1. მე ვარ ნინი ფანჯავიძე,
წარმოშობით ულამაზესი რაჭიდან !
მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი სოფელიც და რაჭის ის ღირშესანიშნავი
ადგილები, რომელიც ნანახი მაქვს და აღფრთოვანებული ვარ.
რაჭაში, რომ მთა-ბარია ანგელოზებს აბარია!
რაჭა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელიც დასავლეთ
საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში,ზღვის დონიდან 2000 მ მდებარეობს. იგი
ძალიან მდიდარია კულტურული ძეგლებით, დიდებულად მორთულია გამორჩეული
ჩუქურთმებით, საუკეთესო ფრესკებით, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმიან რაჭის
ულამაზეს ბუნებას.
ჩემი სოფელი ზემო კრიხი — ქვემო რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში,
რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე კრიხულას მარცხენა მხარეს, ზემოთ
მდებარეობს. სოფლის შესასვლელში აღმართულია X საუკუნის ქართული
ხუროთმოძღვრების ძეგლი მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია, რომელიც გამორჩეულია
ჩუქურთმებით და ორნამენტებით, ტაძრის მიმდებარედ აღმართულია სამამულო ომში
დაღუპულ გმირთა მემორიალი, მრავალწლოვანი ცაცხვის და ურთხველის (ჩაჩია) ხე,
ტაძარს უკანა მხარეს ბზის ტყე აკრავს, სოფელში ყოველ ზაფხულს სიმშვიდით ვისვენებ.
ურთხველი 7 საუკუნის
ურთხველის ნაყოფი
შინმოუსვლელ გმირთა
მემორიალი
მე და ჩემი სოფელი
5. რაჭის ხუროთმოძღვრების ძეგლებია
ნიკორწმინდა, მრავალძალი, ზემო კრიხის მთავარანგელოზის ეკლესია, ბარაკონის
ღვთისმშობლის ეკლესია, ხოტევის ეკლესია და სხვა
ნიკორწმინდა ზემო კრიხი
მრავალძალი
ბარაკონი
6. სუფთა ჰაერი, სიმწვანეში ჩაფლული ჩანჩქერები, კლდეებში კრისტალივით ჩაბნეული ალპური
ტბები, მყინვარები და აყვავებული მდელოები კი ნამდვილ სამოთხეს ქმნიან
სიყვარულის
ჩანჩქერი
შარეულას
ჩანჩქერი
ზნაკვის
ჩანჩქერი
უძირო ტბა
ბუბას მყინვარი
8. რაჭის ერთ-ერთი ულამაზესი დასასვენებელი, გასართობი ადგილია სოფელ კრიხში მდებარე
კრიხულის მდინარე, ტურისტულად მოსახერხებელია კრეატიული , გლამურის ტიპის
კომპაქტური კარავი-სასტუმროთი
კრიხულის სათავე კრიხულის სათავე
კრიხულის ბუნგალო
კრიხულის სასტუმრო
მდინარე კრიხულა
9. რაჭის კურორტებია შოვი და უწერა, რომელიც მდიდარია მინერალური და მჟავე
წყლებით
შოვის კურორტი, სადაც სტალინი
ისვენებდა
უწერა უწერა
უწერის მჟავე წყალი
10. რაჭული კულტურა მრავალფეროვანი და საინტერესოა თავისი ფოლკლორით, სამზარეულოთი და ტრადიციებით.
ცნობილი რაჭული სიმღერებია "ქვედრულა", "რაშოვდა", "მაღლა მთას მოდგა" და სხვა. რაჭა განთქმულია დურგლობით.
საქართველოს ბევრ კუთხეში ნახავთ რაჭველების აშენებულ ოდა სახლებს, რომლებიც ულამაზესი ჩუქურთმებით
გამოირჩევა.
რაჭული სამზარეულო უგემრიელესია და შქმერულით, ქოთნის ლობიოთი, რაჭული ლორითა და რაჭული
ლობიანით ნამდვილად იპყრობს გურმანთა ყურადღებას.
რეგიონში განვითარებულია მეღვინეობა, განსაკუთრებულია უმაღლესი ხარისხის, წითელი, ბუნებრივად ნახევრად
ტკბილი ღვინო ხვანჭკარა.
ყურძენი მუჯურეთული
შქმერულილობიანი და ვიჩინა
ჩემი დიდი ბაბუის სახლი რაჭის ვენახი
ღვინო ხვანჭკარა
11. რაჭის შესახებ ისტორია და სანახაობები ამოუწურავია. ულამაზესია კიდევ მრავალი სოფელი: თლუღი,
ველევი, კორტი, სხვავა, ფუტიეთი, შქმერი, ღები, გლოლა და სხვა, ულამაზესი ბუნებით და ტაძრების
უნიკალური ჩუქურთმებით.
ერთხელ თუ ნახავ რაჭას, ყველა სალოცავებით გაოცებული დარჩებით, მაგრამ გალაქტიონ ტაბიძე
ნაამბობმა გააოცა, როდესაც შოვში ისვენებდა 1947 წელს, კურორტის ხელმძღვანელობა თავს არ
ზოგავდა პოეტისთვის კარგი პირობების შესაქმნელად, ხელმძღვანელობის დავალებით ნიკორწმინდელ
მოხუც დურგალს გალაკტიონისთვის ტყეში, მუხის ქვეშ, მაგიდა გაუკეთებია და მასთან მისასვლელი
ბილიკიც გაუყვანია, დურგალი მაგიდის კეთებისას გატაცებით უყვებოდა გალაკტიონს ნიკორწმინდის
ტაძრის ჩუქურთმების შესახებ. მოსმენილით მოხიბლული გალაკტიონი დაჰპირდა მოხუცს, რომ ამ
მაგიდაზე დაწერდა რამეს ნიკორწმინდის შესახებ და იმ დღესვე დაწერა “ქებათა ქება ნიკორწმინდას“
ისე, რომ თვალით ნანახი არ ჰქონდა ეს ულამაზესი ტაძარი.
ნიკორწმინდის ტაძარი
ნიკორწმინდის ტაძარის მოხატულობა