2. ფეხბურთი
• ქაისერისფორის" 33 წლის მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმა
სანაკრებო კარიერა ერთი თვის წინ დაასრულა.
• "ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის", - განაცხადა მაშინ
ხიზანიშვილმა (იხილეთ ვრცლად).
• ხიზანიშვილმა სანაკრებო 1999 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ
ეროვნულ გუნდის მაისურით სულ 91 შეხვედრა ჩაატარა.
• კარიერის განმავლობაში ქართველს ფეხბურთელს უთამაშია
თბილისის "დინამოში", "რეინჯერსში", "ბლექბერნში",
"ნიუკასლში" და "რედინგში".
• ზურაბ ხიზანიშვილი Sportall.ge-ს რუბრიკის "ინტერნეტკონფერენციის" სტუმარია და საიტის მკითხველთა
შეკითხვებს უპასუხებს.
3. კალათბურთი
•
მილუოკურ გაზეთ "სენტინელში" ჟურნალისტმა ჩარლზ გარდნერმა საინტერესო პუბლიკაცია მოამზადა ზაზა ფაჩულიას შესახებ.
იგი გაესაუბრა როგორც კალათბურთელს, ასევე მის მწვრთნელ ლარი დრიუს.
•
"ზაზა ფაჩულია და ლარი დრიუ მილუოკამდე ერთმანეთის გვერდით "ატლანტა ჰოქსში" მუშაობდნენ. 2013-14 წლების სეზონის
მოსამზადებელი ეტაპის დასაწყისში ქართველი ცენტრი სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობდა, ახლა კი მწვრთნელს საშუალება
აქვს, თამაშებშიც გამოიყენოს.
•
- მოხარული ვარ, რომ ფაჩულია მწყობრშია და გვეხმარება. ცხადია, ვეცდებით, თავიდანვე ზედმეტად არ დავტვირთოთ.
ვათამაშებთ, რომ სეზონის ოფიციალურ სტარტს კარგ ფორმაში შეხვდეს, - ამბობს ლარი დრიუ.
•
"მილუოკის" ორი საგამოფენო მატჩი დარჩა - 23 ოქტომბერს "ნიუ იორკის", ხოლო 25-ში "ტორონტოს" წინააღმდეგ. NBA-ს სეზონს კი
30-ში ისევ "ნიუ იორკ ნიქსთან" შეხვედრით გახსნის.
•
რაც შეეხება ფაჩულიას, შეგახსენებთ, რომ მან აქილევსის მყესის ტრავმა თებერვალში მიიღო, ხოლო ოპერაცია აპრილის დასაწყისში
გაიკეთა. ზაფხულში "ატლანტადან" "მილუოკიში" გადავიდა და წინახაზელ ლარი სენდერსს შეუწყვილდა.
•
- ზაზა ჭკვიანი კალათბურთელია, კარგად იცნობს სამწვრთნელო შტაბს და ჩემს საკალათბურთო შეხედულებებს. იგი მოგებისთვის
არაფერს იშურებს, მზადაა, ყველა წვრილმანი საქმე კარგად შეასრულოს.
•
თამაშების ვიდეოგარჩევისასაც ძალიან გვეხმარება. ახლა მთავარია, ფაჩულია სათამაშო რიტმში დროულად ჩადგეს, - როგორც
მიხვდით, ესეც დრიუს ნათქვამია.