8. აქ ქათამი მე ვარ მხოლოდ,
მაგრამ ამის სულაც არ
მრცხვენია, პირიქით,
ვამაყობ, რომ ქათამი ვარ,
თანაც კრუხი და ჩვენს ეზოს
მშვენიერ წიწილებს
ვუზრდი.
კოკ-კოკ-
კოკ!
9. უცებ ეზოს თავზე
ოფოფი გამოჩნდა და
მხიარულად შესძახა:
მაპატიეთ, ჩემო კარგებო! გზაში
ერთ გაჩეჩილ ცხოველს წავაწყდი
და მისი დავარცხნა
გადავწყვიტე.როგორც კი
სავარცხელი მივაკარე, ყველა
კბილი უცებ მოსტყდა. იმის თმას
კი ვერაფერი ვუშველე, ისეთი
ბასრი იყო, ისეთი...
10. გაბუტულ მეზობლებს სიცილი აუტყდათ.
სულელო, ეგ
ხომ ზღარბი
ყოფილა!
მთელ ეზოში მხიარული კისკისი
გაისმა.