SlideShare a Scribd company logo
1 of 63
Download to read offline
ბიბლია. მათთან ერთად შეიტანეს წმინდა მოციქულთა წერილები და ყველაფერი
სხვა, რაც „შესაფერისი“ იყო იმ დროისათვის და, ეპისკოპოსთა რწმენით,
ქრისტიანობის უმთავრეს პრინციპებს უკეთ გამოხატავდა. ეპისკოპოსთა ყრილობისა
და მათ მიერ შერჩეული წიგნების სიის ნახვა მურატორის კანონშია შესაძლებელი.
დანარჩენი წიგნები, მსგავსი ნეგ-ჰამადანის ხელნაწერისა, არ შეუტანიათ ახალ
აღთქმაში, ან ქალის ავტორობის მიზეზით (მაგალითად, მარიამ მაგდალინელის
სახარება), ან იმის გამო, რომ მათში იესო სრულად აცნობიერებდა საკუთარ ღვთიურ
მისიას და, შესაბამისად, მისი გარდაცვალება ნაკლებ მტკივნეული, გამოუკვეთელი
ჩანდა.
* * *
1974 წელს ინგლისელმა არქეოლოგმა სერ უოლტერ უილკინსონმა კიდევ ერთი,
არაბულ, ძველ ებრაულ და ლათინურ ენებზე შესრულებული ხელნაწერი აღმოაჩინა.
იგი კარგად იცნობდა ამ რეგიონში მსგავსი აღმოჩენების განმკარგავ კანონებს და
ხელნაწერი კაიროს მუზეუმის ანტიკვარიატის განყოფილებას გაუგზავნა. მალევე
პასუხად მიიღო, რომ ამ ხელნაწერის სულ ცოტა 155 ასლი მაინც იყო მთელ
მსოფლიოში (სამი მათგანი მუზეუმს ეკუთვნოდა) და თითქმის იდენტურები იყვნენ.
რადიოკარბონის ტესტმა (რომელსაც ორგანული მატერიის ასაკის განსასაზღვრად
იყენებენ) უჩვენა, რომ ხელნაწერი შედარებით გვიანდელ პერიოდს ეკუთვნოდა,
მაგრამ არა უგვიანეს 1307 წლისა. არც ისე რთული გახლდათ იმის დადგენა, რომ
ხელნაწერის აღმოჩენის ადგილი ეგვიპტის ტერიტორიის გარეთ მდებარე ქალაქი აკრა
იყო. შესაბამისად, არც რაიმე შეზღუდვა ვრცელდებოდა ხელნაწერის ქვეყნიდან
გატანაზე და სერ უოლტერმა წერილობითი ნებართვა მიიღო ეგვიპტის
მთავრობისაგან (Ref. 1901/317/IFP-75, 23 ნოემბერი, 1974 წ.)
* * *
სერ უოლტერის ვაჟს 1982 წელს, შობის საღამოს შევხვდი, პორტმადოგში, უელსში.
მახსოვს, მამამისის მიერ აღმოჩენილი ხელნაწერი ახსენა, მაგრამ ამისთვის დიდი
ყურადღება არცერთს მიგვიქცევია. ჩვენ თბილი ურთიერთობა შევინარჩუნეთ და
სულ მცირე – ორჯერ მაინც კიდევ შევხვდით, როდესაც უელსს ვეწვიე ჩემი წიგნების
უკეთ გაყიდვისთვის.
2011 წლის 30 ნოემბერს ზემოხსენებული ხელნაწერის ასლი მივიღე. მის ტექსტს
უცვლელად წარმოგიდგენთ.
ვისურვებდი, წერა ამით დამეწყო:
„ახლა, როდესაც ჩემი ცხოვრება აღსასრულს უახლოვდება, ყველაფერს, რაც ამ
ქვეყნად მისწავლია, მომავალ თაობებს ვუტოვებ. დაე, კარგად გამოიყენონ ეს ცოდნა.“
მაგრამ ვაი, რომ მართალი არ იქნებოდა. ჯერ სულ რაღაც ოცდაერთი წლის ვარ.
მშობლებმა არც სიყვარული დამაკლეს, არც განათლება. დავქორწინდი ქალზე,
რომელიც მიყვარს და რომელსაც ვუყვარვარ. თუმცა, ხვალიდან ცხოვრება
ერთმანეთს დაგვაცილებს და ცალ-ცალკე ვივლით ბედისწერისა და სიკვდილის
გზებზე.
ჩვენი ოჯახისთვის დღეს 1099 წლის 14 ივლისია. ბავშვობის დღეები მეგობარ
იაკობთან თამაშში გავლიე იერუსალიმის მყუდრო კედლებში. მისი ოჯახისთვის
ახლა 4859 წელია. ყოველთვის დიდი სიამაყით მეუბნება ხოლმე, რომ იუდაიზმი ჩემს
რელიგიაზე გაცილებით ძველია. ღირსეულმა იბნ ალ-ასირმა ცხოვრება იმ ისტორიის
ჩაწერას მიუძღვნა, რომელიც სადაცაა დასრულდება. მისთვის 492-ე წელი იწურება.
მართალია, ვერც თარიღებზე ვთანხმდებით და ვერც ღვთისმსახურებისთვის
საუკეთესო გზებზე, მაგრამ მაინც უდრტვინველად ვცხოვრობთ.
ერთი კვირის წინ სამხედრო მეთაურებმა შეხვედრა გამართეს. ფრანგი ჯარისკაცები
ასი თავით აღემატებიან ჩვენებს და აღჭურვილობაც გაცილებით უკეთესი აქვთ.
არჩევანის წინაშე დავდექით: მიგვეტოვებინა ქალაქი ან გვებრძოლა სისხლის
უკანასკნელ წვეთამდე. მარცხი გარდაუვალი იყო, თუმცა უმეტესმა ჩვენგანმა მაინც
დარჩენა ამჯობინა.
მუსულმანები ამ დროისათვის ალ-აქსას მეჩეთთან შეკრებილან, ხოლო ებრაელები
მებრძოლთ „მიჰრაბ დავუდთან“ – დავითის კოშკთან აგროვებენ. სხვადასხვა უბანში
მცხოვრებ ქრისტიანებს კი ქალაქის სამხრეთ ნაწილის დაცვა დაევალათ.
ქალაქის კედლებს მიღმა უკვე ჩანს დაშლილი გემებისგან აწყობილი მტრის საალყო
კოშკები. მოწინააღმდეგის შენაერთების მოძრაობა გვაფიქრებინებს, რომ ხვალ
დილით შემოგვიტევენ და მიწას ჩვენი სისხლით მორწყავენ პაპის, ქალაქის
„გათავისუფლებისა“ და „ღვთაებრივი განგების“ სახელით.
იმავე მოედანზე, სადაც ათასწლეულის წინ რომაელმა მმართველმა, პილატე
პონტოელმა იესო ბრბოს ჯვარზე გასაკრავად გადასცა, ამ საღამოს ყველა ასაკის ქალი
და მამაკაცი ვიკრიბებით იმ ბერძენის სანახავად, რომელსაც კოპტის სახელით
ვიცნობთ.
უცნაური კაცია ეს კოპტი. ჯერ კიდევ უწვერული ყრმა იყო, მშობლიური ქალაქი,
ათენი რომ მიატოვა. გაემართა სიმდიდრისა და თავგადასავლების საძიებლად,
თუმცა წარუმატებლობამ და შიმშილმა აიძულა ჩვენს ქალაქში კარდაკარ მოწყალება
ეთხოვა. მოსახლეობის სტუმართმოყვარეობამ საერთოდ ააღებინა ხელი
მოგზაურობის სურვილზე და დარჩენა გადააწყვეტინა.
სამსახური მეწაღის სახელოსნოში იშოვა და იბნ ალ-ასირის მსგავსად ყველაფერს,
რასაც ხედავდა და ესმოდა, მომავალი თაობებისთვის იწერდა. არასოდეს
გამოუთქვამს სურვილი რომელიმე რელიგიის აღმსარებელი გამხდარიყო და არც
ვინმეს უცდია, გადაებირებინა. მისი რწმენით, ახლა არც 1099 წელია, არც 4859 და,
მით უმეტეს, არც 492-ის მიწურული. კოპტს მხოლოდ აწმყო დროისა და უცნობი
ღმერთის – მოირასი სწამს. მისი თქმით, ეს ღვთიური ძალა ეფუძნება ერთადერთ
კანონს, რომლის დარღვევაც სამყაროს აღსასრულს გამოიწვევდა.
კოპტის სიახლოვეს იერუსალიმში გავრცელებული სამი რელიგიის პატრიარქები
დასხდნენ. ამ საუბარს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ დასწრებია,
რადგან ძალიან იყვნენ დაკავებულნი იმ ბრძოლის ორგანიზებით, რომელიც, ჩვენი
ღრმა რწმენით, სრულიად უაზრო გამოდგებოდა.
„მრავალი საუკუნის წინ ამ მოედანზე ერთ კაცს მსჯავრი დასდეს და სიკვდილი
მიუსაჯეს,“ თქვა ბერძენმა. „სიკვდილის გზაზე მიმავალმა ქალების ჯგუფს ჩაუარა.
დაინახა რა, როგორ მოთქვამდნენ, უთხრა: მე კი ნუ დამტირით, არამედ დაიტირეთ
იერუსალიმი. ის იწინასწარმეტყველა, რაც ახლა ხდება. ხვალიდან ჰარმონია
არეულობად იქცევა; მხიარულებას სევდა ჩაანაცვლებს, მშვიდობა კი გზას დაუთმობს
ომს, რომელიც განუზომლად დიდხანს გაგრძელდება.“
არაფერი გვითქვამს, რადგან არ ვიცოდით, რისთვის ვიყავით შეკრებილნი. ალბათ
მორიგ ქადაგებას ველოდით ამ დამპყრობლებზე, საკუთარ თავს „ჯვაროსნებს“ რომ
უწოდებენ.
კოპტი თითქოს ტკბებოდა ამ დაბნეულობით. დიდი ხნის დუმილის შემდეგ კი ახსნას
შეუდგა:
„მათ შეიძლება დაანგრიონ ქალაქი, მაგრამ ვერ ხელყოფენ იმას, რაც მან გვასწავლა.
ძალზედ მნიშვნელოვანია, იგივე ბედი არ ეწიოს ცოდნასაც, რაც ჩვენს კედლებს,
სახლებსა და ქუჩებს მოელის. მაინც, რა არის ცოდნა?“
პასუხი არავის გაუცია და მანაც განაგრძო:
„ცოდნა არის არა სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ აბსოლუტური ჭეშმარიტება,
არამედ ის, რაც ყოველდღიურ გამოწვევებთან ჭიდილსა და მათ დაძლევას
შეგვაძლებინებს. არაფერი აქვს საერთო წიგნებიდან ნასწავლ ფაქტებთან; რაც
მხოლოდ იმაზე ფუჭი კამათისთვის გამოდგება, თუ რა მომხდარა ან მოხდება. ცოდნა
ყოველი კეთილის მოსურნე ადამიანის გულშია დაბუდებული.“
კოპტმა გვითხრა:
„მე სწავლული გახლავართ. მრავალი წელი დავუთმე ანტიკვარიატის მოძიებას,
საგნების კლასიფიცირებას, ისტორიული მოვლენების ჩაწერასა და პოლიტიკის
განხილვას. მიუხედავად ამისა, არ ვიცი, რაზე გელაპარაკოთ. ღვთიურ ძალას
შევთხოვ, განწმინდოს ჩემი გული. დამისვით კითხვები და გიპასუხებთ. ძველი
ბერძენი მასწავლებლებიც სწორედ ასე იქცეოდნენ. მოსწავლეები ისეთ საკითხებზე
უსვამდნენ კითხვებს, რაზეც საკუთარი აზრი არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული და
მასწავლებლებიც პასუხობდნენ მათ.“
„მაინც, რაში გვარგია ეს პასუხები?“ – იკითხა ვიღაცამ.
„ზოგი ჩაიწერთ ჩემ სიტყვებს, ზოგიც – დაიმახსოვრებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი
მაინც ისაა, რომ ხვალიდან მიაშუროთ ქვეყნიერების ოთხსავე მხარეს და სხვათაც
უამბოთ, რასაც აქ მოისმენთ. მხოლოდ ასე შევძლებთ ჩვენი ქალაქის სულის
გადარჩენას. ადრე თუ გვიან, ავაღორძინებთ იერუსალიმს, არა მხოლოდ ქალაქს,
არამედ ცოდნის სათავესაც, რომელშიც ხელმეორედ გამეფდება მშვიდობა.“
„ყველამ კარგად ვიცით, ხვალ რაც გველის, – თქვა მეორემ, – ხომ არ აჯობებდა,
სამშვიდობო მოლაპარაკება განგვეხილა, ან ბრძოლისათვის მოვმზადებულიყავით?“
კოპტმა მის გვერდით მსხდომ სასულიერო პირებს გადახედა და მსწრაფლ
შემობრუნდა ხალხისკენ.
„წინასწარ არ ვიცით, რა მოგველის, რადგან ყოველი დღე სავსეა კარგი და ცუდი
მომენტებით. როდესაც კითხვებს დამისვამთ, დაივიწყეთ ქალაქს მომდგარი
მებრძოლები და სხეულებში ჩაბუდებული შიში. დღევანდელი მოვლენების
მომავალი თაობისთვის გადაცემა ჩვენი ამოცანა არ არის; ამაზე ისტორია იზრუნებს.
ნაცვლად ამისა, ვისაუბრებთ ყოველდღიურ ცხოვრებასა და იმ სირთულეებზე,
რომლებიც დავძლიეთ. მომავლისთვის მხოლოდ ამას ექნება მნიშვნელობა, რადგან
არ მგონია, რაიმე შეიცვალოს თუნდაც მომდევნო ათასი წლის განმავლობაში.“
* * *
პირველად ჩემმა მეზობელმა იაკობმა სთხოვა:
„გვესაუბრე მარცხზე“
მან უპასუხა:
როგორ გგონიათ, ზამთარში ხიდან მოწყვეტილი ფოთოლი თავს სიცივისგან
დამარცხებულად მიიჩნევს?
ხე ეტყვის ფოთოლს: „ცხოვრების წესი ასეა. შეიძლება გეგონოს, რომ სიკვდილი
გიწერია, მაგრამ ჩემში განაგრძობ არსებობას. შენი წყალობით ვცოცხლობ, რადგან
სუნთქვის საშუალებას მაძლევ. სწორედ შენ უნდა გიმადლოდე, რომ დაღლილი
მოგზაურისთვის ჩრდილი შემითავაზებია და ამით თავი დაფასებულად მიგრძნია.
ჩემი სხეულის ნაწილი ხარ. ჩვენ ერთნი ვართ“.
კაცი, რომელიც წლების მანძილზე ემზადებოდა მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის
დასალაშქრად, განა დამარცხებულად აღიარებს თავს, როდესაც მთასთან მისულს
მოახლოებული ქარიშხალი შეაფერხებს? იგი ეტყვის მთას: „ახლა არ მიმიღებ? ერთ
დღესაც გამოიდარებს და მწვერვალსაც მივაღწევ. მანამდე კი აქ იდგები და
დამელოდები.“
პირველი შეყვარებულისგან უარის მიღების შემდეგ, ახალგაზრდა კაცი სიყვარულზე
როდი ჩაიქნევს ხელს. ნაცვლად ამისა, იტყვის: „ვიპოვი იმას, ვინც ჩემს გრძნობას
უკეთ გაიგებს და ცხოვრების ბოლომდე ბედნიერი ვიქნები.“
ბუნების ციკლს არც გამარჯვება ახასიათებს, არც მარცხი. არსებობს მხოლოდ
მოძრაობა.
ზამთარი ბატონობისთვის იბრძვის, მაგრამ ბოლოს ეგუება გაზაფხულის
გამარჯვებას, რომელსაც თან ყვავილები და ბედნიერება მოაქვს.
ზაფხულს სწამს, რომ თბილი დღეები დედამიწას რგებს და არც არასოდეს
მოაკლებდა მათ, რომ არა შემოდგომის შემოსვლა, რომელიც დედამიწას დასვენების
საშუალებას აძლევს.
გაზელი ბალახს ჭამს, ლომი კი – გაზელს. მთავარი არ არის, ვინ უფრო ძლიერია.
უბრალოდ, ღმერთი ასე გვიჩვენებს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის ციკლს.
ამ ციკლში არც გამარჯვებულები არსებობენ, არც დამარცხებულები. მხოლოდ
სავალდებულო საფეხურებია. თუ ადამიანი ამას გაითავისებს – გათავისუფლდება,
იოლად შეეგუება რთულ დროებას და თავს უფლებას არ მისცემს, დიდებამ
დაათროს.
ორივე გაივლის. ერთს მეორე შეცვლის. ციკლი კი გაგრძელდება, სანამ ხორცს არ
გავეყრებით და ღვთაებრივ ძალას არ მოვიპოვებთ.
შესაბამისად, მოედანზე გამოსულ მებრძოლს – ნებით იქნება იქ თუ ბედის
უკუღმართობით – დაე, მოსალოდნელი ბრძოლის სიხარული უვსებდეს სულს. თუ
პატივსა და ღირსებას შეინარჩუნებს, წაგების შემთხვევაშიც არ იქნება
დამარცხებული, რადგან სული ხელშეუვალი დარჩება.
არავის დაადანაშაულებს მომხდარში. მას შემდეგ, რაც პირველად უარყვეს, არ
დავიწყებია, რომ ამით მის სიყვარულის უნარს არაფერი დაკლებია. რაც სიყვარულია,
ომიც ის არის.
ბრძოლაში დამარცხება, ან იმ ყველაფრის დაკარგვა, რაც გვეგონა, რომ გაგვაჩნდა –
დაგვამწუხრებს. თუმცა, როდესაც ეს გრძნობაც გაივლის, აღმოვაჩენთ თითოეულ
ჩვენგანში დამალულ ძალას, რომელიც გაგვაკვირვებს და საკუთარი თავის
პატივისცემას გვასწავლის.
მიმოვიხედავთ, ჩავილაპარაკებთ – ესეც გადავიტანეო და ჩვენივე სიტყვები
გაგვამხნევებს.
მხოლოდ ისინი, ვინც საკუთარ ძალას ვერ შეიცნობენ, იტყვიან, დავმარცხდიო, და
დამწუხრდებიან.
სხვები მარცხით დაიტანჯებიან და თავს დამცირებულად იგრძნობენ
გამარჯვებულთა შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო. შეიძლება ცრემლიც კი
მოადგეთ, მაგრამ თვითგვემას არასოდეს მოჰყვებიან. იციან, რომ ბრძოლა მხოლოდ
დროებით შეჩერდა და ამ მომენტისთვის უპირატესობა მოწინააღმდეგის მხარეზეა.
უსმენენ საკუთარ გულისცემას. გრძნობენ შიშსა და დაძაბულობას. გადახედავენ
ცხოვრებას და აღმოაჩენენ, რომ შიშის მიუხედავად მათ სულებში კვლავაც ცოცხალია
რწმენა. ეს გზის გაგრძელებაში ეხმარებათ.
ცდილობენ, გაიაზრონ, რა გააკეთეს სწორად და რაში შეცდნენ. მოგებულ დროს
იყენებენ დასასვენებლად, ჭრილობის შესახორცებლად, ახალი სტრატეგიის
შესამუშავებლად და უკეთ აღსაჭურვად.
მერე კი დგება ახალი ბრძოლის დღე. კვლავ ეშინიათ, მაგრამ მოქმედების
აუცილებლობასაც ხედავენ. წინააღდეგ შემთხვევაში სამუდამოდ მიწაზე
განრთხმულნი დარჩებიან. ძალას იკრებენ და მოწინააღმდეგეს უპირისპირდებიან იმ
ტანჯვა-წამებაზე ფიქრით, რომელიც ერთხელ გადაიტანეს და რომლის გამეორებაც
აღარ სურთ.
წინა მარცხი კარნახობთ, რომ ამჯერად უნდა გაიმარჯვონ თუ აღარ სურთ იმავე
ტკივილის გადატანა.
თუ ახლაც ვერ მიაღწიეს წარმატებას, შემდეგ ჯერზე გაიმარჯვებენ. თუ არც შემდეგ
ჯერზე გაუმართლებთ, კიდევ მოსინჯავენ ძალებს. მთავარი ფეხზე წამოდგომაა.
დამარცხდება მხოლოდ ის, ვინც დანებდება. სხვა ყველა გამარჯვებულია.
ოდესმე ეს რთული დრო ჩვეულებრივ ამბად იქცევა და სიამაყით მოუყვებიან
მსმენელთ. ხალხი ყურს დაუგდებს და სამ მნიშვნელოვან რამეს ისწავლის:
მოთმინებით დაელოდე მოქმედების დროს;
არ გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა;
იამაყე ნაიარევით.
თითოეული იარა სხეულზე ამოტვიფრული მედალია. ის აშინებს მტერს, რადგან
ბრძოლაში გამოცდილების დასტურს წარმოადგენს, ამიტომ ხშირად ეს უკანასკნელი
იძულებული ხდება დაპირისპირებას მოერიდოს და უთანხმოება მოლაპარაკებით
გადაჭრას.
ნაიარევი უფრო ხმამაღლა მეტყველებს, ვიდრე მისი გამომწვევი ხმალი.
* * *
როდესაც შენიშნა, რომ კოპტმა ლაპარაკი დაასრულა, ერთმა ვაჭარმა სთხოვა:
„აღგვიწერე დამარცხებული ხალხი“.
მან უპასუხა:
დამარცხებულია ის, ვისაც ხელი არასოდეს მოსცარვია.
მარცხი ერთი რომელიმე ბრძოლის, ან ომის წაგებას ნიშნავს. ხელმოცარვა კი
საშუალებას არ გვაძლევს ბრძოლა განვაგრძოთ.
