1. The European Commission support for the production of this publication does not constitute an endorsement of the contents, which solely reflect the views of the
authors. The Commission cannot be held responsible for any use which may be made of the information contained herein
მოდული 4. ქსელის შექმნა
4.2. ტურიზმის ინდუსტრიაში
სხვადასხვა ეკო-ინოვაციური ქსელის
ეფექტიანობის შეფასება.
2. სწავლის შედეგები
მოსწავლეს შეეძლება გამოიყენოს სხვადასხვა საშუალებები,
რათა გაერკვეს ტურიზმის ინდუსტრიაში ეკო-ინოვაციური
ქსელების ეფექტურობაში .
3. სოციალური ქსელების ეკო-ინოვაციური მონაწილეები
სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში
ეკო-ინოვაციის მნიშვნელოვანი ასპექტია ეკო-ინოვაციებში
ურთიერთდაკავშირებულ მონაწილეთა მუშაობა. ეს მონაწილეები
არიან:
•ადგილობრივი საზოგადოებები
•მომხმარებლები
•მთავრობები, პოლიტიკოსები
•არასამთავრობო ორგანიზაციები (NGOs)
•ინვესტორები
•მომწოდებლები, დისტრიბუტორები
•უნივერსიტეტები, კვლევითი ცენტრი ფირმების გარდა.
4. სოციალური ქსელების ეკო-ინოვაციური მონაწილეები
სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში
ადგილობრივი საზოგადოებები: ეკონომიკური განვითარების უკეთესობა
შესაძლებელია საზოგადოებაში ეკო-ინოვაციური პრაქტიკის დანერგვით
(Kemp & Pearson, 2007).
მომხმარებლები: ტურისტებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ეკო-
ინოვაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას სამიზნე კლიენტის
ინფორმირებულობის ამაღლებით.
მთავრობები, პოლიტიკოსები: თუ ეკო-ინოვაციური პრაქტიკა უნდა იქნას
მიღებული და გამოყენებული, ეს მხოლოდ იმ პოლიტიკითაა შესაძლებელი,
რომლითაც ადგილობრივი მთავრობა იწყებს გამოყენებას. ამ კონტექსტში,
ადგილობრივ მთავრობას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება შეიმუშავონ
ეკო-ინოვაციების პრაქტიკა სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში და
გაზარდონ სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის წილი.
5. არასამთავრობო ორგანიზაციები (NGOs): ადგილობრივ და
გლობალურ დონეზე გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების
შედეგად, ადგილი აქვს სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში
მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობის ზრდას.
ინვესტორები: ისინი ეკო-ინოვაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი
ელემენტია ტურიზმის ინიციატივებში, რადგან ისინი ინვესტიციებს
აკეთებენ ეფექტიანი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად(OECD, 2005).
სხვები: განსაკუთრებით საჭიროა ინვესტიციები R&D– ში/
გარემოსდაცვითი ინვესტიციების, უნივერსიტეტებისა და კვლევითი
ცენტრებისა და კვალიფიციური თანამშრომლებისთვის, ეკო-
ინოვაციის პრაქტიკის ადაპტირებისთვის და საწარმოებში
ინოვაციური მიდგომების შესაქმნელად.
6. სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში მცირე და
საშუალო საწარმოს ეკო-ინოვაციისთვის შესაბამისი
ქსელების შერჩევა
• სოციალური ქსელის არჩევა ეხმარება მცირე და საშუალო საწარმოს ეკო-
ინოვაციური გაგების პროცესში.
• სათანადო ქსელის არჩევის მიზნით, მნიშვნელოვანია ფოკუსირება
სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ანალიზზე ყველაზე ეფექტური გზით.
• ქსელის ჯგუფებს შორის ნდობა და თანამშრომლობა უაღრესად
აუცილებელია ეკო-ინოვაციური ქსელის სისტემის შესაქმნელად.
• ხარჯების განსაზღვრა უმნიშვნელოვანესია მცირე და საშუალო
საწარმოსათვის. ყველა მცირე და საშუალო საწარმოს სურს შექმნას
ხელმისაწვდომი ხარჯის სტრუქტურა. ამ მხრივ, სოციალური ქსელის
ინტეგრაცია ეკო-ინოვაციის პროცესში მნიშვნელოვანია ხარჯის
სტრუქტურის გათვალისწინებით.
7. კონტრაქტები და ხელშეკრულებები ეკო-
ინოვაციისთვის
უამრავი კონტრაქტი და ხელშეკრულებაა დაკავშირებული
მდგრადობასთან და ეკო-ინოვაციასთან. ზოგი მათგანი შემდეგია:
•კიოტოს პროტოკოლი
•პარიზის ხელშეკრულება
•ენერგოეფექტურობის კანონები
•კლიმატის ცვლილებისა და ენერგოეფექტურობის სტრატეგიის
ეროვნული სამოქმედო გეგმა (2011-2023 )
•თურქეთის მე -10 განვითარების გეგმა (2014-2018)
•გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია
•მეწარმეობისა და ინოვაციების პროგრამა (EIP)
8. შესაძლებელია გაიზარდოს კონტრაქტებისა და
ხელშეკრულებების რაოდენობა, რომლებიც დაკავშირებულია
მდგრადობასა და ეკო-ინოვაციასთან. საერთო ჯამში,
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკო-სტუმართმასპინძლობის
ინდუსტრიისთვის სათანადო გარემოს შექმნის მიზნით,
ძირითადი საქმიანობა მოიცავს ახალი კონტრაქტებისა და
ხელშეკრულებების შექმნას, ბიზნეს ქსელების განსაზღვრასა
და დამკვიდრებას, მათი როლების განსაზღვრასა და
სოციალური ქსელების სათანადო ფორმით გამოყენებას და
ბიზნესის საჭიროებებისა და მოთხოვნების დადგენას.
9. ლიტერატურა
• Alonso-Almeida, M. D. M., Rocafort, A., & Borrajo, F. (2016). Shedding light on eco-
innovation in tourism: A critical analysis. Sustainability, 8(12), 1262.
• Kemp, R. & Pearson, P. (2007). Final report MEI project about measuring eco-
innovation. UM Merit, Maastricht, 10, 2. pp. 4-5.
• OECD - Statistical Office of the European Communities. (2005). Oslo Manual: proposed
guidelines for collecting and interpreting technological innovation data. OECD
Publishing.
• PAGE (2016), Integrated Planning & Sustainable Development: Challenges and
Opportunities.
https://www.undp.org/content/dam/undp/library/Sustainable%20Development/PAGE
_Integrated_Planning_and_SD_SynthesisReport.pdf
• Republication of Turkey Environment and Urbanization’s Ministry, (2014). Climate
Change Action Plan 2011-2023.
https://webdosya.csb.gov.tr/db/iklim/editordosya/iklim_degisikligi_eylem_plani_EN_2
014.pdf.
• Republic of Turkey Ministry of Energy and Natural Resources, (2018). National Energy
Efficiency Action Plan (NEEAP) 2017-2023.
http://www.yegm.gov.tr/document/20180102M1_2018_eng.pdf