდენ. ეს ნუსხა IV საუკუნის ბოლოდან V ს-ის 90-იან წლებამ- დეა [მუსხელიშვილი დ. 2003 წ. თბ. გვ.160მ]. ამ დროის ეგრისის სამეფო მთელ დასავლეთ საქარ- თველოს მოიცავს - კავკასიონიდან ტრაპიზონამდე და მდინარე ფსოუდან ლიხის ქედამდე. ჩრდილოეთით სა- ზღვარი კავკასიის ქედზე გადის. ლიხის ქედი და კავ- კასიონი ეგრისის შემადგენლობაში მყოფი სვანეთის ტე- რიტორიის საზღვარიცაა. [Geographie de Moise de Corene d
  • 12.
    12 après Ptoimee. 1881წ. გვ.27]. ეგრისის მეფეების და სვანთა ურთიერთობების შესახებ ბიზანტიური წყაროების მიხედ- ვით, სვანეთი ისეთივე ნაწილია ეგრისისა, როგორც აფ- შილეთი და მისიმიანეთი. ორივე ამ ტომს სვანებად მო- იხსენიებენ [ყაუხჩიშვილი ს, 1936 წ. მისიმიანთა ტომი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები,Iგვ. 275- 280]; 321 [მუსხელიშვილი დ. აფშილთა ეთნიკური კუთვნილე- ბის საკითხისთვის. ჟურნალი „არტანუჯი“№10, 2002წ. თბ.] მისიმიანთა ერთ-ერთ ციხეს „სგიმარის“ ციხე ჰქვია, სვა- ნურად - მჟავე წყალი. ასევე აფშილეთის ცენტრთან, წებე- ლეს მახლობლად, „ფუსტის’’ ციხეა (სვანურად - მთავრის) [მუსხელიშვილი დ. 2003 წ. გვ.112,გვ.110] სვანებთან ეგრისის მეფეების ურთიერთობა მაინც განსხვავებულია. ამ განსხვავებაზე მიუთითებს პროკოპი კესარიელი, წერს რა სვანებსა და ლეჩხუმელებზე ერთად. „ეს ტომები ლაზ- თა ქვეშევრდომები არიან. იქაურ მაცხოვრებლებს მთავრე- ბად ჰყავთ თვისტომთაგანნი, ხოლო როდესაც მთავარს აღსასრულის დღე მიადგება, მათ ჩვეულებრივ მეორე მთავარი ენიშნებათ ლაზთა მეფის მიერ.“ [პროკოპი კე- სარიელი „გეორგიკა“, II ტ. 1965 წ. თბ. გვ. 126-127]. ლაზთა მეფეს უნდა „გაეგზავნა სვანთა მთავრობის ნიშნები ვისთვისაც უნდოდა, მხოლოდ ის სვანი უნდა ყო- ფილიყო“ [მენანდრე პროტიქტორი. „გეორგიკა“ III ტ. 1936 წ. თბ. გვ.224]. ეს არ არის აუცილებელი პირობა სხვა ტომების შემთხვევაში. მიუხედავად სვანთა ქვეშევრდომობისა და მათ მიერ ბეგარის გადახდისა, სვანებს პურით და სხვა მათთვის აუცილებელი პროდუქტით (ღვინო, მარილი და სხვ.) ეგრისის მეფე ამარაგებდა [მენანდრე პროტექტორი „გეორგიკა“, III ტ. 1936 წ. გვ. 214]. ეგრისელები თვითონ ყიდულობდნენ ამ
  • 13.
    13 პროდუქტებს სხვა ქვეყნებში[პროკოპი კესარიელი, „გეორგიკა“ 1965 წ. გვ. 73,74,96]. უეჭველია, რომ სვანთა თვითმყოფადი ტომიც მოიაზრება ლაზების იმ სახელმწიფოს შემადგენლობაში, რომლის ღირსებებსაც ჩვენთვის ასე სასიამოვნოდ აღწერს რომაელი აგათა სქო- ლასტიკოსი: “ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენენ ლა- ზები და სხვა ძლიერ ტომებსაც მბრძანებლობენ; ამაყო- ბენ კოლხთა ძველი სახელით და ზომაზე მეტად ქედ- მაღლობენ, შესაძლოა არცთუ ისე უსაფუძვლოდ. იმ ტო- მებს შორის, რომლებიც სხვა სახელმწიფოს ექვემდებ- არებიან, მე არ მეგულება არც ერთი სხვა ესოდენ სა- ხელგანთქმული მორჭმული, როგორც თავისი სიმდიდ- რის სიუხვით, ისე ქვეშევრდომთა სიმრავლით, როგორც თავისი მიწაწყლის სიჭარბით და მოსავლიანობით, ისე ხასიათის სილამაზითა და სიცქვიტით... ისინი უკვე არც ბარბაროსები არიან, არც ბარბაროსულ ცხოვრებას ეწე- ვიან, არამედ რომაელებთან კავშირის წყალობით თავიან- თი ცხოვრებისათვის სახელმწიფოებრივი და კანონითი სახე მიუციათ. [აგათა სქოლასტიკოსი, „გეორგიკა’’,1936 წ. გვ.50-51]. IV საუკუნეში ქრისტიანობა, როგორც სახელმწიფო რელიგია, შემოდის ქართლში და ასევე ეგრისში [მუსხე- ლიშვილი დ. საქართველო IV-VIII სს. გვ.127; ანალიზი გა- კეთებულია ნ. ლომაურის მიმოხილვის საფუძველზე. ლო- მოური ნ., დასავლთ საქართველო [ეგრისი] IV-V სს., სინ, II გვ. 170-188; ЛОМОУРИ Н.Ю. ЗАПАДНАЯ ГРУЗИЯ-ЭГРИСИ [ЛАЗИКА]В IV-V ВВ.ОИГ, II,СТР.122-140]. ქალკედონური კრების შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში საბოლოოდ მკვიდრდება მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომელიც განმსაზ- ღვრელი ფაქტორი ხდება ქართველთა პოლიტიკური და კულტურული განვითარების, ასევე საფუძველი ხდება ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანებისა.
  • 14.
    14 ახლადშემოსული რელიგია არდარჩენილა ბერძ- ნულენოვნად. ქართულმა ასომთავრულმა დამწერლობამ საფუძველი შეუქმნა საეკლესიო და საერო მწერლობას, რაც ქართული სახელმწიფოს მაღალი კულტურული დონის მაჩვენებელია. ამან კიდევ უფრო გაამყარა აგათა სქოლას- ტიკოსის ცნობა ლაზების შესახებ. სვანები დასავლეთ საქართველოში ყველაზე მეტად იბერიზებული ტომია და ეს მოსაზრება კიდევ უფრო მტკიცდება V საუკუნის მეორე ნახევარში. ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეს მონაკვეთი ვახტანგ გორგასლის ეპოქად იწოდება. მირდატის გარდაცვალების შემდეგ, სავარაუდოდ, ქართლი იმართება დაობლებული 7 წლის ვახტანგის დე- დის, საგდუხტის მიერ. რანის და მოვაკანის სპარსელი ერისთავის, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მარზპანის, ბარ- ზაბოდის ამ ქალიშვილის მმართველობის პერიოდში გაძ- ლიერდა ირანის გავლენა ქართლში [მუსხელიშვილი დ. 2003 წ. გვ.143]. 373 წლიდან აღნიშნულ დრომდე ქართლი ორ - აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილადაა გაყოფილი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთი პროვინციები მათ მიერ არ კონტროლდება. იწყება ვახტანგის დაუღალავი ბრძოლა ქვეყნის კონსოლიდაციის და საქართველოს ეკლესიის და- მოუკიდებლობის მოპოვებისათვის. შაჰინშაჰ პეროზს (459-484 წწ.) ახლდა ახალგაზრდა ქართველი მეფე ჰუნ- კიდარეტებთან ომში [მუსხელიშვი- ლი დ. 2003 წ. გვ.146]. რვა წელიწადი დაჰყო აღმო- სავლეთში ვახტანგმა. იქიდან, სავარაუდოდ, 466 წელს უნდა დაბრუნებულიყო, როცა ამიერკავკასიას, ჩრდილო- ეთ კავკასიელ მომთაბარე სხვა ტომებთან ერთად, დარიალის მხრიდან ჰუნ-სარაგურთა ტომი შემოესია. უდიდესი სამხედრო გამოცდილებით დაბრუნებულმა ვახტანგმა ილაშქრა დარიალზე, განდევნა მტერი და „შექ-
  • 15.
    15 მნა კარნი ოვსეთისანი“[ქართლის ცხოვრება, I ტ. 1955 წ. თბ. გვ.156]. ჩრდილოეთიდან ქართლის უსაფრთხოების შექმნის შემდეგ, იგი გადავიდა აფხაზეთში ანუ დასავ- ლეთ საქართველოში. [ქართლის ცხოვრება, I ტ. 1955წ. თბ. გვ.157]. IV საუკუნის მეორე და V საუკუნის პირველ ნახევარ- ში, გუბაზ მეფის დროს, ეგრისი ძლიერ დასუსტებულია. თუ ადრე ეგრისის სამეფოში მთელი ჭანეთი თავის ზღვისპირეთიანად შედის [Армянская география VII века,1877, გვ.16], 465 წლისათვის ეს საზღვარი დღევან- დელ ხოფასთანაა. ცოტა უფრო ადრე, მდინარე ლაღიძგას და მდინარე კოდორს შორის არსებული ტერიტორიაც ბი- ზანტიას მიუტაცია [მუსხელიშვილი დ. 2003 წ. გვ.152]. ამ პერიოდში სვანთა და ლაზთა შორის ომი მიმდინარეობს - ახლო წარსულში ლაზთა მიერ სვანებისთვის წართმეული ციხეების დასაბრუნებლად, რომელშიც ამ უკანასკნელებს, მათივე თხოვნით, იბერები და სპარსელებიც ეხმარებიან [მუსხელიშვილი დ. 2003 წ. გვ.156]. სავარაუდოდ, 466 წლის სვანების აჯანყება ლაზების წინააღმდეგ ვახტანგის ინსპი- რირებული უნდა ყოფილიყო [ბოგვერაძე ა. პრისკე პანიო- ნელის ერთი ცნობის შესახებ, ივ. ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული, თბ., 1976წ. გვ.197]. ექვთიმე თაყაიშვილი წერს: ბარტოლომეის აზრით, ერთ-ერთ წარწერაში მოხსენებულ ვახტანგის სახელს მი- უცია საბაბი ლეგენდისთვის, რომელიც მოჰყავს ვახუშტი ბატონიშვილს: სვანეთში ინახებოდა ძვირფასი კანკელი მცხეთის ეკლესიისა, რომელიც ვახტანგ გორგასალს უნდა ჩამოეტანა ინდოეთიდან. ვახუშტი წერს: „ოდიშის აღმო- სავლეთით არის ეცერი (ეწერი). აქა არს ეკლესია სვეტად (სეტად) წოდებული, სახიზარი სვეტიცხოველის სამკაულ- საუნჯისა, რომელსა შინა იტყვიან სვეტის ცხოველის კან-
  • 16.
    16 კელს ყოფას დღესაცა,რომელი მოიღო გორგასალ ინდო- ეთიდამ, წითლის იაგუნდის ქმნილი.“ ბერი ბაქრაძეც იშვ- ელიებს ვახუშტის სიტყვებს: „სოფელსა სვანეთისა ბეჩოს უწოდებენ, ეკლესიასა მათსა, სეტისას, რომელსა შინა და- ხიზნული ყოფილა კანკელი მცხეთის ეკლესიისა (რომე- ლიცა მოუტანია კანკელი იგი ძვირფასი თვლებისა ინდოეთით ვახტანგ მეფეს გორგასლანს...“ [თაყაიშვილი ე. 1930 წ. პარიზი. გვ.195]. მიუხედავად იმისა, რომ უცნობია კანკ-ელის სვანეთში მოხვედრის დრო და გარემოება, ეს მოვლენა გორგასლის სვანეთთან ახლო ურთიერთობის ერთ-ერთ ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს. ბიზანტიის იმპერიის მოუცლელობამ, რომელიც გარ- კვეული ისტორიული პირობებით იყო განპირობებული, ვახტანგ მეფეს საშუალება მისცა, დაეწყო მთელი დასავ- ლეთ საქართველოს შემოერთების სამწლიანი პროცესი, რაც 469 წელს წარმატებით დაასრულა [გოილაძე ვ. ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი 1991 წ. თბ. გვ.100]. ამრი- გად, V საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს, ეგრისი უერ- თდება ქართლს - მარგვის, თაკუერის, შიდა ეგრისის და სვანეთის საერისთავოებად. აქედან პირველი მათგანი IV საუკუნის ბოლოს ეგრისის მიერ მიტაცებულად ითვლება და ჩვეულებრივ შეუერთდა ქართლს, ხოლო შიდა ეგრისს და სვანთა ერისთავს სანქციით თვით შაჰი ნიშნავს (ჯუ- ანშერის მიერ დასახელებული სიმნაღირი) [მუსხელიშვი- ლი დ. 2003 წ. თბ. გვ.161-162]. ვახტანგი უბრუნებს ქარ- თლის სამეფოს კლარჯეთს, აჭარას, სამცხეს და არტაან- ჯავახეთს, ჩრდილო-დასავლეთ საზღვრით, მდინარე კელა- სურამდე [მუსხელიშვილი დ. 2003 წ. თბ. გვ. 163]. ვახტანგის დროს ქართლი თითქმის მთელ დასავ- ლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს აერთიანებს. ჯუან- შერს ჩამოთვლილი ჰყავს მთავრები ცხრა სამხედრო ად- მინისტრაციული ერთეულისა. ეს მთავრები არიან არა
  • 17.
    17 ეთნიკური პრინციპით მმართველები,არამედ მათი მმარ- თველობა დამყარებულია ლაშქრის ორგანიზაციის პრინ- ციპზე [მუსხელიშვილი დ. იქვე, გვ. 164]. მათ შორისაა სიმნაღირიც - ერისთავი შიდა ეგრისისა და სვანეთისა. ვახტანგის დროს ხდება დიოფიზიტი ეპისკოპოსის, მიქაელის ქართლიდან გაძევება და კუთვნილი ავტო- კეფალიის სამართლიანად მოპოვება. ქვეყანა დაიყო საე- პისკოპოსოებად და დადგინდა კათოლოკოსი. ამ დროს არ არის ცნობილი, რა მდგომარეობაა დასავლეთ საქართვე- ლოს ეკლესიაში. მხოლოდ VI საუკუნის ბოლოს და VII საუკუნის დასაწყისში ჩანს ფაქტი, როცა ხდება კირიონის მიერ გუგარეთისა და ეგრისის მთავარეპისკოპოსის ხელ- დასხმა [იოანე დრასხანკერტელი, 1937 წ. გვ.9] წინანდელ წესთა მაგალითისამებრო, აღნიშნავს ავტორი. რადგან VI საუკუნის პირველ ნახევარში, ირან-ბიზანტიის ომის დროს, ეს მოვლენა წარმოუდგენელია, „წინანდელში“ მო- სააზრებლად რჩება მხოლოდ V საუკუნის მეორე ნა- ხევარი. ეს არის სავარაუდო დრო, როდესაც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ავტოკეფალია უნდა მიეღო. ირანის ვასალობაში მყოფმა ვახტანგ გორგასალმა მო- ახერხა ბიზანტიასთან პოლიტიკური მორიგება და სავა- ჭრო-პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენა. ამ დროს აშენდა თბილისი, უჯარმა და მრავალი ტაძარი; მოხდა საეკლესიო მსახურებისთვის იერუსალიმური ლიტურგიკის შემუშავება, რომელმაც X ს-მდე, ბიზანტიიდან შემოსული ლიტურგიკის დამკვიდრებამდე იარსება. გეგმაზომიერად გატარებული საშინაო და საგარეო პოლიტიკისა და ავტოკეფალიის მოპოვების შედეგად, პეტრე კათალიკოსის მწყემსმთავრობით, მივიღეთ ერთმორ- წმუნე, ავტოკეფალური ეკლესიის მქონე ერთიანი ქარ- თული სახელმწიფო. ასე რომ, გორგასლისეული საქარ- თველო არის ერთიანი ქრისტიანული სახელმწიფო,
  • 18.
    18 შემოერთებული მთით დაერთმორწმუნე ეკლესიით გაერთიანებული. „523 წელს, იუსტინეს მეფობის დროს, „ლაზთა მეფე წათი გაჯავრდა და ჩამოშორდა სპარსეთს...“ [“გეორგიკა“ III ტ. იოანე მალალა, 1936 წ. თბ. გვ. 263-264]. „მივიდა იუსტინე მეფესთან ბიზანტიონში, გამოაცხადა თავი მის მორჩილად და სთხოვა, ლაზთა მეფედ მაკურთხეო. მეფემ მიიღო ის და აკურთხა“ [„გეორგიკა“ IV ტ. თეოფანე ჟამთააღმწერელი, 1941 წ. თბ. გვ.77-78]. ამავე წელს დასავლეთ საქართველო გამოეყო ქართლს და თავისი სახელმწიფო ჩამოაყალიბა. მხოლოდ სვანები, რომლებიც ჯერ კიდევ V საუკუნის 60-იან წლებში გამოეყვნენ ლაზებს, 523 წელს კვლავ ქართლის შემადგენ- ლობაში არიან. 530 წელს ისინი სპარსელების მხარეს, რომაელების წინააღმდეგ მებრძოლთა სიაში არიან მოხ- სენიებული [“გეორგიკა“ II ტ. პროკოფი კესარიელი, 1965 წ. თბ. გვ.55]. როგორც ვხედავთ, IV-VI საუკუნეებში, არც ლაზთა სამეფოს (ეგრისის) დომინირების და არც ვახტანგ გორ- გასლის ეპოქაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს არ ჩაუვლია სვანთა, როგორც თვითმყოფადი რეგიონა- ლურ-ეთნიკური ერთეულის თანამონაწილეობის გარეშე. ისინი მჭიდროდ ესაზღვრებიან აღმოსავლეთიდან ქართლს, ჩრდილოეთიდან კავკასიის მესაზღვრეები არიან, ხოლო სამხრეთში ეგრისს საზღვრავენ მარგვის ტერიტო- რიასთან არსებული ციხე-სიმაგრეებით. სვან-ეგრისელთა პოლიტიკურ ურთიერთობებში ეკონომიკური ურთიერთო- ბის წილის ზრდა იკვეთება. ამ ურთიერთობის გაფარ- თოება-გაძლიერება სვანეთის მიმართულებით ხდება ლაზების მონათესავე „მეგრთა“ ტომის ანუ მეგრელთა მიერ [Меликишвили Г. 1959 წ. გვ.382]. იმ დროისთვის მეგრელები სახლობდნენ დღევანდელი სამეგრელოს ტერი-
  • 19.
    19 ტორიაზე და ქვემოიმერეთში ანუ შიდა ეგრისში [მუს- ხელიშვილი დ. 2003 წ. გვ.105]. IV-VI საუკუნეებში სვანების გავლენა, სავარაუდოდ, ქუთაისი - სკანდა - შოროპანი - როდოპოლისის გრძივის ჩრდილოეთით ვრცელდება; ყოველ შემთხვევაში, ეს ტერი- ტორია მათი კონტროლის ქვეშაა და ამ დროს აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვა ქართული ეთნიკური ერთეული არ ფიქსირდება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მათ სამხრეთი- დან ლაზთა, იგივე მეგრთა ტომები საზღვრავენ ზემოთ მითითებულ ტერიტორიებამდე. ზემო ეგრისი ანუ მარგვი არის ის ტერიტორია, რომელიც იბერიისთვის დასავლეთ საზღვარს წარმოადგენს. სვანთა და ლაზთა ტრადიციუ- ლი საზღვარიც ამ ადგილებში უნდა გადიოდეს. წართმე- ული ციხეები, მარგვი (არგვეთი) კი საზღვრის ჩრდილო- ეთით ანუ სვანთა მხარესაა. VIII საუკინიდან (740 წ.) ჩნდებიან უკვე არგვეთის მთავრები, წმინდანები - დავითი და კონსტანტინე. არსე- ბობს მოსაზრება, რომ ისინი ბაღვაშთა ოჯახს მიეკუთ- ვნებიან და თუ გავითვალისწინებთ მათ გარდაცვალებასა და ბაღვაშთა ამ ადგილას გამოჩენას შორის დროის სიმცირესა და ისტორიული მოვლენების განვითარებას, ეს მოსაზრება არ უნდა იყოს საფუძველს მოკლებული. ამ პერიოდში გვარების ფორმირების პროცესი ჯერ კიდევ არ არის აქტიურად დაწყებული და თვით ბაღვაშნი (ბაღვაში სვანურად ძლიერ, უაღრესად შეძლებულ კაცს ნიშნავს) არა გვარს, არამედ დიდ თემურ ოჯახს წარმოადგენენ. მხეიძე-მხეციძე ფეოდალური გვარი კი საქართველოს ისტორიაში XV საუკუნიდან ჩნდება. ბაღვაშების მიერ სამოსახლოდ ამ მიდამოების შერჩევა, სავარაუდოდ, რკინის დამუშავებისთვის აუცილებელი მადნეულის არსებობამ გამოიწვია, რაც ასე მრავლადაა იმ მხარეში (დღევანდელი საჩხერე-ჭიათურის რაიონი). სამჭედლო საქმიანობით
  • 20.
