ვინ
ვართ ჩვენ?
• მესტიისმუნიციპალიტეტის ფარის საჯარო
სკოლის მოსწავლეები:
მარეხი
ვიბლიანი
ვერიკო
ჩხვიმიანი
ანნა
რეზესიძე
მარი დადვანი
დათო
რეზესიძე
ირაკლი რეზესიძე
გიორგი ნარსავიძე
ლევანი
დადეშქელიანი
3.
ჩვენი მიზანი:
• შევისწავლოთქართული ეროვნული
თამაშობები.
• მოვიძიოთ ინფორმაცია, ქართული
ბურთაობის სახეობების შესახებ.
• მოვახდინოთ შედარებითი ანალიზი
თანამედროვე და უძველესი ბურთაობის
სახეებს შორის.
„ ყველა თამაშობაშიბურთაობა
მეფეა და ჯირითი დედაოფალი“
• ბურთაობა ქართველ ხალხში ოდითგანვე
დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
ძველ საქართველოში ბურთაობას
სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას ანიჭებდნენ
და ახალგაზრდების ფიზიკურ მომზადების
ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად მიაჩნდათ.
6.
ლელობურთი
ლელო-დასავლეთ საქართველოში გავრცელებულისპორტის უძველესი
სახეობაა,გუნდური თამაშით. მისი დაარსების ისტორია დაახლოებით 300
წელს ითვლის.
აკადემიკოს ნიკო მარის ნაშრომების მიხედვით,ლელოს მსგავსი თამაში
გავრცელებული ყოფილა ბასკეთშიც,სადაც გამარჯვებული გუნდი ლელოს
გატანის დროს,სიხარულს გამოხატავდნენ საბრძოლო შეძახილით-“ლელო“
რაც მზის კულტთან დაკავშირებული წარმართული ღვთაების სახელი იყო.
7.
ლელობურთი-გურიაში
• ლელობურთის ტრადიციაგურიამ შემოგვინახა.
• აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ლანჩხუთის რაიონის
სოფელ შუხუთში ტრადიციულად ლელო ბურთი იმართება.
ტრადიციის მიხედვით, ეს სახალხო შეჯიბრება–დღესასწაული
ყოველ წელს ეწყობა, რომელშიც ზემო და ქვემო შუხუთის
მაცხოვრებლები მონაწილეობენ.
• ტაძრის მღვდელი ისვრის ბურთს ჰაერში,რაც თამაშის დაწყების
ნიშანია.
8.
ძველად გრძელი ლელოსთვისირჩევდნენ 3-5, ხოლო მოკლე ლელოსთვის
– 2-3 კმ-ის სიგრძის ადგილს. სათამაშო ასპარეზი შემოფარგლული არ
იყო.
დღეს შეჯიბრება საფეხბურთო სტადიონებზე იმართება
მოთამაშეთა მიზანია ბურთის მიტანა მოწინააღმდეგე გუნდის პირით
ხაზთან და ლელოს გატანა.
9.
ლელობურთი & რაგბი
•საქართველოში რაგბის წინამორბედად მიიჩნევენ
ლელობურთს.
• რაგბი და ლელო, — მართლაც ბევრი მსგავსება
არსებობს ამ ორ თამაშს შორის, თუმცა, მისი
თანამედროვე განვითარების გზები სხვადასხვა
თამაშის მანერით, ხერხებით, მოქმედების
ხასიათებით რაგბი და ლელო უფროს-უმცროსი ძმები
არიან, — ისინი მათთვისაა გამიზნული, ვისაც სურს
იყოს შეუპოვარი, გამძლე, ძლიერი, სწრაფი,
მოქნილი. ვისთვისაც დაღლა ნეტარებაა.
10.
საყებურთი
• საქართველოს სხვადასხვაკუთხეში
გავრცელებული ხალხური თამაში ბურთით.
თამაშობენ უმეტესად კაცები.
• სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, საყა
”დასასაყავი ხალაა”, დასაყული არის ”ადგილი
დაცული, სადაც უთქმელად ვერვინ შევიდეს”,
ხოლო ხალა – ”გრძელი, წვრილი ჯოხია”.
• საყე ყანას იცავდა სეტყვის, გვალვისა და ავი
თვალისაგან. საყეს დგამდნენ კალოზეც. მას უხვი
მოსავლისათვის უნდა შეეწყო ხელი. საყე
ეწოდებოდა ორი მიწის ნაკვეთის მიჯნაზე
ჩასობისლ გრძელ ქვასაც.
