More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
სქურის სამონასტრო კომპლექსი
1.
2. საეკლესიო კომპლექსში შედის ცალნავიანი
ბაზილიკა კარიბჭით, სამხრეთისა და
ჩრდილოეთის ეკვდერებით, დიდი ეზო მაღალი
გალავნით, რომელიც ბევრგან გარღვეულია.
ეკლესია ერთ დროს მოჩუქურთმებული იყო, ამის
უტყუარი დასტურია დასავლეთისა და სამხრეთის
კარის ქვის ჩარჩოსა და ტიმპანების საკმაოდ
დახვეწილი ჩუქურთმა. საინტერესოა აგრეთვე, რომ
ჩრდილოეთის კარის ტიმპანს გვერდითა სვეტის
თავის შვერილები მოჩარჩოებული აქვს და
ჩუქურთმის კვალი ეტყობა აგრეთვე აღმოსავლეთ
კედლის სამივე სარკმელს.
4. სარკმლები საკმაოდ მაღალი
და განიერია.
განსაკუთრებით სამხრეთ
კედლის სარკმლები; სიგანე
90 სიმაღლე 180 სანტიმეტრი.
საკურთხეველში ერთი
დიდი, ხოლო გვერდითა
ღრმად ჩაჭრილ ნიშებში
თითო-თითო სარკმელი.
დასავლეთით-ერთი,
სამხრეთით-სამი,
ჩრდილოეთით ერთი; ოთხი
სარკმელია გაწრილი
სამხრეთისა და
ჩრდილოეთის ეკვდერებშიც,
სულ 12 სარკმელია.
5. ტაძრის კონქი და კამარა
ჩამოქცეულია, დიდი ზომის
ქვიშაქვის დატარახებული
ლოდებითაა დაფარული
იატაკი და ამბიონი. ამიტომაც
ფორმა არ ჩანს. კონქზე
მრგვალი ფორმის
ჩაღრმავებაა, სადაც ადრე
ქვევრები იყო ჩაშენებული,
რომლის ნარჩენები იქვეა
მიმოფანტული. კონქის
საბჯენი თაღი კაპიტელებს
ეყრდნობა,
ნახევრადცილინდრული
კამარა, რომელიც ამჟამად
ჩამოქცეულია, ეყრდნობა
გვერდითა კედლებს.
6. ეკლესიის ინტერიერში
უფრო მცირე ზომის
ლოდებია გამოყენებული.
ზოგან მრგვალი რიყის ქვის
წყობაც ჩანს,
საკურთხევლის ღრმა
ნიშნები კი ნაგებია შირიმის
ქვის ბლოკებით,
აღსანიშნავია ამ
ნიშა(სამალავის) ფორმის
თავისებურება: იგი
ღრმადაა და მაღალი,
ბოლოვდება კონუსურად
სიღრმით 140 სმ.
სიმაღლით ოთხ მეტრამდე
აღწევს
7. 2009 წელს შეიქმნა
პროექტი ტაძრის
აღდგენა -
სარესტავრაციოდ.
პროექტის ავტორია
არქიტექტორი ჯავარ
სალია.
შემსრულებელი:
საპატრიარქოს
ხუროთმოძღვრების,
ხელოვნებისა და
რესტავრაციის ცენტრი.
8. მეუფე გერასიმეს
ძალისხმევით , მამა
ანდრიოსის და
ანდრია ლიპარტიას
დახმარებით მოხდა
სოფლის ერთერთი
მაცხოვრებლის
სახლის შესყიდვა,
სადაც 2005 წელს
დაარსდა მამათა
მონასტერი.