როცა თბილისში:
დაიღლები ცხოვრებისურბანული სტილით…
ხალხმრავლობით…
ხმაურით…
ერთფეროვნებით…
სახლიდან/სამსახურიდან ხედი – კორპუსები და
საცობიანი ქუჩებია…
ჰაერის ნაცვლად – ბუღი და გამონაბოლქვია...
ჩერონი.2008 წლის შემოდგომა
იქ,სადაც:
სიმშვიდე და სიმყუდროვეა...
ხედი ჩერონიდან.2008 წლის გაზაფხული
სუფთა ჰაერი, სივრცე და გაშლილი ხედებია...
ჩერონი.2008 წლისგაზაფხული
ბუნებასთან ახლოს ხარ, არის
ტყე, სიმწვანე…
ჩერონი.2008 წლის ზამთარი
ზაფხულში – სიგრილე, ზამთარში
კი, წვიმის და ტალახის ნაცვლად,
თოვლია…
5.
სადაც ნებისმიერ დროსშეგიძლია, მიხვიდე...
სადაც შენი გარემო და შენი სახლია...
და ეს სახლი ჩერონშია…
6.
თავისუფლების მოედნიდან 12კმ–ის მანძილზე, ტყის პირას მდებარეობს
დაახლოებით 2 ჰექტარზე განთავსებული თბილისის ახალი გარეუბანი,
28 ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით, რომელსაც სამხრეთით
უშუალოდ ემიჯნება კოჯრის შერეული ტყე;
კოჯრის ტყის სიახლოვე განაპირობებს კლიმატის უნიკალურობას,
დასახლების მდებარეობიდან გამომდინარე კი, ორ ტერასად
განლაგებული სახლებიდან იშლება ხედები თბილისსა და კავკასიონის
ულამაზეს პანორამაზე.
ჩერონი
ჩერონი ეს არის:
თბილისის ერთადერთი ტყისპირა უბანი სრული
კომუნიკაციებითა და ინფრასტრუქტურით;
უბნის ერთიანი კონცეფცია საერთო არქიტექტურული
ელემენტებით;
ინდივიდუალური პროექტირება მომხმარებლის ინტერესებისა
და გემოვნების გათვალისწინებით;
2008 წლის ივლისში დაწყებული მშენებლობა;
კრიზისის მიუხედავად მიმდინარე მშენებლობა;
უკვე აშენებული 9 სახლის კმაყოფილი მფლობელი.
მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებითდაპროექტებული
საცხოვრებელი სახლები, მინიმალური ფართობით 130 კვ.მ,
განთავსებულია 500 და 550 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე;
კომპლექსის ერთიან არქიტექტურულ სტილს ქმნის ქვის ზეძირკველი,
ბუნებრივი ან ლითონის კრამიტის სახურავები და ერთიანი დიზაინის
მქონე ქვისა და ლითონის ბადის ღობე;
კომპლექსში განთავსებულია შენობა, რომელშიც მოეწყობა სატრენაჟორო
დარბაზი, დაცვის სამსახური, მინი მარკეტი და სხვა საზოგადოებრივი
დანიშნულების ობიექტები მაცხოვრებელთა ინტერესების
გათვალისწინებით;
პროექტი ითვალისწინებს გზების კეთილმოწყობას, საერთო და
ინდივიდუალური დაცვის სისტემების დამონტაჟებას, სარეკრეაციო
გასასვლელებისა და ბავშვებისათვის სათამაშო მოედნის კეთილმოწყობას.
სამშენებლო პირობები დაფასები
პროექტის ფარგლებში კომპანია “ჩერონი” გთავაზობთ საცხოვრებელი სახლების ჩაბარებას ე.წ.
“თეთრი კარკასის” მდგომარეობით.
1კვ.მ საცხოვრებელი სახლის საფასური მერყეობს 650–დან 900 აშშ დოლარის ფარგლებში. ზუსტ
ღირებულებას ორი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს:
1. საფასურის გადახდის სისწრაფე (სწრაფი – 1 თვე; საშუალო – 6 თვე; გვიანი – 12 თვე.);
2. ასაშენებელი სახლის სიდიდე/მოცულობა;
საცხოვრებელი სახლის 1კვ.მ–ის საფასური, აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, შემდეგი
სახით ნაწილდება (ფასი მოცემულია აშშ დოლარებში)
1 თვის პერიოდი 6 თვის პერიოდი 12 თვის პერიოდი
130 კვ.მ 750 800 900
160 კვ.მ 725 775 875
200 კვ.მ 700 750 850
250 კვ.მ 675 725 825
300 კვ.მ 650 700 800
* სახლის მინიმალური ფართი 130 კვ.მ–ია, ხოლო საფასურის დაფარვის მაქსიმალური ვადა – 12 თვე;
* * სახლის საფასურში შედის 500-550 კვ.მ . ფართის მიწის ნაკვეთი;
* * *. მიუხედავად საფასურის გადახდის სისწრაფისა, მყიდველი ხელშეკრულების გაფორმებისას სახლის
საფასურის 10%–ს იხდის, რაც ასაშენებელი სახლის დაპროექტებასა და მოსამზადებელ სამუშაოებს
მოხმარდება.