ტუბერკულოზი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მილიონობით ადამიანის სიკვდილს იწვევს მსოფლიო მასშტაბით. ტუბერკულოზის მკურნალობა კომპლექსურია და როგორც წესი, საჭიროებს დიდი ხნის მანძილზე რამდენიმე ანტიბიოტიკის ერთდროულად მიღებას. რთული მკურნალობის კურსის გამო პაციენტებს უჭირთ მკურნალობაზე დამყოლობა და მკურნალობის ბოლომდე მიყვანა, განსაკუთრებით კი რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს. მკურნალობაზე ცუდი დამყოლობა აფერხებს ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს მიაღწიონ მკურნალობის სასურველ გამოსავლებს და შეამცირონ დაავადების გავრცელება საზოგადოებაში. მიმდინარე კვლევის ფარგლებში ჩვენ შევისწავლეთ მკურნალობაზე დამყოლობის ფაქტორები რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში საქართველოში. დოკუმენტი შეჯამებული სახით წარმოგიდგენთ კვლევის საფუძველზე გენერირებულ მტკიცებულებებს, რომელიც დაეხმარება პოლიტიკის შემქმნელებს ეფექტური სტრატეგიების შემუშავებაში, რათა გააუმჯობესონ მკურნალობის შედეგები რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში. კვლევის შედეგები შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს რეგიონის იმ ქვეყნებისთვისაც, სადაც ტუბერკულოზის, როგორც დაავადების ტვირთი მაღალია საზოგადოებაში.