3. სკოლის ისტორია
სამტრედიის №11 საჯარო სკოლას განვითარების ხანგრძლივი და
საინტერესო ისტორია აქვს. იგი თავდაპირველად XIX საუკუნის
მიწურულს დაარსდა გომნაზიის სახელწოდებით I-VII კლასის
სწავლებით. რამდენიმე წლის შემდეგ გიმნაზიის ბაზაზე
პედაგოგიური ტექნიკუმი გაიხსნა სამწლიანი სწავლებით. ტექნიკუმი
1939 წელს დაიხურა და იმავე წელს მის ბაზაზე შეიქმნა ახალი ტიპის
№2 საშუალო სკოლა.
1946 წელს საქართველოს განათლების სისტემამ სასკოლო რეფორმა
გაატარა. საქართველოში შეიქმნა ქალთა და ვაჟთა ცალკე სწავლების
სკოლები და დაარსდა წარჩინებულ მოსწავლეთათვის ჯილდო ოქროსა და ვერცხლის მედალი. № 2 საშუალო სკოლა გადაკეთდა
ქალთა სწავლების სკოლად, რომლის პირველი ოქროს მედალოსანი
იყო ქალბატონი დოდო ბერაძე - მედიცინის თვალსაჩინო და ნიჭიერი
მუშაკი. სკოლამ ბევრი სახელოვანი ადამიანი აღზარდა, მათ შორის:
პროფესორი პ.ხუჭუა, ცნობილი მსახიობი აკაკი კვანტალიანი, დ.
კვირცხალია, დოცენტი დ. ხუჭუა და სხვები. სკოლა დღესაც ამაყობს
მისი აღზრდილებით.
4. 1956-57 სასწავლო წელს საქართველოში კვლავ შეერთდა ქალთა და
ვაჟთა სწავლება, 1970 წელს სამტრედიის № 2 საშუალო სკოლა
შევიდა ა.კ. რკინიგზის განათლების სისტემაში, მან მიიღო ახალი
ტიპის სკოლის შენობა და გადაკეთდა რკინიგზის №24 საშუალო
სკოლად.
1994 წელს სკოლა გადაკეთდა № 11 საჯარო სკოლად.