SlideShare a Scribd company logo
1 of 13
ლეონარდო და ვინჩი
ბიოგრაფია
ლეონარდო და ვინჩი
საინტერესო ფაქტია რომ
ვიკიპედიაში და ვინჩის
ბიოგრაფიის ხილვა 221 ენაზეა
შესაძლებელი, ცნობისთვის
იესო ქრისტეს ბიოგრაფიისა კი
248 ენაზე. ჯამში
დღესდღეისობით ვიკიპედია
312 ენაზე ფუნქციონირებს.
ს
ლეონარდო და ვინჩი და
ავიაცია
საფრენი აპარატი
ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს და გარდაიცვალა 1519 წელს. მომავალი გენიოსის მამა, პიერო და ვინჩი,
მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, ფლორენციაში ყველაზე ცნობილი ადამიანი იყო, ხოლო მისი დედა — კატერინა,
უბრალო ქალი იყო. ლეონარდო მათ უკანონოდ შეეძინათ; იგი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხატვით.
1466 წელს, 14 წლის ასაკში, ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად
სამხატვრო სახელოსნოში — ანდრეა ვეროკიოს მიაბარა. 1466-1476 წლები ლეონარდომ ვეროკიოს სახელოსნოში გაატარა. 20
წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა.
1478 წელს მან საკუთარი სახელოსნო გახსნა.
1482 წელს ლეონარდო და ვინჩი ტოვებს ფლორენციას და საცხოვრებლად მილანში გადადის, რომელსაც იმ პერიოდში
მართავდა ლუდოვიკო მორო („მავრი“), სფორცას გვარის დიდებული. მან ლეონარდო, როგორც ხუროთმოძღვარი და მუსიკოსი,
ისე მიიწვია. მანვე დაავალა აკადემიის დაარსება, რომლისთვისაც ლეონარდომ დაწერა „ტრაქტატი ფერწერაზე“ — ყველა დროის
მხატვართა სამაგიდო წიგნი.
მოროსგან ლეონარდო პირველ შეკვეთასაც იღებს: მან უნდა ააგოს დიდი ძეგლი ლუდოვიკოს მამისათვის — „ფრანჩესკო
სფორცა“.
1499 წელს სფორცა ფრანგებმა მილანიდან განდევნეს და ლეონარდო იძულებული გახდა ქალაქი დაეტოვებინა. მომდევნო
წლისათვის უკვე ფლორენციაში ჩავიდა, სადაც, დაახლოებით, ექვსი წელი დაჰყო, მხოლოდ ათი თვით მიატოვა იგი პაპის
კონდოტურის — ჩეზარე ბორჯიას დავალებით, სიმაგრეების მშენებლობასთან დაკავშირებით. შემდეგ კვლავ მილანში
დაბრუნდა.
მილანში მოღვაწეობის დროს ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო ფერწერული ტილო „მადონა ლიტა“.
მსოფლიო ხელოვნების უდიდესი ქმნილება „საიდუმლო სერობა“ (1496-1497), რომელიც აგრეთვე მილანში, „სანტა მარია დელა
გრაციას“ მონასტრის ერთ-ერთ კედელზეა დახატული. სურათზე არ იგრძნობა რელიგიური სიუჟეტებისათვის
დამახასიათებელი სტატიურობა, ღვთიურობა. ლეონარდომ შეძლო სრულიად განსხვავებული, ადამიანური განცდების მქონე
სახეების აღბეჭდვა. ცნობილია, რომ მხატვარი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, სწავლობდა ადამიანების სახეებს,
ეს კი მას დიდ დროს ართმევდა. ფრესკა ტაძრის ნესტიან კედელზეა დახატული, რის გამოც ძალიან დაზიანდა, 1954 წელს მოხდა
მისი რესტავრაცია. სიცოცხლის ბოლო ორი ათწლეული ლეონარდო და ვინჩიმ მოგზაურობაში გაატარა, რადგანაც ვერ
პოულობდა ადგილს, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებდა. 1513-დან 1519 წლამდე იგი მონაცვლეობით
ცხოვრობდა რომში, პავიაში, ბოლონიასა და საფრანგეთში. 1506-1513 წლებში ლეონარდო კვლავ მილანშია, უკვე ფრანგთა მეფის
— ლუი XII-ის სამსახურში. საერთო ჯამში, მან 23 წელი დაჰყო მილანში.
ლეონარდოს ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია „მონა ლიზას“ პორტრეტი, რომელიც საფრანგეთში ყოფნის დროს შექმნა
და „ჯოკონდას“ სახელითაა ცნობილი. სურათში პორტრეტის იმდროინდელი ხატვის ტენდენცია სრულიად დარღვეულია, მონა
ლიზა მუხლებამდეა დახატული, თითქმის მთელი ტანით მაშინ, როდესაც პორტრეტებში ადამიანს მხოლოდ გულ-მკერდამდე
ხატავდნენ.
1513-1514 წლებში ლეონარდო რომშია, სადაც პაპმა ლეო X-მ მიიწვია, 1516 წელს კი ფრანგთა მეფის, ფრანცისკ I-ის მიწვევით
ჩადის საფრანგეთში. მეფემ ლეონარდოს ამბუაზის მახლობლად მდებარე კლუს ციხე-სიმაგრე უბოძა. ლეონარდო და ვინჩი
რამდენიმე პროფესიას ფლობდა, იგი ერთდორულად მხატვარი, სკულპტორი, არქიტექტორი, მეცნიერი და ინჟინერი იყო.
ლეონარდო და ვინჩი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა კლუს ციხე-სიმაგრეში. გადმოცემით, იგი ფლობდა დიდ ფიზიკურ ძალას.
მასზე ამბობდნენ რომ „ხელით თავისუფლად შეეძლო ცხენის ნალის გაღუნვა“
სიცოცხლის უკანასკნელი წლები
1506 წელს ლეონარდო და ვინჩიმ ფლორენცია დატოვა და ფრანგი მთავრის, შარლ დ'ამბუაზის
მიწვევით მილანში გაემგზავრა. მას სადღესასწაულო დარბაზობების გაფორმება და სარწყავი სისტემის მოწყობა
