SlideShare a Scribd company logo
1 of 8
,,შვიდმნათობიერი”
,,მეფეთა მზე და მზეთაცა
მზე”.
,,მარადღე მახარებელი
ყოველთა გლახაკთა და
დავრდომილთა”
,,შიში და ზარი ყოველთა
სულტანთა ზედა”.
1166 წ. საქართველოს მეფეს,გიორგი III -სა და
მის მეუღლეს, ბურდუხანს - ქალიშვილი
თამარი შეეძინათ.
გიორგი მეფემ, თავისსავე სიცოცხლეში,
მეფედ გამოაცხადა.
ვითარცა ქალი, იყო ქალთაგან
უმშვენიერესი ტანად - საშუალოზე
უმაღლეს,ნაკვთოვანი.
სახედ-საოცრად სახიერი
ღაწვები - ღვთაებრივ სპეტაკნი, მქრქალი
ვარდისფრით შეფერილნი.
თვალები - გრემან-ზღვისფერი,მსგავსად
ღმერთქალი ათენასი, აღსავსე
ხიბლით,სიბრძნით და შუქმოსიერებით.
იყო მოსაუბრე ,,სიტყვითა-
ოქრონექტარითა”.
სიტყვა მისი იყო ,,ტკბილ და
ძვირუხსენებელ”
იყო საოცრად თავმდაბალი, გულმოწყალე
და დიდსულოვანი შემწყნარებელი.
უმდიდრესი ხელმწიფე იყო,მაგრამ თვითონ
სადა,მოკრძალებული,,,უქონელი” ცხოვრებით
ცხოვრობდა.
თვითონ იტყოდა ღიმილით
,,მე ვარ მამა ობოლთა და მსაჯული ქურივთა”.
,,გლახაკთა და მოჩივართა გამკითხველს” გულის
სიღრმემდეებრალებოდა უძლურნი და საპყარნი.
თავის მახლობლად დააბინავებდა მათ. საკუთარი
ხელით აჭმევდა,საკუთარი ხელით სარეცელს
გაუწყობდა, დააწვენდა, დალოცავდა და
გაამხნევებდა.
დიაცი იყო და უყვარდა საქმენი სამამაცონი:
მშვილდოსან-მახვილობა
ნადირობა
ჯირითობა.
დიაცი იყო და უყვარდა ,,ხელსაქმარი” სადიაცონი:
მატყლის ჩეჩვა და ძაფის რთვა
ქსოვა
ჭრა და კერვა
ქარგვა.
დავით სოსლანს და გიორგი ლაშას მისი ხელით
შეკერილი და მოქარგული ჯუბა ემოსათ.
საკუთარი ხელით ნაქსოვ-ნაკერს ხელით აცმევდა
ღარიბს,ქვრივს, ობოლს,უძლურს.
სამაგალითო ქრისტიანი
მოწესე იყო ქრისტიან ხალხთა
მეუფე.
-ღვთივგაბრძნობილმა მეფემ
სასტიკად აკრძალა
სიკვდილით დასჯა და
სხეულის დასახიჩრება.
გამუდმებულმა მარხვამ,ფეხშიშველა
ლიტანიობამ და მონასტრის ქვის
სარეცელზე წოლამ,ჯანმრთელობა
შეურყია ქართველთა სათაყვანებელ
მეფეს.დიდხანს მალავდა მეფე
ავადმყოფობას,სხვის შეწუხებას
ერიდებოდა. დღითიდღე დაუმძიმდა
ჭირი,და როცა ტკივილი გაუსაძლისი
გახდა ,,მაშინღა განაცხადა.”
გამეფდა 18 წლისა, იმეფა 25 წელი,
აღესრულა 43 წლისა.
გზაზე მათხოვარი მიდიოდა.მწარედ
ტიროდა, - ტანზე თამარის ,,ხელნაქმარი” ემოსა.
დღემდე საიდუმლოებითაა მოცული თამარ
მეფის საფლავის ადგილსამყოფელი. ზოგიერთი
ისტორიული წყარო წმინდა მეფის საძვალედ
გელათს ასახელებს,ზოგიც - იერუსალიმის
ჯვრის მონასტერს.

More Related Content

Viewers also liked

Present Perfect & Present Perfect Continuous
Present Perfect & Present Perfect ContinuousPresent Perfect & Present Perfect Continuous
Present Perfect & Present Perfect Continuous
kylefiac
 

Viewers also liked (12)

Together and Apart - OVERVIEW
Together and Apart - OVERVIEWTogether and Apart - OVERVIEW
Together and Apart - OVERVIEW
 
NEF Brochure -Products
NEF Brochure -ProductsNEF Brochure -Products
NEF Brochure -Products
 
Smk10 bahasaindonesia kastamsyamsi
Smk10 bahasaindonesia kastamsyamsiSmk10 bahasaindonesia kastamsyamsi
Smk10 bahasaindonesia kastamsyamsi
 
Present simple and continuous
Present simple and continuousPresent simple and continuous
Present simple and continuous
 
Present Perfect & Present Perfect Continuous
Present Perfect & Present Perfect ContinuousPresent Perfect & Present Perfect Continuous
Present Perfect & Present Perfect Continuous
 
Devops Spark Streaming
Devops Spark StreamingDevops Spark Streaming
Devops Spark Streaming
 
Kembali ke Manhaj Taghyeer Madrasah Rasulillah saw
Kembali ke Manhaj Taghyeer Madrasah Rasulillah sawKembali ke Manhaj Taghyeer Madrasah Rasulillah saw
Kembali ke Manhaj Taghyeer Madrasah Rasulillah saw
 
Qualification scan
Qualification scanQualification scan
Qualification scan
 
PHP Albania User Group - What is this about?
PHP Albania User Group - What is this about?PHP Albania User Group - What is this about?
PHP Albania User Group - What is this about?
 