    20 დაკავება, ბუნებრივია, იმდროინდელისაომარი აღჭურ- ვილობის მქონე ადამიანური რესურსის ფლობას გულის- ხმობს. ეს კი უდავოდ გვარის და მისი მმართველობის ქვეშ მყოფი რეგიონის მზარდი სიძლიერის ნიშანია, რაც გამოაჩინა კიდეც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ. --------------------------------- 3. სვანეთის ტაძრები IX-XIII საუკუნეებში და მათი უეცარი აღმშენებლობა სვანური საგვარეულო ტაძრების სიმრავლით ლატა- ლის თემი გამოირჩევა. აქ შვიდ ათეულამდე საძვალე და სამლოცველოა განთავსებული. ტაძრების უმრავლესობა, საგვარეულო კოშკებთან ერთად, IX-XI საუკუნეებშია აგე- ბული, ძირითადად იმ გვარების მიერ, რომლებიც დღე- საც ამ ტაძრების მოკილები ანუ გასაღების მფლობელები არიან. [იხ. ლატალის თემში გვარები და მათი კუთვნილი ტაძრები, ცხრ. №37]. მესტიაში: ჩართოლანები - ლეხთაგის წმ. ღვთის- მშობლის შობის სახელობის ტაძარი; ხერგიანები - ლეხ- თაგი -იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარი; მარგიანები - ლანჩვალის მთავარანგელოზის ტაძარი; ფალიანები, ნიგუ- რიანები, მჭედლიანები და რატიანები - წმ. გიორგის ჯგრააგის ტაძარი სეტში; კახბერიძეები - ფუსდის მაცხოვრის სახელობის ტაძრის გვარები არიან. ასევეა მუ- ლახში, იფარში, კალაში, უშგულში, ბეჩოში, ეცერსა და სხვა თემებში. ტაძრები და კოშკები კონკრეტული გვარის ან გვარების განსახლების არეალში შენდებოდა, მათ მიწაზე და მათივე სახსრებით. მათ მიერვე ხდებოდა ამ ტაძრების დამშვენება ჯვარ-ხატებით, ოთხთავებით და სხვა ხელ- ნაწერი წიგნებით; ასევე ბარძიმ–ფეშხუმით და ღვთის- მსახურებისთვის საჭირო ყველა ნივთით. გამორჩეული
  • 21.
    21 მხატვრების მიერ, გვარისვესახსრებით, იხატებოდა ტაძრები. ამშენებელი გვარები იწოდებოდნენ კონკ- რეტული ტაძრის გვარებად, ხოლო ის გვარი, ვის მიწა- ზეც შენდებოდა ტაძარი, ხშირად ითავსებდა მეკლიტუ- რის, იგივე მოკილის ფუნქციებს. XI საუკუნეში სვანეთში აგებული ტაძრებიდან სეტის წმ. გიორგის ტაძარი გამორჩეულია თავისი მნიშვნელობით, რო- გორც არქიტექტორული თვალსაზრისით, ისე მოცულობით (მისი სიგრძე-სიგანე 25X9მ-ია). მთელ სვანეთში ეს ერთად- ერთი გუმბათიანი ტაძარი იყო, სადაც ინახებოდა ამ ტაძ- რისთვის შეწირული, მთელი ხეობის სიძლიერის სიმბოლო - დროშა ლემი. წმინდა გიორგის სალოცავს აგებისთანავე მიე- ნიჭა სრულიად სვანეთის სალოცავის სტატუსი. შთამ- ბეჭდავია ამ ტაძრის შემომწირველთა რანგი და შემოწი- რული ძვირფასი ნივთების ჩამონათვალიც (მსგავსი დონის სიმდიდრე არცერთ სვანურ ტაძარს არ გააჩნია). მაცხოვრის ხატი ოქრო-ვერცხლით მოჭედილი; ასევე წმ. გიორგის ხატი ოქროთი და ვერცხლით მოჭედილი; ხის ჯვარი ოქრო–ვერცხლის ფირფიტებით შემკული; მთა- ვარანგელოზის ოქროს ხატი, ღვთისმშობლის ხატი ოქროს ბასმით მოცული; ხის ჯვარი; მაცხოვრის ორი ხატი, ვერცხლით ნაჭედი (ზომებით 41–31 სმ. და 20–15 სმ.), ვერცხლით წნული ჯვარი (25–26 სმ.), ხის სამწერობელი, მოოქროვილი ვერცხლით შემკული ჯვრის სახით; მეორე ვერცხლისტარიანი და ვერცხლითვე მოჭედილი ხის სამ- წერობელი (44-45 სმ.); დროშა ლემი, მოოქროვილი ვერცხლის ბუნიკით; ორი ვერცხლის დოქი - ერთი გიორ- გი მესამის, მეორე კი, სავარაუდოდ, თამარ მეფის მიერ შემოწირული; სამი ვერცხლის ჩაფი, იმერეთის მეფე ბაგრატ V-ის და მისი მეუღლის, თამარ დედოფლის მიერ შემოწირული; ვერცხლის სასანთლე, ბრინჯაოს საცეცხ- ლური (სირიული); ალექსანდრე მეფის მიერ შემოწირული
  • 22.
    22 დიდი და მცირეზომის ორი ზარი, რიპიდები (სამღვდე- ლო მსახურებისთვის გამოსაყენებელი ნივთი); ვერცხლის სირინოზი, ჩამოსხმული საკმევლის შესანახი 41 სმ. სიმაღლით; ვერცხლის ორი ბარძიმი; ჯვარცმის პატარა ხატი ოქროსი, რომელიც სავარაუდოდ სახარების ყდის ზედაპირია (თაყაიშვილმა ვერ მოიძია, შემდგომ ნიჟარაძემ ჩამოუტანა თბილისში). ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საგანძურისა, რომელიც აღწერისა და შედარების შემ- დეგ, უცვლელად და უდანაკარგოდ გადაეცა მუზეუმს XX ს-ის 30-იან წლებში. მანამდე იგი ცხრა საუკუნის გან- მავლობაში ინახებოდა ხან ტაძარში, ხან ამ ტაძრის გვართა საგვარეულო კოშკებში, „ლელ-ჯგრააგის“ [სეტის წმინდა გიორგის ტაძრის საგვარეულო საზოგადოება] მეთვალყუ- რეობის ქვეშ. ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, IX-X სს.-ის სვანეთში არსებული ხატების ცხრა/მეათედი ადგილზევეა შექმნილი. ხატების შეკვეთის სიმრავლემ გამოიწვია სვანური ხატ- წერის და ჭედურობის თვითმყოფადი სკოლის ჩამოყა- ლიბება. ე.წ. სვანური ხატწერის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა მეფის მხატვრების თანამონაწილეობამ. ქტიტორი გვარისთვის ტაძრის დაკომპლექტების საქ- მეში ერთ-ერთ მთავარ სიძნელეს სახარების შეძენა წარმო- ადგენდა. ეს ძალიან დიდ სახსრებს მოითხოვდა. გარდა ამისა, ხელნაწერი საეკლესიო წიგნები მხოლოდ გარკვე- ულ სამონასტრო კერებში იქმნებოდა, უმეტესწილად ტაო- კლარჯეთის სავანეებში. ჩვენდა სამწუხაროდ, სვანების მიერ შესყიდული წიგნების უმრავლესობამ დღევანდე- ლობამდე ვერ მოაღწია (ან არ არის გამოჩენილი). შემო- რჩენილი საეკლესიო ხელნაწერი წიგნებიდან, მინაწერე- ბის სიმრავლით მესტიის ოთხთავი გამოირჩევა. საყურად- ღებოა აგრეთვე ადიშის ოთხთავზე არსებული მინაწერი, რომელშიც კარგად ჩანს აღნიშნული წიგნების შესყიდვის
  • 23.
    23 პროცესი - ნიკოლოზჯუმათის მამასახლის-ყოფილისა: „სახელითა არსება-და[უბადებ(ე)ლისა], ყ(ოვლა)დ წ(მიდ)- ისა ს(ა)მ(ე)ბისაითა, მ(ეო)ხ(ე)ბ(ი)თ[ა ყ(ოვლა)დ წმიდისა ღმრთის მშობელისაითა, შეწევნითა და წყალობითა წმი- დათა მთავარანგელოსთაითა, მეოხებითა და შეწევნითა ყოველთა წმიდათაითა, მე ნიკოლაოს ოდესმე ჯუმათისა მამასახლის-ყოფილმან, უღირსმან და სულითა საწყალო- ბელმან, ფრიადითა ხარკებითა, აშენენ ღმერთმან კლარ- ჯეთისა მონასტერნი, შევიარენ და შევკრიბენ წმიდანი ესე წიგნნი; პირველად, წმიდაი ესე სახარებაი ოთხთავი, და მრავალთავი, და ხელთკანონი, მამათა წიგნი და კითხვა- მიგებაი. უმეტესად აღაშენენ ღმერთმან შატბერდი, ესე ოთხთავი და ხელთკანონი“. [სილოგავა ვ. სვანეთის წერი- ლობითი ძეგლები, 1986 წ. თბ.გვ. 48]. ადიშის ოთხთავი, 897 წ. მასზე XI საუკუნის მინაწერი, № ნომრით - 3. ვალერი სილოგავას აზრით, ნიკოლაოსის მიერ კლარჯეთის ტაძრების შემოვლა შემთხვევითი არაა. მისივე მოსაზრებით, აშკარაა, რომ იგი გარკვეული და- ვალებითაა მივლინებული სვანი დამკვეთების მიერ, სვანეთის ტაძრების მღვდელმსახურებისთვის ყველა საჭი- რო წიგნის შესაძენად. როგორც აღვნიშნეთ, ჯვარ-ხატების ოსტატები სვანეთ- ში საკმაოდ არიან წარმოდგენილნი, ხოლო ხელნაწერი წიგნების შეძენას ტაო-კლარჯეთში ცდილობენ სვანი ქტი- ტორები. ამ დროისათვის საეკლესიო წიგნები გიორგი ათონელის რედაქციამდელია. ამიტომაც შეელივნენ ტაოე- ლი მამები, სხვა მრავალ ხელნაწერთან ერთად, ადიშის სახარებას, კალის და ლატალის ლექციონარებს, წვირმის და იელის იედიგარებს, ილარიონ იშხნელი ეპისკო- პოსისთვის ოშკში 1033 წელს გადაწერილ, მდიდრულად გაწყობილ მესტიის ოთხთავსაც, რომელიც ყველა დანარ- ჩენისგან გამორჩეულია მინაწერების სიმრავლით და მათი
  • 24.
    24 ისტორიული ღირებულებით. კარგადთუ დავაკვირდებით ეკლესიების აღმშენებლობის ტალღას IX-XI საუკუნეების სვანეთში, თვალშისაცემი ხდება ხარჯების მასშტაბები, რომელიც გაღებული იქნა ცალკეული სვანური გვარების მიერ. ამ სახსრების მოძიება-შეგროვება სვანეთში გაკვირ- ვებას იწვევს, ხოლო მოტივი - საკუთარი გვარის საც- ხონებლად დიდი ოდენობით თანხების გაღება - იწვევს უზომოდ დიდ სიხარულს. ამხელა სახსრები ხომ მათ მრავალი წლის განმავლობაში ეყოფოდათ ოჯახების გამო- საკვებად. საინტერესოა, რა პროცესები განაპირობებს ამ პერიოდში სვანური მოსახლეობის მატერიალური მდგომა- რეობის ერთდროულ გაუმჯობესებას, თუ გავით- ვალისწინებთ, რომ ამ რეგიონის გეოგრაფიული მდება- რეობა და მკაცრი კლიმატური პირობები არ იძლევა საშუალებას ამ დონის ჭარბი მატერიალური დოვლათის შექმნისა და დაგროვებისა. მაშ, საიდან გაჩნდა დროის ამ მონაკვეთში ამდენი მატერიალური რესურსი, რომელიც გადანაწილდა სვანთა შორის, მსგავსი ძვირადღირებული აღმშენებლობის განსახორციელებლად?! XI ს-ის დასაწყისში, ახალგაზრდა მეფე ბაგრატ IV-ის მეფობის პერიოდში, მიმდინარეობს საქართველოს სრული გაერთიანების პროცესი. ამ დროისთვის სვანეთის მოსაზ- ღვრედ, ყველაზე ახლოს, სახლობენ ქართველ ფეოდალთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მთავრები - ბაღ- ვაშები. მათ მფლობელობაშია ვრცელი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიები: კლდეკარი, მარგვეთა, თა- კვერი, რაჭა, თრიალეთის ტერიტორიები და სხვ. მინიჭე- ბული აქვთ შემდეგი ტიტულები (მათ შორის ბიზანტიის იმპერიის უმაღლესი ტიტულები): 1. ერისთავთ-ერისთავი
  • 25.
    25 ერისთავთ-ერისთავი არის ქართულისაპატიო ტიტუ- ლი და არა ერისთავთა მთავარი [ანთელავა ი. 1983 წ. საქა- რთველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI-XIII სს.]. 2. მაგისტროსი XI საუკუნის მეორე ნახევარში ბიზანტიის 19-საფეხუ- რიანი რანგის მეოთხე საფეხური: კეისაროსის, ნოველისი- ოსის და კუროპალატის შემდეგ. ბაქრაძე აღნიშნავს, რომ მაგისტროსის ტიტულის მინიჭება არ არის საეჭვო, რადგან ამ ტიტულს, ბაგრატიონების გარდა, ფლობდნენ ბიზან- ტიის სამსახურში მყოფი ვინმე ჩორთოვანელი, ვინმე გიო- რგი, აგრეთვე კახეთის მეფე კვირიკე III [Кондаков, 1890 წ., პეტერბურგი]. 3. ყოვლისა აღმოსავლეთის წინამძღვარი [სილოგავა ვ. ბაღვაშთა ფეოდალური სახლის მემორი- ალური წიგნები და მათი ანდერძ-მოსახსენებლები, კრ. Dedi- catio, ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი, თბ., 2001, გვ. 223-286; 494-495] 1052 წლის დღემდე გამოუქვეყნებელი 10-სტრიქონიანი სამშენებლო წარწერა წალკიდან: „აღაშენა ზეობასა ძისა მათისა, დიდისა და ყოვლისა აღმოსავლე- თისა წინამძღვრისა ერისთავთ-ერისთავისა ლიპარიტ პრო- ტატისა (ამ ტიტულის ბერძნული თარგმანია). 4. პროედროსი კაცხის ალავერდის ოთხთავის მინაწერში მოხსენიე- ბულია კაცხის წინამძღვარი ქარდილასი და ივანე ლიპა- რიტის ძე. ეს ტიტული ჰქონდათ როგორც სასულიერო, ისე საერო პირებს. მას ფლობდა ნიკიფორე ბოტანიტე, მარიამ მართა ყოფილის მეორე მეუღლე, გამეფებამდე (1078-1081 წწ). ამას მისი შესაკიდი ბეჭდის წარწერა ადას- ტურებს. ეს ტიტული სასულიერო რანგში მარტო სვინგე-
  • 26.
    26 ლოზსა და პროტოსვინგელოზსთუ ჩამოუვარდება. სავა- რაუდოდ, აღკვეცის შემდგომ, 1058-59 წლებში მიენიჭა ბიზანტიის სამეფო კარიდან ლიპარიტს სასულიერო და ივანეს საერო პროედროსის საპატიო წოდება [სილოგავა ვ. 2001 წ.თბ.იქვე]. 5. პროტარხონი ერისთავთ-ერისთავის შესაბამისი ტიტული. 6. ბაღვაშთა ფეოდალურ სახლში ნოველოსიმუსის წოდებაც ფიქსირდება. ნიკორწმინდის ტაძრის XI საუკუ- ნის ერთ-ერთ წარწერაში ნიანია ერისთავთ-ერისთავი ამ წოდებით მოიხსენიება. სავარაუდოდ, ეს ბაღვაშთა სახლე- ულია [სილოგავა ვ. ქართული წარწერების კორპუსი, ტომი II,1980 წ. გვ.101]. 7. 1175 წ. კონსტანტინოპოლის წმ. მამის მონასტრის ტიპიკონის ერთ-ერთ მინაწერში ბასილ-ლიპარიტი კურო- პალატის ტიტულით მოიხსენიება [R. GUILLAND, ETUDOS SUR I’ HISTOIR ADMINISTRATIV DE I’EMPIRE BYZANTIN. LEEUROPALATE, BIZANTIA, 2, 1970 წ. გვ.208]. მას ივანე ლიპარიტის ძის ერთ-ერთ შთამომავლად მიიჩნევენ [А.П.- каждан, 1918 წ. გვ. 91-92]. ბაღვაშები ასევე ფლობენ სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველში მდებარე მრავალ ციხეს: ვერე, კლდეკარი, ატენი, ორბელი და სხვა. სოფელი ჭადიჯვარი შესწირეს შიომღვიმის მონასტერს; აშენებენ ტაძრებს და მონასტრებს: კაცხი, ჭიათურის მღვიმის მონასტერი, ნიკორწინდა, მან- გლისი, ატენი, მეტეხი, ზემო ვარძია და სხვა მრავლი. ეს აღმშენებლობა განსაკუთრებით გაძლიერდა ლიპარიტ ბაღვაშის (ბერობაში - ანტონი) დროს. მისივე მცდელობით იქმნება მრავალი წერილობითი ძეგლი. კაცხის ტაძ- რისთვის, ბაღვაშთა სახლის წევრების უკვდავსამყოფად, ლიპარიტი უკვეთავს სამ დიდ ხელნაწერს: იოანე ოქრო- პირის, მათეს და იოანეს სახარებათა ტექსტებს, რომელსაც
  • 27.
    27 თან ახლავს დამკვეთის40-ზე მეტი მოსახსენებელი - ლიპარიტ ლიპარიტის ძის, მისი მშობლების, შვილების და ოჯახის სხვა წევრების სახელზე. (ეს ხელნაწერები შემდგომში მოხვედრილა გელათის მონასტერში; სავა- რაუდოდ, უმემკვიდრეოდ დარჩენილი რატი VI-ის გარ- დაცვალების შემდეგ, როცა კაცხის საერისთავო მამული გადაეცა გელათის მონასტერს). მის მიერ კაცხის მონას- ტრისთვის ასევე შესყიდულ იქნა და მისივე სახსრებით შეიმკო ე.წ. ალავერდის ოთხთავი (სამართლიანი იქნებოდა ეს ოთხთავი კაცხის ოთხთავად იწოდებოდეს). ლიპარიტი თვითონაც მწიგნობარი იყო. ცნობილია მისი თხზულება „მართმადიდებლობისა და მწვალებლობისათვის“. ამ წიგნებიდან კარგად ჩანს მისი ლიტერატურული გემოვნება, მოღვაწეობის მასშტაბურობა, პოლიტიკური ძა- ლა და მატერიალური შესაძლებლობები. ეს წიგნები ათი საუკუნის მერეც ბრწყინვალედ გამოიყურება. აღნიშნული სამი წიგნი გადაიწერა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას: 1. 1047 წელს მანგლისში; 2. 1048 წ. ასევე მანგ- ლისში, ანტონ თულაის ძის მღვდელმთავრობის დროს; 3. 1053 წ. აწყურში, სავარაუდოდ, თურქ-სელჩუკების ტყვეობიდან ლიპარიტის გამოხსნის შემდეგ, არსენ ეპის- კოპოსის მარზაპნის, ბოცო ჯაყელის ძის მღვდელმთავ- რობისას. უკვე სინას მთაზე ბერად ყოფნისას, ბაღვაში ათონის ივერთა მონასტრის უხვად შემწეა. იგი მოხ- სენებულია კიდეც ივერონის აღაპებში. [ბერძენიშვილი ნ. ათონის ივერთა მონასტრის აღაპები. თბილისი 2007 წ. გვ.109,110,-126,129,133,142,217]. ბაღვაშთა სახლი დამოუკიდებლად აწარმოებს საგა- რეო ომებს. სხვადასხვა დროს, ისევე როგორც სხვა ქარ- თველი მთავრები, ისინი ჩართული არიან სამამულო ომებში და ასევე აწარმოებენ ომებს ბიზანტიის ლაშქრის შემადგენლობაში. ცნობილია 1048 წლის ომი სელჩუკების
  • 28.