ვმარცხდებით, როდესაც რაღაც ძალიან გვინდა და ვერ ვიღებთ. ხელმოცარვა ოცნების
საშუალებასაც არ გვაძლევს. მისი დევიზია: „თუ არაფერს მოელი, არც იმედი
გაგიცრუვდება“.
მარცხი მომდევნო ბრძოლაში ჩართვისას სრულდება, ხელმოცარვა კი უსასრულოა და
ცხოვრების ბოლომდე მიგვყვება.
მარცხი მას ახასიათებს, ვინც მიუხედავად შიშისა, ენთუზიაზმითა და რწმენით
ცხოვრობს.
მარცხი მამაცთა ხვედრია. მხოლოდ მათ იციან მისი ღირსეულად მიღება და
გამარჯვებით ტკბობა.
იმის სათქმელად არ მოვსულვარ, მარცხი ცხოვრების ნაწილია-მეთქი. ეს ისედაც
ცხადია. მხოლოდ დამარცხებული შეიცნობს სიყვარულს. პირველ ბრძოლებს ხომ
სწორედ ამ უკანასკნელის სამფლობელოში ვმართავთ და ხშირად ვმარცხდებით
კიდეც.
ის მინდა გითხრათ, რომ არსებობს ხალხი, ვინც საერთოდ არ დამარცხებულა.
მათ არც არასოდეს უბრძოლიათ.
მოახერხეს, აერიდებინათ იარები, დამცირება, უსუსურობის განცდა და ისეთი
მომენტებიც, როდესაც ღმერთის არსებობაში თვით მეომრებსაც კი ეპარებათ ეჭვი.
ასეთი ხალხი სიამაყით იტყვის: „არასოდეს წამიგია ბრძოლა.“ თუმცა ვერ იტყვიან –
მოვიგეო.
არ გეგონოთ, ეს ადარდებდეთ. ქმნიან საკუთარ სამყაროს, რომელშიც თავს დაცულად
გრძნობენ. თვალს ხუჭავენ უსამართლობასა და ტანჯვაზე; უსაფრთხოების განცდა
ეუფლებათ, რადგან არ უწევთ ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავება, მაშინ,
როდესაც სხვები უშიშრად ეჭიდებიან მსგავს დაბრკოლებებს.
არასოდეს სმენიათ სიტყვები „ნახვამდის“, ან „დავბრუნდი. შემეგებე მხურვალე
სალმით კაცისა, რომელმაც დამკარგა და ისევ მიპოვნა.“
ვისაც მარცხი არ განუცდია, მუდამ ბედნიერი და აღმატებული ჩანს. იმ ჭეშმარიტების
ბატონ-პატრონებად მოაქვთ თავი, რომლის მისაღწევად თითიც არ გაუნძრევიათ.
ყოველთვის ძლიერის მხარეს არიან; აფთრებს ჰგვანან, რომლებიც მხოლოდ ლომების
მიერ დატოვებული ნარჩენებით იკვებებიან.
საკუთარ შვილებს ასწავლიან: „არ ჩაერთოთ კონფლიქტში, თორემ დამარცხდებით.
თქვენი აზრები თქვენთვის შეინახეთ და პრობლემებიც არ გექნებათ. თუ ვინმე
შემოგიტევთ, ნურც გეწყინებათ და ნურც პასუხის გაცემით დაიმცირებთ თავს.
ცხოვრება სავსეა გაცილებით მნიშვნელოვანი ბრძოლებით.“
მხოლოდ ძილის წინ, წარმოსახვით ბრძოლებში უსწორებენ თვალს
განუხორციელებელ ოცნებებს; უსამართლობას, რომელზეც თვალი დახუჭეს;
სიმხდალეს, სხვებს რომ დაუმალეს, მაგრამ საკუთარ თავს – ვერა; ცხოვრების გზაზე
თვალებში მოკიაფე შუქით შემომხვდარ სიყვარულს. იმ სიყვარულს, რომელიც
ღმერთმა არგუნათ, მაგრამ გამბედაობა არ ეყოთ, თავით გადაშვებულიყვნენ მის
მორევში.
საკუთარ თავს ჰპირდებიან, ხვალიდან შევიცვლებიო.
თენდება მომდევნო დღე და გონებაში ერთადერთი, დამაუძლურებელი კითხვა
უტივტივებთ: „ვაითუ, ვერ შევძლო?“
ამის გამო არაფერს აკეთებენ.
ვაი მას, ვინც არ დამარცხებულა! ცხოვრებაში ვერასოდეს იგემებს გამარჯვებას.
* * *
„გვესაუბრე მარტოობაზე“, – უთხრა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ქალაქის
უმდიდრეს კაცზე უნდა დაქორწინებულიყო, მაგრამ მტრის შემოსევის გამო გაქცევა
უხდებოდა.
კოპტმა უპასუხა:
მარტოობის გარეშე სიყვარულს დიდხანს ვერ შეინარჩუნებთ.
სიყვარულს დასვენება სჭირდება, რათა ცაში აიჭრას და სხვა ფორმებით
მოგვევლინოს.
მარტოობის გარეშე გაუხარელი დარჩება მცენარეცა და ცხოველიც; მიწა ნაყოფს ვერ
გამოიღებს; ბავშვი ცხოვრებას ვერ ისწავლის; ხელოვანი კი – ვერაფერს შექმნის.
არანაირ საქმეს არ ჩაეყრება საფუძველი და არც გარდაიქმნება.
მარტოობა კი არ აქრობს სიყვარულს, არამედ ავსებს მას.
მარტოობა არ ნიშნავს ურთიერთობის გაქრობას. ეს არის დრო, როდესაც საკუთარ
გულებში თავისუფლად ვიხედებით და უფრო იოლად ვწყვეტთ, როგორ
წარვმართოთ ცხოვრება.
ნეტარ არს ის, ვინც არ უშინდება მარტოობას და საკუთარ თავთან დარჩენას; ვინც
გამუდმებით არ ცდილობს რამე აკეთოს, თავშესაქცევი ეძიოს ან სხვები განსაჯოს.
თუ არ განმარტოვდი, თავს ვერასოდეს შეიცნობ.
თუ თავი ვერ შეიცანი, სიცარიელეც შეგაშინებს.
თუმცა არ არსებობს სიცარიელე. ჩვენს სულებში ვრცელი სამყაროა დაფარული და
აღმოსაჩენი. ის ჩვენშია, ხელუხლებელი და დიადი, მაგრამ ამავდროულად, იმდენად
უცხო და ძლევამოსილი, რომ მისი არსებობის აღიარება გვიჭირს.
ამ სამყაროს აღმოჩენა გვაიძულებს შევეგუოთ ფაქტს, რომ იმაზე შორს შეგვიძლია
წასვლა, ვიდრე გვეგონა. ეს კი გვაშინებს. გვირჩევნია, ავერიდოთ რისკს. ნებისმიერ
დროს შეგვიძლია განვაცხადოთ, გასაკეთებელი არ გავაკეთე, რადგან საშუალება არ
მომცესო.
უფრო კომფორტულია. უსაფრთხოა. თუმცა, ამავდროულად, საკუთარი ცხოვრების
უარყოფის ტოლფასიცაა.
ვაი მას, ვისაც ურჩევნია ცხოვრება იმის მტკიცებაში გაატაროს, შესაძლებლობები არ
მქონიაო.
რადგან ყოველ განვლილ დღესთან ერთად უსუსურობის ჭაობში ჩაეფლობიან და
ბოლოს მისგან თავის დაღწევის ძალაც აღარ ექნებათ. ვერც მანათობელ სხივს
შეამჩნევენ თავს ზემოთ.
ნეტარ არიან ისინი, რომლებიც ამბობენ, გამბედაობა გვაკლიაო.
რადგან იციან, რომ ეს სხვისი ბრალი არ არის. ადრე თუ გვიან გამონახავენ საჭირო
ძალას და თავს დააღწევენ როგორც მარტოობას, ისე მისთვის დამახასიათებელ
იდუმალებას.
* * *
მათთვის კი, ვინც არ უშინდება ყველა საიდუმლოებისთვის ფარდის ამხდელ
მარტოობას, ყველაფერს სხვა გემო აქვს.
მარტოობაში შეიგრძნობენ სიყვარულს, რომელიც სხვა შემთხვევაში შეიძლება
შეუმჩნევლად სწვეოდათ. მარტოობაშივე შეიცნობენ და დააფასებენ სიყვარულს,
რომელმაც მიატოვა.
მარტოობისას შეძლებენ გადაწყვიტონ, ღირს თუ არა, გამოედევნონ დაკარგულ
სიყვარულს, ან იქნებ ჯობს შეელიონ მას და ახალ გზას დაადგნენ.
მარტოობაში მიხვდებიან, რომ „არას“ თქმა ყოველთვის არ ნიშნავს ძუნწობას და არც
ყველაფერზე თანხმობაა ხელგაშლილობის ტოლფასი.
ვინც განმარტოებას მოახერხებს, არ უნდა შეუშინდეს ეშმაკის ჩიჩინს, დროს
ტყუილად აცდენო.
ან თუნდაც დემონთა მთავრის უფრო დამთრგუნველ სიტყვებს – შენი დარდი არავის
აქვსო.
ღვთიური ძალა გვისმენს არა მარტო სხვებთან საუბრისას, არამედ მაშინაც, როდესაც
ვდუმვართ და მარტოობას წყალობად ვიღებთ.
ასეთ დროს მისი სხივები გვეფინება და გვაგრძნობინებს, რაოდენ მნიშვნელოვანნი
და საჭირონი ვართ ამ ქვეყნად მისი საქმისთვის.
ამ ჰარმონიასთან ზიარებისას გაცილებით მეტს ვიღებთ, ვიდრე შევთხოვდით.
* * *
ვისაც მარტოობა ტვირთად აწევს, უნდა ახსოვდეს, რომ ცხოვრების უმნიშვნელოვანეს
მომენტებში ყოველთვის მარტონი ვართ.
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი ესწრება ბავშვის დაბადებას. იგი თვითონ
იღებს გადაწყვეტილებას, იცოცხლოს.
თუნდაც ხელოვანი ავიღოთ – ნამუშევარი კარგი რომ გამოუვიდეს, უნდა გაყუჩდეს
და მხოლოდ ანგელოზთა ხმას უსმინოს.
თითოეული ჩვენგანი არასასურველი სტუმრის, სიკვდილისთვის თვალის
გასწორებისას, არსებობის ამ ყველაზე შემაძრწუნებელ მომენტში, მარტო იქნება.
როგორც სიყვარულია ღვთაებრივი მდგომარეობა, ისე მარტოობაა – ადამიანური.
მათთვის, ვისთვისაც უცხო არ არის სიცოცხლის სასწაული, ეს ორი მდგომარეობა
მშვიდობიანად თანაარსებობს.
* * *
ბიჭმა, რომელსაც ქალაქის დატოვება უწევდა, სამოსი ჩამოიგლიჯა:
„ხალხს მიაჩნია, რომ ბრძოლისთვის არ ვვარგივარ. გამოუსადეგარი ვარ.“
მან უპასუხა:
ზოგი ამბობს, არავის ვუყვარვარო. თუმცა, უპასუხოდ დარჩენილი
სიყვარულისთვისაც კი არსებობს იმედი, რომ ერთ დღესაც გაღვივდება.
სხვები დღიურებში წერენ: „ჩემი გენია შეუმჩნეველი რჩება, ნიჭი – დაუფასებელი,
ხოლო ოცნებები – განუხორციელებელი.“ მაგრამ მათთვისაც არსებობს საკმარისი
ბრძოლის შემდეგ ყველაფრის შეცვლის იმედი.
ზოგიც კარდაკარ დაიარება და ხალხს ეუბნება, სამუშაოს ვეძებო. იციან, რომ თუ
მოითმენენ, ადრე თუ გვიან ვინმე შეიპატიჟებს.
* * *
არიან ისეთებიც, ვინც ყოველ დილით გულდარდიანნი იღვიძებენ. ისინი არ ეძიებენ
სიყვარულს, აღიარებას ან საქმეს.
თავისთვის ამბობენ: „გამოუსადეგარი ვარ. თავის გადარჩენისთვის ვცხოვრობ და
კაციშვილს არ ანაღვლებს, რას ვაკეთებ.“
გარეთ მზე ანათებს. ოჯახის წევრებით გარშემორტყმულნი ცდილობენ, ბედნიერი
სახე მიიღონ, რადგან სხვათა თვალში ყველაფერი აქვთ, რაზეც ოდესმე უოცნებიათ.
თუმცა, ღრმად სწამთ, რომ არავის სჭირდება ისინი – ან იმიტომ, რომ ძალიან
ახალგაზრდები არიან და უფროსებს თავიანთი საზრუნავი აქვთ, ან ოჯახის უმცროს
წევრებს მოხუცებულობის გამო არ სცალიათ მათი აზრის მოსასმენად.
პოეტი დაწერს რამდენიმე ტაეპს და გადააგდებს იმაზე ფიქრით, მაინც არავის
დააინტერესებსო.
მუშა სამსახურში მიდის და ზედმიწევნით იმეორებს წინა დღით შესრულებულ
საქმეს. სჯერა, დღესვე რომ დაითხოვონ, ვერავინ შეამჩნევს მის არყოფნას.
ახალგაზრდა ქალი კაბის კერვისას დიდ შრომას აქსოვს თითოეულ წვრილმანში,
მაგრამ როდესაც მას დღესასწაულზე ჩაიცვამს, ხალხის თვალებში შეძლებს
ამოიკითხოს: არც სხვებზე ლამაზი ხარ და არც უშნო. შენი კაბა ერთ-ერთია
მილიონიდან, მთელ მსოფლიოში ამ წუთშივე უამრავი დღესასწაული იმართება –
ზოგი დიდ სასახლეებში, ზოგიც პატარა სოფლებში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს
და ეჭორავება სხვა ქალების სამოსის შესახებ.
მის კაბაზე არაფერი უთქვამთ. ყველას შეუმჩნეველი დარჩა. არც ლამაზი ეთქმოდა,
არც უშნო. ჩვეულებრივი კაბა იყო.
გამოუსადეგარი.
ახალგაზრდები აცნობიერებენ, რომ ქვეყანა სავსეა უზარმაზარი პრობლემებით და
მათ გადაჭრაზე ოცნებობენ, თუმცა მათი შეხედულებები არავის აინტერესებს. „არ
იცით, სინამდვილეში როგორია ცხოვრება, – ეუბნებიან მათ, – მოუსმინეთ უფროსებს
და უკეთესი წარმოდგენა შეგექმნებათ, რა უნდა მოიმოქმედოთ.“
ხანში შესულმა ხალხმა ცხოვრებისეულ სირთულეებთან ყოველდღიურ ჭიდილში
დააგროვა ცოდნა და გამოცდილება. როდესაც ამ ყველაფრის მომავალი
თაობებისთვის გადაცემის დრო დგება, მათ არავინ უსმენს; დროება შეიცვალაო,
ეუბნებიან, ცვლილებებს ფეხი აუწყვეთ და ახალგაზრდებს მოუსმინეთო.
უსარგებლობის განცდა არც ასაკს დაგიდევთ, არც ნებართვას ელოდება, ისე ხრავს
სულს. გამუდმებით იმეორებს: „არავის აინტერესებ. არარაობა ხარ. ქვეყნიერებას არ
სჭირდები.“
ცხოვრებისთვის მნიშვნელობის მინიჭების სასოწარკვეთილი მცდელობა ბევრს
რელიგიისაკენ ახედებს. რწმენის სახელით ბრძოლა კარგი გამართლებაა იმ ვითომდა
დიადი საქმისთვის, რომელმაც მსოფლიო უნდა გარდაქმნას. ღვთის საქმეს
ვაკეთებთო, ირწმუნებენ თავს.
ჯერ ღვთისმოსავები ხდებიან, შემდეგ – მქადაგებლები, ბოლოს კი –
ბრმადმორწმუნენი.
არ ესმით, რომ რელიგია საიდუმლოს გასაზიარებლად და ღვთისმსახურებისთვის
შეიქმნა და არა სხვათა დასამორჩილებლად ან საკუთარ რწმენაზე მოსაქცევად.
ღვთიური სასწაულის უპირველესი გამოვლინება სიცოცხლეა. ამაღამ დაგიტირებ
იერუსალიმო, რადგან სადაცაა ღვთიური ერთობის ეს გაგება გაქრება მომდევნო
ათასი წლის განმავლობაში.
* * *
ჰკითხეთ მინდვრის ყვავილს: „შენი აზრით, სასარგებლო ხარ? აყვავების მეტს ხომ
არაფერს აკეთებ.“
ის გიპასუხებთ: „ლამაზი ვარ და სილამაზეა ჩემი ცხოვრების არსი.“
ჰკითხეთ მდინარეს: „სასარგებლოდ მიიჩნევ თავს? შენ ხომ მხოლოდ ერთი
მიმართულებით მიედინები?“
მდინარე გიპასუხებთ: „სულაც არ ვცდილობ სასარგებლო ვიყო. მე უბრალო მდინარე
ვარ.“
ღმერთის თვალში არაფერია ამქვეყნად უსარგებლო. ხიდან ფოთოლი არ
ჩამოვარდება, თქვენი თავიდან კი – თმა, ერთი მწერიც არ მოკვდება
გამოუსადეგარობის გამო, ყველაფრის არსებობას აქვს მიზეზი.
შენ კი, კითხვის დამსმელო, „გამოუსადეგარი ვარ“ – ასე საკუთარ თავს პასუხობ.
ეგ აზრი მალე მოგწამლავს და სიცოცხლეშივე მოკვდები, მიუხედავად იმისა, რომ
იარსებებ, შეჭამ, იძინებ და შეეცდები, შეძლებისადგვარად თავი შეიქციო.
ნუ ეცდები, იყო სასარგებლო. საკმარისია, საკუთარ თავს ეყუდნოდე. ყველაზე
მნიშვნელოვანი ეს არის.
ნურც გაუსწრებ და ნურც ჩამორჩები შენს სულს, რადგან სწორედ ის გიჩვენებს
ყოველი გადადგმული ნაბიჯისგან მიღებულ სარგებელს. ზოგჯერ ისტორიის
მდინარებას გადამწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობა ცვლის; სხვა დროს კი იმავეს
გაკეთება შემთხვევითი გამვლელისთვის უმიზეზოდ ღიმილის ჩუქებითაა
შესაძლებელი.
ამგვარად, უნებლიედ შეიძლება გადაარჩინოთ სრულიად უცხო ადამიანი, რომელიც
უსარგებლობის განცდას შეეპყრო და თავის მოსაკლავად იყო მზად, სანამ ღიმილმა
არ უბოძა ახალი იმედი და თავდაჯერებულობა.
* * *
საკუთარი ცხოვრება ზედმიწევნით რომც შეისწავლო და გაიხსენო ყველა მომენტი,
როდესაც იტანჯებოდი, ოფლში იწურებოდი, მაგრამ გაღიმება მოახერხე ამ
მზისქვეშეთში, მაინც ვერ გაიგებ, როდის გამოადექი სხვას.
ცოცხალი არსება არასოდესაა უსარგებლო. თითოეული სულის მოვლინებას თავისი
მიზეზი აქვს.
ვინც მართლა ეხმარება სხვებს, სულაც არ ცდილობს, გამოსადეგი იყოს. ასეთი ხალხი,
უბრალოდ, ნაყოფიერად ცხოვრობს. რჩევას იშვიათად იძლევიან, მაგრამ თავად არიან
სამაგალითონი.
ნუ დაივიწყებთ, ისე იცხოვროთ, როგორც ყოველთვის გსურდათ. მოერიდეთ ხალხის
გაკიცხვას და მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთAარი ოცნებების ასრულებას. ეს
შესაძლოა არც ისე მნიშვნელოვნად მოგეჩვენოთ, მაგრამ ღმერთი ყველაფერს ხედავს
და იცის, რომ თქვენს მიერ სხვებისთვის მიცემული მაგალითი მას სამყაროს
გამოსწორებაში ეხმარება. ყოველდღიურად იგი უფრო მეტ წყალობას მოიღებს
თქვენზე.
* * *
როდესაც არასასურველი სტუმარი გეწვევა, გეტყვის:
„სამართლიანია, იკითხო: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე“. მაგრამ
შენი ცხოვრების უკანასკნელ წამს მე დავინახე: სუფთა სახლი, გაშლილი სუფრა,
მოხნული მინდვრები, პირმომცინარი ყვავილები. ყველაფრისთვის წესისამებრ
მიგიჩენია ადგილი. მიმხვდარხარ, რომ დიდ ცვლილებებს წვრილმანები ახდენენ.
სწორედ ამიტომ, მე შენ სამოთხეში წაგიყვან.“
* * *
მკერავმა ქალმა, ალმირამ, თქვა:
„შემეძლო, ჯვაროსნების მოსვლამდე დამეტოვებინა ქალაქი. აქამდე ეგვიპტეშიც
ჩავიდოდი და სამსახურიც მექნებოდა ნაშოვნი, მაგრამ ცვლილებების ყოველთვის
მეშინოდა.“
კოპტმა უპასუხა:
ცვლილებები გვაშინებს, რადგან გადატანილი ტანჯვა-წამება და გაღებული
მსხვერპლი გვაფიქრებინებს, რომ ჩვენს სამყაროს კარგად ვიცნობთ.
ეს სამყარო შეიძლება სულაც არ იყოს სხვებზე უკეთესი და სრულებითაც არ
გვაკმაყოფილებდეს, მაგრამ, სხვა თუ არაფერი, უსიამოვნო მოულოდნელობებით
მაინც არ დაგვტანჯავს. ფეხი არ დაგვიცდება.
თუ საჭირო გახდა, მცირე შესწორებებს შევიტანთ და ყველაფერი კალაპოტს
დაუბრუნდება.
ვხედავთ, რომ მთები ყოველთვის ერთ ადგილას დგანან. ვიცით, რომ უკვე გაზრდილ
ხეს გადარგვა ახმობს.
ვამბობთ, გვინდა მთებივით უდრეკნი და ხეებივით ხელშეუხებელნი ვიყოთო,