დაავალეს. ლეონარდომ დააპროექტა ვილა ბაღებით, შადრევნებითა და წყლის ატრაქციონებით, განაახლა მუშაობა
სურათზე „მადონა, ყრმა იესო და წმინდა ანა”. ამავე პერიოდში დაიწყო მუშაობა სურათზე „ლედა და გედი”.[1] ამავე
პერიოდშია დახატული „დაჩოქილი ლედასა” და გენერალ ჯანჯაკომო ტრივულციუსის (საფრანგეთის ჯარის სარდალი,
რომელმაც მილანი აიღო) ცხენოსანი ქანდაკების ეტიუდები. ქანდაკებისათვის და ვინჩიმ ყალყზე შემდგარი ცხენის
თავისივე ძველი ესკიზის გამოყენება დააპირა, რომელიც ფრანჩესკო სფორცასთვის ჰქონდა შექმნილი. რამდენიმე წლის
შემდეგ ტრივულციუსმა გადაიფიქრა მონუმენტური მავზოლეუმის აშენება. ამ ახალი მარცხით იმედგაცრუებული
ლეონარდო კვლავ ანატომიის შესწავლას ჩაუღრმავდა ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატზე დაკვირვების
მიზნით და ამისათვის გვამებს კვეთდა.
1511 წელს შარლ დ'ამბუაზის სიკვდილის შემდეგ იგი ჯულიანო მედიჩის სამსახურში ჩადგა და რომში გადავიდა
საცხოვრებლად, სადაც პაპის ტახტი ჯოვანი დე მედიჩიმ დაიკავა ლეო X-ის სახელით. პაპის კარზე მოღვაწეობა
ლეონარდოსათვის არც ისე მარტივი და იმედისმომცემი აღმოჩნდა, როგორსაც მხატვარი ელოდა, რადგან ერთადერთი,
რაც მას დაავალეს, რომის სამხრეთით მდებარეპონტინის ლაგუნის ამოშრობა იყო.
ჯორჯო ვაზარის მიხედვით, და ვინჩიმ „ბევრი სიგიჟე ჩაიდინა”, „დიდი გულმოდგინებით ატარებდა ცდებს ზეთის
საღებავებსა და ლაქებზე”. ცდებს პირდაპირი კავშირი ჰქონდა სფუმატოს ტექნიკის დახვეწასთან, რაც ლეონარდო და
ვინჩიმ „წმინდა იოანე ნათლისმცემელსა” და „წმინდა იოანე ნათლისმცემელი ბახუსის ატრიბუტებით”-ზე მუშაობისას
გამოიყენა.
1516 წელს ჯულიანო დე მედიჩი გარდაიცვალა და ლეონარდო საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის მიწვევით საფრანგეთში
გაემგზავრა მოწაფეების: ჯაკომო სალაის, ფრანჩესკო მელცისა და მზარეულ ბატისტა დე ვილანისის თანხლებით.
სიცოცხლის უკანასკნელი წლები და ვინჩიმ დ'ამბუაზის ციხე-დარბაზში გაატარა. ანტონიო ბეატისი მოგვითხრობს, რომ
ლეონარდო ნაწილობრივ პარალიზებული იყო. ამ პერიოდში მან დახატა უამრავი ცხოველი კატისებრთა ოჯახიდან,
ცხენები და დრაკონები, რომლებშიც სიახლე და ერთგვარი ბავშვური ფანტაზია იგრძნობა.
1519 წლის 2 მაისს ლეონარდო და ვინჩი გარდაიცვალა. გადმოცემის თანახმად, მის სიკვდილს პირადად ესწრებოდა მეფე
ფრანსუა I, მაგრამ სინამდვილეში მეფ სენ-ჟერმენ-ან-ლეში იყო, სადაც იმ დროს მისი მეორე შვილი დაიბადა. და ვინჩი
დ'ამბუაზის სენ-ფლორანტენის ეკლესიაში დაკრძალეს.
საფრენი აპარატი
ლეონარდო და ვინჩი მრავალმხრივად განსწავლული ადამიანი იყო სხვადასხვა სფეროებს
იკვლევდა. მათ შორის იყო ავიაციაც. დავინჩი შესაძლებლად თვლიდა იმას, რომ ადამიანს
ეფრინა ცაში ისე როგორც ფრინველებს.
ლეონარდოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოგონებაა მფრინავი მანქანა, იგივე
,,ორნითოპტერი” . ეს იყო და ვინჩის კვლევებისა და წარმოდგენების საუკეთესო
თვალსაჩინოება , რომელიც ასახავდა მეცნიერის ენთუზიაზმს ფრენისკენ. ამ აპარატის
სტრუქტურა აწყობილია ფრინველების მიხედვით, ლეონარდო ცდილობდა რომ ფრინველის
ხელოვნური ასლი შეექმნა. საფრენი აპარატის ფრების მთლიანი სიგრძე 10 მეტრი იყო.
აპარატის ჩარჩო დამზადებული იყო ფიჭვისაგან და შემდეგ აბრეშუმით იყო დაფარული,
რათა მსუბუქი და ამავდროულად მტკიცე კორპუსი შექმნილიყო. საფრენი აპარატის
პილოტი უნდა განთავსებულიყო ცენტრში, მწოლიარე მდგომარეობაში , სახით ქვემოთ.
პილოტი ჩარჩოზე დამაგრებული პედლების საშუალებით ამოძრავებდა ფრთებს. ფრთების
მოძრაობის გაძლიერება ხელებითაც იყო შესაძლებელი. არ არის ცნობილი მოახერხა თუ არა
ლეონარდო და ვინჩიმ ამ აპარატის აწყობა, რაგან შემორჩენილია მხოლოდ ნახაზები. მაგრამ
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ აპარატით ადამიანი აფრენას მოახერხებდა, არ არსებობს
მექანიზმი , რომელიც საფრენ აპარატს მიწაზე დასვავდა.
საფრენი აპარატის ნახაზი
საფრენი აპარატის მოდელი
1.ლეონარდო და ვინჩი იყო ცაცია.
2.ლეონარდოს ჰქონდა ძილის საკუთარი სისტემა, 24 საათის მანძილზე ყოველ 4 საათში იძინებდა თხუთმეტი წუთით, მიუხედავად
იმისა რომ მას ძალიან მცირე დრო ჰქონდა დასაძინებლად ის არასდროს გრძნობდა დაღლილობას
3. ლეონარდო და ვინჩი ძალიან დაინტერესებული იყო საფრენი მექანიზმის შექმნით. ის შეისწავლიდა ფრინველებს და ცდილობდა
