SlideShare a Scribd company logo
ორსულთა და მეძუძურთა
კვება
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III კურსი, II ჯგუფი
მარიამ ჩუგუაშვილი
ორსულობა განსაკუთრებული მდგომარეობაა, როდესაც ქალმა უნდა იზრუნოს არა
მარტო საკუთარ, არამედ ნაყოფის ჯანმრთელობაზეც.ამისთვის კი ერთ-ერთ
მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს-ჯანსაღი კვება. ორსულობის პირველ ნახევარში
ქალის კვება მნიშვნელოვნად არ უნდა განსხვავდებოდეს ორსულობამდელი
კვებისგან, მაგრამ საგულისხმოა, რომ ორსულობის I ტრიმესტრში ფორმირებას იწყებს
ნაყოფის ორგანოები (ორგანოგენეზის პერიოდი), ამიტომ ამ პერიოდში
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ცილის, ვიტამინებისა და
მინერალური ნივთიერებების საკმაო რაოდენობით მიღება.
ორსულობის მეორე ნახევარში კი ნაყოფის წონის,პლაცენტის, მკერდის, საშვილოსნოს
გაზრდის გამო მოთხოვნილება იზრდება პრაქტიკულად ყველა ნუტრიენტზე.
ენერგიაზე მოთხოვნილება ორსულობის პირველ ნახევარში შეადგენს 2400-2700კკალ-
ს, მეორე ნახევარში კი 2800-3000კკალ-ს.ორსულობის პირველ ნახევარში სასურველია
4-ჯერადი კვება, მეორე ნახევარში 5-ჯერადი, ბოლო 2 თვის განმავლობაში კი 6-
ჯერადი.ორსულმა მთელი დღის ულუფის უდიდესი ნაწილი დღის პირველ
ნახევარში უნდა მიირთვას. საუზმე დღიური ოდენობის 30%-ს უნდა შეადგენდეს,
ლანჩი - 15%-ს, სადილი - 40%-ს, სამხარი - 5%-ს; ვახშამი - 10%-ს.
ცილები:
საკვები მდიდარი უნდა იყოს სრულფასოვანი ცილებით. ცილები ორგანიზმის ძირითადი სამშენებლო
მასალაა. ორსულობის დროს მათზე მოთხოვნა დღეში 110-130გ-ია. ცილის ძირითადი წყარო უნდა იყოს
რძე და რძის პროდუქტები,თევზი, ხორცი. უმჯობესია ხორცის მიღება მოხარშული სახით. ცილით
მდიდარია აგრეთვე ფრინველი, კვერცხი, პარკოსნები, კაკალი. გარდა ამისა, ორსულმა ყოველდღე უნდა
მიირთვას ხაჭო, არაჟანი, ყველი, რძე. ცილების 50% ცხოველური წარმოშობის უნდა იყოს.
ნახშირწყლები:
ნახშირწყლებზე მოთხოვნა ორსულობისას დღეში 400-500 გრამამდე იმატებს. როდესაც ამა თუ იმ მიზეზით
ვითარდება ნახშირწყლების დეფიციტი, ორსულის ორგანიზმი ენერგიის წყაროდ იყენებს ცილებს, ამიტომ
ცილები ნაყოფს შემცირებული რაოდენობით მიეწოდება. შედეგად ფერხდება მისი განვითარება. გარდა ამისა,
მცირდება ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა, იმუნიტეტი, უარესდება ნერვული სისტემის მუშაობა.
ნახშირწყლები უმჯობესია მიიღონ იმ პროდუქტებიდან, რომლებიც მდიდარია უჯრედისით. შაქრის ოდენობა
დღეში 40-50 გრამს არ უნდა აღემატებოდეს.
ცხიმები:
ორსულობისას ცხიმების დღიური რაოდენობა შეადგენს დაახლობით 90 გ დღეში ან 1,5 გ/კგ. მაღალი სიმკვრივის
ძნელად ლღობადი ცხიმები რაციონიდან უნდა ამოიღონ.
რაციონში უნდა გაიზარდოს მცენარეული ზეთების წილი (მთელი ცხიმების 40%).
ცხიმები (განსაკუთრებით – უჯერი) აუცილებელია თავის ტვინისა და თვალის ბადურას ფორმირებისთვის. გარდა
ამისა, ცხიმები ხელს უწყობს ზოგიერთი (ე.წ. ცხიმში ხსნადი) ვიტამინის (A-ს, D-სა და E-ს) შეთვისებას.
ორსულის კვება უნდა იყოს დაბალანსებული
აუცილებელია ორსულის ყოველდღიური რაციონი შეიცავდეს 5 ძირითადი საკვები
ჯგუფის პროდუქტებს. ესენია: ხილი, ბოსტნეული, მჭლე ხორცი, მარცვლეული, რძის
პროდუქტები.
დიეტოლოგები ურჩევენ ორსულებს, რომ საკვები თეფშზე გადაანაწილონ ასე: თეფშის ნახევარი -
ხილი და ბოსტნეული, მეოთხედი - მარცვლეული, მეოთხედი -
მჭლე ხორცი და მიიღონ რძის პროდუქტები ყოველდღიურად.
ხილი და ბოსტნეული:
ორსულმა ქალმა ფოკუსირება სწორედ ხილსა და ბოსტნეულზე უნდა გააკეთოს, განსაკუთრებით
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში. აღნიშნული საკვები
პროდუქტები შეიცავენ დიდი რაოდენობით ვიტამინებს და მინერალებს, ასევე ბოჭკოებს, რომლებიც
ეხმარება ორგანიზმს საჭმლის მონელებაში.
მარცვლეული:
მარცვლეული პროდუქტები აუცილებელი საკვები
კომპონენტებია და წარმოადგენს ენერგიის მნიშვნელოვან
წყაროს ორსულის დიეტაში. ისინი მდიდარია ბოჭკოთი, რკინით
და B ჯგუფის ვიტამინებით. ორსულისთვის ნახშირწყლების
წყაროს არჩევით პროდუქტებს წარმოადგენს მთლიანი
მარცვლეული, როგორებიცაა შვრია, მთლიანი ხორბლის პასტა
ან პური და ყავისფერი ბრინჯი,წიწიბურა.
რძის პროდუქტები:
მიზანი უნდა იყოს დღის განმავლობაში რძის პროდუქტების 3-
4 ულუფის მიღება. რძე, იოგურტი, ასევე ყველი არის სწორედ ის პროდუქტები, რომლებიც მდიდარია კალციუმით, ცილებით და
D ვიტამინით, ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით ფოსფორს, სხვადასხვა სახის B ჯგუფის ვიტამინებს, მაგნიუმს და თუთიას.
ამასთან იოგურტი, რომელიც შეიცავს პრობიოტიკებს, გვეხმარება ორსულობის დროს საკმაოდ ხშირი პრობლემის -
საჭმლის მონელებასთან ასოცირებული პრობლემების მოგვარებაში.
ამასთან აუცილებელია გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ გარდა ჯანსაღი საკვები პროდუქტების მიღებისა და დაბალანსებული
დიეტისა, რეკომენდებულია ყველა ორსულმა მიიღოს პრენატალური ვიტამინებიც, რომლებიც შეიცავს სწორედ იმ ვიტამინებს,
მინერალებს და დანამატებს, რომლებიც აუცილებელია ორსულისთვის და რისი საკმარისი რაოდენობით მიღებაც რთულია
შესაბამისი დაბალანსებული კვების რეჟიმის დაცვის პირობებშიც კი.
ასევე აუცილებელია სითხეების საკმარისი რაოდენობით მიღება.ორსული ქალის ორგანიზმი დღიურად საჭიროებს მინიმუმ
1.5 ლ. წყალს, გაიდლაინების უმეტესობა რეკომენდაციას უწევს დღის განმავლობაში 2 ლიტრი სითხის მიღებას.
სითხეების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ისიც, რომ მათ შეიცავს საკვები პროდუქტებიც, მათ შორის ხილი და
