SlideShare a Scribd company logo
multimedia afxazeTis
 konfliqtis Sesaxeb
teleauditoriisa da internetSi CarTulTa ricxvis
zrdis Sedegad sainformacio saSualebebma lomis
wili lamis TiToeuli adamianis yoveldRiur
cxovrebSi daidos. es ki imaze miuTiTebs, rom dRes
xalxi ufro metadaa mijaWvuli mediaze, vidre es
aqamde iyo. dResdReobiT yvelaze popularuli
internet media da zogadad internetia.
magaliTad: eg ki ara TandaTan
sayidlebze gasvlas vzarmacobT
da saWiro saqonels internetiT
vukveTavT. inernetis mzardi
politikuri mniSvnelobac
gasaTvaliswinebulia
rogori mediaa interneti?
 interneti multimediaa – is yvela im Tvisebas flobs, rac
  manamde arsebul mediasaSualebebs axasiaTebda.

 interneti Serwymuli mediaa – mas masalebis tiraJirebac
  SeuZlia, pirdapiri translirebac da daarqivebac.

 interneti SeuzRudavi mediaa, rogorc droSi aseve sivrceSi.

 interneti translaciuri mediaa – radgan momxmarebelTan
  kavSirisTvis is iyenebs signals.

 interneti hiperteqsturi mediaa –
masSi SesaZlebelia yvela da yvelaferi
yvelafers da yvelas davakavSiroT.
yvela mediasaSualeba ganviTarebis ramdenime
etaps gadis. mecnierebi am etapebs ZiriTadad
sam jgufad yofen: teqnologiuri ganviTarebis
etapi, eiforiuli da pragmatuli etapebi.




  internetmac igive gza gaiara. es iyo periodi
Aarpa – netis Seqmnidan 90 – ian wlebamde.
media saqmesTan mimarTebiT es ramdenime
mniSvnelovan faqtors gulisxmobs:
 media gaxda xalxuri – auditoria CaerTo kontentis
  SeqmnaSi – interneti ki iqca kontentis Sesaqmnel
  instrumentad.

 media gaxda gaziarebiTi da dialoguri: dialogi gaZlierda,
  monologi mokvda.

 wertili iqca mZimed: internetSi nawarmoebi arasdros
  mTavrdeba, saintereso konteqnti aq yovelTvis cocxlobs
  da axldeba an avtoris, an auditoriis mier.

 media gaxda multimediuri da mravalferovani
 yovelgvari danaxarjebis gareSe Seqmnas respeqtabeluri
 media arxi da gauwios
 konkurencia msxvil mediakompanias.

 media garTulda – imitom, rom
 gamartivda.
sociluri media
   mas Semdeg, rac internetma tradiciuli
  mediasaSualebebis funqciebi SeiTvisa,
  adamianebi mixvdnen, rom msoflio ablabuda
  maT aramarto informaciis mimReb, aramed
  gadamcemad yofnis saSualebasac aZlevda.am
  safuZvelma Seqmna socialuri qselebi. maTma
  nawilma adreul etapze daasrula arseboba,
  nawili dRemde arsebobs, Tumca erT etapzea
  gayinuli, nawili ki gamudmebiT ganicdis
  modernizacias. qvemoT im socialuri qselze
  gavamaxvilebT yuradRebas, romelic met –
  naklebad cnobilia CvenTvis da mediis kuTxiTac
  mniSvnelovani adgili ukavia.
        (Myspace, Facebooki, Yotube, wikipedia)
Youtube – msoflioSi udidesi videoportali,
   Suecvlelia socialur mediaSi momuSave
   blogerebisa da vlogerebisaTvis. saitze
  SesaZlebelia atvirTo kino, satelevizio Tu
  musikaluri klipebi Tu mokle, originaluri
videoebi. “iuTubze” masalas, ZiriTadad kerZo
  pirebi tvirTaven, Tumca gamonakliss arc
mediakorporaciebi warmoadgens. maT Soris
      iseTi gigianturi mediakompaniebi,
    rogorebicaa CBC, BBC, CNN da sxva.
Wikipedia –Tavisufali, mravalenovani da
Ria enciklopedia 2001 wels Seiqmna.saitis
     mTavari GRirseba aris is, rom mis
 ganviTarebaSi wvlils Setana nebismier
             msurvels SeuZlia.
Facebook -          Znelia, warmoidginoT Tanamedrove
  msoflioSi adamiani, romelic feisbuqis Sesaxeb, rogorc
  minimum, informacias ar flobs. Yyvelaferi ki 2004 wlis
TebervlaSi, harvardis universitetis erT – erT patara oTaxSi
daiwyo, sadac informatikis fakultetis rigiTma studentma ,
 mark cukembergma, oTaxis megobrebTan erTad, sruliad
Cveulebrivi megobrebis gasacnobi socialuri qseli gaakeTa.


   dResdReobiT, Facebook - Si naxevar miliardze meti
adamiania daregistrirebuli. rac ufro meti adamiani gyavs,
    miT ufro farTod vrceldeba Cvens mier gacemuli
          informacia da miT metia cnobadoba.
    Facebook-i aris qseli, romelSic, msoflioSi wuTSi 10
                 adamiani registrirdeba.
socialur qselebSi adamianTa moRvaweobis
 motivebs Tu davakvirdebiT, ramdenime jgufi
 SeiZleba gamovyoT :

 saqmiani motivi
 saganmanaTleblo motivi
 urTierTobis motivi
 korporaciuli motivi
 gasarTobi motivi
politikuri mniSvneloba




 media politikurad mas Semdeg      gaxda
mniSvnelovani, rac XIX         saukunis
bolos, wera – kiTxvis        mcodneTa da
Sesabamisad, Jurnal – gazeTebis raodenobam
sagrZnoblad imata. axla aRaravin kamaTobs
imaze, rom TandaTanobiT, socialuri da
teqnologiuri cvlilebebis kvalad, masemdia
gavleniani politikuri Zala gaxda da zogjer
politikuri procesebis warmarTvelic.
internet media gansakuTrebiT dadebiT rols
TamaSobs – rogorc sazogadoebis swrafi
“informatori”. is demokratiis xarisxsac
uzrunvelyofs da xelisuflebis
makontrolebelicaa. misi, rogorc demokratiis
darajis funqcia kargad gamoCnda 1974 wels,
roca “uaSington postma”uotergeitis skandali
gamoiZia da prezidenti niqsoni aiZula,
Tanamdebobidan gadamdgariyo. ufro metic,
bevri amtkicebs, rom internetis wyalobiT,
politikuri, ekonomikuri Tu kulturuli
konkurencia kidev ufro gaizarda. dRes yvelas
SeuZlia sakuTari informacia sakmaod iafad da
Sedegianad gaavrcelos, romelsac wamebSi
mTeli msoflio gaicnobs. informaciuli
sazogadoeba esaa sazogadoeba, sadac
informaciis Seqmna, ganawileba da marTva
umTavresi ekonomikuri da kulturuli
saqmianobaa, rasac kerZod, kompiuterizebuli
procesebisa da internetis sul ufro farTo
gamoyeneba uwyobs xels.
media politikur kulturasac amCnevs Tavis
kvals da qveynis marTvis meTodebze amiTac
axdens gavlenas. zogjer mediis cinikuri
ganwyobis danergvasac abraleben, rac
xalxis mzard undoblobas iwvevs rogorc
zogadad politikis, Tu calkeuli politikosebis
mimarT. wonasworobis dacva samarTlian
kritikasa da lanZRvas Soris realurad
sakmaod Zneli saqmea.bolo – bolo, media
mainc komerciaa da es Tavis daRs aCens axali
ambebisa Tu movlenebis gaSuqebas.
komentarebisa da interpretaciis koriantelSi
xalxs sul ufro uWirs “qato fqvilisagan
ganasxvavos.”
 mediis mzardi politikuri gavlenis Sedegia msoflio
  globalizaciis procesebis gaaqtiurebac, yvelaferi radiom
  da televiziam wamoiwyves da sul ufro garTulda ama Tu
  im qveynis mosaxleobisaTvis sxva qveynebis samauwyeblo
  kompaniebis mier gavrcelebuli cxel-cxeli ambebisa Tu
  maTi analizis damalva. swored aman ganapiroba
  aRmosavleT evropis komunisturi reJimebis ryeva da 1989
  – 1991 wlebSi movlenebi. procesi ufro gaaRrmava.

 mas –media sxvadasxva formiT monawileobs qveynis
  marTvaSi: man saxe ucvala politikuri liderobis models da
  amave dros, xelisuflebis gadanawilebazec axdens
  gavlenas. ase unda aRvniSnoT, rom xelisufleba medias
  xSirad propagandistuli miznebiTac iyenebs, rac masze
  uSualo kontroliT xorciledeba da “oficialuri”
  Tvalsazirisis tiraJirebaSi vlindeba.
rogoria dRevandel saqarTveloSi internet mediis
                  prestiJi?




30%

                                        maRali

                              55%       ar var momxmarebeli


15%                                     Jurnalistebs etyobaT, rom
                                        profesionalebi ar arian
multimedia afxazeTis konfliqtis
Sesaxeb
 lenta.ru           pik.tv

 ambebi.ge          vefima.ru

 BBC.com             ipn.ge

 news.zn.va         expertclub.ge

 abkhazeti.inpo     yuga.ru

 aps nypress info
 lenta.ru - რუსეთის და ვაშინგტონის აღიარება
  აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნებს
 pik.tv - ვაშინგტონი არ აღიარებს აფხაზეთის
  საპარლამენტო არჩევნებს ( ამის შესახებ განაცხადა
  სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ მარკ
  ტონერმა.მან მოუწონდა რუსეთს , რომ 2008 წლის
  შეთანხმების მიხედვით იმოქმედონ.მიმართა, რომ
  ჯარი გამოიყვანონ კონფლიქტის ზონიდან და
  საშუალება მოგვცენ
  ვუზრუნველყოთ, ჰუმანიტარული დახმარებით.
 ambebi.ge - გალის რაიონში დაძაბული ვითარებაა

 ipn.ge - გალის რაიონში აფხაზი მილიციელებისათვის
  ცეცხლის გახსნა ზუგდიდის რაიონის მცხოვრებს ბრალდება

 aps nypress.info – გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში
  მოკლეს, საზღვრის დაცვის მცველი,Foficeri, რუსეთის
  წარმომადგენელი, ვასილ კვიტკოვი

 abkhazeti.inpo - გეგმიური შემოწმების დროს დაიღუპა
  საზრვრის დამცველი პოლკოვნიკი, ვასილ კვიტკო.დაიჭრა
  მცველი ვასილ დონავი.

   აფხაზეთის პრესა, ამტკიცებს, რომ კრიმინალების მიერ
  მოკლულია, უკვე რვა ადამიანი, 3 თვის განმავლობაში.
 ambebi.ge - აფხაზეთში დაკავებული მღვდელმონაზონი
 იონა თავისუფალია
  მამა იონა დაკავებულია აფხაზეთის დე - ფაქტო
 ხელისუფლების, სპეცსამსახურების მიერ.

 news.zn.va - აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს
 ინფორმაციას, რომ მამა იონა უცნობმა, კრიმინალურმა
 დაჯგუფებებმა დააკავეს.

 abkhazeti.inpo - საქართველოში გავრცელებული
 ინფორმაციით, ეს სპეცოპერაცია ქართველებმა
 დაგეგმეს.თითქოს მათ გაათავისუფლეს მამა იონა.
 ქართველები ამტკიცებენ, რომ ეს მათ მიერ ჩატარებული, დე-
 ფაქტო ტერიტორიაზე ჩატარებული მეორე
 სპეცოპერაციაა.პირველი სპეცოპერაციის დროს
 გაათავისუფლეს მერაბ ყოლბაია. აფხაზეთში უარყოფენ, ამ
 სიცრუეს.
 expertclub.ge - რუსეთის პრეზიდენტის
 ნაცვალი აფხაზეთში : - დიმიტრი მედვედევის
 ნაცვალი ალექსანდრე ტკაჩოვი
 abkhazeti.inpo – 19
 მარტს, საქართველოს პარლამენტმა
 გამოთქვა პროტესტი, ტკაჩოვის
 დანიშვნის შესახებ - ის გახდა
 მედვედევის პირდაპირ
 წარმომადგენელი
 აფხაზეთში.აცხადებენ პარლამენტში.
 cuxymi.livejeorial.com - უღირს თუ არა
 საქართველოს აფხაზეთის აღიარება
  მამუკა არეშიძე, თვლის,რომ ჩვენ შეგვიძლია
 ვაღიაროთ, აფხაზეთი როგორც
 დამოუკიდებელი სახელმწიფო თუ ისინი
 გამოიყვანენ ჯარს და დააბრუნებენ
 დევნილებს.

    საქართველო ამ განცხადების გამო, მას
 მოღალატედ მიიჩნევს.
 expertclub.ge - მოსკოვი არ დაუშვებს სირიელი
 აფხაზების და ჩერქეზების ისტორიულ
 სამშობლოში დაბრუნებას.

 ამის შესახებ რუსულ და აფხაზურ საინფორმაციო
 საშუალებებში ინფორმაცია არ ვრცელდება.
 ვლადიმერ პუტინი: "აფხაზეთის დამოუკიდებელ
 სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის მომავალშიც ბევრი რამ
 გაკეთდება"

  19:17 11.05.2012




  რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის
 განცხადებით, "აფხაზეთის დამოუკიდებელ
 სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის მომავალშიც
 ბევრი რამ გაკეთდება".
   ამის შესახებ პუტინმა სოჭში, ოკუპირებული
 აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე
 ანქვაბთან შეხვედრისას განაცხადა. ალექსანდრე
 ანქვაბმა პუტინს გაპრეზიდენტება მიულოცა და
 დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა
 გადაუხადა.
ვლადიმერ პუტინმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ
"გასული წლების განმავლობაში აფხაზეთის
დამოუკიდებელ სახელმწიფოდ
ჩამოყალიბებისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა
და უფრო მეტის გაკეთება ღირს".

 მისივე თქმით, რუსეთი მზადაა, აფხაზეთს
სოციალურ სფეროში, ეკონომიკურ განვითარებასა
და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში
დაეხმაროს.

 შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის სოჭის
რეზიდენციაში გამგზავრებამდე პუტინი და
ანქვაბი ერთმანეთს რუსეთ-საქართველოს
საზღვარზე, მდინარე ფსოუს მიმდებარედ
შეხვდნენ.
ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ანქვაბი ერთმანეთს
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე შეხვდნენ
16:22 11.05.2012




   რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და
 ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი
 ალექსანდრე ანქვაბი ერთმანეთს რუსეთ-
 საქართველოს საზღვარზე, მდინარე ფსოუს
 მიმდებარედ შეხვდნენ.

   აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის
 წარმომადგენლის კრისტიან ბჟანიას
 ინფორმაციით, მათ "სასაზღვრო-გამშვები" პუნქტი
 დაათვალიერეს და მზგავრების, ტრანსპორტისა და
 ტვირთების საბაჟო შემოწმების საკითხები
 განიხილეს.
ამასთან, ანქვაბისა და პუტინის
თანდასწრებით "პირდაპირი სარკინიგზო
მიმოსვლის შესახებ აფხაზეთისა და
რუსეთის მთავრობებს შორის გაფორმებულ
ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის
შესახებ" დოკუმენტს მოეწერა ხელი.