11.
საყებურთის თამაშისას
• მონაწილეთარიცხვი განსაზღვრული არ არის
– შეიძლება იყოს 2,6,10 და ა.შ. თამაშის
ადგილია თავისუფალი მოედანი: მინდორი ან
ეზო, ზომით 30 X 50 მეტრი. მოედნის ერთ
თავში, მიწაზე დადგამენ ბრტყელ, ზომით 30
X 40 სმ ქვას, რომელსაც ”საყე” ეწოდება. იგი
უნდა მიაყუდონ საყრდენ ქვას ისე, რომ
მოედნის საწინააღმდეგო მხარეს ოდნავ
წაფერდებული იყოს.
12.
საყებურთი
საქართველოს სხვადასხვა
კუთხეშია გავცელებული.
•საყებურთს კახეთში გაკვრა-ბურთს
უწოდებენ.
• რაჭულ საყეს-კახეთში „ბინას“
უწოდებენ,ამიტომ მას ბინაბურთსაც ეძახიან.
• ქართლში საყედ დგამდნენ რკალივით
მოხრილს სახრეს, რომლის ორივე ბოლო
მიწაში იყო ჩასობილი. ბურთი რკალსი უნდა
გაეძვრინათ. ამ თამაშს ”რკალბურთი” ერქვა.
13.
თამაშს იწყებს გუნდი,რომელსაც კენჭი შეხვდება. ამ გუნდის ერთ-ერთი
მოთამაშე საყესთან დადგება, დანარჩენები თავიანთ რიგს მოედნის
გარეთ, საყეს უკან ელოდებია მოწინააღმდეგე გუნდის წევრები კი
მოედანზე სურვილისამებრ განლაგდებიან თამაშის დამწყები ბურთს
ცალი ხელით მაღლა აისვრის და იმავე ან მეორე ხელით მოედნისკენ
ღონივრად გაჰკრავს. მოწინააღმდეგენი ცდილობენ ბურთი საყესთან რაც
შეიძლება ახლოს შეაჩერონ.
თუ ბურთი საყეს მოხვდა, გამკვრელი ჩაჭრილია და მის ადგილს მისივე
თანაგუნდელი იკავებს, აცილების შემთხვევაში კი გამკვრელის გუნდს 1
ქულა ეწერება. როცა დამწყები გუნდის ყველა მოთამაშე ჩაიჭრება, საყესთან
მოწინააღმდეგენი დგებიან.
14.
ქალაქობანა-აღმოსავლეთ
საქართველოში გავრცელებული
ხალხური თამაშიბურთით.
მოთამაშენი ორად გაიყოფიან, “დედებს” აირჩევენ და ერთმანეთისაგან 30-40
ნაბიჯის დაშორებით თავ-თავიანთ “ქალაქებს” შორის გაავლებენ ხაზს,
რომელსაც “წინ-წყაროს” ეძახიან. კენჭისყრით დაადგენენ თამაშის დამწყებს
და გუნდები “ქალაქებში” განლაგდებიან. დამყები გუნდის “დედა” ბურთს
მოწინააღმდეგეთა “ქალაქისაკენ” გაისვრის, ისინი კი ცდილობენ
დაიჭირონ. თუ დაიჭირეს ერთი მომგებიანი ქულა ეწერებათ.
თამაში 8-მდე გრძელდება. 8 ქულას რომ შეასრულებენ,
ბურთის ბოლო დამჭერს მეტოქის ქალაქში “ჯორის
გასახედნად” გზავნიან. ეს მოთამაშე მოწინააღმდეგეთა
შორის “ჯორს” ამოირჩევს და ზურგზე მოაჯდება.
მხედარს მისი გუნდის წევრები ბურთს გადმოუგდებენ,
თუ დაიჭირა, მთელი გუნდი “დიდ ქულას” მიიღებს,
თუ ვერა, მაშინ “ჯორიდან” უნდა ჩამოხტეს და თავისი
“ქალაქისაკენ” გაიქცეს. მას უკან მისდევს “ჯორი”,
რომელიც ცდილობს, ახლა თვითონ მოაჯდეს
ზურგზე.
15.
ჯორ-ბურთაობა
აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული
ხალხურითამაში ბურთით
მოთამაშენი გაიყოფიან ორ გუნდად – “მხედრებად” და “ჯორებად”.