ბოსტნეული და აღნიშნული რეკომენდაციები მოიცავს დღის განმავლობაში სხვადასხვა გზით მიღებული სითხეების ჯამურ
რაოდენობას.
სითხეების არასაკმარისი რაოდენობის მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ხარისხის დეჰიდრატაცია, რაც
გამოვლინდება თავის ტკივილით, ხასიათის ცვლილებით, დაღლილობით და მეხსიერების დაქვეითებით.
ამასთან,სითხეების ადეკვატური რაოდენობით მიღება ამცირებს საშარდე გზების ინფექციის განვითარების რისკს, რაც
ორსულობის დროს ასევე გავრცელებულ მდგომარეობას წარმოადგენს.
ფოლიუმის მჟავა:
ფოლიუმის მჟავა,იგივე B9 ვიტამინი ფოლაცინი, B ჯგუფის ვიტამინია.
ის აუცილებელია ნაყოფის თავის და ზურგის ტვინის ნორმალური განვითარებისთვის.
ცნობილია, რომ ფოლიუმის მჟავას დეფიციტი ორსულობის დროს საკმაოდ საშიშია, რადგან იწვევს
ნაყოფის განუვითარებლობას,აბორტებს, ჰიპოტროფიებს და სხვა არასასურველ შედეგებს.
ფოლიუმის მჟავა საკვები პროდუქტების შემადგენელი ერთ-ერთი ვიტამინია,
მაგრამ ორსულობის დროს ფოლიუმის მჟავას საჭირო რაოდენობის მიღება შეუძლებელია განხორციელ
დეს
მხოლოდ საკვები პროდუქტების მიღების გზით,სწორედ ამის გამო, რეკომენდებულია ყველა ქალმა და
მისმა პარტნიორმა ჯერ კიდევ დაორსულებამდე დაახლოებით 1-3
თვით ადრე დაიწყოს ფოლიუმის მჟავას მიღება 400 მკგ/დღეში ოდენობით,
ორსულობის დადგომის შემდეგ კი მხოლოდ ქალმა გააგრძელოს აღნიშნული ვიტამინის იმავე დოზით
მიღება ორსულობის 12 კვირის ვადამდე. ზოგიერთი რეკომენდაციის მიხედვით, სასურველია ორსულო
ბის დროს მისაღები ფოლიუმის მჟავას რაოდენობა გაიზარდოს 600 მკგ-მდე/დღეში.
აღნიშნული რაოდენობები მოცემულია რისკ-ფაქტორების არ მქონე ორსულებისთვის.
სხვადასხვა სახის რისკ-ფაქტორის არსებობის შემთხვევაში კი საჭირო ხდება ფოლიუმის მჟავას ბევრად
დიდი დღიური დოზის გამოყენება.
მდგომარეობის შეფასება და სათანადო დოზირების რეჟიმის შერჩევა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში
უნდა მოხდეს სპეციალისტის მიერ.
ნერვული მილის დეფექტები ვითარდება ორსულობის პირველი 28 დღის განმავლობაში -
ჩვეულებრივ, სანამ ქალი გაიგებს, რომ იგი ორსულადაა.სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ფოლის
მჟავას მიღება რეპროდუქციული ასაკის ყველა ქალისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვინც გეგმავს
დაორსულებას. ცნობილია, რომ ორსულობათა საშუალოდ 50% დაუგეგმავია.ყველა ქალი, ვინც კი
შესაძლებელია, რომ დაორსულდეს, უნდა იღებდეს ფოლის მჟავას, სასურველია დაორსულებამდე 1
წლის განმავლობაში მაინც (სულ მცირე 3 თვის განმავლობაში) და ორსულობის პირველი 3 თვის
მანძილზე.
ფოლის მჟავა ბუნებრივად, საკვებ პროდუქტებში წარმოდგენილია ფოლატების სახით. მათ დიდი
რაოდენობით შეიცავს: მუქ-მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული (ისპანახი, ბროკოლი, სალათის
ფურცელი, მწვანე სოიო, ოხრახუში), პარკოსნები, სატაცური, ხილი (ბანანი, შავი მოცხარი, კივი,
ფორთოხალი, ფეიხოა), სოკო, ხორცი(საქონლის ღვიძლი და თირკმელი),თევზი, ხიზილალა,
პომიდორი.
კალციუმი:
კალციუმი არის მინერალი, რომელიც აუცილებელია ნაყოფის ძვლების და კბილების შენებისთვის. თუ
ქალი ორსულობის დროს არ იღებს საკმარისი რაოდენობით კალციუმს, აღნიშნული მინერალი
გამოთავისფულდება სწორედ ქალის ძვლებიდან იმისთვის, რომ მოხდეს ნაყოფის ორგანიზმის
კალციუმზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ბევრი რძის პროდუქტი ფორტიფიცირებულია D ვიტამინით, რომელიც აუცილებელია
კალციუმის ადეკვატური ათვისებისთვის და ასევე ღებულობს მნიშვნელოვან როლს ნაყოფის ძვლების
განვითარებაში.
ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეჯის რეკომენდაციით ორსული ქალი 19 წლის ზემოთ
საჭიროებს კალციუმის 1.000 მგ. დღიურ დოზას.
ორსული თინეიჯერებისთვის კი - 14-დან 18 წლამდე -
კალციუმის რეკომენდებული დღიური დოზა 1.300 მგ-ის ტოლია.
საკვები პროდუქტები, რომლებიც შეიცავს კალციუმს: რძე, იოგურტი, ყველი, კალციუმით ფორტიფიცი
რებული წვენები და საკვები პროდუქტები, სარდინები ან ორაგული, ზოგიერთი
ფოთლოვანი მწვანილი.
თუთია:
თუთია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტი. ის ასრულებს მნიშვნელოვან როლს ზრდისა
და განვითარების ნორმალური პროცესების მიმდინარეობაში, უჯრედული მთლიანობის
შენარჩუნებაში და სხვადასხვა სახის ბიოლოგიური ფუნქციების განხორციელებაში, მათ შორის
ნუკლეინის მჟავების მეტაბოლიზმსა და ცილების სინთეზში.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, თუთია მნიშვნელოვანი ელემენტია ნაყოფის განვითარებისთვისაც.
ორსულობის დროს თუთიის მიღება ხელს უწყობს ნაადრევი მშობიარობის შემცირებას.
საკვები, რომელიც შეიცავს თუთიას: წიწილის, ინდაურის, საქონლის ხორცი, კრაბი, თევზი,
რძის პროდუქტები, ლობიო, არაქისის კარაქი, თხილი, მზესუმზირა, ჯინჯერი/კოჭა, ხახვი, ქატო, ხორბ
ლის ჩირი, ბრინჯი, მაკარონი, მარცვლეული, კვერცხი, ოსპი.
რკინა:
ორსულობის დროს იზრდება მოცირკულირე სისხლის რაოდენობა, შესაბამისად მატულობს მოთხოვნა
რკინაზე. ეს პროცესები განსაკუთრებით აქტიური ორსულობის 3-4 თვის ვადაზე ხდება.
როდესაც ორსული იღებს საკმარისზე ნაკლებ რკინას დღის განმავლობაში, ვითარდება ანემია. ამ დროს
კლინიკურად გამოვლინდება სისუსტე და დაღლილობა, ამავდროულად იზრდება ინფექციური პროცეს
ების განვითრების რისკიც, ნაყოფი კი ვეღარ ღებულობს საკმარისი რაოდენობით ჟანგბადს და საკვებ ნი
ვთიერებებს.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ორსულობა ყველა შემთხვევაში არ იწყება სისხლში რკინის