შეექმნა საფრენი აპარატები.
4. ლეონარდო და ვინჩის მანქანების ჩანახატების შემდგომ იქნა აწყობილი და დატესტილი.
5.1994 წელს ბილ გეითსმა, Microsoft-ის ფუძემდებელმა, შეისყიდა ლეონარდო და ვინჩის ყველაზე სახელგანთქმული ჩანაწერი,
„ლესტერის კოდექსი“.
6. ის არამარტო მხატვარი იყო, არამედ იყო მეცნიერი, გამომგონებელი, ინჟინერი, მწერალი, მუსიკოსი და ა.შ. ფაქტიურად მის ცოდნას
საზღვრები არ ჰქონდა.
7. ლეონარდოს ფანტაზია პლანერებზე და საფრენ აპარატებზე არ ჩერდებოდა. მას ეკუთვნის პირველი კალკულატორის იდეა, ასევე
მუსიკალური ინსტრუმენტების, საბრძოლო მანქანების, წყალქვეშა ნავების და ა.შ. ლეონარდო და ვინჩს იმ დროინდელი ხალხი
მომავლიდან მოსულსაც კი უწოდებდა. 2000 წლის დეკემბერში სკაიდაივერი ედრიან ნიკოლასი სამხრეთ აფრიკაში დაეშვა ლეონარდოს
დიზაინის მიხედვით შექმნილი პარაშუტით
8. იგი ადამიანის სხეულის შესწავლის ექსპერტი იყო. იგი იყენებდა მის გამოკვლევებს, რათა შეექმნა ნახატები. ამ მხრივ მისი ცნობილი
ნამუშევარია ვიტრუვიანელი ადამიანი. ნახატი აღწერს ადამიანის, კერძოდ კი მამაკაცის პროპორციებს.
9. ამბობენ, რომ მონა ლიზას ტუჩების დახატვას, ლეონარდომ 10 წელი შეალია. მეცნიერების გამოკვლევებმა დაადგინეს, რომ მონა
ლიზას სახეზე აღბეჭდილია 83% ბედნიერება, 9% ზიზღი, 6% შიში და 2% სიბრაზე.
ფაქტი №10
12 მოციქული და თვითონ იესო ქრისტე დახატულია რეალური ადამიანების სახეების მიხედვით.
როდესაც და ვინჩიმ გადაწვიტა ამ შედევრის დახატვა, მან ასობით ადამიანის სახე დაათვალიერა. იგი ეძებდა სახეებს რომლებიც
განასახიერბდნენ უმანკოებას, სილამაზეს. სახეებს რომლებსაც არ ჰქონდათ შრამები და არ ეტყობოდათ დამძიმება ცოდვებისგან.
ეს ძებნა რამოდენიმე კვირა გაგრძელდა. საბოლოოდ ქრისტეს დასახატად და ვინჩიმ აარჩია 19 წლის ახალგაზრდა. მან მის სახეში
ქრისტეს სათნოება და უმანკოება დაინახა. ეს ახალგაზრდა მომღერლების გუნდის წევრი იყო. 6 წლის განმავლობაში შრომობდა
ლეონარდო ნახატის დასასრულებლად. მან 11 მოციქული წარმატებით დახატა. ახლა დრო იყო დაეხატა მე-12 მოციქული. ეს იყო იუდა,
თვით ბოროტება, ვინც იესო 30 ვერცხლის მონეტაში გაცვალა. მრავალი კვირა ეძებდა და ვინჩი იუდას შესაფერისს ადამიანს.
ბოროტებით და ცოდვებით ავსებულ სახეს. ეძებდა ისეთ პერსონაჟს, რომლის შეხედვისთანავე მიხვდებოდი, რომ იგი თავის საუკეთესო
მეგობარსაც გაყიდდა.
მრავალი ძებნის შემდეგ, და ვინჩიმ მიაგნო პატიმარს, რომელიც რომის საპყრობილეში იყო დამწყვდეული და სიკვდილით დასჯას
უპირებდნენ ჩადენილი დანაშაულების გამო. და ვინჩი ჩავიდა რომში. დაინახა თუ არა ეს ადამიანი, მაშინვე მიხვდა, რომ სწორედ ამას
ეძებდა იგი… ეს შესანიშნავი მოდელი იყო იუდას დასახატად.
მეფის სპეციალური ბრძანებით, ეს ადამიანი მილანში წაიყვანეს, სადაც ლეონარდომ თავისი ნახატი საბოლოოდ დაასრულა. როდესაც
მან ჩანახატის ბოლო შტრიხები დაასრულა, სადაც ეს ადამიანი იყო აღბეჭდილი, უბრძანა მცველებს, რომ პატიმარი უკან წაეყვანათ
საპყრობილეში. ამ დროს პატიმარი დაუსხლტა მცველებს, მივარდა და ვინჩის და უთხრა:
“ო, და ვინჩი, შემომხედეთ! ნუთუ ვერ მიცანით?”
და ვინჩიმ უპასუხა:
“არა, მე თქვენ არასოდეს მინახიხართ, სანამ რომის საპყრობილეში არ გიხილეთ პირველად.”
პატიმარმა ცისკენ აღაპყრო თვალები და თქვა:
“ო, ღმერთო, ნუთუ ასე დავეცი?”
შემდეგ მტირალი სახით მიუბრუნდა ლეონარდოს და უთხრა:
“ლეონარდო და ვინჩი! კიდევ ერთხელ შემომხედე! მე ის პიროვნება ვარ, ვინც შენ 3 წლის წინ გამოიყენე ქრისტეს ფიგურის დასახატად!”
ეს მართალია. ლეონარდომ იესოსა და იუდას დასახატად ერთი პიროვნება გამოიყენა
ლეონარდო და ვინჩის ტვინის ორივე ჰემოსფეროს განსავითარებლად თავისი
მეთოდები ჰქონდა:
1.იყავი ცნობისმოყვარე ყველაფრის მიმართ;
2.ეცადე შენიშნო და გამოარჩიო გარღვევები შენივე გამოცდილებიდან და
შეცდომებიდან;
3.მუდამ განაახლე, გამოთვალე შენი ემოციების მარაგი;
4.მიიღე და გაიაზრე პარადოქსები;
5.გამოიმუშავე გლობალური აზროვნება ტვინის ორივე ჰემოსფეროს გამოყენებით;
6.შეინარჩუნე ცივსისხლიანობა, მენტალური მოქნილობა და გონების სისხარტე;
7.დაიმახსოვრე, რომ ხსენებული ექვსი პრინციპი ერთმანეთისაგან განუყოფელია და
მუდამ იფიქრე მათზე!..
ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ვიღებთ
ინფორმაციას რომ და ვინჩი შესანიშნავად ფლობდა
მათემატიკურ საგნებს, მათ შორის ფიზიკას,
მათემატიკასა და გეომეტრიას.

