SlideShare a Scribd company logo
1 of 29
Download to read offline
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის -
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის
ანგარიში
პირველი-მეორე კვარტალი
2014 წელი
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი
2
სარჩევი
სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურის განახლება/განვითარება------------------------------------------3
სასწავლო ცენტრის ეკონომიკური სამსახურის ანგარიში-----------------------------------------------------4
სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში----------------------------------------------7
სამუშაო ჯგუფების მიერ გაწეული სამუშაოები/კონსულტაციები-------------------------------------------9
განხორციელებული/მიმდინარე პროექტები ----------------------------------------------------------------11
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები----------------------------------------------------------------12
გამოცემები/პუბლიკაციები--------------------------------------------------------------------------------------13
ტრენინგები--------------------------------------------------------------------------------------------------------13
გადამზადებულთა სტატისტიკა--------------------------------------------------------------------------------19
გადამზადებულთა რიცხოვნობა (შედარებითი ანალიზი 2014წ.-2013წ. I-II კვ.) ------------------------------22
თანამშრომელთა/კანდიდატთა ტესტირება-------------------------------------------------------------------22
სამუშაო შეხვედრები და სასწავლო/სამუშაო ვიზიტები-----------------------------------------------------24
კონფერენციები----------------------------------------------------------------------------------------------------28
პროექტის წინადადებები ----------------------------------------------------------------------------------------29
სამომავლო გეგმები-----------------------------------------------------------------------------------------------29
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი
3
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის 2014 წლის პირველ-
მეორე კვარტალში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში
წინამდებარე ანგარიში მოიცავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის
მიერ 2014 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული აქტივობებისა და მესამე-მეოთხე
კვარტალში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას.
სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურის განახლება/განვითარება და სასწავლო პროცესის ტექნიკური
უზრუნველყოფა
 2014 წლის 6 იანვრიდან ფუნქციონირება დაიწყო განახლებულმა სასწავლო ცენტრმა.
რეაბილიტირებული შენობა უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის ადეკვატურ და
კომფორტულ გარემოში ჩატარებას, როგორც ტრენერებისთვის, ასევე მონაწილეებისათვის.
მონაწილეთათვის ხელმისაწვდომი გახდა ღია და დახურული სპორტული დარბაზები,
რომლებიც აღჭურვილია მაღალი ხარისხის სპორტული ინვენტარით. სასწავლო ცენტრში
განახლდა იმიტირებული საკნები ტრენინგის პრაქტიკული ნაწილის ეფექტურად ჩატარების
უზრუნველსაყოფად. შეძენილ იქნა ტექნიკური ინვენტარი და საშუალებები. მოწესრიგდა
სასწავლო ცენტრის საკანალიზაციო ქსელი. კეთილმოეწყო რეგიონებიდან ჩამოსული
მონაწილეებისათვის გამოყოფილი სასტუმრო ოთახები და გაუმჯობესდა საყოფაცხოვრებო
ტექნიკა. სრულად შეიცვალა სასწავლო ცენტრის ელექტროენერგიით მომარაგების სისტემა,
ცენტრს ელექტროენერგია მიეწოდება დამოუკიდებელი ელექტრო გადამცემი ხაზით, რამაც
გადაჭრა წლების განმავლობაში არსებული, ელექტროენერგიის სისტემატურად ავარიული
გამორთვის პრობლემა. ელექტროენერგიით მომარაგების უწყვეტობას ასევე უზრუნველყოფს
მაღალი მოცულობის ელ. გენერატორი, რომელიც ასევე შეძენილ იქნა 2013 წელს. მონაწილეთა
ტრანსპორტირებისათვის არსებული ამორტიზებული მიკროავტობუსი შეიცვალა ახალი, 20
ადგილიანი მიკროავტობუსით, რაც უზრუნველყოფს როგორც მეტი რაოდენობის
მონაწილეთა ერთდროულ გადაყვანას, ასევე კომფორტულ მომსახურებას.
 შესყიდულ იქნა საჭირო ინვენტარი სასწავლო ცენტრის მიერ ტრენინგების ჩატარების
უზრუნველსაყოფად.
 დაიგეგმა და განახლდა ცენტრის ინტერნეტ და შიდა საკომუნიკაციო ქსელი, ცენტრის ყველა
საკვანძო ოთახში მოხდა ქსელური წერტილის მონტაჟი.
 ცენტრში არსებული ტესტირების აუდიტორიებში ხელახლა დაიგეგმა და გაიმართა ინტერნეტ
ქსელი, გაიზარდა თვითოეულ ოთახში წერტილების რაოდენობა და ხარისხი.
 Terminal server-ის ბაზას დაემატა მომხმარებელთა რაოდენობა, განახლდა თხელი
კლიენტების ოპერაციული სისტემები და დაწესდა გარკვეული ტიპის შეზღუდვები სერვერის
ბაზაზე არსებული კლიენტებისთვის. ასევე, Terminal server-ის 15 მომხმარებელს განუახლდა
MS Office, რის შედეგადაც აუდიტორია გამზადდა MS Office კურსის ტრენინგებისთვის.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი
4
 ცენტრის ბაზაზე შეიქმნა საინფორმაციო დაფის პროგრამა Lectures Timetable, რისი
საშუალებითაც კურსანტებს აქვთ შესაძლებლობა მისაღებშივე გაეცნონ მიმდინარე და
დაგეგმილი ტრენინგების განრიგს დაწყებისა და დასრულების დროს.
 ცენტრის ტრენინგ ოთახებში სტაციონალურად დამონტაჟდა პროექტორები და
ინტერაქტიული დაფები.
სასწავლო ცენტრის ეკონომიკური სამსახურის ანგარიში
სასწავლო ცენტრის ეკონომიკური სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს მოქმედი
კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს შესაბამის სამსახურთან აქტიური კოორდინაციით, კერძოდ, საანგარიშო პერიოდში
განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
 დადგენილ ვადაში წარდგენილ იქნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა
და ფინანსთა სამინისტროში 2013 წლის შესრულების ოთხი ტიპის ანგარიში მოქმედი
კანონმდებლობით დამტკიცებული ფორმებით.
 განხორციელდა 2014 წლის საბიუჯეტო ასიგნებისა და საგრანტო დაფინანსების
შეუფერხებელი ხარჯვა.
 სახელმწიფო აუდიტსა და სხვადასხვა არასამთავრობო ინსტიტუტებს დროულად
მიეწოდათ მოთხოვნილი ინფორმაცია.
 გაფორმდა ხელშეკრულება შ.პ.ს „ჯიენ აუდიტთან“, რომელიც ახორციელებს 2013 წლის
ცენტრის ბუღალტრული ანგარიშგებისა და 2012-2013 წლებში განხორციელებულ
სახელმწიფო შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას.
აუდიტს ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია მიეწოდა დროულად.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი
5
 პირველ კვარტალში ევროკავშირთან თანადაფინანსებით ნაწილობრივ ანაზღაურებულ
იქნა ერთი მივლინება ქვეყნის გარეთ.
 შემოსავლების სამსახურში დროულად არის წარდგენილი ფიზიკურ პირებზე
განაცემებისა და საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია.
 გარე მომხმარებელთან ურთიერთობისათვის, ვებ-გვერდზე განსათავსებლად
წარდგენილია ცენტრის საქმიანობის ამსახველი ფინანსური ინფორმაცია.
 სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდა წყაროების მიხედვით შემუშავებული გეგმის
თანახმად. გამოცხადდა 16 გამარტივებული ელექტრონული ტენდერი.
 საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში გაფორმებულია 149 ხელშეკრულება, გრანტით
დაფინანსების ფარგლებში 59 ხელშეკრულება.
 2014 წლის პირველი ექვსი თვის ფინანსური ოპერაციები ასახულია საბუღალტრო
პროგრამაში.
 გარდა აღნიშნულისა, საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ იქნა სამსახურის
ქვემდებარე სხვა მიმდინარე აქტივობები.
 სახელმწიფო აუდიტსა და სხვადასხვა არასამთავრობო ინსტიტუტებს დროულად
მიეწოდათ მოთხოვნილი ინფორმაცია.
 სასწავლო ცენტრის თანამშრომლებზე დაირიცხა ხელფასის 55 უწყისი ბიუჯეტით და 15
უწყისი გრანტით.
 წარმოებს ხელფასის რეესტრი.
 2014 წლის პირველი ივლისისათვის სასწავლო ცენტრს არ გააჩნია შრომის ანაზღაურების
კრედიტორული დავალიანება. 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბიუჯეტით
დაირიცხა:
1) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე ხელფასი - 98285,09 ლარი.
2) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე პრემია - 16350 ლარი;
3) შტატგარეშე მოსამსახურეთა ხელფასი - 150949,11 ლარი;
4) შტატგარეშე მოსამსახურეთა პრემია - 8415 ლარი;
5) სოც. დახმარება (ბიულეტინი) – 2866.25 ლარი.
სულ დარიცხულია 276865,45 ლარი.
გრანტით კი შტატაგრეშე მოსამსახურეთა ანაზღაურება შეადგენს 32442 ლარს.
 წარმოებს სამივლინებო რეესტრი, 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბიუჯეტით
დაფინანსებულია მხოლოდ ორი მივლინება ქვეყნის გარეთ: პოლონეთში (მარტი) - 293
ლარი, ესპანეთში (ივნისი) - 129 ლარი და 57 თეთრი, ხოლო ქვეყნის შიგნით სამივლინებო
ხარჯი შეადგენს 360 ლარს. თითოეულ პიროვნებაზე შევსებულია საინფორმაციო ბარათი.
 2014 წლის 6 თვის აღებული ვალდებულებების დასაფარად ბიუჯეტიდან გადარიცხულია
448731 ლარი და 61 თეთრი, ხოლო გრანტით - 58750 ლარი. სულ ხაზინაში
დარეგისტრირებულია 506 ვალდებულება და 1380 საგადახდო მოთხოვნა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი
6
 ხორციელდება საწვავის დადგენილი ლიმიტის ფარგლებში ხარჯვის მონიტორინგი
(შექმნილია კვარტლის ხარჯვის ამსახველი პირველადი დოკუმენტები).
 ხორციელდება კონტროლი და ხარჯვის მიზნობრივობის განსაზღვრა ფულად
დოკუმენტებზე (მონოები, საწვავისა და რეცხვის ტალონები)
 2014 წლის პირველი 6 თვის ფინანსური ოპერაციები ასახულია საბუღალტრო
პროგრამაში.
 მოხდა საბიუჯეტო ასიგნების და მიზნობრივი გრანტების დამტკიცებულ ხარჯვაში
ცვლილებების შეტანა.
 ხდებოდა მითითება ასათვისებელი საგრანტო დაფინანსების ოდენობის შესახებ, მაგრამ
დაფიქსირდა ფაქტი სრულად არ ათვისების თაობაზე (UNICEF-ის ტრენინგებზე
მოთხოვნილ იქნა 1150 ლარი, ხოლო ნაშთმა შეადგინა 1650 ლარი).
 მიმდინარეობდა განსახორციელებელ გადარიცხვებსა და სახელმწიფო შესყიდვებზე
ყოველდღიური მონიტორინგი და ანალიზი.
 განხორციელდა საბიუჯეტო და საგრანტო დაფინანსების ხარჯვის შესაბამისობის
კონტროლი დამტკიცებულ ხარჯთაღრიცხვასთან; დასრულდა ორი საგრანტო პროექტი
(US, IRZ), მიმდინარეობს - ორი (CoE, UNICEF);
 წარდგენილია მოთხოვნა გრანტის ფარგლებში გადახდილი 1774 ლარი დღგ-ის
საგადასახადო ვალდებულების ანგარიშზე ჩასათვლელად.
 განხორციელდა გასული 6 თვეში შედგენილი თითოეული უწყისის შინაარსობრივი
ანალიზი (კლასიფიკაციის კოდის, რეგისტრაციის თარიღის და პირველადი დოკუმეტების
შემოწმების კუთხით (საგრანტო დაფინანსებით 2014 წელი სრულად. გამოვლენილია
უზუსტობა რიგ შემთხვევაში თარიღებში და ხელმომწერი პირის თანამდებობის
მითითებაში) (საბიუჯეტო დაფინანსებით ანალიზი ჩაუტარდათ ნაწილობრივ ივნისში
დარიცხულ თანხებს (გარდა საათობრივი ანაზღაურების გაანგარიშების სისწორისა)).
 ჩატარდა ცენტრის საბიბლიოთეკო ფონდების ინვენტარიზაცია. ზედმეტობას ან
დანაკლისს ადგილი არ ქონია (გამოვლინდა ნუმერაციაში უზუსტობები).
