SlideShare a Scribd company logo
1 of 5
რეალიზმი
1840-წლებიდან შეინიშნება ტენდენციები რომ ფრანგულ ფერწერაში ყინული დაიძრა და რომ მხატვრები ცდილობენ
საკუთარი ინდივიდუალურობის წარმოჩენას ნამუშევრებში, რეალური სურათების წარმოჩენითა და მძიმე
ყოველდღიურობის ასახვით,რაც მაშინდელი ფერმწერებისათვის უცხო იყო,ამას თან ერთვის ფერთა მდიდარი
პალიტრა,რომელიც სიცხადით ასახავს იმდროინდელი ფერმერებისა და გლეხების მძიმე ჯაფას, მხატვრები უბრალო
ხალხის ქომაგნი ხდებიან, მათი გასაჭირი გამოაქვთ სააშკარაოზე, და არ დასდევენ წინა საუკუნეების მითოლოგიურ
გმირებსა და ღმერთებს, ისინი ხედავენ რეალურ გამოწვევებს, რასაც XIX საუკუნის დროება მათ სთავაზობს და
ფუნჯითა და მოლბერტით ეგებებიან.ეს ყოველდღიური რეალობის ამსახველი ტილოები კი ხალხის სიყვარულსა და
პოპულარობას ჰპოვებს, ხოლო მეცნიერები შემდგომში ამ მიმდინარეობას რეალიზმად მონათლავენ, აქვე არ შემიძლია
არ მოვიხსენიო რეალიზმის სულისჩამდგმელი და მოძღვარი გიუსტავ კურბე, რომელიც საფრანგეთის პროვინციაში,
ქალაქ ორნანში გლეხის ოჯახში დაიბადა და შეიძლება ამიტომაც არ იყო მისთვის უცხო, შორეული და ძნელი იმ
რეალისტური პეიზაჟებისა და ნატურმორტების შექმნა,რომლითაც სათავე დაუდო ახალ მიმდინარეობას ფერწერაში.
კურბეს ნახატებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს 1849 წელს შექმნილ ტილოს “ქვის მთლელები”,რომელიც
სამწუხაროდ 1945 წელს დაიწვა, ქ.დრეზდენის დაბომბვისას.
ეს სურათი ნათელი მაგალითია ტიპიური სოციალისტური რეალიზმისა.კურბეს მცდელობა რაც შეიძლება მძაფრად
გვაჩვენოს რეალური სურათი მე-19 საუკუნის გლეხისა და მისი თავდაუზოგავი შრომა ლუკმა პურის
საშოვნად,დაძონძილი ტანსაცმელი, მძიმე გარემო მათ ირგვლივ, რომელიც სულაც არ არის მიმზიდველი, მაგრამ
ამავდროულად ნამდვილია და ცხადი, გვაძლევს იმის საშუალებას,რომ თუნდაც 21-ე საუკუნიდან, მეტ-ნაკლებად
ჩავწვდეთ იმ დროის სულისკვეთებას, ახალგაზრდა კაცი,რომელიც მისი წინამორბედის გზას დასდგომია და რომ
მასაც იგივე გარდაუვალი მომავალი უძევს წინ.
აგრეთვე ერთერთ ყველაზე მნიშნველოვან ფერწერულ ტილოს, კურბეს ნამუშევრებში წარმოადგენს 1854 წელს
შექმნილი ქმნილება სახელად “შეხვედრა” ან “დილა მშვიდობისა ბატონო კურბე”.
ამ ნახატში კურბე თავის თავს გვიხატავს, რომელიც გზად გადაეყრება ორ არისტოკრატს, მათ კლასობრივი
აღმატებულებას ტანსაცმელზე დაკვირვებით ვხვდებით,გემოვნებით შერჩეული პალტოები,ახალთაახლი შარვალი და
ფეხსაცმელი, ხელჯოხები და ცილინდრი ეს ყველაფერი მათ გარეგნობას შესაბამის ელფერს სძენს და თითოეული
აქსესუარი განსხვავებულ კლასობრივ კუთვნილებას მიანიშნებს. ამავდროულად ჩვენს წინაშე დგას წარმოშობით
გლეხი ბატონი კურბე, მოლბერტით ზურგზე,ხელში კეტითა და გლეხური ჩაცმულობით, რომელიც მათ წინაშე
ამაყად გამოიყურება, თავი მაღლა აქვს აწეული და თითქოს ამით იმ კლასობრივი უთანასწორობის ნიველირებას
ახდენს,რომლიც ასე მძაფრი კამათის საგანი გახლდათ იმ დროინდელ საფრანგეთში.კურბე ყოველთვის გამოირჩეოდა
თამამი ნაბიჯებით ის არ უშინდებოდა საზოგადოებისა და კრიტიკოსების კრიტიკის ქარცეცხლს,რომელიც მის
გამოფენებს ახლდათ თან,მისთვის მთავარი მიზანი ადამიანთა თანასწორობა და ხელოვნების უზენაესობა იყო.
კურბეს ხელოვნება გულგრილს არავის ტოვებდა, განსაკუთრებით ახალგაზრდა მხატვრები იყვნენ მისი სითამამით
აღფრთოვანებულები, ერთერთი მათგანი ვისზეც კურბემ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, გახლდათ ედუარდ