მაგრამ ღამით ხშირად გვაღვიძებს ფიქრი: „ნეტავ, ჩიტივით შემეძლოს ერთ დღეს
მოვინახულო დამასკო და ბაღდადი, შემდეგ კი სახლში დავბრუნდე“.
ან: „ნეტავ, ქარს ვგავდე, რომელიც კაცმა არ იცის საიდან მოდის ან საით მიემართება
და ნებისმიერ წამს, მიზეზების აუხსნელად შეუძლია იცვალოს მიმართულება“.
თუმცა, მეორე დღეს გვახსენდება, რომ ჩიტები გამუდმებით გაურბიან მონადირეებს
და მტაცებელ ფრინველებს, ქარი კი ხშირად ქარბორბალად იქცევა ხოლმე და გზად
ყველაფერს ანადგურებს.
სასიამოვნოა იმაზე ფიქრი, რომ მომავალში იოლად გამოვნახავთ დროს
მოგზაურობისთვის და დავიკმაყოფილებთ წადილს. ეს გვამხნევებს, რადგან
ვხვდებით, რომ ბევრად მეტი შეგვიძლია, ვიდრე ვაკეთებთ. ოცნება არ არის სარისკო.
სახიფათო მხოლოდ მისი რეალობად ქცევის მცდელობაა.
დადგება დღე, როდესაც იღბალი კარს მოგვადგება – ან ბედის ანგელოზის ნაზი
კაკუნით შეგვეხმიანება, ან არასასურველი სტუმრისთვის დამახასიათებელი
ბრაგაბრუგით. ორივე მათგანი გვეტყვის, ახლავე შეიცვალეო. არა ერთი კვირის,
თვის, ან წლის შემდეგ, არამედ ახლავე.
არასასურველ სტუმარს ყოველთვის ვუჯერებთ. ყველაფერს ვიცვლით, რადგან იგი
გვაშინებს – სოფელს, ჩვეულებებს, ფეხსაცმელს, საკვებს, საქციელს. არასასურველ
სტუმარს ვერ ვაიძულებთ, ნება დაგვრთოს დავრჩეთ ისეთებად, როგორებიც ვართ.
კამათს აზრი არ აქვს.
ბედის ანგელოზსაც ვუჯერებთ, მაგრამ ვეკითხებით: „რას მოგვცემს ეს?“ „ახალ
ცხოვრებას“, – გვპასუხობს იგი.
ვფიქრობთ: „მართალია, ცხოვრება პრობლემებითაა სავსე, მაგრამ გადაუჭრელი
არაფერია. სამაგალითონი უნდა ვიყოთ მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის,
ბავშვებისთვის და სწორ გზას არ გადავუხვიოთ. მეზობლებიც კი მოელიან, ვუჩვენოთ
შეუპოვრობა – არ დავყაროთ ფარ-ხმალი ძნელბედობის ჟამს და გადავლახოთ ყველა
დაბრკოლება“.
სიამაყის გრძნობას გვიღვიძებს ხოტბის მოსმენა იმის გამო, რომ ცვლილებებს
ვუძალიანდებით და ბრმად მივყვებით გზას, რომელიც ბედმა გვარგუნა.
ეს დიდი შეცდომაა.
სწორი მხოლოდ ბუნების გზაა, მუდმივად ცვალებადი, როგორც დიუნები უდაბნოში.
თუ ვინმე ფიქრობს, მთები არ იცვლებიანო, ცდება – მათ მიწისძვრა წარმოშობს,
ხოლო ქარი და წვიმა წარეცხავს. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვამჩნევთ, ყოველდღე
ოდნავ განსხვავებულნი არიან.
მთები იცვლებიან და ეს სიამოვნებთ კიდეც. ერთმანეთს ეუბნებიან – რა კარგია,
მუდამ ერთი და იგივე გარეგნობა რომ არ გვაქვსო.
თუ ვინმე ფიქრობს, ხეები არ იცვლებიანო, ისიც ცდება. მათ უწევთ შეეგუონ
ზამთარში გაშიშვლებას და ზაფხულში შემოსვას. არც იმ ადგილს არიან მიჯაჭვულნი,
სადაც ფესვები აქვთ გადგმული, რადგან მათ თესლს ქარი და ფრინველები
ავრცელებენ.
ხეებსაც უხარიათ. მეგონა, ერთი ვიყავი, მაგრამ ვხედავ, გავმრავლებულვარო –
ეუბნებიან გარშემო ამოზრდილ შვილებს.
* * *
ბუნება გვეუბნება, შეიცვალეთო.
ვინც არ უფრთხის ბედის ანგელოზს, ესმის, რომ წინ უნდა მიიწევდეს მიუხედავად
შიშისა და ეჭვისა; არ უნდა დაითრგუნოს კიცხვისა და მუქარისაგან.
გადასინჯავენ საკუთარ ღირებულებებს და უპირისპირდებიან ცრურწმენებს.
მოყვარენი ცდილობენ, დაარიგონ: „რა საჭიროა ასე მოქცევა? ყველაფერი გაქვს, რაც
გჭირდება – მშობლების სიყვარული, ცოლ-შვილი, ხელობა, რომლის შესწავლასაც
ამდენი დრო მოანდომე. მოერიდე სხვის მიწაზე უცხოდ ქცევის საშიშროებას.“
მიუხედავად ამისა, არ უშინდებიან პირველი ნაბიჯის გადადგმას – ზოგჯერ
ცნობისმოყვარეობის, ზოგჯერ ამბიციის, ყველაზე ხშირად კი მაინც თავგადასავლის
ძიების დაუოკებელი წყურვილის გამო.
გზის ყოველი მოსახვევი უფრო და უფრო აშინებთ, მაგრამ ამავდროულად აკვირვებთ
კიდეც, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, უფრო ძლიერები და ბედნიერები ხდებიან.
სიხარული – ყოვლისშემძლე ღმერთის უმთავრესი წყალობაა. თუ ბედნიერნი ვართ,
ესე იგი, სწორ გზას ვადგავართ.
შიში თანდათანობით ქრება, რადგან არ ვასაზრდოებდით.
ამ გზაზე მიმავალთ ერთი კითხვა არ გვასვენებს: „ხომ არ დააზარალებს სხვებს ჩემს
მიერ განხორციელებული ცვლილებები?“
თუ ვინმე გიყვარს, გინდა ბედნიერი იყოს. თავიდან შეიძლება შიში შემოგიჩნდეს,
მაგრამ ეს გრძნობა სიამაყით შეიცვლება, როდესაც დაინახავ, რომ იმას აკეთებს, რაც
სურს და მიდის იქ, სადაც ყოველთვის ოცნებობდა წასულიყო.
მოგვიანებით შეიძლება თავი მიტოვებულად ვიგრძნოთ და უსუსურობის განცდა
დაგვეუფლოს.
მოგზაურები ხშირად გადაეყრებიან ხოლმე მსგავსი გრძნობებით შეპყრობილ ხალხს.
საუბრისას გამოარკვევენ, რომ მარტონი არ არიან; მხარდამხარ განაგრძობენ სვლას და
ერთმანეთს სხვადასხვა დაბრკოლებებთან გამკლავების ხერხებს უზიარებენ. იმაზე
მეტად ივსებიან სიბრძნითა და სიცოცხლით, ვიდრე შესაძლებელი ეგონათ.
როდესაც კარვებში წვანან უძილობით, დარდითა და მწუხარებით გატანჯულნი,
თავს ეუბნებიან: „ხვალ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამ. თუ გამიჭირდა, გზა ვიცი და
დავბრუნდები, თუმცა ბევრს არც წინსვლა დამაკლებს.“
* * *
ერთ მშვენიერ დღეს გზა მოულოდნელად შეწყვეტს მოგზაურის გამოცდას და მის
გულუხვად დაჯილდოებას შეუდგება. მგზავრის გატანჯული სული
შემოთავაზებული ხელგაშლილობით დატკბება და ახალ გამოწვევებისთვის
მოემზადება.
მანამდე ანგარიშმიუცემლად გადადგმული თითოეული ნაბიჯი ახლა გააზრებულ
მსვლელობად იქცევა.
ნაცვლად შვების მომგვრელი უსაფრთხოების განცდას მიცემისა, ახალ გამოწვევებთან
გამკლავების სიამოვნებას ეზიარება.
მოგზაური კვლავ მიემგზავრება. იმდენად მოწყენილობას აღარ უჩივის, რამდენადაც
დაღლილობას, თუმცა, ასეთ დროს ჩერდება, პეიზაჟით ტკბება და სვლას
დასვენებული განაგრძობს.
ნაცვლად საკუთარი ცხოვრების იმ გზების მოჭრაში გალევისა, ყოველთვის რომ
აშინებდა, საკუთარი სავალის სიყვარულს ეჩვევა.
იმ შემთხვევაში, თუ ჯერ უცნობია, საით მიემართება, ან მცდარ გადაწყვეტილებებს
იღებს, მის გამბედაობას ღმერთი დაინახავს და სწორ გზაზე დასაბრუნებლად საჭირო
შთაგონებას უბოძებს.
მოსვენებას არ აძლევს მომავალ დაბრკოლებებზე ფიქრი, მაგრამ ის უფრო აშინებს,
ვაითუ მათ ვერ გაუმკლავდეს. როდესაც მიმართულებას აირჩევს და უკან დასახევ
გზებს მოიჭრის, აღმოაჩენს, რომ უზარმაზარი ნებისყოფა ჰქონია და ყველა გარემოება
მის გადაწყვეტილებებს ერგება.
სიძნელე – უძველესი ხელსაწყოა, შექმნილი მარტივი მიზნისთვის – დაგვეხმაროს
საკუთარი პიროვნების განსაზღვრაში.
რელიგიები გვასწავლიან, რომ ღმერთთან მიახლოების გზები მხოლოდ რწმენა და
ცვლილებაა.
რწმენა გვაჩვენებს, რომ არასოდეს ვართ მარტონი.
ცვლილება გვეხმარება, შევიყვაროთ იდუმალება.
როდესაც საქმეს ცუდი პირი გამოუჩნდება, თავს კი მარტოდ და უძლურად
ვიგრძნობთ, უკან ვერ გავიხედავთ, რადგან ჩვენი შეცვლილი სულის დანახვა
შეგვაშინებს.
არ შევუშინდებით ხვალინდელ დღეს, რადგან წინა დღით ღმერთმა გადმოგვხედა.
მისი მზრუნველობა არასოდეს მოგვაკლდება.
სწორედ ეს მზრუნველობა დაგვიფარავს ტანჯვისაგან, ან მისთვის თავის
ღირსეულად გართმევის ძალით აღგვავსებს.
დაგეგმილზე ბევრად შორს წავალთ. გავეშურებით იქით, საიდანაც ცისკრის
ვარსკვლავი ამოიწვერება. განვლილი მანძილის სიდიდე გაგვაკვირვებს, რადგან
იმაზე ბევრად მეტი იქნება, ვიდრე წარმოგვედგინა.
* * *
შეიცვლები თუ არა, არასასურველი სტუმარი მაინც მოგაკითხავს. მაგრამ ვინც
შეიცვალა, მხოლოდ მას ექნება სათქმელი, საინტერესო ცხოვრება განვვლე და
ნაბოძები სიცოცხლე ამაოდ არ გამიფლანგავსო.
თქვენ, ვისაც თავგადასავლის ძიება სახიფათო საქმე გგონიათ, გეუბნებით:
ერთფეროვნება ადამიანს გაცილებით ადრე კლავს.
* * *
ვიღაცამ სთხოვა:
„როცა საქმე წახდება, გამხნევება თუ გვიშველის. გველაპარაკე სილამაზეზე.“
მან კი მიუგო:
ხალხი ხშირად ამბობს, შინაგანი სილამაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე
გარეგანიო.
არ არის მართალი.
თუ ასეა, მაშინ რატომ ხარჯავენ ყვავილები ამდენ ენერგიას ფუტკრების მისაზიდად?
რატომ გარდაიქმნებიან წვიმის წვეთები ცისარტყელად მზის დანახვისას? იმიტომ,
რომ ბუნება სილამაზეს მიელტვის და მხოლოდ მაშინ კმაყოფილდება, როდესაც იგი
წარმოჩინდება. გარეგანი სილამაზე ხილულად ქცეული შინაგანი მშვენიერებაა,
რომელიც ჩვენს თვალებში ჩამდგარ შუქში აისახება. არაფრის მთქმელია ვისიმე
ცუდი ჩაცმულობა, გაბატონებულ იდეალებთან შეუსაბამობა, ან თუნდაც, სხვებზე
შთაბეჭდილების მოხდენის ყოველგვარ მცდელობაზე უარის თქმა. თვალები სულის
სარკეა და ყველაფერს ასახავს, რაც ერთი შეხედვით დაფარული ჩანდა. ამასთანავე,
სარკესავით აირეკლავს იმ ადამიანის გამოსახულებას, ვინც მათში ჩაიხედება. თუ
სხვის თვალებში მაცქერალის სული წყვდიადს მოუცავს, მხოლოდ საკუთარ
სიმახინჯეს დაინახავს.
სილამაზე ყველა ქმნილებაში ცოცხლობს, მაგრამ სახიფათოა ის გარემოება, რომ
უმეტესწილად, მოწყვეტილი ვართ ღვთიურ ძალას და თავს უფლებას ვაძლევთ,
სხვათა შეხედულებებმა ჩვენზე გავლენა მოახდინოს. საკუთარ სილამაზეს
უარვყოფთ, რადგან სხვები ვერ, ან არ ხედავენ მას. ნაცვლად ისეთებად დარჩენისა,
როგორებიც ვართ, ვცდილობთ სხვებს მივბაძოთ, ის სახე მივიღოთ, რაც ხალხის
აზრით „ლამაზია“. ნელ-ნელა სული გვიუფერულდება, ნებისყოფა გველევა და
მთელი პოტენციალი, რაც ქვეყნიერების გასალამაზებლად გვქონდა, უკვალოდ ქრება.
გვავიწყდება, რომ სამყარო ისეთია, როგორსაც წარმოვიდგენთ.
ადრე თუ მთვარის შუქი ვიყავით, ახლა მხოლოდ გუბე ვართ, რომელიც მას
აირეკლავს და მალე მზე ამოაშრობს. ყოველივე კი იმის გამო, რომ ერთხელ ვიღაცამ
გვითხრა, მახინჯი ხარო, ან ის ლამაზიაო. ამ მარტივი სიტყვებით წაგვართვეს
თავდაჯერებულობა.
შედეგად დავმახინჯდით და გავბოროტდით.
* * *
ასეთ დროს, შეგვიძლია ნუგეში ვპოვოთ ეგრეთ წოდებულ „სიბრძნეში“, რაც
არაფერია იმ ხალხის მიერ შეკრებილი აზრების გარდა, ვისაც სამყაროს განმარტება
უქცევია მიზნად, სიცოცხლის იდუმალების პატივისცემა კი დავიწყებია. ეს „სიბრძნე“
უსარგებლო წესებს, კანონებსა და ყაიდას ამკვიდრებს, რომელთა დანიშნულებაც
ქცევის ნორმების ჩამოყალიბებაა.
ამ ცრუ სიბრძნის თანახმად, არ უნდა დავეძებდეთ სილამაზეს, რადგან იგი
ზედაპირული და წარმავალია.
არც ეს არის მართალი. ამ მზისქვეშეთში არსებული ყველა ქმნილება, ფრინველი
იქნება ეს თუ მთა, ყვავილი თუ მდინარე, დაბადების სასწაულს წარმოადგენს.
თუ არ ავყვებით ცდუნებას, სხვებმა განგვისაზღვრონ პიროვნება, ჩვენს სულებში
დასადგურებულ მზეს გაბრწყინების საშუალებას მივცემთ.
სიყვარული გვერდზე ჩაგვივლის და გვეტყვის, არასოდეს შემიმჩნევიხარო.
ჩვენი სული კი უპასუხებს: „მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინო და დამინახავ. შენი
თვალების ახელას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, მაგრამ რაკი ერთხელ შემნიშნე,
ნუღარ მიმატოვებ, რადგან ყველას გვსურს სილამაზეს ვეზიაროთ.“
სილამაზე მრავალფეროვნებაშია და არა ერთგვაროვნებაში. გინახავთ ჟირაფი
გრძელი კისრის, ან კაქტუსი ეკლების გარეშე? მთებს ჩვენს ირგვლივ უსწორმასწორო
მწვერვალები სძენენ შთამბეჭდავ იერს. ყველა ერთნაირი რომ იყოს, აღარ
გამოიწვევდნენ ჩვენში აღტაცებას.
სწორედ მრავალფეროვნებაა, რაც გვაოცებს და გვიზიდავს.
თუ კედარს ვუყურებთ, ის აზრი კი არ გვიტრიალებს, ყველა ტოტი ერთი ზომისა
უნდა იყოსო, არამედ – რა მყარად დგასო.
გველის დანახვისას არავინ იტყვის, ეს მიწაზე დახოხავს, მე კი წელში გამართული
დავიარებიო. ნაცვლად ამისა, ვფიქრობთ: „შეიძლება პატარაა, მაგრამ მრავალფერი
კანი აქვს, მოძრაობა – მოხდენილი, თანაც ჩემზე ბევრად ძლიერია.“
როდესაც აქლემს უდაბნოში მივყავართ, არასოდეს ვიტყვით, კუზიანია და უშნო
კბილები აქვსო. მხოლოდ იმას ვიფიქრებთ, სიყვარულს ერთგულებისა და გაწეული
შრომის გამო იმსახურებს, რადგან მის გარეშე ქვეყნიერებას ვერ მოვივლიდიო.
დაისი მაშინ უფრო ლამაზია, როდესაც ცა სხვადასხვა ფორმის ღრუბლებითაა
მოფენილი. მხოლოდ ასეთ დროს აღიბეჭდება მასზე ფერთა სიუხვე, ასეთ დროს
უჩენს ადამიანს ოცნებისა და ლექსის წერის სურვილს.
ვაი მათ, ვინც ფიქრობს, ლამაზი არ ვარ და ამიტომ არ მოუკაკუნებია ჩემს კარზე
სიყვარულსო. მოუკაკუნა, მაგრამ როდესაც კარი გაუღეს, შემოსაპატიჟებლად არ
იყვნენ მზად.
უმიზნოდ გამოედევნენ სილამაზეს და დაავიწყდათ, რომ ისედაც მშვენივრად
გამოიყურებოდნენ.
ცდილობდნენ, სხვებისთვის მიებაძათ, სიყვარული კი ყველასგან განსხვავებულს
ეძებდა.
ცდილობდნენ, სხივები აერეკლათ და ვერ ხვდებოდნენ, რომ ბრწყინვალება შიგნიდან
მოდის.
* * *
ახალგაზრდა კაცმა, რომელიც იმ ღამით აპირებდა გამგზავრებას, თქვა:
„ყოველთვის მიჭირდა მიმართულების არჩევა.“
მან უპასუხა:
მზის მსგავსად, სიცოცხლეც ყველა მიმართულებით ანათებს.
დაბადებიდან ყველაფერი ერთდროულად გვწადია და მოზღვავებულ ენერგიას ვერ
ვაკონტროლებთ.
თუ ცეცხლის დანთება გვინდა, მზის სხივების ერთ წერტილში ფოკუსირება უნდა
მოვახდინოთ.
ღვთიურმა ძალამ სამყაროს უდიდესი საიდუმლო – ცეცხლი გაუზიარა. არა მხოლოდ
მწველი, არამედ ისიც, რომელიც ხორბალს პურად აქცევს.
დგება დრო, როდესაც შინაგანი ცეცხლის კონცენტრირება გვჭირდება, რათა
ცხოვრებას მნიშვნელობა შევძინოთ.
მერე კი ცად აღვავლენთ კითხვას: „რას ნიშნავს ყოველივე ეს?“
ზოგი მაშინვე გვერდზე გადადებს ამ კითხვას, რადგან დამთრგუნველია, ძილს
გაკარგვინებს და ვერც პასუხს მიაკვლევ იოლად. ასეთი ხალხი ხვალინდელ დღეს
ზუსტად ისე გაატარებს, როგორც გუშინდელს.
ხოლო როდესაც არასასურველი სტუმარი ეწვევათ, იტყვიან, სიცოცხლე მოკლე იყო
და ეს წყალობაც ფუჭად გავფლანგეო.
* * *
სხვები არ უფრთხიან კითხვის დასმას, მაგრამ საკუთარი აზრის უქონლობის გამო, იმ
ხალხის ნაწერების გაცნობას იწყებენ, რომელთაც თვალი გაუსწორეს ამ გამოწვევას.
შედეგად, პოულობენ პასუხს, რომლსაც მართებულად მიიჩნევენ.
ასეთ შემთხვევაში, ნაპოვნ პასუხს ემონებიან. იგონებენ წესებს და კანონებს იმის
შესახებ, რაც ცხოვრების ერთადერთ ჭეშმარიტ მიზნად მიაჩნიათ და ცდილობენ,
სხვებსაც დააჯერონ თავიანთი შეხედულების სისწორე. ტაძრებს ამ მოსაზრების
გასამყარებლად აგებენ, ასამართლებენ ყველას, ვინც შეეწინააღმდეგება მათ მიერ
აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიჩნეულ რწმენას.
* * *
თუმცა, ისეთებიც არსებობენ, რომლებიც თავიდანვე ხვდებიან, რომ ეს უპასუხო
კითხვაა.
მასთან ჭიდილში დროის უაზროდ ხარჯვის ნაცვლად, მოქმედებას იწყებენ.
იხსენებენ საკუთარ ბავშვობას და რა ავსებდათ ენთუზიაზმით მაშინ;
უგულებელყოფენ უფროსების რჩევას და ცხოვრებას გატაცებებს უძღვნიან.
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