More Related Content

What's hot

ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი
Geo World Events & Tours
 
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი
marina 77
 
სულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანი სულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანი
tamunatabatadze
 
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაშიწოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
nino abuladze
 
1921 წლის 25 თებერვალი
1921 წლის  25 თებერვალი1921 წლის  25 თებერვალი
1921 წლის 25 თებერვალი
fiqria sidamonize
 
ნერონი
ნერონინერონი
ნერონი
beqachacha
 
Η ΣΥΓΚΡΟΥΣΗ ΒΕΝΙΖΕΛΟΥ-ΚΩΝΣΤΑΝΤΙΝΟΥ, Η ΕΙΣΟΔΟΣ ΤΗΣ ΕΛΛΑΔΑΣ ΣΤΟΝ Α' ΠΑΓΚΟΣΜΙΟ Π...
Η ΣΥΓΚΡΟΥΣΗ ΒΕΝΙΖΕΛΟΥ-ΚΩΝΣΤΑΝΤΙΝΟΥ, Η ΕΙΣΟΔΟΣ ΤΗΣ ΕΛΛΑΔΑΣ ΣΤΟΝ Α' ΠΑΓΚΟΣΜΙΟ Π...Η ΣΥΓΚΡΟΥΣΗ ΒΕΝΙΖΕΛΟΥ-ΚΩΝΣΤΑΝΤΙΝΟΥ, Η ΕΙΣΟΔΟΣ ΤΗΣ ΕΛΛΑΔΑΣ ΣΤΟΝ Α' ΠΑΓΚΟΣΜΙΟ Π...
Η ΣΥΓΚΡΟΥΣΗ ΒΕΝΙΖΕΛΟΥ-ΚΩΝΣΤΑΝΤΙΝΟΥ, Η ΕΙΣΟΔΟΣ ΤΗΣ ΕΛΛΑΔΑΣ ΣΤΟΝ Α' ΠΑΓΚΟΣΜΙΟ Π...
ebimar1
 

What's hot (20)

ალექსანდრე დიდი მაკედონელი
ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი
ალექსანდრე დიდი მაკედონელი
 
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი
 
ΙΣΤΟΡΙΑ ΓΕΝΙΚΗΣ ΠΑΙΔΕΙΑΣ - Β΄ ΚΕΦΑΛΑΙΟ
ΙΣΤΟΡΙΑ ΓΕΝΙΚΗΣ ΠΑΙΔΕΙΑΣ - Β΄ ΚΕΦΑΛΑΙΟΙΣΤΟΡΙΑ ΓΕΝΙΚΗΣ ΠΑΙΔΕΙΑΣ - Β΄ ΚΕΦΑΛΑΙΟ
ΙΣΤΟΡΙΑ ΓΕΝΙΚΗΣ ΠΑΙΔΕΙΑΣ - Β΄ ΚΕΦΑΛΑΙΟ
 
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი
 
26. Πνευματική ζωή, γράμματα και τέχνες στην ελλάδα το 19ο αι.
26. Πνευματική ζωή, γράμματα και τέχνες στην ελλάδα το 19ο αι.26. Πνευματική ζωή, γράμματα και τέχνες στην ελλάδα το 19ο αι.
26. Πνευματική ζωή, γράμματα και τέχνες στην ελλάδα το 19ο αι.
 