 ღონისძიების შემდეგ პუტინი და ანქვაბი
რუსეთის პრეზიდენტის სოჭის
რეზიდენციაში გაემგზავრნენ, სადაც
კონსულტაციები გაგრძელდება.
ალექსანდრე ანქვაბი: "აფხაზეთი აღიარებას არავის
   სთხოვს, მაგრამ მსოფლიოსთან თბილისის გავლით
   ურთიერთობა არ სურს"
   20:22 25.04.2012
 ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე
 ანქვაბის განცხადებით, "აფხაზეთი აღიარებას არავის
 სთხოვს, მაგრამ მსოფლიოსთან თბილისის გავლით ურთიერთობა
 არ სურს".
   ამის შესახებ ანქვაბმა გერმანიის ელჩთან საქართველოში
 ორთვინ ჰენიგთან შეხვედრისას განაცხადა.

 "აპსნიპრესის" ცნობით, ჰენიგმა რიწის ტბაზე სტუმრობისას
 განაცხადა, რომ "აფხაზეთი სამოთხეა და სამწუხაროა, რომ
 მსოფლიომ მის შესახებ ცოტა რამ იცის".

  "მე მივხვდი, რომ თქვენ გინდათ, მსოფლიომ გაიგოს
   აფხაზეთის შესახებ, მაგრამ არა საქართველოს
   გავლით. თქვენი პოზიცია ნათელია", - აღნიშნა ჰენიგმა.
გერმანელი დიპლომატი ოკუპირებული რეგიონის ოფიციალურ თბილისთან
ურთიერთობით დაინტერესდა.
   ალექსანდრე ანქვაბმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ 2005 წლიდან
აფხაზეთში ჩასულ, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან
ურთიერთობა არწმუნებს, რომ აფხაზეთთან მიმართებაში პოზიცია არ
შეცვლილა.

 "ჩვენ საუბრის სხვა ფორმატი უნდა ავირჩიოთ. აფხაზ ხალხს მკვეთრად
გამოხატული პოზიცია აქვს, რომელსაც ხელისუფლება მისდევს. ეს არის
დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა. პოლიტიკური
ვაჭრობა უადგილოა და სხვადასხვა პროგრამებზე დროის ხარჯვაც არ ღირს.
აფხაზეთი იზოლაციაში არ იმყოფება, მათ შორის რუსეთის დახმარების
მეშვეობით", - განაცხადა ანქვაბმა.
   მისივე თქმით, "აფხაზეთისა და საქართველოს ურთიერთობა მხოლოდ
სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ იქნება შესაძლებელი".

   ამასთან, ანქვაბმა კიდევ ერთხელ არ გამორიცხა, რომ "ცოტა
ხანში, აფხაზეთმა შესაძლოა, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ
კორპუსთან ურთიერთობაზე უარი თქვას".
ვიაჩესლავ ჩირიკბა: "აშშ რიგი ქვეყნების მიერ
აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ხელს
უშლის“
13:08 18.04.2012




 ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა
მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებით, "აშშ რიგი
ქვეყნების მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ხელს
უშლის".
ჩირიკბას მტკიცებით, "რამდენიმე ქვეყანამ აფხაზეთის
დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი სწორედ აშშ ზეწოლის გამო
თქვა".
"მიმდინარეობს შანტაჟი, მუქარები უმაღლეს - აშშ-ის
სახელწმიფო მდივნის დონეზე ხორციელდება, რომელიც
ურეკავს იმ სახელმწიფოს მეთაურებს, რომლებიც
აფხაზეთის აღიარებას აპირებენ ან უკვე აღიარეს", -
განაცხადა ჩირიკბამ.
ამასთან, დე ფაქტო მინისტრის მტკიცებით, "იგი ფლობს
ფარული მუქარის შემცველ წერილებს ფინანსური
დახმარების შეწყვეტისა და აღიარების გაწვევის მოთხოვნის
შესახებ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც აფხაზეთის
დამოუკიდებლობა აღიარეს".

 "ქლინტონის მოადგილე გორდონი ასევე ფაქტიურად
ტრაბახობდა იმით, რომ მან დომინიკის რესპუბლიკის
პრეზიდენტს ამ ეტაპზე აფხაზეთის აღიარება
გადააფიქრებინა. გარდა ამისა, 2008 წელს ევროკავშირი
აქტიურად გამოდიოდა აფხაზეთის აღიარების წინააღმდეგ.
მუქარები იყო ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და
სხვა ქვეყნების მიმართ", - განაცხადა ჩირიკბამ.
ოკუპირებული აფხაზეთი მონაკოსთან დიპლომატიური
   ურთიერთობების დამყარებას იმედოვნებს
   14:31 12.04.2012
 ოკუპირებული აფხაზეთი მონაკოსთან დიპლომატიური ურთიერთობების
  დამყარებას იმედოვნებს.
  ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ
  განაცხადა, რომელიც 30 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით იტალიაში
  იმყოფებოდა.
  "აპსნიპრესის" ინფორმაციით, დელეგაციამ რომი, ურბინო და პეზარო
  დაათვალიერა.
  ჩირიკბას განცხადებით, "საქართველოს ელჩმა იტალიაში მის ჩასვლამდე
  თითქმის ყველა დაწესებულებაში მისვლა მოასწრო, რის გამოც აფხაზეთის
  წარმომადგენელთან შეხვედრების ნაწილი ჩაიშალა".
   დე ფაქტო მინისტრი იტალიაში კომუნისტური და სოციალისტური პარტიის
  წარმომადგენლებს შეხვდა.
  ამასთან, მან აფხაზეთსა და მონაკოს შორის კონტაქტების დამყარებასთან
  დაკავშირებით სან-მარინოში კონსულტაციები მონაკოს საპატიო კონსულთან
  გამართა, რომელმაც, "აპსნიპრესის" ცნობით,
  განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე კულტურული
  ურთიერთობების დამყარებამ პერპექტივაში
  დიპლომატიურ და პოლიტიკურ კავშირებს შეუძლია,
  შეუწყოს ხელი.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერად
ვალერი ბგანბა აირჩიეს
12:05 04.04.2012

     ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის
    სპიკერად ვალერი ბგანბა აირჩიეს.
    მე-5 მოწვევის დე ფაქტო პარლამენტის სხდომის
    დღის წესრიგში, რომელსაც უხუცესი "დეპუტატი"
    არტურ მიქვაბია ხელმძღვანელობდა, დე ფაქტო
    სპიკერისა და დე ფაქტო ვიცე-სპიკერების არჩევის
    საკითხი იდგა.
    ე.წ. სპიკერის თანამდებობაზე რაულ ხაჯიმბა და
    ვალერი ბგანბას კანდიდატურები განიხილებოდა.
    ფარული კენჭისყრის შედეგად ბგანბას 21
    "დეპუტატმა", ხაჯიმბას კი 11 დაუჭირა მხარი.
    დე ფაქტო ვიცე-სპიკერებად ადგურ ხარაზია, ოთარ
    ცვიჟბა, ემმა გამისონია და ვაგარშაკ კოსიანი
    აირჩიეს.
რთული ვითარებაა, ზუსტი ინფორმაციის
მოპოვება თითქმის შეუძლებელია. სხვადასხვა
სათაურები, განსხვავებული შინაარსი და მხოლოდ
კონფლიქტის გაღვივების სურვილი... ქართული
პრესა ირწმუნება, რომ აფხაზეთში დაძაბული
ვითარებაა, ქართველებს დევნიან. აფხაზურ
ბეჭდვით მედიაში აფხაზეთის დაპყრობის შესახებ
და ქართველების ანტიაფხაზური კამპანიის
წინააღმდეგ არსებულ ცნობებს ავრცელებენ.
განხილული ნიუსების მიხედვით სრულიად
გაუგებარია, რომელია ფაქტის და რომელია
მოსაზრების ჟურნალისტიკა.
,,არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა
 თვითონაა გზა“
 მიმართვა ქართველი ხალხისადმი
 დღეს ქართველი ხალხი მოკლებულია შესაძლებლობას პირდაპირ
დაელაპარაკოს აფხაზ ხალხს და პირიქით.
 მრავალი წელია, გარკვეულ ძალებს ქართული საზოგადოება
შეგნებულად ჰყავთ შეცდომაში შეყვანილი და მიზანმიმართულად
არიდებენ თავს პირდაპირ დიალოგს. ხელოვნურადაა ჩაშლილი
მოლაპარაკებების პროცესი. ხალხს კი უნერგავენ აზრს, რომ
მშვიდობიანი მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, კონფლიქტის
გადაჭრის ერთადერთი გზა კი ომია. და ეს მაშინ, როდესაც
სამშვიდობო მოლაპარაკებები პრაქტიკულად არც დაწყებულა.

  სამწუხაროდ, პოლიტიკოსები მათთვის მინდობილ საქმეს ცუდად
ან საერთოდ ვერ აკეთებენ. სწორედ მათი ცუდი მუშაობის შედეგია
სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა და საზოგადოება, ისევე როგორც
წლების წინ, ამ შეცდომებზე საკუთარი სიცოცხლის და სისხლის
ფასად აგებს პასუხს. ბუნებრივია, იბადება კითხვა: რატომ უნდა
გახდეს ჩვენი ხალხი პოლიტიკოსთა პოლიტიკური, ხშირად ბინძური
თამაშების მსხვერპლი?
ქართველი და აფხაზი ხალხების დაკვეთა არის
მხოლოდ მშვიდობა და დიალოგი. რატომ არ
შეუძლიათ ეს გაითავისონ იმ ძალებმა, ვინც საკუთარ
თავს მათი ნების გამომხატველად მიიჩნევს?

  პოლიტიკოსებმა, არიან რა ვალდებულნი ხალხის
დაკვეთა შეასრულონ, უნდა გააკეთონ
ყველაფერი, რათა ხალხს შესთავაზონ
გამოსავალი, გამოსავალი, რომელიც ჩიხიდან
გამოგვიყვანს ყველას და ქართულ-აფხაზურ
ურთიერთობას ახალ ფაზაში გადაიყვანს

  დროა კიდევ ერთხელ დავუსვათ ჩვენ საკუთარ თავს
კითხვა, რა გვინდა ჩვენ აფხაზეთში, ომი თუ
მშვიდობა? თუ ომი - გასაგებია, ვინ ვიქნებით ომის
შემდეგ. და თუ მშვიდობა, მაშინ იქნებ გვეფიქრა
ერთმანეთზე, გვეფიქრა მომავალზე.
,არ არსებობს გზა მშვიდობისკენ. მშვიდობა თვითონაა გზა“.

  ხომ არ აჯობებდა, ერთმანეთისთვის მართლა მოგვებოდიშებინა და მიგვეტევებინა წარსული
შეცოდებანი და შეცდომები? ხომ არ სჯობს, ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთის
ტკივილებს, გავუგოთ ერთმანეთს და ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ჩვენ, ქართველები
არ დავუშვებთ ომს აფხაზებთან. ასევე, ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა
ვიტყვით, რომ როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს არასდროს მოვთხოვთ ჩვენს ხელისუფლებას
გამოიყენოს სამხედრო ძალა, რათა ჩვენ დაგვაბრუნონ აფხაზეთში.

  ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს დამარცხება, ღალატი და ჩვენ თუ გვინდა სიკეთე
აფხაზი ხალხისთვის, არასდროს ვუსურვებთ მათ მარცხს. ჩვენ ქართველი და აფხაზი ერი
აუცილებლად გავიმარჯვებთ და რომელიმე ჩვენთაგანის გამარჯვება არავითარ შემთხვევაში
არ უნდა ნიშნავდეს რომელიმე ჩვენთაგანის დამარცხებას.

  რატომაა ასე ძნელი ორი ხალხის დაახლოება და საერთო ინტერესების, საერთო გზების
გამონახვა?

  ომი ჯერ გონებაში და ცნობიერებაში იწყება და მერე რეალურად. წლების წინ ჩვენს შორის
დაწყებული ომი, სამწუხაროდ, გრძელდება დღესაც. ომი ოდესმე უნდა დამთავრდეს და ეს
თავდაპირველად უნდა დამთავრდეს ჩვენს ცნობიერებაში. ომი უკვე დამარცხებაა.
 ჩვენ ვიცით მშვიდობის ფასი და ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობას. ჩვენთვის
მიუღებელია ომი, მოწოდება ომისკენ, ომის პროპაგანდა, იარაღის ჟღარუნი და სამხედრო
რიტორიკა, რადგან ეს ომი შეიძლება მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანდეს სამართლიანი და
კეთილშობილური.
ქართველი და აფხაზი ხალხის შეკვეთა მხოლოდ მშვიდობა და
დიალოგია.მოვუწოდებთ ყველა
მხარეს, პოლიტიკოსებს, სამხედროებს, მედიას, სამოქალაქო
საზოგადოებას, ეკლესიას, საერთაშორისო
ორგანიზაციებს, გამოიყენონ ყველა რესურსი საომარი
მოქმედებების, გამალებული მილიტარიზმის და ომის პროპაგანდის
შესაჩერებლად.

 ქართველებს და აფხაზებს სხვაგან წასასვლელი მაინც არსად აქვთ.
ჩვენი შვილები ასი წლის მერეც იცხოვრებენ აქ და შეინარჩუნებენ
ენას, კულტურას, ღირსებას და ისტორიულ მეხსიერებას.

    ჩვენს ხალხებს აქვთ მომავალი!

ადამიანის უფლებათა ცენტრი ომის მოწინააღმდეგეთა
საერთაშორისო მოძრაობა 2011
მიმართვა აფხაზ ხალხს
  ჩვენ დღეს ერთმანეთის გარეშე ვცხოვრობთ.
  ჩვენი წარსული ის ტრაგიკული ომია, რომელმაც ორი ხალხის დაშორება გამოიწვია. დრო გადის, ტკივილი
რჩება, ჭრილობები კვლავ ღიაა. კითხვები ისევ უპასუხო. მომავალი კი ბუნდოვანი.
ეს მომავალი არ შეიცვლება, თუ არ დავფიქრდებით იმაზე, თუ რა მოხდა და არ მოვძებნით გზებს
ერთმანეთისაკენ.

 ჩვენთვის, ქართული საზოგადოების ერთი ნაწილისათვის, ნათელია, რომ შეცდომების აღიარების გარეშე
პრობლემები არ გვარდება. ეს მიმართვა ჩვენი გულის გამოძახილია.

 ბოდიში, რომ ვერ შევაჩერეთ ომი.

   ბოდიში, რომ ვერ შევძელით აგვეცილებინა თავიდან ის, რაც მოხდა.
ბოდიში ყველა იმ სიტყვისათვის, ყველა იმ ტყვიისათვის, რომელმაც ომი გამოიწვია.
   ჩვენ გვესმის, რომ ომს აქვს მიზეზი, ორივე დაპირისპირებულ მხარეს ჰყავდა პროვოკატორები და
წამქეზებლები – ვინც მათ იარაღით ამარაგებდა, რომ ძმებს ერთმანეთი დაეხოცათ.
  ვიღაცას მეტი ბრალი მიუძღვის, ვიღაცას ნაკლები, მაგრამ ომში მაინც ყველა დამნაშავეა.

      ომი უკვე დამარცხებაა.

  ნუ დავყოფთ ერთმანეთს ,,ჩვენებად“ და ,,იმათიანებად“, ,,მტრად“ და ,,მოყვარედ“. ჩვენ მტრები არა ვართ.
ჩვენ საომარი არაფერი გვაქვს. ჩვენ გვინდა, აფხაზს ხალხს მოვუხადოთ ბოდიში იმისათვის, რომ ვერ
შევძელით შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და იარაღის ენაზე დავიწყეთ საუბარი.

  ჩვენ გვინდა ხელი გამოგიწოდოთ.
ჩვენ გვჯერა, რომ წარსულის ბოროტების შეგნება კი არ უნდა ჰყოფდეს, არამედ აერთიანებდეს ხალხებს.

                       ვაპატიოთ ეს ომი ერთმანეთს, რათა ის არ განმეორდეს.