More Related Content

More from სამკითხველო სამკითხველო

ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით რუდოლფ შტაინერი
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით   რუდოლფ შტაინერიბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით   რუდოლფ შტაინერი
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით რუდოლფ შტაინერისამკითხველო სამკითხველო
 
სულხან ცაგარელი ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
სულხან ცაგარელი   ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლებისულხან ცაგარელი   ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
სულხან ცაგარელი ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლებისამკითხველო სამკითხველო
 
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი (2)
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი (2)ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი (2)
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი (2)სამკითხველო სამკითხველო
 
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგიანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგისამკითხველო სამკითხველო
 

More from სამკითხველო სამკითხველო (20)

2ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმები
2ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმები2ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმები
2ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმები
 
დაკარგული სულის-ძიებაში
დაკარგული სულის-ძიებაშიდაკარგული სულის-ძიებაში
დაკარგული სულის-ძიებაში
 
მარკეტინგის საფუძვლები - არმსტრონგი კოტლერი
მარკეტინგის საფუძვლები - არმსტრონგი კოტლერიმარკეტინგის საფუძვლები - არმსტრონგი კოტლერი
მარკეტინგის საფუძვლები - არმსტრონგი კოტლერი
 
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით რუდოლფ შტაინერი
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით   რუდოლფ შტაინერიბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით   რუდოლფ შტაინერი
ბავშვის აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით რუდოლფ შტაინერი
 