презентація на урок
презентація на урокпрезентація на урок
презентація на урок
 
სულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანი სულხან–საბა ორბელიანი
სულხან–საბა ორბელიანი
 
მე-19 საუკუნე.pptx
მე-19 საუკუნე.pptxმე-19 საუკუნე.pptx
მე-19 საუკუნე.pptx
 
EΛΕΝΗ ΤΟΥ ΕΥΡΙΠΙΔΗ ΣΕ ΚΟΜΙΚΣ
EΛΕΝΗ ΤΟΥ ΕΥΡΙΠΙΔΗ ΣΕ ΚΟΜΙΚΣEΛΕΝΗ ΤΟΥ ΕΥΡΙΠΙΔΗ ΣΕ ΚΟΜΙΚΣ
EΛΕΝΗ ΤΟΥ ΕΥΡΙΠΙΔΗ ΣΕ ΚΟΜΙΚΣ
 
ვაჟა ფშაველა
ვაჟა ფშაველა ვაჟა ფშაველა
ვაჟა ფშაველა
 
Τράπεζα Θεμάτων: Νέα Ελληνική Λογοτεχνία
Τράπεζα Θεμάτων: Νέα Ελληνική ΛογοτεχνίαΤράπεζα Θεμάτων: Νέα Ελληνική Λογοτεχνία
Τράπεζα Θεμάτων: Νέα Ελληνική Λογοτεχνία
 
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაშიწოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
 
μοντεσκιε
μοντεσκιεμοντεσκιε
μοντεσκιε
 
Έκθεση Α' Λυκείου - Δομή παραγράφου
Έκθεση Α' Λυκείου - Δομή παραγράφουΈκθεση Α' Λυκείου - Δομή παραγράφου
Έκθεση Α' Λυκείου - Δομή παραγράφου
 
1921 წლის 25 თებერვალი
1921 წლის  25 თებერვალი1921 წლის  25 თებერვალი
1921 წლის 25 თებერვალი
 
ნერონი
ნერონინერონი
ნერონი
 
Доба героїчних походів. Гетьман Петро Конашевич Сагайдачний
Доба героїчних походів. Гетьман Петро Конашевич СагайдачнийДоба героїчних походів. Гетьман Петро Конашевич Сагайдачний
Доба героїчних походів. Гетьман Петро Конашевич Сагайдачний
 
ახალი ქართლის ცხოვრება
ახალი ქართლის ცხოვრებაახალი ქართლის ცხოვრება
ახალი ქართლის ცხოვრება
 
ΕΝΟΤΗΤΑ 32 Η Ελλάδα στον Α΄ Παγκόσμιο πόλεμο - Ο Εθνικός Διχασμός
ΕΝΟΤΗΤΑ 32 Η Ελλάδα στον Α΄ Παγκόσμιο πόλεμο - Ο Εθνικός ΔιχασμόςΕΝΟΤΗΤΑ 32 Η Ελλάδα στον Α΄ Παγκόσμιο πόλεμο - Ο Εθνικός Διχασμός
ΕΝΟΤΗΤΑ 32 Η Ελλάδα στον Α΄ Παγκόσμιο πόλεμο - Ο Εθνικός Διχασμός
 
Η ΣΥΓΚΡΟΥΣΗ ΒΕΝΙΖΕΛΟΥ-ΚΩΝΣΤΑΝΤΙΝΟΥ, Η ΕΙΣΟΔΟΣ ΤΗΣ ΕΛΛΑΔΑΣ ΣΤΟΝ Α' ΠΑΓΚΟΣΜΙΟ Π...
Η ΣΥΓΚΡΟΥΣΗ ΒΕΝΙΖΕΛΟΥ-ΚΩΝΣΤΑΝΤΙΝΟΥ, Η ΕΙΣΟΔΟΣ ΤΗΣ ΕΛΛΑΔΑΣ ΣΤΟΝ Α' ΠΑΓΚΟΣΜΙΟ Π...Η ΣΥΓΚΡΟΥΣΗ ΒΕΝΙΖΕΛΟΥ-ΚΩΝΣΤΑΝΤΙΝΟΥ, Η ΕΙΣΟΔΟΣ ΤΗΣ ΕΛΛΑΔΑΣ ΣΤΟΝ Α' ΠΑΓΚΟΣΜΙΟ Π...
Η ΣΥΓΚΡΟΥΣΗ ΒΕΝΙΖΕΛΟΥ-ΚΩΝΣΤΑΝΤΙΝΟΥ, Η ΕΙΣΟΔΟΣ ΤΗΣ ΕΛΛΑΔΑΣ ΣΤΟΝ Α' ΠΑΓΚΟΣΜΙΟ Π...
 

