Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
ფარშავანგი
1. სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის
სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი
რუსუდან პაქსაძე
საპრეზენტაციო მასალა მეორე
კლასის მოსწავლეებისათვის
3. გაკვეთილის მიზანი
1.მოსწავლეები მოისმენენ ტექსტს;
2.იმუშავებენ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე;
3.ივარჯიშებენ კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის
გამოყენებით;
4. გააანალიზებენ მხატვრული ტექსტის
აგებულებას;
5. შეეცდებიან მსგავსი მოთხრობის შექმნას
ზეპირად;
5. კავშირი სასწავლო
გეგმასთან:
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე
შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი
დამოკიდებულება
ართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა
ქართ. II. 6. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ
ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
ქართ. II.9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
ქართ.II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად
შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
ქართ.II. 12. მცირე მოცულობის ტექსტების შექმნისას მოსწავლეს შეუძლია
ძირითადი გრამატიკული ელემენტების გამოყენება.
ქართ. II. 13. მოსწავლეს შეუძლია ნაწერის გასწორების მარტივი ხერხების
გამოყენება
6. ლექსიკური მარაგი
საუცხოო სანახავი - ძალიან
ლამაზი
მარაო - სანიავებელი
თვალისმომჭრელი - ბრწყინვალე,
მოელვარე
მოჯადოებული - გაოცებული
უშნო - ულამაზო
საზარელი - საშინელი
7. ეზოში ფარშავანგი დადოდა ამაყად.
საუცხოო სანახავი იყო, დროდადრო ბოლოს
მარაოსავით შლიდა, მზის სხივებზე
აელვარებდა თვალისმომჭრელი ფერებით.
თუმცა ზოგჯერ უსიამოვნო ხმით გაჰკიოდა.
8. იქვე, გზაზე ორი კაცი მიდიოდა. დაინახეს ეს
საოცარი ფრინველი, დადგნენ და
მოჯადოებული უყურებდნენ.
9. - რა მშვენიერია! - თქვა ერთმა, - შეხედე, რა ლამაზად
უბრჭყვიალებს ყელი! ხან მწვანედ უჩანს, ხან
მტრედისფრად, ხანაც ოქროსფრად! თავზედაც
როგორი დიდებული გვირგვინი ადგას! ახლა მის
ბოლოს დააკვირდი! არა, ამაზე ლამაზი ფრინველი
ქვეყნად არ არის!
10. არც ისე ლამაზია, შენ რომ გგონია! დააკვირდი,
რა უშნო ფეხები აქვს, თანაც როგორი საზარელი
ხმით ყვირის! - უპასუხა ამხანაგმა.
16. მოცემულ სიტყვებს ტექსტიდან შეურჩიეთ
საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები:
ლამაზი -
მართალი -
კარგი -
მშვენიერი -
17. დავალებები:
.სლ. 1.მოძებნეთ ტექსტში ის სიტყვები,
რომელთაც დაესმით კითხვა ,,როგორი’’?
2.წაიკითხეთ პირველი გამვლელის სიტყვები.
რას გამოხატავს აქ ძახილის
წინადადებები?(მოწონებას, აღტაცებას, ზიზღს,
გაბრაზებას. შეარჩიეთ მართებული პასუხები)
3.წაიკითხეთ მეორე გამვლელის სიტყვები. აქ
რას გამოხატავს ძახილის წინადადებები?
სინანულს, წყენას, უკმაყოფილებას).