2. ახალი წელი მოდის.
პატარა ბეკეკები სახ-
ლში არიან: ნაცარა,
ნუცარა, ჭრელა და
ჭრულა.
პატარა ბეკეკები თოვ-
ლის თხას ელოდებიან.
კარზე ვიღაც აკაკუნებს.
- ვინ არის? - ამბობს ნაცარა.
- თოვლის თხა იქნება, -
ამბობს ჭრელა.
- მგელი ხომ არ არის? - ჩუ-
მად ამბობს ნუცარა.
3. - მეე მეზობელი
ბეკეკა ვარ, - პასუხობს
ხმა.
- რა მოგაქვს, - ეკითხ-
ება ჭრულა.
- მწვანე ბალახი, -
პასუხობს ხმა.
- შემოდი, - ამბობს
ნაცარა.
პატარა ბეკეკა სახ-
ლში შემოდის.
4. ნუცარა, ჭრელა, ჭრულა და ერთი მეზობელი
ბეკეკა.
კარზე ისევ ვიღაც აკაკუნებს.
- ვინ არის? - კითხულობს ნაცარა.
- თოვლის თხა იქნება, - ამბობს ჭრელა.
- მგელი ხომ არ არის? - ჩუმად კითხულობს
ნუცარა.
- მეე თქვენი მეზობელი ბეკეკა ვარ, - პასუხობს
ხმა.
- შემოდი, - ამბობს ნაცარა.
პატარა ბეკეკა სახლში შემოდის. სახლში უკვე
ექვსი ბეკეკაა: ნაცარა, ნუცარა, ჭრელა, ჭრულა
და ორი მეზობელი ბეკეკა.
5. კარზე ისევ ვიღაც აკაკუნებს.
- ვინ არის?
- თოვლის თხა იქნება.
- მეე, მე თოვლის თხა ვარ.
- რა მოგაქვს?
-ბევრი რძე და ბევრი მწვა-
ნე ბალახი.
- შემოდი!
თოვლის თხა სახლში
შემოდის. პატარა
ბეკეკები ცეკვავენ და
მღერიან
6. ჩვენთან თოვლის თხა
მოვიდა,
მოდის ახალი წელიც.
ბევრი გვაქვს რძე და
ბალახი.
ახლა საჩუქრებს
ველით.
ბეე, ბეე, ბეე,
ბეკეკები ვართ ჩვენ!
ბეე, ბეე, ბეე,
ბეკეკები ვართ ჩვენ!
7. ტექსტი ქართული ხალხური ზღაპრების
მოტივების მიხედვით შექმნილი და
გამოქვეყნებულია საქართველოს დაწყებითი
განათლების პროექტის G-PriEd ფარგლებში.
გამოყენებულია ზურა სულაკაურის ნახატები.
სლაიდებს ახმოვანებენ:
ნინო ჭაუჭიძე
ლუკა ჭაუჭიძე
დავით ჭაუჭიძე
გიორგი ჭაუჭიძე