2. “ ქალაქის სახელწოდება “გორი”, როგორც ვახუშტი განმარტავს, მერმინდელია და წარმოშობილია კლდოვანი ბორცვის თანასახელიდან “გორაკი.” ვახუშტი წერს: “. . . ამან სახელი მოიგო გორისაგან, რომელი ამოსული არს მუნ დიდი ლიახვის კიდესა ზედა”.
3. “ გორი - წერს აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი - შიდა ქართლის გული იყო, შიდა ქართლი კი - მთელი საქართველოს გულია”.
4. “ გორი პატარა ქალაქია. გაშენებული ორ მთას შორის გაშლილ ვაკეზე, მდინარე მტკვრის ნაპირზე, ბორცვის ძირში, რომელზედაც ციხე-სიმაგრე დგას. . . ციხე-სიმაგრე კარგად არის დაცული. მის მთავარ ძალას მისი ადგილმდებარეობა წარმოადგენდა. გარნიზონი შედგება ასი კაცისგან. მის ძირში გაშენებული ქალაქი პატარაა. სახლები, ისევე, როგორც დახურული ბაზრები ალიზისაგან არის ნაშენი. მცხოვრებლები ვაჭრობას მისდევენ და საკმაოდ შეძლებულნიც არიან. აქ ბლომად და იაფად შეიძლება იშოვო ყველაფერი, რაც არსებობისათვის არის აუცილებელი”. ჟან შარდენი
7. “ მტკვრის სამხრეთ-დასავლეთიდამ ერთვის ატენის წყალს წედისის ხევი. წედის არს ციხე მცირე, და არს ხეობა ესე ვენახოვანი, ხილიანი. კვალად ატენის წყალს მოერთვის აღმოსავლეთიდამ ვერის ხევი. აქა არს ციხე მაღალსა კლდესა ზედა. ვენახოვან-ხილიანი. ვერის დაბის დასავლეთით არს მონასტერი, კეთილშვენიერი ყოვლად წმინდისა. ამის ზეით ატენი, მცირე ქალაქი. მოსახლენი ქართველნი, სომეხნი, ურიანი. არს ციხე მაღალს კლდისა ზედა ნაშენი დიდი.”