    28 წინააღმდეგ, ბიზანტიის ლაშქრისრიგებში ლიპარიტ ბაღ- ვაშის მონაწილეობით, სადაც მან გასაოცარი სიმამაცე გა- მოიჩინა. კაპუტრის ციხესთან [ბასიანთან ახლოს], ბერძენი თანამებრძოლების ღალატის გამო, ტყვედ ჩაუვარდა თურქ- სელჩუკების მთავარს, სულთან ტოღრულ-ბეგს. „როდესაც ბერძენთა ჯარმა აღმოსავლეთს მიაღწია, კამენმა, არონმა და გრიგორ ვასაკისძემ თავისთან მოიხმეს ქართველთა მთავარი ლიპარიტი. მათ მიაღწიეს არჯოვიტს, კაპუტრის ციხეს. თურქებმა შეიტყვეს, რომ ჯარებმა ეს ადგილი აიღეს და ჰორომთა ჯარები დამკვიდრდნენ არჯოვიტში. ამ დროს უცხო ტომთა ჯარები თავს დაესხნენ მხნე კაცს - ლიპარიტს. მან გამოიყვანა ღამის გუშაგი, თავისი დისშვილი, კაცი ძლიერი და მებრძოლი. უცხო ტომთა ჯარებმა ღამით დაიწყეს ბრძოლა. ბრძოლის ხმამ ლიპარიტამდე მიაღწია: „მოდი, რადგანაც უცხო ტომთა ჯარები გარს შემოგვერ- ტყნენ“. ლიპარიტმა კი უპასუხა: „შაბათია და ქართველები შაბათ დღეს საბრძოლველად არ გამოვლენ“. მაშინ ჩორ- ტუანელი ღამით ლომივით ეკვეთა უცხო ტომთა რაზმს და ვიდრე მათ მიერეკებოდა, მას პირში მოხვდა ისარი, რომე- ლიც კეფასთან გამოვიდა. ასე დაიღუპა ჩორტუანელი - კაცი მხნე და ძლიერი. როდესაც ლიპარიტმა გაიგო ჩორტუანელის სიკვდილი, როგორც მხეცი გააფთრდა, გამოვიდა საბრძოლ- ველად, ყველა უცხო ტომისანი გარეკა საბრძოლო ველიდან და მათი სისხლის გუბეები დააყენა. როდესაც ჰორომთა ჯარმა დაინახა ლიპარიტის სიმამაცე, მახვილს მისცეს იგი და დასტოვეს ლიპარიტი მოწინააღმდეგეთა შორის, თვითონ კი გაიქცნენ... ეს რომ დაინახეს უცხოტომთა ჯარებმა, ერთად მობრუნდნენ ქართველთა ჯარებთან საბრძოლველად. როდ- ესაც გამძაფრდა ბრძოლა და ლიპარიტი ღრიალებდა, როგ- ორც ლომი, მაშინ ერთი მეომარი ქართველთა ჯარიდან უკან დადგა, ირიბად გადაჰკრა და გადაუკვეთა ცხენს ორი ძარ- ღვი. ლიპარიტი გადმოვარდა, დაჯდა და დაიძახა: „მე ვარ
  • 29.
    29 ლიპარიტი!“. მაშინ ბევრნიქართველთა ჯართაგან ამოხოცეს და გაიქცნენ. ლიპარიტი ტყვედ შეიპყრეს და წაიყვანეს ხორასანში, ტუღრილ სულთანთან.“ [მათეუს ურჰაეცი, ედე- სელი (1070-1144 წწ.) , „ისტორია“ - ნაწილი I, 1898 წ.] ლიპარიტი, მისი პიროვნული თვისებების გამო, დიდ პატივში ჰყავდა სელჩუკ მმართველს. კეისარმა კონ- სტანტინე მონომახმა არ დაზოგა თანხა, გამოიყენა ყველა დიპლომატიური საშუალება და გამოიხსნა ლიპარიტი ტყვეობიდან. „იბნ ალ-ასირი წერს, რომ თოღრულ-ბეგმა ლიპარიტი გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლა, მაგრამ ბიზანტიის იმპერატორმა მაინც გაუგზავნა მას ძვირფასი საჩუქარი და არც ნასრ ად-დავლა დაივიწყა. იოანე სკი- ლიცეს მიხედვით, სულთანმა „მოინდომა ეჩვენებინა, რომ უფრო დიდსულოვანი მეფეა... მეფეს (კონსტანტინე მონო- მახს) საჩუქრად გაუგზავნა იგი (ლიპარიტი). გამოსასყიდი აიღო და მთლიანად ლიპარიტს მისცა. "გამოისტუმრა იგი, გამოაყოლა მას ელჩი კონსტანტინოპოლში; ეს მოხდა 1051 წლის დასაწყისში და იყო პირველი დიპლომატიური შეხება ბიზანტიელებსა და სელჯუკებს შორის.“ [გოჩა ჯაფარიძე, ძიებანი, 2012 წ. თბილისი: „ლიპარიტ IV ბაღვაში ბიზან- ტიისა და თურქ-სელჩუკთა დილომატიურ ურთიერთობებ- ში" ტ. I. მხედარი,. გვ. 112-134)]. ბაღვაშთა ლაშქრის ბრძოლები ძირითადად მათი გა- მარჯვებით სრულდებოდა. მათ გალაშქრებული აქვთ ფად- ლონის წინააღმდეგ, იომეს თბილისისთვის. ასევე ჰქონ- დათ შიდა ბრძოლები, განსაკუთრებით მეფესა და მის მო- კავშირე ფეოდალებთან. ამ ბრძოლების შედეგად ხდება ბაღვაშთა სამფლო- ბელო ტერიტორიების გაფართოება, რაც ხელს უწყობს მა- თი ძალაუფლების მკვეთრ ზრდას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სიძლიერით და გავლენით გამორჩეულები, მთელი საქართველოს მასშტაბით მრავ-
  • 30.
    30 ლად აშენებენ ეკლესია-მონასტრებს,ციხე-სიმაგრეებს, კოშკებს, რომლებიც გარკვეულ რეგიონებში ერთიან სამხედრო საფორტიფიკაციო სისტემებს ქმნიან. ციხე- კოშკების უმრავლესობა სვანური არქიტექტურისაა. ასეთი ვრცელი ტერიტორიის კონტროლს, პარალელურად კი საგარეო და სამამულო ბრძოლებში ღირსეულ მონაწი- ლეობას, დახვეწილი მართვის პირობები და ბრძოლის- უნარიანი, დიდი ადამიანური ძალა სჭირდებოდა. მნიშვ- ნელოვანია აღინიშნოს, რომ არსად, ბაღვაშთა გარემოცვასა თუ მის ლაშქარში, არ ჩანს რაიმე ფორმის გვაროვნული დიფერენციაცია (წინ წაწეული გვარები), რაც ზოგადად დამახასითებელია მონარქიული მმართველობისათვის, მაგრამ უცხოა სვანური მართვის სისტემისთვის (საქარ- თველოს ისტორიაში არის პერიოდი, როდესაც ბაღვაშთა გვარი ქვეყნის უმეტეს ნაწილს აკონტროლებს). ბუნებ- რივია, მათ მეზობლად, სვანეთში არსებული ჯანმრთელი ძალა, როგორც მეომართა რაციონალური რესურსი, აუცი- ლებად მოძებნიდა თავის ადგილს ამ პროცესში, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ არსებობს მოტივი- რებული ვარაუდი ბაღვაშების სვანური წარმომავლობისა. ლიპარიტიანების, იგივე ბაღვაშების, XI საუკუნის მიწურულს დაწყებული პოლიტიკური დასუსტება უნდა იყოს მიზეზი საომარი ხვასტაგით გამდიდრებული სვანი მეომრების უკუმიგრაციისა, რომლებიც თავიანთ სიმდიდ- რეს ზემოთ აღწერილ აღმშენებლობას ახმარენ. ------------------------------------- 4. ბაღვაშები - კახბერიძეები და ვარაუდი მათი სვა- ნური წარმომავლობის შესახებ IX საუკუნის შუა წლებში, მარგვეთში, მთავრები ბაღვაშების ფეოდალური სახლით არიან წარმოდგენილი. ეს
  • 31.
    31 უკვე დიდი დაძლიერი გვარია, იმდენად ძლიერი, რომ IX საუკუნის 70-იან წლებში გვარის უფროსმა წარმო- მადგენელმა, ლიპარიტ I-მა ბაღვაშმა, შევიდა რა დავით I ქართველთა კურაპალატის ყმობაში (ვასალობაში), დამა- ტებით მიიღო მისგან მიწა-წყალი თრიალეთში და შექმნა ძლიერი საერისთავო. ამ დროისთვის ბაღვაშთა კლდე- კარის შტოს პოლიტიკური ძლიერების ბაზას წარმოად- გენდა მხოლოდ მათი სამამულო-სამფლობელო არგვეთი და პატრონყმობის საფუძველზე მიღებული კლდეკარის საერისთავო. მათ შთამომავლებს ერისთავთ-ერისთავის ტიტული ჰქონდათ. ამ ტიტულს ატარებდნენ: ლიპარიტ III და მისი ძე ლიპარიტ IV (ბერობაში - ანტონი); ლიპარიტ V; რატი I; ივანე ლიპარიტის ძე. დავით IV აღმაშენებლის დროს, ამ შტოს უკანას- კნელი წარმომადგენლის, რატი VI-ის გარდაცვალების შემდეგ, მეფემ კლდეკარის საერისთავო გააუქმა და ერთ- ერთი ვერსიით, რადგან რატის მემკვიდრე არ ჰყავდა, მარგვეთი, ბაღვაშთა საერისთავო მამული, გელათის მონასტერს გადასცა. ბაღვაშთა სახლი კიდევ უფრო გაძლიერდა მისი მეორე შტოს, რაჭის ერისთავის, კახაბერის ძეების მეშვე- ობით. X ს-ის რაჭა მჭიდროდ იყო დასახლებული, ამი- ტომ მეფე ბაგრატ III-ემ რაჭაში ახალი საერისთავო ჩამოა- ყალიბა. მან ბაღვაშთა ფეოდალური სახლის წარმომად- გენელი, რატი ლიპარიტის ძე დანიშნა ერისთავად. რატის სიკვდილის შემდეგ გიორგი I-მა რაჭის ერისთავობა მის ვაჟს, კახაბერს უბოძა. დაახლოებით ათი წლის შემდეგ, კახაბერ ერისთავი ბერად აღიკვეცა (ბერობის სახელი - კირილე) და მეფემ საერისთავო მის შვილს, რატი კახა- ბერის ძეს გადასცა. აქედან მოყოლებული, კახაბერის ძე მამის სახელიდან გვარსახელად იქცა და კახბერიძეთა გვარს
  • 32.
    32 ბაღვაშთა სახლის ისშტო ატარებდა, რომელიც რაჭაში იყო დამკვიდრებული. სწორედ კახბერიძეები მოი-აზრებიან რაჭის პირველ ერისთავებად. კაცხის მონა-სტრის ჯვრის წარწერაში, რომელიც ივანე ლიპარიტის ძის მიერაა შეწირული, იგი რაჭის ერისთავთ-ერისთავს, რატის და მის ძეს იხსენიებს და ღმერთს მათთვის შეწყა-ლებასა და დახმარებას სთხოვს. ,,რატი რაჭის ერისთავი ძითურთ“ - ეს არის რაჭის საერისთავოს და თვით ტერ-მინი რაჭის მოხსენიების უძველესი წერილობითი წყარო. რაჭის პირველი ერისთავი რატი ლიპარიტის ძეა. შეიძ-ლება ვივარაუდოთ, რომ სახელიც აქედანაა რატშა (სვ.-რატიშა)- რაჭა. ამ დროიდან მოყოლებული, ეს მხარე კახ- ბერიძეებით ანუ ბაღვაშებით იმართება XIII საუკუნემდე (მასში მოსახლეობა სვანურენოვანია XVI ს-მდე). მათი საძ- ვალე მათივე გაწყობილი ნიკორწმინდის ტაძარია. მათი ერისთავობის პერიოდში რაჭის საერისთავოში დიდი აღ- მშენებლობა მიმდინარეობს; შენდება მრავალი ეკლესია- მონასტერი, საფორტიფიკაციო თავდაცვითი ციხეების სის- ტემა. ამ გვარის წარმომადგენელი კახაბერ კახაბერისძე (1245-1293 წწ.) მონღოლებთან კავშირის გამო 1278 წელს მკაცრად დასაჯა დავით VI ნარინმა და საერისთავო გააუქმა. მას მერე მათი კვალი ჩნდება მამაპაპისეულ მამულში, მარგვეთში. ჭიათურის მღვიმის დედათა მონას- ტრის ტაძარში შემორჩენილია კედლის ფრესკული მხატ- ვრობა, სადაც გამოსახულია XIII ს-ში ამ მონასტრის დამაარსებლი, კახაბერისძე რატი, რაჭის ერისთავი, მისი ძმა ნიანია და ნიანიას მეუღლე რუსუდანი (სავარაუდოდ, გელოვანი). ამის შემდგომ სვანი კახბერიძეების მონათ- ხრობი გვამცნობს, რომ XIII ს-ში ისინი ჩნდებიან დღე- ვანდელ მესტიაში, ზემო სვანეთში (ამის შესახებ ქვემოთ გიამბობთ).
  • 33.
    33 ამ დროიდან მოყოლებული,1503 წლამდე, რაჭის ეს ტერიტორია თავისუფალ სვანთა განკარგულებაშია. სწო- რედ ამ წელს გადადის ეს მხარე იმერეთის მეფის სრულ მართვით მფლობელობაში. ამ მოვლენაზე ვრცელ ინფორმა- ციას გვაწვდის ხელნაწერი №12 „წიგნი ალექსანდრე მეფი- სა სვანთა მიერ ჯაფარიძეთა სასისხლოს გადახდაზე“, სადაც ჩამოთვლილია სვანთა სასისხლო ტერიტორიული გადასახადი, რომელიც საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება და მოიცავს თითქმის მთელ რაჭას. ჯერ კიდევ XV საუკუ- ნეში ეს ტერიტორია ჩამოეჭრა თავისუფალ სვანეთს და მეფის კონტროლქვეშ მოექცა. ერისთავთ-ერისთავი ბაღვაშები - კახბერიძეები: რატი I ლიპარიტის ძე (989-1021 ww.) კახაბერ I (ბერობაში-კირილე) რატიძე (1021-1031ww.) რატი II კახაბერის ძე (1031-1088 ww.) ნიანია რატის ძე (1088-1100 ww.) რატი III ნიანიას ძე (1100 - 1120 ww.) კახაბერ II რატის ძე (1120 w.-?) კვირიკე კახაბერის ძე (?-1150 w.) კახაბერ III კვირიკეს ძე (1150 -1175 ww.) კახაბერ IV კახაბერის ძე (1175-1210 ww.) კახაბერ V კახაბერის ძე (1210-1245 ww.) კახაბერ VI კახაბერის ძე (1245-1278 ww.) ქართველ ფეოდალთაგან სწორედ კახბერიძე მონაწი- ლეობს თამარის მეფედ კურთხევაში, ასევე ჯანყის მონა- წილეა მონღოლების წინააღმდეგ, ცოტნე დადიანთან ერ- თად. ამ გვარიდანაა გვანცა დედოფალი, დემეტრე თავდა- დებულის დედა და სხვა. გეოგრაფიული ადგილები, რომელსაც ბაღვაშები ფლობენ, მოფენილია სვანური ტოპონიმიკით და არქი- ტექტურით: ონი, ღები, გლოლა, კაცხი (სვანურად წვერი), რაჭა - რატ(ი)შა (სვ. რატის), მარგვი (არგვეთის პირველი
  • 34.
    34 სახელწოდება სვ. ქლიავისნაირსახეობა). ბაღვაშები და კახაბერიძეები, მსხვილ ფეოდალთა საგვარეულო IX-XIII საუკუნეებში საქართველოში, არგვეთის (ზემო იმერეთი) ძველი მფლობელები არიან. ქვემოთ მოყვანილ ფოტოებზე კარგად ჩანს რაჭულ დასახლებებში მდგომი, სვანური არქიტექტურის დუროებიანი სამოსახლოები, კოშკები და ციხე-სიმაგრეები. განსაკუთრებით შთამბეჭდავია სოფელ ღების XX საუკუნის დასაწყისში გადაღებული ფოტო [ფო- ტო №2], რომელზეც მკვეთრად ჩანს სვანური სამოსახლო- ები. ასევე XIX ს-ის ფრანგი მოგზაურის და გეოლოგის, დიუბუა დე მონპერეს ჩანახატები, რომელთა შორისაა მინდას ციხე, რაჭის მთავრების მიერ მათ ერთ-ერთ რეზი- დენციად აშენებული დუროებიანი ციხე-სიმაგრე (დღეს ამ ციხის ნანგრევებიღაა შემორჩენილი), ასევე ონის ციხე და ღები. [ფოტო №1-6]. ზემოთ უკვე ვისაუბრეთ ბაღვაშთა გვარის კახბერიძეების შტოზე. ამჯერად კიდევ ერთხელ შევეხებით ამ გვარის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წარმომადგე- ნელს, ლიპარიტ ბაღვაშს და მისი ბიოგრაფიის გარკვეულ მონაკვეთებს. ეს პიროვნება გამორჩეულია არა მარტო თა- ვის გვარში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მსგავსი დონის ფეოდალი, თავისი რანგით, ტიტულით, სიძ- ლიერით, აღმშენებლობით და პოლიტიკური მოღვაწე- ობით, არ ჰყოლია საქართველოს არც მანამდე და არც შემდგომ. ბაღვაშთა ფეოდალური სახლი და მათ შორის ლიპარიტ IV განსაკუთრებით გამოირჩევა ბაგრატიონთა დინასტიასთან გაუთავებელი კონფლიქტით, რომლის ის- ტორიულ ანალიზში აზრთა სხვადასხვაობაა, განსაკუთ- რებით ბოლო პერიოდში. XI ს-ის 30-იან წლებში, როგორც ჩანს, სამეფო კარის დასტურით, ლიპარიტ ბაღვაში ცდილობს ქალაქ თბილი- სის შემოერთებას. 1032 წელს მან და ქართლის ერისთავმა
  • 35.
    35 ივანე აბაზას ძემ,ისარგებლეს რა ძველი თანამებრძოლის, იმდროინდელი თბილისის ამირას, ჯაფარი იბნ-ალის ნდობით, მოტყუებით გამოიყვანეს, შეიპყრეს იგი და მიჰ- გვარეს მეფეს, რაც ფაქტობრივად ქალაქის დაბრუნების ტოლფასი იყო. ამირამ ტყვეობაში თითქმის ხუთი წელი დაჰყო. სამეფო კარმა მიიღო გაურკვეველი გადაწყვეტი- ლება - ამირა ტყვეობიდან გაათავისუფლა და კვლავ თბი- ლისში დააბრუნა. როგორც ჩანს, ლიპარიტ ბაღვაშის მო- წინააღმდეგე ფეოდალებმა დრო იხელთეს და ბაგრატ IV-ს კლდეკარის ერისთავის საზიანო გადაწყვეტილება მიაღე- ბინეს. მოგვიანებით, საქმეში თავად ლიპარიტ ბაღვაში ჩა- რეულა და მეფე დაურწმუნებია თბილისის ამირის წინა- აღმდეგ ლაშქრობის აუცილებლობაში. ახალმა ალყამ ორ წელს გასტანა. ამასობაში, ქალაქში საშინელი შიმშილი ჩა- მოვარდა. როგორც მემატიანე გვიამბობს, თბილისში ,,ლი- ტრა ვირის ხორცი ხუთასი დრაჰმა“ ღირდა. ყველაფერი შემზადებული იყო იმისათვის, რომ თბილისი დაცემუ- ლიყო, მაგრამ ამ დროს ბაგრატ IV-ემ მიიღო გადაწყვე- ტილება, რომლის ახსნაც ერთობ ძნელია. მან ქალაქის ალყა მოხსნა, ამირა ჯაფართან ზავი გააფორმა და ქალაქს გაეცალა. კახეთ-ჰერეთის მეფის, კვირიკე III-ის გარდაცვალების შემდეგ, სამეფო ტახტზე კვირიკეს დისშვილი, ტაშირძორა- გეტის მეფის, დავითის ვაჟი - გაგიკი ავიდა. ჩანს, რომ გა- გიკის გამეფებით კახეთ-ჰერეთში ყველა არ იყო კმაყო- ფილი. კვირიკე III-ის მეორე და მარილისის (პანკისის) ერისთავზე ყოფილა გათხოვილი. გაგიკის მოწინააღმდეგე- თა ბანაკი აშოტ მარილელის გარშემო შემოიკრიბა. ბაგრატ IV-ის დიდებულებმა სწორედ მათთან გააბეს კავშირი და დახმარება აღუთქვეს კახეთ-ჰერეთის მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ დროს, თბილისის აღებისას, ბაგრატის მხარრდამხარ ბრძოლაში, მეფე კვირიკე გარდაიცვალა.
  • 36.
    36 კვირიკე განუხრელი მოკავშირეიყო ბაღვაშისა. ,,მატიანე ქართლისაჲს“ ავტორი, რომელიც ამ მოვლენების თანამედროვეა, პირდაპირ აღნიშნავს, რომ კახეთ-ჰერეთზე ლაშქრობა კლდეკარის ერისთავისაგან ,,ფარულად“ დაუ- გეგმავთ. ბაღვაშის მოწინააღმდეგეებმა მეფე დაარწმუნეს კახეთ-ჰერეთის შემოერთების აუცილებლობაში. ამასთა- ნავე, გარკვეული მუშაობა ამ მიმართულებით უკვე ჩატა- რებული იყო. საქმე მართლაც რომ გადაუდებელი ჩანდა და ბაგრატ IV-ემ, „დიდებულთა აფხაზთა“ შეგონებით, თბილისის გარემოცვას კახეთ-ჰერეთის შემოერთება არჩია. ლიპარიტ ბაღვაშის ინიციატივას სამეფო კარმა კიდევ ერთხელ არ დაუჭირა მხარი და „მიერითგან შეიქმნა ლიპარიტ ქუეგამხედვარად თავისი პატრონისაგანო“. დაიწყო ბაგრატ IV-ისა და ლიპარიტ ბაღვაშის კონ- ფლიქტი, რომელიც თითქმის თხუთმეტი წელი გაგ- რძელდა. 1045 წელს ბიზანტიელებთან მყოფმა ლიპარიტ ბაღვაშმა ანისის კართან მოსალაპარაკებლად მიიწვია ანისში ჩასული ბაგრატის დედის, მარიამ დედოფლის, მხლებელი ქართველი დიდებულები და დააპატიმრა. მეთაურის გარეშე დარჩენილმა ჯარმა ბრძოლა შეწყვიტა და ქალაქი ანისი დაეცა, რასაც მოჰყვა ბიზანტიელებთან ერთად ლიპარიტის საქართველოზე გამოლაშქრება. ამ დროს ხდება შემზარავი ფაქტი, რომლის შესახებაც გვიამბობს ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი კედრენე - „ბაგრატმა ლიპარიტის საწოლი შეურაცხყოო“. როგორც ჩანს, ბაგრატის ბრძანებით, ლიპარიტის მეუღლე შეურაც- ხყვეს. ჩანს, ბაგრატმა ანისიდან გაქცევის შემდეგ მოასწრო ლიპარიტის ოჯახის დატყვევება. ამ დროს უნდა მომ- ხდარიყო ეს ფაქტი, ანუ დაახლოებით 1045 წლის სექტემბერ-ოქტომბერში. მეფე მოერიდა მის სახელმ- წიფოში განხეთქილებას და გადაწყვიტა, მცირე ამალით მისულიყო ლიპარიტთან მოლაპარაკების დასაწყებად.
