10. მამა თავისი ორი ვაჟიშვილით მიადგა
მდინარეს, რომლის ერთ ნაპირზეც პატარა ნავი
იყო მიბმული. ნავს შეეძლო ან მარტო მამის, ან
ორივე ვაჟიშვილის გადაყვანა მდინარეზე. უფრო
მეტ სიმძიმეს ნავი ვერ გაუძლებდა და
ჩაიძირებოდა. როგორ უნდა გადასულიყვნენ
მამა და ვაჟები მდინარის მეორე ნაპირზე?