 დროულად წარდგენილია ყოველთვიური დეკლარაციები შემოსავლების სამსახურში და
კვარტალური ინფორმაციები მიწოდებულია სტატისტიკურ სამსახურში.
 კორექტირებულ იქნა საგრანტო ხელშეკრულებები: UNICEF - ბიუჯეტი და პროექტი, IRZ –
ორი ბიუჯეტი და ერთი პროექტი.
 განხორციელდა შიდა (2013 წელი) და გარე (2012-2013 წლები) აუდიტების მიერ
მოთხოვნილი ინფორმაციის მათთვის მიწოდება.
 მიმდინარეობდა განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე კონტროლი.
 განხორციელდა ფულადი დოკუმენტების აღრიცხვის კონტროლი.
 მიმდინარეობდა საწყობიდან გასული საქონლის აღრიცხვა.
 მოხდა ბალანსზე რიცხული, გამოუყენებელი და ამორტიზებული მოძრავი ქონების სსიპ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის გადაცემა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი
7
სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში
სასწავლო ცენტრი საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა მოთხოვნილი
ინფორმაციის გაცემისა და კორესპონდენციების შესრულების დროულობას, აღნიშნული
მიმართულებით განხორციელებულ იქნა შემდეგი სამუშაო:
 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში სასწავლო ცენტრში შემოვიდა 9 მოთხოვნა საჯარო
ინფორმაციის გაცემის თაობაზე. ინფორმაცია მიწოდებულ იქნა დროულად, კანონით
დადგენილ ვადებში.
 ელექტრონულ კანცელარიაში 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან შემოვიდა 29 ბრძანება, რომლებიც
სასწავლო ცენტრის დირექტორის ვიზირებით გადაეცა შესაბამის სამსახურებს.
 ელექტრონულ კანცელარიაში 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში შემოსულია 129,
ხოლო გასულია 226 წერილი; გატარდა 284 მოხსენებითი ბარათი, 46 განცხადება.
 სასწავლო ცენტრში დირექტორის მიერ გამოიცა 113 ბრძანება და ასლები გადაეცა შესაბამის
სამსახურებს.
 სასწავლო ცენტრში წარმოებს დაქირავებულთა რეესტრი.
საანგარიშო პერიოდში თანამშრომელთა დასაქმების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები
ცენტრის მიერ არ განხორციელებულა.
 იურისტის სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით გამოცხადდა ვაკანსია და
კონკურსის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულებით დანიშნულ იქნა ცენტრის ახალი
იურისტი.
 სასწავლო ცენტრის მიერ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით სასწავლო
ფილმის შესყიდვის ინსპექტირების განახორციელების მიზნით მოწვეულ იქნა სპეციალისტი
და გაფორმდა მასთან შრომითი ხელშეკრულება.
 დასუფთავების და სანიტარული ღონისძიებების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ გამარტივებულ ელექტრონული ტენდერის შედეგების დადგომისთანავე შრომითი
ურთიერთობა შეწყდა დამლაგებლებთან და მებაღესთან.
გარდა აღნიშნულისა:
 პირველი კვარტლის მონაცემებით ს.ს.ი.პ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო
ცენტრში დასაქმებულია 13 შტატით გათვალისწინებული თანამშრომელი და 18 შტატგარეშე
მოსამსახურე, მათ შორის 19 ქალი და 12 მამაკაცი. 2014 წლის პირველი კვარტლის
განმავლობაში მოწვეულ ტრენერთა რაოდენობამ შეადგინა 72.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი
8
 შემუშავდა და დამტკიცებულ იქნა სასწავლო ცენტრის თანამშრომელთა ფუნქციონალური
უფლება-მოვალეობების განაწილების ახალი წესი და თანამშრომელთა თვითშეფასების
ფორმა.
 სასწავლო ცენტრის შინაგანაწესში შეტანილ იქნა გარკვეული სახის ცვლილებები.
 შემუშავდა და შეიცვალა სასწავლო ცენტრის სიმბოლიკა - ფერი და ლოგო. შემუშავდა
სერტიფიკატების ახალი დიზაინი 2014 წლისთვის.
 ძველი და ახალი ინფრასტრუქტურის შედარების მიზნით შეგროვდა ფოტომასალა და
გაკეთდა ფოტოკოლაჟი როგორც მონიტორისთვის, ასევე სტენდებისთვის.
 ცენტრის ვებ-გვერდზე შევიდა მცირე ვიზუალური ცვლილებები სამინისტროს
სახელწოდების და ცენტრის სიმბოლიკის ცვლილებიდან გამომდინარე. ასევე, ცენტრის ვებ-
გვერდს დაემატა საჯარო ინფორმაციის ფანჯარა, რისთვისაც დამუშავდა, დახარისხდა და
სხვადასხვა ქვეკატეგორიებში განთავსდა შესაბამისი ინფორმაცია. ვებ-გვერდზე განახლდა
ყოველწლიურად ცვალებადი/განახლებადი ინფორმაცია (ანგარიშები და ა.შ.); დამუშავების და
განახლების პროცესშია ცენტრის ფოტო და ვიდეო-ალბომები.
 ტელევიზიებისა და საინფორმაციო სააგენტოების, ასევე სასწავლო ცენტრის ვებ-გვერდისა და
ფეისბუქის გვერდის საშუალებით გაშუქდა ცენტრში განხორციელებული ტრენინგები და
ღონისძიებები, შეიქმნა შესაბამისი ფოტო-ალბომები.
 სასწავლო ცენტრის ფეისბუქის გვერდს დაემატა 470-მდე ახალი მომხმარებელი და გაიზარდა
მათი აქტივობა (კომენტარები, ფოტოების გაზიარება).
პასუხი გაეცა შემოსულ წერილებს facebook-ის ფოსტაში (სულ 6 წერილი).
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი
9
სამუშაო ჯგუფების მიერ გაწეული სამუშაოები/კონსულტაციები
სასწავლო ცენტრს აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება სამუშაო ჯგუფებთან მუშაობის, რაც
საშუალებას იძლევა ნებისმიერი სახის დოკუმენტაცია - როგორც სასწავლო პროგრამები, ასევე
სასწავლო მასალა მომზადებულ იქნას ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ექსპერტების
მონაწილეობით, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათი ხარისხის ამაღლებას.
გადაიხედა არსებული სასწავლო პროგრამები (შევიდა ცვლილებები) სხვადასხვა საერთაშორისო
ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მაგალითად, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით
მომზადდა ახალი პროგრამები, როგორიცაა მენტორინგის პროგრამა, ჯანსაღი გარემოს შექმნა და
დაავადებათ პრევენცია, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომელთა გრძელვადიანი
მომზადების სასწავლო პროგრამა, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების
იურისტთათვის - სამართლებრივი დოკუმენტაციის წარმოება სასჯელაღსრულების სისტემაში,
ფიზიკური და ტაქტიკური მომზადების ახალ პროგრამა, ქალთა უფლებებზე ტრენინგის სასწავლო
პროგრამა, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა,
ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან მომუშავე სოციალური მუშკებისა და ფსიქოლოგების
მომზადების ხუთ ეტაპიანი სასწავლო პროგრამა, სასწავლო პროგრამა „რისკებისა და საჭიროებების
შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიის და შესაბამისი
ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენება სასჯელაღსრულების სისტემაში“.
ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად მომზადდა ტრენინგ პროგრამა
პრობაციის სისტემის მენტორებისათვის, ასევე მომზადდა სახელმძღვანელო აღნიშნული სამუშაო
ჯგუფის წევრების მიერ.
ევროკავშირთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა ფიზიკური და ტაქტიკური
მომზადების ახალი პროგრამა და ჩატარდა ტრენინგი, სადაც ჩართულები იყვნენ საერთაშორისო
ექსპერტები და ადგილობრივი ექსპერტები პოლიციის აკადემიიდან. ამჟამად, ამ მიმართულებით
მიმდინარეობს მოლაპარაკებები კალიშეს (Kalisz, პოლონეთი) პენიტენციური სამსახურის ცენტრალურ
სასწავლო ცენტრთან.
შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სხვა სტრუქტურებთან ერთად მონაწილეობდა სასწავლო ცენტრი.
ჯგუფის მიერ მომზადდა სასწავლო პროგრამა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური
უზრუნველყოფის სამმართველოს, სასჯელაღსრულების დაწესებულების სოციალური
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი
10
განყოფილების თანამშრომელთათვის. აღნიშნული პროგრამის მიხედვით განხორციელდა
ტრენინგები, რომლებიც ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სისხლის
სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ (Hulla & Co. Human Dynamics KG)
თანადაფინანსებით. სამუშაო ჯგუფის მუშაობის ფარგლებში გაიწერა სოციალური სამსახურის
ფუნქცია-მოვალეობები და გამოიკვეთა საჭიროებები, შემუშავდა სამუშაო აღწერილობები.
შეიქმნა სამუშაო ჯგუფი პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მონაწილეობით.
სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობდა სასწავლო ცენტრში, შემუშავებულ იქნა საბაზისო სასწავლო
პროგრამა სარეაბილიტაციო სამმართველოს მუშაკთა და ფსიქოლოგთათვის. აღნიშნული პროგრამით
ტრენინგები ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სისხლის სამართლის
რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ (Hulla & Co. Human Dynamics KG) ფინანსური მხარდაჭერით.
ადილობრივი სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელშიც მონაწილეობდნენ სასწავლო ცენტრის, პრობაციის
ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, განახლდა სასწავლო პროგრამა და განხორციელდა
ტრენინგ პროგრამები თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თანამშრომელთათვის.
პროგრამის პილოტური ვერსია შემუშავებულ იქნა NORLAG-ისა და INL-ის პროექტების ფარგლებში
2013 წელს.
სასწავლო ცენტრის ადგილობრივი სამუშაო ჯგუფის მიერ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, პატიმრობისა
და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ მოთხოვნათა (ტრენინგებზე/პროგრამებზე)
ანალიზის საფუძველზე, შედგა 2014 წლის კვარტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმა. შემუშავდა
თვეებზე გაწერილი სამუშაო გეგმა. ყოველი თვის ბოლოს ხდება მომავალი თვის სამუშაო გეგმის
გადახედვა/კორექტირება ფაქტობრივი შესრულების გათვალისწინებით.
საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მიერ დაფინანსებული
პროექტის - „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ქმედუნარიანობის განვითარება
- მენტორინგის სისტემის შექმნა და განვითარება“ - ფარგლებში დამატებით საქმიანობად განისაზღვრა
სასჯელაღსრულების სისტემის მენტორებისათვის გზამკვლევის შემუშავება. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი
ხუთი ექსპერტის შემადგენლობით. ჯგუფს დაევალა შეემუშავებინა დოკუმენტი სახელწოდებით:
„მენტორინგი სასჯელაღსრულების სისტემაში - გზამკვლევი“. ექსპერტებმა სასჯელაღსრულების
მენტორებთან და გერმანელ ექსპერტებთან ერთად საბოლოო კონსულტაციების გზით შეიმუშავეს
გზამკვლევი.
შედგა ტრენერთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კასკადური ტრენინგების „ჯანსაღი გარემოს შექმნა და
დაავადებათა გავრცელების პრევენცია დახურული ტიპის დაწესებულებებში“ შუალედური
შედეგების შეფასების მიზნით. შეხვედრის დროს მოხდა გასული ტრენინგების შეფასება და
შემუშავდა სამომავლო გეგმები.
შეიქმნა შიდა სამუშაო ჯგუფი ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორის, ფსიქოლოგების,
ტრენერების მონაწილეობით, რომელიც მუშაობს ტრენინგის მონაწილეთა და ექსპერტების მიერ
ტრენერების/ტრენინგის შეფასების კრიტერიუმებზე, კითხვარებზე, ექსპერტთა შეფასებების
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი
11
განხორციელების გეგმაზე. შედგა ოთხი შეხვედრა. შეიცვალა ტრენინგის მონაწილეთა მიერ ტრენერის
შეფასების კითხვარის ფორმა, საპილოტე აპრობაციის შემდგომ მოხდა კითხვარის კორექტირება.
აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა გრძელდება და შემდგომში სასწავლო პროცესების ხარისხის
გაუმჯობესების მიზნით იგეგმება ექსპერტების მიერ ტრენერთა სამეტაპიანი შეფასება.
განხორციელებული/მიმდინარე პროექტები
სასწავლო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც
დადებითად აისახება როგორც სასწავლო ცენტრის მუშაობის ხარისხზე, ასევე მის ეფექტურობაზე.
სასწავლო ცენტრს აქტიური თანამშრომლობა აქვს ევროკავშირთან, ევროპის საბჭოსთან, ამერიკის
საელჩოსთან, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულ ფონდთან (IRZ), გაეროს
ბავშვთა ფონდთან (UNICEF). გარდა დონორების მიერ განხორციელებულ პროექტებში
მონაწილეობისა, სასწავლო ცენტრი ახორციელებს დამოუკიდებელ პროექტებსაც.
 საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მიერ
დაფინანსებული პროექტის - „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის
ქმედუნარიანობის განვითარება - მენტორინგის სისტემის შექმნა და განვითარება“
ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის - ტრენინგის
მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრები, ტრენინგი, პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია.
პროექტი ითვალისწინებდა გერმანელი ექსპერტის მოწვევას ტრენერად. ბ-ნი გიუნტერ
ჰერცოგი, გერმანელი ექსპერტი, წარუძღვა ტრენინგს მენტორინგის პროგრამის გერმანული
გამოცდილების გაზიარების მიზნით.
 გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ დაფინანსებული პროექტი “არასრულწლოვან
პატიმრებთან მომუშავე სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა პროფესიული
განვითარება” ითვალისწინებს 5 ეტაპიანი ტრენინგის განხორციელებას არასრულწლოვან
პატიმრებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგებისათვის. პროექტის
ფარგლებში ჩატარდა ტრენინგების სერია სხვადასხვა თემაზე: ჯგუფური მუშაობის
მეთოდები; ბულინგი და ბულინგის პრევენცია; არტთერაპია; სასიცოცხლო უნარების
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი
12
გაუმჯობესება, პროფორიენტაცია და დასაქმებისთვის მომზადება; ინდივიდუალური
მუშაობის პროექციული და დიაგნოსტიკური მეთოდები.
მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის გამო, განხორციელდა მოლაპარაკებები გაეროს ბავშვთა
ფონდთან (UNICEF) საბიუჯეტო ცვლილებების თაობაზე.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები
2014 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში სასწავლო ცენტრმა ხელი მოაწერა
ურთიერთთანამშრომლობის რამდენიმე მემორანდუმს:
 2014 წლის 14 თებერვალს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრსა და საქართველოს სულხან-საბა
ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს შორის, რომლის მიზანს წარმოადგენს ისეთი
ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც მიმართულია
სამართლებრივი (შედარებითი) კვლევების, სამართლის პოპულარიზაციის, საგანმანათლებლო
საქმიანობისა და სტუდენტებისა და იურისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისკენ.
ურთიერთთანამშრომლობის მიზანია ასევე, სტუდენტების ცნობიერების ამაღლება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის ფუნქციონირების და ამოცანების შესახებ.
 2014 წლის 27 თებერვალს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ხელი მოაწერა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტთან და შ.პ.ს. აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტთან,
რომლის ფარგლებშიც აქტივობებს განახორციელებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სასწავლო ცენტრი; აღნიშნულ უნივერსიტეტებთან დადებული მემორანდუმების მიზანს
წარმოადგენს იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში პრაქტიკული
სასწავლო კურსის (სასჯელაღსრულების კლინიკა) ჩამოყალიბება მაგისტრატურის
სტუდენტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით. პრაქტიკული
სასწავლო კურსი განხორციელდება იურიდიული ფაკულტეტის გარეთ, სამინისტროსა და მის
სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებსა და დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებში
(საქვეუწყებო დაწესებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, პატიმრობისა და
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული
ორგანო - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, სამინისტროს სამედიცინო
დეპარტამენტში, სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამინისტროს საგამოძიებო
დეპარტამენტში, ს.ს.ი.პ. პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და პრობაციის თბილისის ბიუროში,
ს.ს.ი.პ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში, სამინისტროს მუდმივმოქმედ
კომისიასა და ადგილობრივ საბჭოებში). პრაქტიკული სასწავლო კურსის ხანგრძლივობა
განისაზღვრა ერთი აკადემიური სემესტრით.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი
13
სასწავლო ცენტრში შედგა N1 სამუშაო შეხვედრა პრობაციის მენტორებთან. შეხვედრის
ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სასწავლო ცენტრსა და
პრობაციის მენტორებს შორის, სულ ხელი მოეწერა მემორანდუმს პრობაციის 10 მენტორთან.
გამოცემები/პუბლიკაციები
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ფედერალური დახმარების პროექტი
- „პრობაციის მენტორინგის სისტემის ჩამოყალიბება“ ითვალისწინებს მენტორებისათვის
მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს მომზადებას. მომზადდა „მენტორინგის სახელმძღვანელო“
ავტორთა კოლექტივთან ერთად. განხორციელდა წიგნის რედაქტირება, კორექტორება და
სტილისტური გამართვა. წიგნის პრეზენტაცია გაიმართა საერთაშორისო სამართლებრივი
თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მიერ დაფინანსებული პროექტის შემაჯამებელ
კონფერენციაზე. წიგნი გადაეცათ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სერტიფიცირებულ
მენტორებს.
ტრენინგები
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა 2014 წლის პირველ კვარტალში მოამზადა და
განახორციელა 22 სასწავლო ღონისძიება/ტრენინგი, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში. აღნიშნულ
ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში
მომუშავე და სისტემასთან კავშირში მყოფმა 442 მსმენელმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა 2014 წლის მეორე კვარტალში მოამზადა და
განახორციელა 32 სასწავლო ღონისძიება/ტრენინგი, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში. აღნიშნულ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი
14
ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში
მომუშავე და სისტემასთან კავშირში მყოფმა 1101-მა მსმენელმა.
სულ 2014 წლის პირველ-მეორე კვარტალში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის
მიერ მომზადდა და განხორციელდა 54 სასწავლო ღონისძიება/ტრენინგი, სხვადასხვა პროგრამის
ფარგლებში. აღნიშნულ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს სისტემაში მომუშავე და სისტემასთან კავშირში მყოფმა სულ 1543-მა მსმენელმა,
კერძოდ: სამინისტროს აპარატის - 20-მა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის - 269,
სასჯელაღსრულების დაწესებულებების - 1050-მა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს - 131-მა,
სასწავლო ცენტრის - 10 თანამშრომელმა და 32-მა ტრენერმა, სხვა უწყებების (საგარეო საქმეთა
სამინისტრო, შსს, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, პროკურატურა) 31-მა წარმომადგენელმა.
კერძოდ,
სასჯელაღსრულებისადა
პრობაციისსამინისტრო
სასჯ.დეპარტამენტი
სასჯ-ისდაწესებულებები
პრობაციისეროვნული
სამსახური
სხვაუწყებები
(შსს,პროკურატურა,
ეროვნულიექსოერტიზის
ბიურო…)
სასწავლოცენტრი
ტრენერები(PPTC)
20 269 1050 131 31 10 32
სულ 1543
განახლებული და ახალი პროგრამების მიხედვით განხორციელდა შემდეგი ტრენინგები:
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თანამშრომელთა საბაზისო სწავლება - 2 ჯგუფი;
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი
15
ლიდერობის უნარ-ჩვევები - 2 ჯგუფი - განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების
საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით; მიზნობრივ ჯგუფს სასჯელაღსრულების სამინისტროს სისტემის
მაღალი რგოლის თანამშრომლები შეადგენდნენ. მომზადება გაიარა სასჯელაღსრულების
სამინისტროს აპარატის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, პრობაციის სააგენტოსა და
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის 30-მა თანამშრომელმა. ტრენინგში ასევე
მონაწილეობდნენ პროკურატურის, შსს კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოსა და
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები. სულ გადამზადდა 40 მონაწილე.
ტრენინგი მიჰყავდა ამერიკელ ექსპერტს მაიკლ სიგალს, ფედერალური მართლმსაჯულების ცენტრის
მთავარი სპეციალისტი.
,,სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის“ სპეციფიკა, საერთაშორისო
ურთიერთობის დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახლადმიღებული
თანამშრომლებისათვის;
პერსონალურ მონაცემთა დაცვა საჯარო დაწესებულებებში - 5 ჯგუფი;
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების თანამშრომელთა საბაზისო სწავლება -
მიმდინარეობს პერმანენტულად (I-II კვარტალში 5 ჯგუფი);
პრობაციის თანამშრომელთა პირველდაწყებითი საბაზისო სასწავლო პროგრამა - 4 ჯგუფი;
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება - 5 ჯგუფი;
პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს სოციალურ
მუშაკთა და ფსიქოლოგთა საბაზისო სწავლება - 2 ჯგუფი - განხორციელდა ევროკავშირის მიერ
დაფინანსებულ პროექტთან - ,,სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის
მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს
საკონსულტაციო კომპანია ,,Hulla & Co. Human Dynamics KG”;
სოციალური მუშაობა სასჯელაღსრულების სისტემაში - 2 ჯგუფი - განხორციელდა ევროკავშირის
მიერ დაფინანსებულ პროექტთან - ,,სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის
მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს
საკონსულტაციო კომპანია ,,Hulla & Co. Human Dynamics KG”;
ჯანსაღი გარემოს შექმნა და დაავადებათა პრევენცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში - 14
ჯგუფი - განხორციელდა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივ პროექტთან - “ადამიანის
უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში “ თანამშრომლობის ფარგლებში;
პრობაციის სისტემის მენტორთათვის - განხორციელდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის
ფედერალური დახმარების პროექტთან (S-GE800-13-GR-046) - „პრობაციის მენტორინგის სისტემის
ჩამოყალიბება“- თანამშრომლობის ფარგლებში; გადამზადებულია 17 მონაწილე.
ტრენერთა ტრენინგი ტაქტიკურ მომზადებაში - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის -
„სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ (Hulla &
Co. Human Dynamics KG) ფარგლებში განხორციელდა „ტრენერთა ტრენინგი ტაქტიკურ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი
16
მომზადებაში“. ირლანდიის სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრის ექსპერტი ჯონ დეივიდ
კორკორანი სპეციალური საშუალებების გამოყენების ირლანდიურ გამოცდილებას უზიარებდა
სასწავლო ცენტრის 15 ტრენერს. სწავლების მიზანს „პატიმრობის კოდექსით” დაშვებული
სპეციალური საშუალებების გამოყენებაში ტრენერების მომზადება წარმოადგენდა ადამიანის
უფლებების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების გათვალისწინებით. სერტიფიცირებული
ტრენერები აღნიშნული პროგრამის მიხედვით სისტემის თანამშრომლებს გაწვრთნიან.
სასჯელაღსრულების სისტემის მენტორთათვის - საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის
გერმანული ფონდის (IRZ) მიერ დაფინანსებული პროექტის - „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სასწავლო ცენტრის ქმედუნარიანობის განვითარება - მენტორინგის სისტემის შექმნა და განვითარება“
- ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი სასჯელაღსრულების სისტემის მენტორებისათვის. ხუთდღიანი
ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა სასჯელაღსრულების სისტემის 15 მენტორი და სასწავლო
ცენტრის 5 სუპერვაიზერი, რომლებიც მენტორინგის პროგრამის ფარგლებში ითანამშრომლებენ
მენტორებთან. ტრენინგის მონაწილეებს დაურიგდათ სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული
„მენტორინგის სახელმძღვანელო“. ტრენინგს სასწავლო ცენტრის ის ექსპერტები უძღვებოდნენ,
რომელთაც „მენტორინგის სახელმძღვანელო“ მოამზადეს. პროექტი ასევე ითვალისწინებდა
გერმანელი ექსპერტის მოწვევას ტრენერად. ბ-ნ გიუნტერ ჰერცოგმა, გერმანელი ექსპერტი, ტრენინგის
მონაწილეებს მენტორინგის პროგრამის გერმანული გამოცდილება გაუზიარა.
ტრენინგი ვოლონტიურ საწყისებზე „საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო
სპეციალური სასწავლო პროგრამის“ ფარგლებში - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო
ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის ურთიერთშეთანხმების
საფუძველზე, „საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო
პროგრამის“ ფარგლებში პილოტური ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის მიზანს სხვადასხვა ქვეყანაში
საქართველოს საკონსულოებში დასანიშნი პირებისათვის სასჯელაღსრულების სისტემის არსისა და
თავისებურებების შესახებ ზოგადი ინფორმაციის გაცნობა წარმოადგენდა.
2014 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის
დონის ამაღლების მიზნით ჩატარდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის თანამშრომელთა
ტრენინგ-სემინარი. სულ სწავლება გაიარა 25-მა ჯგუფმა. ტრენინგები ჩატარდა როგორც სასწავლო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი
17
ცენტრის ბაზაზე, ასევე ორგანიზებულ იქნა დასავლეთ საქართველოში ადგილზე ტრენინგების
ჩატარება, მონაწილეთა სამსახურიდან მოწყვეტის გარეშე.
სასჯელაღსრულების სისტემაში არჩევნების პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის
სასწავლო ცენტრების ურთიერთშეთანხმებით ჩატარდა ტრენინგ-სემინარი სასჯელაღსრულების
დაწესებულებების დირექტორების მოადგილეებისა და იმ თანამშრომლებისათვის, რომლებსაც
მოუწევდათ საარჩევნო პროცესის ორგანიზება. ტრენინგს ესწრებოდა 35 მონაწილე.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ დაფინანსებული პროექტის “არასრულწლოვან პატიმრებთან
მომუშავე სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა პროფესიული განვითარება” ფარგლებში
ჩატარდა 5 ტრენინგი:
პირველ ეტაპზე ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ჯგუფური მუშაობის მეთოდები“. ტრენინგის
ძირითად მიზანს წარმოადგენდა თანამშრომელთა ჯგუფური მუშაობის ხარისხის
გაუმჯობესება და მსმენელთათვის იმ უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, რომლებიც ხელს
შეუწყობს მათ არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან/პატიმრებთან ურთიერთობაში.
მონაწილეებმა განიხილეს ჯგუფური მუშაობის მნიშვნელობა და თავისებურებები, მონაცემთა
გამოყენების ფსიქოდიაგნოსტიკური და ფსიქოკორექციული ასპექტები. ტრენინგის მანძილზე
გაიმართა თემატური ფილმების ჩვენება და დისკუსია. აღნიშნული თემატიკით გადამზადება
გაიარა 17-მა მონაწილემ.
პროექტის მეორე ეტაპზე განხორციელდა ტრენინგი თემაზე “ბულინგი და ბულინგის
პრევენცია“. ბულინგი არის ერთი ინდივიდის ან ჯგუფის მიერ თანატოლთა შორის ფიზიკური
ან ფსიქოლოგიური ძალადობა. აღნიშნული პრობლემა კომპლექსურ მიდგომასა და
პრევენციული ღონისძიებების გატარებას საჭიროებს, განსაკუთრებით არასრულწლოვან
პატიმრებში. ტრენინგის გავლის შემდეგ თანამშრომლები, რომლებსაც სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში მსგავს პრობლემებთან შეხება უწევთ, როგორც თეორიული, ასევე
პრაქტიკული კუთხით მომზადებულები იქნებიან მის გადასაჭრელად. ტრენინგზე მიღებული
ცოდნა და შეძენილი უნარები მათ დაეხმარება არასრულწლოვან პატიმართა შორის ბულინგის
შემცირებაში, პრობლემის მოსაგვარებლად მოზრდილთა ეფექტური ჩარევისა და ბულინგის
პრევენციული ღონისძიებების გატარების გზით. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 19-მა
მსმენელმა.
პროექტის მესამე ეტაპზე განხორციელდა ტრენინგი „არტთერაპიაში“. მონაწილეობა მიიღო 23-მა
მსმენელმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი
18
მეოთხე ეტაპზე განხორციელდა ტრენინგი თემაზე: „სასიცოცხლო უნარების გაუმჯობესება,
პროფორიენტაცია და დასაქმებისთვის მომზადება “. მონაწილეობა მიიღო 23-მა მსმენელმა.
მეხუთე ეტაპის ტრენინგს: „ინდივიდუალური მუშაობის პროექციული და დიაგნოსტიკური
მეთოდები“ დაესწრო 23 მონაწილე.
ჩამოთვლილ ტრენინგთა გარდა ჩატარდა ტრენინგები შემდეგ თემებზე:
 ტრენერთა ტრენინგი სწავლების მეთოდოლოგიასა და ტრენერის უნარ-ჩვევებზე;
 სანოტარო სამართალი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
თანამშრომლებისათვის;
 ნარკოდამოკიდებულების მქონე მსჯავრდებულთა მომზადება გათავისუფლებისათვის;
 ტრენერთა ტრენინგი რისკებისა და საჭიროებების შეფასებაზე;
 ტრენინგი პატიმარ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ;
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი
19
გადამზადებულთა სტატისტიკა
შექმნილია 2014 წლის ერთიანი რეესტრები: ტრენინგის მონაწილეთა, ტრენერთა,
ატესტაცია/კონკურსის მონაწილეთა, სადაც სრულადაა შეტანილი ინფორმაცია I-II კვარტალში
ჩატარებული სასწავლო ღონისძიებების/ტრენინგების შესახებ მიზნობრივი ჯგუფების მიხედვით.
განახლებული და ახალი პროგრამების მიხედვით 2014 წლის I – II კვარტალში განხორციელდა
შემდეგი ტრენინგები:
ჩატარებული ტრენინგები, 2014 წელი (1 იანვარი - 1 ივლისი)
N ტრენინგის თემატიკა
ჯგუფებისრაოდენობა
მსმენელთა რაოდენობა
სამინისტრო
სასჯ.დეპარტამენტი
სასჯ-ისდაწესებულებები
პრობაცია
სასწავლოცენტრი
PPTCტრენერები
სხვაუწყებები(შსს,პროკურატურა,
ეროვნულიექსოერტიზისბიურო)
ჯამი
1
,,სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების
საქმიანობის“ სპეციფიკა
1 6 5 11
2 ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება 2 32 32
3
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების
თანამშრომელთა მომზადება
2 38 38
4 ლიდერობის უნარჩვევები 2 4 10 6 3 5 19 47
5
პერსონალურ მონაცემთა დაცვა საჯარო
დაწესებულებებში
1 5 16 21
6
საბადრაგო სამსახურის თანამშრომელთა მომზადება და
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება
2 1 38 39
7 სწავლების მეთოდოლოგია და ტრენერის უნარ-ჩვევები 1 2 2 1 2 2 9
8
ჯანსაღი გარემოს შექმნა და დაავადებათა პრევენცია
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
16 5 380 385
9 პრობაციის სისტემის მენტორთათვის 1 13 4 17
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი
20
10
პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო
პროგრამების სამმართველოს სოციალურ მუშაკთა და
ფსიქოლოგთა საბაზისო მომზადება
2 36 36
11 სოციალური მუშაობა სასჯელაღსრულების სისტემაში 1 8 12 20
12
პირველდაწყებითი საბაზისო სწავლება პატიმრობისა და
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების
თანამშრომელთათვის (რეჟიმი)
4 96 96
13 სოციალური მუშაობა სასჯელაღსრულების სისტემაში 1 6 14 20
14
„ჯგუფურიმუშაობის მეთოდები“ (I ეტაპი)
არასრულწლოვან
ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან მომუშავე
სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მომზადება
1 16 4 20
15
სამართლებრივი დოკუმენტაციის წარმოება
სასჯელაღსრულების სისტემაში (იურისტთათვის)
1 16 16
16
ბულინგი. ბულინგის პრევენცია (II ეტაპი)
არასრულწლოვან
ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან მომუშავე
სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მომზადება
1 19 4 23
17
ნარკოდამოკიდებულების მქონე მსჯავრდებულთა
მომზადება გათავისუფლებისათვის
2 39 39
18
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სასწავლო
პროგრამა
1 2 15 17
19 სასჯელაღსრულების სისტემის მენტორებისთვის 1 15 5 20
20
არტთერაპია (IIIეტაპი)
არასრულწლოვან ბრალდებულებთან
/მსჯავრდებულებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისა
და ფსიქოლოგების მომზადება:
1 18 4 22
21
რისკებისა და საჭიროებების შეფასებისა და სასჯელის
ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიის და
შესაბამისი ინსტრუმენტების პრაქტიკულ გამოყენება
სასჯელაღსრულების სისტემაში
1 4 20 3 27
22 საკანონმდებლო სიახლეები 1 126 319 445
23
ქალი პატიმრების გათავისუფლების შემდგომი
რეფერალი რეპროდუქციული ჯანმრთელობის/ოჯახის
დაგეგმვის სერვისების მისაღებად სამოქალაქო
სექტორში.
1 5 5
24 ტაქტიკური მომზადება TOT 1 12 3 15
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი
21
25
პრობაციის თანამშრომელთა პირველდაწყებითი
საბაზისო სასწავლო პროგრამა
1 16 16
26
პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებებში საარჩევნო პროცესების ორგანიზების
სასწავლო პროგრამა
1 2 33 35
27
,,სასიცოცხლო უნარების გაუმჯობესება,
პროფორიენტაცია და დასაქმებისთვის მომზადება" (IV
ეტაპი) არასრულწლოვან
ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან მომუშავე
სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მომზადება:
1 17 2 19
28 ტრენინგი ვოლონტიურ საწყისებზე 1 10 10
29
,,ინდივიდუალური მუშაობის პროექციული და
დიაგნოსტიკური მეთოდები" (V ეტაპი)
არასრულწლოვან
ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან მომუშავე
სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მომზადება:
1 18 3 21
30
პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო
პროგრამების სამმართველოს სოციალურ მუშაკთა და
ფსიქოლოგთა საბაზისო მომზადება
1 22 22
ჯამი 54 20 269 1050 131 32 10 31 1543
სულ 1543
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

