3. სიტყვა თარგმანი, როგორც სპეციალურ ლიტერატურაშია
მითითებული, თავისი თავდაპირველი მნიშვნელობით
ინტერპრეტაციას უფრო ნიშნავს. ბიბლიის სპეციალისტები
აღნიშნავენ, რომ „თარგუმ“ არამეულ ენასთან ერთად ნიშნავს
განმარტებას, ბიბლიის კომენტარს, მის ახსნას (რუსთველის „ესე
ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები“). თარგმანის
თეორეტიკოსები აღნიშნავენ, რომ ყოველი თარგმანი
შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად უნდა გამოხატავდეს
დედნის სულს და წარმოადგენდეს სათარგმნელი ნაწარმოების ზუსტ
ექვივალენტს, მაგრამ თავად სიტყვა სიზუსტის გაგება ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში თითოეულ მათგანს სხვადასხვაგვარად
ესმის.
4. კითხვები:
1. შეადარეთ თქვენი ნამუშევარი სხვა ნათარგმნ
ვერსიებს ,რამდენად ახლოსაა თოთოეული
მათგანი დედანთან და წარმოადგენს თუ არა
ნაწარმოების ზუსტ ექვივალენტს, თუ არა რამ
განაპირობა ეს განსხვავება?
2. რა ძირითად დაბრკოლებებს წააწყდით
თარგმნის დროს?
6. ●თარგმანი არის ნებისმიერი ტექსტის ერთი ენობრივი სისტემიდან მეორე
ენობრივ სისტემაში გადატანის ცდა;
●თარგმნის პროცესში უპირველესი საფეხური ჰერმენევტიკული* პროცესია,
რაც ტექსტის მართებულ წვდომას, სწორად წაკითხვასა და გააზრებას
გულისხმობს;
●ისევე, როგორც ორიგინალური, მთარგმნელობითი შემოქმედებაც სიტყვიერ
ხელოვნებას წარმოადგენს, ერთიც და მეორეც ერთსა და იმავე მხატვრულ
არსენალს იყენებს ერთი და იმავე მიზნის მისაღწევად;
●ორიგინალური მწერლობა თავისუფალი შემოქმედებითი პროცესია. შენ ხარ
და თეთრი ქაღალდი. რაც მოგესურვება, იმას წერ. რაც შეეხება
მთარგმნელობით პროცესს: აქ შენსა და თეთრ ქაღალდს შორის ორიგინალის
ტექსტის დაბრკოლებებია გადასალახი. პირველი და უმთავრესი -
დედნისეული ტექსტის აღქმა და მისი სიღრმეების წვდომაა;
7. ● გონით აღსაქმელს ასე თუ ისე ეშველება, მაგრამ იმ უხილავ, უთქმელ,
ნაგულისხმევ ქვეტექსტს რა უნდა მოუხერხოს მთარგმნელმა, რომელიც ყოველ
ნაწარმოებში იგულისხმება? მან ხომ თქმულის გარდა, ეს უთქმელობაც უნდა
გადაიტანოს თარგმანში. ეს კი გაცილებით რთულია, ვიდრე სიტყვიერად
აჟღერებული აზრის გარდათქმა სხვა ენაზე;
● ყოველმა მთარგმნელმა მხოლოდ დედნისეული ნიღაბი და
აღკაზმულობა კი არ უნდა მოირგოს, არამედ ეცადოს, იმ ავტორად იქცეს,
ვისაც თარგმნის. მისი როლი უნდა შეასრულოს... ეს იოლი საქმე არ
გახლავთ. მით უმეტეს, როდესაც ხან ჰორაციუსის* როლის შესრულება
გიწევს, ხან ისიკავა ტაკუბოკუსი*, ხან პოლ ვალერისა* და ხანაც მარინა
ცვეტაევასი*.
8. ● მრავალსახოვნება - აი, რა არის მთარგმნელის აუცილებელი თვისება.
იმიტაციის უნარი - არა კნინობითი, არამედ ამაღლებული გაგებით.
მიმბაძველობა კი არა, იმ ავტორად გადაქცევა და გარდასახვა შენს
ენობრივ სამყაროში;
● მთარგმნელის თვითგამოხატვა იმით განიზომება, თუ რამდენად
შესძლო მან სხვისი წარმოჩენა და რამდენად აქცია თავისად სხვის
მიერ თქმული. სწორედ ესაა მთარგმნელობითი ხელოვნების
სირთულე.