1. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკია ევროპაში,
მოიცავს 6 ადმინისტრაციულ ერთეულს, კერძოდ
ბორჯომის, ხარაგაულის, ხაშურის, ახალციხის,
აბასთუმნის და ბაღდათის ტერიტორიებს.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს
საქართველოს ცენტრალურ ნაწილში და ქმნის მცირე
კავკასიონის მთების აღმოსავლეთ ნაწილს. მისი საერთო
ფართობი შეადგენს 85,083 ჰექტარს, რაც საქართველოს
ტერიტორიის 1%-ზე მეტია.ეროვნული პარკის
ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები
მდებარეობს ბორჯომსა და ხარაგაულში. პარკის
ადმინისტრაცია მართავს ოთხი სხვადასხვა კატეგორიის
2. დაცულ ტერიტორიას - ბორჯომის ნაკრძალი, ბორჯომ-
ხარაგაულის ეროვნული პარკი, ნეძვის აღკვეთილი და
გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი დაარსდა 1995
წელს და მისი მთლიანი ფართობია 85 083 ათასი
ჰექტარი, რომელიც წარმოდგენილია კარგად შენახული
და დაცული ტყის ჰაბიტატებით, იშვიათი და
განუმეორებელი ფლორითა და ფაუნით, თვითმყოფადი
და განუმეორებელი ლანდშაფტებით.
ტურისტულ და მეცნიერულ ინტერესს იწვევს.
გეოგრაფიული და ეკოლოგიური ზონების
მრავალფეროვნება, მდიდარი ცხოველთა სამყარო და
3. მრავალფეროვანი მცენარეული საფარი.
ეროვნული პარკის ეს მრავალფეროვნება მნახველთაგან
გაფრთხილებას მოითხოვს - ყველა მცენარეს და
ცხოველს კანონი იცავს! ეროვნული პარკი კულტურულ
ლანდშაფტებში გადაშენებული ბევრი სახეობისათვის
ერთადერთ თავშესაფარს წარმოადგენს. მკაცრად
იკრძალება ნადირობა და მცენარეების შეგროვება.
გთხოვთ, თქვენი მოქმედებით არ დააფრთხოთ
ცხოველები და არ დააზიანოთ მცენარეები.