ნორმული მაჩვენებლებით. ამგვარ შემთხვევებში რკინის დეფიციტი ბევრად ადრე ხდება შესამჩნევი და
აუცილებელია დროულად შეირჩეს შესაბამისი რეკომენდაციები და მკურნალობის რეჟიმი კვალიფიცი
ური ექიმის მიერ, რათა თავიდან იქნას აცილებული ანემიასთან ასოცირებული გართულებები: ნაადრევ
ი მშობიარობა, მცირე მასის ახალშობილის დაბადება, ცუდი სამეანო გამოსავალი, ორსულის მხრივ კი:
დაღლილობა, სისუსტე, დეპრესია.
რკინის შეწოვაზე დადებით გავლენას ახდენს C ვიტამინი. სწორედ
ამიტომ, რეკომენდებულია რკინის შემცველ საკვებთან ერთად მივიღოთ C ვიტამინის შემცველი
პროდუქტებიც, მაგალითად ფორთოხლის წვენი.
საკვები პროდუქტები, რომლებიც შეიცავს რკინას: საქონლის და ფრინველის ხორცი, თევზი, ხმელი ლო
ბიო, ბარდა, რკინით ფორტიფიცირებული მარცვლეული.
მითია გავრცელებული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ორსულმა “უნდა იკვებოს ორის
მაგივრად”
წონის ჭარბი მატება ორსულობის დროს მნიშვნელოვნად ზრდის როგორც გესტაციური დიაბეტის,
ასევე ორსულობის და მშობიარობის სხვა სახის გართულებების განვითარების რისკს.
გესტაციური დიაბეტი (GDM) არის ორსულობის დროს პირველად განვითარებული ან
დიაგნოსტირებული გლუკოზის ტოლერანტობის (ჰიპერგლიკემიის) ნებისმიერი ხარისხის დარღვევა.
დაავადება უვითარდებათ ორსულთა დაახლოებით 0,2-0,3%_ს. გლუკოზა ადვილად აღწევს
პლაცენტარულ ბარიერს და აღწევს ნაყოფის სისხლში დედის სისხლიდან. ორსულობის პირველ 9-12
კვირაზე ნაყოფის კუჭქვეშა ჯირკვალი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, შესაბამისად ჯერ ვერ
გამოიმუშავებს საკუთარ ინსულინს. ამ პერიოდში დედის ჰიპერგლიკემია (მაღალი შაქარი) იწვევს
ნაყოფში სხვადასხვა ორგანოების მანკების ჩამოყალიბებას. ორსულობის პირველ ტრიმესტრში
შეიძლება თავი იჩინოს სპონტანურმა აბორტმა, ხოლო თუ გესტაციური შაქრიანი დიაბეტი
გამოვლინდა ორსულობის მეორე, მესამე ტრიმესტრში,როდესაც ნაყოფის ორგანოები უკვე
ჩამოყალიბებულია, ვითარდება ნაყოფის მაკროსომია (ნაყოფის ჭარბი წონა), რაც თავის მხრივ იწვევს
გართულებებს, მაგალითად - ნაადრევ მშობიარობას და მშობიარობის დროს ტრამვებს. უპირველეს
ყოვლისა ინიშნება დიეტოთერაპია, დღიური კალორაჟის შემცირებით დაახლოებით 25 კკალ_მდე. თუ
დიეტოთერაპიის ფონზე ვერ იქნა მიღწეული სასურველი შედეგი, პაციენტს აუცილებლად უნდა
დაენიშნოს ინტენსიური ინსულინოთერაპია.
ორსულთა ტოქსიკოზი არის მრავალსიმპტომური პათოლოგიური მდგომარეობა, რასაც ორსულის ორგანიზმში
ადაპტაციური პროცესების დარღვევა იწვევს. მსუბუქი და საშუალო ფორმით მიმდინარე ტოქსიკოზების
შემთხვევაში კარგი საშუალებაა კოჭას შემცველი პრეპარატების, მენთოლის შემცველი პროდუქტების მიღება,
მაგალითად პიტნის, ან ლიმნის ნაყენი, ხშირად და მცირე ულუფებით საკვების მირთმევა, ასევე გრილი და ცივი
მეძუძურთა კვება.
მეძუძურ ქალს მრავალფეროვანი საკვები სჭირდება.მეძუძური დედების რაციონის ენერგეტიკული
ღირებულება,იმავე ასაკის ქალების რაციონის ენერგეტიკულ ღირებულებასთან 450-500კკალ-ით
მაღალალია,რადგან ენერგიაც და საკვები ნივთიერებებიც რძის წარმოსაქმნელად იხარჯება.
მეძუძურმა ქალებმა აუცილებლად უნდა მიიღონ რძე და რძის პროდუქტები, რადგან ეს პროდუქტები
კალციუმისა და ფოსფორის ძირითადი წყაროა,ასევე ხორცი,კვერცხი,ხილი და ბოსტნეული,ახალი
მწვანილი, კენკრა,
ლაქტაციის პერიოდში უნდა მოერიდონ მლაშე, ცხარე, სანელებლებს, ნიორს, ხახვს, მაგარ ჩაის. რადგან
ეს პროდუქტები ქალის რძეს გემოს უცვლის. ასევე შოკოლადი, კაკაო, ციტრუსი, ხილი, თაფლი,
მარწყვი, თევზი, ხიზილალა და ა.შ
მეძუძურ დედას ეკრძალება ნებისმიერი ალკოჰოლური სასმლის, მათ შორის ლუდის
მიღება. ალკოჰოლი სწრაფად გადადის რძეში და არასასურველ გავლენას ახდენს
ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
როგორც მეძუძური დედა, ასევე ორსული უნდა ერიდოს:
• კოფეინის შემცველ სასმელებს: ყავას, მაგარ ჩაის, პეპსი-კოლასა და კოკა-კოლას;
• ჭარბ შაქარს და ტკბილ საკვებ პროდუქტებს: კანფეტებს, შოკოლადს, ნამცხვერებს;
საკვებში ჭარბი რაოდენობით მარილის მოხმარებას და მარილიან პროდუქტს:
მარინადებს, მწნილებს, საწებლებს;
• არაპასტერიზებულ, აუდუღარ რძეს და შეუმოწმებელი რძის ნაწარმს;
• კარგად მოუმზადებელი (უმი) ხორცის მიღებას, ამ დროს მაღალია
ტოქსოპლაზმით და სალმონელათი დაავადების შანსი;
• თევზს-თევზის ზოგ სახეობაში აღმოჩენილი მაღალი შემცველობის მერკური
ნაყოფის ტვინის განვითარების მანკებთან არის დაკავშირებული.ასეთია:
სკუმბრია,თინუსი.
• კონსერვებს, რომლებიც შესაძლოა იქცეს ისეთი საშიში ინფექციის წყაროდ,
როგორიც არის ბოტულიზმი;
ჯანსაღ კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულისა და მისი
ნაყოფისთვის.ორსულის მიერ მიღებული პროდუქტები მუცლად მყოფი
ნაყოფის კვების მთავარი წყაროა და შესაბამისად ეს პროდუქტები
უსაფრთხო და სასარგებლო უნდა იყოს მისთვის. ჯანსაღი კვების რეჟიმის
დასაწყებად ყველაზე ხელსაყრელი დრო ორსულობის წინა პერიოდია,
მაგრამ კვებითი რეკომენდაციები სათანადო მოდიფიკაციით უნდა
გაგრძელდეს ორსულობისა და ლოგინობის ხანაშიც.
გამოყენებული ლიტერატურა:
https://www.ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=6c9b362f-f91a-
4e88-85e5-5eb2de3fc827
https://medison.ge/ka/blog/orsulta-kvebaaa
https://www.healthline.com/nutrition/13-foods-to-eat-when-pregnant
https://insured.amedadirect.com/foods-to-avoid-while-breastfeeding
https://moh.gov.ge/uploads/guidelines/2017/06/01/88ccc5e850b980e984b
d653c3b854778.pdf
მადლობა ყურადღებისთვის

