2. წინასიტყვაობა
მსოფლიოში ყველაზე ფართოდ
გავრცელებულ ინსტრუმენტს
პირველადი ჯანდაცვისა და საოჯახო
მედიცინის კლინიკური ინფორმაციის
მოსაწესრიგებლად პირველადი
ჯანდაცვის საერთაშორისო
კლასიფიკატორი (ICPC)
წარმოადგენს. პირველადი
ჯანდაცვის საერთაშორისო
კლასიფიკატორი შემუშავებულია
ოჯახის ექიმთა მსოფლიო
ორგანიზაციის (WONCA)
საერთაშორისო კლასიფიკაციების
კომიტეტის (WICC) მიერ.
9. სოციალური ნიშნის მიხედვით:
• პროფესიული დაავადეებები
• ეკოლოგიასთან
დაკავშირებული დაავადებები
P.S დაავადებათა სრულყოფილი კლასიფიკაცია
დღემდე არ არის ჩამოყალიბებული
10. 1978 წელს ალმა-ატაში, ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციის პირველადი ჯანდაცვის
კონფერენციაზე “ჯანმრთელობა ყველასათვის 2000
წელს” მიზნის მიღწევის ძირითად საშუალებად
ადეკვატური პირველადი ჯანდაცვა იქნა
განცხადებული. შემდგომ ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციამ და ოჯახის ექიმთა საერთაშორისო
ორგანიზაციამ აღიარეს, რომ პირველადი ჯანდაცვის
სათანადო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც
ჯანდაცვის პრიორიტეტების შეფასებისა და
განხორციელების საშუალებას იძლევა, მხოლოდ იმ
შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუკი ჯანდაცვის
დაგეგმვის პროცესში მონაწილე პირთათვის
მართებული ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი. ამან
კი ბიძგი მისცა ახალი კლასიფიკაციის სისტემის
შემუშავებას
11. დაავადებათა კლასიფიკაცია შემუშავებულია იმისთვის, რომ
შესაძლებლობა მისცეს სამედიცინო მომსახურების
მიმწოდებელს კოდირებული სახით აღნიშნოს პაციენტის
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემები,
როგორიცაა შეუძლოდ ყოფნა, დაავადება ან ტრავმა.
მიმართვის მიზეზთა კლასიფიკაცია ფოკუსირებულია
პაციენტის თვალთვახედვით მოწოდებულ მონაცემთა
ელემენტებზე7,10,11. შესაბამისად, ის უფრო პაციენტზე,
ვიდრე დაავადებასა ან სამედიცინო მომსახურების
მიმწოდებელზე არის ორიენტირებული. პაციენტის მიერ
დასახელებული მიმართვის მიზეზი ან სამედიცინო
მომსახურების მოთხოვნა ექიმის ან სხვა მედმუშაკის მიერ
უნდა იქნას გარკვეული და შეფასებული მანამ, ვიდრე
დიაგნოზის სახით პაციენტის ჯანმრთელობის პრობლემის
შეფასებისა ან ინტერპრეტაციის მცდელობა, ან პროცესის
წარმართვის ან მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილების
მიღება მოხდება.