მოედანზე შემოხაზავენ “ბინას”, მისგან 20-25 ნაბიჯზე “ჯორებზე”
ამხედრებული ერთ-ერთი გუნდის წევრები ერთმანეთისგან 4-5
ნაბიჯის დაშორებით წრეზე დადგებიან. ერთ-ერთი
“მხედარი” ბურთს გადაუგდებს გვერდით მდგომ თანაგუნდელს,
რომელიც ვალდებულია, იგი ისე დაიჩიროს, რომ “ჯორიდან” არ
ჩამოვარდეს,
ჯორი” კი ბურთის დაჭერაში ხელს უშლის. თამაში გრძელდება
მანამ, სანამ ერთ-ერთ მხედარს ბურთი ხელიდან არ გაუვარდება. ამ
შემთხვევაში “მხედრები” “ჯორებიდან” ჩამოხტებიან და თავის
შესაფარებლად “ბინისკებ” გარბიან. “ჯორი”, რომელიც ბურთს
ჩაიგდებს ხელში, ცდილობს ეს ბურთი გაქცეული მხედრებიდან
ერთ-ერთს მაინც მოარტყას და “ჩაჭრას”.
16.
ღარბურთი
გორაკის ძირიდან წვერამდეგათხრიან ღარს და შიგ ბურთს ჩადებენ.
ყოველი მოთამაშე რიგრიგობით ცდილობს ბურთი კომბლით,
ქვემოდან ზემოთ აიტანოს – კომბალს შემოსცხებს, ზემოთ ააგორებს
და თვითონაც გვერდით მისდევს, რომ ქვემოთ დაგორების
საშუალება არ მისცეს. ვინც ამ წესით ბურთს წვერამდე აიტანს, 1
ქულა ეწერება. გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელიც სხვებზე მეტ
ქულას დააგროვებს.
17.
ცხენბუნბურთი-უძველესი
ქართული ცხენოსნური
თამაშობა, იგივეჩოგანბურთი.
პირველი ისტორიული ცნობები ჩოგან-ბურთის შესახებ თამარის ეპოქს
უკავშირდება.
”ერაყსა, ადარბადაგანსა და ერანსა ამათებრნი მობურთალნი არ
დარჩომილანო”-“ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“
ჩოგან-ბურთს გულისხმობს შოთა რუსთაველიც:“”მობურთალსა მოედანი,
მართლად ცემა, მერჯვედ ქნევა“
არჩილის ”გაბაასებაში” ნათქვამია: ”მათ ანადირებს, აბურთებს, დიდებს
უკიდებს მაყებსა”
18.
ცხენბურთის სათამაშოდ
იყენებჩოგანსა დაბურთს.
თეიმურაზ ბაგრატონი ”ჩოგანს” ასე განმარტავს:
”ქართული მხედართ ბურთის საგდებელი და
საგორებელი ჯოხი მოკავებული, რომელსაც თავი
მოკავებული აქვს და ბადესავით ლარით გაბმული აქვს
მოკავებული. იგი ლარი დაგრეხილი, ძროხისა ანუ
ცხენისა ნაწლავთაგან, მსხვილს ძაფსავით
გაკეთებულია, რომელ არს სტრუნი. ცხენდაცხენ
ბურთსა ჩოგნით თამაშობენ და ქვეითადაც”
19.
ცხენბურთი სამეფო კარზე
•გარდა შეჯიბრება-გართობისა, ცხენოსნური
თამაშები სამხედრო ფიზიკური აღზრდის ერთ-
ერთი საუკეთესო საშუალებადაც ითვლებოდა.
• თამარ მეფეს მხედართა საასპარეზოდ იპოდრომი
ჰქონია გამართული. ”კართა სტოვანი, ერთა
სტოლანი, ჰიპოდრომისა განთხმულობანი”
• ცხენბურთი დიდად გავრცელებული ყოფილა
ერეკლე მეორის დროს. მეფეს ამ თამაშისა და სხვა
შეჯიბრებებისათვის საგანგებოდ შეურჩევია
ადგილები: კახეთში – თელავს ქვევითა მინდორი,
ქართლში – ტირიფონის ველი.
თეიმურაზ მეფე „გადრის“
თამაშსასე აღწერს:
• დაამზადებენ საბურთლად ვაჟკაცებს ჩოგანითა – და,
ცხენს კაცსა შეადარებენ წილისა მოღებითა – და.