         გჯეროდეთ, ჩვენთვის ძვირფასია აფხაზი ხალხი, აფხაზური ენა, აფხაზური კულტურა.
                     ჩვენთვის ძვირფასია ის წარსული, როდესაც ერთად ვიყავით.
ვიცით, რომ აფხაზი და ქართველი ხალხის მეგობრობას ბევრი მტერი ჰყავს და, სამწუხაროდ, ორივე მხრიდან.
                   მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიპოვნოთ გზა ერთმანეთის გულებისაკენ.

    ბოდიში, რომ ამდენი ხანი ვერ მოგაწვდინეთ ჩვენი ხმა და ასე საჯაროდ არ გვითქვამს ეს სიტყვები.

         ბოდიში, რომ ვერ შევძელით წინააღმდეგობა გაგვეწია იმ ყველაფრისთვის, რაც მოხდა.



                       ბოდიში, რომ შეგვეძლო მეტის გაკეთება და ვერ ან არ გავაკეთეთ.
                                      ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის,
                         ჩვენ ვლოცულობთ აფხაზებისთვის და ქართველებისთვის,
                                   ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისათვის,
                                    ჩვენ ვლოცულობთ შერიგებისთვის.



                            http://apsni.org/index.php?a=join&lang=ge
კამპანია „ბოდიში“: ბოდიში ტყვიების ნაცვლად!

 კამპანია „ბოდიში“ დაიწყო 2007 წლის მარტში.

 ბოდიშის თქმა არ არის ადვილი, ხშირად - არც მისი
მიღება.
კამპანია „ბოდიშით“ ჩვენ ვცდილობთ, შეიცვალოს
ურთიერთობის ის ფორმები, რომელიც ქართველ და აფხაზ
ხალხს შორის ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა.
კამპანია „ბოდიში“ თავისი არსით აპოლიტიკური, ომის
საწინააღმდეგო მოძრაობაა, რადგან მიგვაჩნია, რომ
მშვიდობიან დიალოგს ალტერნატივა არა აქვს.
„ბოდიშის“ მთავარი მიზანი ქართველ და აფხაზ
ხალხს შორის ნდობის აღდგენა და საინფორმაციო
ვაკუუმის გარღვევაა. ჩვენ გვინდა, ყველა დავაფიქროთ ომის
საშინელებასა და იმ შეცდომებზე, რომელიც დავუშვით.
მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი: ,,რისთვის უნდა
ვიხადოთ ბოდიში, რომ თავები დაგვაჭრეს და გამოგვყარეს? რომ
ქართული ძეგლები დაანგრიეს, რომ უღელტეხილზე ბავშვები
გაგვიყინეს და თვითმფრინავები ჩამოგვიყარეს? ამ ყველაფრისთვის
კიდევ ჩვენ უნდა მოვიხადოთ ბოდიში? ვინ არიან ეს
ადამიანები, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციიდან? რა გრანტი
მიიღეს, რომ ასეთ სისულეებს წერენ?”

  გიორგი ცანავა, საპარლამენტო ოპოზიციის
წარმომადგენელი: „ქართველ ხალხს საბოდიშო არაფერი აქვს. მაგრამ
ხელისუფლებას მართლა აქვს საბოდიშო იმისათვის, რომ ქართულ
სახელმწიფოს ის ყაჩაღური შესევა აფხაზეთში არ უნდა გაეკეთებინა.
სახელმწიფოს თავისი ვალდებულებები გააჩნია და მან თავი არ უნდა
გაუყადროს იმ არაფორმალურ ბანდ-ფორმირებებს, რომელიც
აფხაზეთში იყო. ქართულ სახელმწიფოს სხვა ვალდებულებები
ეკისრებოდა და ეს ვალდებულებები ტერიტორიული მთლიანობის
შენარჩუნება იყო, მაგრამ არასწორმა ქმედებამ და გენოციდმა ის
გამოიწვია, რაც მოხდა. ამის გამო დღევანდელმა მთავრობამ, როგორც
მაშინდელი ხელისუფლების სამართალმემკვიდრემ ბოდიში უნდა
მოიხადოს. რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თუ თვლის
საჭიროდ, რომ მას ბოდიშის მოხდა ეკუთვნის, მოიხადოს, ვინ
უშლის. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს“.
ელდარ კვერნაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი: „ამ
საკითხს ვაფასებ არა მარტო როგორც დეპუტატი, არამედ, როგორც
რიგითი მოქალაქე. ტოლერანტობას დაფიქრება და გააზრება სჭირდება.
ზოგადად, ადამიანები ხშირად იმას ვერ აფასებენ, რასაც უკეთებენ და რა
პატივშიც ჰყავთ და შემდეგ უფრო მეტის და მეტის სურვილი უჩნდებათ. ჩვენ
ბოდიში კი არ უნდა მოვუხადოთ, მათ აქეთ აქვთ ჩვენთვის ბოდიში
მოსახდელი. მათაც, რუსეთსაც და თუ გნებავთ, ბევრ საერთაშორისო
ორგანიზაციებსაც, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს წუხილი მათთვის
საფიქრალი არ არის და ურჩევნიათ, რუსეთთან, უფრო დიდ
ქვეყანასთან, ჰქონდეთ უფრო კარგი ურთიერთობა. ჩემი ცალსახა
პოზიციაა, რომ საბოდიშო არაფერი გვაქვს. პრეზიდენტის განცხადებას
აბსოლუტურად ვეთანხმები. გვეღირსა პრეზიდენტი, რომელიც ფიქრობს
ქართველი ერის ღირსებაზე და მას ბოდიში არავისთან აქვს მოსახდელი.“

  გურამ ვახტანგაშვილი, ლიახვის ხეობიდან: „ამ არასამთავრობო
ორგანიზაციას არ ვიცნობ. იმ ინფორმაციის მიხედვით, რასაც მე
ვფლობ, არასამთავრობო ორგანიზაციათა უდიდესი ნაწილი გრანტიჭამიები
არიან. ვითომ კონფლიქტური ზონებისთვის რაღაცას აკეთებენ და რეალურად
გრანტებს ჭამენ. მითუმეტეს, თუ ისინი აპირებენ ვიღასაც ბოდიში
მოუხადონ, მაშინ მე ვსვამ კითხვას, ალბათ ამ ორგანიზაციაში ჰყავთ ისეთი
ადამიანები, რომლებიც კონფლიქტურ ზონებში საშინელებებს
ჩადიოდნენ, ალბათ აწამებდნენ ადამიანებს. ჩემს ხალხს არავისთან არა აქვს
ბოდიში მოსახდელი და არც მოიხდიან. თუ ვინმეს პირადად აქვს სადისტობა
ჩადენილი, გინდა ბოდიში მოიხადოს და გინდა წავიდეს და მუხლებზე
ემთხვიოს. რაც უნდა ის უქნია. ეს კეთდება გრანტების მოსაპოვებლად. ისინი
გრანტიჭამიები არიან. ჩვენ საბოდიშო არაფერი გვაქვს.“
ბესო ჯუღელი, საპარლამენტო უმრავლესობის
წარმომადგენელი, ფრაქცია „მაჟორიტარის“
თავჯდომარე: „პრეზიდენტის განცხადებას ვეთანხმები.
ქართველებს არავის წინაშე საბოდიშო არაფერი გვჭირს და
მითუმეტეს აფხაზების წინაშე, რომლებმაც ქართველ ერს
გენოციდი გამოუცხადეს და ათი ათასობით ადამიანი ამოჟლიტეს.
ამის მერე კიდევ იქით ვებოდიშოთ? რა გვაქვს საბოდიშო? ერთი
ეს ამიხსნას იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელმაც ეს
კამპანია წამოიწყო. ალბათ ეს არის გრანტის მოპოვების
მიზნით, მათ აფინანსებენ და თავიანთი არსებობა რომ
გაამართლონ, ამიტომ წამოიწყეს ეს სამარცხვინო კამპანია“.




  მანანა ნაჭყებია, საპარლამენტო ოპოზიცია: „გააჩნია, ვის
ვუხდით ბოდიშს. პირადად არაერთხელ მომიხდია ბოდიში და
კიდევ ერთხელ მინდა მოვუხადო ჩემს აფხაზ მეგობრებს, იმ
უბრალო მოქალაქეებს, რომლებიც არც მონაწილეობდნენ იმ
პროცესებში, რაც მოხდა და დღესაც თვლიან, რომ ეს იყო
უდიდესი შეცდომა. ამ ადამიანებთან საბოდიშოდ შეიძლება
მართლაც გვქონდეს საქმე. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც
სათავეში ედგნენ ამ ყველაფერს, მათთან საბოდიშო არაფერი
გვაქვს“.
პავლე კუბლაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის
წარმომადგენელი: „ასეთი კაპიტულანტური დამოკიდებულების ვერანაირ
მიზეზს ვერ ვხედავ. პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონფლიქტის
მიზეზებზე და იმაზე უნდა ვისაუბროთ, თუ ვინ იყო დამნაშავე, რაშიც
მთავარი წვლილი ჩვენ ნამდვილად არ მიგვიძღვის, ვფიქრობ, უნდა
ვისაუბროთ პრობლემის გადაწყვეტის საშუალებებზე. თუ ვინმე
მოგვიწოდებს ბოდიშის მოხდისკენ, ეს მათი დიდი შეცომაა და ძალიან
ვწუხვარ, თუ მათ ასეთი განწყობა აქვთ. დარწმუნებული
ვარ, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამ განწყობით არ არის.
თუ ვინმე იყო დამნაშავე ამ კონფლიქტში, პირველ რიგში, ეს ნამდვილად
არ ყოფილა ქართული მხარე“.

 ლევან ბერძენიშვილი, საპარლამენტო ოპოზიციის
წარმომადგენელი: „ჩვენმა ხელისუფლებამ პირველ რიგში ბოდიში
საქართველოს მოსახლეობას უნდა მოუხადოს, სულ ცოტა ომის ვერ
აღკვეთისთვის, სულ ბევრი კი ომის დაწყებისთვის აფხაზეთში. თუ ჩვენს
ხელისუფლებას საბოდიშო არაფერი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის
სამართალმემკვიდრედ არ სცნობს თავს. ჩვენ ბოდიში უნდა ვუთხრათ
როგორც ქართველებს ისე აფხაზებს, როგორც დევნილებს, ისე იქ
დარჩენილებს იმისთვის, რომ ეს ომი ყველასთვის საშინელება იყო.
მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ მარტო ჩვენ უნდა მოვიხადოთ ბოდიში.
აფხაზებსაც აქვთ ბოდიში მოსახდელი, ომის დროს მათი მხრიდან
გამოვლენილი სისასტიკის გამო.“
ნინო კალანდაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი: „უნდა ვაღიარო, რომ ამ
საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება არ მახსოვს და არც ის ვიცი ამ
ორგანიზაციასთან დაკავშირებით გაკეთდა თუ არა რაიმე განცხადება. თუმცა, ნებისმიერ
შემთხვევაში, თუნდაც არ იყოს ასეთი ორგანიზაცია ფულისა და გრანტებისკენ მიმართული და
იდეალისტური დამოკიდებულება ჰქონდეს ამ საკითხის მიმართ, მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ აქეთ
უნდა მივიღოთ აფხაზების ბოდიში. ჩვენ ვართ ის ერი, რომელიც იქიდან გამოდევნეს, ის
ერი, რომელსაც უარი გვათქმევინეს ჩვენს კუთვნილ მიწაზე, და ეს მოხდა აფხაზეთის
მონაწილეობით. ამ ომში აფხაზებს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით. ეს ბოდიში არის მთელი
ერის შეურაცხყოფა, იმ ერის შეურაცხყოფა, რომელსაც სჯერა, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილს
წარმოადგენს.“

  ნოდარ გრიგალაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე: „ვაი მაგათ პატრონს. ამ საკითხს არანაირი გავრცობა არ
სჭირდება, ვაი მაგათ პატრონს.“

   გიორგი ცაგარეიშვილი, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი: „ბოდიშის ტექსტი
წაკითხული მაქვს. საკმაოდ რთული საკითხია. აფხაზეთის კონფლიქტის დროს ძალიან ბევრი
შეცდომა იქნა დაშვებული და ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ
დაიწყო სამხედრო კონფლიქტი აფხაზეთში, რა პროვოკაციები განხორციელდა ამისთვის აფხაზური
მხარის მიერ და რუსეთის შესაბამისი ძალების ხელშეწყობით. ვაღიარებ, რომ ჩვენი მხრიდანაც იყო
შეცდომები. ძალიან ბევრი სამხედრო დანაშაულიც იქნა დაშვებული ორივე მხრიდან. საქართველოს
გენერალურ პროკურატურაში ათეულობით ტომი დევს უკვე გამოძიებული საქმეებისა, რომელიც
აფხაზეთში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებსა და ქართველი მოსახლეობის გენოციდს ეხება და
ამას ვერავინ გაექცევა. არ ვფიქრობ, რომ თვითგვემის პოზიციაში უნდა დავდგეთ. რაც ქართულმა
მოსახლეობამ გადაიტანა, მის გადატანას არავის ვურჩევ, მათ შორის არც ჩვენს მტრებს. არ
მგონია, რომ ქართველებს საბოდიშოდ გვქონდეს საქმე. უბრალოდ, ყველაფერი რაღაცნაირად
უნდა დავივიწყოთ, შერიგებას წინ არაფერი უდგას.“
თინა ხიდაშელი, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი: „ჩემი პირადი
აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია. პარტიის პოზიციას კი
ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან ეს ამბავი პირველად თქვენგან გავიგე.
პირადი პოზიციით კი ვამბობ, რომ არა ქართველმა ხალხმა, არამედ
საქართველოს სახელმწიფომ უნდა მოიხადოს ბოდიში ომისთვის.
ბოდიში უნდა მოუხადოს იმ დევნილებსაც, რომლებიც აფხაზეთიდან
გამოყარეს და ომის ყველა მსხვერპლს. თუ სახელმწიფო ხარ და ამის
პრეტენზია გაგაჩნია, საკუთარ ქვეყანაში ომის გაჩაღება არ უნდა დაუშვა.
მე ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. ამ ადამიანებს საერთოდ არ
ვიცნობ, მაგრამ თავისთავად, იდეა მისაღებია.“