კვლევის მეთოდები
კვლევის მეთოდებიკვლევის მეთოდები
კვლევის მეთოდები
 
ზოგადი ფსიქოლოგია დიმიტრი უზნაძე
ზოგადი ფსიქოლოგია   დიმიტრი უზნაძეზოგადი ფსიქოლოგია   დიმიტრი უზნაძე
ზოგადი ფსიქოლოგია დიმიტრი უზნაძე
 
ზიგმუნდ ფროიდი ფსიქოანალიზი
ზიგმუნდ ფროიდი   ფსიქოანალიზიზიგმუნდ ფროიდი   ფსიქოანალიზი
ზიგმუნდ ფროიდი ფსიქოანალიზი
 
თამარ გაგოშიძე პათოფსიქოლოგიის საფუძვლები
თამარ გაგოშიძე   პათოფსიქოლოგიის საფუძვლებითამარ გაგოშიძე   პათოფსიქოლოგიის საფუძვლები
თამარ გაგოშიძე პათოფსიქოლოგიის საფუძვლები
 
ინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირება
ინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირებაინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირება
ინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირება
 
ინტერპერსონალური კომუნიკაცია
ინტერპერსონალური კომუნიკაციაინტერპერსონალური კომუნიკაცია
ინტერპერსონალური კომუნიკაცია
 
ლია წულაძე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები
ლია წულაძე   რაოდენობრივი კვლევის მეთოდებილია წულაძე   რაოდენობრივი კვლევის მეთოდები
ლია წულაძე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები
 
შალვა აბზიანიძე კონფლიქტის ფსიქოლოგია
შალვა აბზიანიძე   კონფლიქტის ფსიქოლოგიაშალვა აბზიანიძე   კონფლიქტის ფსიქოლოგია
შალვა აბზიანიძე კონფლიქტის ფსიქოლოგია
 
მზია წერეთელი აღქმა, ყურადღება, მეხსიერება
მზია წერეთელი   აღქმა, ყურადღება, მეხსიერებამზია წერეთელი   აღქმა, ყურადღება, მეხსიერება
მზია წერეთელი აღქმა, ყურადღება, მეხსიერება
 
სულხან ცაგარელი ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
სულხან ცაგარელი   ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლებისულხან ცაგარელი   ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
სულხან ცაგარელი ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლები
 
სასკომო ასაკის ფსიქოლოგია დიმიტრი უზნაძე
სასკომო ასაკის ფსიქოლოგია   დიმიტრი უზნაძესასკომო ასაკის ფსიქოლოგია   დიმიტრი უზნაძე
სასკომო ასაკის ფსიქოლოგია დიმიტრი უზნაძე
 
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონისოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი
 
ომის ფილოსოფია დიმიტრი უზნაძე
ომის ფილოსოფია   დიმიტრი უზნაძეომის ფილოსოფია   დიმიტრი უზნაძე
ომის ფილოსოფია დიმიტრი უზნაძე
 
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი (2)
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი (2)ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი (2)
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი (2)
 
ასაკის გავლენა ადამიანის ძილის ეეგ სპექტრულ
ასაკის გავლენა ადამიანის ძილის ეეგ სპექტრულასაკის გავლენა ადამიანის ძილის ეეგ სპექტრულ
ასაკის გავლენა ადამიანის ძილის ეეგ სპექტრულ
 
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგიანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი
 

აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი პაულო კოელიო

  • 1.
  • 2.
  • 3. ბიბლია. მათთან ერთად შეიტანეს წმინდა მოციქულთა წერილები და ყველაფერი სხვა, რაც „შესაფერისი“ იყო იმ დროისათვის და, ეპისკოპოსთა რწმენით, ქრისტიანობის უმთავრეს პრინციპებს უკეთ გამოხატავდა. ეპისკოპოსთა ყრილობისა და მათ მიერ შერჩეული წიგნების სიის ნახვა მურატორის კანონშია შესაძლებელი. დანარჩენი წიგნები, მსგავსი ნეგ-ჰამადანის ხელნაწერისა, არ შეუტანიათ ახალ აღთქმაში, ან ქალის ავტორობის მიზეზით (მაგალითად, მარიამ მაგდალინელის სახარება), ან იმის გამო, რომ მათში იესო სრულად აცნობიერებდა საკუთარ ღვთიურ მისიას და, შესაბამისად, მისი გარდაცვალება ნაკლებ მტკივნეული, გამოუკვეთელი ჩანდა. * * * 1974 წელს ინგლისელმა არქეოლოგმა სერ უოლტერ უილკინსონმა კიდევ ერთი, არაბულ, ძველ ებრაულ და ლათინურ ენებზე შესრულებული ხელნაწერი აღმოაჩინა. იგი კარგად იცნობდა ამ რეგიონში მსგავსი აღმოჩენების განმკარგავ კანონებს და ხელნაწერი კაიროს მუზეუმის ანტიკვარიატის განყოფილებას გაუგზავნა. მალევე პასუხად მიიღო, რომ ამ ხელნაწერის სულ ცოტა 155 ასლი მაინც იყო მთელ მსოფლიოში (სამი მათგანი მუზეუმს ეკუთვნოდა) და თითქმის იდენტურები იყვნენ. რადიოკარბონის ტესტმა (რომელსაც ორგანული მატერიის ასაკის განსასაზღვრად იყენებენ) უჩვენა, რომ ხელნაწერი შედარებით გვიანდელ პერიოდს ეკუთვნოდა, მაგრამ არა უგვიანეს 1307 წლისა. არც ისე რთული გახლდათ იმის დადგენა, რომ ხელნაწერის აღმოჩენის ადგილი ეგვიპტის ტერიტორიის გარეთ მდებარე ქალაქი აკრა იყო. შესაბამისად, არც რაიმე შეზღუდვა ვრცელდებოდა ხელნაწერის ქვეყნიდან გატანაზე და სერ უოლტერმა წერილობითი ნებართვა მიიღო ეგვიპტის მთავრობისაგან (Ref. 1901/317/IFP-75, 23 ნოემბერი, 1974 წ.) * * * სერ უოლტერის ვაჟს 1982 წელს, შობის საღამოს შევხვდი, პორტმადოგში, უელსში. მახსოვს, მამამისის მიერ აღმოჩენილი ხელნაწერი ახსენა, მაგრამ ამისთვის დიდი ყურადღება არცერთს მიგვიქცევია. ჩვენ თბილი ურთიერთობა შევინარჩუნეთ და სულ მცირე – ორჯერ მაინც კიდევ შევხვდით, როდესაც უელსს ვეწვიე ჩემი წიგნების უკეთ გაყიდვისთვის. 2011 წლის 30 ნოემბერს ზემოხსენებული ხელნაწერის ასლი მივიღე. მის ტექსტს უცვლელად წარმოგიდგენთ.
  • 4. ვისურვებდი, წერა ამით დამეწყო: „ახლა, როდესაც ჩემი ცხოვრება აღსასრულს უახლოვდება, ყველაფერს, რაც ამ ქვეყნად მისწავლია, მომავალ თაობებს ვუტოვებ. დაე, კარგად გამოიყენონ ეს ცოდნა.“ მაგრამ ვაი, რომ მართალი არ იქნებოდა. ჯერ სულ რაღაც ოცდაერთი წლის ვარ. მშობლებმა არც სიყვარული დამაკლეს, არც განათლება. დავქორწინდი ქალზე, რომელიც მიყვარს და რომელსაც ვუყვარვარ. თუმცა, ხვალიდან ცხოვრება ერთმანეთს დაგვაცილებს და ცალ-ცალკე ვივლით ბედისწერისა და სიკვდილის გზებზე. ჩვენი ოჯახისთვის დღეს 1099 წლის 14 ივლისია. ბავშვობის დღეები მეგობარ იაკობთან თამაშში გავლიე იერუსალიმის მყუდრო კედლებში. მისი ოჯახისთვის ახლა 4859 წელია. ყოველთვის დიდი სიამაყით მეუბნება ხოლმე, რომ იუდაიზმი ჩემს რელიგიაზე გაცილებით ძველია. ღირსეულმა იბნ ალ-ასირმა ცხოვრება იმ ისტორიის ჩაწერას მიუძღვნა, რომელიც სადაცაა დასრულდება. მისთვის 492-ე წელი იწურება. მართალია, ვერც თარიღებზე ვთანხმდებით და ვერც ღვთისმსახურებისთვის საუკეთესო გზებზე, მაგრამ მაინც უდრტვინველად ვცხოვრობთ. ერთი კვირის წინ სამხედრო მეთაურებმა შეხვედრა გამართეს. ფრანგი ჯარისკაცები ასი თავით აღემატებიან ჩვენებს და აღჭურვილობაც გაცილებით უკეთესი აქვთ. არჩევანის წინაშე დავდექით: მიგვეტოვებინა ქალაქი ან გვებრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. მარცხი გარდაუვალი იყო, თუმცა უმეტესმა ჩვენგანმა მაინც დარჩენა ამჯობინა. მუსულმანები ამ დროისათვის ალ-აქსას მეჩეთთან შეკრებილან, ხოლო ებრაელები მებრძოლთ „მიჰრაბ დავუდთან“ – დავითის კოშკთან აგროვებენ. სხვადასხვა უბანში მცხოვრებ ქრისტიანებს კი ქალაქის სამხრეთ ნაწილის დაცვა დაევალათ. ქალაქის კედლებს მიღმა უკვე ჩანს დაშლილი გემებისგან აწყობილი მტრის საალყო კოშკები. მოწინააღმდეგის შენაერთების მოძრაობა გვაფიქრებინებს, რომ ხვალ დილით შემოგვიტევენ და მიწას ჩვენი სისხლით მორწყავენ პაპის, ქალაქის „გათავისუფლებისა“ და „ღვთაებრივი განგების“ სახელით. იმავე მოედანზე, სადაც ათასწლეულის წინ რომაელმა მმართველმა, პილატე პონტოელმა იესო ბრბოს ჯვარზე გასაკრავად გადასცა, ამ საღამოს ყველა ასაკის ქალი და მამაკაცი ვიკრიბებით იმ ბერძენის სანახავად, რომელსაც კოპტის სახელით ვიცნობთ. უცნაური კაცია ეს კოპტი. ჯერ კიდევ უწვერული ყრმა იყო, მშობლიური ქალაქი, ათენი რომ მიატოვა. გაემართა სიმდიდრისა და თავგადასავლების საძიებლად, თუმცა წარუმატებლობამ და შიმშილმა აიძულა ჩვენს ქალაქში კარდაკარ მოწყალება
  • 5. ეთხოვა. მოსახლეობის სტუმართმოყვარეობამ საერთოდ ააღებინა ხელი მოგზაურობის სურვილზე და დარჩენა გადააწყვეტინა. სამსახური მეწაღის სახელოსნოში იშოვა და იბნ ალ-ასირის მსგავსად ყველაფერს, რასაც ხედავდა და ესმოდა, მომავალი თაობებისთვის იწერდა. არასოდეს გამოუთქვამს სურვილი რომელიმე რელიგიის აღმსარებელი გამხდარიყო და არც ვინმეს უცდია, გადაებირებინა. მისი რწმენით, ახლა არც 1099 წელია, არც 4859 და, მით უმეტეს, არც 492-ის მიწურული. კოპტს მხოლოდ აწმყო დროისა და უცნობი ღმერთის – მოირასი სწამს. მისი თქმით, ეს ღვთიური ძალა ეფუძნება ერთადერთ კანონს, რომლის დარღვევაც სამყაროს აღსასრულს გამოიწვევდა. კოპტის სიახლოვეს იერუსალიმში გავრცელებული სამი რელიგიის პატრიარქები დასხდნენ. ამ საუბარს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ დასწრებია, რადგან ძალიან იყვნენ დაკავებულნი იმ ბრძოლის ორგანიზებით, რომელიც, ჩვენი ღრმა რწმენით, სრულიად უაზრო გამოდგებოდა. „მრავალი საუკუნის წინ ამ მოედანზე ერთ კაცს მსჯავრი დასდეს და სიკვდილი მიუსაჯეს,“ თქვა ბერძენმა. „სიკვდილის გზაზე მიმავალმა ქალების ჯგუფს ჩაუარა. დაინახა რა, როგორ მოთქვამდნენ, უთხრა: მე კი ნუ დამტირით, არამედ დაიტირეთ იერუსალიმი. ის იწინასწარმეტყველა, რაც ახლა ხდება. ხვალიდან ჰარმონია არეულობად იქცევა; მხიარულებას სევდა ჩაანაცვლებს, მშვიდობა კი გზას დაუთმობს ომს, რომელიც განუზომლად დიდხანს გაგრძელდება.“ არაფერი გვითქვამს, რადგან არ ვიცოდით, რისთვის ვიყავით შეკრებილნი. ალბათ მორიგ ქადაგებას ველოდით ამ დამპყრობლებზე, საკუთარ თავს „ჯვაროსნებს“ რომ უწოდებენ. კოპტი თითქოს ტკბებოდა ამ დაბნეულობით. დიდი ხნის დუმილის შემდეგ კი ახსნას შეუდგა: „მათ შეიძლება დაანგრიონ ქალაქი, მაგრამ ვერ ხელყოფენ იმას, რაც მან გვასწავლა. ძალზედ მნიშვნელოვანია, იგივე ბედი არ ეწიოს ცოდნასაც, რაც ჩვენს კედლებს, სახლებსა და ქუჩებს მოელის. მაინც, რა არის ცოდნა?“ პასუხი არავის გაუცია და მანაც განაგრძო: „ცოდნა არის არა სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ აბსოლუტური ჭეშმარიტება, არამედ ის, რაც ყოველდღიურ გამოწვევებთან ჭიდილსა და მათ დაძლევას შეგვაძლებინებს. არაფერი აქვს საერთო წიგნებიდან ნასწავლ ფაქტებთან; რაც მხოლოდ იმაზე ფუჭი კამათისთვის გამოდგება, თუ რა მომხდარა ან მოხდება. ცოდნა ყოველი კეთილის მოსურნე ადამიანის გულშია დაბუდებული.“ კოპტმა გვითხრა:
  • 6. „მე სწავლული გახლავართ. მრავალი წელი დავუთმე ანტიკვარიატის მოძიებას, საგნების კლასიფიცირებას, ისტორიული მოვლენების ჩაწერასა და პოლიტიკის განხილვას. მიუხედავად ამისა, არ ვიცი, რაზე გელაპარაკოთ. ღვთიურ ძალას შევთხოვ, განწმინდოს ჩემი გული. დამისვით კითხვები და გიპასუხებთ. ძველი ბერძენი მასწავლებლებიც სწორედ ასე იქცეოდნენ. მოსწავლეები ისეთ საკითხებზე უსვამდნენ კითხვებს, რაზეც საკუთარი აზრი არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული და მასწავლებლებიც პასუხობდნენ მათ.“ „მაინც, რაში გვარგია ეს პასუხები?“ – იკითხა ვიღაცამ. „ზოგი ჩაიწერთ ჩემ სიტყვებს, ზოგიც – დაიმახსოვრებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ ხვალიდან მიაშუროთ ქვეყნიერების ოთხსავე მხარეს და სხვათაც უამბოთ, რასაც აქ მოისმენთ. მხოლოდ ასე შევძლებთ ჩვენი ქალაქის სულის გადარჩენას. ადრე თუ გვიან, ავაღორძინებთ იერუსალიმს, არა მხოლოდ ქალაქს, არამედ ცოდნის სათავესაც, რომელშიც ხელმეორედ გამეფდება მშვიდობა.“ „ყველამ კარგად ვიცით, ხვალ რაც გველის, – თქვა მეორემ, – ხომ არ აჯობებდა, სამშვიდობო მოლაპარაკება განგვეხილა, ან ბრძოლისათვის მოვმზადებულიყავით?“ კოპტმა მის გვერდით მსხდომ სასულიერო პირებს გადახედა და მსწრაფლ შემობრუნდა ხალხისკენ. „წინასწარ არ ვიცით, რა მოგველის, რადგან ყოველი დღე სავსეა კარგი და ცუდი მომენტებით. როდესაც კითხვებს დამისვამთ, დაივიწყეთ ქალაქს მომდგარი მებრძოლები და სხეულებში ჩაბუდებული შიში. დღევანდელი მოვლენების მომავალი თაობისთვის გადაცემა ჩვენი ამოცანა არ არის; ამაზე ისტორია იზრუნებს. ნაცვლად ამისა, ვისაუბრებთ ყოველდღიურ ცხოვრებასა და იმ სირთულეებზე, რომლებიც დავძლიეთ. მომავლისთვის მხოლოდ ამას ექნება მნიშვნელობა, რადგან არ მგონია, რაიმე შეიცვალოს თუნდაც მომდევნო ათასი წლის განმავლობაში.“ * * * პირველად ჩემმა მეზობელმა იაკობმა სთხოვა: „გვესაუბრე მარცხზე“ მან უპასუხა: როგორ გგონიათ, ზამთარში ხიდან მოწყვეტილი ფოთოლი თავს სიცივისგან დამარცხებულად მიიჩნევს?
  • 7. ხე ეტყვის ფოთოლს: „ცხოვრების წესი ასეა. შეიძლება გეგონოს, რომ სიკვდილი გიწერია, მაგრამ ჩემში განაგრძობ არსებობას. შენი წყალობით ვცოცხლობ, რადგან სუნთქვის საშუალებას მაძლევ. სწორედ შენ უნდა გიმადლოდე, რომ დაღლილი მოგზაურისთვის ჩრდილი შემითავაზებია და ამით თავი დაფასებულად მიგრძნია. ჩემი სხეულის ნაწილი ხარ. ჩვენ ერთნი ვართ“. კაცი, რომელიც წლების მანძილზე ემზადებოდა მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დასალაშქრად, განა დამარცხებულად აღიარებს თავს, როდესაც მთასთან მისულს მოახლოებული ქარიშხალი შეაფერხებს? იგი ეტყვის მთას: „ახლა არ მიმიღებ? ერთ დღესაც გამოიდარებს და მწვერვალსაც მივაღწევ. მანამდე კი აქ იდგები და დამელოდები.“ პირველი შეყვარებულისგან უარის მიღების შემდეგ, ახალგაზრდა კაცი სიყვარულზე როდი ჩაიქნევს ხელს. ნაცვლად ამისა, იტყვის: „ვიპოვი იმას, ვინც ჩემს გრძნობას უკეთ გაიგებს და ცხოვრების ბოლომდე ბედნიერი ვიქნები.“ ბუნების ციკლს არც გამარჯვება ახასიათებს, არც მარცხი. არსებობს მხოლოდ მოძრაობა. ზამთარი ბატონობისთვის იბრძვის, მაგრამ ბოლოს ეგუება გაზაფხულის გამარჯვებას, რომელსაც თან ყვავილები და ბედნიერება მოაქვს. ზაფხულს სწამს, რომ თბილი დღეები დედამიწას რგებს და არც არასოდეს მოაკლებდა მათ, რომ არა შემოდგომის შემოსვლა, რომელიც დედამიწას დასვენების საშუალებას აძლევს. გაზელი ბალახს ჭამს, ლომი კი – გაზელს. მთავარი არ არის, ვინ უფრო ძლიერია. უბრალოდ, ღმერთი ასე გვიჩვენებს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის ციკლს. ამ ციკლში არც გამარჯვებულები არსებობენ, არც დამარცხებულები. მხოლოდ სავალდებულო საფეხურებია. თუ ადამიანი ამას გაითავისებს – გათავისუფლდება, იოლად შეეგუება რთულ დროებას და თავს უფლებას არ მისცემს, დიდებამ დაათროს. ორივე გაივლის. ერთს მეორე შეცვლის. ციკლი კი გაგრძელდება, სანამ ხორცს არ გავეყრებით და ღვთაებრივ ძალას არ მოვიპოვებთ. შესაბამისად, მოედანზე გამოსულ მებრძოლს – ნებით იქნება იქ თუ ბედის უკუღმართობით – დაე, მოსალოდნელი ბრძოლის სიხარული უვსებდეს სულს. თუ პატივსა და ღირსებას შეინარჩუნებს, წაგების შემთხვევაშიც არ იქნება დამარცხებული, რადგან სული ხელშეუვალი დარჩება.
  • 8. არავის დაადანაშაულებს მომხდარში. მას შემდეგ, რაც პირველად უარყვეს, არ დავიწყებია, რომ ამით მის სიყვარულის უნარს არაფერი დაკლებია. რაც სიყვარულია, ომიც ის არის. ბრძოლაში დამარცხება, ან იმ ყველაფრის დაკარგვა, რაც გვეგონა, რომ გაგვაჩნდა – დაგვამწუხრებს. თუმცა, როდესაც ეს გრძნობაც გაივლის, აღმოვაჩენთ თითოეულ ჩვენგანში დამალულ ძალას, რომელიც გაგვაკვირვებს და საკუთარი თავის პატივისცემას გვასწავლის. მიმოვიხედავთ, ჩავილაპარაკებთ – ესეც გადავიტანეო და ჩვენივე სიტყვები გაგვამხნევებს. მხოლოდ ისინი, ვინც საკუთარ ძალას ვერ შეიცნობენ, იტყვიან, დავმარცხდიო, და დამწუხრდებიან. სხვები მარცხით დაიტანჯებიან და თავს დამცირებულად იგრძნობენ გამარჯვებულთა შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო. შეიძლება ცრემლიც კი მოადგეთ, მაგრამ თვითგვემას არასოდეს მოჰყვებიან. იციან, რომ ბრძოლა მხოლოდ დროებით შეჩერდა და ამ მომენტისთვის უპირატესობა მოწინააღმდეგის მხარეზეა. უსმენენ საკუთარ გულისცემას. გრძნობენ შიშსა და დაძაბულობას. გადახედავენ ცხოვრებას და აღმოაჩენენ, რომ შიშის მიუხედავად მათ სულებში კვლავაც ცოცხალია რწმენა. ეს გზის გაგრძელებაში ეხმარებათ. ცდილობენ, გაიაზრონ, რა გააკეთეს სწორად და რაში შეცდნენ. მოგებულ დროს იყენებენ დასასვენებლად, ჭრილობის შესახორცებლად, ახალი სტრატეგიის შესამუშავებლად და უკეთ აღსაჭურვად. მერე კი დგება ახალი ბრძოლის დღე. კვლავ ეშინიათ, მაგრამ მოქმედების აუცილებლობასაც ხედავენ. წინააღდეგ შემთხვევაში სამუდამოდ მიწაზე განრთხმულნი დარჩებიან. ძალას იკრებენ და მოწინააღმდეგეს უპირისპირდებიან იმ ტანჯვა-წამებაზე ფიქრით, რომელიც ერთხელ გადაიტანეს და რომლის გამეორებაც აღარ სურთ. წინა მარცხი კარნახობთ, რომ ამჯერად უნდა გაიმარჯვონ თუ აღარ სურთ იმავე ტკივილის გადატანა. თუ ახლაც ვერ მიაღწიეს წარმატებას, შემდეგ ჯერზე გაიმარჯვებენ. თუ არც შემდეგ ჯერზე გაუმართლებთ, კიდევ მოსინჯავენ ძალებს. მთავარი ფეხზე წამოდგომაა. დამარცხდება მხოლოდ ის, ვინც დანებდება. სხვა ყველა გამარჯვებულია. ოდესმე ეს რთული დრო ჩვეულებრივ ამბად იქცევა და სიამაყით მოუყვებიან მსმენელთ. ხალხი ყურს დაუგდებს და სამ მნიშვნელოვან რამეს ისწავლის:
  • 9. მოთმინებით დაელოდე მოქმედების დროს; არ გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა; იამაყე ნაიარევით. თითოეული იარა სხეულზე ამოტვიფრული მედალია. ის აშინებს მტერს, რადგან ბრძოლაში გამოცდილების დასტურს წარმოადგენს, ამიტომ ხშირად ეს უკანასკნელი იძულებული ხდება დაპირისპირებას მოერიდოს და უთანხმოება მოლაპარაკებით გადაჭრას. ნაიარევი უფრო ხმამაღლა მეტყველებს, ვიდრე მისი გამომწვევი ხმალი. * * * როდესაც შენიშნა, რომ კოპტმა ლაპარაკი დაასრულა, ერთმა ვაჭარმა სთხოვა: „აღგვიწერე დამარცხებული ხალხი“. მან უპასუხა: დამარცხებულია ის, ვისაც ხელი არასოდეს მოსცარვია. მარცხი ერთი რომელიმე ბრძოლის, ან ომის წაგებას ნიშნავს. ხელმოცარვა კი საშუალებას არ გვაძლევს ბრძოლა განვაგრძოთ. ვმარცხდებით, როდესაც რაღაც ძალიან გვინდა და ვერ ვიღებთ. ხელმოცარვა ოცნების საშუალებასაც არ გვაძლევს. მისი დევიზია: „თუ არაფერს მოელი, არც იმედი გაგიცრუვდება“. მარცხი მომდევნო ბრძოლაში ჩართვისას სრულდება, ხელმოცარვა კი უსასრულოა და ცხოვრების ბოლომდე მიგვყვება. მარცხი მას ახასიათებს, ვინც მიუხედავად შიშისა, ენთუზიაზმითა და რწმენით ცხოვრობს. მარცხი მამაცთა ხვედრია. მხოლოდ მათ იციან მისი ღირსეულად მიღება და გამარჯვებით ტკბობა. იმის სათქმელად არ მოვსულვარ, მარცხი ცხოვრების ნაწილია-მეთქი. ეს ისედაც ცხადია. მხოლოდ დამარცხებული შეიცნობს სიყვარულს. პირველ ბრძოლებს ხომ