ლეონარდო და ვინჩი

  • 3. საინტერესო ფაქტია რომ ვიკიპედიაში და ვინჩის ბიოგრაფიის ხილვა 221 ენაზეა შესაძლებელი, ცნობისთვის იესო ქრისტეს ბიოგრაფიისა კი 248 ენაზე. ჯამში დღესდღეისობით ვიკიპედია 312 ენაზე ფუნქციონირებს. ს
  • 4. ლეონარდო და ვინჩი და ავიაცია საფრენი აპარატი
  • 5. ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს და გარდაიცვალა 1519 წელს. მომავალი გენიოსის მამა, პიერო და ვინჩი, მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, ფლორენციაში ყველაზე ცნობილი ადამიანი იყო, ხოლო მისი დედა — კატერინა, უბრალო ქალი იყო. ლეონარდო მათ უკანონოდ შეეძინათ; იგი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხატვით. 1466 წელს, 14 წლის ასაკში, ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში — ანდრეა ვეროკიოს მიაბარა. 1466-1476 წლები ლეონარდომ ვეროკიოს სახელოსნოში გაატარა. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა. 1478 წელს მან საკუთარი სახელოსნო გახსნა. 1482 წელს ლეონარდო და ვინჩი ტოვებს ფლორენციას და საცხოვრებლად მილანში გადადის, რომელსაც იმ პერიოდში მართავდა ლუდოვიკო მორო („მავრი“), სფორცას გვარის დიდებული. მან ლეონარდო, როგორც ხუროთმოძღვარი და მუსიკოსი, ისე მიიწვია. მანვე დაავალა აკადემიის დაარსება, რომლისთვისაც ლეონარდომ დაწერა „ტრაქტატი ფერწერაზე“ — ყველა დროის მხატვართა სამაგიდო წიგნი. მოროსგან ლეონარდო პირველ შეკვეთასაც იღებს: მან უნდა ააგოს დიდი ძეგლი ლუდოვიკოს მამისათვის — „ფრანჩესკო სფორცა“. 1499 წელს სფორცა ფრანგებმა მილანიდან განდევნეს და ლეონარდო იძულებული გახდა ქალაქი დაეტოვებინა. მომდევნო წლისათვის უკვე ფლორენციაში ჩავიდა, სადაც, დაახლოებით, ექვსი წელი დაჰყო, მხოლოდ ათი თვით მიატოვა იგი პაპის კონდოტურის — ჩეზარე ბორჯიას დავალებით, სიმაგრეების მშენებლობასთან დაკავშირებით. შემდეგ კვლავ მილანში დაბრუნდა. მილანში მოღვაწეობის დროს ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო ფერწერული ტილო „მადონა ლიტა“. მსოფლიო ხელოვნების უდიდესი ქმნილება „საიდუმლო სერობა“ (1496-1497), რომელიც აგრეთვე მილანში, „სანტა მარია დელა გრაციას“ მონასტრის ერთ-ერთ კედელზეა დახატული. სურათზე არ იგრძნობა რელიგიური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელი სტატიურობა, ღვთიურობა. ლეონარდომ შეძლო სრულიად განსხვავებული, ადამიანური განცდების მქონე სახეების აღბეჭდვა. ცნობილია, რომ მხატვარი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, სწავლობდა ადამიანების სახეებს, ეს კი მას დიდ დროს ართმევდა. ფრესკა ტაძრის ნესტიან კედელზეა დახატული, რის გამოც ძალიან დაზიანდა, 1954 წელს მოხდა მისი რესტავრაცია. სიცოცხლის ბოლო ორი ათწლეული ლეონარდო და ვინჩიმ მოგზაურობაში გაატარა, რადგანაც ვერ პოულობდა ადგილს, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებდა. 1513-დან 1519 წლამდე იგი მონაცვლეობით ცხოვრობდა რომში, პავიაში, ბოლონიასა და საფრანგეთში. 1506-1513 წლებში ლეონარდო კვლავ მილანშია, უკვე ფრანგთა მეფის — ლუი XII-ის სამსახურში. საერთო ჯამში, მან 23 წელი დაჰყო მილანში. ლეონარდოს ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია „მონა ლიზას“ პორტრეტი, რომელიც საფრანგეთში ყოფნის დროს შექმნა და „ჯოკონდას“ სახელითაა ცნობილი. სურათში პორტრეტის იმდროინდელი ხატვის ტენდენცია სრულიად დარღვეულია, მონა ლიზა მუხლებამდეა დახატული, თითქმის მთელი ტანით მაშინ, როდესაც პორტრეტებში ადამიანს მხოლოდ გულ-მკერდამდე ხატავდნენ. 1513-1514 წლებში ლეონარდო რომშია, სადაც პაპმა ლეო X-მ მიიწვია, 1516 წელს კი ფრანგთა მეფის, ფრანცისკ I-ის მიწვევით ჩადის საფრანგეთში. მეფემ ლეონარდოს ამბუაზის მახლობლად მდებარე კლუს ციხე-სიმაგრე უბოძა. ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა, იგი ერთდორულად მხატვარი, სკულპტორი, არქიტექტორი, მეცნიერი და ინჟინერი იყო. ლეონარდო და ვინჩი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა კლუს ციხე-სიმაგრეში. გადმოცემით, იგი ფლობდა დიდ ფიზიკურ ძალას. მასზე ამბობდნენ რომ „ხელით თავისუფლად შეეძლო ცხენის ნალის გაღუნვა“
