1. სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ ორთვიანი მუშაობის შედეგები
შეაჯამა დღეს გამართულ ბრიფინგზე და სფეროს განვითარების პერსპექტივებზეც
ისაუბრა. მინისტრის თქმით, სოფლის მუერნეობისა და სოფლის განვითარება ახალი
ხელისუფლების პრიორიტეტია, რასაც მოწმობს 61%-ით გაზრილი ბიუჯეტი და ასევე
სპეციალური ერთმილიარდიანი ფონდის დაარსება. პირველ ეტაპზე, სოფლის
მეურნეობის მინისტრის თქმით, საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაცია
იგეგმება, ასევე საგაზაფხულო სამუშაოებისთვის გლეხების, ფერმერებისა და
ბიზნესმენების ხელშეწყობა. სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივას
მინისტრი კოოპერატივების შექმნაშიც ხედავს. რას ფიქრობენ ამ საკითხზე ფერმერები და
ეკონომისტები?
სოფლის მუერნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ
ბრიფინგზე სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პრიორიტეტები ჩამოთვალა:
”დაწყებული ირიგაციით, დრენაჟით, მიწის გერისტრაციით, ტრაქტორების სერვისებით,
ნედლეულის მომარაგებით, სურსათის უვნებლობის სამსახურით, კვლევისა და
კონსულტაციის ცენტრებით - ის, რაც ყველას აძლევს სათანადო მხარდაჭერას”.