მანე. მანეს ხშირად იმპრესიონისტებს მიაკუთვნებენ, მაგრამ მას არასდროს მიუღია მონაწილეობა მათ გამოფენებში. ის
უფრო მათ ლიდერად და წინამძღოლად მოგვევლინებოდა ხოლმე, ვიდრე მათი შემოქმედების მიმდევრად, მანე
მუდამ გაურბოდა ფერების ერთმანეთში აღრევას, ნამუშევრებში შეინიშნება გარდამავალი ფერების სიხალვათე, მას
განსაკუთრებით უყვარდა შავი ფერი,ხოლო ჭრელ ფერებს ალაგ ალაგ თუ სცემდა პატივს, ამიტომაც მუდამ გვიანი
რეალიზმისა და ადრეული იმპრესიონიზმის გამაგრძელებელი, ერთგვარ ხიდს წარმოადგენდა კურბეს რეალისტურ
მოძღვრებასა და თავხედ იმპრესიონისტებს შორის, რომელთაც წალეკეს საფრანგეთი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში.
მანეს ყველაზე ცნობილ და სკანდალურ ტილოდ შეგვიძლია “პიკნიკი ბუნებაში” მივიჩნიოთ.
სურათზე ვხედავთ რომ,ბუნებაში მდინარის პირას ორი ახალგაზრდა მამაკაცი ბალახზე არის მოკალათებული, კაცები
თავიდან ბოლომდე შემოსილები არიან,და საუბრობენ რაღაც თემაზე, ამ საუბარს კი მეტად უჩვეულო პოზაში ესწრება
სრულიად დედიშობილა ქალბატონი,რომელიც სავარაუდოა მდინარიდან ამოვიდა,სადაც მისი მეგობარი შორეულ
ფონზე კვლავ აგრძელებს ბანაობას და ურცხვად სამოსელის გარეშე ჩამოუჯდა მობაასეებს და მაყურებელს მშვიდი
სახით შეჰყურებს. კრიტიკოსებმა მანეს ამ ნამუშევარში მისი დეკადენტური ბუნება და არა ესტეთიურობა
დაინახეს,თვითონ ნახატის უკანა ფონს სიღრმე აკლია და ბუნდოვანია. განათება უჩვეულოა მიზანსცენაზე,რაც იმით
აიხსნება,რომ რეალურად სურათი შეიძლება სტუდიაშია დახატული.ყველაფერთან ერთად მთლიანი კომპოზიაცია არ
იყო რეალისტური,არ ჯდებოდა არცერთ მხატვრულ მიმდინარეობაში,არც სოციალისტური თუ პოლიტიკური
კუთხით იყო დატვირთული,მისი ნამუშევარი უფრო ინდივიდუალიზმისა და თავისფალი ნების გამოძახილია,
რომელსაც არ სურს რაიმე კლიშეებში იყოს მოქცეული.შესაბამისად ბურჟუაზიულ საზოგადოებაში ნეგატიური
განწყობა გამოიწვია მისმა ახალმა ტილომ და თავდაპირველად სალონებსა და გამოფენებზე არ მიიღეს.
მანეს რაც შეეხება, იგი პარიზელი იყო, შეძლებულ და გავლენიან ოჯახში დაიბადა,თუმცა ფერწერამ პატრაობიდანვე
გაიტაცა, მისი ეს გატაცება ახლობლებმა და მეგობრებმა მხოლოდ ახირებად მიიჩნიეს და სერიოზულად არც
განიხილავდნენ, სწორედ ამიტომაც მის ადრეულ ნამუშევრებში კარგად ჩანს კიდეც, როგორ დასცინის
არისტოკრატიას, რომ საზოგადოების აზრს არაფრად აგდებს, რომლის დამკანონებლებიც გაქსუებული პარიზელები
იყვნენ და რომელთა გარყვნილ და ფუქსავატურ ცხოვრების ყველა დეტალი ზედმიწევნით კარგად იცოდა,თუმცა
ცოტათი გესლიანი, მაგრამ ვულგარული და ამორალური ხერხებით ახერხებს კიდეც მათზე შური იძიოს, მათი
რეალური სახე დაანახოს ხალხს.
ბოლოს კი მიუხედავად იმისა, რომ მანეს ისეთ ეპოქაში მოუწია მოღვაწეობა, როდესაც იმპრესიონისტები
თელავდნენ,აპროტესტებდნენ და ბოიკოტს უცხადებდნენ დაუწერელ ფერწერულ კანონებსა თუ დოგმატებს და მათი
ეს ახალი მოძრაობა, როგორც მორევი ყველას ითრევდა მათ წიაღში.ედუარდ მანე მუდამ რჩებოდა საკუთარი
განუმეორებელი სტილის ერთგული და რეალიზმის უკანასკნელი მოჰიკანი,რომელმაც სქელი წერტილი დაუსვა
რომანტიციზმს თანამედროვე ხელოვნებაში.
მოდი ეხლა უფრო კარგად გაიცანი კურბეს შემოქმედება ამისათვის ამ ბმულზე გადადი
https://artsandculture.google.com/entity/gustave-courbet/m01dqt1?categoryId=artist
ეხლ
ა კი ედ
უ
არდმანეს შემოქმედ
ებასაც გად
ახედ
ეთ
https://artsandculture.google.com/entity/%C3%A9douard-manet/m02mbk?categoryId=artist
კურბე და მანე