  • 6. სიცოცხლის უკანასკნელი წლები 1506 წელს ლეონარდო და ვინჩიმ ფლორენცია დატოვა და ფრანგი მთავრის, შარლ დ'ამბუაზის მიწვევით მილანში გაემგზავრა. მას სადღესასწაულო დარბაზობების გაფორმება და სარწყავი სისტემის მოწყობა დაავალეს. ლეონარდომ დააპროექტა ვილა ბაღებით, შადრევნებითა და წყლის ატრაქციონებით, განაახლა მუშაობა სურათზე „მადონა, ყრმა იესო და წმინდა ანა”. ამავე პერიოდში დაიწყო მუშაობა სურათზე „ლედა და გედი”.[1] ამავე პერიოდშია დახატული „დაჩოქილი ლედასა” და გენერალ ჯანჯაკომო ტრივულციუსის (საფრანგეთის ჯარის სარდალი, რომელმაც მილანი აიღო) ცხენოსანი ქანდაკების ეტიუდები. ქანდაკებისათვის და ვინჩიმ ყალყზე შემდგარი ცხენის თავისივე ძველი ესკიზის გამოყენება დააპირა, რომელიც ფრანჩესკო სფორცასთვის ჰქონდა შექმნილი. რამდენიმე წლის შემდეგ ტრივულციუსმა გადაიფიქრა მონუმენტური მავზოლეუმის აშენება. ამ ახალი მარცხით იმედგაცრუებული ლეონარდო კვლავ ანატომიის შესწავლას ჩაუღრმავდა ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატზე დაკვირვების მიზნით და ამისათვის გვამებს კვეთდა. 1511 წელს შარლ დ'ამბუაზის სიკვდილის შემდეგ იგი ჯულიანო მედიჩის სამსახურში ჩადგა და რომში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც პაპის ტახტი ჯოვანი დე მედიჩიმ დაიკავა ლეო X-ის სახელით. პაპის კარზე მოღვაწეობა ლეონარდოსათვის არც ისე მარტივი და იმედისმომცემი აღმოჩნდა, როგორსაც მხატვარი ელოდა, რადგან ერთადერთი, რაც მას დაავალეს, რომის სამხრეთით მდებარეპონტინის ლაგუნის ამოშრობა იყო. ჯორჯო ვაზარის მიხედვით, და ვინჩიმ „ბევრი სიგიჟე ჩაიდინა”, „დიდი გულმოდგინებით ატარებდა ცდებს ზეთის საღებავებსა და ლაქებზე”. ცდებს პირდაპირი კავშირი ჰქონდა სფუმატოს ტექნიკის დახვეწასთან, რაც ლეონარდო და ვინჩიმ „წმინდა იოანე ნათლისმცემელსა” და „წმინდა იოანე ნათლისმცემელი ბახუსის ატრიბუტებით”-ზე მუშაობისას გამოიყენა. 1516 წელს ჯულიანო დე მედიჩი გარდაიცვალა და ლეონარდო საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის მიწვევით საფრანგეთში გაემგზავრა მოწაფეების: ჯაკომო სალაის, ფრანჩესკო მელცისა და მზარეულ ბატისტა დე ვილანისის თანხლებით. სიცოცხლის უკანასკნელი წლები და ვინჩიმ დ'ამბუაზის ციხე-დარბაზში გაატარა. ანტონიო ბეატისი მოგვითხრობს, რომ ლეონარდო ნაწილობრივ პარალიზებული იყო. ამ პერიოდში მან დახატა უამრავი ცხოველი კატისებრთა ოჯახიდან, ცხენები და დრაკონები, რომლებშიც სიახლე და ერთგვარი ბავშვური ფანტაზია იგრძნობა. 1519 წლის 2 მაისს ლეონარდო და ვინჩი გარდაიცვალა. გადმოცემის თანახმად, მის სიკვდილს პირადად ესწრებოდა მეფე ფრანსუა I, მაგრამ სინამდვილეში მეფ სენ-ჟერმენ-ან-ლეში იყო, სადაც იმ დროს მისი მეორე შვილი დაიბადა. და ვინჩი დ'ამბუაზის სენ-ფლორანტენის ეკლესიაში დაკრძალეს.
  • 7. საფრენი აპარატი ლეონარდო და ვინჩი მრავალმხრივად განსწავლული ადამიანი იყო სხვადასხვა სფეროებს იკვლევდა. მათ შორის იყო ავიაციაც. დავინჩი შესაძლებლად თვლიდა იმას, რომ ადამიანს ეფრინა ცაში ისე როგორც ფრინველებს. ლეონარდოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოგონებაა მფრინავი მანქანა, იგივე ,,ორნითოპტერი” . ეს იყო და ვინჩის კვლევებისა და წარმოდგენების საუკეთესო თვალსაჩინოება , რომელიც ასახავდა მეცნიერის ენთუზიაზმს ფრენისკენ. ამ აპარატის სტრუქტურა აწყობილია ფრინველების მიხედვით, ლეონარდო ცდილობდა რომ ფრინველის ხელოვნური ასლი შეექმნა. საფრენი აპარატის ფრების მთლიანი სიგრძე 10 მეტრი იყო. აპარატის ჩარჩო დამზადებული იყო ფიჭვისაგან და შემდეგ აბრეშუმით იყო დაფარული, რათა მსუბუქი და ამავდროულად მტკიცე კორპუსი შექმნილიყო. საფრენი აპარატის პილოტი უნდა განთავსებულიყო ცენტრში, მწოლიარე მდგომარეობაში , სახით ქვემოთ. პილოტი ჩარჩოზე დამაგრებული პედლების საშუალებით ამოძრავებდა ფრთებს. ფრთების მოძრაობის გაძლიერება ხელებითაც იყო შესაძლებელი. არ არის ცნობილი მოახერხა თუ არა ლეონარდო და ვინჩიმ ამ აპარატის აწყობა, რაგან შემორჩენილია მხოლოდ ნახაზები. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ აპარატით ადამიანი აფრენას მოახერხებდა, არ არსებობს მექანიზმი , რომელიც საფრენ აპარატს მიწაზე დასვავდა.