  • 37.
    37 ლიპარიტს საშუალება მიეცა,მეფისთვის რეალური გარან- ტიები მოეთხოვა, მაგრამ ასე არ მოიქცა. დაინახა თუ არა, რომ მეფე ხოვლეს უახლოვდებოდა, ლიპარიტი განერიდა. მან ლაპარაკიც კი არ ისურვა დამარცხებულ მეფესთან. ამის შემდგომ ბაგრატი თვითონ მიდის ბიზანტიის იმპე- რატორ კონსტანტინე მონომახთან მოსალაპარაკებლად. იმპერატორის პასუხი იყო ბაგრატ მეფის სამწლიანი საპა- ტიო ტყვეობა ბიზანტიაში. ლიპარიტი გზავნის მოციქულებს ბაგრატის მეუღ- ლესთან და სთხოვს, საკუთრივ მას გააზრდევინოს უფლისწული ერთიანი საქართველოს მეფედ. თანხმობის შემდეგ, გიორგი II-ს რუისის საკათედრო ტაძარში აკურთხებენ ერ-თიანი საქართველოს მეფედ, რომლის უზენაესობასაც აღ-იარებს ლიპარიტ ბაღვაში. კონსტანტინე მონომახის შემდეგ, ბიზანტიის ტახ- ტზე ადის მისი ქვრივი, რომელსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბაგრატის დედასთან - მარიამთან. ისინი ბაგრატის „ტყვეობის“ პერიოდში დამეგობრდნენ. ამ ურთიერთობით ისარგებლეს ბაგრატის ერთგულმა ფეოდალებმა, ლიპარიტ ბაღვაში შვილთან ერთად შეიპყრეს და მიჰგვარეს მეფეს. (არსებობს გადმოცემა, რომ როდესაც ლიპარიტის თანხმო- ბით მეციხოვნეებს მოსთხოვეს ჩაბარებული კლდეკარის დაცლა, მათი კატეგორიული მოთხოვნა იყო, ლიპარიტი თავად მისულიყო, გაეტანა თავისი ხვასტაგი, რის შემდეგაც ისინი გაეცლებოდნენ ციხე-სიმაგრეს). ლიპარიტის შვილთა ბატონობა გაგრძელდა რატი VI-მდე, რომელიც აუჯანყდა დავით აღმაშენებელს. აჯანყებულთა შორისაა მისი მოკავშირე სვანთა ერისთავი - ვარდანი. რატი VI-ის შემდეგ წყდება ლიპარიტის ბაღვაშთა შტო და XIII საუკუნემდე გრძელდება ერისთავ კახბერიძეების შტო. კახბერიძეები ამჟამად მესტიაში სახლობენ და ფუსტის
  • 38.
    38 ტაძრის გვარს წარმოადგენენ.ისინი რაჭის ერისთავების შთამომავლებად თვლიან თავს. მათი გადმოცემის თანახმად (ბაგრატ და გოგა კახ- ბერიძე), ამ გვარის პირველი წარმომადგენელი ოჯახით ჩამოსულა მესტიაში, XIII ს-ში (მისი მეუღლე კი გვარად გელოვანი იყო). მას ასევე თან ახლდა უამრავი ადამიანი. საინტე- რესოა ის ფაქტი, რომ ამ დროს მას თან მოჰყვება სამხედ- რო გაერთიანების ფუსტელთა ნაწილი (ფუსტელების სამ- ხედრო გაერთიანება - კიდევ ერთი შეუსწავლელი საკი- თხია, რაზეც ზემოთაც გვქონდა საუბარი), რომლესაც ჰქონდა ხატები და განძი, და რაც მოიხსენიება, როგორც "თაკვრე ოქრ" (სვ. თაკვერის ოქრო). ამალაში იმყოფებოდა მღვდელი, ვინმე მემარნიშვილი. სწორედ იმ წელს, როდე- საც მოხდა მათი მიგრაცია სვანეთში, დაიწყო ფუსდის ტაძრის მშენებლობა (მამა ღმერთის სახელობის ეკლესია). ფუსდის მშენებლობისთვის მოსახლეობას შეუწირავს გარკვეული რაოდენობის თანხა, მაგრამ დიდი ნაწილი სწორედ იმ ფუსტელთა სამხედრო გაერთიანებას გაუღია. ეკლესიის მშენებლობის დამთავრების შემდეგ საინტერესო ფაქტი მოხდა - მოეწყო შეჯიბრი, რაც გულისხმობდა შემდეგს: სეტიდან ფუსტამდე ერთმანეთს უნდა შეჯიბ- რებოდნენ ადგილობრივი გვარები. რომელი გვარიც მიას- წრებდა ფუსტამდე, ის გვარი ხდებოდა მოკილი. ამ შე- ჯიბრში მხოლოდ კახბერისძეს მიეცა უფლება, ცხენზე ამხედრებული ყოფილიყო, და რა თქმა უნდა, გამარჯვებაც მას ხვდა წილად. აღსანიშნავია, რომ ფუსტის ტაძრის მიწას ,,ფუსნა გიმს" უწოდებენ ანუ ფუსდის მიწას (ბატონის მიწა, მამა ღმერთის მიწა), სადაც დასახლება ყველას ეკრძალებოდა და დღემდე შემორჩენილია ეს შეხედულება ხალხში.
  • 39.
    39 ფუსტის ტაძარში შესაწირავისმიტანისას და ნების- მიერი დალოცვისას, კახბერიძეები შემდეგ სიტყვებს ამბობ- დნენ: ,,ღერბეთ სი ლახეშდ, შვანიაშ, რაჭაშ, ტავეშ, თრქეთიშ, ბიზანტიაშ, ქართაშ ფუსდს კახბერიძ ოლარს" - ღმერთო, შენ შეეწიე სვანეთის, რაჭის, ტაოს, თურქეთის, ბიზანტიის, ქართლის, ბატონს (მფლობელს) კახბერიძეებს. ყველა აღწერილი გეოგრაფიული ტოპონიმი პირდაპირ კავშირშია ბაღვაშთა სამყოფელთან. ამ დღეს აუცილე-ბელია პირველად ეს სიტყვები ითქვას, შემდეგ კი სხვადასხვა გვარის წარმომადგნელებს შესაწირი მოაქვთ, რომელსაც განკარგავს კახბერიძე. იგიც იგივეს ავედრებს მათ სახელებს უფალ ღმერთს (ფუსდს) [ბაგრატ კახბერიძე, 92 წლის; გოგა კახბერიძე; დავით ხერგიანი]. ამ სვანური გვარის იდენტურობა აღნიშნული მონა- თხრობითაც სარწმუნოს ჰგავს, რადგან მესტიაში მოქმედი, რიტუალურად მნიშვნელოვანი და საპატივცემულო ამ ტაძრის მოკილობა უკვე ნიშნავს მათ ნარატივში არსებუ- ლი შინაარსის ადეკვატურობას [ფოტო №7]. ისევე როგორც დანარჩენ სვანეთში, მესტიურ თვითმმართველობაშიც, შესაბამისი საფუძვლიანი მოტივაციის გარეშე, მიწა არც სამოსახლოდ და არც ტაძრისთვის გაიცემოდა და ერთ- ერთი მყარი მოტივი იყო ამ მიწების უდავო კუთვ- ნილება. აგრეთვე სარწმუნოს ჰგავს ის ფაქტი, რომ მათ არ მიეცათ უფლება ტაძრის ასაშენებლად თანხის მყისი- ერად დახარჯვისა, ხოლო მორჩილების მერე ეწყალობათ შეჯიბრში უპირატესობით მონაწილეობა და ამის შედე- გად გამარჯვება, რაც უდავო დასტურია ამ გადაწყვეტი- ლების საფუძვლიანობისა სვანთა მმართველების მხრიდან. ეს ძალიან ჰგავს სვანური თავისებურებით აღსრულებულ სამართალს. მესტიაში დღესაც არსებობს შესაწირი საკლავის გულ-ღვიძლის ფუსდის ტაძარში ატანის ტრადიცია, რის
  • 40.
    40 შემდგომაც კახბერიძეების მიერაღწერილი ტექსტით ილო- ცება შემწირავი და მისი ოჯახი. ------------------------------------- 5. სეტის წმ. გიორგის (ჯგრაგის) ეკლესია დღევანდელი დღისგან განსხვავებით, ამ ტაძრის სტატუსსა და მის აღმატებულობაზე ყველა დროის წყა- როები გვამცნობს. XIX-XX საუკუნეების სვანეთის ყველა მკვლევარი აღნიშნავს მის როგორც მასშტაბურ, ისე ფუნქ- ციურ უპირატესობას. განსაკუთრებით დიდია რუსეთის იმპერიის დაინტერესება ამ ტაძრისა და მისი საგანძურის მიმართ. მოვიყვან ერთ საბუთს სასულიერო ანგარიშისა, რომელიც შედგენილია ბლოღოჩინ ბესარიონ ნიჟარაძის მიერ. გთავაზობთ თარგმანს: ------------------------------------------- სამღვდელმსახურო უწყებანი 1901 წ. სეტის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი [ფოტო № 23-24] 1. აშენდა 1901 წელს, კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღორძინების საზოგადოებისა (კ.მ.ქ.ა.ს. - О.- В.П.Х.на.К.) და ადგილობრივი სამრევლოს ხარჯებით. ქვის ტაძარი [ფოტო№10] 2. იატაკი ხისაა, კანკელი - ქვის. კანკელში ჩასმულია ხატები. 3. სამრეკლო არ გააჩნია. ზარი გამოგზავნილია აღნიშ- ნული საზოგადოების მიერ. 4. ტრაპეზი - ერთი. 5. სამსახურებო ჭურჭელი და საეკლესიო წიგნები საკ- მარისია.
  • 41.
    41 6. მსახურობენ მღვდელ-ბლოღოჩინი,დიაკონი და მე- დავითნე. 7. ხელფასი ეხდებათ ამ საზოგადოების (კ.მ.ქ.ა.ს.) მიერ, შესაბამისად: 900, 200 და 150. 8. არის მღვდლის სახლი, აშენებული აღნიშნული საზოგადოების მიერ (ტაძრის საკუთრება). 9. ამ ტაძარზე მიწერილია ლაღამის მაცხოვრის ტაძარი. იგი მცირე ზომის და ცივია, მაგრამ მსახურება შესაძლებე- ლია. 10. უახლოესი ტაძარი ლენჯერში, 2 ვერსტშია. 11. დაბადების მოწმობების და აღსარებების ასლები არ- სებობს 1865 წლიდან. 12. აღწერის წიგნი არსებობს და სწორად აღირიცხება. 13. ასევე არსებობს ტაძრის ქონების აღწერა. 14. შემოსავალ-გასავლის წიგნი არსებობს და სწორად აღირიცხება. 15. არსებობს ფოთის „შემბანკის“ წიგნაკი, ნომრით 460, თანხით 70 რუბ. 16. ტაძრის თანხები ანგარიშზე არ არის. ტაძრის საკუთრებაშია ორი მიწის ნაკვეთი: 1. ფუსნა-ცხეკი - ტყე, 10 ქცევა. 2. კაჩალი - სახნავი მიწა, 6 ქცევა. მიწებზე ტაძარს სა- ბუთები არ გააჩნია, მაგრამ ფლობს მათ უხსოვარი დროიდან. ---------------------- 1910 წლის საეკლესიო ცნობარი, იმავე ტაძრის 1910 წლის ანგარიში გვამცნობს [ფოტო №25-26] ბლოღოჩინი ბ. ნიჟარაძე მღვდელი ბესარიონ ნიჟარაძე, ხელფასი 900 რუბ., 56 წლის, გლეხის ოჯახიდან.
  • 42.
    42 დიაკონი კონსტანტინე ქურდიანიყურბანის ძე, შტა- ტიანი მედავითნე, ხელფასი 150 რუბ., 45 წლის. ტყე და სახნავი, 1910 წელს (1905-1907 წლებში აღნიშ- ნულია 10 ქცევა ტყე და 6 ქცევა სახნავი) – 2 მეათედი და 2 მეათედი შესაბამისად. სახნავი იჯარითაა გაცემული 9 წლით - 36 რუბ. წელიწადში. სახლი ორია: ერთი სახლი აშენებული საზოგადოების (კ.მ.ქ.ა.ს.) მიერ ეკლესიის მღვ- დელ-მსახურთათვის და ის ტაძრის საკუთრებაა, ხოლო მეორე საეკლესიო სკოლისაა, არის გამართული და მტკი- ცე, მაგრამ სარემონტო მდგომარეობაშია. - სასაფლაოს შენობა და სამლოცველო სახლი ტაძარს არ გააჩნია. - ტაძრის ქონების აღწერა ჩატარდა 1874 წელს, შემოწ- მდა 1901 წელს და ინახება სრულად. - არსებობს ტაძრამდელი წიგნები. ბიბლიოთეკა არ გააჩნია. სამრევლოში არსებობს საეკლესიო სკოლა, რომე- ლიც დაარსებულია 1891 წელს და განთავსებულია საკუთარ სახლში. კ.მ.ქ.ა.ს. იხდის სკოლის შენახვის თანხას 565 რუბლის ოდენობით. ამ წელს მასში სწავლობს 15 ვაჟი და 10 გოგონა. - ტაძარს ჰყავს მამასახლისი სუმაი გეგის ძე ჭედლი- ანი, 1903 წლიდან [ფოტო№26]. - მაღალყოვლადუსამღვდელოესის ბოლო ვიზიტი შედგა 1901 წელს. ------------- ბესარიონ ნიჟარაძე - ფოტო № 27 [რუსულ ენაზე მის მი- ერ შესრულებული დოკუმენტის ფოტო, რომლის ქართული თარგმანიც არის ქვემოთ წარმოდგენილი] თბილისის სასულიერო სემინარიის მე-5 კლასიდან განაწესეს სვანეთის აღმასრულებელ სამმართველოში მწერ- ლად. 1878-1883 წწ. ამ თანამდებობის შენარჩუნებით მოეწყო
  • 43.
    43 ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაშიგამზრდელად 1889 წლამდე; კ.მ.ქ.ა.ს.-ის მიერ განწესებულ იქნა იფარის სკოლაში 1891-94 წწ-მდე; შეთავსებით არის ამავე სკოლის სამარ- თალმცოდნე 1900 წლამდე; 1892 წლის 24 მაისს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გრიგოლი ხელს ასხამს დიაკვნად და იმავე წლის 27 მაისს იგივე ეპისკოპოსი აკურთხებს მღვდლად; განწესებულია იფარის წმ. გიორგის სახ. ტაძარში; 1892 წლის 27 ივლისს დაჯილდოვდა ენქერით; 1895 წ. 6 მაისს დაინიშნა სასულიერო გამომძიებლად სვან. და ლეჩხ. ოლქში; 1895 წ. 18 მაისს დაინიშნა სვანეთის ეკლესიების ბლოღოჩინის მოადგილედ; 1895 წელსვე გურია-სამეგრელოს სასწავლებ- ლების ეპარქიალურმა საბჭომ დანიშნა ლეჩხუმის სამრევ- ლო სკოლების საოლქო დამკვირვებლად; იმავე წლის 18 ოქტომბერს - იმერეთის ეპარქიალური სასწავლებლების საბჭოს მიერ დაინიშნა სვანეთის საეკლესიო სკოლების დამკვირვებლად; 1897 წლის 5 მარტს - გურია-იმერეთის სინოდალური კანტორის მიერ ინიშნება სვანეთში ჯვრისწერის საქმეების მოწესრიგების კომისიის წევრად; 1898 წელს კ.მ.ქ.ა.ს.-ის საბჭო უმატებს ხელფასს 100 რუბლის ოდენობ-ით; 1898 წლის 29 ოქტომბერს კ.მ.ქ.ა.ს.-ის მიერ ინიშნება სვანეთის ბლოღოჩინის მოვალეობის შემსრუ- ლებლად; 1899 წელს დაჯილდოვდა სკუფიით; 1899 წლის 6 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოს ლეონიდეს მიერ დამტ- კიცდა სვანეთის ბლოღოჩინად; 1900 წლის 14 ოქტომბერს თხოვნის საფუძველზე გადაყვანილია მესტიის სამრევ- ლოში; [ფოტო№28] 1902 წლის 7 სექტემბრიდან სვანეთის სკოლების კ.მ.ქ.- ა.ს.-ის დაქვემდებარებიდან იმერეთის ეპარქიის სასწავლებ- ლების საბჭოს დაქვემდებარებაში გადატანასთან დაკავ-
  • 44.
    44 შირებით, ინიშნება ამსკოლების დამკვირვებლად, ანაზ- ღაურებით. ეს თანამდებობა დატოვა 1908 წლის 2 დეკემბერს თავისი თხოვნის საფუძველზე; დაჯილდოვდა სკუფიით; 1903წ. 6 მარტს სვანეთის სამღვდელოების მიერ აირჩა ბლოღოჩინად; იმერეთის ეპისკოპოს ლეონიდეს მიერ დამტკიცებულ იქნა ამ თანამდებობაზე 1907 წ. 13 ივლისს. -სინოდის მიერ დაჯილდოვდა სამკერდე ჯვრით - [Наперстный крест] 1907 წლის 22 აგვისტოს. ------------------------------------------------- თავბრუდამხვევი სიჩქარით შექმნილი ეს კარიერა შე- დეგია კმაყოფილებისა, რომელიც რუსთათვის გაწეულმა სოლიდურმა სამსახურმა გამოიწვია, მაგრამ, თვით ნიჟა- რაძისა და სვანთა მცდელობით, არასაკმარისი აღმოჩნდა ამ რეგიონში დაგეგმილი ანტისვანურ-ანტიქართული პო- ლიტიკის გატარებისათვის. კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღორძინების საზოგადოების შესახებ კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღორძინების საზოგადოება (კ.მ.ქ.ა.ს.) შეიქმნა 1860 წლის 9 ივლისს, რუსეთში. მისი წესდება დამტკიცდა იმპერატორ ალექსი II-ის დასტურით. განთავსდა კავკასიის მხარის ადმინისტრაციული ცენ- ტრის შენობაში, ქ. თბილისში. მოექცა იმპერატრიცა მარია ალექსანდრეს ასულის მფარველობის ქვეშ და მასვე ბარ- დებოდა ყოველწლიური ანგარიში. ხაზინიდან გამოეყო 200 000 რუბლი, აქედან 119 738 პი- რადად იმპერატორის შემოწირულობაა.
  • 45.
    45 1862 წელს, თვითდიდი თავადი, მიხეილ ნიკოლოზის ძე ხდება ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე. იმპერატორმა ალექსანდრე II-ემ 1865 წელს გააუმჯობესა ბიუჯეტი. იმავე წელს თავმჯდომარე გახდა მეფისნაცვალი, ვიდრე 1885 წლამდე (მანამდე თავმჯდომარე იყო ეგზარქოსი); 1885 წლის ივლისში შეიცვალა წესდება, საზოგადოების დო- კუმენტაცია გადაეცა საქართველოს ეგზარქატს. საზოგა- დოებამ იარსება 1917 წლამდე. ------------------------ დეკანოზი იოანე მარგიანი ბაპების შესახებ (ივანე მარგიანი) „სვანეთი, მოგეხსენებათ, უგზო-უკვლო ქვეყანაა: ძვე- ლად მაინც იგი მეტად მიუდგომელი მხარე იყო. ის შეადგენდა საქართველოს სამეფოს ნაწილს და თუ ხში- რად თავისუფლების დროშას ატარებდა, ეს იმ არეულო- ბის გამო, რომელიც თითქმის მუდამჟამ სუფევდა ჩვენში. სვანეთსაც ისეთივე მღვდლები ჰყავდა იმ დროს, როგორც დანარჩენებს, მაგრამ ისევ იმ არეულობამ და პოლიტი- კურმა ძალამ სვანეთი თითქმის გააცალკევა სხვებისაგან და რამდენიმე ხანს თავისუფლების დროშა მიანიჭა. ამ განცალკევებას არანაკლებ უწყობდა ხელს მისი გეოგ- რაფიული მდებარეობა. ეს კია, რომ იგი ჩამორჩა სხვებს: სარწმუნოება სიბნელით იმოსებოდა; არეულობა, კაცის კვლა, სისხლის აღება და ძალადობა ჩვეულებრივი მოვ- ლენა იყო; ნამდვილი მღვდლები გაჰქრნენ და მათი ადგილი "პაპებმა" დაიკავეს, რომელთაც ეკუთვნით სვა- ნეთში ქრისტიანობის დაცვის პატივი. ერთ დროს თავისუფალი სვანეთი ცაგერის ეპის- კოპოსს (ცაგერელს) ექვემდებარებოდა, ხოლო სადადეშ- ქელიანო - სვანეთი-ცაიშისას, რომელნიც უგზავნიდნენ მას
  • 46.
