ხავსები — ავტოტროფიორგანიზმები,
უმაღლესი მცენარეების წარმომადგენლებ
ი, რომლებიც გაერთიანებულნი
არიან ხავსისნაირთაგანყოფილებაში და
რომელთა სხეული შედგება ძაფისებრი
სხეულის პროტონემისაგან
(განლაგებულია ნიადაგში ან მის
ზედაპირზე), ვერტიკალური ღეროსაგან
(სპირალურად განლაგებული
ფოთლებით) და ღეროს ფუძესთან
არსებული ფესვის მსგავსი
რიზოიდებისაგან.
4.
რიზოიდები სათანადოდ ვერ
უზრუნველყოფენმცენარეს წყლით
და ხავსებს არა აქვთ
განვითარებული გამტარი
ქსოვილები, მათი სიგრძე არ
აღემატება 15-20 სმ-ს. ხავსებში
აღინიშნება უსქესო და სქესობრივი
თაობების მონაცვლეობა.
6.
ზრდასრული ხავსების თაობას
გამეტოფიტიეწოდება. იგი თავისი
განვითარების ბოლო სტადიაზე
ღეროს კენწეროზე ივითარებს
მდედრობით და მამრობით სასქესო
ორგანოებს — არქეგონიუმსა და
ანთერიდიუმს. ხავსებიდან
ყველაზე უფრო ხშირად
გვხვდებიან გუგულის სელი და
ტორფის ხავსი.