More Related Content

Featured

2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by Hubspot2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by HubspotMarius Sescu
 
Everything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPTEverything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPTExpeed Software
 
Product Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage EngineeringsProduct Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage EngineeringsPixeldarts
 
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthHow Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthThinkNow
 
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfAI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfmarketingartwork
 
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024Neil Kimberley
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)contently
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024Albert Qian
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsKurio // The Social Media Age(ncy)
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Search Engine Journal
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summarySpeakerHub
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Tessa Mero
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentLily Ray
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best PracticesVit Horky
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementMindGenius
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...RachelPearson36
 

Featured (20)

2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by Hubspot2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by Hubspot
 
Everything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPTEverything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPT
 
Product Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage EngineeringsProduct Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
 
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthHow Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
 
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfAI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
 
Skeleton Culture Code
Skeleton Culture CodeSkeleton Culture Code
Skeleton Culture Code
 
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
 
How to have difficult conversations
How to have difficult conversations How to have difficult conversations
How to have difficult conversations
 
Introduction to Data Science
Introduction to Data ScienceIntroduction to Data Science
Introduction to Data Science
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best Practices
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project management
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

  • 1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში პირველი-მეორე კვარტალი 2014 წელი
  • 2. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი 2 სარჩევი სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურის განახლება/განვითარება------------------------------------------3 სასწავლო ცენტრის ეკონომიკური სამსახურის ანგარიში-----------------------------------------------------4 სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში----------------------------------------------7 სამუშაო ჯგუფების მიერ გაწეული სამუშაოები/კონსულტაციები-------------------------------------------9 განხორციელებული/მიმდინარე პროექტები ----------------------------------------------------------------11 ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები----------------------------------------------------------------12 გამოცემები/პუბლიკაციები--------------------------------------------------------------------------------------13 ტრენინგები--------------------------------------------------------------------------------------------------------13 გადამზადებულთა სტატისტიკა--------------------------------------------------------------------------------19 გადამზადებულთა რიცხოვნობა (შედარებითი ანალიზი 2014წ.-2013წ. I-II კვ.) ------------------------------22 თანამშრომელთა/კანდიდატთა ტესტირება-------------------------------------------------------------------22 სამუშაო შეხვედრები და სასწავლო/სამუშაო ვიზიტები-----------------------------------------------------24 კონფერენციები----------------------------------------------------------------------------------------------------28 პროექტის წინადადებები ----------------------------------------------------------------------------------------29 სამომავლო გეგმები-----------------------------------------------------------------------------------------------29
  • 3. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი 3 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის 2014 წლის პირველ- მეორე კვარტალში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წინამდებარე ანგარიში მოიცავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მიერ 2014 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული აქტივობებისა და მესამე-მეოთხე კვარტალში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას. სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურის განახლება/განვითარება და სასწავლო პროცესის ტექნიკური უზრუნველყოფა  2014 წლის 6 იანვრიდან ფუნქციონირება დაიწყო განახლებულმა სასწავლო ცენტრმა. რეაბილიტირებული შენობა უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის ადეკვატურ და კომფორტულ გარემოში ჩატარებას, როგორც ტრენერებისთვის, ასევე მონაწილეებისათვის. მონაწილეთათვის ხელმისაწვდომი გახდა ღია და დახურული სპორტული დარბაზები, რომლებიც აღჭურვილია მაღალი ხარისხის სპორტული ინვენტარით. სასწავლო ცენტრში განახლდა იმიტირებული საკნები ტრენინგის პრაქტიკული ნაწილის ეფექტურად ჩატარების უზრუნველსაყოფად. შეძენილ იქნა ტექნიკური ინვენტარი და საშუალებები. მოწესრიგდა სასწავლო ცენტრის საკანალიზაციო ქსელი. კეთილმოეწყო რეგიონებიდან ჩამოსული მონაწილეებისათვის გამოყოფილი სასტუმრო ოთახები და გაუმჯობესდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. სრულად შეიცვალა სასწავლო ცენტრის ელექტროენერგიით მომარაგების სისტემა, ცენტრს ელექტროენერგია მიეწოდება დამოუკიდებელი ელექტრო გადამცემი ხაზით, რამაც გადაჭრა წლების განმავლობაში არსებული, ელექტროენერგიის სისტემატურად ავარიული გამორთვის პრობლემა. ელექტროენერგიით მომარაგების უწყვეტობას ასევე უზრუნველყოფს მაღალი მოცულობის ელ. გენერატორი, რომელიც ასევე შეძენილ იქნა 2013 წელს. მონაწილეთა ტრანსპორტირებისათვის არსებული ამორტიზებული მიკროავტობუსი შეიცვალა ახალი, 20 ადგილიანი მიკროავტობუსით, რაც უზრუნველყოფს როგორც მეტი რაოდენობის მონაწილეთა ერთდროულ გადაყვანას, ასევე კომფორტულ მომსახურებას.  შესყიდულ იქნა საჭირო ინვენტარი სასწავლო ცენტრის მიერ ტრენინგების ჩატარების უზრუნველსაყოფად.  დაიგეგმა და განახლდა ცენტრის ინტერნეტ და შიდა საკომუნიკაციო ქსელი, ცენტრის ყველა საკვანძო ოთახში მოხდა ქსელური წერტილის მონტაჟი.  ცენტრში არსებული ტესტირების აუდიტორიებში ხელახლა დაიგეგმა და გაიმართა ინტერნეტ ქსელი, გაიზარდა თვითოეულ ოთახში წერტილების რაოდენობა და ხარისხი.  Terminal server-ის ბაზას დაემატა მომხმარებელთა რაოდენობა, განახლდა თხელი კლიენტების ოპერაციული სისტემები და დაწესდა გარკვეული ტიპის შეზღუდვები სერვერის ბაზაზე არსებული კლიენტებისთვის. ასევე, Terminal server-ის 15 მომხმარებელს განუახლდა MS Office, რის შედეგადაც აუდიტორია გამზადდა MS Office კურსის ტრენინგებისთვის.
  • 4. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი 4  ცენტრის ბაზაზე შეიქმნა საინფორმაციო დაფის პროგრამა Lectures Timetable, რისი საშუალებითაც კურსანტებს აქვთ შესაძლებლობა მისაღებშივე გაეცნონ მიმდინარე და დაგეგმილი ტრენინგების განრიგს დაწყებისა და დასრულების დროს.  ცენტრის ტრენინგ ოთახებში სტაციონალურად დამონტაჟდა პროექტორები და ინტერაქტიული დაფები. სასწავლო ცენტრის ეკონომიკური სამსახურის ანგარიში სასწავლო ცენტრის ეკონომიკური სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან აქტიური კოორდინაციით, კერძოდ, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:  დადგენილ ვადაში წარდგენილ იქნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროში 2013 წლის შესრულების ოთხი ტიპის ანგარიში მოქმედი კანონმდებლობით დამტკიცებული ფორმებით.  განხორციელდა 2014 წლის საბიუჯეტო ასიგნებისა და საგრანტო დაფინანსების შეუფერხებელი ხარჯვა.  სახელმწიფო აუდიტსა და სხვადასხვა არასამთავრობო ინსტიტუტებს დროულად მიეწოდათ მოთხოვნილი ინფორმაცია.  გაფორმდა ხელშეკრულება შ.პ.ს „ჯიენ აუდიტთან“, რომელიც ახორციელებს 2013 წლის ცენტრის ბუღალტრული ანგარიშგებისა და 2012-2013 წლებში განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას. აუდიტს ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია მიეწოდა დროულად.
  • 5. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი 5  პირველ კვარტალში ევროკავშირთან თანადაფინანსებით ნაწილობრივ ანაზღაურებულ იქნა ერთი მივლინება ქვეყნის გარეთ.  შემოსავლების სამსახურში დროულად არის წარდგენილი ფიზიკურ პირებზე განაცემებისა და საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია.  გარე მომხმარებელთან ურთიერთობისათვის, ვებ-გვერდზე განსათავსებლად წარდგენილია ცენტრის საქმიანობის ამსახველი ფინანსური ინფორმაცია.  სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდა წყაროების მიხედვით შემუშავებული გეგმის თანახმად. გამოცხადდა 16 გამარტივებული ელექტრონული ტენდერი.  საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში გაფორმებულია 149 ხელშეკრულება, გრანტით დაფინანსების ფარგლებში 59 ხელშეკრულება.  2014 წლის პირველი ექვსი თვის ფინანსური ოპერაციები ასახულია საბუღალტრო პროგრამაში.  გარდა აღნიშნულისა, საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ იქნა სამსახურის ქვემდებარე სხვა მიმდინარე აქტივობები.  სახელმწიფო აუდიტსა და სხვადასხვა არასამთავრობო ინსტიტუტებს დროულად მიეწოდათ მოთხოვნილი ინფორმაცია.  სასწავლო ცენტრის თანამშრომლებზე დაირიცხა ხელფასის 55 უწყისი ბიუჯეტით და 15 უწყისი გრანტით.  წარმოებს ხელფასის რეესტრი.  2014 წლის პირველი ივლისისათვის სასწავლო ცენტრს არ გააჩნია შრომის ანაზღაურების კრედიტორული დავალიანება. 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბიუჯეტით დაირიცხა: 1) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე ხელფასი - 98285,09 ლარი. 2) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე პრემია - 16350 ლარი; 3) შტატგარეშე მოსამსახურეთა ხელფასი - 150949,11 ლარი; 4) შტატგარეშე მოსამსახურეთა პრემია - 8415 ლარი; 5) სოც. დახმარება (ბიულეტინი) – 2866.25 ლარი. სულ დარიცხულია 276865,45 ლარი. გრანტით კი შტატაგრეშე მოსამსახურეთა ანაზღაურება შეადგენს 32442 ლარს.  წარმოებს სამივლინებო რეესტრი, 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბიუჯეტით დაფინანსებულია მხოლოდ ორი მივლინება ქვეყნის გარეთ: პოლონეთში (მარტი) - 293 ლარი, ესპანეთში (ივნისი) - 129 ლარი და 57 თეთრი, ხოლო ქვეყნის შიგნით სამივლინებო ხარჯი შეადგენს 360 ლარს. თითოეულ პიროვნებაზე შევსებულია საინფორმაციო ბარათი.  2014 წლის 6 თვის აღებული ვალდებულებების დასაფარად ბიუჯეტიდან გადარიცხულია 448731 ლარი და 61 თეთრი, ხოლო გრანტით - 58750 ლარი. სულ ხაზინაში დარეგისტრირებულია 506 ვალდებულება და 1380 საგადახდო მოთხოვნა.