   მიხეილ მაჭავარიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი
ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე: „როცა ყოველი
ჩვენგანი ისტორიული სასამართლოს წინაშე წარსდგება, საკუთარი
თავისა და ქვეყნის წინაშე მართლები უნდა ვიყოთ. მიმაჩნია, რომ არ
ღირს არანაირი ცენტის თუ თეთრის გრანტი იმად, რომ ისტორია
დაამახინჯო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 1992 წელს არ იყო
მარტივი სიტუაცია, მაინც უნდა ვთქვა, რომ საქართველოს აფხაზებთან
ომი არ დაუწყია. ეს იყო დიდი პროვოკაცია, რომელიც
სპეცსამსახურებიდან მოდიოდა, მათ შორის ჩართულები იყვნენ
ჩრდილოკავკასიელები. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ყოველივე ასეთი ქმედება
სახელმწიფო
ინტერესის ღალატი, ისტორიის უკუღმა წერა და გონებას აცდენილი
ხალხის მოქმედებაა. მირჩევნია, აფხაზს დაველაპარაკო პირისპირ.
მე მასთან საბოდიშო არაფერი მაქვს.“
სოსო შატბერაშვილი, „ლეიბორისტული შრომის პარტიის“ ერთ-ერთი
ლიდერი: „ქართველ ხალხს საბოდიშო არავისთან არაფერი აქვს. თუ საბოდიშოდ
ვინმეს აქვს საქმე, ეს ედუარდ შევარდნაძეა, რომელმაც, პირველ რიგში, ბოდიში
ორი სამოქალაქო ომის გაღვივებისთვის, ქართველ ხალხს უნდა მოუხადოს. ერთი
თბილისის ომი იყო, მეორე - აფხაზეთის ომი. ორივე სამოქალაქო ომი თავს
რუსეთის იმპერიამ მოგვახვია, რომლის გამხმოვანებელი და შემსრულებელი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გახლდათ. ამიტომ, ქართველ ხალხს
არავისთან აქვს საბოდიშო, ისევე როგორ აფხაზ ხალხს არა აქვს საბოდიშო. ორი
ხალხი რუსეთის მიერ გადებულ მახეში გაება და ორივე ხალხისთვის ეს
სამარცხვინო ომი ძალიან ცუდად დამთავრდა. არავინ თქვას, რომ იქ აფხაზმა
ხალხმა გაიმარჯვა ან ქართველი ხალხი დამარცხდა. ამ ომში ორივენი
დავმარცხდით. ჩვენი პარტიის პოზიციით, პასუხისგებაში უნდა მიეცეს თენგიზ
კიტოვანი, შევარდნაძე და მასთან ერთად ყველა ის ადამიანი, ვინც დამნაშავეა
აფხაზეთის ომის გაღვივებაში. ამავე დროს, მოვითხოვთ, სააკაშვილის
პასუხისმგებლობას, რადგან ის ვარდების რევოლუციის დროს მიტინგებზე ხალხს
არძინბას რეჟიმის დამხობას ჰპირდებოდა. ის კი არ
დაემხო, პირიქით, შესაძლებელია, აფხაზეთის დე-იურედ აღიარება მოხდეს.“

  კოტე გაბაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი
ლიდერი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარე: „არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ თავიანთი
მუშაობისთვის თუ აქტიურობისთვის ყველა თემა გამოიყენონ. „მოვაწერდი
ბოდიშს ხელს“ ქართველების მხრიდან იმის გამო, რომ თავის დროზე ვოვა ვეკუა
მოკლეს; „მოვაწერდი ბოდიშს ხელს“ იმის გამო, რომ ქართველებს თავი მოჭრეს და
მათი თავებით ბურთი ითამაშეს გაგრის სტადიონზე; იმისთვის, რომ ამოწყვიტეს
და ამოხოცეს პატარა ბავშვებიანად ოჯახები მარტო იმიტომ, რომ ისინი
ქართველები იყნენ. ყველამ თვალწინ დაიყენოს ეს კადრები და მერე
გადაწყვიტოს, ბოდიში უნდა მოიხადოს თუ უფრო სწორი იქნება, ბოდიში ორივე
მხარემ ერთმანეთს მოუხადოს. ეს ბოდიში იყოს თანაბარი და ჩვენი საზოგადოება
ნუ გადაიქცევა მხოლოდ მაზოხისტად. ეს ბოდიში არარეალურია და ჩემს
სიმპატიას არ იმსახურებს“.
ელიზბარ ჯაველიძე, პოლიტიკური მოძრაობა
„ენა, მამული, სარწმუნოება“: „საბოდიშო ორივე მხარეს აქვს და არა ერთ-ერთს. ომი
ედუარდ შევარდნაძემ დაიწყო. ეს იყო პროვოკაცია. ამ ომს რაც მოჰყვებოდა, ეს
გასაგებიც იყო. ვერავინ დამარწმუნებს, რომ კიტოვანმა თქვა აფხაზეთში
გავისეირნოთო და მას შევარდნაძე აჰყვა. მან იცოდა, ამას რაც მოჰყვებოდა. იმის
გამო, რომ ჩვენ აფხაზეთში შევედით, ბოდიში უნდა მოვიხადოთ, თუმცა, მერე რაც
მოხდა, რომ ქართველების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ, და დღეს რა
აგრესიასაც ამჟღავნებენ ჩვენი მოძმე აფხაზები, მათ უფრო ეკუთვნით ბოდიშის
მოხდა. საერთოდ, პოლიტიკოსთა ბოდიში არაფერს ნიშნავს. მე ვარ მომხრე სახალხო
დიპლომატიის. ხალხმა საერთო ენა უნდა გამონახოს.“

  ჯონდი ბაღათურია, „ქართული დასი“: „აღშფოთებული ვარ, როცა რომელიღაც
ორგანიზაცია თავს უფლებას აძლევს ქართველი ხალხის სახელით
ილაპარაკოს, მითუმეტეს, ბოდიშები იხადოს. რაც შეეხაბა გვაქვს თუ არა ბოდიშები
სახდელი, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს დასაბრუნებელი ჩვენი ქვეყანა, ჩვენი
ტერიტორიული მთლიანობა გვაქვს აღსადგენი. რომელი უფრო ადრე იყო - კვერცხი
თუ ქათამი და ვინ პირველმა გააკეთა პროცესების პროვოცირება, ამას ამ
შემთხვევაში
 მნიშვნელობა არა აქვს. ცხადია, რომ პროცესები იყო
 არასასურველი და დამანგრეველი. ამ პროცესების
 მაპროვოცირებელი იყო ერთი ჯგუფი, რომელიც
 აფხაზი ხალხის სახელით მოქმედებდა და
 ლაპარაკობდა. ამან გამოიწვია დაპირისპირება
 სოხუმში. ახლა იმის გარკვევის დრო არ არის, ბოდიში
 ვინ უნდა მოიხადოს.“
გია გაჩეჩილაძე, „საქართველოს მწვანეები“: საქმე იმაში გახლავთ, რომ ეს არის
გულუბრყვილო მცდელობა რაღაც კორექტირება შეიტანონ მოლაპარაკების
პროცესში. თუ ხელისუფლებიდან ვინმე ამას დაეთანხმა, ეს ძალიან ცუდი იქნება
თავად მოლაპარაკებისთვის, რადგან საქართველო წამგებიან პოზიციაში
აღმოჩნდება არა მარტო აფხაზურ-ქართულ
ურთიერთობაში, არამედ, საერთაშორისო დონეზე. ალბათ, ყველამ იცის, რომ
კონფლიქტი პროვოცირებული იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. ამის მიზანი
იყო და არის იქ დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლა, ანუ აფხაზეთის
ტერიტორიის გათავისუფლება როგორც ქართველებისგან, ასევე აფხაზებისგან.
ქართველების მიმართ ეს ეფექტურად განხორციელდა სამხედრო ოპერაციების
თვალსაზრისით. აფხაზების მიმართ ეს ძალიან ეშმაკურად ხდება და ამას თვითონ
აფხაზებიც ხვდებიან. ამიტომ, თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, ეს პირველ
რიგში, რუსეთის მხარეა.“




  ბაჩუკი ქარდავა, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“: „ნამდვილად ვერ
მოვიხდი ბოდიშს ვერავის წინაშე, რადგან დაწყებული რუსეთიდან, აფხაზების
ჩათვლით, საბოდიშო სწორედაც რომ მათ აქვთ. მათ საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობა დაარღვიეს და 100 000-ზე მეტი ქართველი გამოყარეს აფხაზეთიდან.
აფხაზი ხალხის მიმართ საპრეტენზიო არაფერი მაქვს და არც საბოდიშო.
მაგრამ, ის, რაც აფხაზების ხელით გაკეთდა, ეს არის სერიოზული დანაშაული
ქართველი ერის წინაშე. გრანტების მოსაპოვებლად აკეთებს ამას ვინმე თუ სხვის
დავალებას ასრულებს, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, არც
მორალური უფლება და არც ისტორიული სამართლიანობა არ გვაძლევს იმის
უფლებას, რომ ჩვენ ასე მოვიქცეთ იმ ბიჭების წინაშე, რომლებიც აფხეზეთში
დაიღუპნენ.“
დენის მატვეევი, კონფლიქტების ექსპერტი: „მოხიბლული ვარ ამ კამპანიით. ეს მეტად
გაბედული ნაბიჯია. ვფიქრობ, მალე მხარდამჭერებსაც მოიპოვებთ, რადგან ეს ერთერთი
საუკეთესო გზაა გაერთიანებისაკენ. არ დანებდეთ, მაშინაც კი თუ თქვენზე ზეწოლა
განხორციელდება“.

 ჰელგა ტემპელი, ფორუმი სამოქალაქო მშვიდობის სამსახურის წევრი (Forum ZFD): „რამაც
ყველაზე მეტად მომხიბლა ამ კამპანიაში, არის ის, რომ თქვენ მეორე მხარისგან არ თხოულობთ
საპასუხო ჟესტს, თქვენ უბრალოდ პირველებმა გადადგით ეს ნაბიჯი, რაც ნამდვილად
მისასალმებელია. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი შემოგიერთდებათ ამ კეთილშობილურ
საქმეში“.

  ბიორნ კუნტერი, სოციალური დაცვის ფედერაციის (BSV, Germany) დირექტორი: „მიტევება
შერიგების საფუძველს ქმნის. ეს ინიციატივა იმ მდგრადი მშვიდობის წინაპირობაა, რომელსაც
კარგი იქნება, თუკი მაგალითად სხვა გაყინული კონფლიქტებიც აიღებენ. ხალხი, რომელიც
პატიებას თხოულობს, შეიძლება მისავე საზოგადოებამ მოღალატეებად შერაცხოს. თუმცა, ჩემი
აზრით, მოღალატეები სწორედ ისინი არიან, ვინც სხვისგან ელიან პირველ ნაბიჯებს. და ისიც
გაითვალისწინეთ, რომ ხალხს, რომელიც პატიებას ითხოვს, შეიძლება ყოველთვის არ აპატიონ.
თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს ამოსავალი წერტილი არ უნდა იყოს. მთავარია, თქვენ იყოთ
გულწრფელები.“

 მერი სანაია, დევნილი: „მართალი გითხრათ, არც მეგონა, ჩვენზე ვინმე თუ ფიქრობდა.
თითქოს ყველას ყველაფერი დაავიწყდა და ჩვენი ტკივილი დღეს მხოლოდ ჩვენია. მადლობა
მინდა გადავუხადო „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ იმისთვის, რომ გაითავისა ჩვენი
ტრაგედია და იმაზე ფიქრს შეუდგა, თუ როგორ შევრიგდეთ, როგორ დავბრუნდეთ
აფხაზეთში, რომელიც უკვე სიზმრად გადაგვექცა.“
ლელა თოლორდავა, ჟურნალისტი: „მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას. ასეა ამ
კონკრეტულ შემთხვევაშიც, თუ ჩვენი მიზანია დავიბრუნოთ აფხაზეთი, მაშინ ნებისმიერი
კამპანია (მით უფრო, „ბოდიშის“ კამპანია) გამართლებულია. ჩემი აზრით, ბოდიშის მოხდა
მხოლოდ და მხოლოდ დიდსულოვნების ნიშანია. აქ სათაკილო და დამამცირებელი არაფერია.
მივესალმები ამ წამოწყებას და მზად ვარ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ფორმით გვერდით
ამოვუდგე „ბოდიშის“ კამპანიის ინიციატორებს.“

  თემურ ბარბაქაძე, ფინანსისტი: „ბოდიშის“ კამპანია, ვფიქრობ, სახალხო კამპანიის
არაჩვეულებრივი ფორმაა. ჩვენც კი, ანუ იმ ხალხმა, ვისაც არავითარი შეხება არ გვქონია
აფხაზეთის ომთან, ბოდიში უნდა მოვუხადოთ იმ აფხაზ დედებს, რომლებმაც ამ ომში
შვილები დაკარგეს. ერთი შეხედვით, თითქოს, ბოდიში ვერაფერი შეღავათია მათთვის, მაგრამ
თუნდაც წუთით დაფიქრებად მაინც ღირს.“

  ნათელა ძიძიგური, დევნილი: „ორი დღის წინ ქუთაისის დრამატულ თეატრში ვიყავი
გიორგი სიხარულიძის სპექტაკლზე „ბამბაზიის სამოთხე“, რომელიც „ბოდიშის“ კამპანიის
გაგრძელებად მენიშნა. სპექტაკლში სწორედ ბოდიშის მოხდაზეა აგებული მთელი ამბავი და
იმიტომაა თბილი და მისასალმებელი. ასე რომ აქ კითხვის დასმაც კი - რას ვფიქრობ „ბოდიშის“
კამპანიაზე - ზედმეტია. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ მისასალმებელი და
გასათვალისწინებელია. მხოლოდ ამ გზით თუ დავბრუნდებით იქ, საიდანაც არც კი
ვიცით, რატომ გამოგვყარეს.“

  ირაკლი კიკნაძე, სტუდენტი: „ნამდვილად მისასალმებელია ეს წამოწყება. მე და ჩემი
მეგობრები დიდი სიამოვნებით შევუერთდებით ამ კამპანიას. მე, პირადად, ასჯერ მოვიხდი
ბოდიშს როგორც აფხაზი, ისე - ქართველი დედების წინაშე, ვისაც იმ ომში შვილები მოუკლეს.
ასე მოიქცევიან ჩემი მეგობრებიც. დროა, დავამთავროთ ეს გაუთავებელი გაურკვევლობა.“

 ლადო გიორგაძე, პედაგოგი: „ბოდიში“ კარგი ჟესტია.
მაგული მინდაძე, პენსიონერი: „არ შეიძლება კმაყოფილება არ
გამოვხატო იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ იდეის ავტორია.
დამიჯერეთ, „ბოდიში“ ყოველთვის ამართლებს და ასე იქნება ამ
შემთხვევაშიც.“

  ნინო ნარიმანიშვილი, ჟურნალისტი: ,,ზოგადად ბოდიში
კეთილშობილური ჟესტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენ
ვართ დამნაშავენი. ბოდიში ორივე მხარეს გვაქვს მოსახდელი. ჩვენ
გადავდგათ პირველი ნაბიჯი, იმედია, შევძლებთ ყინულის დაძვრას და
თანდათან ურთიერთობებიც დათბება”.


  მაგდა კლდიაშვილი, თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის
სტუდენტი:,,მე ვფიქრობ, რომ ცარიელ სიტყვებს და ასეთი ფორმით
ბოდიშის მოხდას აზრი არ აქვს. მხოლოდ სიტყვებითა და უიარაღოდ
აფხაზეთის დაბრუნება ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება და ეს
ქართველებს გათვითცნობიერებული აქვთ. მართალია, ვეთანხმები, რომ
ომი ქართველ ხალხთან შეუთნხმებლად დაიწყო და რამდენიმე კაცმა
გადაწყვიტა მაშინ ამ ომის დაწყება, მაგრამ ქართველები არ
იყვნენ, გამდიდრება რომ დაიწყეს მათ ხარჯზე? არც აფხაზებს
გაუკეთებიათ ნაკლები. აფხაზეთის დასაბრუნებლად ეკონომიკური
ბერკეტების დახვეწა და ეფექტურად გამოყენებაცაა საჭირო, ამ
ყველაფერს ძალაც სჭირდება, ისტორიულად გაიხსენეთ ფაქტი, სადაც
ქართველებს უსისხლოდ და უიარაღოდ დაებრუნებინოთ დაკარგული და
მიტაცებული ტერიტორია. საჭიროა კარგი პოლიტიკა. ძლიერი ეკონომიკა
და ძლიერი არმია. მხოლოდ ბოდიში აფხაზეთს ვერ დაგვიბრუნებს...
მარინა სუდაძე, საქართველოს ახალგაზრდული ცენტრების კავშირის ახალციხის
ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი: ,,გავეცანი მიმართვას აფხაზი ხალხისადმი
და, რა თქმა უნდა, ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ ყველა ქართველი და
აფხაზისათვის ეს ძალიან მტკივნეული საკითხია. ვეთანხმები იმასაც, რომ ჩვენ
შეგვეძლო აგვეცილებინა თავიდან ომი და ჩვენ მართლა გვაქვს ბოდიში
მოსახდელი ყველა იმ აფხაზისთვის, რომელმაც ეს ტკივილი და მწუხარება
განიცადეს. მიმაჩნია, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს. შერიგება.
რა თქმა უნდა, პატიების გზით უნდა მოხდეს და როდესაც შერიგება პატიების
გზით არის დაწყებული, ის უფრო მყარი იქნება”.