ორად გაჰყოფენ, თვითოს მხარს, თორმეტს იქმონენ კაცებსა,
მობურთალს კაცის თავზედა მას დღეს მისცემენ ფარჩებსა,
ზედ გადაშლიან ფერადსა, იქით და აქეთ მაყებსა,
მათთვის სასმელად შარბათსა თულუხით დასდგმენ სავსებსა,
მობურთლებს ბურთი შეუგდონ შუაზედ მოედანსაო,
იწყონ მოჭირვით ბურთობა, ცდილობდნენ გარდახრასაო,
ზოგი სცემს შიგნით და ზოგი ნაპირს უბრუნდეს მზასაო,
გამოუვარდეს გზას ბურთი, ეცადოს მოტაცნასაო.
მაშინ გამოჩნდეს, ვინც იყოს მაყანდის ბურთის წამღები.
ეცადოს დაბრუნებასა სხვა კაცი ხელის დამღები.
ხელ-უკუღმათა შემოჰკრას მაღალი, თავის სავლები,
რა დაუბრუნოს მას ბურთი, იქმნების გულის საკლები,
ვინცა იცის კარგად ტაცნა, ცხენის ყელს არ აცილოსა,
ასე უნდა გარდეხაროს, თავი აღარ აიღოსა,
ხელ გარდაყოფით შემოკვრა ზნეობაში ჩაიგდოსა.
გამოჩნდეს სადავის ცოდნა ჯრასა და ბურთობაშია,
ვინცა ამრიგად იბურთებს, იქმნების ამხანაგშია,
რომელიც იქით და აქეთ გააძვრენს ბურთს მაყაშია,
ჯობნა ეს არის! – გახევენ ფარჩებსა აღებაშია.
აიღონ თვითო თვითომან, ამხანაგს ვინც აჯობისო,
ცხენს აჭენებენ, იძახდნენ: ”მჯობნი ვარ ამხანაგისო,
ჩვენ შევიქმნებით წითლისა ფარჩით შემხვევი ჩოგნისო!”
ეს კი გათავდეს, სხვა რიგი ვთქვა ბურთის თამაშობისო”.
22.
თეიმურაზ მეფე ასევეაღწერს
რადის ანუ რადრაბაგანს
• ერთი არის სხვა ბურთობა რადრაბაგანს ეძახიან,
გადრის ბურთის უფრო ესე ზნეობაში ჩააგდიან,
ბევრს კი არა, სამს-ოთხს კარგსა მებურთალსა შეადრიან,
ოთხივათვის სათამაშოდ ბურთი მიწას გააგდიან.
ისარის, რომე ცხენ-მალეთ ბურთი აიღოს ჩოგნითა,
უნდა შეიგდოს მან მაღლა ცხენისა თამაშობითა,
როს ჩამოვიდეს, ხელ-ფიცხად მიუხდეს კაის ცოდნითა,
რა ბურთი შეხტეს შემოჰკრას ხელ-რადათ მაღლა ტყორცნითა.
ბურთი შეიგდოს, ეცადოს მერმე ფეშრების ქმნასა -და,
სანამ ჩამოვა, დაასწრებსა ჩოგნისა შეგდებასა – და
ჩოგნისა ქათარ-მალაყი კვრამდინა დაასწრასა – და,
ის ჩაუვარდეს სამჯერა, ზედი-ზედ თუცა ჰკრავსა – და.
ორი რადათა მესამედ უნდა წინ ამოკვრანიო,
უნდა დაასწროს ამოკვრას ქიჩილოვიას ქნანიო,
ესეები ქნას, შესძახოს ”ჱეე ჱეევიას” ხმანიო,
დასრულდა ეს ხომ დრო არის აწ სხვის ზნეობის თქმანიო?”
23.