More Related Content

Similar to ორსულთა-და-მეძუძურთა-კვება.pptx

ჯანსაღი კვება
ჯანსაღი კვებაჯანსაღი კვება
ჯანსაღი კვება
tamo maxarashvili
 
folic-acid.pptx
folic-acid.pptxfolic-acid.pptx
folic-acid.pptx
ninoburdiashvili2
 
saba.pdf
saba.pdfsaba.pdf
saba.pdf
marigiorgadze1
 
ჯანსაღი კვება.pdf
ჯანსაღი კვება.pdfჯანსაღი კვება.pdf
ჯანსაღი კვება.pdf
ShorenaCkifurishvili
 
gza janmrTelobisaken.pptx
gza janmrTelobisaken.pptxgza janmrTelobisaken.pptx
gza janmrTelobisaken.pptx
Tinatin Khutsishvili
 
Dabalansebuli kveba
Dabalansebuli kvebaDabalansebuli kveba
Dabalansebuli kveba
Nineli Kuxalashvili
 
ჯანსაღი კვება
ჯანსაღი კვებაჯანსაღი კვება
ჯანსაღი კვება
Lela Goginashvili
 
mari2.pdf
mari2.pdfmari2.pdf
mari2.pdf
oboladzenino
 
mari2.pdf
mari2.pdfmari2.pdf
mari2.pdf
oboladzenino
 
mari2.pptx
mari2.pptxmari2.pptx
mari2.pptx
oboladzenino
 
1. WellnessAcademy (ძალა და ენერგია)
1. WellnessAcademy (ძალა და ენერგია)1. WellnessAcademy (ძალა და ენერგია)
1. WellnessAcademy (ძალა და ენერგია)
Sasha Mchedlishvili
 
Beauty Edit- GI
Beauty Edit- GIBeauty Edit- GI
Beauty Edit- GI
Sasha Mchedlishvili
 