  • 6. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი 6  ხორციელდება საწვავის დადგენილი ლიმიტის ფარგლებში ხარჯვის მონიტორინგი (შექმნილია კვარტლის ხარჯვის ამსახველი პირველადი დოკუმენტები).  ხორციელდება კონტროლი და ხარჯვის მიზნობრივობის განსაზღვრა ფულად დოკუმენტებზე (მონოები, საწვავისა და რეცხვის ტალონები)  2014 წლის პირველი 6 თვის ფინანსური ოპერაციები ასახულია საბუღალტრო პროგრამაში.  მოხდა საბიუჯეტო ასიგნების და მიზნობრივი გრანტების დამტკიცებულ ხარჯვაში ცვლილებების შეტანა.  ხდებოდა მითითება ასათვისებელი საგრანტო დაფინანსების ოდენობის შესახებ, მაგრამ დაფიქსირდა ფაქტი სრულად არ ათვისების თაობაზე (UNICEF-ის ტრენინგებზე მოთხოვნილ იქნა 1150 ლარი, ხოლო ნაშთმა შეადგინა 1650 ლარი).  მიმდინარეობდა განსახორციელებელ გადარიცხვებსა და სახელმწიფო შესყიდვებზე ყოველდღიური მონიტორინგი და ანალიზი.  განხორციელდა საბიუჯეტო და საგრანტო დაფინანსების ხარჯვის შესაბამისობის კონტროლი დამტკიცებულ ხარჯთაღრიცხვასთან; დასრულდა ორი საგრანტო პროექტი (US, IRZ), მიმდინარეობს - ორი (CoE, UNICEF);  წარდგენილია მოთხოვნა გრანტის ფარგლებში გადახდილი 1774 ლარი დღგ-ის საგადასახადო ვალდებულების ანგარიშზე ჩასათვლელად.  განხორციელდა გასული 6 თვეში შედგენილი თითოეული უწყისის შინაარსობრივი ანალიზი (კლასიფიკაციის კოდის, რეგისტრაციის თარიღის და პირველადი დოკუმეტების შემოწმების კუთხით (საგრანტო დაფინანსებით 2014 წელი სრულად. გამოვლენილია უზუსტობა რიგ შემთხვევაში თარიღებში და ხელმომწერი პირის თანამდებობის მითითებაში) (საბიუჯეტო დაფინანსებით ანალიზი ჩაუტარდათ ნაწილობრივ ივნისში დარიცხულ თანხებს (გარდა საათობრივი ანაზღაურების გაანგარიშების სისწორისა)).  ჩატარდა ცენტრის საბიბლიოთეკო ფონდების ინვენტარიზაცია. ზედმეტობას ან დანაკლისს ადგილი არ ქონია (გამოვლინდა ნუმერაციაში უზუსტობები).  დროულად წარდგენილია ყოველთვიური დეკლარაციები შემოსავლების სამსახურში და კვარტალური ინფორმაციები მიწოდებულია სტატისტიკურ სამსახურში.  კორექტირებულ იქნა საგრანტო ხელშეკრულებები: UNICEF - ბიუჯეტი და პროექტი, IRZ – ორი ბიუჯეტი და ერთი პროექტი.  განხორციელდა შიდა (2013 წელი) და გარე (2012-2013 წლები) აუდიტების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მათთვის მიწოდება.  მიმდინარეობდა განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე კონტროლი.  განხორციელდა ფულადი დოკუმენტების აღრიცხვის კონტროლი.  მიმდინარეობდა საწყობიდან გასული საქონლის აღრიცხვა.  მოხდა ბალანსზე რიცხული, გამოუყენებელი და ამორტიზებული მოძრავი ქონების სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის გადაცემა.
  • 7. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი 7 სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში სასწავლო ცენტრი საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემისა და კორესპონდენციების შესრულების დროულობას, აღნიშნული მიმართულებით განხორციელებულ იქნა შემდეგი სამუშაო:  2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში სასწავლო ცენტრში შემოვიდა 9 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. ინფორმაცია მიწოდებულ იქნა დროულად, კანონით დადგენილ ვადებში.  ელექტრონულ კანცელარიაში 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან შემოვიდა 29 ბრძანება, რომლებიც სასწავლო ცენტრის დირექტორის ვიზირებით გადაეცა შესაბამის სამსახურებს.  ელექტრონულ კანცელარიაში 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში შემოსულია 129, ხოლო გასულია 226 წერილი; გატარდა 284 მოხსენებითი ბარათი, 46 განცხადება.  სასწავლო ცენტრში დირექტორის მიერ გამოიცა 113 ბრძანება და ასლები გადაეცა შესაბამის სამსახურებს.  სასწავლო ცენტრში წარმოებს დაქირავებულთა რეესტრი. საანგარიშო პერიოდში თანამშრომელთა დასაქმების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები ცენტრის მიერ არ განხორციელებულა.  იურისტის სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით გამოცხადდა ვაკანსია და კონკურსის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულებით დანიშნულ იქნა ცენტრის ახალი იურისტი.  სასწავლო ცენტრის მიერ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით სასწავლო ფილმის შესყიდვის ინსპექტირების განახორციელების მიზნით მოწვეულ იქნა სპეციალისტი და გაფორმდა მასთან შრომითი ხელშეკრულება.  დასუფთავების და სანიტარული ღონისძიებების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გამარტივებულ ელექტრონული ტენდერის შედეგების დადგომისთანავე შრომითი ურთიერთობა შეწყდა დამლაგებლებთან და მებაღესთან. გარდა აღნიშნულისა:  პირველი კვარტლის მონაცემებით ს.ს.ი.პ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში დასაქმებულია 13 შტატით გათვალისწინებული თანამშრომელი და 18 შტატგარეშე მოსამსახურე, მათ შორის 19 ქალი და 12 მამაკაცი. 2014 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში მოწვეულ ტრენერთა რაოდენობამ შეადგინა 72.
  • 8. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი 8  შემუშავდა და დამტკიცებულ იქნა სასწავლო ცენტრის თანამშრომელთა ფუნქციონალური უფლება-მოვალეობების განაწილების ახალი წესი და თანამშრომელთა თვითშეფასების ფორმა.  სასწავლო ცენტრის შინაგანაწესში შეტანილ იქნა გარკვეული სახის ცვლილებები.  შემუშავდა და შეიცვალა სასწავლო ცენტრის სიმბოლიკა - ფერი და ლოგო. შემუშავდა სერტიფიკატების ახალი დიზაინი 2014 წლისთვის.  ძველი და ახალი ინფრასტრუქტურის შედარების მიზნით შეგროვდა ფოტომასალა და გაკეთდა ფოტოკოლაჟი როგორც მონიტორისთვის, ასევე სტენდებისთვის.  ცენტრის ვებ-გვერდზე შევიდა მცირე ვიზუალური ცვლილებები სამინისტროს სახელწოდების და ცენტრის სიმბოლიკის ცვლილებიდან გამომდინარე. ასევე, ცენტრის ვებ- გვერდს დაემატა საჯარო ინფორმაციის ფანჯარა, რისთვისაც დამუშავდა, დახარისხდა და სხვადასხვა ქვეკატეგორიებში განთავსდა შესაბამისი ინფორმაცია. ვებ-გვერდზე განახლდა ყოველწლიურად ცვალებადი/განახლებადი ინფორმაცია (ანგარიშები და ა.შ.); დამუშავების და განახლების პროცესშია ცენტრის ფოტო და ვიდეო-ალბომები.  ტელევიზიებისა და საინფორმაციო სააგენტოების, ასევე სასწავლო ცენტრის ვებ-გვერდისა და ფეისბუქის გვერდის საშუალებით გაშუქდა ცენტრში განხორციელებული ტრენინგები და ღონისძიებები, შეიქმნა შესაბამისი ფოტო-ალბომები.  სასწავლო ცენტრის ფეისბუქის გვერდს დაემატა 470-მდე ახალი მომხმარებელი და გაიზარდა მათი აქტივობა (კომენტარები, ფოტოების გაზიარება). პასუხი გაეცა შემოსულ წერილებს facebook-ის ფოსტაში (სულ 6 წერილი).
  • 9. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი 9 სამუშაო ჯგუფების მიერ გაწეული სამუშაოები/კონსულტაციები სასწავლო ცენტრს აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება სამუშაო ჯგუფებთან მუშაობის, რაც საშუალებას იძლევა ნებისმიერი სახის დოკუმენტაცია - როგორც სასწავლო პროგრამები, ასევე სასწავლო მასალა მომზადებულ იქნას ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათი ხარისხის ამაღლებას. გადაიხედა არსებული სასწავლო პროგრამები (შევიდა ცვლილებები) სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მაგალითად, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით მომზადდა ახალი პროგრამები, როგორიცაა მენტორინგის პროგრამა, ჯანსაღი გარემოს შექმნა და დაავადებათ პრევენცია, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომელთა გრძელვადიანი მომზადების სასწავლო პროგრამა, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების იურისტთათვის - სამართლებრივი დოკუმენტაციის წარმოება სასჯელაღსრულების სისტემაში, ფიზიკური და ტაქტიკური მომზადების ახალ პროგრამა, ქალთა უფლებებზე ტრენინგის სასწავლო პროგრამა, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან მომუშავე სოციალური მუშკებისა და ფსიქოლოგების მომზადების ხუთ ეტაპიანი სასწავლო პროგრამა, სასწავლო პროგრამა „რისკებისა და საჭიროებების შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიის და შესაბამისი ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენება სასჯელაღსრულების სისტემაში“. ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად მომზადდა ტრენინგ პროგრამა პრობაციის სისტემის მენტორებისათვის, ასევე მომზადდა სახელმძღვანელო აღნიშნული სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ. ევროკავშირთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა ფიზიკური და ტაქტიკური მომზადების ახალი პროგრამა და ჩატარდა ტრენინგი, სადაც ჩართულები იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები და ადგილობრივი ექსპერტები პოლიციის აკადემიიდან. ამჟამად, ამ მიმართულებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები კალიშეს (Kalisz, პოლონეთი) პენიტენციური სამსახურის ცენტრალურ სასწავლო ცენტრთან. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სხვა სტრუქტურებთან ერთად მონაწილეობდა სასწავლო ცენტრი. ჯგუფის მიერ მომზადდა სასწავლო პროგრამა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს, სასჯელაღსრულების დაწესებულების სოციალური