    46 (სვანეთს) ნაკურთხ მღვდლებს,მაგრამ შემდეგ, სამწუ- ხაროდ, ეს დამოკიდებულებაც მოისპო. დარჩნენ მხოლოდ "პაპები". პაპებს ჰყავდათ შეგირდები, რომლებსაც ისინი "დიაკვნარს" ეძახდნენ და ასწავლიდნენ საღმრთო წერილ- სა და ეკლესიის სამსახურს. როდესაც პაპა მოხუცდებოდა და შეგირდიც გაიწვრთნებოდა, ამ უკანასკნელთ ჰგზავ- ნიდნენ ეპისკოპოსთან, ანუ მიტროპოლიტთან (ცაგერში ან ცაიშში), რომელნიც ხელდასხმულს აბრუნებდნენ სვანეთ- ში, ძღვნად მიჰყავდათ ხარი. ბოლოს პაპებმა თვითონ მიიკუთვნეს კურთხევის უფლება, თავის შეხედულები- საებრ ხელს ასხამდნენ "დიაკვნარს" პაპებად - მღვდლებ-ად და ეკლესიასაც თვითონ განაგებდნენ. ამიტომ, ადვი-ლი წარმოსადგენია და არც არის განსაკვირველი, თუ თითოეულ სოფელში მათი რიცხვი 10-15-მდე ადიოდა. "ბაპ" (ზედა ხევში, ე.ი. თავისუფალ სვანეთში) ანუ "პაპ" (ქვედა ხევში, ანუ სადადეშქელიანო სვანეთში) ისე იცვამდა, როგორც დანარჩენი სვანნი (პაპად უფრო გლე- ხთაგანი უნდა ყოფილიყო): თავზე ნაბდის წოწოლა ქუდი, ანუ ფაფანაკი ეხურა, ტანზე ეცვა შინაური უხეში ტილოს პერანგი, რომლის საყელო კანაფის მსხვილი თო-კით იკვრებიდა; ზედ შინაური ხელოვნებისვე მსხვილი მატყლის ჩოხა, იმისვე შარვალი (შალბარ) და პაიჭები; ფეხებზედ ამოკრული ჰქონდა ბაწრით ამოსხმული მრგვა- ლი ქალამნები; წელზედ ერტყა დაუზლელი ტყავის სარტყელი (ლარტყე), რომელსაც მოდიდო, ადგილობრივი ხელოვნების ხანჯალი ამძიმებდა. ბეჭებზე კაჟის თოფი "ყირიმი" (ყირმილ) ან "სტამბოლი" ეკიდა. ყველა ეს გამო- უცნობლადა ხდიდა "პაპს" უბრალო სვანისაგან. სხვა ხნავდა, პაპიც ხნავდა; სხვა ომობდა, პაპიც ომობდა და ლაშქარს წინ უძღოდა. მაგრამ ის იმ დროს კიდეც მღვდ- ლობდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, და ხალხში მოძ- ღვრავდა. მასში თქვენ ნახავდით ისეთ ძალას, რომელიც
  • 47.
    47 ხალხს პატივისცემას დასიყვარულს აგრძნობინებდა. აი, ამ უსწავლელმა მღვდლებმა, უკეთ რომ ვთქვათ, პაპებმა დაიცვეს სვანეთში ქრისტიანობა, ხელი შეუშალეს მაჰმა- დიანობის გამეფებას, გამოსტაცეს მაჰმადიანებს ხელთაგან წმინდა ძვირფასი ხატები და ნივთები და მათ ხალხს დაუფასებელი სამსახური გაუწიეს.“ ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ციტატის ის ადგილი, სადაც სამღვდელოს აგზავნიან სასწავლებლად, რათა დააბრუნონ უკვე ხელდასმულ მღვდლად: „პაპებს ჰყავდათ შეგირდები, რომლებსაც ისინი "დიკნარს" ეძახდნენ და ასწავლიდნენ საღმრთო წერილსა და ეკლე- სიის სამსახურს. როდესაც პაპა მოხუცდებოდა და შეგირ- დიც გაიწვრთნებოდა, ამ უკანასკნელთ ჰგზავნიდნენ ეპისკოპოსთან, ანუ მიტროპოლიტთან (ცაგერში ან ცაიშ- ში), რომელნიც ხელდასხმულს აბრუნებდნენ სვანეთში“. შედარებისთვის - მღვდელი სიმონ მჭედლიანი. მარგიანის მონათხრობით, მისი ბიოგრაფიული მონაცემებით სწორედ მას ეკუთვნის მესტიაში განწესება. საღვდელმსახურო უწყებანი. ცაგერის ოლქი, 1907 წ. ბლოღოჩინი იოანე მარგიანი [ფოტო№ 29-30] ლუხვანო-ნაგომარის ღვთისმშობლის შობის ტაძარი, აშენდა 1879 წელს. - მღვდელი სიმონ გიორგის ძე ჭედლიანი, 56 წლის, სვანეთის გლეხებიდან. - წმ. წერილი და მედავითნეობა შეისწავლა საირმის მამათა მონასტერში. - განწესებული იქნა ლექსურის ღვთისმშობლის შობის ტაძარში, 1879-16 ივლისს. - გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა დაასხა ხელი დიაკვნად, 1889 წლის 18 ოქტომბერს.
  • 48.
    48 - იგივე ეპისკოპოსმააკურთხა მღვდლად, განწესდა ფხუტრერის მთავარანგელოზის ტაძარში (სვ.), 1894 წლის 16 ივლისს. - იგივე ეპისკ. ლუხვანო-ნაგომარის ღვთისმშობლის შო- ბის ტაძარში, 1896 16 ივლისს. - 1900 წლის 4 აპრილს სასარგებლო მსახურებისთვის ჯილდოვდება ენქერით (набердник), იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონის მიერ. - მეუღლე - ელისაბედ სიმონის ასული, 35 წლის. - შვილები: რაჟდენი - 16 წლის, გიორგი - 12 წლის, მელიტონი - 7 წლის. შემდგომში ეყოლა ქალიშვილები - ნინო და პარასკევა (ავტ.). რაჟდენი სწავლობს ქუთაისის რეალურ სასწავლე- ბელში, გიორგი - ცაგერის ორი კლასის სასწავლებელში. - ხელფასი მიეცემა ხაზინიდან - 400 რუბლი. სამრევ- ლო შემოსავლიდან 120 რუბ. წლიური. მედავითნე - ილარიონ პომანის ძე კოპალიანი (მღვდლის შვილი) , 43წლის. - მეუღლე: სუსანა პეტრეს ასული, 41 წლის. - ქალიშვილი ეკატერინე, 15 წლის. - ხელფასი 25+40 რუბ. წლიური. - ტაძრის მამასახლისი - კოსტა კაკუჩას ძე კოპალიანი. სამრევლო სია. ლუხვანო-ნაგომარის ღვთისმშობლის ტაძარი, 1907 წ. ოჯახების რაოდ. კაცი ქალი სასულ. 4 14 12 გლეხი 90 390 359
  • 49.
    49 სულ 94 404371 [ფოტო№31] მრევლის რაოდენობა მესტიის სამრევლოში წლების მიხედვით [ფოტო № 32,33,34,35.] - 1901 1905 1907 1910 სასულ. 3 1 2 2 თავად-აზნ. 70 68 43 47 გლეხი 143 145 71 76 ლაღამი გლეხი 13 19 9 8 ოჯახი, კაცი, ქალი; ო.კ.ქ.; ო.კ.ქ.; ო.კ.ქ. სულ: 229, 476, 442; 232, 490, 448; 125, 562, 460; 133, 525, 482. თვალშისაცემია თავისუფალი მესტიის თემის სამ- რევლოში თავადაზნაურთა ოჯახების არსებობა და მათი სიმრავლე, განსაკუთრებით მათი და გლეხთა ოჯახების თანაფარდობა. აშკარაა, რომ რუსეთი ვარგებად წოდებული გვარების გათავადაზნაურებით, დასაყრდენ ფენას ქმნის მესტიაში და ასე ჩუმად, მზაკვრულად, ერთი ხელის მოს- მით აპირებს იმ დრომდე მოყვანილი „თავისუფალი სვა- ნეთის“ სტატუსის შეცვლას. ამავე დროს საფრთხე ემუქრება სეტში შენახულ საგანძურს, რომელმაც შეიძლება სულ მალე იმპერიის რომელიმე დიდ გალერეაში დაიდოს ბინა, როგორც შეუფასებელმა ექსპონატებმა. ნიჟარაძის სვანობამ, ადგილობრივი ლელჯგრააგის და მოსახლეობის სიფხიზ- ლემ და რა თქმა უნდა, ამ წმინდა ტაძრის მადლმა არ მის-
  • 50.
    50 ცა მათ ამისგანხორციელების საშუალება. XX საუკუნის ოცდათიან წლებში, საგანძური დანაკლისის გარეშე გადაეცა ქართულ სახელმწიფოს, მულჯგრააგის კოშკები- დან სახელმწიფოს მუზეუმს. ვიტორიო სელას ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოზე [ფო- ტო№8] მარჯვენა მხარეს ჩანს სენაკის უბანი (მჭედლიანე- ბის სამოსახლო). ტაძარი იკვეთება მისი კოშკის ფორმის გუმბათით (ასე აქვს აღწერილი თაყაიშვილს, ბარტოლო- მეოს, ბაქრაძეს), ფოტოზე მარჯვნიდან მეორე. საუკუნე- ებმა ტაძრის გუმბათის თავი დააზიანა და იგი გადა- ხურეს სვანურ სტილში. იქვე, აღნიშნულ მოგზაურებზე დაყრდნობით, ტაძრის აღწერისას, ექვთიმე მოიხსენიებს მეორე სართულს (სადაც ინახებოდა ტაძრის საგანძური). საკურთხევლის შიგნიდან, კიბის მიდგმით, შიდა „ფან- ჯრით“ შესასვლელი არ წარმოადგენს სრულ სართულს. ექვთიმე თაყაიშვილი დასძენს, ესაა ნივთების სამალავი, რომელიც დამახასიათებელია ქართული ეკლესიებისათვის ბარში, მაგრამ უცხოა სვანეთისთვისო. მართლაც, ანალო- გიურად გვხვდება შიდა, ზემოთ არსებული სათავსოები ალავერდში, სვეტიცხოველსა და სხვა მრავალ ქართულ გუმბათიან ტაძარში, სვანეთში კი სეტის წმინდა გიორგის ეკლესია ამ ტიპის ერთადერთი, განსხვავებული არქიტექ- ტურის ტაძარი იყო. უცნობია, თუ ვინ ააშენა, ან ვისი სახსრებით აშენდა ესოდენ ძვირადღირებული, სვანეთისა და სრულიად საქ- ართველოსათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გუმბათ- იანი ტაძარი. იმ დროს იქ მხოლოდ რამდენიმე სვანური ოჯახი სახლობდა (მოსახლეობის ეს სიმცირე, სელას ქვე- მოთ წარმოდგენილ, XIX საუკუნის ფოტოზეც თვალსაჩი- ნოდ ჩანს. მარჯვნივ - სენაკის უბანი). ამ ტაძრის დიდე- ბულება იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ იგი რომე- ლიმე იმდროინდელი ძლიერი ფეოდალის აშენებული უნ-
  • 51.
    51 და იყოს, რომელსაცრაღაც კავშირი აქვს სვანეთთან და კერძოდ, იმ გეოგრაფიულ ადგილთან, სადაც ეს ტაძარი დგას. ყურადღებას იპყრობს სამოსახლო, რომელიც გარს აკრავს ამ ტაძარს. ეს არის სამი სვანური კოშკიანი სახლი, სამივე მჭედლიანების გვარისა (ჭედელიანი, ჭედლიანი, მჭედლიანი - ეს ერთი და იგივე გვარია), რომელთაგან ერთ-ერთი ბაღვაშა ქორ (სვან.) ანუ ბაღვაშთა სახლად მოიხსენება. საყურადღებოა, რომ სეტის თემის წერილო- ბით ძეგლებში ჭედელიანების შვიდი მამაკაცია მოხსენი- ებული: დავითი, დოდილი, დემეტრე, ივანე (XIV ს-ის პირველი ნახევარი). და იგია, ქელდიშ, ბულღაირი (XV ს.) [სილოგავა ვ., 1986 წ.]. ამ გვარის ავტოქტონობა სეტის თემში, აღნიშნული ტექსტების შინაარსით, ეჭვს არ იწ- ვევს. „სეტის წმ. გიორგის ეკლესიის ხატისგვართა (ლელ- ჯგურაგუ) შორის ჭედლიანთა გვარი ამ ეკლესიის ირგვლივ სახლობს. ეს ბაღვაშა ქორიდან გამონაყოფი სამი შტოა: თებუშა, თემირშა და ხასილშა. შემთხვევითი არ არის ის, რომ როგორც ბაღვაშა ქორის, ისე ჭედლიანთა კოშკიანი სამოსახლოების ახლოს არც ერთი კოშკი არ დგას" [მჭედლიანი ე, 2006 წ.]. ვერა ბარდაველიძე ადასტურებს, რომ სეტის წმ. გიორგის ტაძარი, ყველა სხვა სვანური ტაძრისგან გან- სხვავებით (გარდა ლიგურკესი), წარმოადგენდა სრულიად ზემო სვანეთის წმინდა სალოცავს. ამ ტაძრის გვარების უფლებები და მოვალეობები ვრცელდებოდა თითქმის მთელ ზემო სვანეთში. მათი მეშვეობით ხდებოდა ტაძ- რისთვის ძღვენის მირთმევა. ეს თემი იწოდება, როგორც "ლელჯგრააგ", ხოლო თემის წევრები "მულჯგრააგ." ლელ- ჯგრააგის მოვალეობაში შედიოდა სეტის წმ. გიორგის ტაძრის დღეობის მოწყობა, რომელიც წლის განმავლობაში ორჯერ იმართებოდა. ზაფხულის დღესასწაულს ჰქვია ხილიშობა. ლელჯგრააგის გვარებია: ფალიანი, მჭედლი-
  • 52.
    52 ანი, ნიგურიანი დარატიანი. მოკილის ანუ ტაძრის გასა- ღები შემნახველნი იყვნენ მჭედლიანთა გვარიდან. [„Знамя лем и храм Сетийского св. Георгия, в отли- чие от других сванских знамен и храмов (кроме храма во имя св. Квирики и Ивлиты, называемого сванами Лагуркой), были святынями всей Верхней Сванетии.“... „Храмовая община Сетийского св. Георгия, кроме выполнения функций общих для всех сванских храмовых общин, в отличие от последних свои права и обязанности распространяла почти на всю Верхнюю нетию.“... „мекил - хранителя ключа храма, его драгоценностей и казны. В обязанности мокила входили так же при- смотр за порядком и чистотой здания, при неимении или временном отсутствии сванского священника бала он совершал обряды посвящения и жерт-воприношения, а иногда он и бывал законным балом... „мокил, которого избирали из фамилии Мчедлиани“]. [ბარდაველიძე ვერა. „ქართველ ტომთა უძველესი სარ- წმუნოება და საწესო გრაფიკული ხელოვნება“. თბილისი, 1957წ.]. იყო დრო, როცა ტაძრის ნივთების შესანახად იყენებ- დნენ მურთაზ მჭედლიანის საკუთრებაში მყოფ სვანურ სახლს, კერძოდ - ორი კოშკიდან უფრო მცირეს (სამწუხარ- ოდ, დიდი კოშკი საგრძნობლად დაზიანებულია). [ფოტო№10] ამ ტაძარში ედო ბინა ე.წ. ლემს - დროშას, რომელიც სხვა სვანური დროშებისგან განსხვავებით, სრულიად სვა- ნეთის სიწმინდეა. ერთ-ერთი ვერსიით, იგი თამარ მეფეს შეუკერია და სეტის ტაძრისთვის შემოუწირავს. ეს დროშა გამოაქვთ ხილიშობაზე. დროთა განმავლობაში დროშა ცვდებოდა და თავიდან იკერებოდა. დროშას ძირითადად ატარებს ლემის დამჭერი მუგვანე, მულჯგრააგის წევრი,
  • 53.
    53 მაგრამ მას შემდეგ,რაც ვინმე იმახატ ჯაფარიძეს შეუკერავს და სეტის წმ. გიორგისთვის შეუწირავს, ჯაფა- რიძეებისთვისაც მიუციათ დროშის ტარების უფლება. ჯა- ფარიძეების მიერ დროშის განახლება XX ს-ის პირველ ნახევარშიც არის ცნობილი. ამჯერად დებს, აღათია და ივდით ჯაფარიძეებს, შეუკერავთ ყვითელი ფერის ლემი. ჭედლიანების მონათხრობი (ეთერ ჭედლიანი, მისი ბაბუის აბრაამის მონათხრობზე დაყრდნობით) მათი გვა- რის წარმომავლობის შესახებ: "საიდან გაჩნდა ქართული ჭედელი, რატომ გამოეყო იგი სვანურ მუშკიდს? ჭედელს ხომ სვანები იშვიათად ხმარობდნენ, მუშკიდის მაგივრად. ჩვენს გვარში არსებობს თქმულება, რომ ჩვენი უძველესი წინაპარი სამი ძმა იყო, რომელთაგან უფროსი სვანეთში ცხოვრობდა, შუათანა - მესხეთში. ამ უკანასკნელს დიდი ციხე-სიმაგრე ჰქონდა და ერთ-ერთ ხეობას იცავდა თათრებისგან (თათრებს უწოდებდნენ სვანები ყველა მომ- ხვდურს). ეს ძმა ისე გაძლიერდა, რომ მის დაუკითხავად იქაური ფუსდ (მთავარი) არაფერს არ წყვიტავდა, მაგრამ მისმა ძემ ფუსდს ქალიშვილი მოსტაცა, რის გამოც მათ შორის დიდი მტრობა ჩამოვარდა. მთავარმა მოუგო ომი და დამარცხებული ისევ დაბრუნდა თავის უფროს ძმას- თან. აქედან წარმოდგა მისი შტო - ჭედლიანთა გვარისა. იგი ერთ-ერთია იმ ექვს გვართაგან, რომლებიც სეტის წმ. გიორგის მონასტრის ხატის გვარებად ითვლებოდა. ესენი იყვნენ: ჭედლიანები, რატიანები, ნიგურიანები, მიტვლი- ანები, ფალიანები და სეტიელები. ჭედლიანთა უძველესი ნასახლარი მესტიაში, საიდა- ნაც მოხდა შემდეგ გვარის რამდენიმე შტოდ გაყოფა და ახალი საცხოვრისების შექმნა, წარმოადგენდა კოშკიან- გალავნიან ვრცელ კომპლექსს, რომლის სიდიდე ყოველ- თვის მაოცებდა. ამ სახლ-კარს ბაღვაშრე ქორს (ბაღვაშთა სახლს) ეძახდნენ. ამჟამად ეს ნასახლარი და ორსართუ-
  • 54.
    54 ლიანი ევროპული სახლია. დევდარიანს ეკუთვნის, კოშ- კი კი ახლაც ამაყად დგას. ბაღვაშა - ეს უნდა ყოფილიყო ჭედლიანთა ეპონიმუ- რი გვარი, რომელიც შემდეგ ჭედლიანმა შეცვალა" [ეთერ მჭედლიანი, სტატია გაზეთში "ლალხორ", 14,1-15, 01. 2006 წ.]. საინტერესო კავშირი იკვეთება ლიპარიტ ბაღვაშის მეუღლის მიმართ ბაგრატ მეფის მიერ ჩადენილი „უცნაური“ საქციელის მოტივსა და აბრაამ მჭედლიანის მონათხრობს შორის. ,,ჩვენი წინაპარი ეს ძმა ისე გაძლიერდა, რომ მის დაუკითხავად იქაური ფუსდ (მთავარი) არაფერს არ წყვე- ტავდა, მაგრამ მისმა ძემ ფუსდს ქალიშვილი მოსტაცა, რის გამოც დიდი მტრობა ჩამოვარდა ამ ოჯახებს შორის. მთავარმა მოუგო ომი და კეისარმა გამოაგდოო." [აბრაამ ჭიტას ძე ჭედლიანის (დაბ. 1876 წელს) მონათხრობი]. თავი ხატი - ასე მოიხსენიებს ექვთიმე თაყაიშვილი სე- ტის წმინდა გიორგის ჭედურ ხატს [თაყაიშვილი ე. 2017 წე- ლი, გვ. 250] [ჯგრააგის წმინდა გიორგი], რომელიც ძველ- თაგან თავისუფალი სვანეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფიცარი ხატია. მასზე გამოსახულია ცხენზე ამხედრებუ- ლი მთავარმოწამე, რომელიც გმირავს პირობითად იმპე- რატორ დიოკლეტიანეს. იმპერატორის აღნაგობა, შესამოსე- ლი, ჯვრით შემკობილი თავსაბურავი და სხვა რეგალიები სრულიად ემთხვევა ბასილი მეორე პორფიროგენიტოსისას (958-1025 წწ.). შუბი ბულგარელი ტყვეების დაბრმავებით ცნობილ იმპერატორს თვალში აქვს ნაძგერი. [ფოტო№19] ბასილი II ბიზანტიის იმპერატორთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული მონარქია. მისი მმართველობის პირველი ეტ- აპზე, მცირე აზიაში გადატანილი სამოქალაქო ომების ჩახშობის შედეგად, მან მოახდინა აშლილი იმპერიის სტაბილიზება და საიმპერატორო ძალის გაზრდა. მუდმივი ომების მიუხედავად, თავი გამოიჩინა როგორც ძლიერმა
  • 55.