More Related Content

More from nino Zirakadze

რომანტიზმი.docx
რომანტიზმი.docxრომანტიზმი.docx
რომანტიზმი.docxnino Zirakadze
 
პაბლო პიკასო
 პაბლო პიკასო პაბლო პიკასო
პაბლო პიკასოnino Zirakadze
 
მაჩუ პიქჩუ
მაჩუ პიქჩუმაჩუ პიქჩუ
მაჩუ პიქჩუnino Zirakadze
 
ფერების სამყარო.pptx
ფერების სამყარო.pptxფერების სამყარო.pptx
ფერების სამყარო.pptxnino Zirakadze
 
გაზაფხული
გაზაფხულიგაზაფხული
გაზაფხულიnino Zirakadze
 
აღდგომა 1კლ.pptx
აღდგომა 1კლ.pptxაღდგომა 1კლ.pptx
აღდგომა 1კლ.pptxnino Zirakadze
 

More from nino Zirakadze (9)

რომანტიზმი.docx
რომანტიზმი.docxრომანტიზმი.docx
რომანტიზმი.docx
 
პაბლო პიკასო
 პაბლო პიკასო პაბლო პიკასო
პაბლო პიკასო
 
რომი
რომირომი
რომი
 
მაჩუ პიქჩუ
მაჩუ პიქჩუმაჩუ პიქჩუ
მაჩუ პიქჩუ
 
ფერების სამყარო.pptx
ფერების სამყარო.pptxფერების სამყარო.pptx
ფერების სამყარო.pptx
 