  • 10. 1.ლეონარდო და ვინჩი იყო ცაცია. 2.ლეონარდოს ჰქონდა ძილის საკუთარი სისტემა, 24 საათის მანძილზე ყოველ 4 საათში იძინებდა თხუთმეტი წუთით, მიუხედავად იმისა რომ მას ძალიან მცირე დრო ჰქონდა დასაძინებლად ის არასდროს გრძნობდა დაღლილობას 3. ლეონარდო და ვინჩი ძალიან დაინტერესებული იყო საფრენი მექანიზმის შექმნით. ის შეისწავლიდა ფრინველებს და ცდილობდა შეექმნა საფრენი აპარატები. 4. ლეონარდო და ვინჩის მანქანების ჩანახატების შემდგომ იქნა აწყობილი და დატესტილი. 5.1994 წელს ბილ გეითსმა, Microsoft-ის ფუძემდებელმა, შეისყიდა ლეონარდო და ვინჩის ყველაზე სახელგანთქმული ჩანაწერი, „ლესტერის კოდექსი“. 6. ის არამარტო მხატვარი იყო, არამედ იყო მეცნიერი, გამომგონებელი, ინჟინერი, მწერალი, მუსიკოსი და ა.შ. ფაქტიურად მის ცოდნას საზღვრები არ ჰქონდა. 7. ლეონარდოს ფანტაზია პლანერებზე და საფრენ აპარატებზე არ ჩერდებოდა. მას ეკუთვნის პირველი კალკულატორის იდეა, ასევე მუსიკალური ინსტრუმენტების, საბრძოლო მანქანების, წყალქვეშა ნავების და ა.შ. ლეონარდო და ვინჩს იმ დროინდელი ხალხი მომავლიდან მოსულსაც კი უწოდებდა. 2000 წლის დეკემბერში სკაიდაივერი ედრიან ნიკოლასი სამხრეთ აფრიკაში დაეშვა ლეონარდოს დიზაინის მიხედვით შექმნილი პარაშუტით 8. იგი ადამიანის სხეულის შესწავლის ექსპერტი იყო. იგი იყენებდა მის გამოკვლევებს, რათა შეექმნა ნახატები. ამ მხრივ მისი ცნობილი ნამუშევარია ვიტრუვიანელი ადამიანი. ნახატი აღწერს ადამიანის, კერძოდ კი მამაკაცის პროპორციებს. 9. ამბობენ, რომ მონა ლიზას ტუჩების დახატვას, ლეონარდომ 10 წელი შეალია. მეცნიერების გამოკვლევებმა დაადგინეს, რომ მონა ლიზას სახეზე აღბეჭდილია 83% ბედნიერება, 9% ზიზღი, 6% შიში და 2% სიბრაზე.
  • 11. ფაქტი №10 12 მოციქული და თვითონ იესო ქრისტე დახატულია რეალური ადამიანების სახეების მიხედვით. როდესაც და ვინჩიმ გადაწვიტა ამ შედევრის დახატვა, მან ასობით ადამიანის სახე დაათვალიერა. იგი ეძებდა სახეებს რომლებიც განასახიერბდნენ უმანკოებას, სილამაზეს. სახეებს რომლებსაც არ ჰქონდათ შრამები და არ ეტყობოდათ დამძიმება ცოდვებისგან. ეს ძებნა რამოდენიმე კვირა გაგრძელდა. საბოლოოდ ქრისტეს დასახატად და ვინჩიმ აარჩია 19 წლის ახალგაზრდა. მან მის სახეში ქრისტეს სათნოება და უმანკოება დაინახა. ეს ახალგაზრდა მომღერლების გუნდის წევრი იყო. 6 წლის განმავლობაში შრომობდა ლეონარდო ნახატის დასასრულებლად. მან 11 მოციქული წარმატებით დახატა. ახლა დრო იყო დაეხატა მე-12 მოციქული. ეს იყო იუდა, თვით ბოროტება, ვინც იესო 30 ვერცხლის მონეტაში გაცვალა. მრავალი კვირა ეძებდა და ვინჩი იუდას შესაფერისს ადამიანს. ბოროტებით და ცოდვებით ავსებულ სახეს. ეძებდა ისეთ პერსონაჟს, რომლის შეხედვისთანავე მიხვდებოდი, რომ იგი თავის საუკეთესო მეგობარსაც გაყიდდა. მრავალი ძებნის შემდეგ, და ვინჩიმ მიაგნო პატიმარს, რომელიც რომის საპყრობილეში იყო დამწყვდეული და სიკვდილით დასჯას უპირებდნენ ჩადენილი დანაშაულების გამო. და ვინჩი ჩავიდა რომში. დაინახა თუ არა ეს ადამიანი, მაშინვე მიხვდა, რომ სწორედ ამას ეძებდა იგი… ეს შესანიშნავი მოდელი იყო იუდას დასახატად. მეფის სპეციალური ბრძანებით, ეს ადამიანი მილანში წაიყვანეს, სადაც ლეონარდომ თავისი ნახატი საბოლოოდ დაასრულა. როდესაც მან ჩანახატის ბოლო შტრიხები დაასრულა, სადაც ეს ადამიანი იყო აღბეჭდილი, უბრძანა მცველებს, რომ პატიმარი უკან წაეყვანათ საპყრობილეში. ამ დროს პატიმარი დაუსხლტა მცველებს, მივარდა და ვინჩის და უთხრა: “ო, და ვინჩი, შემომხედეთ! ნუთუ ვერ მიცანით?” და ვინჩიმ უპასუხა: “არა, მე თქვენ არასოდეს მინახიხართ, სანამ რომის საპყრობილეში არ გიხილეთ პირველად.” პატიმარმა ცისკენ აღაპყრო თვალები და თქვა: “ო, ღმერთო, ნუთუ ასე დავეცი?” შემდეგ მტირალი სახით მიუბრუნდა ლეონარდოს და უთხრა: “ლეონარდო და ვინჩი! კიდევ ერთხელ შემომხედე! მე ის პიროვნება ვარ, ვინც შენ 3 წლის წინ გამოიყენე ქრისტეს ფიგურის დასახატად!” ეს მართალია. ლეონარდომ იესოსა და იუდას დასახატად ერთი პიროვნება გამოიყენა
  • 12. ლეონარდო და ვინჩის ტვინის ორივე ჰემოსფეროს განსავითარებლად თავისი მეთოდები ჰქონდა: 1.იყავი ცნობისმოყვარე ყველაფრის მიმართ; 2.ეცადე შენიშნო და გამოარჩიო გარღვევები შენივე გამოცდილებიდან და შეცდომებიდან; 3.მუდამ განაახლე, გამოთვალე შენი ემოციების მარაგი; 4.მიიღე და გაიაზრე პარადოქსები; 5.გამოიმუშავე გლობალური აზროვნება ტვინის ორივე ჰემოსფეროს გამოყენებით; 6.შეინარჩუნე ცივსისხლიანობა, მენტალური მოქნილობა და გონების სისხარტე; 7.დაიმახსოვრე, რომ ხსენებული ექვსი პრინციპი ერთმანეთისაგან განუყოფელია და მუდამ იფიქრე მათზე!..
  • 13. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ვიღებთ ინფორმაციას რომ და ვინჩი შესანიშნავად ფლობდა მათემატიკურ საგნებს, მათ შორის ფიზიკას, მათემატიკასა და გეომეტრიას.