    55 მმართველმა და ამპროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 40-წლიანი ომი ბულგარელების წინააღმდეგ. 1018 წელს, მათ- თან ომში საბოოლოოდ გამარჯვების შემდეგ, ბასილმა დამარცხებული მხარის დასჯის ისეთი ფორმა მოიგონა, რა- საც პრეცედენტი არ მოეძებნება მსოფლიო ისტორიაში. ტყვედ ჩაგდებული 15 000 ბულგარელი ასეულებად დაყო, საიდანაც ერთს დაუტოვა ცალი თვალი, დანარჩენებს კი ორივე დათხარა. ასეთი საცოდაობითა და სიმწრით იარეს თვალებდათხრილებმა. ძლივს მიაღწიეს თავიანთ მეფე სამუ- ილთან. ამ სისასტიკის გამო იმპერატორს „ბულგართ- მმუსვრელი“ (იგივე ბულგართმჟლეტი) უწოდეს. 1021–1023 წლებში ბასილი მეორემ, ქართველთა დაუ- მორჩილებლობის გამო, მოაწყო დამსჯელი ექსპედიცია საქართველოში, შეებრძოლა გიორგი I-ს, „ყოვლითა სპითა საბერძნეთისათა და უცხოთესლითა ურიცხვთა“ [ქართლის ცხოვრება I ტ. გვ.278]. ქართულმა მხედრობამ გიორგი I-ის მეთაურობით ბასილი II-ს დიდი წინააღმდეგობა გაუწია: „ეგზომ გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა, რომელ სივლ- ტოლად განემზადა ბასილი მეფე“. [ქართლის ცხოვრება I ტ. 1955 წ. გვ.285], ბიზანტიის ჯარი დაედევნა უკანდახეულ გიორგი მეფეს და სოფელ შირიმნთან წამოეწ- ია. სისხლისმღვრელ ბრძოლაში დაიღუპა კლდეკარის ერის- თავი რატი ბაღვაში. ქართველები დამარცხდნენ და უფრო ღრმად დაიხიეს, სადაც მეფემ გააძლიერა თავისი არმია. ამიტომაც ბასილი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველოს საზღვრები და ტრაპიზონის მახლობლად გამოეზამთრა. მეორე წელს ის კვლავ შემოიჭრა საქარ- თველოში. გიორგი I-მა შეუტია მტერს და გააქცია: „იწყეს ბრძოლად და აოტეს ზოგი ბასილის ლაშქრისა“. [ქართლის ცხოვრება, I ტ. 1955 წ. გვ.384]-დამარცხებით გაოგნებულმა იმპერატორმა მოითხოვა: „ძელი ცხოვრებისა მანდილითა წმიდითა, და დასცა იგი ქვეყანასა ზედა და თქუა ესრეთ,
  • 56.
    56 ვითარმედ: „უკეთუ მიმეცმე ჴელთა მტერსათა, არღარა თაყუანისგცე უკუნისამდე“ და ვითარ ესე ყო და თქუა, მყის მასვე ჟამსა იძლივნეს და მეოტ იქმნეს სპანი გიორგისანი“. [ქართლის ცხოვრება I ტ. 1955 წ. გვ.384] ბასილი II მზად იყო ღმერთი დაეგმო, თუ ომში ქარ- თველები გაიმარჯვებდნენ. აი, რამხელა მნიშვნელობას ანი- ჭებდა საქართველოს დამორჩილებას და რა ძალით ეკვეთა იგი ჩვენს ჯარებს. მცირეწლოვანი ბაგრატ IV-ის მეფობისას, დაარღვია რა 1022 წელს დადებული პირობა, 1025 წელს კონ- სტანტინე VIII შემოესია სამხრეთ საქართველოს. კლარჯეთ- ში ეზრა ანჩელისა და საბა მტბევარის მეთაურობით, ხოლო კლდეკართან ლიპარიტ IV ბაღვაშის თაოსნობით გამარ- თულმა თავდაცვითმა ომებმა არ მისცა მტერს ქვეყნის დაპ- ყრობის საშუალება. მოვლენების შემდგომმა განვითარებამ დათბობა გამოიწვია. რომანოზ III ცოლად ატანს ბაგრატ IV- ეს მისი ძმის, ბასილის ასულ ელენეს, ანიჭებს მას კუროპა- ლატის ტიტულს და აფორმებენ ზავს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სეტის წმინდა გიორგის ხატზე გამოსახული, თვალში განგმირული იმპერატორი ზედმიწევნით იმეორებს ბასილი II-ის გამოსახულებას და არანაირად არ ჰგავს დიოკლეტიანეს. [ფოტო№21] მით- უმეტეს, რომ ბასილის შესამოსელს ჯვრის ფორმის ატრი- ბუტები აქვს, კერძოდ თავსაბურავზე და საყურეების სახით [ფოტო№17,-19,22], რაც წარმოუდგენელია დიოკლეტიანეს შემთხვევაში, რადგან გარდა იმისა, რომ იგი ქრისტიანების და ყოველივე ქრისტიანულის მდევნელია, ჯვრის საყოველ- თაო აღიარება ქრისტიანებში უფრო მოგვიანებით, იმპერა- ტორ კონსტანტინე დიდის და ელენე დედოფლის დროს ხდება. აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი ამ ხატს X-XI საუკუნეებით ათარიღებს. ითვალისწინებს რა იმპერატორისა და სიუჟეტში მოქცეული გამოსახულების ზედმიწევნით მსგავსებას, ვარაუდობს, რომ გვირგვინოსანი იმპერატორის
  • 57.
    57 განგმირვის გავრცელებული თემაგამოძახილია იმდროინ- დელი კონკრეტული პოლიტიკური ვითარებისა [Чубинаш- вили Г.,1959 გვ. 370 ]. თვალშისაცემი პორტრეტული მსგავ- სება, ასევე იმდროინდელ ერთმორწმუნე ბიზანტიასთან გამართული სასტიკი თავდაცვითი ომები და მათდამი ქართველთა მწვავე დამოკიდებულება ამყარებს საფუძვლიან ვარაუდს, რომ სვანური ჭედურობის ამ შესანიშნავ ნიმუშზე, „უსჯულო მეფე“ დიოკლეტიანეს სახით, ალეგორიულად, იმდროინდელ საქართველოსთან დაპირისპირებული იმპერატორი ბასილი II უნდა იყოს გამოსახული. ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგის ხატი თითქმის უცხოა ბერძნული იკონოგრაფიისთვის, ხოლო დიოკლეტიანეს დამარცხების ფორმა საერთოდ ქართული ფენომენია. [»Чубинашвили Г. Н. Гру-зинское чеканное искусство. - Тбилиси.: Сабчота Сакарт-вело, 1959 წ. გვ. 325] აღნიშნული სიუჟეტი განსაკუთრებით მრავლადაა სვანურ ხატწერაში: სეტის, ლებიჭინის, იფარის და სხვა. [ფოტო№20] თუ გავითვალისწინებთ ბაღვაშების სვანური წარმო- მავლობის ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ვერსიას და ბერძნ- ებთან ომში ბაღვაშების და მისი სვანური ლაშქრის აქტიურ ჩართულობას, გამოდის, რომ ადამიანები, ვინც შემდგომში შეუკვეთა, ვინც მოჭედა და ვინც ლოცულობდა მესტიაში ამ ხატზე [ხატის წარწერა ადასტურებს ამ ხატის სეტის წმინდა გიორგის ტაძრის კუთვნილებას], პირადად იცნობდნენ მათ ქვეყანაში შემოჭრილ უდიდესი იმპერიის კეისარს. ბიზან- ტიის მეშვეობით გარკვეული იყვნენ ხატების ჭედვის კანონიკაში და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ფლობდნენ მოოქროვების ტექნიკას. ამიტომაცაა, რომ ასეთი სიზუსტით გამოსახეს ბერძნების მიერ წმინდანად მიჩნეული იმპერა- ტორის ხატება. [ფოტო№ 17]
  • 58.
    58 6. წიგნი ალექსანდრემეფისა სვანთა მიერ ჯაფარიძე- თა სასისხლოს გადახდაზე - 1503 წ. ზოგადად, ეს დოკუმენტი სვანთა შესახებ დიდი და უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის მატარებელია, ამიტომ როგორც მრავალი მკვლევარი, ჩვენც ვერ ავცდებით მის გამოყენებას და განვიხილავთ აღნიშნულ დოკუმენტს ჩვენი კომენტარებით. XV საუკუნე საქართველოს ისტორიისათვის უმძიმესი პერიოდია. ქვეყანა იშლება სამეფო-სამთავროებად. 1478 წელს, იმერეთის მეფე ბაგრატ II-ის გარდაცვალების შემ- დეგ, გამეფება ორჯერ სცადა მისმა შვილმა ალექსანდრემ, მაგრამ მას არ მიემხრნენ დადიანი, გურიელი, გელოვანი და სხვა თავადები, რითაც ისარგებლა კონსტანტინე ქარ- თლის მეფემ და ქუთაისი დაიპყრო. საბოლოოდ, ალექ- სანდრე II იბრუნებს ტახტს და უზავდება თავადებს. მისი მეფობა გრძელდება 1510 წლამდე. ტახტის დაბრუნების ბოლო მცდელობისას, რაჭა- ლეჩხუმის გარდა, მას სვანებიც ეხმარებიან. მეფე მალევე ივიწყებს სვანეთის მხარდაჭერას და ინიცირებას უკე- თებს სვანეთის თორმეტწლიან იზოლაციას. მეფემ თავისი ერთგული, დიდგვაროვანი, ძლიერი გვარების მეშვეო- ბით, სვანეთის კუთვნილი ტერიტორიების - რიონის და ცხენისწყლის სათავეების მითვისება გადაწყვიტა. ამდე- ნად, ეს კარგად გათვლილი გეგმა იყო, რაც სვანეთის სა- ზიანოდ განხორციელდა. 1503 წ. - წიგნი ალექსანდრე მეფისა სვანთა მიერ ჯა- ფარიძეთა სასისხლოს გადახდაზე: ,,[...]მოხუედით; და თქუენი ბიძანები თვალია დაივანე მოგუეწივნეს და შეგუებნეს, მოგვუერია ცოდვა, ეშმაკის მანქანებითა შემოგვერივნეს. მერმე დაგუიწყედ მტერობა თქუენ, ჯაფარიძემან სარგის და აღარც გაგუიშუით საჯა- მაგიროდ, აღარც რაჭას და ლეჩხუმს სამუშირაოთ გამო-
  • 59.
    59 გუიშუით. შუიდს წელიწადსასრე ვიყუენით, რომე სრუ- ლიად სუანეთის ქუეყანასა საზიარებელს ვეღარ ვიშო- ვებდით და არც ვის მარილის გემო გუინახავს. მერე მიგუიჭირდა და აღარა ღონე გუქონდა, შევიყარენით და ოთხასი საპალნე ცხენი წარმოვიტანედ, თუითოს ცხენსა ოროლი კაცი წამოვჰყევით. ჩამოვედით ლეჩხუმს და რაც სავაჭრო გუახლდა გავ- ჰყიდეთ და ვისაქმეთ. ავჰკიდეთ ღვინო და წამოვედით. თავი მორჭმული გუეგონა, აღარას მოველოდით. თურმე კუჭაიძე და ლაშხიშვილი შემოჩენილი გუყუა. როგორც ჩუენ სავაჭროდ ჩამოვედით, კუჭაიძეს და ლაშხიშვილს თქუენთუის კაცი გამოეგზავნა, თქუენ სრულიად რაჭ- ველნი შეგეყარნა და ასრე მოსულიყვენით რეხტაშიგა, რომ ჩუენ თქუენი მოსლვა ვერათ საქმით ვერ შევიტყე- ვით. წინა თქუენ დაგუხდით, უკანით კუჭაიძე, ლაშხი- შვილი, ინასარიძე და გარეყანიძე მოგუეწივნეს, გავიყავით წინა უკანა დადაგვხოცეთ და ამოგუწყუიტეთ. რვაასის კაცისაგან ოთხასის მეტი აღარ მოვრჩით. ეს ყველა კაცნი დაგუხოცეთ და ოთხასი ცხენი, ყუელას ღუინო ეკიდა, მისის საპალნით წაგუართუით. ამას გარეთ, სხუა მრავალი მტერობა გუიყავით და ვერსით საჯამაგიროდ ვერ გაგეპარენით, ამას ღონე ვერ დავდევით, რომ გზა გუეშოვნა. ასი სუანი დვალეთისაკენ გავიპარენით, კახეთს საჯამაგიროდა წავედით. მის წასვ-ლა ვერ შეგუიტყევით, და მერე შინისაკენ რომ შემოვიქე-ცით, იმავე დვალეთზედ წამოვედით, დაგუხუდით გლოლას და ჭიორასა შუაზედან და მოგუიჭირეთ ხელთა, დაგუძარცუეთ, ასის კაცისაგან ორი მოამბედ გაუშუით, სხუა ყველა ტყუედ წაგუასხით, ჩუენის მონაგებიანათ ონს მიგუასხით, საქონელი სალაროში შეიტანეთ და ჩუენ დარჯილნი, საბრალონი, საღორესა და საბატეში შეგუ- ყარეთ. ნააღდომევიდაღმა ენკენისთუემდის იმაშიგ ტყუედ
  • 60.
    60 ვიყუენით. ღონე აღარაგუქონდა, დავიხსენით თავი და თუითო კარგი აბჯარი ჩუენის თავის სახსრად გამოვი-ღეთ და გარჯილი სული ამით შევირჩინეთ. სხუა რასდენი ჭირი და მტერობა გარდაგუეკიდა, კა- ცის ენა როგორ იტყუის, ვიყუენით სრულიად ეცერს აქეთ, რაც სუანეთი არის თორმეტს წელიწადსა ასრე შეწ- ყუდეულნი, რომ ვერც კახეთისაკენ ვიშოეთ საჯამაგირო გზა, ვერც სამცხისაკენ და ვერც გურიისაკენ, ვერც ვიმ[უ] ჩირეთ. და მერე შევიყარენით სრულიად სუანთ ჩენი-ლები და ვქენით ვაზირობა. მივედით ეცერს, რუჩაგიანსა და დადეშკელიანსა შევეხუეწენით და დადიანთან გავ- გზავნეთ. შევეხუეწენით დადიანს მამიასა და ცხრა ჯორი გაუგზავნეთ. ამისი აჯა ვსთხოეთ, რომ მეფეთა-მეფეს პატრონს ალექსანდრესთან აჯა ეთხოვა. ღმერთმან გაუმარჯოს პატრონს დადიანსა. ჭყონდი- დელი გაეგზავნა და შეხუეწოდა ალექსანდრე მეფესა, ეაჯებინა და ეპატიებინა ბატონი დადიანისათუის და ას- რე ებრძანა მეფეთ-მეფესა პატრონსა ალექსანდრეს, ჯაფა- რიძისთანა თავადი რაჭას არა მყავსო; თუ ჯაფარიძის სისხლს გარდაიხდიანო, სვანთ გზას მივცემო და ჯაფა- რიძეთაც ჩამოვხსნითო, თუ არა და ჯაფარიძის საქმეს არ გადავწყუეტო, ჯაფარიძენი უბრალოდ დახოცესო, მწუედ მძლავრნი კაცნი არიანო და სრულიად რაჭველნი და ლეჩხუმელნი დამეკარგუიანო, და თუ ამ ჯაფარი- ძის საქმეს გარდასწყუეტენო, მოიყენე კარსა და რა რიგადაც სჯობდეს და ემართებოდნენ, ჯაფარიძესაც გარ- დაუწყუიტონ და შემოვიწყობთო.’’ ამ დროის სვანეთშიც, ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, დაიწყო დაშლა-დაყოფის პროცესი. ეცერს ქვემოთ სვანეთმა ვერ შეძლო ერთიანი სვანური მმართველობის საფარქვეშ დარჩენა და დაიწყო სამთავ- როდ ჩამოყალიბება. მთავრის ტიტულის მოსაპოვებლად
  • 61.
    61 იბრძვის ორი გვარი- რუჩაგიანებისა და დადიშკელი- ანების. ამ დროისთვის ისინი ჯერ კიდევ სუსტნი არიან. ამიტომაცაა, რომ აღნიშნულ კონფლიქტში, ამ დოკუმე- ნტის მიხედვით, ისინი მხოლოდ როგორც დადიანის მოკავშირეები, ისე არიან ჩართულნი. მალე ამ ორ გვარს შორის ბრძოლა დადიშკელიანების გამარჯვებით და მათივე გამთავრებით დამთავრდა. „ამაში გამოხდა ხანი და მივედით დადიანთან სრუ- ლიად ჩენილები. წამოგუიძღუა თუითან ბატონი დადიანი და გეგუთს მივედით. შეიქნა საქმობა და სანახშირე გუთხოეს ჯაფარიძეთა. დასხდეს თუითან მეფეთ-მეფე პატრონი ალექსანდრე და დადიანი ბატონი მამია, ფალავანდიშვილი ზუიადი, ჭილაძე ლომკაცი, ერისთავი კახაბერი, ამირეჯიბი რამინ და ფალავანდიშვილი ფალა- ვანდი. ქმნეს მოკითხული და სიგელიც მოატანინეს ჯაფარიძეთა. და მეტად უზომოდ დიდი სისხლი და სანახშირე ეწერა. ამაზედ იანგარიშეს. და[....]ასი მოეკლა ჯაფარიძეთა და სხუა მრავალი ავი დამართებოდა ჯაფარიძეთაგან სუანთა; დაუდევით სიგელი სუანთა და გარდაიხადეს.“ ,,სრულიად სუანთ ჩენილები“ მეფესთან მოლაპარაკე- ბას მამია დადიანს სთხოვენ. ვინ არიან ისინი „სუანთ ჩე- ნილები“, რომელთაც მეფე, დიდგვაროვანთა თანხლებით, უჯდება მოსალაპარაკებლად?! მით უმეტეს, რომ სვანთა შორის მათი ჩინის კაცი არ მოიძებნებოდა „ამისათუის რომე თქუენი სწორი კაცი სუანეთს არ იყო.“ ეს კითხვა კიდევ უფრო აქტუალური ხდება, როდე- საც ვეცნობით სასისხლო გადასახადის მასშტაბებს, თუ რის გადახდას სთხოვენ მათ, როგორც აღნიშნული ქონე- ბის განმკარგველებს. „და მოვაცემინეთ ლაშხეთს სოფელი და ციხე, ხერიას ცხრა კუამლი კაცი, და ერთი მომცრო მონასტერი წმიდის
  • 62.
    62 გიორგისა თექუსმეტით ჯუარ-ხატითა,ოთხთავითა, საწი- ნასწარმტუელოითა, სამოციქულოითა, მარხუანითა, ტიბი- კონითა, სტოდიელითა. ამის გარეთ მოგეცით ოსეთის პირად მთიულეთს ხი- დურას ოცი გლეხი, ერთი კარგი ციხე, ორი მონასტერი: ერთი დიდი გუმბათიანი მთავარანგელოზთ მონასტერი ორით დიდით ოქროს ხატითა, ოცდათვრამეტითა სხუა დიდით ხატითა, თორმეტით ოქროის და ვეცხლის კანდლითა, მისით სამონასტრო წიგნებითა დიდით გულანითა, ოთხთავითა, სამოციქულოთა, საწინასწარ- მეტყუელოითა, მარხუანითა, მეტაფრასითა, დავითითა, დავითის თარგმანითა, ოთხთავის თარგმანითა, ენქეროს- ნით წინამძღურითა; მეორე წმინდის გიორგის საჯანის დიდი სიონ მონასტერი, ოცდათორმეტით ჯუარ-ხატითა და რაც სამონასტრო წიგნი არის მით სრულიად გათავე- ბული, და საბატონო დეკანოზი; წინამძღუარს ოცი კუამ- ლი კაცი და დეკანოზს რვა კუამლი კაცი. ამას გარეთ-იქივ ხიდურ[ა]ას ერთი აზნაურ-შვილი სოსაგიძე მისითა ციხითა, თორმეტი კუამლი კაცითა. სხუა - მთიულეთს ციხე და სოფელი [ბ]რილი, ოცდა- ოთხი კუამლი კაცი, ერთი ეკლესია თხუთმეტით პა- ტიოსნით ხატითა და მისით წიგნებითა სრულობით შემკობილი. თევაროშოს-თექსუმეტი კუამლი კაცი და ციხე სხუა, და არიშიძე ლომი მისით ციხითა, ორმოცით კუამლით კაცითა. ზედა-ქალაქსა კარგი საბატიო გუმბათიანი საყდარი ჯუარცმისა საეფიზკოპოზო მისით მითუალმარგალიტუ- ლით ომფორითა შემკობილი, რაც ეფიზკოპოზსა და იმისთანას საყდარს ეკადრების, იმისთანას წიგნებით სრულიად გათავებული, ასის კუამლის კაცითა.