  • 10. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი 10 განყოფილების თანამშრომელთათვის. აღნიშნული პროგრამის მიხედვით განხორციელდა ტრენინგები, რომლებიც ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ (Hulla & Co. Human Dynamics KG) თანადაფინანსებით. სამუშაო ჯგუფის მუშაობის ფარგლებში გაიწერა სოციალური სამსახურის ფუნქცია-მოვალეობები და გამოიკვეთა საჭიროებები, შემუშავდა სამუშაო აღწერილობები. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მონაწილეობით. სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობდა სასწავლო ცენტრში, შემუშავებულ იქნა საბაზისო სასწავლო პროგრამა სარეაბილიტაციო სამმართველოს მუშაკთა და ფსიქოლოგთათვის. აღნიშნული პროგრამით ტრენინგები ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ (Hulla & Co. Human Dynamics KG) ფინანსური მხარდაჭერით. ადილობრივი სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელშიც მონაწილეობდნენ სასწავლო ცენტრის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, განახლდა სასწავლო პროგრამა და განხორციელდა ტრენინგ პროგრამები თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თანამშრომელთათვის. პროგრამის პილოტური ვერსია შემუშავებულ იქნა NORLAG-ისა და INL-ის პროექტების ფარგლებში 2013 წელს. სასწავლო ცენტრის ადგილობრივი სამუშაო ჯგუფის მიერ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ მოთხოვნათა (ტრენინგებზე/პროგრამებზე) ანალიზის საფუძველზე, შედგა 2014 წლის კვარტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმა. შემუშავდა თვეებზე გაწერილი სამუშაო გეგმა. ყოველი თვის ბოლოს ხდება მომავალი თვის სამუშაო გეგმის გადახედვა/კორექტირება ფაქტობრივი შესრულების გათვალისწინებით. საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მიერ დაფინანსებული პროექტის - „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ქმედუნარიანობის განვითარება - მენტორინგის სისტემის შექმნა და განვითარება“ - ფარგლებში დამატებით საქმიანობად განისაზღვრა სასჯელაღსრულების სისტემის მენტორებისათვის გზამკვლევის შემუშავება. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ხუთი ექსპერტის შემადგენლობით. ჯგუფს დაევალა შეემუშავებინა დოკუმენტი სახელწოდებით: „მენტორინგი სასჯელაღსრულების სისტემაში - გზამკვლევი“. ექსპერტებმა სასჯელაღსრულების მენტორებთან და გერმანელ ექსპერტებთან ერთად საბოლოო კონსულტაციების გზით შეიმუშავეს გზამკვლევი. შედგა ტრენერთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კასკადური ტრენინგების „ჯანსაღი გარემოს შექმნა და დაავადებათა გავრცელების პრევენცია დახურული ტიპის დაწესებულებებში“ შუალედური შედეგების შეფასების მიზნით. შეხვედრის დროს მოხდა გასული ტრენინგების შეფასება და შემუშავდა სამომავლო გეგმები. შეიქმნა შიდა სამუშაო ჯგუფი ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორის, ფსიქოლოგების, ტრენერების მონაწილეობით, რომელიც მუშაობს ტრენინგის მონაწილეთა და ექსპერტების მიერ ტრენერების/ტრენინგის შეფასების კრიტერიუმებზე, კითხვარებზე, ექსპერტთა შეფასებების
  • 11. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი 11 განხორციელების გეგმაზე. შედგა ოთხი შეხვედრა. შეიცვალა ტრენინგის მონაწილეთა მიერ ტრენერის შეფასების კითხვარის ფორმა, საპილოტე აპრობაციის შემდგომ მოხდა კითხვარის კორექტირება. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა გრძელდება და შემდგომში სასწავლო პროცესების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით იგეგმება ექსპერტების მიერ ტრენერთა სამეტაპიანი შეფასება. განხორციელებული/მიმდინარე პროექტები სასწავლო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც დადებითად აისახება როგორც სასწავლო ცენტრის მუშაობის ხარისხზე, ასევე მის ეფექტურობაზე. სასწავლო ცენტრს აქტიური თანამშრომლობა აქვს ევროკავშირთან, ევროპის საბჭოსთან, ამერიკის საელჩოსთან, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულ ფონდთან (IRZ), გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF). გარდა დონორების მიერ განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობისა, სასწავლო ცენტრი ახორციელებს დამოუკიდებელ პროექტებსაც.  საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მიერ დაფინანსებული პროექტის - „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ქმედუნარიანობის განვითარება - მენტორინგის სისტემის შექმნა და განვითარება“ ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის - ტრენინგის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრები, ტრენინგი, პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია. პროექტი ითვალისწინებდა გერმანელი ექსპერტის მოწვევას ტრენერად. ბ-ნი გიუნტერ ჰერცოგი, გერმანელი ექსპერტი, წარუძღვა ტრენინგს მენტორინგის პროგრამის გერმანული გამოცდილების გაზიარების მიზნით.  გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ დაფინანსებული პროექტი “არასრულწლოვან პატიმრებთან მომუშავე სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა პროფესიული განვითარება” ითვალისწინებს 5 ეტაპიანი ტრენინგის განხორციელებას არასრულწლოვან პატიმრებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგებისათვის. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგების სერია სხვადასხვა თემაზე: ჯგუფური მუშაობის მეთოდები; ბულინგი და ბულინგის პრევენცია; არტთერაპია; სასიცოცხლო უნარების
  • 12. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი 12 გაუმჯობესება, პროფორიენტაცია და დასაქმებისთვის მომზადება; ინდივიდუალური მუშაობის პროექციული და დიაგნოსტიკური მეთოდები. მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის გამო, განხორციელდა მოლაპარაკებები გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) საბიუჯეტო ცვლილებების თაობაზე. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები 2014 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში სასწავლო ცენტრმა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის რამდენიმე მემორანდუმს:  2014 წლის 14 თებერვალს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრსა და საქართველოს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს შორის, რომლის მიზანს წარმოადგენს ისეთი ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც მიმართულია სამართლებრივი (შედარებითი) კვლევების, სამართლის პოპულარიზაციის, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტებისა და იურისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისკენ. ურთიერთთანამშრომლობის მიზანია ასევე, სტუდენტების ცნობიერების ამაღლება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის ფუნქციონირების და ამოცანების შესახებ.  2014 წლის 27 თებერვალს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და შ.პ.ს. აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტთან, რომლის ფარგლებშიც აქტივობებს განახორციელებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი; აღნიშნულ უნივერსიტეტებთან დადებული მემორანდუმების მიზანს წარმოადგენს იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში პრაქტიკული სასწავლო კურსის (სასჯელაღსრულების კლინიკა) ჩამოყალიბება მაგისტრატურის სტუდენტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით. პრაქტიკული სასწავლო კურსი განხორციელდება იურიდიული ფაკულტეტის გარეთ, სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებსა და დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებში (საქვეუწყებო დაწესებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტში, სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, ს.ს.ი.პ. პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და პრობაციის თბილისის ბიუროში, ს.ს.ი.პ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში, სამინისტროს მუდმივმოქმედ კომისიასა და ადგილობრივ საბჭოებში). პრაქტიკული სასწავლო კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრა ერთი აკადემიური სემესტრით.
  • 13. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი 13 სასწავლო ცენტრში შედგა N1 სამუშაო შეხვედრა პრობაციის მენტორებთან. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სასწავლო ცენტრსა და პრობაციის მენტორებს შორის, სულ ხელი მოეწერა მემორანდუმს პრობაციის 10 მენტორთან. გამოცემები/პუბლიკაციები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ფედერალური დახმარების პროექტი - „პრობაციის მენტორინგის სისტემის ჩამოყალიბება“ ითვალისწინებს მენტორებისათვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს მომზადებას. მომზადდა „მენტორინგის სახელმძღვანელო“ ავტორთა კოლექტივთან ერთად. განხორციელდა წიგნის რედაქტირება, კორექტორება და სტილისტური გამართვა. წიგნის პრეზენტაცია გაიმართა საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მიერ დაფინანსებული პროექტის შემაჯამებელ კონფერენციაზე. წიგნი გადაეცათ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სერტიფიცირებულ მენტორებს. ტრენინგები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა 2014 წლის პირველ კვარტალში მოამზადა და განახორციელა 22 სასწავლო ღონისძიება/ტრენინგი, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში. აღნიშნულ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში მომუშავე და სისტემასთან კავშირში მყოფმა 442 მსმენელმა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა 2014 წლის მეორე კვარტალში მოამზადა და განახორციელა 32 სასწავლო ღონისძიება/ტრენინგი, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში. აღნიშნულ
  • 14. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი 14 ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში მომუშავე და სისტემასთან კავშირში მყოფმა 1101-მა მსმენელმა. სულ 2014 წლის პირველ-მეორე კვარტალში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მიერ მომზადდა და განხორციელდა 54 სასწავლო ღონისძიება/ტრენინგი, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში. აღნიშნულ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში მომუშავე და სისტემასთან კავშირში მყოფმა სულ 1543-მა მსმენელმა, კერძოდ: სამინისტროს აპარატის - 20-მა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის - 269, სასჯელაღსრულების დაწესებულებების - 1050-მა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს - 131-მა, სასწავლო ცენტრის - 10 თანამშრომელმა და 32-მა ტრენერმა, სხვა უწყებების (საგარეო საქმეთა სამინისტრო, შსს, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, პროკურატურა) 31-მა წარმომადგენელმა. კერძოდ, სასჯელაღსრულებისადა პრობაციისსამინისტრო სასჯ.დეპარტამენტი სასჯ-ისდაწესებულებები პრობაციისეროვნული სამსახური სხვაუწყებები (შსს,პროკურატურა, ეროვნულიექსოერტიზის ბიურო…) სასწავლოცენტრი ტრენერები(PPTC) 20 269 1050 131 31 10 32 სულ 1543 განახლებული და ახალი პროგრამების მიხედვით განხორციელდა შემდეგი ტრენინგები: თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თანამშრომელთა საბაზისო სწავლება - 2 ჯგუფი;
  • 15. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი 15 ლიდერობის უნარ-ჩვევები - 2 ჯგუფი - განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით; მიზნობრივ ჯგუფს სასჯელაღსრულების სამინისტროს სისტემის მაღალი რგოლის თანამშრომლები შეადგენდნენ. მომზადება გაიარა სასჯელაღსრულების სამინისტროს აპარატის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, პრობაციის სააგენტოსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის 30-მა თანამშრომელმა. ტრენინგში ასევე მონაწილეობდნენ პროკურატურის, შსს კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოსა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები. სულ გადამზადდა 40 მონაწილე. ტრენინგი მიჰყავდა ამერიკელ ექსპერტს მაიკლ სიგალს, ფედერალური მართლმსაჯულების ცენტრის მთავარი სპეციალისტი. ,,სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის“ სპეციფიკა, საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახლადმიღებული თანამშრომლებისათვის; პერსონალურ მონაცემთა დაცვა საჯარო დაწესებულებებში - 5 ჯგუფი; პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების თანამშრომელთა საბაზისო სწავლება - მიმდინარეობს პერმანენტულად (I-II კვარტალში 5 ჯგუფი); პრობაციის თანამშრომელთა პირველდაწყებითი საბაზისო სასწავლო პროგრამა - 4 ჯგუფი; ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება - 5 ჯგუფი; პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა საბაზისო სწავლება - 2 ჯგუფი - განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან - ,,სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საკონსულტაციო კომპანია ,,Hulla & Co. Human Dynamics KG”; სოციალური მუშაობა სასჯელაღსრულების სისტემაში - 2 ჯგუფი - განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან - ,,სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საკონსულტაციო კომპანია ,,Hulla & Co. Human Dynamics KG”; ჯანსაღი გარემოს შექმნა და დაავადებათა პრევენცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში - 14 ჯგუფი - განხორციელდა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივ პროექტთან - “ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში “ თანამშრომლობის ფარგლებში; პრობაციის სისტემის მენტორთათვის - განხორციელდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფედერალური დახმარების პროექტთან (S-GE800-13-GR-046) - „პრობაციის მენტორინგის სისტემის ჩამოყალიბება“- თანამშრომლობის ფარგლებში; გადამზადებულია 17 მონაწილე. ტრენერთა ტრენინგი ტაქტიკურ მომზადებაში - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ (Hulla & Co. Human Dynamics KG) ფარგლებში განხორციელდა „ტრენერთა ტრენინგი ტაქტიკურ