წყალი და მინერალ 1.pptxსადსდსადასდასდასდას
წყალი და მინერალ 1.pptxსადსდსადასდასდასდასწყალი და მინერალ 1.pptxსადსდსადასდასდასდას
წყალი და მინერალ 1.pptxსადსდსადასდასდასდას
beqachigla
 
Wellness-breakfast
Wellness-breakfastWellness-breakfast
Wellness-breakfast
Marina Arakishvili
 
მოსწავლის ბუკლეტი
მოსწავლის ბუკლეტიმოსწავლის ბუკლეტი
მოსწავლის ბუკლეტი
ninochi68
 

Similar to ორსულთა-და-მეძუძურთა-კვება.pptx (16)

ჯანსაღი კვება
ჯანსაღი კვებაჯანსაღი კვება
ჯანსაღი კვება
 
folic-acid.pptx
folic-acid.pptxfolic-acid.pptx
folic-acid.pptx
 
saba.pdf
saba.pdfsaba.pdf
saba.pdf
 
ჯანსაღი კვება.pdf
ჯანსაღი კვება.pdfჯანსაღი კვება.pdf
ჯანსაღი კვება.pdf
 
gza janmrTelobisaken.pptx
gza janmrTelobisaken.pptxgza janmrTelobisaken.pptx
gza janmrTelobisaken.pptx
 
Dabalansebuli kveba
Dabalansebuli kvebaDabalansebuli kveba
Dabalansebuli kveba
 
ჯანსაღი კვება
ჯანსაღი კვებაჯანსაღი კვება
ჯანსაღი კვება
 
mari2.pdf
mari2.pdfmari2.pdf
mari2.pdf
 
mari2.pdf
mari2.pdfmari2.pdf
mari2.pdf
 
mari2.pptx
mari2.pptxmari2.pptx
mari2.pptx
 
1. WellnessAcademy (ძალა და ენერგია)
1. WellnessAcademy (ძალა და ენერგია)1. WellnessAcademy (ძალა და ენერგია)
1. WellnessAcademy (ძალა და ენერგია)
 
Beauty Edit- GI
Beauty Edit- GIBeauty Edit- GI
Beauty Edit- GI
 
სწორი კვება
სწორი კვებასწორი კვება
სწორი კვება
 
წყალი და მინერალ 1.pptxსადსდსადასდასდასდას
წყალი და მინერალ 1.pptxსადსდსადასდასდასდასწყალი და მინერალ 1.pptxსადსდსადასდასდასდას
წყალი და მინერალ 1.pptxსადსდსადასდასდასდას
 