 ვასილ ბერიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: ,,თუ
ბოდიშის მოხდა იქნება საჭირო, ბოდიშიც უნდა მოვიხადოთ და ყველა
მშვიდობიანი ნაბიჯი უნდა გადაიდგეს იმასაკენ, რომ რაც შეიძლება მალე
დაუბრუნდეს აფხაზეთი საქართველოს. ეს არის უბრალო ადამიანის ტკივილი და
აფხაზეთში დაბრუნების სურვილი. ჩვენ თუ დადებით ემოციას გამოვხატავთ იქ
მცხოვრები ხალხის მიმართ, ეს ძალიან კარგი იქნება”.

  პაპუნა ხაჩიძე, პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე სამცხე-
ჯავახეთში: ,,აფხაზებმაც და ქართველებმაც უნდა გაიგონ, რომ ერთი ქვეყნის
შვილები ვართ და ჩვენს შორის სხვაობა არ არის. ბოდიშის მოხდა უნდა
შევძლოთ, ალბად მათაც ექნებათ ბოდიში მოსახდელი, მთავარია, ერთამენეთი
გვიყვარდეს და ასეთი კეთილშობილური ფორმით დაიწყოს ურთიერთობების
აღდგენა”.
მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ
მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ
მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ
მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ
მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ
მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ
მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ
მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ
მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ
მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ
მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ
მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ
მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ
მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ
მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

More Related Content

Featured

How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthHow Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
ThinkNow
 
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfAI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
marketingartwork
 
Skeleton Culture Code
Skeleton Culture CodeSkeleton Culture Code
Skeleton Culture Code
Skeleton Technologies
 
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
Neil Kimberley
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
contently
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
Albert Qian
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Kurio // The Social Media Age(ncy)
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Search Engine Journal
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
SpeakerHub
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next
Tessa Mero
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Lily Ray
 
How to have difficult conversations
How to have difficult conversations How to have difficult conversations
How to have difficult conversations
Rajiv Jayarajah, MAppComm, ACC
 
Introduction to Data Science
Introduction to Data ScienceIntroduction to Data Science
Introduction to Data Science
Christy Abraham Joy
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best Practices
Vit Horky
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project management
MindGenius
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
RachelPearson36
 
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Applitools
 
12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work
GetSmarter
 
ChatGPT webinar slides
ChatGPT webinar slidesChatGPT webinar slides
ChatGPT webinar slides
Alireza Esmikhani
 

Featured (20)

How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthHow Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
 
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfAI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
 
Skeleton Culture Code
Skeleton Culture CodeSkeleton Culture Code
Skeleton Culture Code
 
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
 
How to have difficult conversations
How to have difficult conversations How to have difficult conversations
How to have difficult conversations
 
Introduction to Data Science
Introduction to Data ScienceIntroduction to Data Science
Introduction to Data Science
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best Practices
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project management
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
 
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
 
12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work
 
ChatGPT webinar slides
ChatGPT webinar slidesChatGPT webinar slides
ChatGPT webinar slides
 

მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

  • 2. teleauditoriisa da internetSi CarTulTa ricxvis zrdis Sedegad sainformacio saSualebebma lomis wili lamis TiToeuli adamianis yoveldRiur cxovrebSi daidos. es ki imaze miuTiTebs, rom dRes xalxi ufro metadaa mijaWvuli mediaze, vidre es aqamde iyo. dResdReobiT yvelaze popularuli internet media da zogadad internetia. magaliTad: eg ki ara TandaTan sayidlebze gasvlas vzarmacobT da saWiro saqonels internetiT vukveTavT. inernetis mzardi politikuri mniSvnelobac gasaTvaliswinebulia
  • 3. rogori mediaa interneti?  interneti multimediaa – is yvela im Tvisebas flobs, rac manamde arsebul mediasaSualebebs axasiaTebda.  interneti Serwymuli mediaa – mas masalebis tiraJirebac SeuZlia, pirdapiri translirebac da daarqivebac.  interneti SeuzRudavi mediaa, rogorc droSi aseve sivrceSi.  interneti translaciuri mediaa – radgan momxmarebelTan kavSirisTvis is iyenebs signals.  interneti hiperteqsturi mediaa – masSi SesaZlebelia yvela da yvelaferi yvelafers da yvelas davakavSiroT.
  • 4. yvela mediasaSualeba ganviTarebis ramdenime etaps gadis. mecnierebi am etapebs ZiriTadad sam jgufad yofen: teqnologiuri ganviTarebis etapi, eiforiuli da pragmatuli etapebi. internetmac igive gza gaiara. es iyo periodi Aarpa – netis Seqmnidan 90 – ian wlebamde. media saqmesTan mimarTebiT es ramdenime mniSvnelovan faqtors gulisxmobs:
  • 5.  media gaxda xalxuri – auditoria CaerTo kontentis SeqmnaSi – interneti ki iqca kontentis Sesaqmnel instrumentad.  media gaxda gaziarebiTi da dialoguri: dialogi gaZlierda, monologi mokvda.  wertili iqca mZimed: internetSi nawarmoebi arasdros mTavrdeba, saintereso konteqnti aq yovelTvis cocxlobs da axldeba an avtoris, an auditoriis mier.  media gaxda multimediuri da mravalferovani yovelgvari danaxarjebis gareSe Seqmnas respeqtabeluri media arxi da gauwios konkurencia msxvil mediakompanias.  media garTulda – imitom, rom gamartivda.
  • 6. sociluri media mas Semdeg, rac internetma tradiciuli mediasaSualebebis funqciebi SeiTvisa, adamianebi mixvdnen, rom msoflio ablabuda maT aramarto informaciis mimReb, aramed gadamcemad yofnis saSualebasac aZlevda.am safuZvelma Seqmna socialuri qselebi. maTma nawilma adreul etapze daasrula arseboba, nawili dRemde arsebobs, Tumca erT etapzea gayinuli, nawili ki gamudmebiT ganicdis modernizacias. qvemoT im socialuri qselze gavamaxvilebT yuradRebas, romelic met – naklebad cnobilia CvenTvis da mediis kuTxiTac mniSvnelovani adgili ukavia. (Myspace, Facebooki, Yotube, wikipedia)
  • 7. Youtube – msoflioSi udidesi videoportali, Suecvlelia socialur mediaSi momuSave blogerebisa da vlogerebisaTvis. saitze SesaZlebelia atvirTo kino, satelevizio Tu musikaluri klipebi Tu mokle, originaluri videoebi. “iuTubze” masalas, ZiriTadad kerZo pirebi tvirTaven, Tumca gamonakliss arc mediakorporaciebi warmoadgens. maT Soris iseTi gigianturi mediakompaniebi, rogorebicaa CBC, BBC, CNN da sxva.
  • 8. Wikipedia –Tavisufali, mravalenovani da Ria enciklopedia 2001 wels Seiqmna.saitis mTavari GRirseba aris is, rom mis ganviTarebaSi wvlils Setana nebismier msurvels SeuZlia.
  • 9. Facebook - Znelia, warmoidginoT Tanamedrove msoflioSi adamiani, romelic feisbuqis Sesaxeb, rogorc minimum, informacias ar flobs. Yyvelaferi ki 2004 wlis TebervlaSi, harvardis universitetis erT – erT patara oTaxSi daiwyo, sadac informatikis fakultetis rigiTma studentma , mark cukembergma, oTaxis megobrebTan erTad, sruliad Cveulebrivi megobrebis gasacnobi socialuri qseli gaakeTa. dResdReobiT, Facebook - Si naxevar miliardze meti adamiania daregistrirebuli. rac ufro meti adamiani gyavs, miT ufro farTod vrceldeba Cvens mier gacemuli informacia da miT metia cnobadoba. Facebook-i aris qseli, romelSic, msoflioSi wuTSi 10 adamiani registrirdeba.
  • 10. socialur qselebSi adamianTa moRvaweobis motivebs Tu davakvirdebiT, ramdenime jgufi SeiZleba gamovyoT :  saqmiani motivi  saganmanaTleblo motivi  urTierTobis motivi  korporaciuli motivi  gasarTobi motivi
  • 11. politikuri mniSvneloba media politikurad mas Semdeg gaxda mniSvnelovani, rac XIX saukunis bolos, wera – kiTxvis mcodneTa da Sesabamisad, Jurnal – gazeTebis raodenobam sagrZnoblad imata. axla aRaravin kamaTobs imaze, rom TandaTanobiT, socialuri da teqnologiuri cvlilebebis kvalad, masemdia gavleniani politikuri Zala gaxda da zogjer politikuri procesebis warmarTvelic.
  • 12. internet media gansakuTrebiT dadebiT rols TamaSobs – rogorc sazogadoebis swrafi “informatori”. is demokratiis xarisxsac uzrunvelyofs da xelisuflebis makontrolebelicaa. misi, rogorc demokratiis darajis funqcia kargad gamoCnda 1974 wels, roca “uaSington postma”uotergeitis skandali gamoiZia da prezidenti niqsoni aiZula, Tanamdebobidan gadamdgariyo. ufro metic, bevri amtkicebs, rom internetis wyalobiT, politikuri, ekonomikuri Tu kulturuli konkurencia kidev ufro gaizarda. dRes yvelas SeuZlia sakuTari informacia sakmaod iafad da Sedegianad gaavrcelos, romelsac wamebSi mTeli msoflio gaicnobs. informaciuli sazogadoeba esaa sazogadoeba, sadac informaciis Seqmna, ganawileba da marTva umTavresi ekonomikuri da kulturuli saqmianobaa, rasac kerZod, kompiuterizebuli procesebisa da internetis sul ufro farTo gamoyeneba uwyobs xels.
  • 13. media politikur kulturasac amCnevs Tavis kvals da qveynis marTvis meTodebze amiTac axdens gavlenas. zogjer mediis cinikuri ganwyobis danergvasac abraleben, rac xalxis mzard undoblobas iwvevs rogorc zogadad politikis, Tu calkeuli politikosebis mimarT. wonasworobis dacva samarTlian kritikasa da lanZRvas Soris realurad sakmaod Zneli saqmea.bolo – bolo, media mainc komerciaa da es Tavis daRs aCens axali ambebisa Tu movlenebis gaSuqebas. komentarebisa da interpretaciis koriantelSi xalxs sul ufro uWirs “qato fqvilisagan ganasxvavos.”
  • 14.  mediis mzardi politikuri gavlenis Sedegia msoflio globalizaciis procesebis gaaqtiurebac, yvelaferi radiom da televiziam wamoiwyves da sul ufro garTulda ama Tu im qveynis mosaxleobisaTvis sxva qveynebis samauwyeblo kompaniebis mier gavrcelebuli cxel-cxeli ambebisa Tu maTi analizis damalva. swored aman ganapiroba aRmosavleT evropis komunisturi reJimebis ryeva da 1989 – 1991 wlebSi movlenebi. procesi ufro gaaRrmava.  mas –media sxvadasxva formiT monawileobs qveynis marTvaSi: man saxe ucvala politikuri liderobis models da amave dros, xelisuflebis gadanawilebazec axdens gavlenas. ase unda aRvniSnoT, rom xelisufleba medias xSirad propagandistuli miznebiTac iyenebs, rac masze uSualo kontroliT xorciledeba da “oficialuri” Tvalsazirisis tiraJirebaSi vlindeba.
  • 15. rogoria dRevandel saqarTveloSi internet mediis prestiJi? 30% maRali 55% ar var momxmarebeli 15% Jurnalistebs etyobaT, rom profesionalebi ar arian
  • 16. multimedia afxazeTis konfliqtis Sesaxeb  lenta.ru pik.tv  ambebi.ge vefima.ru  BBC.com ipn.ge  news.zn.va expertclub.ge  abkhazeti.inpo yuga.ru  aps nypress info
  • 17.  lenta.ru - რუსეთის და ვაშინგტონის აღიარება აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნებს  pik.tv - ვაშინგტონი არ აღიარებს აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნებს ( ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ მარკ ტონერმა.მან მოუწონდა რუსეთს , რომ 2008 წლის შეთანხმების მიხედვით იმოქმედონ.მიმართა, რომ ჯარი გამოიყვანონ კონფლიქტის ზონიდან და საშუალება მოგვცენ ვუზრუნველყოთ, ჰუმანიტარული დახმარებით.
  • 18.  ambebi.ge - გალის რაიონში დაძაბული ვითარებაა  ipn.ge - გალის რაიონში აფხაზი მილიციელებისათვის ცეცხლის გახსნა ზუგდიდის რაიონის მცხოვრებს ბრალდება  aps nypress.info – გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მოკლეს, საზღვრის დაცვის მცველი,Foficeri, რუსეთის წარმომადგენელი, ვასილ კვიტკოვი  abkhazeti.inpo - გეგმიური შემოწმების დროს დაიღუპა საზრვრის დამცველი პოლკოვნიკი, ვასილ კვიტკო.დაიჭრა მცველი ვასილ დონავი. აფხაზეთის პრესა, ამტკიცებს, რომ კრიმინალების მიერ მოკლულია, უკვე რვა ადამიანი, 3 თვის განმავლობაში.
  • 19.  ambebi.ge - აფხაზეთში დაკავებული მღვდელმონაზონი იონა თავისუფალია მამა იონა დაკავებულია აფხაზეთის დე - ფაქტო ხელისუფლების, სპეცსამსახურების მიერ.  news.zn.va - აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ მამა იონა უცნობმა, კრიმინალურმა დაჯგუფებებმა დააკავეს.  abkhazeti.inpo - საქართველოში გავრცელებული ინფორმაციით, ეს სპეცოპერაცია ქართველებმა დაგეგმეს.თითქოს მათ გაათავისუფლეს მამა იონა. ქართველები ამტკიცებენ, რომ ეს მათ მიერ ჩატარებული, დე- ფაქტო ტერიტორიაზე ჩატარებული მეორე სპეცოპერაციაა.პირველი სპეცოპერაციის დროს გაათავისუფლეს მერაბ ყოლბაია. აფხაზეთში უარყოფენ, ამ სიცრუეს.
  • 20.  expertclub.ge - რუსეთის პრეზიდენტის ნაცვალი აფხაზეთში : - დიმიტრი მედვედევის ნაცვალი ალექსანდრე ტკაჩოვი
  • 21.  abkhazeti.inpo – 19 მარტს, საქართველოს პარლამენტმა გამოთქვა პროტესტი, ტკაჩოვის დანიშვნის შესახებ - ის გახდა მედვედევის პირდაპირ წარმომადგენელი აფხაზეთში.აცხადებენ პარლამენტში.
  • 22.  cuxymi.livejeorial.com - უღირს თუ არა საქართველოს აფხაზეთის აღიარება მამუკა არეშიძე, თვლის,რომ ჩვენ შეგვიძლია ვაღიაროთ, აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო თუ ისინი გამოიყვანენ ჯარს და დააბრუნებენ დევნილებს. საქართველო ამ განცხადების გამო, მას მოღალატედ მიიჩნევს.
  • 23.  expertclub.ge - მოსკოვი არ დაუშვებს სირიელი აფხაზების და ჩერქეზების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას.  ამის შესახებ რუსულ და აფხაზურ საინფორმაციო საშუალებებში ინფორმაცია არ ვრცელდება.
  • 24.  ვლადიმერ პუტინი: "აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის მომავალშიც ბევრი რამ გაკეთდება" 19:17 11.05.2012 რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, "აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის მომავალშიც ბევრი რამ გაკეთდება". ამის შესახებ პუტინმა სოჭში, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრისას განაცხადა. ალექსანდრე ანქვაბმა პუტინს გაპრეზიდენტება მიულოცა და დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
  • 25. ვლადიმერ პუტინმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ "გასული წლების განმავლობაში აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და უფრო მეტის გაკეთება ღირს". მისივე თქმით, რუსეთი მზადაა, აფხაზეთს სოციალურ სფეროში, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმაროს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის სოჭის რეზიდენციაში გამგზავრებამდე პუტინი და ანქვაბი ერთმანეთს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, მდინარე ფსოუს მიმდებარედ შეხვდნენ.
  • 26. ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ანქვაბი ერთმანეთს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე შეხვდნენ 16:22 11.05.2012 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ერთმანეთს რუსეთ- საქართველოს საზღვარზე, მდინარე ფსოუს მიმდებარედ შეხვდნენ. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან ბჟანიას ინფორმაციით, მათ "სასაზღვრო-გამშვები" პუნქტი დაათვალიერეს და მზგავრების, ტრანსპორტისა და ტვირთების საბაჟო შემოწმების საკითხები განიხილეს.
  • 27. ამასთან, ანქვაბისა და პუტინის თანდასწრებით "პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის შესახებ აფხაზეთისა და რუსეთის მთავრობებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" დოკუმენტს მოეწერა ხელი. ღონისძიების შემდეგ პუტინი და ანქვაბი რუსეთის პრეზიდენტის სოჭის რეზიდენციაში გაემგზავრნენ, სადაც კონსულტაციები გაგრძელდება.
  • 28. ალექსანდრე ანქვაბი: "აფხაზეთი აღიარებას არავის სთხოვს, მაგრამ მსოფლიოსთან თბილისის გავლით ურთიერთობა არ სურს" 20:22 25.04.2012  ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, "აფხაზეთი აღიარებას არავის სთხოვს, მაგრამ მსოფლიოსთან თბილისის გავლით ურთიერთობა არ სურს". ამის შესახებ ანქვაბმა გერმანიის ელჩთან საქართველოში ორთვინ ჰენიგთან შეხვედრისას განაცხადა. "აპსნიპრესის" ცნობით, ჰენიგმა რიწის ტბაზე სტუმრობისას განაცხადა, რომ "აფხაზეთი სამოთხეა და სამწუხაროა, რომ მსოფლიომ მის შესახებ ცოტა რამ იცის". "მე მივხვდი, რომ თქვენ გინდათ, მსოფლიომ გაიგოს აფხაზეთის შესახებ, მაგრამ არა საქართველოს გავლით. თქვენი პოზიცია ნათელია", - აღნიშნა ჰენიგმა.
  • 29. გერმანელი დიპლომატი ოკუპირებული რეგიონის ოფიციალურ თბილისთან ურთიერთობით დაინტერესდა. ალექსანდრე ანქვაბმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ 2005 წლიდან აფხაზეთში ჩასულ, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან ურთიერთობა არწმუნებს, რომ აფხაზეთთან მიმართებაში პოზიცია არ შეცვლილა. "ჩვენ საუბრის სხვა ფორმატი უნდა ავირჩიოთ. აფხაზ ხალხს მკვეთრად გამოხატული პოზიცია აქვს, რომელსაც ხელისუფლება მისდევს. ეს არის დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა. პოლიტიკური ვაჭრობა უადგილოა და სხვადასხვა პროგრამებზე დროის ხარჯვაც არ ღირს. აფხაზეთი იზოლაციაში არ იმყოფება, მათ შორის რუსეთის დახმარების მეშვეობით", - განაცხადა ანქვაბმა. მისივე თქმით, "აფხაზეთისა და საქართველოს ურთიერთობა მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ იქნება შესაძლებელი". ამასთან, ანქვაბმა კიდევ ერთხელ არ გამორიცხა, რომ "ცოტა ხანში, აფხაზეთმა შესაძლოა, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობაზე უარი თქვას".
  • 30. ვიაჩესლავ ჩირიკბა: "აშშ რიგი ქვეყნების მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ხელს უშლის“ 13:08 18.04.2012 ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებით, "აშშ რიგი ქვეყნების მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ხელს უშლის". ჩირიკბას მტკიცებით, "რამდენიმე ქვეყანამ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი სწორედ აშშ ზეწოლის გამო თქვა".
  • 31. "მიმდინარეობს შანტაჟი, მუქარები უმაღლეს - აშშ-ის სახელწმიფო მდივნის დონეზე ხორციელდება, რომელიც ურეკავს იმ სახელმწიფოს მეთაურებს, რომლებიც აფხაზეთის აღიარებას აპირებენ ან უკვე აღიარეს", - განაცხადა ჩირიკბამ. ამასთან, დე ფაქტო მინისტრის მტკიცებით, "იგი ფლობს ფარული მუქარის შემცველ წერილებს ფინანსური დახმარების შეწყვეტისა და აღიარების გაწვევის მოთხოვნის შესახებ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს". "ქლინტონის მოადგილე გორდონი ასევე ფაქტიურად ტრაბახობდა იმით, რომ მან დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს ამ ეტაპზე აფხაზეთის აღიარება გადააფიქრებინა. გარდა ამისა, 2008 წელს ევროკავშირი აქტიურად გამოდიოდა აფხაზეთის აღიარების წინააღმდეგ. მუქარები იყო ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და სხვა ქვეყნების მიმართ", - განაცხადა ჩირიკბამ.
