2. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების
წარმოშობა და განვითარება მართლაც
უხსოვარ დროში, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო,
როდესაც მათი სახელწოდებაც კი არ
არსებობდა. ეს მეცნიერებები განსაზღვრავს
თანამედროვეობის პროგრესს, ცივილიზაციის
დონესა და კულტურას. 40 000 წელზე მეტია,
რაც ადამიანმა გამოიყენა პირველი ქიმიური
რეაქცია - ფიზიკურ მოვლენაზე დაყრდნობით
ისწავლა ცეცხლის მოპოვება, შენახვა და
გამოყენება
8. ფიზიკა, როგორც მეცნიერება, ეგვიპტელთა
და ურარტუელთა ასტრონომიული
აღმოჩენების, ალქიმიისა და მათემატიკური
ცოდნის საფუძველზე ჩაისახა და ძველ
საბერძნეთსი. კაცობრიობის ისტორიის
მსაგავსად ფიზიკის განვიტარების ისტორიაც
ცალკეული ადამიანების სახელებს
უნავშირდება, სწორედ მატ, ვისაც
გამუდმებით აწვალებდა კითხვა რატომ და
ცოდნის შეძენის დაუოკებელი წადილი
9. ქრონოლოგიურად პირველ ფიზიკოსად,
ასტრონომად და მათემატიკოსად თალეს
მილეთელი ითვლება. მან პირველად
იწინასწარმეტყველა მზის დაბნელება ძვ.წ.
585 წელს. მას ეკუთვნის პირველი ცნობები
იმის შესახებ, რომ ქარვა შალზე გახახუნების
შედეგად ელექტროვდება, ხოლო მაგნიტი
რკინას იზიდავს. საოცარია, მაგრამ ფაქტია,
რომ კაცობრიობამ ელექტრობასა და
მაგნეტიზმში მომდევნო 23 საუკუნის
მანძილზე , თალესის მემკვიდრეობას
ვერაფერი მიუმატა
10.
11. ძველი წელთაღრიცხვის
მე--4 საუკუნის ფილოსოფოსი
არისტოტელე მიეკუთვნება
უდიდეს მოაზროვნეთა რიცხვს
კაცობრიობის ისტორიაში. იგი
პლატონის მოსწავლე და
ალექსანდრე მაკედონელის
მასწავლებელი იყო.
არისტოტელეს გენიალური
გონება მოიცავდა ძველი
სამყაროსათვის მისაწვდომი
ცოდნის ყველა სფეროს
12. არისტოტელეს მიერ ჩამოყალიბებულმა
თეორიებმა მრავალი საუკუნის მანძილზე
იარსებეს. აწორედ არისტოტელემ უწოდა
ძირითად და უმთავრეს საბუნებისმეტყველო
მეცნიერებას სახელად ფიზიკა. არისტოტელეს
სახელს უკავშირდება სამყაროს გეოცენტრული
მოდელი, რომლის თანახმადაც სამყაროს
ცენტრში უძრავი დედამიწაა, ყველა სხვა ციური
სხეული კი მის გარშემო ბრუნავს.
15. მრავალი ლეგენდაა დაკავშირებული
,,ბუმბერაზი სირაკუზელის” არქიმედეს
სახელთან. ყველას უსწავლია
ჰიდროსტატიკის ძირითადი კანონი. ბერკეტი
და სხვა მარტივი მექანიზმები პირველმა
სწორედ არქიმედემ გამოიკვლია. დღესაც
პოპულარულია მისი გამონათქვამი
დედამიწის ადგილიდან დაძვრაზე. სიტყვა
,,ევრიკას “ კი თარგმნა არცერთ ენაზე არ
სჭირდება. ამ სიტყვით აღმოჩენის სიხარულს
დღესაც უამრავი ადამიანი გამოხატავს
17. ალბათ ბევრს გააკვირვებს, რომ კარის
ავტომატურად გაღების მექანიზმი, წყლის
გასაყიდი ავტომატის მოწყოპბილობა და სხვა
ბევრი ,,სასწაული” ძველი წელტაღრიცხვის
პირველ საუკუნეში შექმნა ჰერონ
ალექსანდრიელმა.
ჰერონზე თანამედროვენი წერდნენ, რომ მან
,,მეცნიერება ზეციდან დედამიწაზე ცამოიტანა”
და ადამიანების საჭიროებებს დაუკავშირა.