  • 63.
    63 და ღებს -ორი აზნაურშვილი გიგაშვილები მისით ციხითა და სამოცდათორმეტით კუამლის კაცითა. შოდას - წმიდის გიორგის ეკლესია და სოფელი, ოცდახუთი კუამლი კაცი დაციხე. ჩუეშოს - ციხე და შუიდი გლეხი. ჭიორას - ციხე და სოფელი, თექუსმეტი კუამლი კაცი. ბუბას - კარგი ეკლესია, ციხე და სოფელი, ეკლესია კარგის ჯვარ-ხატითა, ოცდახუთი გლეხი. სხუა - ღების შესავალი სოფლები. ჯუმლად - ოთხასი კუამლი კაცი. სამი საშავარდნე სხუა, ყოვლის დღის სანადიროები საჯიხვე, ზოფახითო, კირტიშო, ედენ, გილოინა, რიონის სათავე, სხუა სანადიროები არჩუისა. ამ მამულს გარეთ - სამასი სამანქანური და ზედა- ლური აბჯარი, სამასი ვეცხლის ჭურჭელი; სურა-თეფში, ჩორღათო და თასი, ვეცხლის ტაშტი, წურწუმა, კახთ მე- ფის ნაპარევი. ამას გარეთ - სამასი დიდი და სუბუქი ქუაბი, სამასი ჯორი, სამასი კარგი ულაყი. ამას გარეთ ვეღარა ამოგივედით, არ შეგვჯერდით, ამისათუის რომე თქუენი სწორი კაცი სუანეთს არ იყო, და სხუა ვეღარა ღონე ვქენით, სრულიად სუანთა ეცერს აქეთ ყუელამან თქუენი ბაჟი დავიდევით, სრულად მუ- ლახელთა და მულახის შესავალთა, ლატარელთა და ლატარის შესავალთა, უშკულელთა და უშკულის შესა- ვალთა. აწე მოგუიხსენებია გლოლას ზედათ, ცენას იქით, ოსეთს აქათ, სრულად მთიულეთის თემი, მათით სამარ- თლიანითა მთითა, ბარითა, საყდრებითა, წყლითა, წისქუ- ილითა, სათევზოითა, სანადიროითა, ველითა, სათიბითა, მისითა მიდგომითა მართლით სამართლიანითა საძებრითა და უძებრითა მისით ყოვლითა. „ამას გარეთ სააღაპოდ
  • 64.
    64 მოგახსენეთ სამასი ნებიერი,ათასი ცხუარი და სამასი ლიტრა სანთელი.“ გქონდეს მკუიდრად და სამამულოდ თქუენ ჯაფარი- ძესა სარგისს, აბესალამს და ვამიყს. ამას გარეთ ვეღარა ამოგივედით, არ შეგვჯერდით, ამისათუის რომე თქუენი სწორი კაცი სუანეთს არ იყო,და სხუა ვეღარა ღონე ვქენით, სრულიად სუანთა ეცერს აქეთ ყუელამან თქუენი ბაჟი დავიდევით, სრულად მულახელთა და მულახის შესავალთა, ლატარელთა და ლატარის შესავალთა, უშკულელთა და უშკულის შესავალთ“. - გვამცნობს დოკუმენტი. ამ დოკუმენტში, ძირითადად, ჩამოთვლილია დღე- ვანდელი ,,მთის რაჭის“ გეოგრაფიული პუნქტები, რომ ეს კუთხე სვანეთის კუთვნილება იყო ჯერ კიდევ XV სა- უკუნეში. სწორედ ეს ტერიტორია ჩამოეჭრა სვანეთს და მიეკუთვნა მეფის კონტროლის ქვეშ მყოფ რაჭას. თუ ადრე სვანეთი წარმოადგენდა „უშგულსა და ლალვერს შუა” ტერიტორიას, XI საუკუნისთვის ,,ერთობლივი სვანე- თი“ არის ხევი „ატკვერსა და ბელას შუა“ ანუ ბალს ზემო, იგივე უბატონო სვანეთი. სწორედ ისაა იზოლაცი- აში მოქცეული. საუკუნეების განმავლობაში არსებული დახვეწილი სვანური მართველობის სისტემაა პასუხი იმ კითხვისა, თუ რატომ ვერ შეძლეს მეფის მიერ ინსპირი- რებულმა მეალყეებმა 12-წლიან იზოლაციაში მყოფი, უკვე მისუსტებული თავისუფალი სვანებისთვის ალყის მიღმა მყოფი რაჭის ტერიტორიების ადვილად წართმევა. რაჭის ტერიტორიებზე კონტრლის დაწესებას სვანთა ჩენილების თანხმობა სჭირდება, ამიტომაა, რომ შეხვედრის ფალავან- დიშვილისეულ სტენოგრამას მეფე ალექსანდრეს და იმდროინდელი წარჩინებული არისტოკრატების გვარები ამშვენებს. და ბოლოს, დოკუმენტის მიხედვით, დასაბეგრი თემების ჩამონათვალში არ ფიგურირებს ოთხიდან ერთ- ერთი - სეტი. ეს თემი ფაქტობრივად მთელი სვანეთის
  • 65.
    65 სულიერი და პოლიტიკურიცენტრია. აქ მდებარეობს სეტის მთავარმოწამის ეკლესია, რომელიც, ლიგურკეს გარდა, სხვა სვანური ტაძრებისგან განსხვავებით, სრულიად სვანეთის სალოცავია. იგი ერთადერთი გუმ- ბათიანი ტაძარია მთელ სვანეთში და მისი კუთვნილი, სეტისად წოდებული ვრცელი მოედნის ხელშეუხებლობის მოტივით, მასზედ მოსახლეობის დასახლება შეზღუდუ- ლია. [ზემო სვანეთის რუსეთის იმპერაში შესვლისთანავე, 1853 წელს ბარტოლომეოს გამოცემულ პირველ რუკაზე მესტიის საზოგადოების დასახლებული პუნქტები წარმოდ- გენილია სოფლებით: ლეხთაგი, ლანჩვალი და მცირე უბანი სენაკით [ფოტო№13]. ყოველ შემდეგ რუკაზე მოხსენიებუ- ლია უკვე სეტი. ამ დროსაც სეტის უბანი მაქსიმალურად დაუსახლებელია. ასევე ნაკლებად დასახლებულია ეს ტერი- ტორია 1890,1930-60-80 წლებში [ფოტო№8, 9, 16]. ბუნებრივია, თემის დაბეგვრა სიწმინდეების ხელყოფის ტოლფასია. ეს უნდა იყოს მიზეზი სეტის თემის დაუბეგ- რაობისა. ეს ფაქტი კიდევ უფრო სარწმუნო ხდება, როცა ვეცნობით საბუთის ფიცით დასრულების პათოსს ბაჟის ამღები გვარის მხრიდან, იციან რა, თუ როგორი დაცულინი არიან ისინი შემდგომი რევანშისაგან, სვანთა მიერ დაფიცების შემთხვევაში. ეს კიდევ ერთხელ თვალნათელს ხდის, თუ რა მნიშვნელოვან როლს თა- მაშობენ სიწმინდეები სვანეთის პოლიტიკურ მმართვე- ლობაში. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა სეტის წმინდა გიორგის ტაძარს ენიჭება. ,,ვინც ეს მოგიშალოს და შეგიცუალოს, წყეულიმც არის აქა და მერმესა მას საუკუნესა, ორთავე ცხოვრებათა შიგან. ან თემისაგან. ან ბაჟისაგან, სადამდის სუანეთი იხსენებოდეს, ან ჯაფარიძის გუარი იყოს, ან იხსენებო- დეს, ვინც შეგიცუალოს, ან მოგიშალოს,- შემცაიცულების
  • 66.
    66 ქრისტიანობის სჯულისაგან, რისხავსმცამამა, ძე და სუ- ლი წმიდა. აწე გქონდეს მკუიდრად სამამულოდ ჭიდროთა[ს] ზედათი, და გლოლას ზედათი, სუანეთს იქით, ოსეთს აქათი, სრულად მთიულეთი ოთხასი კუამლი აზნაურ შვილიანად, გლეხიანად. სრულ ეცერს აქათ რაც სუანი იყოს, ყველამან ბაჟი [მოგცეს]. გიბედნიეროს ღმერთმან, როგორც ნასისხლსა მართებდეს. ვინც ან ამ მთიულეთს დაგეცილოს, და ან ბაჟსა, ამის პირისა და პასუხის გამცემნი ჩუენ სრულად სუანნი ვიყვნეთ. დაიწერა წიგნი ესე ქრონიკონსა რ[ჟ] და ერთსა, ხელითა ფრიად ცოდვილისა ფალავანდიშვილის ფალავან- დისითა; მოწამეცა ვარ ამ საქმობისა.“ [წიგნი ალექსანდრე მეფისა სვანთა მიერ ჯაფარიძეთა სასისხლოს გადახდაზე -1503 წ. მ. ბროსეს არქივში, р 23 (р18/64) პეტერბურგი]. სვანეთის მოალყე თავად-აზნაურთა გვარები, რომლე- ბიც „სასისხლოშია“ მოხსენიებული, მალევე ჩნდებიან თავი- სუფალ სვანეთში. რაღაც პერიოდის და რიგი გარემოებების გამო, ჯაფარიძეები დღევანდელ მესტიაში იწყებენ გათავა- დებას, რაც მათთვის სავალალოდ მთავრდება. კერძოდ, კონკრეტულ მონაკვეთში მათ მოახერხეს აქაური მოსახ- ლეობის დამორჩილება, მაგრამ გარკვეული ინციდენტის გამო, ერთი გადამალული ჩვილის გარდა, მთლიანად განად- გურებულ იქნენ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. ეს ამბავი აღწერილია მაქსიმე კოვალევსკის მიერ, მხცოვანი ფრუსტუმხან ჯაფარიძის მონათხრობის მიხედვით, რომე- ლიც ასევე ურთავდა, რომ მას მერე მისი გვარის 20 თაობა იყო დაბადებული [Ковалевский М, მოსკოვი,1890 წ. გვ.14- 15]. ეს ამბავი მალევე არ უნდა მომხდარიყო (ანუ 1503 წ-დან). ვინაიდან „სვანი ჩენილების“ მეხსიერებაში აუცილებლად ამოტივტივდებოდა ფაქტი, რომლის მიხედვითაც სასისხლო,
  • 67.
    67 სხვა სამი თემისგანგანსხვავებით, არ ბეგრავდა სეტის თემს და შესაბამისად, არავის ჰქონდა უფლება, მათთვის რამე სახის ვალდებულებები დაეკისრებინა. ალბათ ეს იყო მი- ზეზი იმერეთის მეფის მხრიდან სვანთა დაუსჯელობისა, მათ მიერ მეფის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და მხნე გვა- რის ხელყოფის მიუხედავად. მუჟალის თემში, ჩვიბიანში, მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის იოანე ნათლისმცემლის ხატის ვერცხლის ფირფი- ტაზე, სასიხლოში აღწერილი მოალყე გვარის წარმომადგე- ნელი, ფუთუთა გარაყანიძე, ღმერთს ავედრებს თავსა და შვილთა მისთა [თაყაიშვილი ე, თბ. 1910 წ. გვ. 232]. მულახის თემის ჟამუშის მაცხოვრის ტაძრის ღვთისმშობელი - ვერ- ცხლის ნაჭედ ხატზე და მასზედ გადასაფარებლად ნახმარ ოქროქსოვილის დროშაზე არსებულ წარწერებში მოიხ- სენიება. იმავე დოკუმენტში მოხსენიებულია კუჭაიძეების გვარის ორი წევრი: ლომკაცი კუჭაიძე და მისი მეუღლე, კაკონა ჯაფარიძე - მათ მიერ შეწირულ ხატზე, ხოლო დრო- შაზე კვლავ ხატის შემწირველი, ვინმე ქაიხოსრო კუჭაიძე. გარაყანიძის და კუჭაიძის გვარები [განსხვავებით ჯაფა- რიძეებისაგან, რომელთა ერთი შტო, ალექსანდრე ჯაფარიძის გადმოცემით, დიდი ხნის წინ იქნა ჩართოლანების მიერ სვანეთში ჩამოსახლებული [იხილეთ ნარატივი №84; გვ.74; შანიძე აკ. თბ. 1978 წ.], [ფოტო№36], ვიდრე პირნათელ ჯაფარიძის ოჯახამდე. ამ გამორჩეული ოჯახის მრავალ- რიცხოვანი წევრების სახელები, პირნათელის სოციალურად აქტიური ქმედებებით, ოთხთავზე არსებული და მათივე ფრესკებზე გამოსახული მინაწერებით, ცნობილი იყო; ხოლო აღწერილი ალყის შემდგომ პერიოდში, არცერთი მათგანის სახელი მინაწერებში აღარ მოიხსენიება] არც მანამდე და არც შემდგომ არასდროს სახლებულა არათუ მულახის თემში, არამედ არსად სვანეთში. ამავე მულახის თემში, ჟამუშში, ფიქსირდება გიორგი იმერეთის მეფის და დედოფალ რუსუ-
  • 68.
    68 დანის (შერვაშიძის) შეწირულიმაცხოვრის ხატი, რომელიც სრულიად სამართლიანად, წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის მსჯელობით, 1563-1578 წლებს შორისაა მოჭედილი [თაყაიშ- ვილი ე. 2017 წ. გვ. 241]. აღნიშნულიდან გამომდინარე შე- იძლება ვივარაუდოთ, რომ რაჭაში მათთვის არასახარბი- ელოდ განვითარებული მოვლენების გამო, აღნიშნული გვა- რები ამოსული არიან სასისხლო დოკუმენტის თანახმად, მათ მიერ დაბეგრილ ზემო სავანეთში. მაშინ იმერეთის მეფის შესაწირი ხატი, ისევე როგორც ზემოთ აღწერილი ხატები, ერთ პერიოდში უნდა იყოს დამზადებული, სავარაუდოდ, 1563-1578 წლებში. დიდი ალბათობით, ეს გვარები, რომელ- თა შორისაც ურთიერთმოყვრობაც იკვეთება, ამ რეგიონში ერთად უნდა გამოჩენილიყო (მათ შორის ჯაფარიძეების თა- ვადური შტოც). ასევე, თუ გავითვალისწინებთ ფრუსტუმხან ჯაფარიძის მიერ მოხსენიებულ, ამ დროიდან XI საუკუნემდე დაბადებულ ოც თაობას, სავარაუდოდ, მისი ეს მონათხრობი XVI ს-ის შუა წლებში უნდა მომხდარიყო. გრაფინია უვაროვა გადმოგვცემს თავად თათარხან და- დეშქელიანის მიერ ძველი დროის სვანეთის ბრწყინვალე ხანაზე დანანებით გამოთქმულს: „ფრიად სარწმუნოა, რომ მართალია თავადი თათარხან დადეშქელიანი, როცა ამბობს, რომ XI და XII საუკუნეში ენგურის ხეობის მოსახლეობა სარგებლობდა დიდი განმანათლებლობით და საუკეთესო საკომუნიკაციო გზებით, ვიდრე ამჟამად. თავადის აზრით, სვანეთი მაშინ ჩაეხშო, როცა საქართველოს ისტორია აირია, როცა სამეფო ხელისუფლება გაითიშა და იწყო დასუსტება, მისცა რა ამით საშუალება უცხოტომელებს, მოსარგებლეებს ამ სისუსტით, გაექურდათ და გაეძარცვათ ეს მხარე.“ [,, Очень вероятно, что княз Татархань Дадеш- келиани прав, говоря, что XI и XII в. В далине Ингу- ра население пользовалось большимь просвещениемь и лучшими путями сообшения, чем теперь. Заглохла Сва- нетия, по мнению князя, вто время, когда история Гру-
  • 69.
    69 зии спуталась, кагдавласть Царская разделилас и стала падат, давая вазможность и н о п л е м е н н ы м воспользоватся этою слабастью, грабя и расхищая краи] [უვაროვა პ. 1904 წ. პეტერბურგი, გვ. 290] . ამგვარად მოუწია სვანეთს სრულიად საქართველოსთვის შემოენახა ის დიდი საგანძური, რასაც წარმოადგენს სვანი ხალხი თავისი ,,ჩენილებით’’; ქართული ენის სიამაყე - სვანური დიალექტი; უმშვენიერესი ეკლესია-მონასტრები, მასში დაცული სიძველეებით და სიწმინდეებით; თვით- მყოფადი არქიტექტურა; პიროვნულ ღირსებებზე აგებუ- ლი საზოგადოებრივი თვითმმართველობა, რომლისთვი- საც დღემდე არასოდეს უღალატიათ სვანებს; ერთიანი საქართველოსათვის თავდადება, რომელსაც არასოდეს შეპარვია სეპარატიზმის ბაცილა და სიყვარული ქრისტე- სი, რომელსაც ასე ერთხმად და მადლიერებით მიართვეს თავიანთი ოფლითა და სისხლით მონაგები ხვასტაგი, საკუ-არი ხალხის და ქვეყნის საცხონებლად. ================== 7. დასკვნა ნაშრომში განხილულ იქნა სვანეთის განვითარება სხვა- დასხვა პერიოდში. მიმოვიხილეთ საქართველოს ისტორიის გარკვეული პერიოდები, რომლებიც უნებლიედ დაიყო რამ- დენიმე ეტაპად. სვანეთის საკითხის განხილვის საქმეში საქართველოს ისტორიის პერიოდებად ამგვარი დაყოფა გამოიწვია ამ თემატიკისთვის გამოყენებული ისტორიული წყაროების და დანარჩენ საქართველოსთან მიმართებაში სვანთა ტომის ურთიერთობების თავისებურებებმა: I-III საუკუნეები - ქართულ-ქართველურ ტომთა გეოგრაფიული განსახლება და მათი ურთიერთობა (მათ შორის სვანთა); IV- VII საუკუნის პერიოდი, სადაც იკვეთება კულტურული
  • 70.
    70 (ორთოდოქსულ-ქრისტიანული), სოციალური, ძლიერი ფეოდალურისაზოგადოების ჩამოყალიბების დასაწყისი და ეთნიკური სახე; VIII-XVI სს. - ერთიანი ქართული სახელმ- წიფოს ჩამოყალიბების წინაპირობიდან მის პირველად დაშლამდე; XIX ს. და XX საუკუნის დასაწყისი - დიდი ხნის სტაგნაციის შემდეგ, სვანეთში რუსეთის იმპერიის შემოს- ვლის პროცესში, ამ კუთხეში შემონახული ტრადიციების, კულტურულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის და შიდა ტომობრივი წყობის საერთო სურათის განსახილველად. ეს უკანასკნელი შემავსებელი შტრიხია იმ დინამიკისა, რაც განიცადა სვანეთმა ამ დიდი პერიოდის განმავლობაში. ნაწარმოებში განხილული მასალების მიხედვით, პირველ საუკუნეებში, სვანთა ტომი განსახლებულია ლაზთა და აღმოსავლეთით მის მეზობლად მყოფ სომეხთა ჩრდილო- ეთით. ისინი დასავლეთში მაცხოვრებელ იბერიელებად იწო- დებიან, მოიცავენ დიდ ტერიტორიას შავ ზღვამდე და საკმაოდ მრავალრიცხოვანნი არიან. შემდგომ პერიოდში, ეგრისის სახელმწიფოს გაძლიერებისა და მისი ჩრდი- ლოეთით გაფართოების მერე, ლაზთა და მათ ქვეშევ- რდომობაში მყოფ სვანთა ეთნიკური საზღვარი ამჟამინდელ ქვემო და ზემო იმერეთს შორის გადიოდა. სწორედ ამ ადგი- ლას მოიაზრება, სავარაუდოდ, ვახტანგ გორგასლის მიერ ინსპირირებული ომის ფრონტის ხაზი სვანთა და ლაზთა შორის. ამ გეოგრაფიის ფონზე, არაბების შემოსევისას, წმინდა დავითი და კონსტანტინე უკვე ძლიერი საგვარე- ულოს წარმომადგენლები არიან (როგორც ზემოთ აღვნიშ- ნეთ, არსებობს ვარაუდი, რომ ისინი ბაღვაშთა ოჯახს წარმო- ადგენენ. რაც შეეხება მხეიძეების გვარს, იგი უფრო გვიანდე- ლია). ისინი, როგორც მთავრები, საზღვრიდან ჩრდილოეთ- ით, სვანურ მხარეს ჩანან. იმ დროისთვის და შემდგომაც ტოპონიმიკა აქ სვანურია. უფრო მოგვიანებით ამ მხარეში მთავრები ბაღვაშებად ფიქსირდებიან და მათ მიერ ნაშენები
  • 71.