Wellness-breakfast
Wellness-breakfastWellness-breakfast
Wellness-breakfast
 
მოსწავლის ბუკლეტი
მოსწავლის ბუკლეტიმოსწავლის ბუკლეტი
მოსწავლის ბუკლეტი
 

ორსულთა-და-მეძუძურთა-კვება.pptx

  • 1. ორსულთა და მეძუძურთა კვება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III კურსი, II ჯგუფი მარიამ ჩუგუაშვილი
  • 2. ორსულობა განსაკუთრებული მდგომარეობაა, როდესაც ქალმა უნდა იზრუნოს არა მარტო საკუთარ, არამედ ნაყოფის ჯანმრთელობაზეც.ამისთვის კი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს-ჯანსაღი კვება. ორსულობის პირველ ნახევარში ქალის კვება მნიშვნელოვნად არ უნდა განსხვავდებოდეს ორსულობამდელი კვებისგან, მაგრამ საგულისხმოა, რომ ორსულობის I ტრიმესტრში ფორმირებას იწყებს ნაყოფის ორგანოები (ორგანოგენეზის პერიოდი), ამიტომ ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ცილის, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების საკმაო რაოდენობით მიღება. ორსულობის მეორე ნახევარში კი ნაყოფის წონის,პლაცენტის, მკერდის, საშვილოსნოს გაზრდის გამო მოთხოვნილება იზრდება პრაქტიკულად ყველა ნუტრიენტზე. ენერგიაზე მოთხოვნილება ორსულობის პირველ ნახევარში შეადგენს 2400-2700კკალ- ს, მეორე ნახევარში კი 2800-3000კკალ-ს.ორსულობის პირველ ნახევარში სასურველია 4-ჯერადი კვება, მეორე ნახევარში 5-ჯერადი, ბოლო 2 თვის განმავლობაში კი 6- ჯერადი.ორსულმა მთელი დღის ულუფის უდიდესი ნაწილი დღის პირველ ნახევარში უნდა მიირთვას. საუზმე დღიური ოდენობის 30%-ს უნდა შეადგენდეს, ლანჩი - 15%-ს, სადილი - 40%-ს, სამხარი - 5%-ს; ვახშამი - 10%-ს.
  • 3. ცილები: საკვები მდიდარი უნდა იყოს სრულფასოვანი ცილებით. ცილები ორგანიზმის ძირითადი სამშენებლო მასალაა. ორსულობის დროს მათზე მოთხოვნა დღეში 110-130გ-ია. ცილის ძირითადი წყარო უნდა იყოს რძე და რძის პროდუქტები,თევზი, ხორცი. უმჯობესია ხორცის მიღება მოხარშული სახით. ცილით მდიდარია აგრეთვე ფრინველი, კვერცხი, პარკოსნები, კაკალი. გარდა ამისა, ორსულმა ყოველდღე უნდა მიირთვას ხაჭო, არაჟანი, ყველი, რძე. ცილების 50% ცხოველური წარმოშობის უნდა იყოს. ნახშირწყლები: ნახშირწყლებზე მოთხოვნა ორსულობისას დღეში 400-500 გრამამდე იმატებს. როდესაც ამა თუ იმ მიზეზით ვითარდება ნახშირწყლების დეფიციტი, ორსულის ორგანიზმი ენერგიის წყაროდ იყენებს ცილებს, ამიტომ ცილები ნაყოფს შემცირებული რაოდენობით მიეწოდება. შედეგად ფერხდება მისი განვითარება. გარდა ამისა, მცირდება ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა, იმუნიტეტი, უარესდება ნერვული სისტემის მუშაობა. ნახშირწყლები უმჯობესია მიიღონ იმ პროდუქტებიდან, რომლებიც მდიდარია უჯრედისით. შაქრის ოდენობა დღეში 40-50 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. ცხიმები: ორსულობისას ცხიმების დღიური რაოდენობა შეადგენს დაახლობით 90 გ დღეში ან 1,5 გ/კგ. მაღალი სიმკვრივის ძნელად ლღობადი ცხიმები რაციონიდან უნდა ამოიღონ. რაციონში უნდა გაიზარდოს მცენარეული ზეთების წილი (მთელი ცხიმების 40%). ცხიმები (განსაკუთრებით – უჯერი) აუცილებელია თავის ტვინისა და თვალის ბადურას ფორმირებისთვის. გარდა ამისა, ცხიმები ხელს უწყობს ზოგიერთი (ე.წ. ცხიმში ხსნადი) ვიტამინის (A-ს, D-სა და E-ს) შეთვისებას.
  • 4. ორსულის კვება უნდა იყოს დაბალანსებული აუცილებელია ორსულის ყოველდღიური რაციონი შეიცავდეს 5 ძირითადი საკვები ჯგუფის პროდუქტებს. ესენია: ხილი, ბოსტნეული, მჭლე ხორცი, მარცვლეული, რძის პროდუქტები. დიეტოლოგები ურჩევენ ორსულებს, რომ საკვები თეფშზე გადაანაწილონ ასე: თეფშის ნახევარი - ხილი და ბოსტნეული, მეოთხედი - მარცვლეული, მეოთხედი - მჭლე ხორცი და მიიღონ რძის პროდუქტები ყოველდღიურად. ხილი და ბოსტნეული: ორსულმა ქალმა ფოკუსირება სწორედ ხილსა და ბოსტნეულზე უნდა გააკეთოს, განსაკუთრებით ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში. აღნიშნული საკვები პროდუქტები შეიცავენ დიდი რაოდენობით ვიტამინებს და მინერალებს, ასევე ბოჭკოებს, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს საჭმლის მონელებაში.
  • 5. მარცვლეული: მარცვლეული პროდუქტები აუცილებელი საკვები კომპონენტებია და წარმოადგენს ენერგიის მნიშვნელოვან წყაროს ორსულის დიეტაში. ისინი მდიდარია ბოჭკოთი, რკინით და B ჯგუფის ვიტამინებით. ორსულისთვის ნახშირწყლების წყაროს არჩევით პროდუქტებს წარმოადგენს მთლიანი მარცვლეული, როგორებიცაა შვრია, მთლიანი ხორბლის პასტა ან პური და ყავისფერი ბრინჯი,წიწიბურა.
  • 6. რძის პროდუქტები: მიზანი უნდა იყოს დღის განმავლობაში რძის პროდუქტების 3- 4 ულუფის მიღება. რძე, იოგურტი, ასევე ყველი არის სწორედ ის პროდუქტები, რომლებიც მდიდარია კალციუმით, ცილებით და D ვიტამინით, ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით ფოსფორს, სხვადასხვა სახის B ჯგუფის ვიტამინებს, მაგნიუმს და თუთიას. ამასთან იოგურტი, რომელიც შეიცავს პრობიოტიკებს, გვეხმარება ორსულობის დროს საკმაოდ ხშირი პრობლემის - საჭმლის მონელებასთან ასოცირებული პრობლემების მოგვარებაში. ამასთან აუცილებელია გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ გარდა ჯანსაღი საკვები პროდუქტების მიღებისა და დაბალანსებული დიეტისა, რეკომენდებულია ყველა ორსულმა მიიღოს პრენატალური ვიტამინებიც, რომლებიც შეიცავს სწორედ იმ ვიტამინებს, მინერალებს და დანამატებს, რომლებიც აუცილებელია ორსულისთვის და რისი საკმარისი რაოდენობით მიღებაც რთულია შესაბამისი დაბალანსებული კვების რეჟიმის დაცვის პირობებშიც კი. ასევე აუცილებელია სითხეების საკმარისი რაოდენობით მიღება.