  • 10. სწორედ ამ უკანასკნელის სამფლობელოში ვმართავთ და ხშირად ვმარცხდებით კიდეც. ის მინდა გითხრათ, რომ არსებობს ხალხი, ვინც საერთოდ არ დამარცხებულა. მათ არც არასოდეს უბრძოლიათ. მოახერხეს, აერიდებინათ იარები, დამცირება, უსუსურობის განცდა და ისეთი მომენტებიც, როდესაც ღმერთის არსებობაში თვით მეომრებსაც კი ეპარებათ ეჭვი. ასეთი ხალხი სიამაყით იტყვის: „არასოდეს წამიგია ბრძოლა.“ თუმცა ვერ იტყვიან – მოვიგეო. არ გეგონოთ, ეს ადარდებდეთ. ქმნიან საკუთარ სამყაროს, რომელშიც თავს დაცულად გრძნობენ. თვალს ხუჭავენ უსამართლობასა და ტანჯვაზე; უსაფრთხოების განცდა ეუფლებათ, რადგან არ უწევთ ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავება, მაშინ, როდესაც სხვები უშიშრად ეჭიდებიან მსგავს დაბრკოლებებს. არასოდეს სმენიათ სიტყვები „ნახვამდის“, ან „დავბრუნდი. შემეგებე მხურვალე სალმით კაცისა, რომელმაც დამკარგა და ისევ მიპოვნა.“ ვისაც მარცხი არ განუცდია, მუდამ ბედნიერი და აღმატებული ჩანს. იმ ჭეშმარიტების ბატონ-პატრონებად მოაქვთ თავი, რომლის მისაღწევად თითიც არ გაუნძრევიათ. ყოველთვის ძლიერის მხარეს არიან; აფთრებს ჰგვანან, რომლებიც მხოლოდ ლომების მიერ დატოვებული ნარჩენებით იკვებებიან. საკუთარ შვილებს ასწავლიან: „არ ჩაერთოთ კონფლიქტში, თორემ დამარცხდებით. თქვენი აზრები თქვენთვის შეინახეთ და პრობლემებიც არ გექნებათ. თუ ვინმე შემოგიტევთ, ნურც გეწყინებათ და ნურც პასუხის გაცემით დაიმცირებთ თავს. ცხოვრება სავსეა გაცილებით მნიშვნელოვანი ბრძოლებით.“ მხოლოდ ძილის წინ, წარმოსახვით ბრძოლებში უსწორებენ თვალს განუხორციელებელ ოცნებებს; უსამართლობას, რომელზეც თვალი დახუჭეს; სიმხდალეს, სხვებს რომ დაუმალეს, მაგრამ საკუთარ თავს – ვერა; ცხოვრების გზაზე თვალებში მოკიაფე შუქით შემომხვდარ სიყვარულს. იმ სიყვარულს, რომელიც ღმერთმა არგუნათ, მაგრამ გამბედაობა არ ეყოთ, თავით გადაშვებულიყვნენ მის მორევში. საკუთარ თავს ჰპირდებიან, ხვალიდან შევიცვლებიო. თენდება მომდევნო დღე და გონებაში ერთადერთი, დამაუძლურებელი კითხვა უტივტივებთ: „ვაითუ, ვერ შევძლო?“ ამის გამო არაფერს აკეთებენ. ვაი მას, ვინც არ დამარცხებულა! ცხოვრებაში ვერასოდეს იგემებს გამარჯვებას.
  • 11. * * * „გვესაუბრე მარტოობაზე“, – უთხრა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ქალაქის უმდიდრეს კაცზე უნდა დაქორწინებულიყო, მაგრამ მტრის შემოსევის გამო გაქცევა უხდებოდა. კოპტმა უპასუხა: მარტოობის გარეშე სიყვარულს დიდხანს ვერ შეინარჩუნებთ. სიყვარულს დასვენება სჭირდება, რათა ცაში აიჭრას და სხვა ფორმებით მოგვევლინოს. მარტოობის გარეშე გაუხარელი დარჩება მცენარეცა და ცხოველიც; მიწა ნაყოფს ვერ გამოიღებს; ბავშვი ცხოვრებას ვერ ისწავლის; ხელოვანი კი – ვერაფერს შექმნის. არანაირ საქმეს არ ჩაეყრება საფუძველი და არც გარდაიქმნება. მარტოობა კი არ აქრობს სიყვარულს, არამედ ავსებს მას. მარტოობა არ ნიშნავს ურთიერთობის გაქრობას. ეს არის დრო, როდესაც საკუთარ გულებში თავისუფლად ვიხედებით და უფრო იოლად ვწყვეტთ, როგორ წარვმართოთ ცხოვრება. ნეტარ არს ის, ვინც არ უშინდება მარტოობას და საკუთარ თავთან დარჩენას; ვინც გამუდმებით არ ცდილობს რამე აკეთოს, თავშესაქცევი ეძიოს ან სხვები განსაჯოს. თუ არ განმარტოვდი, თავს ვერასოდეს შეიცნობ. თუ თავი ვერ შეიცანი, სიცარიელეც შეგაშინებს. თუმცა არ არსებობს სიცარიელე. ჩვენს სულებში ვრცელი სამყაროა დაფარული და აღმოსაჩენი. ის ჩვენშია, ხელუხლებელი და დიადი, მაგრამ ამავდროულად, იმდენად უცხო და ძლევამოსილი, რომ მისი არსებობის აღიარება გვიჭირს. ამ სამყაროს აღმოჩენა გვაიძულებს შევეგუოთ ფაქტს, რომ იმაზე შორს შეგვიძლია წასვლა, ვიდრე გვეგონა. ეს კი გვაშინებს. გვირჩევნია, ავერიდოთ რისკს. ნებისმიერ დროს შეგვიძლია განვაცხადოთ, გასაკეთებელი არ გავაკეთე, რადგან საშუალება არ მომცესო. უფრო კომფორტულია. უსაფრთხოა. თუმცა, ამავდროულად, საკუთარი ცხოვრების უარყოფის ტოლფასიცაა.
  • 12. ვაი მას, ვისაც ურჩევნია ცხოვრება იმის მტკიცებაში გაატაროს, შესაძლებლობები არ მქონიაო. რადგან ყოველ განვლილ დღესთან ერთად უსუსურობის ჭაობში ჩაეფლობიან და ბოლოს მისგან თავის დაღწევის ძალაც აღარ ექნებათ. ვერც მანათობელ სხივს შეამჩნევენ თავს ზემოთ. ნეტარ არიან ისინი, რომლებიც ამბობენ, გამბედაობა გვაკლიაო. რადგან იციან, რომ ეს სხვისი ბრალი არ არის. ადრე თუ გვიან გამონახავენ საჭირო ძალას და თავს დააღწევენ როგორც მარტოობას, ისე მისთვის დამახასიათებელ იდუმალებას. * * * მათთვის კი, ვინც არ უშინდება ყველა საიდუმლოებისთვის ფარდის ამხდელ მარტოობას, ყველაფერს სხვა გემო აქვს. მარტოობაში შეიგრძნობენ სიყვარულს, რომელიც სხვა შემთხვევაში შეიძლება შეუმჩნევლად სწვეოდათ. მარტოობაშივე შეიცნობენ და დააფასებენ სიყვარულს, რომელმაც მიატოვა. მარტოობისას შეძლებენ გადაწყვიტონ, ღირს თუ არა, გამოედევნონ დაკარგულ სიყვარულს, ან იქნებ ჯობს შეელიონ მას და ახალ გზას დაადგნენ. მარტოობაში მიხვდებიან, რომ „არას“ თქმა ყოველთვის არ ნიშნავს ძუნწობას და არც ყველაფერზე თანხმობაა ხელგაშლილობის ტოლფასი. ვინც განმარტოებას მოახერხებს, არ უნდა შეუშინდეს ეშმაკის ჩიჩინს, დროს ტყუილად აცდენო. ან თუნდაც დემონთა მთავრის უფრო დამთრგუნველ სიტყვებს – შენი დარდი არავის აქვსო. ღვთიური ძალა გვისმენს არა მარტო სხვებთან საუბრისას, არამედ მაშინაც, როდესაც ვდუმვართ და მარტოობას წყალობად ვიღებთ. ასეთ დროს მისი სხივები გვეფინება და გვაგრძნობინებს, რაოდენ მნიშვნელოვანნი და საჭირონი ვართ ამ ქვეყნად მისი საქმისთვის. ამ ჰარმონიასთან ზიარებისას გაცილებით მეტს ვიღებთ, ვიდრე შევთხოვდით.
  • 13. * * * ვისაც მარტოობა ტვირთად აწევს, უნდა ახსოვდეს, რომ ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტებში ყოველთვის მარტონი ვართ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი ესწრება ბავშვის დაბადებას. იგი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, იცოცხლოს. თუნდაც ხელოვანი ავიღოთ – ნამუშევარი კარგი რომ გამოუვიდეს, უნდა გაყუჩდეს და მხოლოდ ანგელოზთა ხმას უსმინოს. თითოეული ჩვენგანი არასასურველი სტუმრის, სიკვდილისთვის თვალის გასწორებისას, არსებობის ამ ყველაზე შემაძრწუნებელ მომენტში, მარტო იქნება. როგორც სიყვარულია ღვთაებრივი მდგომარეობა, ისე მარტოობაა – ადამიანური. მათთვის, ვისთვისაც უცხო არ არის სიცოცხლის სასწაული, ეს ორი მდგომარეობა მშვიდობიანად თანაარსებობს. * * * ბიჭმა, რომელსაც ქალაქის დატოვება უწევდა, სამოსი ჩამოიგლიჯა: „ხალხს მიაჩნია, რომ ბრძოლისთვის არ ვვარგივარ. გამოუსადეგარი ვარ.“ მან უპასუხა: ზოგი ამბობს, არავის ვუყვარვარო. თუმცა, უპასუხოდ დარჩენილი სიყვარულისთვისაც კი არსებობს იმედი, რომ ერთ დღესაც გაღვივდება. სხვები დღიურებში წერენ: „ჩემი გენია შეუმჩნეველი რჩება, ნიჭი – დაუფასებელი, ხოლო ოცნებები – განუხორციელებელი.“ მაგრამ მათთვისაც არსებობს საკმარისი ბრძოლის შემდეგ ყველაფრის შეცვლის იმედი. ზოგიც კარდაკარ დაიარება და ხალხს ეუბნება, სამუშაოს ვეძებო. იციან, რომ თუ მოითმენენ, ადრე თუ გვიან ვინმე შეიპატიჟებს. * * *
  • 14. არიან ისეთებიც, ვინც ყოველ დილით გულდარდიანნი იღვიძებენ. ისინი არ ეძიებენ სიყვარულს, აღიარებას ან საქმეს. თავისთვის ამბობენ: „გამოუსადეგარი ვარ. თავის გადარჩენისთვის ვცხოვრობ და კაციშვილს არ ანაღვლებს, რას ვაკეთებ.“ გარეთ მზე ანათებს. ოჯახის წევრებით გარშემორტყმულნი ცდილობენ, ბედნიერი სახე მიიღონ, რადგან სხვათა თვალში ყველაფერი აქვთ, რაზეც ოდესმე უოცნებიათ. თუმცა, ღრმად სწამთ, რომ არავის სჭირდება ისინი – ან იმიტომ, რომ ძალიან ახალგაზრდები არიან და უფროსებს თავიანთი საზრუნავი აქვთ, ან ოჯახის უმცროს წევრებს მოხუცებულობის გამო არ სცალიათ მათი აზრის მოსასმენად. პოეტი დაწერს რამდენიმე ტაეპს და გადააგდებს იმაზე ფიქრით, მაინც არავის დააინტერესებსო. მუშა სამსახურში მიდის და ზედმიწევნით იმეორებს წინა დღით შესრულებულ საქმეს. სჯერა, დღესვე რომ დაითხოვონ, ვერავინ შეამჩნევს მის არყოფნას. ახალგაზრდა ქალი კაბის კერვისას დიდ შრომას აქსოვს თითოეულ წვრილმანში, მაგრამ როდესაც მას დღესასწაულზე ჩაიცვამს, ხალხის თვალებში შეძლებს ამოიკითხოს: არც სხვებზე ლამაზი ხარ და არც უშნო. შენი კაბა ერთ-ერთია მილიონიდან, მთელ მსოფლიოში ამ წუთშივე უამრავი დღესასწაული იმართება – ზოგი დიდ სასახლეებში, ზოგიც პატარა სოფლებში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და ეჭორავება სხვა ქალების სამოსის შესახებ. მის კაბაზე არაფერი უთქვამთ. ყველას შეუმჩნეველი დარჩა. არც ლამაზი ეთქმოდა, არც უშნო. ჩვეულებრივი კაბა იყო. გამოუსადეგარი. ახალგაზრდები აცნობიერებენ, რომ ქვეყანა სავსეა უზარმაზარი პრობლემებით და მათ გადაჭრაზე ოცნებობენ, თუმცა მათი შეხედულებები არავის აინტერესებს. „არ იცით, სინამდვილეში როგორია ცხოვრება, – ეუბნებიან მათ, – მოუსმინეთ უფროსებს და უკეთესი წარმოდგენა შეგექმნებათ, რა უნდა მოიმოქმედოთ.“ ხანში შესულმა ხალხმა ცხოვრებისეულ სირთულეებთან ყოველდღიურ ჭიდილში დააგროვა ცოდნა და გამოცდილება. როდესაც ამ ყველაფრის მომავალი თაობებისთვის გადაცემის დრო დგება, მათ არავინ უსმენს; დროება შეიცვალაო, ეუბნებიან, ცვლილებებს ფეხი აუწყვეთ და ახალგაზრდებს მოუსმინეთო. უსარგებლობის განცდა არც ასაკს დაგიდევთ, არც ნებართვას ელოდება, ისე ხრავს სულს. გამუდმებით იმეორებს: „არავის აინტერესებ. არარაობა ხარ. ქვეყნიერებას არ სჭირდები.“
  • 15. ცხოვრებისთვის მნიშვნელობის მინიჭების სასოწარკვეთილი მცდელობა ბევრს რელიგიისაკენ ახედებს. რწმენის სახელით ბრძოლა კარგი გამართლებაა იმ ვითომდა დიადი საქმისთვის, რომელმაც მსოფლიო უნდა გარდაქმნას. ღვთის საქმეს ვაკეთებთო, ირწმუნებენ თავს. ჯერ ღვთისმოსავები ხდებიან, შემდეგ – მქადაგებლები, ბოლოს კი – ბრმადმორწმუნენი. არ ესმით, რომ რელიგია საიდუმლოს გასაზიარებლად და ღვთისმსახურებისთვის შეიქმნა და არა სხვათა დასამორჩილებლად ან საკუთარ რწმენაზე მოსაქცევად. ღვთიური სასწაულის უპირველესი გამოვლინება სიცოცხლეა. ამაღამ დაგიტირებ იერუსალიმო, რადგან სადაცაა ღვთიური ერთობის ეს გაგება გაქრება მომდევნო ათასი წლის განმავლობაში. * * * ჰკითხეთ მინდვრის ყვავილს: „შენი აზრით, სასარგებლო ხარ? აყვავების მეტს ხომ არაფერს აკეთებ.“ ის გიპასუხებთ: „ლამაზი ვარ და სილამაზეა ჩემი ცხოვრების არსი.“ ჰკითხეთ მდინარეს: „სასარგებლოდ მიიჩნევ თავს? შენ ხომ მხოლოდ ერთი მიმართულებით მიედინები?“ მდინარე გიპასუხებთ: „სულაც არ ვცდილობ სასარგებლო ვიყო. მე უბრალო მდინარე ვარ.“ ღმერთის თვალში არაფერია ამქვეყნად უსარგებლო. ხიდან ფოთოლი არ ჩამოვარდება, თქვენი თავიდან კი – თმა, ერთი მწერიც არ მოკვდება გამოუსადეგარობის გამო, ყველაფრის არსებობას აქვს მიზეზი. შენ კი, კითხვის დამსმელო, „გამოუსადეგარი ვარ“ – ასე საკუთარ თავს პასუხობ. ეგ აზრი მალე მოგწამლავს და სიცოცხლეშივე მოკვდები, მიუხედავად იმისა, რომ იარსებებ, შეჭამ, იძინებ და შეეცდები, შეძლებისადგვარად თავი შეიქციო. ნუ ეცდები, იყო სასარგებლო. საკმარისია, საკუთარ თავს ეყუდნოდე. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. ნურც გაუსწრებ და ნურც ჩამორჩები შენს სულს, რადგან სწორედ ის გიჩვენებს ყოველი გადადგმული ნაბიჯისგან მიღებულ სარგებელს. ზოგჯერ ისტორიის მდინარებას გადამწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობა ცვლის; სხვა დროს კი იმავეს
  • 16. გაკეთება შემთხვევითი გამვლელისთვის უმიზეზოდ ღიმილის ჩუქებითაა შესაძლებელი. ამგვარად, უნებლიედ შეიძლება გადაარჩინოთ სრულიად უცხო ადამიანი, რომელიც უსარგებლობის განცდას შეეპყრო და თავის მოსაკლავად იყო მზად, სანამ ღიმილმა არ უბოძა ახალი იმედი და თავდაჯერებულობა. * * * საკუთარი ცხოვრება ზედმიწევნით რომც შეისწავლო და გაიხსენო ყველა მომენტი, როდესაც იტანჯებოდი, ოფლში იწურებოდი, მაგრამ გაღიმება მოახერხე ამ მზისქვეშეთში, მაინც ვერ გაიგებ, როდის გამოადექი სხვას. ცოცხალი არსება არასოდესაა უსარგებლო. თითოეული სულის მოვლინებას თავისი მიზეზი აქვს. ვინც მართლა ეხმარება სხვებს, სულაც არ ცდილობს, გამოსადეგი იყოს. ასეთი ხალხი, უბრალოდ, ნაყოფიერად ცხოვრობს. რჩევას იშვიათად იძლევიან, მაგრამ თავად არიან სამაგალითონი. ნუ დაივიწყებთ, ისე იცხოვროთ, როგორც ყოველთვის გსურდათ. მოერიდეთ ხალხის გაკიცხვას და მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთAარი ოცნებების ასრულებას. ეს შესაძლოა არც ისე მნიშვნელოვნად მოგეჩვენოთ, მაგრამ ღმერთი ყველაფერს ხედავს და იცის, რომ თქვენს მიერ სხვებისთვის მიცემული მაგალითი მას სამყაროს გამოსწორებაში ეხმარება. ყოველდღიურად იგი უფრო მეტ წყალობას მოიღებს თქვენზე. * * * როდესაც არასასურველი სტუმარი გეწვევა, გეტყვის: „სამართლიანია, იკითხო: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე“. მაგრამ შენი ცხოვრების უკანასკნელ წამს მე დავინახე: სუფთა სახლი, გაშლილი სუფრა, მოხნული მინდვრები, პირმომცინარი ყვავილები. ყველაფრისთვის წესისამებრ მიგიჩენია ადგილი. მიმხვდარხარ, რომ დიდ ცვლილებებს წვრილმანები ახდენენ. სწორედ ამიტომ, მე შენ სამოთხეში წაგიყვან.“