    71 ციხე-სიმაგრეები და საფორტიპიკაციონაგებობები სვანური არქიტექტურისაა. დიდი ალბათობით, მარგვის (სვან. ქლი- ავის ნაირსახეობა), თაკვერი (სვან. თოკი) და შემდგომში რაჭად წოდებული ტერიტორიები, ზემო სვანეთის ჩათვ- ლით, სვანურენოვანი იბერიზირებული მოსახლეობით უნდა ყოფილიყო დასახლებული. ამ ადგილებში რომელიმე სხვა ქართული ეთნოსი არ ფიქსირდება. ამ ვარაუდს კიდევ უფ- რო ამყარებს იმერეთის მეფე ალექსანდრეს მიერ XVI საუკუ- ნეში ზემო რაჭის ტერიტორიების სვანეთისთვის ჩამორთმევა - ტერიტორიებისა, რომლებიც იმ დროისთვის ჯერ კიდევ ზემო სვანეთის კუთვნილებაა და იქიდანვე იმართება (მოი- ხსენება ზემო სვანეთის ოთხი თემი: ლატალი, სეტი, მულა- ხი და უშგული). ეს ფაქტი განმტკიცებულია სასისხლო დო- კუმენტით - „წიგნი ალექსანდრე მეფისა სვანთა მიერ ჯაფა- რიძეთა სასისხლოს გადახდაზე“ - დაწერილი 1503 წელს, სადაც თვალნათლივ ჩანს აღნიშნული პროცესი. ყურად- ღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ მიუხედავად სვანეთის 12- წლიანი მჭიდრო ალყისა, ამ ტერიტორიების იმერეთის სამეფოსთვის გადაცემას, სვანთა მმართველი ჯგუფის (ჩენილების) დასტური სჭირდება, თან იმ დროს, როდესაც მეფეს ალყის პროცესშიც შეეძლო, მისი დიდი სახელმ- წიფიებრივი სამხედრო რესურსის მეშვეობით, ამ მხარის მითვისება და იმ რეფორმების გატარება, რაც კონფლიქტის სვანთა საწინააღმდეგოდ დამთავრების შემდგომ, დაუყოვ- ნებლივ იქნა განხორციელებული ანუ სვანურენოვანი მოსახ- ლეობის ჩანაცვლება, ამ დროისათვის უკვე ჩამოყალიბე- ბული, კუთხური, იმერული მოსახლეობით. სვანეთისა და სვანური მოსახლეობის საუკეთესო ხანად მაინც IX-XIII საუკუნეები შეიძლება ჩაითვალოს. ეს პერიო- დი ემთხვევა ბაღვაშთა ფეოდალური სახლის გამოჩენას და გაძლიერებას. (ბაღვაში სვ. ძლიერი მდიდარი ). სწორედ ისი- ნი არიან სვანთა უშუალო მეზობლები, მათ მიერ არის რაჭა-
  • 72.
    72 ლეჩხუმში აშენებული სვანურიარქიტექტურის ფორტიფი- კაციები, მათი მმართველობის პერიოდში შენდება უამრავი ეკლესია-მონასტერი, კერძოდ დუროებიანი კოშკები და სა- მოსახლოები სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში. ბაღვაშების (კახბერიძეების) სავარაუდო კავშირს სვანეთთან დიდი ადგილი ეთმობა ჩვენს ნაშრომმში და ეს ვარაუდი ბევრ უპასუხო კითხვას სცემს პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რა სახსრებით მოხდა ასეთი მასშტაბების აღმშენებლობა სვანეთში IX-XIII საუკუნეებში. ჩვენი ვარა- უდით, სვანეთში არსებულ ბაღვაშთა ლაშქარში მომსახურე, გამდიდრებულ სვან თანამოძმეთა უკუმიგრაციის შედეგად ხდება სვანი ოჯახების მიერ თავიანთი საგვარეულო ტაძ- რებისა და სამოსახლოების ერთდროული აღმშენებლობა აღ- ნიშნულ პერიოდში. ქართული ენაზე ღვთისმსახურება და იმდროინდელ ხელნაწერებში საყოფაცხოვრებო შინაარსის ქართული მინა- წერები უდავოს ხდის ამ მხარის გამოკვეთილ იბერიზებუ- ლობას. ბაღვაშთა მჭიდრო კავშირი ბიზანტიასთან აისახა სვა- ნურ საზოგადოებაში ქრისტიანული ცხოვრების დიდი აღტ- ყინებით. იმდროინდელი ზემო სვანური საზოგადოება, დღევანდელი გადმოსახედიდან, დიდი თანამედროვეობით გამოირჩევა. სვანეთი, თავისი აღმშენებლობით ტაძარ-მონას- ტრებისა, ტოლს არ უდებს საქართველოს სხვა რეგიონებს. შეძენილი ახლად ნათარგმნი ოთხთავებითა და საეკლესიო წიგნებით გაჯერებულია ამ საუკუნეეში აშენებული ტაძ- რები. შემდგომ სვანეთშივე დაიდო ბინა წიგნების გადაწე- რისა და თვითმყოფადი სვანური ხატწერის საკუთარმა სკოლამ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისტორიულ სა- ზოგადოებაში ბაღვაშთა ფეოდალური გვარი ასოცირებულია ბაგრატიონთა სამეფოს გვარის ტრადიციულ მოწინააღ-
  • 73.
    73 მდეგესთან და საქართველოსსახელმწიფოებრიობის განმტ- კიცების ხელის შემშლელად მოიაზრება, მათი დამსახურება ერისა და სამშობლოს წინაშე ძალიან დიდია. იმის გამო, რომ ეს არ არის ჩვენი მსჯელობის ძირითადი თემა, მათი დამ- სახურების მხოლოდ მცირე ნაწილია აღწერილი ამ ნაშრომ- ში. აღნიშნულ ღვაწლს სათანადოდ აფასებდნენ ბაგრატიონ- თა სამეფო გვარში და ბაღვაშების ისტორიული ყმობა სამეფო გვართან უფრო ხანგრძლივი და პროდუქტიული იყო, ვიდრე მტრობა იყო დამანგრეველი და საზიანო სახელმწიფოს- თვის. ბაღვაშებთან ერთად მათ ლაშქარში მეფისათვის მეომა- რი სვანური გვარები მეფეთა მიერ დამსახურებულად იღებ- დნენ წარჩინებულის ტიტულებს. სვანეთში უკუმიგრაციის შედეგად, მათგან უნდა წარმოშობილიყო ე.წ. სვანვარგთა ფენა (ეს გვარები XIV საუკუნის წერილობით წყაროებში მოიხენება, როგორც თავისუფალი სვანეთის მოსახლეები). სხვა შემთხვევაში შეუძლებელია ახსნა მოეძებნოს ამ ფენის საყოფაცხოვრობო შეუსაბამობას მათ ტიტულატურასთან. თვით ის ფაქტი, რომ მათ არ ჰყავდათ და არც შეიძლებოდა ჰყოლოდათ ყმები თავისუფალ სვანეთში, ამყარებს ნაშრომში გამოთქმულ ვარაუდს უკუმიგრაციის შესახებ. სათავადო ტერიტორია და ყმების გარკვეული რაოდენობა მათ თავის დროზე, ტიტულთა მინიჭებისთანავე ექნებოდათ გადაცემუ- ლი, ოღონდ არა ზემო სვანეთში, სადაც მათი საოჯახო საცხოვრისი მდებარეობდა. შეუსაბამობა განსაკუთრებით თვალშისაცემია, რადგან ეს გვარები, დანარჩენი სვანური მოსახლეობის მსგავსად, ყოველთვის თვითონ ამუშავებდნენ მათ კუთვნილ მიწებს თავიანთი ოჯახების გამოსაკვებად. XIX-XX საუკუნის დასაწყისში სწორედ ვარგებისგან ცდი- ლობს რუსეთის იმპერია, ტრადიციული სვანური, მყარი მმართველობის საპირწონედ შექმნას „კეთილშობილ გვართა ფენა“ [1950 წ. რუსეთში გამოცემულ „ხავერდოვან წიგნში“
  • 74.
    74 შეტანილი სვანური გვარები]სვანეთის შემდგომი ექსპან- სიისათვის. ამის დამადასტურებელია ბლოღოჩინ ბესარიონ ნიჟარაძის მიერ შედგენილი, ზემოთ მოყვანილი, ყოველ- წლიური დოკუმენტი. სეტის წმ. გიორგის სამრევლოს (მესტიის ძირითადი მოსახლეობა) შემადგენლობაში 7 ათეული თავადაზნაურული და 14 ათეული გლეხის ოჯახი შედის. ასეთი თანაფარდობა, მით უმეტეს ზემო (ბალსზემო) სვანეთში, სადაც არასოდეს ყოფილა კლასობრივი განსხვა- ვება, არარეალურად გამოიყურება. იქვე მოყვანილი გვაქვს იგივე დროების ანალოგიური სამრევლო საბუთი ლეჩხუმის რეგიონის ერთ-ერთი ტაძრისა, სადაც მრევლის სრული შემადგენლობა გლეხური წარმოშობისაა. დასასრულ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშ- ნოს, რომ სვანეთის მოსახლეობას ყოველთვის ჰყავდა თავისი თვითმმართველობა, მიუხედავად იმისა, იყო იგი თავისუ- ფალი, თუ რომელიმე სახელმწიფო წარმონაქმნის ვასალო- ბაში იმყოფებოდა. ზემო სვანეთი დღემდე მიმოფანტული სვანური ეთნო- სის მედროშეა. აქ დღემდე არსებობს ერთ-ერთი უძველესი გაერთიანება გვაროვნული ერთობისა მულჯგრააგი (ლელ- ჯგრააგუ). მას სიმბოლურად, მაგრამ ჯერ კიდევ აქვს შენარ- ჩუნებული ძველი სვანური თვითმმართველობის ერთ-ერ- თი ფუნქცია - სვანეთის სულიერი ცენტრის, სეტის წმ. გიორ- გის საერთო სვანური სალოცავის მოვლა-პატრონობა სრუ- ლიად სვანეთის სახელით. ღმერთმა დალოცოს საქართველო და მისი ერთგული ბურჯი, ღმერთმა დალოცოს სვანეთი!
  • 75.
    75 №1 ორბეთის (ლეჩხუმიიგივე თავკვერი) ციხე №2 სოფელი ღები. ასი წლის წინ გადაღებული ფოტო. დუროიანი (სათოფურიანი)
  • 76.
    76 №3 დიუბუა დემონპერე, ჩანახატები – რაჭა-ლეჩხუმი; №4 დიუბუა დე მონპერე, ონის ციხე
  • 77.
    77 №5 დიუბუა დემონპერე, ღები №6 მინდას ციხე - ბაღვაშების რეზიდენცია, რაჭა. დიუბუა დე მონპერე (ჩანახატში კარგად ჩანს, რომ ციხის ქონგურები სვანური არქიტექტურისაა)
  • 78.
    78 №7 კახაბერიძეების საგვარეულოეკლესია, ფუსდის (მამა ღმერთის სახელობის), მესტია
  • 79.
    79 №8 მესტიის სეტი,1889 წელი, ვიტორიო სელა. ამ დრო- ისათვის სეტის წმ. გიორგის ტაძარი ჯერ კიდევ ძველია. გუმბათი კოშკის ფორმითაა შეკეთებული, ძველი მოხატუ- ლობით (კედლის მხატვრობის რამდენიმე ფრაგმენტი დღე- მდე ინახება ტაძარში.) და ყველაზე დაზიანებულია მთელი სვანეთის ტაძრებს შორის. მარჯვნივ ჩანს სენაკის უბანი, სადაც არის წმ. გიორგის ტაძარი. იკვეთება ოთხი კოშკი, ორი უკანა არის: ერთი ტაძრის და ერთიც მჭედლიანების ორ- კოშკიანი კომპლექსიდან, აწ აღსადგენი დიდი კოშკის თავი.
  • 80.
    80 №9 მესტიის სეტი.1930 წ. სურათზე აღნიშნულია სე- ტის ტაძრის ადგილმდებარეობა. მონიშნული ფართი წარ- მოადგენს უბანს, რომელსაც სენაკი ეწოდება. აი, ასეთი მცირედ დასახლებულია სენაკის უბნის გარშემო განა- შენიანებული სეტი 1930 წელს.
  • 81.
    81 №10 სეტის წმ.გიორგის სახელობის ტაძარი სენაკში. ეს რუსების მიერ 1901 წელსაა აგებული („კავკასიაში მართლ- ადიდებლური სარწმუნოების აღორძინების სზოგადოებისა“ და ადგილობრივი სამრევლოს ხარჯებით). ასეთი სახით აქვთ იგი ნანახი უვაროვას და ექვთიმე თაყაიშვილს. მათი მოგზაურობის დროს საგანძური ამ ტაძრისა ინახება მჭედლიანების კოშკში და ტაძრის ე. წ. მამასახლისია სუმაი (იგივე ჩუვაი) ა.მ. ჭედლიანი .
  • 82.
    82 №11 მურთაზ მჭედლიანისორკოშკიანი საცხოვრებელი კომპლექსი სენაკში. ამ არქიტექტურული წყობით ერთადერ-თია სეტში. მარცხნივ ჩანს დიდი კოშკის ფუნ- დამენტი და სახლის კედელში ჩაშენებული კოშკის დარ- ჩენილი დეტალები, აგრეთვე კოშკში შესასვლელი კარი. მარჯვნივ არსებულ მცირე კოშკში ინახებოდა სეტის წმ. გიორგის საგანძური.
  • 83.
    83 №12 მჭედლიანების იგივესახლი. გადაღებულია ხიდიდან. მარცხენა წინა პლანზე ორკოშკიანი სახლის აწ უკვე დაშლი- ლი კოშკია. ქვემოთ ჩანს დიდი გალავანი, რომელიც ზღუ- დავს სენაკის უბანს და რომლის დეტალებიც დღემდეა შემორჩენილი.
  • 84.
    84 №13 სვანეთის რუკა,პოლკოვნიკ ბარტოლომეოს მიერ 1953 წელს შედგენილი. ეს არის თავისუფალი სვანების მიერ რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ შედგენილი ერთ- ერთი პირველი რუკა. მასზე დღევანდელი მესტიის საზოგადოება წარმოდგენილია ლეხთაგის და ლანჩვალის სოფლებით და მცირედ დასახლებული სენაკი პატარა ცენტრალური უბნით (სადაც იმ დროს იმყოფებოდა ჯერ კიდევ ძველი არქიტექტურის ჯგრააგის ტაძარი). ყოველ შემდგომ რუკაზე სენაკის ნაცვლად მოიხსენება სეტი.
  • 85.
    85 №14 ჭიტა ჭედლიანი,დაბადებული 1844 წელს. აბრამ ჭედ- ლიანის მამა. (მისი საცხოვრებელი სახლი იყო (ამჟამად დე- ვდარიანების) მჭედლიანების ბაღვაშა ქორად წოდებული კოშკიანი სახლი და მის შთამომავლებს, კერძოდ - შმაგი მჭე- დლიანს, დღემდე აქვთ ამ საცხოვრებელთან მიბჯენილი ყა- ნა). ერმაკოვის ფოტო, გადაღებული 1912 წელს.
  • 86.
  • 87.
    87 №16 მე-20 საუკუნის80-იანი წლები, მესტიის ცენტრი, სეტ- ის მოედანი. პირდაპირ ჩანს სენაკის უბანი №17 იმპერატორი ბასილი II-ის კურთხევა ანგელოზების მი- ერ (Venet. Marc. Ms. gr. 17. Fol. 3r).
  • 88.
    88 №18 ილუსტრაცია -ბასილ II ამარცხებს გიორგიI-ს. მადრი- დის სახელმწიფო მუზეუმი №19 სეტის წმინდა გიორგის ხატი
  • 89.
    89 №20 ლებიჭინის დანაკიფარის წმ. გიორგის ხატები
  • 90.
    90 №21 დიოკლეტიანე; ბასილიდიდი №22 მონეტა - ბასილი დიდი და კონსტანტინე VIII
  • 91.
  • 92.
  • 93.
  • 94.
  • 95.
  • 96.
  • 97.
  • 98.
  • 99.
  • 100.
  • 101.
  • 102.
  • 103.
  • 104.
  • 105.
  • 106.
  • 107.
    107 ლატალის ეს ეთნოგრაფიულიმასალა მოგვაწოდა ისტორიის დოქტორმა, ეთნოლოგმა, ნინო წერედიანმა. ფოტო№37
  • 108.
    108 გამოყენებული ლიტერატურა: აგათა სქოლასტიკოსი,გეორგიკა III, თბილისი, 1936 წ.; ანთელავა ი., საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველები XI-XIII ს.ს; 1983 წ. თბ.; ბერი ბაქრაძე, მოგზაურობა სვანეთში, თბ.1864 წ.; ბერძენიშვილი ნ., ათონის ივერთა მონასტრის აღაპები. თბ. 2007 წ.; ბოგვერაძე ა., პრისკე პანიონელის ერთი ცნობის შესახებ, „ივანე ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისადმი მიძღვნილი კრებული“თბ. 1976 წ. გვ.197; გოილაძე ვ., ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი თბ. 1991 წ. გვ.100; თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ- სვანეთში 1910 წელს. პარიზი, 1937 წ.; თეოფანე ჟამთააღმწერელი „გეორგიკა“ IV; თბ. 1962 წ.; იოანე დრასხანაკერტელი, 1937 წ. თბ. თარგმანი - ი. აბულაძის; იოანა მალალა, „გეორგიკა“ III; თბ. 1936 წ.; ლომოური ნ. დასავლეთ არგვეთი (ეგრისი) IV-V ს.ს., საქართ- ველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, 1973 წ.; მათეუს ურჰაეცი ედესელი (1070-1144 წწ.), ისტორია I ნაწ.; 1898 წ. [სომხურად] მუსხელიშვილი დ. აფშილთა ეთნიკური კუთვნილების სა- კითხისათვის, ჟურნალი არტანუჯი, N10. თბ. 2000 წ.; მუსხელიშვილი დ. საქართველო IV-VIII სს. 2003 წ.;
  • 109.
    109 მენანდრე პროტექტორი, „გეორგიკა“ ტ. III, თბ. 1936 წ.; ეთერ მჭედლიანი, სტატია გაზეთში "ლალხორ", 14, 1-15, 01. 2006 წ. მესტია; პროკოპი კესარიელი, გეორგიკა ტ. II, თბ. 1965 წელი; სილოგავა ვ., სვანეთის წერილობითი ძეგლები, ტ. I, თბ. 1986 წ.; სტრაბონის გეოგრაფია, ყაუხჩიშვილის თარგმანი, თბ. 1957 წ.; ქართული წარწერების კორპუსი, ტ. II. თბილისი, 1980 წელი; ქართლის ცხოვრება ტ. I, 1955 წელი; ყაუხჩიშვილი ს., მისიმიანთა ტომი I, თბ. 1936 წ.; შანიძე ა., სვანური ენის ქრესტომატია, 1978 წ.; წიგნი ალექსანდრე მეფისა სვანთა მიერ ჯაფარიძეთა სასისხლოს გადახდაზე. 1503 წ.; ჯაფარიძე ა., სვანების საცხოვრისი, 2001 წ.; ჯაფარიძე ა., სტრაბონი კოლხეთის შესახებ, 2001 წ.; ჯუანშერი, ქართლის ცხოვრება ტ. I, 1955 წ. გვ.177; ჯაფარიძე გოჩა, „ლიპარიტ IV ბაღვაში ბიზანტიისა და თურქ-სელჩუკთა დილომატიურ ურთიერთობებში" ძიებანი, ტ. I, თბილისი, 2012 წ.; Бардавелидзе В. Древнеишие религозные верованияи и обрядовое графическое искусство грузинских племен 1957; Бартоломеи - Поездка в вольную Сванетию в 1853 г, 1855 თბ;
  • 110.
    110 Кондаков,ОПИСЬ ПАМЯТНИКОВ ДРЕВНОСТИВ НЕКО- ТОРЫХ ХРАМАХ и монастырях ГРУЗИИ, СТЮ 53, პეტერბურგი 1890; Каджан А, Византииские липариты, ბიზანტიური ეტიუდები, თბ. 1918 წ.; Ковалевский М„Законь и щбычай накавказе.“ ტ.II; Горцы мингрелии и грузии;“ Моска-1890 წ.; Меликишвили Г. К истории древней Грузии, თბ. 1959 წ.; Уварова П. 1904, Кавказ. Путевые заметки; Патканов К.1877, Армянская география VIIв.; Чубинашвили Г. Н. Грузинское чеканное искусство. - Тбилиси.: Сабчота Сакартвело, 1959; R.GUILAND, 1970, ETUDOS SUR I’ HISTOR DE I’EMPIRE BYZANTIN. LEEUROPALATE, BIZANTIA, 2, 208; Dedicatio, ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი, თბ. 2001 წ.
  • 111.
    111 ს ა რჩ ე ვ ი 1. შესავალი ...................................................................................................................... 5 2. სვანეთის ზოგადი ისტორიული მიმოხილვა, I-IX სს. ............ 8 3. სვანეთის ტაძრებისა და IX-XIII საუკუნეებში მათი უეცარი აღმშენებლობის შესახებ …………………………………………. 20 4. ბაღვაშები - კახბერიძეები და ვარაუდი მათი სვანური წარმომავლობის შესახებ …………………………………………… 30 5. სეტის წმ. გიორგის (ჯგრაგის) ეკლესია ............................................. 40 6.წიგნი ალექსანდრე მეფისა სვანთა მიერ ჯაფარიძეთა სასისხლოს გადახდაზე - 1503 წ. …………………………………… 58 7. დასკვნა …………………………………………………………… 69