მოგზაურები რადის
შესახებ
ქრისტეფორე
კასტელის ნახატი
არქანჯელოლამბერტი:”ფართო მინდორზე, სადაც ცხენოსნისათვის შესაძლოა თავისუფლად
გაჭენება, შეიკრიბება 8 თუ 10 ცხენოსანი საუკეთესო ცხენებით. მაგრად დააკრავენ ცხენებს
უნაგირებს, ორმაგის თუ სამმაგის მოსართავებით, იმ შემთხვევისათვის, რომ ვინიცობაა, ერთ-
ერთი მოსართავი გაწყდეს თამაშობის დროს, როცა ცხენოსანი მთელი თავისი ძალ-ღონით
ტრიალებს უნაგირზე. თითოეულს მათგანს ხელში უჭირავს თითო ჩოგანი, რომლის ტარსაც 4
თუ 5 მტკაველის სიგრძე აქვს. ჩოგანი ერთიანად გადაქსოვილია თოკით, როგორც ჩვენში
(იტალიაში) იციან, ხოლო ერთის მხრით ხე არა აქვს და სრულიად გაშლილია, რათა ამ მხრით
უფრო ადვილი იყოს ბურთის მიწიდან აღება. თამაშობა ამაში მდგომარეობს: ვინც თამაშობას
იწყებს, ის ბურთს დადებს ჩოგანზე, რომელიც მაგრად უჭირავს ხელში და ცხენს გააჭენებს. იმას
ერთი-მეორეზე ყველა დანარჩენები მისდევენ თავიანთი ჩოგნებით ხელში. პირველი მოთამაშე
ტავის წინ მაღლა ააგდებს ბურთს იმნაირად, რომ ბურთი, როცა მიწაზე დავარდება, იმ დროს
მოთამაშეც იმ ადგილას მივიდეს, და როცა ბურთი ხელახლად ახტება ზემოთ, მოთამაშე ტავისი
ჩოგნით უკან გადაისვრის: ყოველი მოთამაშე ამ ბურთისაკენ მიაჭენებს ცხენს და ცდილობს
სხვებზე წინ დაიჭიროს ბურთი. ისე, რომ ცხენიდან არ ჩამოხტეს. ვინც დაიჭერს, მაშინვე
სხვების თავში დადგება და იმნაირადვე ააგდებს ზევით და მერე უკან გადაისვრის. მერე სხვები
ცდილობენ ბურთის დაჭერას -1664 წ“სამეგრელოს აღწერა“
24.
1948 წელს გადრიეროვნულ
თამაშად აღიარეს.
• ქართული თამაშობების
მკვლევარებმა,ისტორიულ წყაროებზე
დაყრდნობით აღადგინეს თამაშის წესები.
• 1948 წელს განახლებული თამაშის წესებით
გამართეს საჩვენებელი თამაში.
25.
განახლებული თამაშის
წესების თანახმად:
150-300მ
75-
120,
მ
საასპარეზო მინდვრის სიგრძეა 150-
300 მ, სიგანე – 75-120 მ,
6
3,5მ
კარის (”მაყას”) სიგანეა 6
მ, სიმაღლე – 3,5 მ,
განახლებული წესების მიხედვით,
თითოეულ გუნდში 6-6 ცხენოსანია –
მცველი (მეკარე), 2 წინა მცველი
(მარჯვენა და მარცხენა) და 3
თავდამსხმელი (მარჯვენა, მარცხენა,
ცენტრალური).
26.
ცხენბურთის თამაშის
მსვლელობა
• თამაშისძირითადი ინვენტარია რეზინის
მკვრივი ბურთი.
• თამაშის მიზანია ბურთის გატანა მეტოქის
მაყაში ისე, რომ მხედარი მას მხოლოდ
ჩოგნით შეეხოს.
• მოთამაშეს უფლება აქვს თავისუფლად
იმოძრაოს მთელს მოედანზე. ჩოგნის
გამოყენება შეიძლება როგორც მიწაზე, ისე
ჰაერში ბურთის დასარტყმელად,
სატარებლად, დასაჭერად და გადასაცემად..
27.
დასკვნა
• ამრიგად,მრავალფეროვან ქართულეროვნულ
თამაშობებში მნიშვნელოვანი ადგილი
უჭირავს ბურთაობას.
• ქართველებისათვის ბურთი ერთგვარი
გასართობი და საწვრთნელი საშუალება
ყოფილა ოდითგანვე.
• ბურთაობის ტრადიცია ჩვენში ხელს უწყობდა
ახალგაზრდებში ფიზიკური
სიჯანსაღის,ამტანობისა და ჯანსაღი
ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
28.
გამოყენებული ლიტერატურა
• http://geonoc.org.ge/museum/index.php?lang_id=GEO&sec_id=
2
•http://www.ireporter.ge/%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%
9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1
%83%97%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%94%E1%83
%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98-
%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93/
• http://www.sok.ge/ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A
7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%8
3%97%E1%83%98/
• http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=252&info_i
d=1102