Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
New microsoft word document
1. „რეკლამა და მისი ეფექტურობა, სტრატეგია.“
რეკლამირება არსებობდა ანტიკურ პერიოდში წარწერებისა და აბრების ისეთი
ფორმით, რომელიც რეკლამას უკეთებდა საქონელს ბაზრებში ევროპასა და კოლონიალურ
ამერიკაში. მაღაზიის პატრონები ქირაობდნენ შიკრიკებს, რომლებსაც დაავალებდნენ
მთელ ქალაქში ეყვირათ და რეკლამა გაეკეთებინათ მათი საქონლისთვის.
რეკლამა-ეს არიას კომუნიკაციის ნებისმიერი ფასიანი, არა პირადული ფორმა,
რომლის მეშვეობითაც ხდება იდეის, საქონლის ან მომსახურების წარმოდგენა და
წინწაწევა, რომელსაც უკვეთავს და აფინანსებს სპონსორი. იგი ახირციელებს
მომხმარებლის ინფორმირებას საქონლის ღირსებების შესახებ და ხანგრძლივი დროის
განმავლობაში ახდენს საქონლის დემონსტრირებას.
რეკლამა ყველა დროში ასრულებდა ამა თუ იმ საქონლის არსებობასა და
მყიდველთა ინფორმირების ფუნქციას. ამასთან , ფირმებისთვის სუფთა ინფორმაციული
სახის რეკლამას მეორე ხარისხოვანი მნიშვნელობაც აქვს. რეკლამის საშუალებით
შესაძლებელია მომხმარებლის დარწმუნება საქონლის ღირსებებში და ამით მისი
ნწინსვლა ბაზარზე. რეკლამის მეშვეობით შესაძლებელია ახალი მოთხოვნის
ჩამოყალიბება.
სარეკლამო კაპანიების ეფექტურობა-რთული, მრავალ ასპექტური და ხშირად
ხანგრძლივი პროცესია, იგი პირდაპირაა დამოკიდებული საწარმოს მართვის მეთოდებისა
და ფორმის არჩევაზე და შეესაბამება მარკეტინგული სიტუაციების მოთხოვნებს.
რეკლამის ეფეტურბა უმეტეს შემთხვევაში, საწარმოების მიერ ფასდება იმით, თუ
რეკლამის გაწევის შემდეგ როგორ იყიდება მათი პროდუქცია.გამოკითხვების ჩატარების
შედეგად განისაზღვრება რომელი რეკლამაა უფრო ცნობადი და ყურებადი მომხმარებლის
მიერ, ამა თუ იმ რეკლამის ყურებისას მიზნობრივ აუდუტორიას როგორი ასოციაციები
უჩნდება, ვინ იყიდა პროდუქცია რეკლამის ყურების შემდეგ.
აქვე უნდა აღინიშნოს სარეკლამო კამპანიის ეფექტურობის შეფასებისათვის ასეთი
სამუშაოები სარეკლამო კამპანიამ უნდა განახორციელოს როგორც რეკლამის გაშვებამდე,
ასევე რეკლამის გაშვების შემდეგაც, რაც გარკვეულ სოლიდურ ხარჯებთან არის
დაკავშირებული.
მარკეტოლოგების სხვადასხვა შეფასებებით ინდუსტრიულად წამყვან ქვეყნებში
რეკლამაზე ხარჯები მათი ერთობლივი შიდა პროდუქტის 1%-დან 2,7%-ს შეადგენს.
სარეკლამო ხარჯების მოცულობის მიხედვით პირველ ადგილზე აშშ იკავებს, სადაც
2. უკანასკნელ წლებში მისმა სიდიდემ 100მლრდ დოლარს გადააჭარბა. ეს თანხა
დაახლოებით აშშ-ს ჯანდაცვაზე ხარჯების ტოლია და ამ ხარჯში კი ყველაზე დიდი წილი
ამერიკის ჯარში მოხალისედ წასვლას სააგიტაციო რგოლებზე მოდის.
საქართველოში დღეისთვის ხარჯები რეკლამაზე შეიძლება ითქვას განვითარებულ
ქვეყნებთან შედარებით უმნიშვნელოა, მაგრამ იგი წინა პერიოდთან შედარებით მზარდი
ტემპით ხასიათდება.
რეკლამამ პირველ რიგში ზემოქმედება უნდა მოახდინოს მყიდველის ემოციაზე,
აღუძრას მას სურვილი, რომ შეისყიდოს საქონელი, გამოიმუშაოს ფსიქოლოგიური
დამოკიდებულება ნაწარმის მარკისადმი. რეკლამა ყოველთვის უნდა იყოს ობიექტური და
ეყრდნობოდეს მეცნიერულად შემოწმებულ ფაქტიურ მასალებსა და მონაცემებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეუძლია აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენოს
მწარმოებელს.
იმისთვის, რომ მოსახლეობას მუდმივად შეახსენონ თვიაანთ პროდუქტზე
ფირმები იყენებენ და მიმართავენ სხვადასხვა საუალებებს: ტელევიზიას, რადიოს,
გაზეთებს, ჟურნაიებს და სხვა გამომცემლობებს, რეკლამას კინოში, მოედნებზე,
სადგურებში, მეტროში, შენობის კედლებზე და ბანებზე