2. ძველი მსოფლიოს არქიტექტურის
მრავალი ნიმუში თანამედროვე
ადამიანსაც კი აოცებს, რომელიც უკვე
დიდი ხანია მიეჩვია ტექნოლოგიურ და
საინჟინრო საოცრებებს. ეს დიდებული
და გრანდიოზული ნაგებობები
წარსული ეპოქების ისტორიის, დიდი
ხნის წინ არსებული სახელმწიფოების
ძლევამოსილების შესახებ
მოგვითხრობს.
3. პირამიდები _ ძველი ეგვიპტის
მმართველების, ფარაონების, გიგანტური
სამარხები. ძვ. წ. აღ. XXVI ს.
7. სხვადასხვა ეპოქისა თუ ქვეყნის
არქიტექტურაში დიდი მნიშვნელობა
ენიჭებოდა სატაძრო ხუროთმოძღვრებას.
ღვთის სახლის მშენებლობა კონკრეტული
რელიგიის მოთხოვნების გათვალისწინებით და
არსებული არქიტექტურულ-მხატვრული
შესაძლებლობების გამოყენებით
ხორციელდებოდა. ამის მაგალითია სხვადასხვა
ღვთაებების ტაძრები ძველ საბერძნეთში.
მუსლიმანთა სალოცავი - კლდის მეჩეთი
იერუსალიმში, მართლმადიდებელთა ტაძრები
ბიზანტიასა და საქართველოში. კათოლიკური
კათედრალი ამიენში და სხვა.