  • 32. ოკუპირებული აფხაზეთი მონაკოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას იმედოვნებს 14:31 12.04.2012  ოკუპირებული აფხაზეთი მონაკოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას იმედოვნებს. ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომელიც 30 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით იტალიაში იმყოფებოდა. "აპსნიპრესის" ინფორმაციით, დელეგაციამ რომი, ურბინო და პეზარო დაათვალიერა. ჩირიკბას განცხადებით, "საქართველოს ელჩმა იტალიაში მის ჩასვლამდე თითქმის ყველა დაწესებულებაში მისვლა მოასწრო, რის გამოც აფხაზეთის წარმომადგენელთან შეხვედრების ნაწილი ჩაიშალა". დე ფაქტო მინისტრი იტალიაში კომუნისტური და სოციალისტური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა. ამასთან, მან აფხაზეთსა და მონაკოს შორის კონტაქტების დამყარებასთან დაკავშირებით სან-მარინოში კონსულტაციები მონაკოს საპატიო კონსულთან გამართა, რომელმაც, "აპსნიპრესის" ცნობით, განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე კულტურული ურთიერთობების დამყარებამ პერპექტივაში დიპლომატიურ და პოლიტიკურ კავშირებს შეუძლია, შეუწყოს ხელი.
  • 33. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერად ვალერი ბგანბა აირჩიეს 12:05 04.04.2012 ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერად ვალერი ბგანბა აირჩიეს. მე-5 მოწვევის დე ფაქტო პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში, რომელსაც უხუცესი "დეპუტატი" არტურ მიქვაბია ხელმძღვანელობდა, დე ფაქტო სპიკერისა და დე ფაქტო ვიცე-სპიკერების არჩევის საკითხი იდგა. ე.წ. სპიკერის თანამდებობაზე რაულ ხაჯიმბა და ვალერი ბგანბას კანდიდატურები განიხილებოდა. ფარული კენჭისყრის შედეგად ბგანბას 21 "დეპუტატმა", ხაჯიმბას კი 11 დაუჭირა მხარი. დე ფაქტო ვიცე-სპიკერებად ადგურ ხარაზია, ოთარ ცვიჟბა, ემმა გამისონია და ვაგარშაკ კოსიანი აირჩიეს.
  • 34. რთული ვითარებაა, ზუსტი ინფორმაციის მოპოვება თითქმის შეუძლებელია. სხვადასხვა სათაურები, განსხვავებული შინაარსი და მხოლოდ კონფლიქტის გაღვივების სურვილი... ქართული პრესა ირწმუნება, რომ აფხაზეთში დაძაბული ვითარებაა, ქართველებს დევნიან. აფხაზურ ბეჭდვით მედიაში აფხაზეთის დაპყრობის შესახებ და ქართველების ანტიაფხაზური კამპანიის წინააღმდეგ არსებულ ცნობებს ავრცელებენ. განხილული ნიუსების მიხედვით სრულიად გაუგებარია, რომელია ფაქტის და რომელია მოსაზრების ჟურნალისტიკა.
  • 35. ,,არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა“ მიმართვა ქართველი ხალხისადმი დღეს ქართველი ხალხი მოკლებულია შესაძლებლობას პირდაპირ დაელაპარაკოს აფხაზ ხალხს და პირიქით. მრავალი წელია, გარკვეულ ძალებს ქართული საზოგადოება შეგნებულად ჰყავთ შეცდომაში შეყვანილი და მიზანმიმართულად არიდებენ თავს პირდაპირ დიალოგს. ხელოვნურადაა ჩაშლილი მოლაპარაკებების პროცესი. ხალხს კი უნერგავენ აზრს, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა კი ომია. და ეს მაშინ, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები პრაქტიკულად არც დაწყებულა. სამწუხაროდ, პოლიტიკოსები მათთვის მინდობილ საქმეს ცუდად ან საერთოდ ვერ აკეთებენ. სწორედ მათი ცუდი მუშაობის შედეგია სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა და საზოგადოება, ისევე როგორც წლების წინ, ამ შეცდომებზე საკუთარი სიცოცხლის და სისხლის ფასად აგებს პასუხს. ბუნებრივია, იბადება კითხვა: რატომ უნდა გახდეს ჩვენი ხალხი პოლიტიკოსთა პოლიტიკური, ხშირად ბინძური თამაშების მსხვერპლი?
  • 36. ქართველი და აფხაზი ხალხების დაკვეთა არის მხოლოდ მშვიდობა და დიალოგი. რატომ არ შეუძლიათ ეს გაითავისონ იმ ძალებმა, ვინც საკუთარ თავს მათი ნების გამომხატველად მიიჩნევს? პოლიტიკოსებმა, არიან რა ვალდებულნი ხალხის დაკვეთა შეასრულონ, უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა ხალხს შესთავაზონ გამოსავალი, გამოსავალი, რომელიც ჩიხიდან გამოგვიყვანს ყველას და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას ახალ ფაზაში გადაიყვანს დროა კიდევ ერთხელ დავუსვათ ჩვენ საკუთარ თავს კითხვა, რა გვინდა ჩვენ აფხაზეთში, ომი თუ მშვიდობა? თუ ომი - გასაგებია, ვინ ვიქნებით ომის შემდეგ. და თუ მშვიდობა, მაშინ იქნებ გვეფიქრა ერთმანეთზე, გვეფიქრა მომავალზე.
  • 37. ,არ არსებობს გზა მშვიდობისკენ. მშვიდობა თვითონაა გზა“. ხომ არ აჯობებდა, ერთმანეთისთვის მართლა მოგვებოდიშებინა და მიგვეტევებინა წარსული შეცოდებანი და შეცდომები? ხომ არ სჯობს, ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთის ტკივილებს, გავუგოთ ერთმანეთს და ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ჩვენ, ქართველები არ დავუშვებთ ომს აფხაზებთან. ასევე, ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ვიტყვით, რომ როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს არასდროს მოვთხოვთ ჩვენს ხელისუფლებას გამოიყენოს სამხედრო ძალა, რათა ჩვენ დაგვაბრუნონ აფხაზეთში. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს დამარცხება, ღალატი და ჩვენ თუ გვინდა სიკეთე აფხაზი ხალხისთვის, არასდროს ვუსურვებთ მათ მარცხს. ჩვენ ქართველი და აფხაზი ერი აუცილებლად გავიმარჯვებთ და რომელიმე ჩვენთაგანის გამარჯვება არავითარ შემთხვევაში არ უნდა ნიშნავდეს რომელიმე ჩვენთაგანის დამარცხებას. რატომაა ასე ძნელი ორი ხალხის დაახლოება და საერთო ინტერესების, საერთო გზების გამონახვა? ომი ჯერ გონებაში და ცნობიერებაში იწყება და მერე რეალურად. წლების წინ ჩვენს შორის დაწყებული ომი, სამწუხაროდ, გრძელდება დღესაც. ომი ოდესმე უნდა დამთავრდეს და ეს თავდაპირველად უნდა დამთავრდეს ჩვენს ცნობიერებაში. ომი უკვე დამარცხებაა. ჩვენ ვიცით მშვიდობის ფასი და ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობას. ჩვენთვის მიუღებელია ომი, მოწოდება ომისკენ, ომის პროპაგანდა, იარაღის ჟღარუნი და სამხედრო რიტორიკა, რადგან ეს ომი შეიძლება მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანდეს სამართლიანი და კეთილშობილური.
  • 38. ქართველი და აფხაზი ხალხის შეკვეთა მხოლოდ მშვიდობა და დიალოგია.მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პოლიტიკოსებს, სამხედროებს, მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, ეკლესიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენონ ყველა რესურსი საომარი მოქმედებების, გამალებული მილიტარიზმის და ომის პროპაგანდის შესაჩერებლად. ქართველებს და აფხაზებს სხვაგან წასასვლელი მაინც არსად აქვთ. ჩვენი შვილები ასი წლის მერეც იცხოვრებენ აქ და შეინარჩუნებენ ენას, კულტურას, ღირსებას და ისტორიულ მეხსიერებას. ჩვენს ხალხებს აქვთ მომავალი! ადამიანის უფლებათა ცენტრი ომის მოწინააღმდეგეთა საერთაშორისო მოძრაობა 2011
  • 39. მიმართვა აფხაზ ხალხს ჩვენ დღეს ერთმანეთის გარეშე ვცხოვრობთ. ჩვენი წარსული ის ტრაგიკული ომია, რომელმაც ორი ხალხის დაშორება გამოიწვია. დრო გადის, ტკივილი რჩება, ჭრილობები კვლავ ღიაა. კითხვები ისევ უპასუხო. მომავალი კი ბუნდოვანი. ეს მომავალი არ შეიცვლება, თუ არ დავფიქრდებით იმაზე, თუ რა მოხდა და არ მოვძებნით გზებს ერთმანეთისაკენ. ჩვენთვის, ქართული საზოგადოების ერთი ნაწილისათვის, ნათელია, რომ შეცდომების აღიარების გარეშე პრობლემები არ გვარდება. ეს მიმართვა ჩვენი გულის გამოძახილია. ბოდიში, რომ ვერ შევაჩერეთ ომი. ბოდიში, რომ ვერ შევძელით აგვეცილებინა თავიდან ის, რაც მოხდა. ბოდიში ყველა იმ სიტყვისათვის, ყველა იმ ტყვიისათვის, რომელმაც ომი გამოიწვია. ჩვენ გვესმის, რომ ომს აქვს მიზეზი, ორივე დაპირისპირებულ მხარეს ჰყავდა პროვოკატორები და წამქეზებლები – ვინც მათ იარაღით ამარაგებდა, რომ ძმებს ერთმანეთი დაეხოცათ. ვიღაცას მეტი ბრალი მიუძღვის, ვიღაცას ნაკლები, მაგრამ ომში მაინც ყველა დამნაშავეა. ომი უკვე დამარცხებაა. ნუ დავყოფთ ერთმანეთს ,,ჩვენებად“ და ,,იმათიანებად“, ,,მტრად“ და ,,მოყვარედ“. ჩვენ მტრები არა ვართ. ჩვენ საომარი არაფერი გვაქვს. ჩვენ გვინდა, აფხაზს ხალხს მოვუხადოთ ბოდიში იმისათვის, რომ ვერ შევძელით შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და იარაღის ენაზე დავიწყეთ საუბარი. ჩვენ გვინდა ხელი გამოგიწოდოთ.
  • 40. ჩვენ გვჯერა, რომ წარსულის ბოროტების შეგნება კი არ უნდა ჰყოფდეს, არამედ აერთიანებდეს ხალხებს. ვაპატიოთ ეს ომი ერთმანეთს, რათა ის არ განმეორდეს. გჯეროდეთ, ჩვენთვის ძვირფასია აფხაზი ხალხი, აფხაზური ენა, აფხაზური კულტურა. ჩვენთვის ძვირფასია ის წარსული, როდესაც ერთად ვიყავით. ვიცით, რომ აფხაზი და ქართველი ხალხის მეგობრობას ბევრი მტერი ჰყავს და, სამწუხაროდ, ორივე მხრიდან. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიპოვნოთ გზა ერთმანეთის გულებისაკენ. ბოდიში, რომ ამდენი ხანი ვერ მოგაწვდინეთ ჩვენი ხმა და ასე საჯაროდ არ გვითქვამს ეს სიტყვები. ბოდიში, რომ ვერ შევძელით წინააღმდეგობა გაგვეწია იმ ყველაფრისთვის, რაც მოხდა. ბოდიში, რომ შეგვეძლო მეტის გაკეთება და ვერ ან არ გავაკეთეთ. ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, ჩვენ ვლოცულობთ აფხაზებისთვის და ქართველებისთვის, ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისათვის, ჩვენ ვლოცულობთ შერიგებისთვის. http://apsni.org/index.php?a=join&lang=ge
  • 41. კამპანია „ბოდიში“: ბოდიში ტყვიების ნაცვლად! კამპანია „ბოდიში“ დაიწყო 2007 წლის მარტში. ბოდიშის თქმა არ არის ადვილი, ხშირად - არც მისი მიღება. კამპანია „ბოდიშით“ ჩვენ ვცდილობთ, შეიცვალოს ურთიერთობის ის ფორმები, რომელიც ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. კამპანია „ბოდიში“ თავისი არსით აპოლიტიკური, ომის საწინააღმდეგო მოძრაობაა, რადგან მიგვაჩნია, რომ მშვიდობიან დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. „ბოდიშის“ მთავარი მიზანი ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ნდობის აღდგენა და საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევაა. ჩვენ გვინდა, ყველა დავაფიქროთ ომის საშინელებასა და იმ შეცდომებზე, რომელიც დავუშვით.
  • 42. მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი: ,,რისთვის უნდა ვიხადოთ ბოდიში, რომ თავები დაგვაჭრეს და გამოგვყარეს? რომ ქართული ძეგლები დაანგრიეს, რომ უღელტეხილზე ბავშვები გაგვიყინეს და თვითმფრინავები ჩამოგვიყარეს? ამ ყველაფრისთვის კიდევ ჩვენ უნდა მოვიხადოთ ბოდიში? ვინ არიან ეს ადამიანები, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციიდან? რა გრანტი მიიღეს, რომ ასეთ სისულეებს წერენ?” გიორგი ცანავა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი: „ქართველ ხალხს საბოდიშო არაფერი აქვს. მაგრამ ხელისუფლებას მართლა აქვს საბოდიშო იმისათვის, რომ ქართულ სახელმწიფოს ის ყაჩაღური შესევა აფხაზეთში არ უნდა გაეკეთებინა. სახელმწიფოს თავისი ვალდებულებები გააჩნია და მან თავი არ უნდა გაუყადროს იმ არაფორმალურ ბანდ-ფორმირებებს, რომელიც აფხაზეთში იყო. ქართულ სახელმწიფოს სხვა ვალდებულებები ეკისრებოდა და ეს ვალდებულებები ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება იყო, მაგრამ არასწორმა ქმედებამ და გენოციდმა ის გამოიწვია, რაც მოხდა. ამის გამო დღევანდელმა მთავრობამ, როგორც მაშინდელი ხელისუფლების სამართალმემკვიდრემ ბოდიში უნდა მოიხადოს. რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თუ თვლის საჭიროდ, რომ მას ბოდიშის მოხდა ეკუთვნის, მოიხადოს, ვინ უშლის. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს“.
  • 43. ელდარ კვერნაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი: „ამ საკითხს ვაფასებ არა მარტო როგორც დეპუტატი, არამედ, როგორც რიგითი მოქალაქე. ტოლერანტობას დაფიქრება და გააზრება სჭირდება. ზოგადად, ადამიანები ხშირად იმას ვერ აფასებენ, რასაც უკეთებენ და რა პატივშიც ჰყავთ და შემდეგ უფრო მეტის და მეტის სურვილი უჩნდებათ. ჩვენ ბოდიში კი არ უნდა მოვუხადოთ, მათ აქეთ აქვთ ჩვენთვის ბოდიში მოსახდელი. მათაც, რუსეთსაც და თუ გნებავთ, ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს წუხილი მათთვის საფიქრალი არ არის და ურჩევნიათ, რუსეთთან, უფრო დიდ ქვეყანასთან, ჰქონდეთ უფრო კარგი ურთიერთობა. ჩემი ცალსახა პოზიციაა, რომ საბოდიშო არაფერი გვაქვს. პრეზიდენტის განცხადებას აბსოლუტურად ვეთანხმები. გვეღირსა პრეზიდენტი, რომელიც ფიქრობს ქართველი ერის ღირსებაზე და მას ბოდიში არავისთან აქვს მოსახდელი.“ გურამ ვახტანგაშვილი, ლიახვის ხეობიდან: „ამ არასამთავრობო ორგანიზაციას არ ვიცნობ. იმ ინფორმაციის მიხედვით, რასაც მე ვფლობ, არასამთავრობო ორგანიზაციათა უდიდესი ნაწილი გრანტიჭამიები არიან. ვითომ კონფლიქტური ზონებისთვის რაღაცას აკეთებენ და რეალურად გრანტებს ჭამენ. მითუმეტეს, თუ ისინი აპირებენ ვიღასაც ბოდიში მოუხადონ, მაშინ მე ვსვამ კითხვას, ალბათ ამ ორგანიზაციაში ჰყავთ ისეთი ადამიანები, რომლებიც კონფლიქტურ ზონებში საშინელებებს ჩადიოდნენ, ალბათ აწამებდნენ ადამიანებს. ჩემს ხალხს არავისთან არა აქვს ბოდიში მოსახდელი და არც მოიხდიან. თუ ვინმეს პირადად აქვს სადისტობა ჩადენილი, გინდა ბოდიში მოიხადოს და გინდა წავიდეს და მუხლებზე ემთხვიოს. რაც უნდა ის უქნია. ეს კეთდება გრანტების მოსაპოვებლად. ისინი გრანტიჭამიები არიან. ჩვენ საბოდიშო არაფერი გვაქვს.“
  • 44. ბესო ჯუღელი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „მაჟორიტარის“ თავჯდომარე: „პრეზიდენტის განცხადებას ვეთანხმები. ქართველებს არავის წინაშე საბოდიშო არაფერი გვჭირს და მითუმეტეს აფხაზების წინაშე, რომლებმაც ქართველ ერს გენოციდი გამოუცხადეს და ათი ათასობით ადამიანი ამოჟლიტეს. ამის მერე კიდევ იქით ვებოდიშოთ? რა გვაქვს საბოდიშო? ერთი ეს ამიხსნას იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელმაც ეს კამპანია წამოიწყო. ალბათ ეს არის გრანტის მოპოვების მიზნით, მათ აფინანსებენ და თავიანთი არსებობა რომ გაამართლონ, ამიტომ წამოიწყეს ეს სამარცხვინო კამპანია“. მანანა ნაჭყებია, საპარლამენტო ოპოზიცია: „გააჩნია, ვის ვუხდით ბოდიშს. პირადად არაერთხელ მომიხდია ბოდიში და კიდევ ერთხელ მინდა მოვუხადო ჩემს აფხაზ მეგობრებს, იმ უბრალო მოქალაქეებს, რომლებიც არც მონაწილეობდნენ იმ პროცესებში, რაც მოხდა და დღესაც თვლიან, რომ ეს იყო უდიდესი შეცდომა. ამ ადამიანებთან საბოდიშოდ შეიძლება მართლაც გვქონდეს საქმე. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც სათავეში ედგნენ ამ ყველაფერს, მათთან საბოდიშო არაფერი გვაქვს“.
  • 45. პავლე კუბლაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი: „ასეთი კაპიტულანტური დამოკიდებულების ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ. პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონფლიქტის მიზეზებზე და იმაზე უნდა ვისაუბროთ, თუ ვინ იყო დამნაშავე, რაშიც მთავარი წვლილი ჩვენ ნამდვილად არ მიგვიძღვის, ვფიქრობ, უნდა ვისაუბროთ პრობლემის გადაწყვეტის საშუალებებზე. თუ ვინმე მოგვიწოდებს ბოდიშის მოხდისკენ, ეს მათი დიდი შეცომაა და ძალიან ვწუხვარ, თუ მათ ასეთი განწყობა აქვთ. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამ განწყობით არ არის. თუ ვინმე იყო დამნაშავე ამ კონფლიქტში, პირველ რიგში, ეს ნამდვილად არ ყოფილა ქართული მხარე“. ლევან ბერძენიშვილი, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი: „ჩვენმა ხელისუფლებამ პირველ რიგში ბოდიში საქართველოს მოსახლეობას უნდა მოუხადოს, სულ ცოტა ომის ვერ აღკვეთისთვის, სულ ბევრი კი ომის დაწყებისთვის აფხაზეთში. თუ ჩვენს ხელისუფლებას საბოდიშო არაფერი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის სამართალმემკვიდრედ არ სცნობს თავს. ჩვენ ბოდიში უნდა ვუთხრათ როგორც ქართველებს ისე აფხაზებს, როგორც დევნილებს, ისე იქ დარჩენილებს იმისთვის, რომ ეს ომი ყველასთვის საშინელება იყო. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ მარტო ჩვენ უნდა მოვიხადოთ ბოდიში. აფხაზებსაც აქვთ ბოდიში მოსახდელი, ომის დროს მათი მხრიდან გამოვლენილი სისასტიკის გამო.“