Hadith 101 | #7
Hadith 101 | #7Hadith 101 | #7
Hadith 101 | #7
 
NEF Brochure - Brief
NEF Brochure - BriefNEF Brochure - Brief
NEF Brochure - Brief
 
"روح" التواصل ...
"روح" التواصل ... "روح" التواصل ...
"روح" التواصل ...
 

შვიდმნათობიერი

  • 1. ,,შვიდმნათობიერი” ,,მეფეთა მზე და მზეთაცა მზე”. ,,მარადღე მახარებელი ყოველთა გლახაკთა და დავრდომილთა” ,,შიში და ზარი ყოველთა სულტანთა ზედა”.
  • 2. 1166 წ. საქართველოს მეფეს,გიორგი III -სა და მის მეუღლეს, ბურდუხანს - ქალიშვილი თამარი შეეძინათ. გიორგი მეფემ, თავისსავე სიცოცხლეში, მეფედ გამოაცხადა.
  • 3. ვითარცა ქალი, იყო ქალთაგან უმშვენიერესი ტანად - საშუალოზე უმაღლეს,ნაკვთოვანი. სახედ-საოცრად სახიერი ღაწვები - ღვთაებრივ სპეტაკნი, მქრქალი ვარდისფრით შეფერილნი. თვალები - გრემან-ზღვისფერი,მსგავსად ღმერთქალი ათენასი, აღსავსე ხიბლით,სიბრძნით და შუქმოსიერებით. იყო მოსაუბრე ,,სიტყვითა- ოქრონექტარითა”. სიტყვა მისი იყო ,,ტკბილ და ძვირუხსენებელ” იყო საოცრად თავმდაბალი, გულმოწყალე და დიდსულოვანი შემწყნარებელი.
  • 4. უმდიდრესი ხელმწიფე იყო,მაგრამ თვითონ სადა,მოკრძალებული,,,უქონელი” ცხოვრებით ცხოვრობდა. თვითონ იტყოდა ღიმილით ,,მე ვარ მამა ობოლთა და მსაჯული ქურივთა”. ,,გლახაკთა და მოჩივართა გამკითხველს” გულის სიღრმემდეებრალებოდა უძლურნი და საპყარნი. თავის მახლობლად დააბინავებდა მათ. საკუთარი ხელით აჭმევდა,საკუთარი ხელით სარეცელს გაუწყობდა, დააწვენდა, დალოცავდა და გაამხნევებდა.
  • 5. დიაცი იყო და უყვარდა საქმენი სამამაცონი: მშვილდოსან-მახვილობა ნადირობა ჯირითობა. დიაცი იყო და უყვარდა ,,ხელსაქმარი” სადიაცონი: მატყლის ჩეჩვა და ძაფის რთვა ქსოვა ჭრა და კერვა ქარგვა. დავით სოსლანს და გიორგი ლაშას მისი ხელით შეკერილი და მოქარგული ჯუბა ემოსათ. საკუთარი ხელით ნაქსოვ-ნაკერს ხელით აცმევდა ღარიბს,ქვრივს, ობოლს,უძლურს.
  • 6. სამაგალითო ქრისტიანი მოწესე იყო ქრისტიან ხალხთა მეუფე. -ღვთივგაბრძნობილმა მეფემ სასტიკად აკრძალა სიკვდილით დასჯა და სხეულის დასახიჩრება.
  • 7. გამუდმებულმა მარხვამ,ფეხშიშველა ლიტანიობამ და მონასტრის ქვის სარეცელზე წოლამ,ჯანმრთელობა შეურყია ქართველთა სათაყვანებელ მეფეს.დიდხანს მალავდა მეფე ავადმყოფობას,სხვის შეწუხებას ერიდებოდა. დღითიდღე დაუმძიმდა ჭირი,და როცა ტკივილი გაუსაძლისი გახდა ,,მაშინღა განაცხადა.”
  • 8. გამეფდა 18 წლისა, იმეფა 25 წელი, აღესრულა 43 წლისა. გზაზე მათხოვარი მიდიოდა.მწარედ ტიროდა, - ტანზე თამარის ,,ხელნაქმარი” ემოსა. დღემდე საიდუმლოებითაა მოცული თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელი. ზოგიერთი ისტორიული წყარო წმინდა მეფის საძვალედ გელათს ასახელებს,ზოგიც - იერუსალიმის ჯვრის მონასტერს.