პეპელა.docx
პეპელა.docxპეპელა.docx
პეპელა.docx
 
ბაყაყი.docx
ბაყაყი.docxბაყაყი.docx
ბაყაყი.docx
 
გაზაფხული
გაზაფხულიგაზაფხული
გაზაფხული
 
აღდგომა 1კლ.pptx
აღდგომა 1კლ.pptxაღდგომა 1კლ.pptx
აღდგომა 1კლ.pptx
 

კურბე და მანე

  • 1. რეალიზმი 1840-წლებიდან შეინიშნება ტენდენციები რომ ფრანგულ ფერწერაში ყინული დაიძრა და რომ მხატვრები ცდილობენ საკუთარი ინდივიდუალურობის წარმოჩენას ნამუშევრებში, რეალური სურათების წარმოჩენითა და მძიმე ყოველდღიურობის ასახვით,რაც მაშინდელი ფერმწერებისათვის უცხო იყო,ამას თან ერთვის ფერთა მდიდარი პალიტრა,რომელიც სიცხადით ასახავს იმდროინდელი ფერმერებისა და გლეხების მძიმე ჯაფას, მხატვრები უბრალო ხალხის ქომაგნი ხდებიან, მათი გასაჭირი გამოაქვთ სააშკარაოზე, და არ დასდევენ წინა საუკუნეების მითოლოგიურ გმირებსა და ღმერთებს, ისინი ხედავენ რეალურ გამოწვევებს, რასაც XIX საუკუნის დროება მათ სთავაზობს და ფუნჯითა და მოლბერტით ეგებებიან.ეს ყოველდღიური რეალობის ამსახველი ტილოები კი ხალხის სიყვარულსა და პოპულარობას ჰპოვებს, ხოლო მეცნიერები შემდგომში ამ მიმდინარეობას რეალიზმად მონათლავენ, აქვე არ შემიძლია არ მოვიხსენიო რეალიზმის სულისჩამდგმელი და მოძღვარი გიუსტავ კურბე, რომელიც საფრანგეთის პროვინციაში, ქალაქ ორნანში გლეხის ოჯახში დაიბადა და შეიძლება ამიტომაც არ იყო მისთვის უცხო, შორეული და ძნელი იმ რეალისტური პეიზაჟებისა და ნატურმორტების შექმნა,რომლითაც სათავე დაუდო ახალ მიმდინარეობას ფერწერაში. კურბეს ნახატებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს 1849 წელს შექმნილ ტილოს “ქვის მთლელები”,რომელიც სამწუხაროდ 1945 წელს დაიწვა, ქ.დრეზდენის დაბომბვისას. ეს სურათი ნათელი მაგალითია ტიპიური სოციალისტური რეალიზმისა.კურბეს მცდელობა რაც შეიძლება მძაფრად გვაჩვენოს რეალური სურათი მე-19 საუკუნის გლეხისა და მისი თავდაუზოგავი შრომა ლუკმა პურის საშოვნად,დაძონძილი ტანსაცმელი, მძიმე გარემო მათ ირგვლივ, რომელიც სულაც არ არის მიმზიდველი, მაგრამ ამავდროულად ნამდვილია და ცხადი, გვაძლევს იმის საშუალებას,რომ თუნდაც 21-ე საუკუნიდან, მეტ-ნაკლებად
  • 2. ჩავწვდეთ იმ დროის სულისკვეთებას, ახალგაზრდა კაცი,რომელიც მისი წინამორბედის გზას დასდგომია და რომ მასაც იგივე გარდაუვალი მომავალი უძევს წინ. აგრეთვე ერთერთ ყველაზე მნიშნველოვან ფერწერულ ტილოს, კურბეს ნამუშევრებში წარმოადგენს 1854 წელს შექმნილი ქმნილება სახელად “შეხვედრა” ან “დილა მშვიდობისა ბატონო კურბე”. ამ ნახატში კურბე თავის თავს გვიხატავს, რომელიც გზად გადაეყრება ორ არისტოკრატს, მათ კლასობრივი აღმატებულებას ტანსაცმელზე დაკვირვებით ვხვდებით,გემოვნებით შერჩეული პალტოები,ახალთაახლი შარვალი და ფეხსაცმელი, ხელჯოხები და ცილინდრი ეს ყველაფერი მათ გარეგნობას შესაბამის ელფერს სძენს და თითოეული აქსესუარი განსხვავებულ კლასობრივ კუთვნილებას მიანიშნებს. ამავდროულად ჩვენს წინაშე დგას წარმოშობით გლეხი ბატონი კურბე, მოლბერტით ზურგზე,ხელში კეტითა და გლეხური ჩაცმულობით, რომელიც მათ წინაშე ამაყად გამოიყურება, თავი მაღლა აქვს აწეული და თითქოს ამით იმ კლასობრივი უთანასწორობის ნიველირებას ახდენს,რომლიც ასე მძაფრი კამათის საგანი გახლდათ იმ დროინდელ საფრანგეთში.კურბე ყოველთვის გამოირჩეოდა თამამი ნაბიჯებით ის არ უშინდებოდა საზოგადოებისა და კრიტიკოსების კრიტიკის ქარცეცხლს,რომელიც მის გამოფენებს ახლდათ თან,მისთვის მთავარი მიზანი ადამიანთა თანასწორობა და ხელოვნების უზენაესობა იყო.