  • 17. * * * მკერავმა ქალმა, ალმირამ, თქვა: „შემეძლო, ჯვაროსნების მოსვლამდე დამეტოვებინა ქალაქი. აქამდე ეგვიპტეშიც ჩავიდოდი და სამსახურიც მექნებოდა ნაშოვნი, მაგრამ ცვლილებების ყოველთვის მეშინოდა.“ კოპტმა უპასუხა: ცვლილებები გვაშინებს, რადგან გადატანილი ტანჯვა-წამება და გაღებული მსხვერპლი გვაფიქრებინებს, რომ ჩვენს სამყაროს კარგად ვიცნობთ. ეს სამყარო შეიძლება სულაც არ იყოს სხვებზე უკეთესი და სრულებითაც არ გვაკმაყოფილებდეს, მაგრამ, სხვა თუ არაფერი, უსიამოვნო მოულოდნელობებით მაინც არ დაგვტანჯავს. ფეხი არ დაგვიცდება. თუ საჭირო გახდა, მცირე შესწორებებს შევიტანთ და ყველაფერი კალაპოტს დაუბრუნდება. ვხედავთ, რომ მთები ყოველთვის ერთ ადგილას დგანან. ვიცით, რომ უკვე გაზრდილ ხეს გადარგვა ახმობს. ვამბობთ, გვინდა მთებივით უდრეკნი და ხეებივით ხელშეუხებელნი ვიყოთო, მაგრამ ღამით ხშირად გვაღვიძებს ფიქრი: „ნეტავ, ჩიტივით შემეძლოს ერთ დღეს მოვინახულო დამასკო და ბაღდადი, შემდეგ კი სახლში დავბრუნდე“. ან: „ნეტავ, ქარს ვგავდე, რომელიც კაცმა არ იცის საიდან მოდის ან საით მიემართება და ნებისმიერ წამს, მიზეზების აუხსნელად შეუძლია იცვალოს მიმართულება“. თუმცა, მეორე დღეს გვახსენდება, რომ ჩიტები გამუდმებით გაურბიან მონადირეებს და მტაცებელ ფრინველებს, ქარი კი ხშირად ქარბორბალად იქცევა ხოლმე და გზად ყველაფერს ანადგურებს. სასიამოვნოა იმაზე ფიქრი, რომ მომავალში იოლად გამოვნახავთ დროს მოგზაურობისთვის და დავიკმაყოფილებთ წადილს. ეს გვამხნევებს, რადგან ვხვდებით, რომ ბევრად მეტი შეგვიძლია, ვიდრე ვაკეთებთ. ოცნება არ არის სარისკო. სახიფათო მხოლოდ მისი რეალობად ქცევის მცდელობაა. დადგება დღე, როდესაც იღბალი კარს მოგვადგება – ან ბედის ანგელოზის ნაზი კაკუნით შეგვეხმიანება, ან არასასურველი სტუმრისთვის დამახასიათებელი ბრაგაბრუგით. ორივე მათგანი გვეტყვის, ახლავე შეიცვალეო. არა ერთი კვირის, თვის, ან წლის შემდეგ, არამედ ახლავე. არასასურველ სტუმარს ყოველთვის ვუჯერებთ. ყველაფერს ვიცვლით, რადგან იგი გვაშინებს – სოფელს, ჩვეულებებს, ფეხსაცმელს, საკვებს, საქციელს. არასასურველ
  • 18. სტუმარს ვერ ვაიძულებთ, ნება დაგვრთოს დავრჩეთ ისეთებად, როგორებიც ვართ. კამათს აზრი არ აქვს. ბედის ანგელოზსაც ვუჯერებთ, მაგრამ ვეკითხებით: „რას მოგვცემს ეს?“ „ახალ ცხოვრებას“, – გვპასუხობს იგი. ვფიქრობთ: „მართალია, ცხოვრება პრობლემებითაა სავსე, მაგრამ გადაუჭრელი არაფერია. სამაგალითონი უნდა ვიყოთ მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, ბავშვებისთვის და სწორ გზას არ გადავუხვიოთ. მეზობლებიც კი მოელიან, ვუჩვენოთ შეუპოვრობა – არ დავყაროთ ფარ-ხმალი ძნელბედობის ჟამს და გადავლახოთ ყველა დაბრკოლება“. სიამაყის გრძნობას გვიღვიძებს ხოტბის მოსმენა იმის გამო, რომ ცვლილებებს ვუძალიანდებით და ბრმად მივყვებით გზას, რომელიც ბედმა გვარგუნა. ეს დიდი შეცდომაა. სწორი მხოლოდ ბუნების გზაა, მუდმივად ცვალებადი, როგორც დიუნები უდაბნოში. თუ ვინმე ფიქრობს, მთები არ იცვლებიანო, ცდება – მათ მიწისძვრა წარმოშობს, ხოლო ქარი და წვიმა წარეცხავს. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვამჩნევთ, ყოველდღე ოდნავ განსხვავებულნი არიან. მთები იცვლებიან და ეს სიამოვნებთ კიდეც. ერთმანეთს ეუბნებიან – რა კარგია, მუდამ ერთი და იგივე გარეგნობა რომ არ გვაქვსო. თუ ვინმე ფიქრობს, ხეები არ იცვლებიანო, ისიც ცდება. მათ უწევთ შეეგუონ ზამთარში გაშიშვლებას და ზაფხულში შემოსვას. არც იმ ადგილს არიან მიჯაჭვულნი, სადაც ფესვები აქვთ გადგმული, რადგან მათ თესლს ქარი და ფრინველები ავრცელებენ. ხეებსაც უხარიათ. მეგონა, ერთი ვიყავი, მაგრამ ვხედავ, გავმრავლებულვარო – ეუბნებიან გარშემო ამოზრდილ შვილებს. * * * ბუნება გვეუბნება, შეიცვალეთო. ვინც არ უფრთხის ბედის ანგელოზს, ესმის, რომ წინ უნდა მიიწევდეს მიუხედავად შიშისა და ეჭვისა; არ უნდა დაითრგუნოს კიცხვისა და მუქარისაგან. გადასინჯავენ საკუთარ ღირებულებებს და უპირისპირდებიან ცრურწმენებს. მოყვარენი ცდილობენ, დაარიგონ: „რა საჭიროა ასე მოქცევა? ყველაფერი გაქვს, რაც
  • 19. გჭირდება – მშობლების სიყვარული, ცოლ-შვილი, ხელობა, რომლის შესწავლასაც ამდენი დრო მოანდომე. მოერიდე სხვის მიწაზე უცხოდ ქცევის საშიშროებას.“ მიუხედავად ამისა, არ უშინდებიან პირველი ნაბიჯის გადადგმას – ზოგჯერ ცნობისმოყვარეობის, ზოგჯერ ამბიციის, ყველაზე ხშირად კი მაინც თავგადასავლის ძიების დაუოკებელი წყურვილის გამო. გზის ყოველი მოსახვევი უფრო და უფრო აშინებთ, მაგრამ ამავდროულად აკვირვებთ კიდეც, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, უფრო ძლიერები და ბედნიერები ხდებიან. სიხარული – ყოვლისშემძლე ღმერთის უმთავრესი წყალობაა. თუ ბედნიერნი ვართ, ესე იგი, სწორ გზას ვადგავართ. შიში თანდათანობით ქრება, რადგან არ ვასაზრდოებდით. ამ გზაზე მიმავალთ ერთი კითხვა არ გვასვენებს: „ხომ არ დააზარალებს სხვებს ჩემს მიერ განხორციელებული ცვლილებები?“ თუ ვინმე გიყვარს, გინდა ბედნიერი იყოს. თავიდან შეიძლება შიში შემოგიჩნდეს, მაგრამ ეს გრძნობა სიამაყით შეიცვლება, როდესაც დაინახავ, რომ იმას აკეთებს, რაც სურს და მიდის იქ, სადაც ყოველთვის ოცნებობდა წასულიყო. მოგვიანებით შეიძლება თავი მიტოვებულად ვიგრძნოთ და უსუსურობის განცდა დაგვეუფლოს. მოგზაურები ხშირად გადაეყრებიან ხოლმე მსგავსი გრძნობებით შეპყრობილ ხალხს. საუბრისას გამოარკვევენ, რომ მარტონი არ არიან; მხარდამხარ განაგრძობენ სვლას და ერთმანეთს სხვადასხვა დაბრკოლებებთან გამკლავების ხერხებს უზიარებენ. იმაზე მეტად ივსებიან სიბრძნითა და სიცოცხლით, ვიდრე შესაძლებელი ეგონათ. როდესაც კარვებში წვანან უძილობით, დარდითა და მწუხარებით გატანჯულნი, თავს ეუბნებიან: „ხვალ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამ. თუ გამიჭირდა, გზა ვიცი და დავბრუნდები, თუმცა ბევრს არც წინსვლა დამაკლებს.“ * * * ერთ მშვენიერ დღეს გზა მოულოდნელად შეწყვეტს მოგზაურის გამოცდას და მის გულუხვად დაჯილდოებას შეუდგება. მგზავრის გატანჯული სული შემოთავაზებული ხელგაშლილობით დატკბება და ახალ გამოწვევებისთვის მოემზადება.
  • 20. მანამდე ანგარიშმიუცემლად გადადგმული თითოეული ნაბიჯი ახლა გააზრებულ მსვლელობად იქცევა. ნაცვლად შვების მომგვრელი უსაფრთხოების განცდას მიცემისა, ახალ გამოწვევებთან გამკლავების სიამოვნებას ეზიარება. მოგზაური კვლავ მიემგზავრება. იმდენად მოწყენილობას აღარ უჩივის, რამდენადაც დაღლილობას, თუმცა, ასეთ დროს ჩერდება, პეიზაჟით ტკბება და სვლას დასვენებული განაგრძობს. ნაცვლად საკუთარი ცხოვრების იმ გზების მოჭრაში გალევისა, ყოველთვის რომ აშინებდა, საკუთარი სავალის სიყვარულს ეჩვევა. იმ შემთხვევაში, თუ ჯერ უცნობია, საით მიემართება, ან მცდარ გადაწყვეტილებებს იღებს, მის გამბედაობას ღმერთი დაინახავს და სწორ გზაზე დასაბრუნებლად საჭირო შთაგონებას უბოძებს. მოსვენებას არ აძლევს მომავალ დაბრკოლებებზე ფიქრი, მაგრამ ის უფრო აშინებს, ვაითუ მათ ვერ გაუმკლავდეს. როდესაც მიმართულებას აირჩევს და უკან დასახევ გზებს მოიჭრის, აღმოაჩენს, რომ უზარმაზარი ნებისყოფა ჰქონია და ყველა გარემოება მის გადაწყვეტილებებს ერგება. სიძნელე – უძველესი ხელსაწყოა, შექმნილი მარტივი მიზნისთვის – დაგვეხმაროს საკუთარი პიროვნების განსაზღვრაში. რელიგიები გვასწავლიან, რომ ღმერთთან მიახლოების გზები მხოლოდ რწმენა და ცვლილებაა. რწმენა გვაჩვენებს, რომ არასოდეს ვართ მარტონი. ცვლილება გვეხმარება, შევიყვაროთ იდუმალება. როდესაც საქმეს ცუდი პირი გამოუჩნდება, თავს კი მარტოდ და უძლურად ვიგრძნობთ, უკან ვერ გავიხედავთ, რადგან ჩვენი შეცვლილი სულის დანახვა შეგვაშინებს. არ შევუშინდებით ხვალინდელ დღეს, რადგან წინა დღით ღმერთმა გადმოგვხედა. მისი მზრუნველობა არასოდეს მოგვაკლდება. სწორედ ეს მზრუნველობა დაგვიფარავს ტანჯვისაგან, ან მისთვის თავის ღირსეულად გართმევის ძალით აღგვავსებს. დაგეგმილზე ბევრად შორს წავალთ. გავეშურებით იქით, საიდანაც ცისკრის ვარსკვლავი ამოიწვერება. განვლილი მანძილის სიდიდე გაგვაკვირვებს, რადგან იმაზე ბევრად მეტი იქნება, ვიდრე წარმოგვედგინა.
  • 21. * * * შეიცვლები თუ არა, არასასურველი სტუმარი მაინც მოგაკითხავს. მაგრამ ვინც შეიცვალა, მხოლოდ მას ექნება სათქმელი, საინტერესო ცხოვრება განვვლე და ნაბოძები სიცოცხლე ამაოდ არ გამიფლანგავსო. თქვენ, ვისაც თავგადასავლის ძიება სახიფათო საქმე გგონიათ, გეუბნებით: ერთფეროვნება ადამიანს გაცილებით ადრე კლავს. * * * ვიღაცამ სთხოვა: „როცა საქმე წახდება, გამხნევება თუ გვიშველის. გველაპარაკე სილამაზეზე.“ მან კი მიუგო: ხალხი ხშირად ამბობს, შინაგანი სილამაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარეგანიო. არ არის მართალი. თუ ასეა, მაშინ რატომ ხარჯავენ ყვავილები ამდენ ენერგიას ფუტკრების მისაზიდად? რატომ გარდაიქმნებიან წვიმის წვეთები ცისარტყელად მზის დანახვისას? იმიტომ, რომ ბუნება სილამაზეს მიელტვის და მხოლოდ მაშინ კმაყოფილდება, როდესაც იგი წარმოჩინდება. გარეგანი სილამაზე ხილულად ქცეული შინაგანი მშვენიერებაა, რომელიც ჩვენს თვალებში ჩამდგარ შუქში აისახება. არაფრის მთქმელია ვისიმე ცუდი ჩაცმულობა, გაბატონებულ იდეალებთან შეუსაბამობა, ან თუნდაც, სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის ყოველგვარ მცდელობაზე უარის თქმა. თვალები სულის სარკეა და ყველაფერს ასახავს, რაც ერთი შეხედვით დაფარული ჩანდა. ამასთანავე, სარკესავით აირეკლავს იმ ადამიანის გამოსახულებას, ვინც მათში ჩაიხედება. თუ სხვის თვალებში მაცქერალის სული წყვდიადს მოუცავს, მხოლოდ საკუთარ სიმახინჯეს დაინახავს. სილამაზე ყველა ქმნილებაში ცოცხლობს, მაგრამ სახიფათოა ის გარემოება, რომ უმეტესწილად, მოწყვეტილი ვართ ღვთიურ ძალას და თავს უფლებას ვაძლევთ, სხვათა შეხედულებებმა ჩვენზე გავლენა მოახდინოს. საკუთარ სილამაზეს უარვყოფთ, რადგან სხვები ვერ, ან არ ხედავენ მას. ნაცვლად ისეთებად დარჩენისა,
  • 22. როგორებიც ვართ, ვცდილობთ სხვებს მივბაძოთ, ის სახე მივიღოთ, რაც ხალხის აზრით „ლამაზია“. ნელ-ნელა სული გვიუფერულდება, ნებისყოფა გველევა და მთელი პოტენციალი, რაც ქვეყნიერების გასალამაზებლად გვქონდა, უკვალოდ ქრება. გვავიწყდება, რომ სამყარო ისეთია, როგორსაც წარმოვიდგენთ. ადრე თუ მთვარის შუქი ვიყავით, ახლა მხოლოდ გუბე ვართ, რომელიც მას აირეკლავს და მალე მზე ამოაშრობს. ყოველივე კი იმის გამო, რომ ერთხელ ვიღაცამ გვითხრა, მახინჯი ხარო, ან ის ლამაზიაო. ამ მარტივი სიტყვებით წაგვართვეს თავდაჯერებულობა. შედეგად დავმახინჯდით და გავბოროტდით. * * * ასეთ დროს, შეგვიძლია ნუგეში ვპოვოთ ეგრეთ წოდებულ „სიბრძნეში“, რაც არაფერია იმ ხალხის მიერ შეკრებილი აზრების გარდა, ვისაც სამყაროს განმარტება უქცევია მიზნად, სიცოცხლის იდუმალების პატივისცემა კი დავიწყებია. ეს „სიბრძნე“ უსარგებლო წესებს, კანონებსა და ყაიდას ამკვიდრებს, რომელთა დანიშნულებაც ქცევის ნორმების ჩამოყალიბებაა. ამ ცრუ სიბრძნის თანახმად, არ უნდა დავეძებდეთ სილამაზეს, რადგან იგი ზედაპირული და წარმავალია. არც ეს არის მართალი. ამ მზისქვეშეთში არსებული ყველა ქმნილება, ფრინველი იქნება ეს თუ მთა, ყვავილი თუ მდინარე, დაბადების სასწაულს წარმოადგენს. თუ არ ავყვებით ცდუნებას, სხვებმა განგვისაზღვრონ პიროვნება, ჩვენს სულებში დასადგურებულ მზეს გაბრწყინების საშუალებას მივცემთ. სიყვარული გვერდზე ჩაგვივლის და გვეტყვის, არასოდეს შემიმჩნევიხარო. ჩვენი სული კი უპასუხებს: „მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინო და დამინახავ. შენი თვალების ახელას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, მაგრამ რაკი ერთხელ შემნიშნე, ნუღარ მიმატოვებ, რადგან ყველას გვსურს სილამაზეს ვეზიაროთ.“ სილამაზე მრავალფეროვნებაშია და არა ერთგვაროვნებაში. გინახავთ ჟირაფი გრძელი კისრის, ან კაქტუსი ეკლების გარეშე? მთებს ჩვენს ირგვლივ უსწორმასწორო მწვერვალები სძენენ შთამბეჭდავ იერს. ყველა ერთნაირი რომ იყოს, აღარ გამოიწვევდნენ ჩვენში აღტაცებას.
  • 23. სწორედ მრავალფეროვნებაა, რაც გვაოცებს და გვიზიდავს. თუ კედარს ვუყურებთ, ის აზრი კი არ გვიტრიალებს, ყველა ტოტი ერთი ზომისა უნდა იყოსო, არამედ – რა მყარად დგასო. გველის დანახვისას არავინ იტყვის, ეს მიწაზე დახოხავს, მე კი წელში გამართული დავიარებიო. ნაცვლად ამისა, ვფიქრობთ: „შეიძლება პატარაა, მაგრამ მრავალფერი კანი აქვს, მოძრაობა – მოხდენილი, თანაც ჩემზე ბევრად ძლიერია.“ როდესაც აქლემს უდაბნოში მივყავართ, არასოდეს ვიტყვით, კუზიანია და უშნო კბილები აქვსო. მხოლოდ იმას ვიფიქრებთ, სიყვარულს ერთგულებისა და გაწეული შრომის გამო იმსახურებს, რადგან მის გარეშე ქვეყნიერებას ვერ მოვივლიდიო. დაისი მაშინ უფრო ლამაზია, როდესაც ცა სხვადასხვა ფორმის ღრუბლებითაა მოფენილი. მხოლოდ ასეთ დროს აღიბეჭდება მასზე ფერთა სიუხვე, ასეთ დროს უჩენს ადამიანს ოცნებისა და ლექსის წერის სურვილს. ვაი მათ, ვინც ფიქრობს, ლამაზი არ ვარ და ამიტომ არ მოუკაკუნებია ჩემს კარზე სიყვარულსო. მოუკაკუნა, მაგრამ როდესაც კარი გაუღეს, შემოსაპატიჟებლად არ იყვნენ მზად. უმიზნოდ გამოედევნენ სილამაზეს და დაავიწყდათ, რომ ისედაც მშვენივრად გამოიყურებოდნენ. ცდილობდნენ, სხვებისთვის მიებაძათ, სიყვარული კი ყველასგან განსხვავებულს ეძებდა. ცდილობდნენ, სხივები აერეკლათ და ვერ ხვდებოდნენ, რომ ბრწყინვალება შიგნიდან მოდის. * * * ახალგაზრდა კაცმა, რომელიც იმ ღამით აპირებდა გამგზავრებას, თქვა: „ყოველთვის მიჭირდა მიმართულების არჩევა.“ მან უპასუხა: მზის მსგავსად, სიცოცხლეც ყველა მიმართულებით ანათებს. დაბადებიდან ყველაფერი ერთდროულად გვწადია და მოზღვავებულ ენერგიას ვერ ვაკონტროლებთ.
  • 24. თუ ცეცხლის დანთება გვინდა, მზის სხივების ერთ წერტილში ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ. ღვთიურმა ძალამ სამყაროს უდიდესი საიდუმლო – ცეცხლი გაუზიარა. არა მხოლოდ მწველი, არამედ ისიც, რომელიც ხორბალს პურად აქცევს. დგება დრო, როდესაც შინაგანი ცეცხლის კონცენტრირება გვჭირდება, რათა ცხოვრებას მნიშვნელობა შევძინოთ. მერე კი ცად აღვავლენთ კითხვას: „რას ნიშნავს ყოველივე ეს?“ ზოგი მაშინვე გვერდზე გადადებს ამ კითხვას, რადგან დამთრგუნველია, ძილს გაკარგვინებს და ვერც პასუხს მიაკვლევ იოლად. ასეთი ხალხი ხვალინდელ დღეს ზუსტად ისე გაატარებს, როგორც გუშინდელს. ხოლო როდესაც არასასურველი სტუმარი ეწვევათ, იტყვიან, სიცოცხლე მოკლე იყო და ეს წყალობაც ფუჭად გავფლანგეო. * * * სხვები არ უფრთხიან კითხვის დასმას, მაგრამ საკუთარი აზრის უქონლობის გამო, იმ ხალხის ნაწერების გაცნობას იწყებენ, რომელთაც თვალი გაუსწორეს ამ გამოწვევას. შედეგად, პოულობენ პასუხს, რომლსაც მართებულად მიიჩნევენ. ასეთ შემთხვევაში, ნაპოვნ პასუხს ემონებიან. იგონებენ წესებს და კანონებს იმის შესახებ, რაც ცხოვრების ერთადერთ ჭეშმარიტ მიზნად მიაჩნიათ და ცდილობენ, სხვებსაც დააჯერონ თავიანთი შეხედულების სისწორე. ტაძრებს ამ მოსაზრების გასამყარებლად აგებენ, ასამართლებენ ყველას, ვინც შეეწინააღმდეგება მათ მიერ აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიჩნეულ რწმენას. * * * თუმცა, ისეთებიც არსებობენ, რომლებიც თავიდანვე ხვდებიან, რომ ეს უპასუხო კითხვაა. მასთან ჭიდილში დროის უაზროდ ხარჯვის ნაცვლად, მოქმედებას იწყებენ. იხსენებენ საკუთარ ბავშვობას და რა ავსებდათ ენთუზიაზმით მაშინ; უგულებელყოფენ უფროსების რჩევას და ცხოვრებას გატაცებებს უძღვნიან.