  • 16. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი 16 მომზადებაში“. ირლანდიის სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრის ექსპერტი ჯონ დეივიდ კორკორანი სპეციალური საშუალებების გამოყენების ირლანდიურ გამოცდილებას უზიარებდა სასწავლო ცენტრის 15 ტრენერს. სწავლების მიზანს „პატიმრობის კოდექსით” დაშვებული სპეციალური საშუალებების გამოყენებაში ტრენერების მომზადება წარმოადგენდა ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების გათვალისწინებით. სერტიფიცირებული ტრენერები აღნიშნული პროგრამის მიხედვით სისტემის თანამშრომლებს გაწვრთნიან. სასჯელაღსრულების სისტემის მენტორთათვის - საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მიერ დაფინანსებული პროექტის - „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ქმედუნარიანობის განვითარება - მენტორინგის სისტემის შექმნა და განვითარება“ - ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი სასჯელაღსრულების სისტემის მენტორებისათვის. ხუთდღიანი ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა სასჯელაღსრულების სისტემის 15 მენტორი და სასწავლო ცენტრის 5 სუპერვაიზერი, რომლებიც მენტორინგის პროგრამის ფარგლებში ითანამშრომლებენ მენტორებთან. ტრენინგის მონაწილეებს დაურიგდათ სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული „მენტორინგის სახელმძღვანელო“. ტრენინგს სასწავლო ცენტრის ის ექსპერტები უძღვებოდნენ, რომელთაც „მენტორინგის სახელმძღვანელო“ მოამზადეს. პროექტი ასევე ითვალისწინებდა გერმანელი ექსპერტის მოწვევას ტრენერად. ბ-ნ გიუნტერ ჰერცოგმა, გერმანელი ექსპერტი, ტრენინგის მონაწილეებს მენტორინგის პროგრამის გერმანული გამოცდილება გაუზიარა. ტრენინგი ვოლონტიურ საწყისებზე „საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის“ ფარგლებში - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, „საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის“ ფარგლებში პილოტური ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის მიზანს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს საკონსულოებში დასანიშნი პირებისათვის სასჯელაღსრულების სისტემის არსისა და თავისებურებების შესახებ ზოგადი ინფორმაციის გაცნობა წარმოადგენდა. 2014 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით ჩატარდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის თანამშრომელთა ტრენინგ-სემინარი. სულ სწავლება გაიარა 25-მა ჯგუფმა. ტრენინგები ჩატარდა როგორც სასწავლო
  • 17. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი 17 ცენტრის ბაზაზე, ასევე ორგანიზებულ იქნა დასავლეთ საქართველოში ადგილზე ტრენინგების ჩატარება, მონაწილეთა სამსახურიდან მოწყვეტის გარეშე. სასჯელაღსრულების სისტემაში არჩევნების პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის სასწავლო ცენტრების ურთიერთშეთანხმებით ჩატარდა ტრენინგ-სემინარი სასჯელაღსრულების დაწესებულებების დირექტორების მოადგილეებისა და იმ თანამშრომლებისათვის, რომლებსაც მოუწევდათ საარჩევნო პროცესის ორგანიზება. ტრენინგს ესწრებოდა 35 მონაწილე. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ დაფინანსებული პროექტის “არასრულწლოვან პატიმრებთან მომუშავე სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა პროფესიული განვითარება” ფარგლებში ჩატარდა 5 ტრენინგი: პირველ ეტაპზე ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ჯგუფური მუშაობის მეთოდები“. ტრენინგის ძირითად მიზანს წარმოადგენდა თანამშრომელთა ჯგუფური მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება და მსმენელთათვის იმ უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან/პატიმრებთან ურთიერთობაში. მონაწილეებმა განიხილეს ჯგუფური მუშაობის მნიშვნელობა და თავისებურებები, მონაცემთა გამოყენების ფსიქოდიაგნოსტიკური და ფსიქოკორექციული ასპექტები. ტრენინგის მანძილზე გაიმართა თემატური ფილმების ჩვენება და დისკუსია. აღნიშნული თემატიკით გადამზადება გაიარა 17-მა მონაწილემ. პროექტის მეორე ეტაპზე განხორციელდა ტრენინგი თემაზე “ბულინგი და ბულინგის პრევენცია“. ბულინგი არის ერთი ინდივიდის ან ჯგუფის მიერ თანატოლთა შორის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა. აღნიშნული პრობლემა კომპლექსურ მიდგომასა და პრევენციული ღონისძიებების გატარებას საჭიროებს, განსაკუთრებით არასრულწლოვან პატიმრებში. ტრენინგის გავლის შემდეგ თანამშრომლები, რომლებსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსგავს პრობლემებთან შეხება უწევთ, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კუთხით მომზადებულები იქნებიან მის გადასაჭრელად. ტრენინგზე მიღებული ცოდნა და შეძენილი უნარები მათ დაეხმარება არასრულწლოვან პატიმართა შორის ბულინგის შემცირებაში, პრობლემის მოსაგვარებლად მოზრდილთა ეფექტური ჩარევისა და ბულინგის პრევენციული ღონისძიებების გატარების გზით. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 19-მა მსმენელმა. პროექტის მესამე ეტაპზე განხორციელდა ტრენინგი „არტთერაპიაში“. მონაწილეობა მიიღო 23-მა მსმენელმა.
  • 18. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი 18 მეოთხე ეტაპზე განხორციელდა ტრენინგი თემაზე: „სასიცოცხლო უნარების გაუმჯობესება, პროფორიენტაცია და დასაქმებისთვის მომზადება “. მონაწილეობა მიიღო 23-მა მსმენელმა. მეხუთე ეტაპის ტრენინგს: „ინდივიდუალური მუშაობის პროექციული და დიაგნოსტიკური მეთოდები“ დაესწრო 23 მონაწილე. ჩამოთვლილ ტრენინგთა გარდა ჩატარდა ტრენინგები შემდეგ თემებზე:  ტრენერთა ტრენინგი სწავლების მეთოდოლოგიასა და ტრენერის უნარ-ჩვევებზე;  სანოტარო სამართალი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებისათვის;  ნარკოდამოკიდებულების მქონე მსჯავრდებულთა მომზადება გათავისუფლებისათვის;  ტრენერთა ტრენინგი რისკებისა და საჭიროებების შეფასებაზე;  ტრენინგი პატიმარ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ;
  • 19. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი 19 გადამზადებულთა სტატისტიკა შექმნილია 2014 წლის ერთიანი რეესტრები: ტრენინგის მონაწილეთა, ტრენერთა, ატესტაცია/კონკურსის მონაწილეთა, სადაც სრულადაა შეტანილი ინფორმაცია I-II კვარტალში ჩატარებული სასწავლო ღონისძიებების/ტრენინგების შესახებ მიზნობრივი ჯგუფების მიხედვით. განახლებული და ახალი პროგრამების მიხედვით 2014 წლის I – II კვარტალში განხორციელდა შემდეგი ტრენინგები: ჩატარებული ტრენინგები, 2014 წელი (1 იანვარი - 1 ივლისი) N ტრენინგის თემატიკა ჯგუფებისრაოდენობა მსმენელთა რაოდენობა სამინისტრო სასჯ.დეპარტამენტი სასჯ-ისდაწესებულებები პრობაცია სასწავლოცენტრი PPTCტრენერები სხვაუწყებები(შსს,პროკურატურა, ეროვნულიექსოერტიზისბიურო) ჯამი 1 ,,სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის“ სპეციფიკა 1 6 5 11 2 ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება 2 32 32 3 თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თანამშრომელთა მომზადება 2 38 38 4 ლიდერობის უნარჩვევები 2 4 10 6 3 5 19 47 5 პერსონალურ მონაცემთა დაცვა საჯარო დაწესებულებებში 1 5 16 21 6 საბადრაგო სამსახურის თანამშრომელთა მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება 2 1 38 39 7 სწავლების მეთოდოლოგია და ტრენერის უნარ-ჩვევები 1 2 2 1 2 2 9 8 ჯანსაღი გარემოს შექმნა და დაავადებათა პრევენცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 16 5 380 385 9 პრობაციის სისტემის მენტორთათვის 1 13 4 17
  • 20. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი 20 10 პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა საბაზისო მომზადება 2 36 36 11 სოციალური მუშაობა სასჯელაღსრულების სისტემაში 1 8 12 20 12 პირველდაწყებითი საბაზისო სწავლება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების თანამშრომელთათვის (რეჟიმი) 4 96 96 13 სოციალური მუშაობა სასჯელაღსრულების სისტემაში 1 6 14 20 14 „ჯგუფურიმუშაობის მეთოდები“ (I ეტაპი) არასრულწლოვან ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მომზადება 1 16 4 20 15 სამართლებრივი დოკუმენტაციის წარმოება სასჯელაღსრულების სისტემაში (იურისტთათვის) 1 16 16 16 ბულინგი. ბულინგის პრევენცია (II ეტაპი) არასრულწლოვან ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მომზადება 1 19 4 23 17 ნარკოდამოკიდებულების მქონე მსჯავრდებულთა მომზადება გათავისუფლებისათვის 2 39 39 18 ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სასწავლო პროგრამა 1 2 15 17 19 სასჯელაღსრულების სისტემის მენტორებისთვის 1 15 5 20 20 არტთერაპია (IIIეტაპი) არასრულწლოვან ბრალდებულებთან /მსჯავრდებულებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მომზადება: 1 18 4 22 21 რისკებისა და საჭიროებების შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიის და შესაბამისი ინსტრუმენტების პრაქტიკულ გამოყენება სასჯელაღსრულების სისტემაში 1 4 20 3 27 22 საკანონმდებლო სიახლეები 1 126 319 445 23 ქალი პატიმრების გათავისუფლების შემდგომი რეფერალი რეპროდუქციული ჯანმრთელობის/ოჯახის დაგეგმვის სერვისების მისაღებად სამოქალაქო სექტორში. 1 5 5 24 ტაქტიკური მომზადება TOT 1 12 3 15
  • 21. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი 21 25 პრობაციის თანამშრომელთა პირველდაწყებითი საბაზისო სასწავლო პროგრამა 1 16 16 26 პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში საარჩევნო პროცესების ორგანიზების სასწავლო პროგრამა 1 2 33 35 27 ,,სასიცოცხლო უნარების გაუმჯობესება, პროფორიენტაცია და დასაქმებისთვის მომზადება" (IV ეტაპი) არასრულწლოვან ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მომზადება: 1 17 2 19 28 ტრენინგი ვოლონტიურ საწყისებზე 1 10 10 29 ,,ინდივიდუალური მუშაობის პროექციული და დიაგნოსტიკური მეთოდები" (V ეტაპი) არასრულწლოვან ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მომზადება: 1 18 3 21 30 პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა საბაზისო მომზადება 1 22 22 ჯამი 54 20 269 1050 131 32 10 31 1543 სულ 1543