ორსული ქალის ორგანიზმი დღიურად საჭიროებს მინიმუმ 1.5 ლ. წყალს, გაიდლაინების უმეტესობა რეკომენდაციას უწევს დღის განმავლობაში 2 ლიტრი სითხის მიღებას. სითხეების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ისიც, რომ მათ შეიცავს საკვები პროდუქტებიც, მათ შორის ხილი და ბოსტნეული და აღნიშნული რეკომენდაციები მოიცავს დღის განმავლობაში სხვადასხვა გზით მიღებული სითხეების ჯამურ რაოდენობას. სითხეების არასაკმარისი რაოდენობის მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ხარისხის დეჰიდრატაცია, რაც გამოვლინდება თავის ტკივილით, ხასიათის ცვლილებით, დაღლილობით და მეხსიერების დაქვეითებით. ამასთან,სითხეების ადეკვატური რაოდენობით მიღება ამცირებს საშარდე გზების ინფექციის განვითარების რისკს, რაც ორსულობის დროს ასევე გავრცელებულ მდგომარეობას წარმოადგენს.
  • 7. ფოლიუმის მჟავა: ფოლიუმის მჟავა,იგივე B9 ვიტამინი ფოლაცინი, B ჯგუფის ვიტამინია. ის აუცილებელია ნაყოფის თავის და ზურგის ტვინის ნორმალური განვითარებისთვის. ცნობილია, რომ ფოლიუმის მჟავას დეფიციტი ორსულობის დროს საკმაოდ საშიშია, რადგან იწვევს ნაყოფის განუვითარებლობას,აბორტებს, ჰიპოტროფიებს და სხვა არასასურველ შედეგებს. ფოლიუმის მჟავა საკვები პროდუქტების შემადგენელი ერთ-ერთი ვიტამინია, მაგრამ ორსულობის დროს ფოლიუმის მჟავას საჭირო რაოდენობის მიღება შეუძლებელია განხორციელ დეს მხოლოდ საკვები პროდუქტების მიღების გზით,სწორედ ამის გამო, რეკომენდებულია ყველა ქალმა და მისმა პარტნიორმა ჯერ კიდევ დაორსულებამდე დაახლოებით 1-3 თვით ადრე დაიწყოს ფოლიუმის მჟავას მიღება 400 მკგ/დღეში ოდენობით, ორსულობის დადგომის შემდეგ კი მხოლოდ ქალმა გააგრძელოს აღნიშნული ვიტამინის იმავე დოზით მიღება ორსულობის 12 კვირის ვადამდე. ზოგიერთი რეკომენდაციის მიხედვით, სასურველია ორსულო ბის დროს მისაღები ფოლიუმის მჟავას რაოდენობა გაიზარდოს 600 მკგ-მდე/დღეში. აღნიშნული რაოდენობები მოცემულია რისკ-ფაქტორების არ მქონე ორსულებისთვის. სხვადასხვა სახის რისკ-ფაქტორის არსებობის შემთხვევაში კი საჭირო ხდება ფოლიუმის მჟავას ბევრად დიდი დღიური დოზის გამოყენება. მდგომარეობის შეფასება და სათანადო დოზირების რეჟიმის შერჩევა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს სპეციალისტის მიერ.
  • 8. ნერვული მილის დეფექტები ვითარდება ორსულობის პირველი 28 დღის განმავლობაში - ჩვეულებრივ, სანამ ქალი გაიგებს, რომ იგი ორსულადაა.სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ფოლის მჟავას მიღება რეპროდუქციული ასაკის ყველა ქალისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვინც გეგმავს დაორსულებას. ცნობილია, რომ ორსულობათა საშუალოდ 50% დაუგეგმავია.ყველა ქალი, ვინც კი შესაძლებელია, რომ დაორსულდეს, უნდა იღებდეს ფოლის მჟავას, სასურველია დაორსულებამდე 1 წლის განმავლობაში მაინც (სულ მცირე 3 თვის განმავლობაში) და ორსულობის პირველი 3 თვის მანძილზე. ფოლის მჟავა ბუნებრივად, საკვებ პროდუქტებში წარმოდგენილია ფოლატების სახით. მათ დიდი რაოდენობით შეიცავს: მუქ-მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული (ისპანახი, ბროკოლი, სალათის ფურცელი, მწვანე სოიო, ოხრახუში), პარკოსნები, სატაცური, ხილი (ბანანი, შავი მოცხარი, კივი, ფორთოხალი, ფეიხოა), სოკო, ხორცი(საქონლის ღვიძლი და თირკმელი),თევზი, ხიზილალა, პომიდორი.
  • 9. კალციუმი: კალციუმი არის მინერალი, რომელიც აუცილებელია ნაყოფის ძვლების და კბილების შენებისთვის. თუ ქალი ორსულობის დროს არ იღებს საკმარისი რაოდენობით კალციუმს, აღნიშნული მინერალი გამოთავისფულდება სწორედ ქალის ძვლებიდან იმისთვის, რომ მოხდეს ნაყოფის ორგანიზმის კალციუმზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება. ბევრი რძის პროდუქტი ფორტიფიცირებულია D ვიტამინით, რომელიც აუცილებელია კალციუმის ადეკვატური ათვისებისთვის და ასევე ღებულობს მნიშვნელოვან როლს ნაყოფის ძვლების განვითარებაში. ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეჯის რეკომენდაციით ორსული ქალი 19 წლის ზემოთ საჭიროებს კალციუმის 1.000 მგ. დღიურ დოზას. ორსული თინეიჯერებისთვის კი - 14-დან 18 წლამდე - კალციუმის რეკომენდებული დღიური დოზა 1.300 მგ-ის ტოლია. საკვები პროდუქტები, რომლებიც შეიცავს კალციუმს: რძე, იოგურტი, ყველი, კალციუმით ფორტიფიცი რებული წვენები და საკვები პროდუქტები, სარდინები ან ორაგული, ზოგიერთი ფოთლოვანი მწვანილი.
  • 10. თუთია: თუთია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტი. ის ასრულებს მნიშვნელოვან როლს ზრდისა და განვითარების ნორმალური პროცესების მიმდინარეობაში, უჯრედული მთლიანობის შენარჩუნებაში და სხვადასხვა სახის ბიოლოგიური ფუნქციების განხორციელებაში, მათ შორის ნუკლეინის მჟავების მეტაბოლიზმსა და ცილების სინთეზში. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, თუთია მნიშვნელოვანი ელემენტია ნაყოფის განვითარებისთვისაც. ორსულობის დროს თუთიის მიღება ხელს უწყობს ნაადრევი მშობიარობის შემცირებას. საკვები, რომელიც შეიცავს თუთიას: წიწილის, ინდაურის, საქონლის ხორცი, კრაბი, თევზი, რძის პროდუქტები, ლობიო, არაქისის კარაქი, თხილი, მზესუმზირა, ჯინჯერი/კოჭა, ხახვი, ქატო, ხორბ ლის ჩირი, ბრინჯი, მაკარონი, მარცვლეული, კვერცხი, ოსპი.