  • 46. ნინო კალანდაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი: „უნდა ვაღიარო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება არ მახსოვს და არც ის ვიცი ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით გაკეთდა თუ არა რაიმე განცხადება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც არ იყოს ასეთი ორგანიზაცია ფულისა და გრანტებისკენ მიმართული და იდეალისტური დამოკიდებულება ჰქონდეს ამ საკითხის მიმართ, მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ აქეთ უნდა მივიღოთ აფხაზების ბოდიში. ჩვენ ვართ ის ერი, რომელიც იქიდან გამოდევნეს, ის ერი, რომელსაც უარი გვათქმევინეს ჩვენს კუთვნილ მიწაზე, და ეს მოხდა აფხაზეთის მონაწილეობით. ამ ომში აფხაზებს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით. ეს ბოდიში არის მთელი ერის შეურაცხყოფა, იმ ერის შეურაცხყოფა, რომელსაც სჯერა, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილს წარმოადგენს.“ ნოდარ გრიგალაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე: „ვაი მაგათ პატრონს. ამ საკითხს არანაირი გავრცობა არ სჭირდება, ვაი მაგათ პატრონს.“ გიორგი ცაგარეიშვილი, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი: „ბოდიშის ტექსტი წაკითხული მაქვს. საკმაოდ რთული საკითხია. აფხაზეთის კონფლიქტის დროს ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული და ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ დაიწყო სამხედრო კონფლიქტი აფხაზეთში, რა პროვოკაციები განხორციელდა ამისთვის აფხაზური მხარის მიერ და რუსეთის შესაბამისი ძალების ხელშეწყობით. ვაღიარებ, რომ ჩვენი მხრიდანაც იყო შეცდომები. ძალიან ბევრი სამხედრო დანაშაულიც იქნა დაშვებული ორივე მხრიდან. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ათეულობით ტომი დევს უკვე გამოძიებული საქმეებისა, რომელიც აფხაზეთში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებსა და ქართველი მოსახლეობის გენოციდს ეხება და ამას ვერავინ გაექცევა. არ ვფიქრობ, რომ თვითგვემის პოზიციაში უნდა დავდგეთ. რაც ქართულმა მოსახლეობამ გადაიტანა, მის გადატანას არავის ვურჩევ, მათ შორის არც ჩვენს მტრებს. არ მგონია, რომ ქართველებს საბოდიშოდ გვქონდეს საქმე. უბრალოდ, ყველაფერი რაღაცნაირად უნდა დავივიწყოთ, შერიგებას წინ არაფერი უდგას.“
  • 47. თინა ხიდაშელი, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი: „ჩემი პირადი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია. პარტიის პოზიციას კი ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან ეს ამბავი პირველად თქვენგან გავიგე. პირადი პოზიციით კი ვამბობ, რომ არა ქართველმა ხალხმა, არამედ საქართველოს სახელმწიფომ უნდა მოიხადოს ბოდიში ომისთვის. ბოდიში უნდა მოუხადოს იმ დევნილებსაც, რომლებიც აფხაზეთიდან გამოყარეს და ომის ყველა მსხვერპლს. თუ სახელმწიფო ხარ და ამის პრეტენზია გაგაჩნია, საკუთარ ქვეყანაში ომის გაჩაღება არ უნდა დაუშვა. მე ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. ამ ადამიანებს საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ თავისთავად, იდეა მისაღებია.“ მიხეილ მაჭავარიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე: „როცა ყოველი ჩვენგანი ისტორიული სასამართლოს წინაშე წარსდგება, საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე მართლები უნდა ვიყოთ. მიმაჩნია, რომ არ ღირს არანაირი ცენტის თუ თეთრის გრანტი იმად, რომ ისტორია დაამახინჯო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 1992 წელს არ იყო მარტივი სიტუაცია, მაინც უნდა ვთქვა, რომ საქართველოს აფხაზებთან ომი არ დაუწყია. ეს იყო დიდი პროვოკაცია, რომელიც სპეცსამსახურებიდან მოდიოდა, მათ შორის ჩართულები იყვნენ ჩრდილოკავკასიელები. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ყოველივე ასეთი ქმედება სახელმწიფო ინტერესის ღალატი, ისტორიის უკუღმა წერა და გონებას აცდენილი ხალხის მოქმედებაა. მირჩევნია, აფხაზს დაველაპარაკო პირისპირ. მე მასთან საბოდიშო არაფერი მაქვს.“
  • 48. სოსო შატბერაშვილი, „ლეიბორისტული შრომის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი: „ქართველ ხალხს საბოდიშო არავისთან არაფერი აქვს. თუ საბოდიშოდ ვინმეს აქვს საქმე, ეს ედუარდ შევარდნაძეა, რომელმაც, პირველ რიგში, ბოდიში ორი სამოქალაქო ომის გაღვივებისთვის, ქართველ ხალხს უნდა მოუხადოს. ერთი თბილისის ომი იყო, მეორე - აფხაზეთის ომი. ორივე სამოქალაქო ომი თავს რუსეთის იმპერიამ მოგვახვია, რომლის გამხმოვანებელი და შემსრულებელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გახლდათ. ამიტომ, ქართველ ხალხს არავისთან აქვს საბოდიშო, ისევე როგორ აფხაზ ხალხს არა აქვს საბოდიშო. ორი ხალხი რუსეთის მიერ გადებულ მახეში გაება და ორივე ხალხისთვის ეს სამარცხვინო ომი ძალიან ცუდად დამთავრდა. არავინ თქვას, რომ იქ აფხაზმა ხალხმა გაიმარჯვა ან ქართველი ხალხი დამარცხდა. ამ ომში ორივენი დავმარცხდით. ჩვენი პარტიის პოზიციით, პასუხისგებაში უნდა მიეცეს თენგიზ კიტოვანი, შევარდნაძე და მასთან ერთად ყველა ის ადამიანი, ვინც დამნაშავეა აფხაზეთის ომის გაღვივებაში. ამავე დროს, მოვითხოვთ, სააკაშვილის პასუხისმგებლობას, რადგან ის ვარდების რევოლუციის დროს მიტინგებზე ხალხს არძინბას რეჟიმის დამხობას ჰპირდებოდა. ის კი არ დაემხო, პირიქით, შესაძლებელია, აფხაზეთის დე-იურედ აღიარება მოხდეს.“ კოტე გაბაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: „არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ თავიანთი მუშაობისთვის თუ აქტიურობისთვის ყველა თემა გამოიყენონ. „მოვაწერდი ბოდიშს ხელს“ ქართველების მხრიდან იმის გამო, რომ თავის დროზე ვოვა ვეკუა მოკლეს; „მოვაწერდი ბოდიშს ხელს“ იმის გამო, რომ ქართველებს თავი მოჭრეს და მათი თავებით ბურთი ითამაშეს გაგრის სტადიონზე; იმისთვის, რომ ამოწყვიტეს და ამოხოცეს პატარა ბავშვებიანად ოჯახები მარტო იმიტომ, რომ ისინი ქართველები იყნენ. ყველამ თვალწინ დაიყენოს ეს კადრები და მერე გადაწყვიტოს, ბოდიში უნდა მოიხადოს თუ უფრო სწორი იქნება, ბოდიში ორივე მხარემ ერთმანეთს მოუხადოს. ეს ბოდიში იყოს თანაბარი და ჩვენი საზოგადოება ნუ გადაიქცევა მხოლოდ მაზოხისტად. ეს ბოდიში არარეალურია და ჩემს სიმპატიას არ იმსახურებს“.
  • 49. ელიზბარ ჯაველიძე, პოლიტიკური მოძრაობა „ენა, მამული, სარწმუნოება“: „საბოდიშო ორივე მხარეს აქვს და არა ერთ-ერთს. ომი ედუარდ შევარდნაძემ დაიწყო. ეს იყო პროვოკაცია. ამ ომს რაც მოჰყვებოდა, ეს გასაგებიც იყო. ვერავინ დამარწმუნებს, რომ კიტოვანმა თქვა აფხაზეთში გავისეირნოთო და მას შევარდნაძე აჰყვა. მან იცოდა, ამას რაც მოჰყვებოდა. იმის გამო, რომ ჩვენ აფხაზეთში შევედით, ბოდიში უნდა მოვიხადოთ, თუმცა, მერე რაც მოხდა, რომ ქართველების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ, და დღეს რა აგრესიასაც ამჟღავნებენ ჩვენი მოძმე აფხაზები, მათ უფრო ეკუთვნით ბოდიშის მოხდა. საერთოდ, პოლიტიკოსთა ბოდიში არაფერს ნიშნავს. მე ვარ მომხრე სახალხო დიპლომატიის. ხალხმა საერთო ენა უნდა გამონახოს.“ ჯონდი ბაღათურია, „ქართული დასი“: „აღშფოთებული ვარ, როცა რომელიღაც ორგანიზაცია თავს უფლებას აძლევს ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკოს, მითუმეტეს, ბოდიშები იხადოს. რაც შეეხაბა გვაქვს თუ არა ბოდიშები სახდელი, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს დასაბრუნებელი ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა გვაქვს აღსადგენი. რომელი უფრო ადრე იყო - კვერცხი თუ ქათამი და ვინ პირველმა გააკეთა პროცესების პროვოცირება, ამას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს. ცხადია, რომ პროცესები იყო არასასურველი და დამანგრეველი. ამ პროცესების მაპროვოცირებელი იყო ერთი ჯგუფი, რომელიც აფხაზი ხალხის სახელით მოქმედებდა და ლაპარაკობდა. ამან გამოიწვია დაპირისპირება სოხუმში. ახლა იმის გარკვევის დრო არ არის, ბოდიში ვინ უნდა მოიხადოს.“
  • 50. გია გაჩეჩილაძე, „საქართველოს მწვანეები“: საქმე იმაში გახლავთ, რომ ეს არის გულუბრყვილო მცდელობა რაღაც კორექტირება შეიტანონ მოლაპარაკების პროცესში. თუ ხელისუფლებიდან ვინმე ამას დაეთანხმა, ეს ძალიან ცუდი იქნება თავად მოლაპარაკებისთვის, რადგან საქართველო წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდება არა მარტო აფხაზურ-ქართულ ურთიერთობაში, არამედ, საერთაშორისო დონეზე. ალბათ, ყველამ იცის, რომ კონფლიქტი პროვოცირებული იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. ამის მიზანი იყო და არის იქ დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლა, ანუ აფხაზეთის ტერიტორიის გათავისუფლება როგორც ქართველებისგან, ასევე აფხაზებისგან. ქართველების მიმართ ეს ეფექტურად განხორციელდა სამხედრო ოპერაციების თვალსაზრისით. აფხაზების მიმართ ეს ძალიან ეშმაკურად ხდება და ამას თვითონ აფხაზებიც ხვდებიან. ამიტომ, თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, ეს პირველ რიგში, რუსეთის მხარეა.“ ბაჩუკი ქარდავა, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“: „ნამდვილად ვერ მოვიხდი ბოდიშს ვერავის წინაშე, რადგან დაწყებული რუსეთიდან, აფხაზების ჩათვლით, საბოდიშო სწორედაც რომ მათ აქვთ. მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვიეს და 100 000-ზე მეტი ქართველი გამოყარეს აფხაზეთიდან. აფხაზი ხალხის მიმართ საპრეტენზიო არაფერი მაქვს და არც საბოდიშო. მაგრამ, ის, რაც აფხაზების ხელით გაკეთდა, ეს არის სერიოზული დანაშაული ქართველი ერის წინაშე. გრანტების მოსაპოვებლად აკეთებს ამას ვინმე თუ სხვის დავალებას ასრულებს, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, არც მორალური უფლება და არც ისტორიული სამართლიანობა არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ჩვენ ასე მოვიქცეთ იმ ბიჭების წინაშე, რომლებიც აფხეზეთში დაიღუპნენ.“
  • 51. დენის მატვეევი, კონფლიქტების ექსპერტი: „მოხიბლული ვარ ამ კამპანიით. ეს მეტად გაბედული ნაბიჯია. ვფიქრობ, მალე მხარდამჭერებსაც მოიპოვებთ, რადგან ეს ერთერთი საუკეთესო გზაა გაერთიანებისაკენ. არ დანებდეთ, მაშინაც კი თუ თქვენზე ზეწოლა განხორციელდება“. ჰელგა ტემპელი, ფორუმი სამოქალაქო მშვიდობის სამსახურის წევრი (Forum ZFD): „რამაც ყველაზე მეტად მომხიბლა ამ კამპანიაში, არის ის, რომ თქვენ მეორე მხარისგან არ თხოულობთ საპასუხო ჟესტს, თქვენ უბრალოდ პირველებმა გადადგით ეს ნაბიჯი, რაც ნამდვილად მისასალმებელია. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი შემოგიერთდებათ ამ კეთილშობილურ საქმეში“. ბიორნ კუნტერი, სოციალური დაცვის ფედერაციის (BSV, Germany) დირექტორი: „მიტევება შერიგების საფუძველს ქმნის. ეს ინიციატივა იმ მდგრადი მშვიდობის წინაპირობაა, რომელსაც კარგი იქნება, თუკი მაგალითად სხვა გაყინული კონფლიქტებიც აიღებენ. ხალხი, რომელიც პატიებას თხოულობს, შეიძლება მისავე საზოგადოებამ მოღალატეებად შერაცხოს. თუმცა, ჩემი აზრით, მოღალატეები სწორედ ისინი არიან, ვინც სხვისგან ელიან პირველ ნაბიჯებს. და ისიც გაითვალისწინეთ, რომ ხალხს, რომელიც პატიებას ითხოვს, შეიძლება ყოველთვის არ აპატიონ. თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს ამოსავალი წერტილი არ უნდა იყოს. მთავარია, თქვენ იყოთ გულწრფელები.“ მერი სანაია, დევნილი: „მართალი გითხრათ, არც მეგონა, ჩვენზე ვინმე თუ ფიქრობდა. თითქოს ყველას ყველაფერი დაავიწყდა და ჩვენი ტკივილი დღეს მხოლოდ ჩვენია. მადლობა მინდა გადავუხადო „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ იმისთვის, რომ გაითავისა ჩვენი ტრაგედია და იმაზე ფიქრს შეუდგა, თუ როგორ შევრიგდეთ, როგორ დავბრუნდეთ აფხაზეთში, რომელიც უკვე სიზმრად გადაგვექცა.“
  • 52. ლელა თოლორდავა, ჟურნალისტი: „მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას. ასეა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, თუ ჩვენი მიზანია დავიბრუნოთ აფხაზეთი, მაშინ ნებისმიერი კამპანია (მით უფრო, „ბოდიშის“ კამპანია) გამართლებულია. ჩემი აზრით, ბოდიშის მოხდა მხოლოდ და მხოლოდ დიდსულოვნების ნიშანია. აქ სათაკილო და დამამცირებელი არაფერია. მივესალმები ამ წამოწყებას და მზად ვარ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ფორმით გვერდით ამოვუდგე „ბოდიშის“ კამპანიის ინიციატორებს.“ თემურ ბარბაქაძე, ფინანსისტი: „ბოდიშის“ კამპანია, ვფიქრობ, სახალხო კამპანიის არაჩვეულებრივი ფორმაა. ჩვენც კი, ანუ იმ ხალხმა, ვისაც არავითარი შეხება არ გვქონია აფხაზეთის ომთან, ბოდიში უნდა მოვუხადოთ იმ აფხაზ დედებს, რომლებმაც ამ ომში შვილები დაკარგეს. ერთი შეხედვით, თითქოს, ბოდიში ვერაფერი შეღავათია მათთვის, მაგრამ თუნდაც წუთით დაფიქრებად მაინც ღირს.“ ნათელა ძიძიგური, დევნილი: „ორი დღის წინ ქუთაისის დრამატულ თეატრში ვიყავი გიორგი სიხარულიძის სპექტაკლზე „ბამბაზიის სამოთხე“, რომელიც „ბოდიშის“ კამპანიის გაგრძელებად მენიშნა. სპექტაკლში სწორედ ბოდიშის მოხდაზეა აგებული მთელი ამბავი და იმიტომაა თბილი და მისასალმებელი. ასე რომ აქ კითხვის დასმაც კი - რას ვფიქრობ „ბოდიშის“ კამპანიაზე - ზედმეტია. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ მისასალმებელი და გასათვალისწინებელია. მხოლოდ ამ გზით თუ დავბრუნდებით იქ, საიდანაც არც კი ვიცით, რატომ გამოგვყარეს.“ ირაკლი კიკნაძე, სტუდენტი: „ნამდვილად მისასალმებელია ეს წამოწყება. მე და ჩემი მეგობრები დიდი სიამოვნებით შევუერთდებით ამ კამპანიას. მე, პირადად, ასჯერ მოვიხდი ბოდიშს როგორც აფხაზი, ისე - ქართველი დედების წინაშე, ვისაც იმ ომში შვილები მოუკლეს. ასე მოიქცევიან ჩემი მეგობრებიც. დროა, დავამთავროთ ეს გაუთავებელი გაურკვევლობა.“ ლადო გიორგაძე, პედაგოგი: „ბოდიში“ კარგი ჟესტია.
  • 53. მაგული მინდაძე, პენსიონერი: „არ შეიძლება კმაყოფილება არ გამოვხატო იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ იდეის ავტორია. დამიჯერეთ, „ბოდიში“ ყოველთვის ამართლებს და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც.“ ნინო ნარიმანიშვილი, ჟურნალისტი: ,,ზოგადად ბოდიში კეთილშობილური ჟესტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ დამნაშავენი. ბოდიში ორივე მხარეს გვაქვს მოსახდელი. ჩვენ გადავდგათ პირველი ნაბიჯი, იმედია, შევძლებთ ყინულის დაძვრას და თანდათან ურთიერთობებიც დათბება”. მაგდა კლდიაშვილი, თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი:,,მე ვფიქრობ, რომ ცარიელ სიტყვებს და ასეთი ფორმით ბოდიშის მოხდას აზრი არ აქვს. მხოლოდ სიტყვებითა და უიარაღოდ აფხაზეთის დაბრუნება ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება და ეს ქართველებს გათვითცნობიერებული აქვთ. მართალია, ვეთანხმები, რომ ომი ქართველ ხალხთან შეუთნხმებლად დაიწყო და რამდენიმე კაცმა გადაწყვიტა მაშინ ამ ომის დაწყება, მაგრამ ქართველები არ იყვნენ, გამდიდრება რომ დაიწყეს მათ ხარჯზე? არც აფხაზებს გაუკეთებიათ ნაკლები. აფხაზეთის დასაბრუნებლად ეკონომიკური ბერკეტების დახვეწა და ეფექტურად გამოყენებაცაა საჭირო, ამ ყველაფერს ძალაც სჭირდება, ისტორიულად გაიხსენეთ ფაქტი, სადაც ქართველებს უსისხლოდ და უიარაღოდ დაებრუნებინოთ დაკარგული და მიტაცებული ტერიტორია. საჭიროა კარგი პოლიტიკა. ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი არმია. მხოლოდ ბოდიში აფხაზეთს ვერ დაგვიბრუნებს...
  • 54. მარინა სუდაძე, საქართველოს ახალგაზრდული ცენტრების კავშირის ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი: ,,გავეცანი მიმართვას აფხაზი ხალხისადმი და, რა თქმა უნდა, ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ ყველა ქართველი და აფხაზისათვის ეს ძალიან მტკივნეული საკითხია. ვეთანხმები იმასაც, რომ ჩვენ შეგვეძლო აგვეცილებინა თავიდან ომი და ჩვენ მართლა გვაქვს ბოდიში მოსახდელი ყველა იმ აფხაზისთვის, რომელმაც ეს ტკივილი და მწუხარება განიცადეს. მიმაჩნია, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს. შერიგება. რა თქმა უნდა, პატიების გზით უნდა მოხდეს და როდესაც შერიგება პატიების გზით არის დაწყებული, ის უფრო მყარი იქნება”. ვასილ ბერიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: ,,თუ ბოდიშის მოხდა იქნება საჭირო, ბოდიშიც უნდა მოვიხადოთ და ყველა მშვიდობიანი ნაბიჯი უნდა გადაიდგეს იმასაკენ, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს აფხაზეთი საქართველოს. ეს არის უბრალო ადამიანის ტკივილი და აფხაზეთში დაბრუნების სურვილი. ჩვენ თუ დადებით ემოციას გამოვხატავთ იქ მცხოვრები ხალხის მიმართ, ეს ძალიან კარგი იქნება”. პაპუნა ხაჩიძე, პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე სამცხე- ჯავახეთში: ,,აფხაზებმაც და ქართველებმაც უნდა გაიგონ, რომ ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ჩვენს შორის სხვაობა არ არის. ბოდიშის მოხდა უნდა შევძლოთ, ალბად მათაც ექნებათ ბოდიში მოსახდელი, მთავარია, ერთამენეთი გვიყვარდეს და ასეთი კეთილშობილური ფორმით დაიწყოს ურთიერთობების აღდგენა”.