  • 3. კურბეს ხელოვნება გულგრილს არავის ტოვებდა, განსაკუთრებით ახალგაზრდა მხატვრები იყვნენ მისი სითამამით აღფრთოვანებულები, ერთერთი მათგანი ვისზეც კურბემ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, გახლდათ ედუარდ მანე. მანეს ხშირად იმპრესიონისტებს მიაკუთვნებენ, მაგრამ მას არასდროს მიუღია მონაწილეობა მათ გამოფენებში. ის უფრო მათ ლიდერად და წინამძღოლად მოგვევლინებოდა ხოლმე, ვიდრე მათი შემოქმედების მიმდევრად, მანე მუდამ გაურბოდა ფერების ერთმანეთში აღრევას, ნამუშევრებში შეინიშნება გარდამავალი ფერების სიხალვათე, მას განსაკუთრებით უყვარდა შავი ფერი,ხოლო ჭრელ ფერებს ალაგ ალაგ თუ სცემდა პატივს, ამიტომაც მუდამ გვიანი რეალიზმისა და ადრეული იმპრესიონიზმის გამაგრძელებელი, ერთგვარ ხიდს წარმოადგენდა კურბეს რეალისტურ მოძღვრებასა და თავხედ იმპრესიონისტებს შორის, რომელთაც წალეკეს საფრანგეთი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. მანეს ყველაზე ცნობილ და სკანდალურ ტილოდ შეგვიძლია “პიკნიკი ბუნებაში” მივიჩნიოთ. სურათზე ვხედავთ რომ,ბუნებაში მდინარის პირას ორი ახალგაზრდა მამაკაცი ბალახზე არის მოკალათებული, კაცები თავიდან ბოლომდე შემოსილები არიან,და საუბრობენ რაღაც თემაზე, ამ საუბარს კი მეტად უჩვეულო პოზაში ესწრება სრულიად დედიშობილა ქალბატონი,რომელიც სავარაუდოა მდინარიდან ამოვიდა,სადაც მისი მეგობარი შორეულ ფონზე კვლავ აგრძელებს ბანაობას და ურცხვად სამოსელის გარეშე ჩამოუჯდა მობაასეებს და მაყურებელს მშვიდი სახით შეჰყურებს. კრიტიკოსებმა მანეს ამ ნამუშევარში მისი დეკადენტური ბუნება და არა ესტეთიურობა დაინახეს,თვითონ ნახატის უკანა ფონს სიღრმე აკლია და ბუნდოვანია. განათება უჩვეულოა მიზანსცენაზე,რაც იმით აიხსნება,რომ რეალურად სურათი შეიძლება სტუდიაშია დახატული.ყველაფერთან ერთად მთლიანი კომპოზიაცია არ იყო რეალისტური,არ ჯდებოდა არცერთ მხატვრულ მიმდინარეობაში,არც სოციალისტური თუ პოლიტიკური კუთხით იყო დატვირთული,მისი ნამუშევარი უფრო ინდივიდუალიზმისა და თავისფალი ნების გამოძახილია,
  • 4. რომელსაც არ სურს რაიმე კლიშეებში იყოს მოქცეული.შესაბამისად ბურჟუაზიულ საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა გამოიწვია მისმა ახალმა ტილომ და თავდაპირველად სალონებსა და გამოფენებზე არ მიიღეს. მანეს რაც შეეხება, იგი პარიზელი იყო, შეძლებულ და გავლენიან ოჯახში დაიბადა,თუმცა ფერწერამ პატრაობიდანვე გაიტაცა, მისი ეს გატაცება ახლობლებმა და მეგობრებმა მხოლოდ ახირებად მიიჩნიეს და სერიოზულად არც განიხილავდნენ, სწორედ ამიტომაც მის ადრეულ ნამუშევრებში კარგად ჩანს კიდეც, როგორ დასცინის არისტოკრატიას, რომ საზოგადოების აზრს არაფრად აგდებს, რომლის დამკანონებლებიც გაქსუებული პარიზელები იყვნენ და რომელთა გარყვნილ და ფუქსავატურ ცხოვრების ყველა დეტალი ზედმიწევნით კარგად იცოდა,თუმცა ცოტათი გესლიანი, მაგრამ ვულგარული და ამორალური ხერხებით ახერხებს კიდეც მათზე შური იძიოს, მათი რეალური სახე დაანახოს ხალხს. ბოლოს კი მიუხედავად იმისა, რომ მანეს ისეთ ეპოქაში მოუწია მოღვაწეობა, როდესაც იმპრესიონისტები თელავდნენ,აპროტესტებდნენ და ბოიკოტს უცხადებდნენ დაუწერელ ფერწერულ კანონებსა თუ დოგმატებს და მათი ეს ახალი მოძრაობა, როგორც მორევი ყველას ითრევდა მათ წიაღში.ედუარდ მანე მუდამ რჩებოდა საკუთარი განუმეორებელი სტილის ერთგული და რეალიზმის უკანასკნელი მოჰიკანი,რომელმაც სქელი წერტილი დაუსვა რომანტიციზმს თანამედროვე ხელოვნებაში. მოდი ეხლა უფრო კარგად გაიცანი კურბეს შემოქმედება ამისათვის ამ ბმულზე გადადი https://artsandculture.google.com/entity/gustave-courbet/m01dqt1?categoryId=artist ეხლ ა კი ედ უ არდმანეს შემოქმედ ებასაც გად ახედ ეთ https://artsandculture.google.com/entity/%C3%A9douard-manet/m02mbk?categoryId=artist