  • 11. რკინა: ორსულობის დროს იზრდება მოცირკულირე სისხლის რაოდენობა, შესაბამისად მატულობს მოთხოვნა რკინაზე. ეს პროცესები განსაკუთრებით აქტიური ორსულობის 3-4 თვის ვადაზე ხდება. როდესაც ორსული იღებს საკმარისზე ნაკლებ რკინას დღის განმავლობაში, ვითარდება ანემია. ამ დროს კლინიკურად გამოვლინდება სისუსტე და დაღლილობა, ამავდროულად იზრდება ინფექციური პროცეს ების განვითრების რისკიც, ნაყოფი კი ვეღარ ღებულობს საკმარისი რაოდენობით ჟანგბადს და საკვებ ნი ვთიერებებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ორსულობა ყველა შემთხვევაში არ იწყება სისხლში რკინის ნორმული მაჩვენებლებით. ამგვარ შემთხვევებში რკინის დეფიციტი ბევრად ადრე ხდება შესამჩნევი და აუცილებელია დროულად შეირჩეს შესაბამისი რეკომენდაციები და მკურნალობის რეჟიმი კვალიფიცი ური ექიმის მიერ, რათა თავიდან იქნას აცილებული ანემიასთან ასოცირებული გართულებები: ნაადრევ ი მშობიარობა, მცირე მასის ახალშობილის დაბადება, ცუდი სამეანო გამოსავალი, ორსულის მხრივ კი: დაღლილობა, სისუსტე, დეპრესია. რკინის შეწოვაზე დადებით გავლენას ახდენს C ვიტამინი. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია რკინის შემცველ საკვებთან ერთად მივიღოთ C ვიტამინის შემცველი პროდუქტებიც, მაგალითად ფორთოხლის წვენი. საკვები პროდუქტები, რომლებიც შეიცავს რკინას: საქონლის და ფრინველის ხორცი, თევზი, ხმელი ლო ბიო, ბარდა, რკინით ფორტიფიცირებული მარცვლეული.
  • 12. მითია გავრცელებული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ორსულმა “უნდა იკვებოს ორის მაგივრად” წონის ჭარბი მატება ორსულობის დროს მნიშვნელოვნად ზრდის როგორც გესტაციური დიაბეტის, ასევე ორსულობის და მშობიარობის სხვა სახის გართულებების განვითარების რისკს. გესტაციური დიაბეტი (GDM) არის ორსულობის დროს პირველად განვითარებული ან დიაგნოსტირებული გლუკოზის ტოლერანტობის (ჰიპერგლიკემიის) ნებისმიერი ხარისხის დარღვევა. დაავადება უვითარდებათ ორსულთა დაახლოებით 0,2-0,3%_ს. გლუკოზა ადვილად აღწევს პლაცენტარულ ბარიერს და აღწევს ნაყოფის სისხლში დედის სისხლიდან. ორსულობის პირველ 9-12 კვირაზე ნაყოფის კუჭქვეშა ჯირკვალი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, შესაბამისად ჯერ ვერ გამოიმუშავებს საკუთარ ინსულინს. ამ პერიოდში დედის ჰიპერგლიკემია (მაღალი შაქარი) იწვევს ნაყოფში სხვადასხვა ორგანოების მანკების ჩამოყალიბებას. ორსულობის პირველ ტრიმესტრში შეიძლება თავი იჩინოს სპონტანურმა აბორტმა, ხოლო თუ გესტაციური შაქრიანი დიაბეტი გამოვლინდა ორსულობის მეორე, მესამე ტრიმესტრში,როდესაც ნაყოფის ორგანოები უკვე ჩამოყალიბებულია, ვითარდება ნაყოფის მაკროსომია (ნაყოფის ჭარბი წონა), რაც თავის მხრივ იწვევს გართულებებს, მაგალითად - ნაადრევ მშობიარობას და მშობიარობის დროს ტრამვებს. უპირველეს ყოვლისა ინიშნება დიეტოთერაპია, დღიური კალორაჟის შემცირებით დაახლოებით 25 კკალ_მდე. თუ დიეტოთერაპიის ფონზე ვერ იქნა მიღწეული სასურველი შედეგი, პაციენტს აუცილებლად უნდა დაენიშნოს ინტენსიური ინსულინოთერაპია. ორსულთა ტოქსიკოზი არის მრავალსიმპტომური პათოლოგიური მდგომარეობა, რასაც ორსულის ორგანიზმში ადაპტაციური პროცესების დარღვევა იწვევს. მსუბუქი და საშუალო ფორმით მიმდინარე ტოქსიკოზების შემთხვევაში კარგი საშუალებაა კოჭას შემცველი პრეპარატების, მენთოლის შემცველი პროდუქტების მიღება, მაგალითად პიტნის, ან ლიმნის ნაყენი, ხშირად და მცირე ულუფებით საკვების მირთმევა, ასევე გრილი და ცივი
  • 13. მეძუძურთა კვება. მეძუძურ ქალს მრავალფეროვანი საკვები სჭირდება.მეძუძური დედების რაციონის ენერგეტიკული ღირებულება,იმავე ასაკის ქალების რაციონის ენერგეტიკულ ღირებულებასთან 450-500კკალ-ით მაღალალია,რადგან ენერგიაც და საკვები ნივთიერებებიც რძის წარმოსაქმნელად იხარჯება. მეძუძურმა ქალებმა აუცილებლად უნდა მიიღონ რძე და რძის პროდუქტები, რადგან ეს პროდუქტები კალციუმისა და ფოსფორის ძირითადი წყაროა,ასევე ხორცი,კვერცხი,ხილი და ბოსტნეული,ახალი მწვანილი, კენკრა, ლაქტაციის პერიოდში უნდა მოერიდონ მლაშე, ცხარე, სანელებლებს, ნიორს, ხახვს, მაგარ ჩაის. რადგან ეს პროდუქტები ქალის რძეს გემოს უცვლის. ასევე შოკოლადი, კაკაო, ციტრუსი, ხილი, თაფლი, მარწყვი, თევზი, ხიზილალა და ა.შ
  • 14. მეძუძურ დედას ეკრძალება ნებისმიერი ალკოჰოლური სასმლის, მათ შორის ლუდის მიღება. ალკოჰოლი სწრაფად გადადის რძეში და არასასურველ გავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. როგორც მეძუძური დედა, ასევე ორსული უნდა ერიდოს: • კოფეინის შემცველ სასმელებს: ყავას, მაგარ ჩაის, პეპსი-კოლასა და კოკა-კოლას; • ჭარბ შაქარს და ტკბილ საკვებ პროდუქტებს: კანფეტებს, შოკოლადს, ნამცხვერებს; საკვებში ჭარბი რაოდენობით მარილის მოხმარებას და მარილიან პროდუქტს: მარინადებს, მწნილებს, საწებლებს; • არაპასტერიზებულ, აუდუღარ რძეს და შეუმოწმებელი რძის ნაწარმს; • კარგად მოუმზადებელი (უმი) ხორცის მიღებას, ამ დროს მაღალია ტოქსოპლაზმით და სალმონელათი დაავადების შანსი; • თევზს-თევზის ზოგ სახეობაში აღმოჩენილი მაღალი შემცველობის მერკური ნაყოფის ტვინის განვითარების მანკებთან არის დაკავშირებული.ასეთია: სკუმბრია,თინუსი. • კონსერვებს, რომლებიც შესაძლოა იქცეს ისეთი საშიში ინფექციის წყაროდ, როგორიც არის ბოტულიზმი;
  • 15. ჯანსაღ კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულისა და მისი ნაყოფისთვის.ორსულის მიერ მიღებული პროდუქტები მუცლად მყოფი ნაყოფის კვების მთავარი წყაროა და შესაბამისად ეს პროდუქტები უსაფრთხო და სასარგებლო უნდა იყოს მისთვის. ჯანსაღი კვების რეჟიმის დასაწყებად ყველაზე ხელსაყრელი დრო ორსულობის წინა პერიოდია, მაგრამ კვებითი რეკომენდაციები სათანადო მოდიფიკაციით უნდა გაგრძელდეს ორსულობისა და ლოგინობის ხანაშიც.